blogroll.ge

არც ერთ reader-ის ტიპის ქმნილებას არ ვწყალობ. ყველასგან ნაქები google reader-ის შეყვარება ვერაფრით ვერ მოვახერხე. ვერც RSS-ი მომწონდა მაინცდამაინც და ისევ ძველ, მამაპაპურ ხერხს, ბლოგებზე სათითაოდ შემოვლას მივმართავდი, რაც თავის მხრივ იწვევს ძაალიან ბევრი ბლოგის მივიწყებას, კომენტარების დაზარებას და ა.შ.

reitingebi[აქ სევდიანი, ტრაგიკული მუსიკიდან რამე ამაღლებული განწყობის სიმფონიაზე გადასვლა]- ამ ძნელბედობის ჟამს, პოსტებსა და ბლოგებს შორის დაბნეულად მოსიარულეს შემომხვდა მრავალგზის ნანატრი blogroll.ge და მე მივხვდი- ის ის არის!

მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბოდიალო, როგორც იქნა გაიხსნა ნანატრი ქართულო ბლოგების აგრეგატორი! თავიდან ვიფიქრე ვერ დავუმუღამებ და ისევე მომბეზრდება, როგორც გუგლ რიდერი მეთქი, მაგრამ იისეთი კომფორტულია, ისეთი მოსახერხებელი და ისეთი აი უბრალოდ საყვარელი, რომ არ ვიცი :D მის მრავალფუნქციურობაზედ მოგახსენებთ:

რეკომენდაცია თვითონ ბლოგროლის შემქმნელებისგან:

რა სარგებლობა მოაქვს რეგისტრაციას ბლოგროლზე?

თუ თქვენ ბლოგერი ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა გსურდეთ ბლოგის ჩვენს სისტემაში დამატება — ამით ხომ უამრავ ახალ მკითხველს შეიძენთ!
ბლოგის დასამატებლად კი, აქ დარეგისტრირება აუცილებელია.
ბლოგროლი მათთვისაც არაჩვეულებრივია, ვინც ჯერ მხოლოდ მკითხველის როლშია. რეგისტრაციის შემდეგ, ფავორიტი ბლოგების ერთად შეკრებას შეძლებთ და მათი ახალი პოსტების შესახებაც პირველი შეიტყობთ!
ასევე, რეგისტრირებული მომხმარებლები წერენ კომენტარებს და მიმოიხილავენ ბლოგებს, ერთვებიან დისკუსიებში, აგზავნიან პირად მესიჯებს და ხდებიან ქომიუნითის ამაყი წევრები! :)
ყველაფრის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. დარეგისტრირდით და თავად იგემეთ ბლოგროლი :) ამას ხომ მხოლოდ ორი წუთი სჭირდება!

სიტყვებით აღწერა მართლა შეუძლებელია : )) ამიტომ სკრინშოტებით და სიტყვებით ვეცდები ცოტათი მაინც გითხრათ რა მაგარი რამეა, რომ თქვენც დარეგისტრირდეც და შეიგრძნოთ მთელი ის სიამოვნება, რასაც მე ვგრძნობ, რაც გაიხსნა :D

ღირსება#1:  [შენიშვნა- ღირსებები პრიორიტეტების მიხედვით არ არის ჩამოწერილი. რომელი როცა გამახსენდა ისე დავწერე :D და კიდევ, სკრინშოტებს დაჰკლიკეთ, რომ გადიდდეს]

ხელის ერთი მოძრაობით შეგიძლია ჩაიმატო ბლოგროლში, ანუ დააფავორიტო ბლოგები. ბლოგის პროფილში [მაგალითად ჩემი ბლოგის პროფილი იხ.]შეხვალთ და ჰკლიკავთ “ფავორიტებში ჩამატება”- შედეგად მიიღებთ ყველა ფავორიტი ბლოგის ახალ პოსტებს დაწერისთანავე.

favortiebispostebi

ღირსება#2:

ბლოგები დალაგებულია კატეგორიების მიხედვით. რეგისტრაციისას, თქვენი ბლოგისთვის შეგიძლიათ 5 კატეგორიის მინიჭება. თუ მკითხველი ხართ, შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კატეგორიის ბლოგები ერთად თავმოყრილი იხილოთ და ზედმეტად არ გაისარჯოთ ძებნით

blogs ღირსება#3:

postebi

ამ ჯადოსნურ იკონკებზე დაჭერით, თქვენ შეგიძლიათ ან მოიწონოთ, ან არ მოიწონოთ პოსტი. მოწონების შედეგად, თუ იმ პოსტს ბევრი “მომწონებელი” ეყოლება, მთავარ გვერდზე გამოჩნდება. მთავარ გვერდზე გამოჩენა= მეტ ვიზიტორებს, სიამაყეს, გახარებას და ა.შ. :D თუ პოსტი არ მოგეწონათ, ჰლიკავთ წითელ ხელს და დაეწერება მინუსი პოსტს. არ მოწონების გარეშეც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ვინმეზე დაბოღმილი ხართ :lol: მოკლედ, ძალიან დიდი სტიმულია  პოსტების საწერად. გუშინ მაგალითად, თითქმის მთელი დღე მთავარ გვერდზე იყო ჩემი პოსტი სპაიდერმენზე და ფრიად მიხაროდა:

blogroll

ღირსება #4:

დისკუსიები, სადაც შეგიძლია ეკონტაქტო მთეელ ბლოგოსფეროს, დაახლოებით ფორუმი ანუ :D აქ განიხილავენ ბლოგოსფეროს და ბლოგროლის საჭირობოროტო საკითხებს :P

forumiღირსება#5:

მთელი ბლოგოსფეროს RSS! არა მარტო ფავორიტი ბლოგებიდან, მთეელი ბლოგოსფეროდან იღებთ ახალ პოსტებს. ამით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ უამრავი თქვენთვის საინტერესო ბლოგი [თუ მკითხველი ხართ] და აღმოგაჩინოს უამრავმა საინტერესო მკითხველმა [თუ ბლოგერი ხართ]

postebi ღირსება#6:

იღებ ყველა ბლოგზე ინფორმაციას მის გვერდზე შესვლისთანავე: რა ძრავი აქვს, ვინ და რამდენი კითხულობს და ა.შ.აი ჩემი მაგალითად:

asdღირსება#7:

შეგიძლიათ ფეისბუკზე გაზიარება პოსტებისაც, ბლოგებისაც..

ღირსება #8,9,10 და ა.შ. coming soon! ეს ხომ ბეტა ვერსიაა, წარმოიდგინეთ რა იქნება, როცა ყველაფერი გაკეთდება! რიცხვები, რეიტინგები და ა.შ.

თუ რაიმე ღირსება გამომრჩა მე უგუნურს, შეგიძლიათ მიამატოთ : )

ბლოგერებო!ახლავე დარეგისტრირდით. ბლოგროლზე დამატება შეგიძლიათ მარტივად, რეგისტრაციის შემდეგ თქვენი ბლოგის ბლოგროლში იმატებთ იმ ბმულს, რასაც რეგისტრაციის ბოლოს მოგცემთ და ბლოგროლი თქვენია :bis:

მკითხველებო! იკითხეთ მთელი ბლოგოსფერო :P

ბის ბის ბის :D

5 Responses to “blogroll.ge”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)