BRITAIN’S GOT TALENT
შესავლის სახით:
ცოტა ხნის წინ გამოცხადდა კონკურსი ბლოგერებისთვის, ნიჭიერისთვის რომ სჭირდებათ ბლოგერები. პირობითად ჯეოსტარის მიმოხილვა უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა შეგვეძლო რამე სხვა შოუთი შეგვეცვალა. ჯეოსტარისთვის არ მიყურებია, განსაკუთრებით ბოლოსთვის, ამიტომ გადავწყვიტე ფინალისთვის მაინც მეყურებინა წარმოდგენის შესაქმნელად. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა!- კინაღამ საერთოდ გადავიფიქრე საკონკურსო პოსტის დაწერა ისე გამაღიზიანა.
დათრგუნულმა გავიხსენე სხვა შოუებიც- თქვეს, რომ აუცილებელი არ იყო ჯეოსტარი. ჯეო-რამეებს გადავხედე, მაგრამ არა..მერე ვიფიქრე ჩემს გამოგონილ შოუზე დავწერ მეთქი, მაგრამ გამოცდების გამო ძალიან ცოტა დრო მაქვს და გამოგონილ კი არა, არსებულზეც ძლივს მოვახერხე დაწერა და ისიც უმარილოდ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, განსახილველ შოუდ გადავწყვიტე “ნიჭიერი”-ს უცხოური ანალოგი ამეღო. ძალიან ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ არჩევანი ჩემს ფავორიტზე, ინგლისურ ანალოგზე შევაჩერე..

ბრიტანული ვერსიის პოსტერი
მაშ ასე, ყველასთვის კარგად ცნობილი ბრიტანული ვერსია.
ზოგადად, ტალანტ შოუს მიზანი ყველა ქვეყანაში, ტალანტების აღმოჩენაა. მონაწილეები გადიან კასტინგს. ფორმატის მიხედვით, გადაცემის ჩაწერას ესწრება ბევრი ხალხი. კონკურსანტები გამოდიან სცენაზე და უნდა წარსდგნენ ჟიურის და მაყურებლის წინაშე. ჟიურის აქვს უფლება შეაწყვეტინოს მონაწილეს მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ არ მოეწონებათ, თუმცა სანამ სამივე ჟიურის წევრი არ დააჭერს ღილაკს, იქამდე შეუძლია განაგრძოს კონკურსანტმა თავისი საქმიანობა.

ჟიურის მაგიდა და ჟიურის გამყინავ ხმიანი ღილაკი:)
გადაცემას ჟიურის გარდა ყავს ორი წამყვანი, რომელიც კულისებშია, როგორც წესი მონაწილის გულშემატკივართან ერთად და ისინი ძირითადად ტელემაყურებლისთვის მუშაობენ.
უშუალოდ ბრიტანულ ვერსიაზე გადავიდეთ და წინასწარ გეტყვით, აქ კრიტიკას ვერ ნახავთ. ცალ-ცალკე ყველა ასპექტის განხილვას არ ვაპირებ, უბრალოდ რამდენიმე სიტყვით გეტყვით სამუშაო ჯგუფზე, რა თქმა უნდა ჟიურიზე განსაკუთრებით:
ძალიან მომწონს მათი სტილი.ლირიულ გადახვევას გავაკეთებ და გეტყვით, რომ დღეს ჯეოსტარის ფინალს რომ ვუყურე, კინაღამ გული გამისკდა ჟიურის მოქმედებაზე. თავი სადღაც ჭეშმარიტ ქართულ სუფრაზე მეგონა “ა შენ შემოგევლე, უ შენი ჭირიმე” ფრაზებით რომ ამკობდნენ ფინალისტებს. საშინელებაა, როცა იმის მაგივრად, რომ პროფესიონალიზმი შეგიფასონ, გიფასებენ “შენ რა კაი ხარ და შენთან ერთად დალევა რა იქნება” (ზუსტი ციტირება)
ბრიტანული ვერსიის ჟიურის ზოგადად ასეთი შოუების ჟიურის სტანდარტული “გარეგნობა” აქვს (თებზსაც ეწერა ფორუმზე ეს ფორმულირება)
- ერთი ჟიური მკაცრია, ყველას მიმართ კრიტიკული
- მეორე საშუალო, ზომიერი.
- მესამე ლმობიერი
ინგლისურ ვერსიაში როლები ასეა გადანაწილებული:

Simon Cowell
მკაცრი Simon Cowell, რომელიც ძაალიან მიყვარს. პრინციპში ის როგორც წესი პირველი აჭერს ხოლმე მონაწილის “გამაჩერებელ” ღილაკს.პირდაპირ ამბობს ყველანაირ კრიტიკას და მოკლედ, მკაცრია.

Piers Morgan
პირსი ზომიერებას ემსახურება;

Amanda Holden
ამანდა კი ლმობიერის რანგშია. ის მგონი თითქმის ყოველთვის ბოლო აჩერებს კონკურსანტს. ხშირად უჩუყდება ხოლმე გული ..
და ორი წამყვანი, შეხმატკბილებული დუეტი: Ant & Dec

Ant & Dec
ბრიტანეთში ეს შოუ პირველად 2007 წლის ივნისში გავიდა ეთერში. გამარჯვებულს 100.000 ფუნტი სტერლინგი გადაეცა და უფლება მიეცა დედოფლის წინაშე ემღერა კონცერტზე. გამარჯვებული იყო paul potts-ი, ოპერის მომღერალი.
მეორე ნაწილში გაიმარჯვა George Sampson-მა, breakdance-ს მოცეკვავემ.
2009 წლის აპრილში დაიწყო მესამე ნაწილი და პირველივე ეპიზოდში სენსაციურად გამოჩნდა ყველასთვის ცნობილი Susan Boyle სიმღერით “I Dreamed a Dream”. არ მინდა ვიდეოებით გადავტვირთო პოსტი, ლინკზე შეგიძლიათ გადახვიდეთ თუ არსებობს ასეთი საოცრება და არ გაქვთ ნანახი. უბრალოდ, ემოციების მეტად შესაგრძნობად საიმონის სახეს გაჩვენებთ. თუ ამ შოუს ერთგული მაყურებელი ხართ, გეცოდინებათ, რომ იშვიათი სანახავია საიმონი ამ სახით!

მესამე სეზონის ფინალი 2009 წლის 30 მაისს შედგა. სამ ფინალისტად ხალხმა საქსოფონისტი julian smith, susan boyle და მოცეკვავეების ჯგუფი “Diversity” აირჩია. გაიმარჯვა diversity-მ. მეორე ადგილზე susan-ი გავიდა და მესამეზე სმიტი. მეორე ადგილის მიუხედავად სუზენმა სენსაცია მოახდინა-
ინტერნეტ გადატრიალება!
შეხედეთ მისი ვიდეოს view-ების რიცხვს! ან შეფასებებს თუნდაც. თან ეს ვინ იცის როგორი ვიდეოა, ათასობით მომხმარებელს აქვს ატვირთული youtube-ზე და შეიძლება ამაზე მეტი ნახვები სხვას აქვს.

სკრინშოტი youtube-დან
მოკლედ, ამ პროექტის ყველაზე კარგ ანალოგად ინგლისური მიმაჩნია. ყველაფერი გამართულია და იდეალური!
რაც შეეხება ქართულ ვერსიას. როგორც მე ვიცი, ჟიურის წევრები იქნებიან:
- გეგა ფალავანდიშვილი
- მაია ასათიანი
- ნიკა მემანიშვილი
არც ჩაწერაზე ვყოფილვარ, პრინციპში ბევრი ინფორმაციაც არ მაქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჟიური ამ შემადგენლობით ვერ იქნება მთლად ეფექტური. როლები გასაგებია ვინ მკაცრი იქნება და ვინ ლმობიერი, მაგრამ რაღაც ისე არ არის. თუმცა დიდი იმედი მაქვს და მართლა მინდა, რომ ცუდი არ გამოვიდეს.

გეგა

მაია

ნიკა
გეგა კარგია! ერთმნიშვნელოვნად კარგია,- მთლად საიმონი თუ არა, მგონია, რომ საინტერესო იქნება.
მაია ასათიანს რაც შეეხება, მართლა ვერ წარმომიდგენია.. სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ მისი ჟიურიში ჩასმით და არ ვიცი ამისგან რა გამოვა.
ნიკას გამოცდილი ჟიურია. მომწონდა ჯეოსტარში, არასდროს იყო მიკერძოებული და პროფესიულ რჩევებს უფრო გასცემდა, ვიდრე “ყველა მიყვარხართ ვერ გამოგარჩევთ” ფრაზებს. თანაც ალბათ მუსიკალურ მხარეს ჩვენთანაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მონაწილეების მხრიდან. ყველგან ასეა- ცეკვა და სიმღერა უფრო ხშირია, ვიდრე მაგალითად იუმორისტული ნომრები, ტრიუკები და ა.შ.
წამყვანები იქნებიან თიკა ფაცაცია და ვანიკო თარხნიშვილი. ორივე მათგანს გამოცდილება აქვს ამ სფეროში და დარწმუნებული ვარ კარგად გაართმევენ თავს.

ვანიკო და თიკა.ნიჭიერის ჩაწერაზე. სურათი მოხსნილ არს ფორუმ.ჯიდან:D

ესეც ფორუმიდან, "ნიჭიერის" ჩაწერა
ვიღაცა იტყვის მორიგი ფულის მახეაო, ვიღაცა იტყვის ქართველებს არაფერი არ გამოგვდისო (წინასწარ თან), ვიღაცა იტყვის ყველაფერი გადმოკოპირებული რატომ გვიყვარს ქართველებსო, ვიღაცას მოეწონება.. მაგრამ რაც მთავარია, ვიღაცა წარმატებას მიაღწევს.
რა თქმა უნდა, იქნება აუცილებლად მომენტები, რომლებიც “დნნ დშნ”-ს და მრავალი მათგანის მსგავსად დიდი ხნის მანძილზე იქნება ერთობლივი გართობის საგანი (რომელიც აუცილებლად მარაზმში გადავა), მაგრამ იქნება გამარჯვებული და სხვა თუ არაფერი: კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, საფრანგეთი, პორტუგალია, რუსეთი, საბერძნეთი, სერბეთი, შვედეთი, ბელგია, ჩინეთი, ავსტრია, გერმანია.. – იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ამ ტელეშოუს ანალოგები არსებობს, საქართველოც მიემატება.
მოკლედ, ოპტიმისტურად ველოდები ნიჭიერს და თუ კონკურსში გამარჯვებულის რანგით არა, როგორც ბლოგერი, ჩემს ბლოგზე აუცილებლად დავწერ ეთერში გასვლისთანავე პირველ შთაბეჭდილებებს.














როგორ მომწონს ამანდა ჰოლდენი ^^
youtub-ზე got talent-ს მაგის გამო ვუყურებ ხოლმე ^^ <3
მე კიდე საიმონის გამო <3
მოკლედ, სიმონზე ვგიჟდები და რომ იღიმის ვდნები, წამით გადავწყვიტე მეც მიმეღო ამ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ შენ ის თემა შეგირჩევია, რაზეც მე მსურდა დაწერა :) ასე რომ… წარმატებები მთელი სულითა და გულით!!!
მე ისევ ჩემს უცნაურობებთან დავრჩები და არ მივიღებ ისეთ რამეში მონაწილეობას, სადაც მთელი ბლოგოსფეროა ჩართული! :D ამით არავის ვუცხადებ პროტესტს, პირიქით :) :* ეგეთი ვარ და რა ვქნა :D არ მიყვარს, ის რაც “ცვეტშია” :P :D:D Luck! ;)
რა მოხდა მერე თუ ერთსა და იმავე თემაზე გვეწერება, ჯეოსტარზეც ბევრმა დაწერა :P
მეც დიდხანს ვფიქრობდი მიმეღო თუ არა მონაწილეობა, მაგრამ მერე ვიფიქრე რატომაც არათქო და მიუხედავად უდროობისა დავწერე :D
რას იზამს არ ვიცი, მაგრამ ამ შოუზე ერთხელ მაინც რომ დავწერდი პოსტს ისედაც, ეგ ვიცი..
შოუზე თუ არა საიმონზე მაინც :love:
: ))
ფულის მახეა :P I mean, მახე კი არა, მშვენიერი ბიზნესია, ნეტა მეც მქონდეს :D :D :D
მე ვიყავი ნიჭიერის ჩაწერაზე.. სკოლიდან წამიყვარნეს… ჯერ საათ ნახევარი გვაცდევინეს (რატომ არ წამოვედი არ ვიცი) და მერე ძლივს დაიწყეს ჩაწერა… ერთია საათი გავჩერდი და ასათიანის ტინგიცობები რომ ვნახე წამოვედი :|
@Sophie Golden
აჰა,ასეთი შოუები მართლა ძაან მომგებიანია :P მერე ბლოგერების რეალითი გავაკეთოთ, შენ ნახე რამდენი ფული გვექნება :D
@irina_k
აჰა, ანუ ჩემი “იმედები” მართლდება ასათიანთან დაკავშირებით :))))
ჩაწერის დაგვიანებას რაც შეეხება, როგორც ფორუმზე წავიკითხე, ძაან დიდი სამუშაო ჯგუფია, + რეკვიზიტების დალაგება ნომრიდან ნომრამდე და დრო მიაქვს ყველაფერს მოკლედ..
“ჯეოსტარში” ერთადერთი საღი რაც იყო, ჟიურების ხმის უფლება, ისიც გააუქმეს და იმედია, “ნიჭიერში” მაინც იქნება ჯანსაღი კონკურსი. მე სწორედ ამის მომხრე ვარ ნებისმიერ, თუნდაც ფულის მახეში :)
ჯეოსტარი შეგეძლო ერთი სიტყვით აგეღწერა : ყლეობა ან ორით სუპერ ყლეობა ან სამით ყლეობა და უყლეველოსობა : )) დააა რაც შეეხება ნიჭიერს სავარაოუდოდ ისევ ომედია მოკიდებს ხელს ამ ბლოგის პოპულარიზაციას :) და მიაღწევს რამეს :))
ისევე როგორც რაც ყველაზე ძალიან გიყვარს შემთხვევაში გაკეთდა : )))
მშვენივრად “გიყენებენ” ამა თუ იმ პროდუქტის “რეკლამირებისთვის” …
ხოო კიდე გადაცემა რავი ვნახოთ ალბათ ბევრს ვიცინებთ :Y
ლოოლ რამდენი ვიცინე ჯეოსტარის აღწერებზე :D :D :D
ხოოდა გვიყენებენ რა, ჩვენს სასარგებლოდ არ კეთდება ისევ? ყოველ დღე ვწერ რაღაც პოსტს და დღეს ეს იქნებოდა თუ სხვა პოსტი რა მნიშვნელობა აქვს :P
სხვა პოსტი რომ ყოფილიყო სიტყვაზე ვინ შესცა ნოღაიდელს? მაგით ომედიას და ნიჭიერს არაფერი სარგებელი არ ექნბოდათ მაგრამ ამ პოსტით ადამიანების რაღაც რაოდენობა დაინტერესდა (მათ შორის მეც მაგრამ შენზე გაცილებით ადრე გავიგე ამ ბლოგის შესახებ ასე რომ მარტო ამ პოსტის გამო არა) რომლებიც ელოდებიან ამ პროექტის და ბლოგის გაშვებას … თითქმის ყველა ბლოგერს აქვს დაწერილი რაღაც მაინც… შემდეგ ომედია დაამზადებს ვებ გვერდს და თავის პორტფოლიოში ჩაწერს:
—————
ომედიაში შემუშავებული კამპანია უპრეცედენტო მოვლენა იყო საქართველოში. ისტორიაში პირველად მოხდა ოფიციალური საიტის დამზადება ქართული ფილმისთვის და მისი აქტიური პოპულარიზაცია ინტერნეტ-სივრცეში, არატრადიციული მეთოდებით. პირველად მოხდა ქართველი ბლოგერებისთვის სერიოზული ყურადღების მიქცევა და მათი აღქმა სრულფასოვანი მედიის წარმომადგენლებად. :)
——————–
ასეთ ყლეობას და რათქმაუნდა ბლოგის პოპულარიზაცია მათ სახელზე დარჩება :D
ი.ხ … http://omedia.ge/portfolio/kaikino/
რავიცი აბა, რა გითხრა :user: არ ვარ მსგავს საკითხებში გარკვეული და აზრი არ მაქვს ჩამოყალიბებული :D
დავფიქრდები : )))
მაგრამ ენივეი, პირველად “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” იყო მართლა, რომ ბლოგერებს მიაქციეს ყურადღება.. :D
პოპულარიზაციას რაც შეეხება კიდევ, არაა საქართველოში ბლოგები იმდენ ვიზიტორიანი,რომ დახამდე.
მე 150 ვიზიტორი მყავს დღეში დაახლოებით- არაა დიდი რიცხვი.. სხვა ბლოგერებს შეიძლება უფრო ნაკლებიც ქონდეთ და რავი..
იმაში გეთანხმები, რომ ამ გარემოების მიუხედავად, მაინც შეიქმნა რაღაც წინა ეტაპური ინტერესი. თან ნაცნობი ბლოგერი რომ იქნება,ვინც იმ ბლოგზე დაწერს, რაღაცა სხვანაირი ელფერი აქვს- მთელი საბლოგეთი წაიკითხავს :D
@: )))
აააა აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე შენი ip დამესერჩა კომენტარებში: )))
მომენატრე :user:
კი მოგაქციეს ყურადღება მაგრამ არა იმისთვის რომ ბლოგერები რა კარგი ხალხი არიან და როგორ იჩაგრებიანო :)) უბრალოდ დიდი რეკლამა გაუკეთეს ფილმს : ))
IP ? ევრიკა ! :D http://www.elar.ge/smiles/smiles8/happy.gif
ჩუმად :X
ვიღაცა იტყვის მორიგი ფულის მახეაო, ვიღაცა იტყვის ქართველებს არაფერი არ გამოგვდისო (წინასწარ თან), ვიღაცა იტყვის ყველაფერი გადმოკოპირებული რატომ გვიყვარს ქართველებსო, ვიღაცას მოეწონება.. მაგრამ რაც მთავარია, ვიღაცა წარმატებას მიაღწევს.——- გენიალურია!
კაი რაღაცაა ხო იციი? :)))
კარგი პოსტი იყო, თინ
ბრიტანულის ის 2 წამყვანი ბიჭი მაგრა მევასება, კარგი ტიპები არიან <3
და ასათიანის არსებობა შოუში ძაან გამიტყდა. არ მევასება ეგ ქალი და რა ვქნა
ისევ წკმუტუნით და საცოდავი სახით ილაპარაკებს :/
@: )))
ჩუმად ვიქნები:Dისე გამიხარდა რომ შენ ხარ,სიხარულის ცრემლები მომადგა ლამის :D სერიოზულად :D :*
@Lalena
დიდი მადლობა :*
@ნაკო
კი, კარგია, უყურე ვიდეოებს :))
@piccolina
მადლობა ზეტკა :*
ხოდა ხო, ნერვები მომეშალა მეც მაგაზე :D
კარგი პოსტია, გისურვებ წარმატებებს… თინი, დაგთაგე
ნაკო,ეგ იმ საიტის რეკლამა გამოვა და მგონი არ ღირს:))
მაია ასათიანი- უკვე წარმომიდგენია რა იქნება:)
ჰა ჰა ჰა ჰა ჰა! :სიმწრის სიცილი:
აბსოლიტურად იდენტურ პოსტს ვწერ მეორე დღეა! :გამოცდები:
ეეე!
საერთოდ რას შემოვდიოდი აქ…
მარტლა გამიტყდა :(
გილოცავ თინ :)
ეხა მივხვდი, რატო გაგიმაჯვია.. :უსერ:
:გივი:
გეგა წამიყვანეეეეეეეეეე
სამწუხაროდ გეგას ცოლი ყავს :))))
Now i’m a newcomer and your success is very a lot an inspiration for me personally.