ბრინჯის სალათი ჩემებურად
დედაჩემი თუ კიდევ ცოტა ხანს დარჩება სოფელში, მე საკუთარი რეცეპტების წიგნს გამოვცემ
დღეს ჩემი მორიგი ექსპერიმენტი ჩავატარე..რაც სახლში მე ვდიასახლისობ, ორი რაღაც აღმოვაჩინე-
1. დიასახლისს ხელზე ყოველთვის საჭმლის სუნი ასდის :D
2. დიასახლისი სულ ფიქრობს რა საჭმელი გააკეთოს
და თინი სულ ფიქრობს რა განსაკუთრებული და რაღაცნაირი საჭმელი გააკეთოს :D
ეტყობა ბავშვობიდან გამომყვა, რომ რეცეპტებს ჩემით ვიმუშავებ ხოლმე. ტალახით და ფოთლებით რომ ვთამაშობდი ხოლმე დედაშვილობანას და შვილს საჭმელს ვუკეთებდი, ისეთს კი არ ვაკეთებდი, როგორსაც სხვები?! აარა, მე ტალახს და კარალიოკის ფოთლებს პატარა კენჭებსაც ვუმატებდი! (კარტოფილის ეფექტის შესაქმნელად)
მოკლედ, დღეს სანამ სამზარეულოს გლობარული დასუფთავების პროცესში ვიყავი, თან ვფიქრობდი და შევიმუშავე რეცეპტი, რომელიც ჩემი აზრით პირველმა მე გამოვიგონე და ძალიან მინდა იმედი არ გამიცრუვდეს და ვინმემ არ მითხრას სადღაც ნანახი მაქვსო :O არ მითხრათ,დამიმალეთ :D
მოკლედ, საქმეზე გადავალ:
ინგრედიენტები- ბრინჯი, მაიონეზი, კვერცხი, სოკო, სიმინდი, ქათმის ჩხირები, სუნელები, ხახვი.. (უფასო რეკლამა ქვემოთ ნაჩვენები რამეების:D)
ცალ-ცალკე უნდა გამზადდეს ყველა ინგრედიენტი. იმისთვის, რომ მალე გააკეთოთ, ერთდროულად შეგიძლიათ ყველაფრის გაკეთება: )) მე მასე ვაკეთებ ხოლმე. მართალია წამით არ შეიძლება მაგ დროს მოდუნება-ბრინჯს სულ უნდა ამოურიო, თან ქათმის ჩხირებს მიაქციო ყურადღება, თან სოკო დაჭრა..
უფრო დაწვრილებით ვთქვა ინგრედიენტებზე:
ბრინჯი მოხარშული - ნებისმიერი დოზით (რამდენიც გინდათ, რომ სალათი გამოვიდეს.ძირითადი მასალა
ბრინჯია..) რომ მოიხარშება, წყალი გადაავლეთ.კარგად გაწურეთ და ისე გადაიტანეთ ჭურჭელში..
ქათმის ჩხირები-შეწვით, სასურველია თავდახურულ ტაფაში იმიტომ, რომ ცოტა რბილად შეიწვება.
ამ ჩხირებს მერე დაჭრით წვრილად..

__
_
სოკო- ესეც წვრილად დაჭერით და შეწვით იმ ტაფაში (ანუ იმ ცხიმში), რომელშიც ქათმის ჩხირები შეწვით. (მერე ამ ცხიმიანად გადაურიეთ ბრინჯში )
___
__
კვერცხი- (მე 3 ცალი დამჭირდა) ოღონდაც ცილა მარტო. მაგრამ ახლა ვფიქრობ, გულიც რომ მექნა არაფერი დაშავდებოდა, მაიონეზს უხდება..
სუნელებს რაც შეეხება, ეგ ბოლოს გადავწყვიტე. ავიღე სუნელები რაც მქონდა და სუნის მიხედვით რომელი მომეწონა ისინი ჩავყარე, ამიტომ ვერ გეტყვით რა სუნელები ვუქენი :D
ხახვი- უმად, არ მოშუშოთ. (ისე, პრასი მოუხდებოდა..)
მერე ეს ყველაფერი კაარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით! მართლა გემრიელია და მიხარია :user:
__
ვოტ, სულ ეს იყო :bis: ვამაყობ ჩემი თავით! :D
პ.ს. რამე ტკბილის გამოცხობა მინდა, მაგრამ სიტყვა გამოცხობის მეშინია. სულ მგონია, რომ არ გამომივა :/















ამ ბოლო დროს ძაან კულინარობა დაგიწყია; გაიხარებს ის ოჯახი სადაც შენ შეხვალ.
“გაიხარებს ის ოჯახი სადაც შენ შეხვალ.”- ჰაჰჰ ეგ მაგარი გამოთქმაა :D:D
ძალიან გემრიელად გამოიყურება. მგონი მართლა შენ გამოიგონე ეს საჭმელი. მე არსად მინახავს და გამიგია მასეთი რამ :)
მადლობა ^_^
აუუ, ეს რა მაგარი რამე ჩანსსს….
თან რა კაი–კაი რამეებისგანაა დამზადილი :(((
გოიმი ბლოგერივით მეც ძალიან მშია და ძალიან მომინდა :((
“გოიმი ბლოგერივით მეც ძალიან მშია” :))) გოიმ ბლოგერებს შიათ ხოლმე? :O:D:D:D
ახლოს ცხოვრობდე,გადმოგირბენინებდი ჩემს ნახელავს :D
აუუ სოკოოო… როგორ მიყვარს, თან რა საყვარლადაა დაბროწილი ^^
ოოო, რა გემრიელად გამოიყურება.)) თინი აღარ ხუმრობს!! “ნახევარდსიასახლისა” მე მგონი უკვე “2/3 – დიასახლისა” გახდა, გამოცხობაც დაიწყე და ვსიო, ჩამოვაშოროთ მერე ყველა დასაწყისი სიტყვა ამ დიასახლისას :))))
იცი რა ფილმს მახსენებს ხოლმე, შენი დიასახლისური პოსტები – Julie and Julia. ნანახი გაქვს?
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=FNMHI აგე ლინკი და ნახე თუ არ გინახავს.
“2/3 – დიასახლისა””: ))))) :*
კი,ნანახი მაქვს და უუზომოდ მიყვარს<3
მიუხედავად იმისა, რომ სოკო და ხახვი არ მიყვარს, ისე მშია, სიამოვნებით შეგისანსლავდი =D თან, მართლა გემრიელად გამოიყურება…
ვუერთდები გოიმ დ ამშიერ ბლოგერთა რიცხვს ;;)
:):): ჰა, ჰა! მომეწონა! მეც ვუერთდები მშიერ და გოიმ ბლოგერთა რიცხვს))
მაშ ასე: “მშიერო და გოიმო ბლოგერებო სრულიად ბლოგროლ სამყაროდან შეერთდით” და პ.ს. წავედით თინისთან ბრინჯის სალათის საჭმელად:)
პ.პ.ს. მე მართლა წავედი და ვჭამ რამეს:( მშიერ!
Dzalian gemrielad gamouyureba, nercyvic ki momadga. Iqneb sxva sheni receptebic gagviziaro? :)
მადისაღძვრეელ :)) მაიონეზი არ მიყვარს და დანარჩენ ინგრედიენტებს ვცდი აუცილებლად მარხვა რო დამთავრდება :))
მადლობა გოგოებო ^_^
@Lyu
აქამდე რაც დამიწერია, აი ის რეცეპტები:
http://tiny.ge/kartofilisragaca/
http://tiny.ge/pica/
http://tiny.ge/gansakutrebuli/
ახალ რამეებს რომ გავაკეთებ, იმათაც დავდებ ხოლმე:))
Thanks :)
მაგარი ხარ! შენ “ჯული და ჯულია” ფილმი გაქ ნანახი? თუ არა აუცილებლად ნახე და გამოგადგება ამ საქმიანობაში ;)
მე პპირიქით, მარტო ვაცხობ, სხვა საჭმელებს ვერ ვეკარები :)) ვითანამშრომლოთ :)))
@როდრიგო სანტორო
კი,ნანახი მაქვს და მიყვარს <3
@Dissolved Girl
ჰაჰაჰ:)) ბლოგერების შეკრება მოვაწყოთ- მე საჭმელებს გავაკეთებ, შენ ტკბილეული გააკეთე :D
მმმ :) რა გემრიელად გამოიყურება :) როდის გამასინჯებ ? მმარა სოკოს არ ვჭამ ტო :(
როცა გენებოს :D
შეჭამ :ბის:
მადის ამღძვრელად გამოიყურენა? :D
პ.ს. სწორად დავწერე ის სიტყვა? :)
მადის აღმძვრელად არის სწორი :user:
მადლობა:))
ოოოოოო ამ სალათის გიჟი ვარ… ჰმმმმმმმმ აპეწიტ… :)
ამ სალათის გიჟი ხარ, ანუ გასინჯული გაქვს? :|
კიდევ კარგი სოკო დავინახე, თორემ სასწაულად მომშივდებოდა.
სოკო ორგანულად მეზიზღება.
წავალ რამეს შევჭამ. კიარადა გავაკეთებ.
ხოდა მომწონს შენი კულინარიული პოსტები.
კომენტარებს კიდევ ვერ გამოვიწერ???
აუ სვითის ვთხოვ ამ დღეებში გამიკეთოს, მე არ ვიცი როგორ კეთდება:( ვცადე და არ გამომივიდა, დებილი ვარ რა ამ საკითხებში :D მაგიტომ მაქვს გაუმართავი ბლოგი :|
მადლობა <3
კარგად კი გამოიყურება,მაგრამ მარხვა რომ არის არაუშავს?
და აუცილებელია ყველა მარხვაზე იყოს? :D
არ ვარ მარხვაზე და ჩემთვის არაუშავს:))
არა,მაგრამ მძიმე მარხვის დროს ხორცის შეზღუდვა მაინც ხო შეიძლება არა? :)
o_O
შენ შეიზღუდე, ვინ გიშლის :))))
საყვარელი <3
ამ საჭმელმა გამაოცა და ამის გაკეთება მომინდა… აუცილებლად უნდა ვცადო..
ყოჩაღ, ძალიან გემრიელი ჩანს