Archive for the ‘7’ Category

1 კვირა

ორშაბათი

მძიმე დილა მქონდა. ოპერაციის მერე პირველად მივედი ექიმთან (რამდენიმე უძილო ღამის  შემდეგ ყურთან ბინტის მაგრად მოჭერის გამო). ცოტა რთული პროცედურები გავიარე, მაგრამ არ ვიტირე. პოსტპორაციულ პროცედურებზე პოსტს დავწერ, ოღონდ როცა ყველაფერი მორჩება მერე… ხოდა ჰაერი ჩავისუნთქე, ისე კარგად ვსუნთქავდი, როგორც არასდროს. უბრალოდ ცოტა ხნით- მალე ისევ დაახშო ჩემმა ექიმმა. ორშაბათსვე მივხვდი, რომ ის ჰაუსს მაგონებს. მარტო იმიტომ არა, რომ ცალ ფეხს მასავით დაათრევს, გამოთქმებითაც:))
***
ორშაბათი 7 მარტიდან ოფიციალურად ნიჭიერის დღედ გამოცხადდა. ჩემთვის პირველი ორშაბათი იყო, როცა ერთდროულად ბლოგიც მებარა, ფეისბუქიც, მაივიდეოც და სხვა ყველაფერიც, რაც ნიჭიერთან ონლაინ სივრცეშია დაკავშირებული. ასეთ დროს ყოველთვის ვნერვიულობ, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და
სულ მგონია, რომ შეიძლება შეცდომები მომივიდეს. რამდენიმე დღით ადრე დავიწყეთ შემამზადებელი buzz. პიკი, რა თქმა უნდა, ორშაბათი იყო. განსაკუთრებული ემოციები მაშინ მოვიდა, როცა პირდაპირი ეთერის პარალელურად მე ფეისბუქის გვერდზე ერთგვარ ტრანსლირებას ვაკეთებდი. ასეთ დროს თან ფრაზა უნდა გათვალო, თან ისე უნდა ქნა, რომ მოსაბეზრებელი არ გახდეს და უნდა ჩართო ყველა ამაში. როცა დამთავრდა ყველაფერი, ერთი ღრმა ამოსუნთქვა ამოვისუნთქე-  მივხვდი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დოდკას გავუზიარე სიხარული და ვუთხარი, ეს სულ სხვა გამოცდილებაა მეთქი.  კი ვიცოდი, რომ რაღაც ახალი და უკეთესი დაიწყებოდა ჩემთვის, მაგრამ ასეთს არ ველოდი..

სამშაბათი

დილით გამახსენდა, რომ თიკას და ვანიკოს ვიდეო მქონდა გადაღებული. დავამონტაჟე და გავუშვი. მერე მარტოს მომიწია სახლში ყოფნა. თან ჩემ review პოსტს ვწერდი, თან კომპოტებს ვსვავდი კოვზით.. პოსტის წერისას რაღაც უკმაყოფილების შეგრძნება დამემართა, არ მომწონდა და ზედაპირული მეჩვენებოდა. მერე მივხვდი- იმის ბრალია, რომ ჟიური ამბობს ხოლმე რისი თქმაც მინდა და მარტო ციტირებაა საკმარისი. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო შემდეგი პოსტისთვის.  სხვა ისეთი არაფერი, სამშაბათიც ნიჭიერის დღე ყოფილა :D

კვირის მოვლენებს გადავასწრებ და ვიტყვი- მთელი კვირა იყო აქტიური ისე, რომ დოზის გადაჭარბება და ყელში ამოსვლა არ გამოიწვიო, არის დიდი რისკი. მე მგონი, საფრთხე არ  დაგვმუქრებია. ყოველ დღე აქტიური იყო ზემოთხსენებული ნიჭიერის ცხელი წერტილები, მაგრამ  overdose და ფიდბექის არ ქონის შემთხვევები არ გამოვლენილა:)))

ოთხშაბათი

შერმა თავის სურათები დააშეარა, იქს ფაქტორის ტურშია. ვუყურებ და ვფიქრობ, როგორ გაიზარდა ყველანაირად იქს ფაქტორის შემდეგ. მახსოვს, ადრე საიმონმა უთხრა, ყველა თინეიჯერს წარმოადგენ, ვისაც ოცნება აქვსო. i’m so happy for her. შერზე რატომღაც მარია არაგონი გამახსენდა, რომელიც lady gaga-მ აღმოაჩინა youtube-ზე და ახლა უკვე ძალიან პოპულარულია. უკვე ორი კვირაა ამ ამბის შესახებ პოსტის დაწერა მინდა ერთ კონტექსტში და ვერ მოვაბი თავი.

კიდევ მარკის, მისი GF-ს და ძაღლის სურათები დავათვალიერე. so cute. ოთხშაბათსვე ვფიქრობდი,რომ მართალია ფეისბუქის ცვლილებებს სულ მტკივნეულად ვეჩვევი, მაგრამ შეჩვევის მერე ვხვდები, რომ რასაც აკეთებს სწორად აკეთებს. btw, კომენტარებში tag დაამატა. ძალიან ბევრჯერ მომდომებია და გამიხარდა.

დღის ბოლოს, ჩემი ცხვირის პირველი სურათი დავაშეარე. მართალია არ ჩანდა, მაგრამ…ძილის წინ  ვიფიქრე, რომ ღამე ცუდად დამეძინებოდა მღელვარებისგან- ხუთშაბათს მე და ჩემ ცხვირს პირველი შეხვედრა გვაქვს.

ხუთშაბათი

თაბაშირის გამოცვლის და ჩემი ცხვირის ნახვის დღე. დედამ ბავშვები ვერ დატოვა და მე და მამა წავედით. მიყვარს მამასთან ერთად მგზავრობა, მუსიკას ბოლო ხმაზე ვუწევთ და ერთად ვმღერით ხოლმე. ისე კარგი სასაცილო  სანახავი ვიქნებოდი ცხვირში ნიღნიღით ძლივს ხმას რომ ვიღებ, მაინც ვცდილობ სიმღერას და თან ვცეკვავ, ოღონდ უფრთხილესად (მარტო მე რომ ვიცი, რომ ვცეკვავ) ეს ათაბაშირებული.

***

უნივერსიტეტს რომ მივუახლოვდით და სტუდენტები გამოშლილი დავინახე გარეთ, გულმა რეჩხი მიყო-  ჭირივით მეზარება, რომ ამ არადა იქეთა ორშაბათიდან უნდა ვიარო…
***
თაბაშირი ზედ კანზეა დაკრული და რომ მაძრობდნენ ასე მეგონა ცხვირი მიყვებოდა. ძალიან შიშებში ვარ დეფორმირებებთან დაკავშირებით. რომ ამაძრო, მკითხა- გინდა ნახვაო? მამას დაუძახა და მე სარკე მომცა. ოღონდ გამაფრთხილა,მარტო პროფილში- წინიდან დასიებულიაო. მე მოვასწარი შეთვალიერება, მაგრამ იმდენად შოკი მივიღე, ძალიან ცუდად მახსოვს. ის მახსოვს, რომ მომეწონა, თვალები გამიფართოვდა და ჩემ თავს არ ვგავდი კიდევ.
მამაჩემმა  მითხრა, 5 წლით პატარას გავხარო :D  ერთგან კეხის ადგილას ამობურცულივით მქონდა, ვიკითხე ეს კეხი შერჩა თუ რა ხდება მეთქი, მაგრამ ვერ მომართვეს- ეგ  სისხლის დაგროვებაა, რომელიც ხელით უნდა გასწორდეს და ეს ისეთი მტკივნეულია…ტუჩები დავიკბინე რომ მომეთმინა, ოდნავ კი წამოვიყვირე რამდენჯერმე. ბოლოს ისე მტკიოდა, გაბუჟდასავით და გამიყუჩდა. წამოვიძახე- გაყუჩდა მეთქი. სიცილი აუტყდათ :D საბოლოოდ გადამაკრეს ახალი თაბაშირი, რომლის ბინტი ყურებზე არ მიჭერდა და მას შემდეგ მძინავს ტკბილად და ბედნიერად.

***

ასევე ხუთშაბათს პროფილის ყურებისას მეათიათასეჯერ დამწყდა გული იმაზე, რომ მცირე ტერიტორიაზე განთავსებული  მცირეციცხვოვანი ერი ვართ და ძალიან კი გვინდა, მაგრამ შოუ ბიზნესი ჩანასახშივე კვდება. შესაბამისად სასაცილოდ ჟღერს პოპულარულობით შეწუხებული ქართველების ინტერვიუები, რომლებიც ჭორებში იხრჩობიან თურმე. ასეთ ჭორებში ნებისმიერი რიგითი ქართველი იხრჩობა, იმიტომ, რომ მეზობლების, მეზობლების ნათესავების, ნათესავების მეზობლების და იმ მეზობლების ნათესავების წრე საკმაოდ დიდია

პარასკევი

პარასკევს იაპონიის ამბები დაიწყო. მსოფლიო კატასტროფების დროს, ან ინდეფერენტული უნდა იყო, ან ძალიან უნდა ჩაერთო, ან ყველას ჩართულობა ყელში ამოგივიდეს და გამოხატო ხმამაღლა (და ამით შენც ჩაერთო უნებურად), ან დეპრესია დაგემართოს და იდარდო.
გუშინ ეკატერინეს note წავიკითხე, იაპონიაში მყოფი ქართველი წერდა, ძალიან იმედიანად არიან აქაურებიო. მე ვერ ვიტყვი, რომ ყოველი მეორე სტატუსი და შეარი იქაურობაზე იყო, მაგრამ გულზე კი მომხვდა. აქაც დავდე გოგა ხაჩიძის  tribute ვიდეო, ძალიან ემოციურად მომხვდა გულზე.   უბრალოდ ვუყურებ კადრებს და ვფიქრობ რა ცუდი შეგრძნებაა, როცა ასეთი მოვლენები გაჯანჯღარებს და გეუბნება, რომ სამყაროს ცენტრი არ ხარ. იმას ვგულისხმობ, რომ როცა ვუყურებ როგორ მიცურავს სახლი, რომელიც ვიღაცამ ააშენა და იქ ერთი პიროვნების ცხოვრება დუღდა, რომელსაც ჰქონდა საყვარელი კუთხე სახლში, საყვარელი ნივთები, რომლებსაც დიდი ხანია აგროვებს და სათითაოდ ყველა ძვირფასია, დღიურები, რომლებსაც ბავშვობაში წერდა, ფოტოები, რომლებიც პოლაროიდის დროიდან დაწყებული ციფრულ ფორმატამდე დაწყებული ყველა ფორმატს მოიცავს, ფეხსაცმელი, რომელიც პირველი ხელფასით იყიდა…ძალიან უბრალოვდება ყველაფრის აზრი ასეთ დროს.

შაბათი

პარასკევს გამოსული მაიკლის ახალი კლიპი  და მის ირგვლივ ამბები შაბათს დამიტრიალდა თავში. აქ ალბათ არ უნდა ვწერდე ჩემივე დადგენილი წესების მიხედვით, მაგრამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, მეტყობა აშკარად:E ყოველთვის ასე მომდის, როცა რაღაც ახალი ხდება. კლიპი ისეთია, inspiration-ზე და ყველაფერ იმაზე, რაზეც არაერთხელ მიფიქრია და მიოცნებია. აი მაგალითად, ათიათასჯერ მაინც მექნება წარმოდგენილი ამერიკაში ჩასვლისთანავე როგორ გავვარდები და როგორ ჩავეხუტები ვარსკლვავს. სონის ჟღერადობა შეუცვლია სიმღერის,ჯერ ვერ მივხვდი კარგი იყო თუ ცუდი. და რეაქციები არაერთგვაროვანია,  ფანები ამბობენ, რომ  მაიკლის გარდაცვალების შემდეგ გამოსული ყველაფერი სონის მიერ გაფუჭებულია და ა.შ. მე ამაზე ვბრაზდები და ვჩხუბობ. არც ყრუ ვარ და არც დებილი განსხვავება რომ ვერ ვიგრძნო, მაგრამ ასეთ დროს, ან არაფერი ახალი არ უნდა გამოვიდეს და რჩება ოხრად წლების ნამუშევარი, ან უნდა დაეტიო და  არანჟირება ყველაზე ნაკლებად გაინტერესებდეს. მე  მარტო ის რომ ვიცოდე, რომ ტექსტია მისი და  ისიც საკმარისია იმისთვის, რომ ჩემად მივიღო. ბოლოს დროს  “p.s. i love you” მახსენდება და ყველა ტექსტი ამ ემოციით მესმენინება.
ძალიან რთულია იმის განცდა, რომ ვიღაც სხვის ხელში ხარ. იცი, რომ სტუდიაში თვითონ არ ზის და არ უკირკიტებს სათითაო ნოტს, არც გადასაღებ მოედანზეა და  კლიპებში ყოველთვის ძველი კადრების სახით ჩნდება. მოკლედ, ამ მითქმა-მოთქმების დროს ერთადერთი ემოცია გაბრაზება, მერე გამწარება და ასე ეტაპობრივად განვითარებადი სხვა ჯანდაბებია…ჯანდაბა!


კვირა

ჩემები დილიდან გავიდნენ. ნინის 3 დღეა ყოველ დილას სხვადასხვანაირ ვარცხნილობებს ვუკეთებ და ძალიან უხარია. ამით იმას ვინაზღაურებ, რომ ღამე ჩემთან ვეღარ იძინებს. ყოველ დილა-საღამოს ახსენდება და ამბობს- ოო, როდის დავიძინებ ისევ შენთან რააა…

მერე მარტო დავრჩი, მუსიკა ჩავირთე და მართალია ძველებურად ცეკვა-ცეკვით არა, მაგრამ ნელ-ნელა უკვე სახლის დალაგება შემიძლია. მთავარია მძიმე ნივთები არ ავწიო. დაგვისას ძალიან სასაცილო ვარ, თავი აწეული მაქვს და მაინც გულმოდგინედ ვგვი.
ახლა ხვალისთვის ვემზადები, ოღონდ ემოციურად. ხვალ ნელ-ნელა დოზებს გამომიწერს ექიმი  რამდენი ხნით შემიძლია მოვიხსნა და პირველად ვნახავ სრულფასოვნად და ფეხზე მდგომარე ცხვირს. მერე დოდკასთან უნდა გავიდე, იქედან ნიჭიერში გავალთ ერთად  და ახალი კვირაც იწყება…

ურჩხული ბანკომატები და ერთადერთი სიყვარული

ბლოგის უჩვეულო რეჟიმის გამო, ცოტა არ იყოს დავიძაბე..დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს!
რამდენიმე  რაღაც, რასაც ვერ ვეჩვევი/არ მიყვარს/დისკომფორტს მიქმნის..
სიაში ღირსეულ, პირველ ადგილს იკავებს

ტელეფონზე ლაპარაკი!

ვერ ვიტან სახლში რომ ჩემს გარდა არავინ არ არის და ტელეფონი რეკავს, იძულებული ვარ, რომ ვუპასუხო. ყველანაირდ თავს ვარიდებ ხოლმე. რისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიტან.
იგივეა მობილურ ტელეფონზეც – უფრო მწვავედ თან.
კონცენტრაცია მეკარგება, თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ სულ დაბნეული ვლაპარაკობ ხოლმე. იცით რა ძნელია? რომ გინდა, რომ უპასუხო და თან იცი, ტვინს იმხელა ძალა უნდა დაადგეს და გეზარება :D არასდროს არ ვრეკავ საქმეზე ისე,თუ განსაკუთრებულად არ მოვემზადე სიმყუდროვეში არ დავჯექი და ტვინი არ გადავრთე “ტელეფონზე ლაპარაკის რეჟიმში”. როგორ მოვახერხო, რომ ტელეფონზე ლაპარაკი ასე არ მთრგუნავდეს, არ ვიცი, არადა საჭიროა აშკარად..

მეორე- ბანკომატები!


ნუ ბოლო დროს კიდევ რა უჭირს, მაგრამ ისეთი შიშები მქონდა ხოლმე.. აი რაღაცნაირად მაშინებს საერთოდ საბანკო ოპერაციები,ამდენი რიცხვები. ჯერ ერთი ალბათ იმიტომ, რომ მე და მათემატიკა ერთად ვერ ვთავსდებით :D სულ სულ თავიდან რომ ჩემი პირველი პლასტიკური ბალათი მეპყრა ხელთ და მარტოს უნდა გამომეტანა თანხა ანგარიშიდან, ერთი-ორი წუთი ღრმად ვსუნთქავდი და ისე მივედი ბანკომატთან- შენელებული კადრით და ნელი ნაბიჯით :D

17.10-25.10

როგორც იქნა ვცდილობ დავწერო კვირის ყველაზე მძიმედ დასაწერი პოსტი- 7 დღოვანი, 7 სურათიანი. ძნელი დასაწერია, კიდევ კარგი ტელეფონის დრაფტებში ყველა დღის ასოციაცია მქონდა ჩანიშნული. რასაც ვიწერ ის აღარ მავიწყდება საერთოდ..

მაშ ასე, ორშაბათი:

BILD0271 დღის ასოციაცია- ტანსაცმელი, რომელიც არ ვიცი რატომ იკავებს ადგილს ჩემს კარადაში! რამდენი რამეა ასეთი რა.. ნაცრისფერ ფერს საერთოდ ვერ ვიხდენ. რატომ მაქვს ნაცრისფერი ტანსაცმელები? თან ყველა დიდი მოწადინებით ვიყიდე. ის თეთრი ზედა კიდე.. პოსტიც კი დავწერე მახსოვს მაგაზე, ისე მომეწონა და ერთხელაც არ ჩამიცვამს! დარწმუნებული ვარ, ყველა თგვენგანს მოსვლია ასე. დაუდევრად ვიცი რაღაცის ყიდვა : ( ამიტომ ორშაბათს გადავწყვიტე “ასჯერ გავზომო, ერთხელ გავჭრა” :D ისე, ჯიბრით ერთხელ მაინც უნდა ჩავიცვა ეგ თეთრი ზედა და თუ მაგით შეგხვდით და არც ისე ბედნიერი სახე მქონდა, არ იფიქროთ, რომ თქვენი ნახვა არ გამიხარდა :D Read the rest of this entry »

:17:

sevenw untitled

17

7 [31.08-6.09]

აი ესე არს კატეგორიაი ახალი, შვიდ დღედ წოდებული :D კატეგორიის იდეა ნატოშასთან ნანახმა ერთმა კატეგორიამ მომაწოდა, ეს არის 365, სადაც დებდა ხოლმე დღის ასოციაციის სურათებს. მე კიდევ გადავწყვიტე, რომ კვირაობით, 7 დღის ასოციაცია-სურათი დავდო თავისთავად კომენტარებითურთ : ) მაშ ასე:

ორშაბათი

Photo-0176 ექიმები- ჩემი სუსტი წერტილი. არრ შემიძლია, ეგრევე ყველანაირი ტკივილი გადამივლის ხოლმე ექიმს რომ მიხსენებენ :D ხოდა ორშაბათს უცებ რამის ოთხად მოვიკეცე ისე ამტკივდა კუჭი და სიცხე ამივარდა 39-მდე. ჩვენს ექიმს ვკითხეთ და ქირურგთან მიდითო.. აქ გამისკდა გული, მეეთქი ჩემს ერთადერთ და განუმეურებელ კუჭს საფრთხე ხომ არ დაემუქრა. დედაჩემმა ბრმა ნაწლავი ჩართო საქმეში და სულ გადავირიე- ჩემს დედისერთა აპენდიქსს რამე არ დაუშავონთქო და ფეხები ავაბაკუნე არ წამოგყვებით მეთქი. ხოდა მამამ ეგრე არ გინდაო და მოუხმო სასწრაფოს.. მართლა ეგრევე მთელმა ტკივილმა გამიარა..  ნუ მაინც მატკინეს ისე მაჭერდნენ ხელებს მუცელზე გასინჯვისას oO მაგრამ მშვიდობიანად ჩაიარა და მითხრეს, რომ ნაღველი მქონდა გაღიზიანებული..  შემსვეს გაზგასული ბორჯომის და უცხიმო და შეუწველი საჭმელების დიეტაზე, რომელიც უკვე აღარ არს ძალაში :D Read the rest of this entry »

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)