как взорвать бомбу в своем блоге?
Copywriting для блоггеров – как взорвать бомбу в своем блоге? by Gaspar Chilingarovგუშინ სამართლიანი შენიშვნა მივიღე დოდკასგან, რომ ერევნიდან დაბრუნებულს, არც ერთი პოსტი არ დამიწერია თვითონ ბარკემპზე მიღებულ გამოცდილებაზე, იმ პრეზენტაციებზე, რომლებიც იქ მოვისმინეთ. დავჯექი და დავფიქრდი, რომელი პრეზენტაცია იყო ყველაზე კარგი. უფრო სწორად კი, რომელი პრეზენტაცია იქნებოდა ბლოგერებისთვის საინტერესო და სასარგებლო და რა თქმა უნდა, გასპარის პრეზენტაცია გამახსენდა. პრეზენტაცია – როგორ დავდოთ ბლოგზე ბომბი? ალბათ მიხვდებით, რომ ამ პრეზენტაციის სათაურშიც ის ხერხები დევს, რასაც ქვემოთ გეტყვით.. მაშ ასე, როგორ დავდოთ ბლოგზე ბომბი? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბლოგი ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხი იყოს. თუნდაც მაშინ, როცა ძალიან ჩვეულებრივ, არააქტუალურ საკითხზე ლაპარაკობ.. მთავარია პოსტის სტრუქტურა! ის, თუ როგორ ვაწყობთ პოსტს, როგორ ვაქცევთ ყურადღებას მის ფორმატირებას. ეფექტური პოსტისთვის რამოდენიმე ხერხი არსებობს :
1. headlines- სათაური ბევრის მანიშნებელია. ის უნდა მეტყველებდეს პოსტზე, მის შინაარსზე და ამავე დროს უნდა შეიცავდეს პატარა ინტრიგას. მთავარია ამ ინტრიგისას მთავარ მიზანს არ ავცდეთ და თემას არ გადავუხვიოთ. აქვე მთავარია სათაურის ლაკონურობა .
2. subheaders – ყველა პოსტი წინასიტყვაობით იწყება. პოსტს ჭირდება ისეთი შესავალი, როგორიც მკითხველს “აიძულებს” ბოლომდე წაიკითხოს პოსტი. შესავალში პოსტის მთავარი კვანძი უნდა იკვრებოდეს.
3. pictures – პოსტის ვიზუალური მიმზიდველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტში სურათების დართვა. სურათები მკითხველს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს ტექსტსა და ტექსტს შორის.
4. colors- საკვანძო სიტყვების, საკვანძო აზრების უკეთ გამოსაკვეთად შეგიძლიათ გამოიყენოთ მკვეთრი ფერები- წითელი , ლურჯი.. [რა თქმა უნდა დიზაინს უნდა შეუსაბამოთ ფერები]
5. bold- ბოლდი ფერებზე არანაკლებ ეფექტურია მთავარი სათქმელის ხაზგასასმელად . შეიძლება ითქვას-მეტადაც კი!
6. Bullet lists – პოსტში ლისტების გამოყენება ზოგადად კარგია. ის ხელს უწყობს აზრის დალაგებას-სწორად ჩამოყალიბებას. ლისტი კარგად აღიქმება ვიზუალურად და შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. აპრობირებულია, რომ ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი, ლისტის სახით დაწერილი აზრებია.
7. P.S. – პ.ს. -ის საშუალებით, ფაქტიურად ახლიდან აწყებინებ კითხვას მკითხველს. თითქოს ახალი სუნთქვით იწყება კითხვა. შეიძლება” პ.ს.” იყოს დანარჩენი პოსტის ზომის, მაგრამ ამას ვერ გრძნობს მკითხველი და განაგრძობს კითხვას.
რაც შეეხება თემებს, რა თქმა უნდა, ბომბისთვის საჭიროა სკანდალი. სკანდალი კი შეიძლება იყოს- სელებრითებზე, სექსზე, პოლიტიკაზე, რელიგიაზე და ა.შ. .. მაგრამ მთავარია რეგულარული წერა. მაგალითად არის შემთხვევა, როცა არ გეწერინება პოსტი. გახსენი ახალი პოსტის ფანჯარა და დაიწყე ზუსტად ასე, რომ შენ დღეს არ გეწერინება.. მიაყოლე მიზეზები და პოსტიც შემდგარია !
შეიძლება ვერც შენიშნეთ, მაგრამ ბოლო პოსტებში აქტიურად ვიყენებ გასპარის ამ რჩევებს, პოსტის ფორმატირებას დროს ვუთმობ და იმჰო უფრო ადვილი წასაკითხია პოსტები, ვიდრე ჩემი ადრინდელი -სტოლბა პოსტები :mrgreen:













კარგი რჩევებია.
ჩემგან მაინც არ გამოვა ბლოგერი, მარა…
:user:
მე უკვე დიდი ხანია მსგავს მეთოდიკას მივმართავ… საინტერესო რამეები წერია.. .კარგი რჩევები, რომელიც ყველა დამწყებმა ბლოგერმა უნდა გამოიყენოს ხოლმე.. :)
P.S. პოსტის დაწერაზე ნებართვა აიღე გარიკასგან? მე რო მივწერე.. არა.. ვერ დავწერ მაგ პოსტსოო … ბარკამპზე უნდა ტოფილიყავიო და რაღაც..
კარგი რჩევებია.
ისე, მგონი შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ ხოლმე :P
საკმაოდ კარგი რჩევებია, თინი, მაგრამ რაც უნდა ბომბი დადო ბლოგზე (Б-же упаси!), თუ საინტერესოდ არ წერ, გინდა გააბოლდე სიტყვები, გინდა სკანდალური სათაური გაუკეთე, ეს არაფერს შეგმატებს. შეიძლება ამან ბლოგს რაღაც კლიკები გაუზარდოს, მეტი არაფერი. ისევ დოდკა მგონია ამის მაგალითად, რომ ყველანაირი ბომბის გარეშე ახერხებს წაგეკითხვინოს.
ერევნული ვოიაჟი, ჩემი აზრით, იმიტომ გამოგივიდათ ყველას ნელ-თბილი, რომ პირადად მე, ვერ დავინახე თუნდაც შენი, როგორც ინდივიდს, განწყობა, ადამიანებთან მიმართება, რა ისწავლე იქიდან და თუ დაგაფიქრა ამ მგზავრობამ. მოკლედ, საკაიფო, გულიდან ამომხტარი პოსტი რა.
ჰალილუიაჰ ))))
მადლობა :) :2კისს:
სახელი შეცვალე ?!
NOT CROW ANY MORE ? : D
va da kidev erti rcheva btw
grzeli sityva mokledac itqmis btw
bevr blogze erti da igive azri 16 abzacshia datrialebuli rac magrad glis ase rom egre :D
მადლობა, საინტერესო იყო
გასპარა ნახე რა :)
ისე მამენტ ახალიც არაფერი უბაზრია, ფაქტიურად ყველა ყვითელი გაზეთი ამ პრინციპზეა აწყობილი. და შეკითხვა სათაურშიც ამართლებს :) მკითხველს იმედი აქვს, რომ პასუხს ტექსტში იპოვის :)
[...] ესეც პოსტი- http://tiny.ge/bomb/ [...]
არა გამიგია პესიმისტობა, მაგრამ ბლოგერობაშიც? :სპყ:
არც გიცდია და როგორ გამოვა აბა ეგრე :მო:
რომ გვიტარებდა მაგ პრეზენტაციას, არ უთქვამს არ შეიძლება სხვებისთვის გაზიარებაო და :უსერ: ამიტომ არ ამიღია ნებართვა :| იმედია ძალიან არ დავაშავე :მო:
კი, ნამდვილად ითვალისწინებ ხოლმე შენ : )))
ხო,საინტერესოდ წერა იასნა, მაგრამ წარმოიდგინე საინტერესოდ წერას მიუმატე ეს ყველაფერი :ბის:
უინტერესო წერაზე იქ არ ყოფილა ლაპარაკი, ეგ არ ისწავლება იმჰო :უსერ:
რაც შეეხება ვოიაჟის ნელთბილობას, იმ დროს ფრიად მძიმე ჟამი მედგა და ნაღდად არ მქონდა არანაირი შთაბეჭდილებები.. ეს თავის გამართლებასავით არ გამომივიდეს, მაგრამ მოკლედ..ხომ მიხვდი რას ვგულისხმობ : ))
რაის მადლობა :უსერ:
:2კისს:
უჰუ.. not crow any more ! :D
ჰოო..ეგ უკვე წერის სტილის პრობლემაა : )))
რომ ვუსმენდი კაკრაზ მასეთი შეგრძნება მქონდა. ყველაფერი მშვენივრად ვიცოდი რომ ეგრე უნდა გამეკეთებინა ზოგადად :დ მაგრამ რაც ეგ მოვისმნე, არა მარტო ვიცი, არამედ ვაკეთებ კიდეც. მანამდე ჭირივით მეზარებოდა :უსერ: