BLACK..AGAIN..

ხანდახან ზოგ მკითხველს არ უყვარს ისეთ წვრილმანებზე როცა ვწერ, როგორიცაა- საკუთარი ფრჩხილების ყურებით ტკბობა, ან წუწუნი, რომ დღეს მე ძალიან ცუდად მქონდა თმა, მაგრამ ნათქვამია- “როცა გინდა, რომ დაწერო როგორ შეიღებე თმა, უნდა დაწეროვო! “- ხალხური..

ახლა, როცა ბოდიში მოვიხადე ერის წინაშე, შემიძლია განვაგრძო (თითქმის) მშვიდად წერა..

ოქტომბერში ჩემი უდრეკი (სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით) თმა ვაიძულე როგორმე გაყავისფერებულიყო. ბავშვობიდან მაქვს ძაალიან შავი თმა და ვერანაირად ვერ ვიცვლიდი ფერს. ერთხელაც, უკვე ძალიან გამწარებული, ავდექი და ორი ყუთი ძალიან ძლიერი გამაღიავებელი დავიდე თმაზე. ვისაც ეს ერთხელ მაინც გამოუცდია, ეცოდინება რა საშინლად აუხეშებს თმას.

ჩემი უჯანმრთელესი თმა გავაფუჭე იმის გამო, რომ ჩემი ანიჟება დამეკმაყოფილებინა.. გამაღიავებლის დადების შედეგად, გამოვიდა შედეგი, რომელმაც მეც და ჩემი გარშემომყოფებიც დაგვაფრთხო :D

უნივერსიტეტში

თან მთელი უბედურება ის იყო, რომ გამაღიავებლის დადების შემდეგ, ერთი კვირა თმის საღებავის მიკარება არ შეიძლებოდა.  დავდიოდი ერთი კვირა უნივერსიტეტში ასეთი თმით და თან გარეთ რომ გავდიოდი, მეშინოდა სადმე სახანძრო არ გამომკიდებოდა :D

ძლივს, გავიდა ერთი კვირა და დავამსგავსე “რაღაცას” :

"რაღაცას" დამსგავსებული :D

ცოტა ხანში ამ საღებავმა დაკარგა ძალა და დაეწყო ფერებში გადასვლა.. წითელიც იყო, ყვითელიც, შავიც.. დროდადრო ყავისფერიც :D

აზრზე არ ვარ რა პრინციპით იცვლიდა ფერებს ქამელეონივით :| შეღებვისას ისევ ყავისფერი ხდებოდა

ცოტა ხნის წინ (ერთი თვის წინ..) დამეწყო შავ თმებზე ფიქრი :D რამდენჯერაც ვინმე კარგ შავ თმიანს დავინახავდი, მაშინვე საღებავის ყიდვაზე ვფიქრობდი.. მერე მახსენდებოდა, რა რთული პროცედურა გავიარე  გასაღიავებლად და ვიფიქრე ” ვაი თუ ისევ მომინდეს ყავისფერი თმა, ახლიდან როგორღა გავისაწყლო თმა”-მეთქი.

მაგრამ აი აშკარად მოთხოვნილება მქონდა. თან ნელ-ნელა ხომ იზრდება და ძირები მქონდა შავი. იმათი ახლიდან გაღიავებისთვის საჭირო ნერვების რესურსი აღარ გამაჩნდა :D  ამიტომ სხვა არგუმენტებთან ერთად ესეც მოვიშველიე და დღეს შევიღებე.

სარკესთან რომ ვიდექი და რომ უნდა მიმეტანა თმასთან საღებავი ვფიქრობდი : “აჰა, ახლა ამ საღებავს რომ დაიდებ, მინუმუმ რამდენიმე წელი შავი თმით უნდა იარო..  ” :D მაგრამ სძლია შავმა და როგორც კი გადავისვი საღებავი, მაშინვე ამოვისუნთქე. გავბედნიერდი :D

ახლა ასე გამოვიყურები:

black

არ ვიცი ის ჯობდა, თუ ეს ჯობია, მაგრამ ძალიან გახარებული კი ვარ :D

პ.ს. ხვალ იწყება ნიჭიერი.. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ ვნერვიულობ. დღეები გაანაწილეს და სამშაბათობით დაიწერება ჩემი პოსტები.  ხვალ გავა ეთერში, კურიერის შემდეგ. აი იცოდეთ, მაგ დროს მე დაძაბული ვიჯდები ტელევიზორთან- სავარაუდოდ ხელში ფურცლით და კალმით იმისთვის, რომ არაფერი გამომრჩეს :D მერე დიდხანს ვიფიქრებ  როგორი პოსტი დავწერო. მერე როგორმე დავწერ და გულის ფანცქალით დაველოდები როდის გამოქვეყნდება და  როგორი გამომივა :D თან კარგი შეგრძნებაა, თან ვნერვიულობ..

გუშინ p.s.-ში გავიდა სიუჟეტი ნიჭიერზე:


ეთერში გასვლისთანავე nichieri.ge-ზე შევიდა 5 წუთში 2000 ადამიანი :D . იქ ხომ დალინკული ვარ და გადმოდის ძალიან ბევრი. სიუჟეტი რომ დამთავრდა მოვედი კომპიუტერთან, შევედი ბლოგზე და ვხედავ:

მეგონა რაღაც გამიფუჭდა, სანამ მივხვდი რა ხდებოდა :D მოკლედ, გუშინს მერე ძალიან ბევრი გადმოდის ბლოგზე. არ ვიცი აქ გადმომსვლელები რჩებიან აქ, თუ შემოდიან და როგორც შემოდიან ისე გადიან, მაგრამ  ცოტა უცხოა ჩემთვის 600-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი დღეში. სტუმრებო, welcome და მეც თქვენსავით ველოდები ხვალინდელ გადაცემას.. და კიდევ, ძალიან ვნერვიულობ იმ პოსტის გამო, თქვენთვის რომ უნდა დავწერო ნიჭიერი ბლოგზე..  : ))))   სამშაბათამდე ^_^

15 Responses to “BLACK..AGAIN..”

  • მივხვდი, რატომ მომწონს ეგ ფერი შენში: იმიტომ, რომ კარგი ფერია (სიბრძნე, სიბრძნე!!!). არაა ბაბა–იაგური და არც გახუნებული.
    მთავარი კი, რაზც მინდა შენს თავს გაუკეთო, არის რაიმე საკაიფო ვარცხნილობა. მაგალითად, გვერდზე გადაივარცხნო და ჩაანაწნავო. (გრძელი თმის მომხრ ვარ მუდამ). მოკლედ არ შეიჭრა თორე დამკარგავ :))
    გრძელი თმა და ნაწნავი რულს (So Hot :D )
    აბა ჰე ;)

    • Tiny:

      შენ კიდე როგორ მეჯაჯგურებოდი, რომ არ შემეღება :D
      შეჭრას არც ვაპირებ უახლოესი მრავალი წელი! ფიცი მაქვს დადებული სისხლითა და ცეცხლით :D:D:D
      ხოდა ვარცხნილობა მისახედი მაქვს ნამდვილად! თორემ ცოტა არ მიკლია ბაბაიაგობამდე:D

  • არათითზე შავი მანიკური რატო გაქვს, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებას გლოვობ? :O

  • სულ რომ თავი გადაიპარსო, ჩემთვის მაინც firefox იქნები :))

  • აშკარად შავიი თმა ჯობიია . : )) არაა რას ერჩოოდი შენ თმას მაინც ვერ გავიგე :( .. თუმცა ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მეც გადავიფიქრე ჩემი საოცრად ბზინვარე ყავისფერი თმის გაგიავება . :D

    • Tiny:

      ხო,სანამ არ გამოცდი, რომ სხვა ცუდია, იქამდე არ აფასებ იმას, რაც გაქვს :)) ამიტომ რამდენიც არ უნდა გითხრან, რომ შენი თმა ჯობია, შეიძლება მაინც გაიღიავო :)))
      ისე კიდევ,მბზინვარებას არაფერი არ ჯობია,არ დაკარგო:(

  • AnnA:

    მაგარია (ყ)

    ისე, მე ის ალმოდებულიც მომწონს :D ფუცკ კომპლექსები! :D

  • რომელ საათზე გავა? :შ

  • მომწწოონსს შავიიი თმაა : XX ყველაზე მეტად ეგ გიხდებაა ჩემი აზრით : s

  • შავი თმა ყველაზე უფრო გიხდება მართლაც :* და შავთმიან სურათში :D რა საყავრელი ნოტებიანი ჭიქა გიჭIრაააავს <3

  • აუუუუუ მეც მინდა თმის შეღებვა ზუსტად ყავისფრად მეც მუქი შავი თმა მაქ ამ დღეებში უნდა შემეღება და აი მგონი გადავიFიქრე

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)