ბლოგერებისთვის..

ბოლო დროს, გახშირდა “ბლოგერობის მსწავლელი” ე.წ. “ტუტორიალები” და კრიტიკები სხვადასხვა ბლოგერების მისამართით :D სიმართლე გითხრათ, მაღიზიანებს ხოლმე ასეთი  რაღაცეები, როგორც სოფიმ თქვა თავის პოსტში:

ბლოგი არ არის ანალიტიკური ჟურნალი, სადაც ადამიანი იმას დაწერს, რაც ყველას შეიძლება მოეწონოს.

სწორედ ამის გამო, არასდროს არ ვეხები ბლოგის კონტენტს- ვისაც რა უნდა, ის წეროს! მაგრამ არსებობს ისეთი ტექნიკური რაღაც-რაღაცეები, რისი გათვალისწინებაც არ აწყენდა არავის:)) ისედაც ხომ ყველა ამჩნევს, რომ მაგალითად, თუ ბლოგერობის საწყის ეტაპზე ბევრ სმაილებს იყენებდა, ახლა ცდილობს ნაკლები გამოიყენოს.. მესამე პირს რატომ ვიყენებ, მეც მასე ვიყავი. ძველ პოსტებს რომ ვაწყდები, სულ ნერვები მეშლება ბევრ სმაილებს თუ ვხედავ სადმე და თუ ძალიან არ დამეზარა ვასწორებ ხოლმე.

მოკლედ, არსებობს ისეთი რამეები, რაც ყველა ბლოგს სასიკეთოდ წაადგება. ამ “რამეების” შესახებ, არაერთი პოსტი დაწერილა “ვიდრე აქამომდე” ბლოგერების მიერ. ვინაიდან მე არაფერ ახლის თქმას არ ვაპირებ, გთავაზობთ ამ სასარგებლო პოსტების ნაკრებს, რომელიც თუ კარგი გამოვიდა, ცალკე page-დ გავიტან და “ეგდოს, ბლოგი ხრამია..”

დავიწყოთ გადაღეჭილი თემით :D

დიზაინი

ციტატა- პატივი ეცით მკითხველებს და ისინიც აუცილებლად გიპასუხებენ იმავეთი

ციტატა- როგორ შეიძლება შეჭამო შოკოლადის კარაქი, რომელიც ტალახიან ქაღალდშია შეფუთული, რაც არ უნდა გემრიელი იყოს?

ციტატა- მიყვარს ღია ფერის დიზაინის მქონე ბლოგები. კითხვაც მიადვილდება და ვიზუალურადაც სასიამოვნო შესახედია ხოლმე

ჩემი კომენტარი: ძალიან ხშირად, გამჩენია სურვილი წამეკითხა პოსტი, მაგრამ იმის გამო, რომ თვალები მტკივდება  მუქ დიზაინზე თეთრი, ყვითელი და ჭრელი შრიფტის კითხვისას, დამიხურია ბლოგის ფანჯარა.

ბოლო დროის აქტუალური თემა

კომენტარები

იმედია არავინ არ მიწყენს, თუ თავის თავს ამოიცნობს, მაგრამ საკუთარი თავისთვის გეუბნებით, ძალიან ცუდია, როცა ცდილობ იძულებით შეიყვანო მკითხველი შენს ბლოგზე. კომენტარს იმისთვის ტოვებ სხვაგან, რომ შენთან შემოვიდნენ  და შეიძლება დააკომენტო “რა მაგარი პოსტია, ჩემთანაც შემოდიით” – და გახვიდეთ :D ამის გარდა, პირადადაც მოუწერიათ რამდენჯერმე, რომ “აი ნახე ეს პოსტი და დამიკომენტე!” .. მე ვადევნებ ბლოგებს თვალ-ყურს, მხვდება პოსტების ლინკები და თუ დაკომენტება  მინდება- ვაკომენტებ (ან არ ვაკომენტებ- ბლოგსპოტზე ჭირივით მეზარება ყოველ კომენტარზე ახლიდან შევსება ყველა ველის :| აქვე ლირიული გადახვევა- გადმოდით ვორდპრესზე! :D  )

დოდკას ძაალიან კარგი პოსტი მაგ საკითხზე:

Comment me, bebe

ციტატა- საინტერესო, კარგი კომენტარი, რომელიც აფასებს პოსტში აღწერილ მოვლენას, ან აღწერს საკუთარ გამოცდილებას იმ საკითხთან დაკავშირებით, მოკლედ, რომელიც საინტერესოს ხდის საერთოდ კომენტარების გაშლას და წაკითხვას – გამოიწვევს უფრო მეტ კლიკს თქვენს საიტზე, ვიდრე “აუ აქაც შემოდით რააა ბლაბლა.ბლოგსპოტ.ცოოოომ!”

ტექსტის ფორმატირება

ამ შემთხვევაში, მგონი ნამეტანი არ ვითავხედებ, თუ ჩემს პოსტს გამოვიყენებ. ეს პოსტი barcamp-ზე მოსმენილი პრეზენტაციის მიხედვით დავწერე და არის 7 რჩევა, თუ როგორ გავხადოთ პოსტი უფრო ადვილად კითხვადი. ადრე, მე პირადად მქონდა სულ ერთბაშად მიყრილი პოსტები- ცოტა აბზაცებით,  ბოლდის, იტალიკის, ბულლეტ ლისტის გამოუყენებლად.  მერე ამ პრეზენტაციას რომ მოვუსმინე, ცოტა დავიწყე გამოყენება.. სვითი მეუბნებოდა, ეს არაა საკმარისიო და თვითონ მიფორმატებდა ხოლმე პოსტებს და ასე მივეჩვიე ნელ-ნელა ტექსტის მეტად გამრავალფეროვნებას.

ესეც პოსტი- http://tiny.ge/bomb/

ციტატა: შეიძლება ვერც შენიშნეთ, მაგრამ ბოლო პოსტებში აქტიურად ვიყენებ გასპარის ამ რჩევებს, პოსტის ფორმატირებას დროს ვუთმობ და იმჰო უფრო ადვილი წასაკითხია პოსტები, ვიდრე ჩემი ადრინდელი -სტოლბა პოსტები

ბლოგის პოპულარიზაციის ხერხები

ციტატა: პოსტი არ არის განკუთვნილი მათთვის, ვისთვისაც ბლოგი უბრალოდ ვორდის ონლაინ-ვერსიაა და ვინც არ არის დაინტერესებული მკითხველის რაოდენობის გაზრდით.

და დოდკას პოსტში ჩამოთვლილი ხერხების განხორციელებისთვის საჭირო რამეები:

სვითის ტუტორიალი- როგორ უნდა დააყენოთ top.ge-ს მთვლელი

სვითის პოსტი10 მიზეზი თუ რატომ უნდა დარეგისტრირდეს ქართველი ბლოგერი (და არა მარტო) Facebook-ზე. (მაგ პოსტში სვითის უწერია, უკვე 11 ფანი ყავს ჩემს ბლოგსო, ახლა კიდევ 743 ყავს :D  მე მერიდება ჩემი ბლოგის ფან პეიჯის შექმნა :sun:)

დოდკას მაგ პოსტის დროს არ არსებობდა blogroll.ge და აუცილებლად მიუმატეთ იმ სიას! ამასთან დაკავშირებით ორი პოსტი:

1. http://sweet.ge/blogroll-ge-nec/ - ბლოგროლლ.ჯი-ზე დასარეგისტრირებელი ტუტორიალი.

2. http://tiny.ge/blogroll-ge/ – ბლოგროლლ.ჯი-ს 7 ღირსება

ჩემი კომენტარი- რომ არ არსებობდეს blogroll.ge, მე ვერ წავიკითხავდი ბლოგებს..

სხვა სასარგებლო რამეები

კიკიტოს სასარგებლო პოსტების ნაკრები, სადაც შეიძლება თქვენთვისა საცოჭირო ტექნიკურ რჩევებიანი პოსტები აღმოაჩინოთ.

სვითის 30 გაკვეთილი

[აქ რამე ისეთი სასარგებლო, რომელიც გამომრჩა და თქვენ მეტყვით :D ]

პ.ს. თუ როდისმე ბლოგერების გაკრიტიკებას გადაწყვეტთ რაიმე ხერხით, კაკ მინიმუმ ამ პოსტს უნდა აჯობოთ! :D

21 Responses to “ბლოგერებისთვის..”

  • ბრააავო! ბრავისიმოოო!!! <3

  • კარგი პოსტია, თუარ დამეზარება, მერე ლინკებსაც გავყვები.

    მარა აი ბლოგროლ.ჯი ნერვბს მიშლის :)) ათასში ერთხელ ვწერ პოსტს და ვიღაც იდიოტი რო მიმინუსებს, მაგრად ნერვები მეშლება :))ამაზეც არაა, პროსტა მაღალრეიტინგული პოსტი წავიკითხე იმდღეს, და ზურიუსი დამეთანხმება, ჭეშმარიტად ნერვებისმომშლელი იყო. ამიტომ, ბლოგროლ.ჯიზე კი ვარ, მარა ბლოგი ამოვშალე ჩემი მანდედან :))

    ბლოგერი მაინც არ ვარ, პრინციპში :)) ჩემი ბლოგის მკითხველები, ძირითადად, ჩემი ზღაპრების მოყვარული ხალხია :)

  • Tiny:

    @ Sweet
    <3

    @ბუსხ
    ოი,ეგ ცალკე საკითხია)) მეც ძალიან ხშირად მომშლია ზუსტად მაგ რამეებზე ნერვები :D პროსტა, იმ პონტშია მოსახერხებელი,რომ თვალ-ყურს მარტივად ადევნებ სასურველ ბლოგებს რა.. თორემ ეგ მხარე გამოსასწორებელი აქვს ძაალიან!

    • მაგ მხრივ ხო, მარა მე ძაან ცოტა ბლოგს ვკითხულობ :| ფაქტობრივად ორს. :| შენსას და ზურიუსისას :| და კიდე ვორდპრესზე თოფ10-ს ვკითხულობხოლმე, თუძაან ნაგავი არაა :)))

  • ვაი, ბოლო ლინკს გავყევი და გლიჯავს :)))))))))

  • ჰო…
    მძიმე თემაა..
    მე პირადად, არ შემხვედრია არც ერთ ბლოგზე სხვების კრიტიკა ან ქება..
    ზუსტად ვიცი, ასეთ რამეს არასოდეს გავაკეთებ, რა პონტია ეე.. :D

    ეგ კი არა,რა უბედურებაა, ოდნოებია?. შემოდი და დამიკომენტარე..

    :უსერ:

  • საინტერესოა ძაან. სულ ვეძებ ხოლმე ასეთ პოსტებს და ვცდილობ გავითვალისწონო.

  • მუქ ფონზე მართლაც ძნელია კითხვა :შ

  • skiamakia:

    ვახ ჩემი ბლოგი ყველა კრიტერიუმში ჩამისვია,თან მეთითონ! :-)

    • Tiny:

      ხო,დროთა განმავლობაში იმავე რამეებს თვითონ ხვდები )) მაგალითად, სმაილებს ჩემით მივხვდი მალევე :D ფორმატირებას ძაან ნელ-ნელა ვხვეწავდი და ეგ პრეზენტაცია დამეხმარა მიჩვევაში უფრო))

  • იმდენად კარგი პოსტი იყო, რომ ვერ მოვწყდი. არადა დილის ოთხის ნახევარია (ღამის ანუ :P )
    ბევრი სასარგებლო რჩევაა ნამდვილად. ხვალ ჩავუჯდები და დავანავაროტკებ ბლოგუნას :) და ბოლო პოსტზე ვხოხავ :)) ტომუშკას პაროდიაზე განსაკუთრებით და სოფის ბოლოზე, მზე ადამიანები და ვაშლლები :))))

    • Tiny:

      ვაი მადლობა <3
      ხო,დოდკას პოსტი, იშჩო რაზ სკაჟუ და ძაან მაგარი იყო :D

    • :P
      ნხო, დოდკას მაგ პოსტის მერე მივხვდი, რომ წერის საკუთარ სტილს მივაღწიე… და როგორ მეირ ლევინი იტყოდა, არაფრად ღირს ეს ცხოვრება, თუ არ გიყვარს ვაშლები და ადამიანები :P

      თინი, ბლოგსპოტის კბენის გარდა, პოსტში ყველაფერი პერფეკტო იყო :) დაანებეთ ვორდპრესის შემოგზავნილებო ბლოგსპოტს თავი!!!!!!

  • ბლოგერები არ კვდებიან!

  • კარგი შეჯამებაა :) ბლოგროლის თაობაზე არის კიდევ როკოს პრეზენტაცია NMF-დან. კარგი იქნება პირდაპირ იმის ატვირთვა და დადება სადმე – ბევრ კითხვას პირდაპირ პასუხობს, თან “კრასაჩნად” :)

  • თინ მე არ მომერიდა ფან პეიჯის შექმნა და შენ რა გჭირს?! მოვითხოვ გააკეთო გვერდი FBზე :D :roll:

  • გაიხარე,ძალიან დიდი მადლობა:)

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)