ფანჯრების მხატვარი კომპანია და 7 ნომერი ავტობუსი
“პესიმისტისთვის ჭიქა ნახევრად ცარიელია, ოპოზიციონერისთვის – ბათუმი გადათხრილი” - ჩემი სიბრძნე :D
(სათაური არ შეიმჩნიოთ, რაც პირველი გავიფიქრე ის ჰქვია:D)
ეს ფრაზა დედას პრეტენზიას გამოვახმაურე, რომელიც ჩვენს ქუჩაზე გადათხრილობის გამო გამოთქვა. არა, მთლად ასე არ მითქვამს, მაგრამ შალვა ნათელაშვილი კი ვუწოდე :D რა ვქნა, ძალიან მელამაზება აქაურობა <3
მოკლედ, როგორც იქნა რამდენიმე დღის წინ, მთელი წლის მანძილზე ყოველი დამღლელი დღის შემდეგ ნათქვამი ფრაზა „ეე,ნეტა ბათუმში ვიყო ახლა“ , სისრულეში მოვიყვანე და ჩამოვედი. პირველი ორი დღე მარტოს მომიწია ყოფნა. ხო, მართლა, სანამ ამ ორი დღის დეტალებზე გადავალ, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი ბედნიერება-
წამოსვლის დღეს, გავედი უნივერსიტეტში, ვაღირსე პაროლს აღდგენა და ხელის კანკალით შევედი sms.tsu.ge-ზე. 100%-ით დარწმუნებული, რომ ჩემი იმ ცნობილი უიღბლო გამოცდის გამო ბათუმიდან ნაადრევად წამოსვლა მომიწევდა და თან არც დასვენება შემერგებოდა იმაზე ფიქრით და მეცადინეობით. ხოდა საგნის სახელის გასწვრივ რომ დიდი მწვანე პწიჩკა და საბოლოო შედეგშიც კრედიტიანი ქულა დავინახე, სიხარულით დავხტოდი, სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით! იმ ერთ საკითხში მაქსიმალური, 20 ქულა მიმიღია და მეყო ქულა. მთელი ცხოვრება ზაზა სხირტლაძის მადლიერი ვიქნები :D
ხო, ახლა ჩემი მარტოხელად გატარებული ორი დღის თაობაზე:
შესავლის სახით- თუ ოდესმე გადავწყვეტ, რომ ნამდვილად დასვენება მჭირდება, აუცილებლად მარტო წავალ დასასვენებლად.
დამღლელი გზის შემდეგ მოვაღწიე სახლამდე. მართალია ჯერ არ იყო მთლად დაღამებული, მაგრამ მაინც არ გამიჩნდა სურვილი ზღვაზე ან ქალაქში გასვლისა და რომ ამოვლაგდი და ბოლო ენერგიებიც მივახარჯე ამ პროცესს, დავჯექი და DVD-ს ყურება დავიწყე. აი, აქ მივხვდი რომ არდადეგები დაიწყო! : ))
არსად არ მეჩქარებოდა, არაფერი არ მქონდა გასაკეთებელი და უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი ჩემს საყვარელ რამეებს.
მეორე დილას ჩემი პირველი „მარტო“ გასეირნება მქონდა დაგეგმილი ბათუმში. გასეირნება ნიშნავდა სახლიდან ზღვამდე მისვლას, რასაც ჩვეულებრივი ნაბიჯით ერთნახევარი სიმღერა სჭირდება (ადამიანურ/უყურსასმენო ენაზე- 5-8 წუთი.)
პირველი, რაც ძალიან გამიკვირდა, არის უკვე ძალიან ბევრი ხალხი! არადა ჯერ ივლისის დასაწყისია.
პლაჟი გადაჭედილია და ვინმეების შუაში უნდა ჩაეჩხირო :D აი, ეს იყო ძალიან რთული პრინციპში. საერთოდ მარტო რომ ხარ და რომ უნდა აარჩიო ისეთი ადგილი, სადაც არც არავინ შეგაწუხებს და არც არაფერი და კომფორტულად იქნები.
ჩემთვის ასეთი ადგილი ბავშვებიანი ადგილებია იმიტომ, რომ :
- ისინიც ჩემსავით ცუდად ცურავენ. უფრო სწორად კამერებით :D
- ძალიან საყვარლები არიან პლაჟზე როცა თამაშობენ, ან ზღვაში შესვლას ცდილობენ და არ გამოსდით.
- ახლავთ მშობლები, რაც თავის მხრივ იმის გარანტიაა, რომ იმ მიდამოში სიმპატიური მაშველი ან ”ტუფლებიანი” ჯეელი არ მოვა და გაცნობით სამუშაოებს „ცურვას გასწავლი“-ს მეთოდებით არ ჩაატარებს.
მუხლამდე წყალში შევედი და მაშინვე გამოვედი და არც მომდევნო დღეს არ ჩავსულვარ. მოკლედ, ჩემების ჩამოსვლამდე ფეხი არ დამისველებია წყალში :D
დილით გავიდოდი 12-მდე, მერე სახლში ვბრუნდებოდი- ცოტა ძილი, ბევრი მუსიკა, მერე 4-ზე ისევ ზღვაზე 6-მდე ასე…საღამოს ბულვარში მარტოს გასვლა აზრადაც არ მომსვლია. სახლში მერჩივნა.
ნეტარება იყო მაშასადამე ჩემნაირი გადაღლილისთვის ის ორი დღე სრული განტვირთვა. რამდენიმე ქუჩაც დავათვალიერე იმ დღეებში. შარშანდელის მერე იმდენი ახალი რამეა გაკეთებული კიდევ… ამაზე ცალკე პოსტი მაქვს დასაწერი. თან ახალ ლაზერულ შადრევნებზეც რომ არ დავწერო ვერ მოვისვენებ <3
მერე ჩემები ჩამოვიდნენ და ახმაურდა გარემო :D
ხო მართლა, ბოლო ორი დღეა სარფში დავდივართ პლაჟზე. აი, არ შემიძლია არ ვთქვა და რა სიღორეა პლაჟზეც, ზღვაშიც (!)პარკები, სიმინდები, საზამთროები და ძაღლის ფეკალური მასები? ერთი დღე იყო ასეთი საშინელი ზღვა. ყიზილბაშების შემოსეულს გავდა :)))) ახლა რა უჭირს, გასუფთავდა.. და სარფი არის უსუფთავესი <3 ისე, წელს სხვა წლებთან შედარებით მეტ დროს ვატარებ წყალში. კამერით, რა თქმა უნდა :D
რამდენიმე დეტალი:
1.ძალიან მომწონს ბულვარის პარკეტი :D ასე ვეძახი, ამ ახალ ხის გზას. აი რაღაც სიმყუდროვის შეგრძნებას მაძლევს და თან რბილი სასიარულოა
2. 7 ნომერი ავტობუსი, რომელიც აი მართლა არ მაზავს და ყოველი ქუჩაში გასვლისას მხვდება. მე მაშინვე ჩემი სევენი მახსენდება და სიყვარულით მეღიმება :D
3. შერატონის კაქტუსები, რომლებიც ყველა გავლა-გამოვლისას მეჩხირებიან თვალში და სულ მინდება, რომ ჩავეხუტო ისეთი ბურთები არიან :D მიდი და ჩაეხუტე ახლა ამ ჩხებიანებს…
4.ერთ სახინკლეში წყალზე დამზადებული ლუდი თუ რაღაც ასეთი დაგვალევინეს. რომ გავსინჯეთ, ლამის გულები დაგვისკდა- მარტო წყლის გემო ჰქონდა და მერე იქვე გაკრულ რეკლამაზე ეწერა ეს წყლის ტექნოლოგიაო თუ რაღაც და ასეთი გემო უნდა ჰქონოდა, თუ მოგავტყუეს? O_O
5.ეს რაღაც ჩემს სახლთან არის და გუშინ შევამჩნიე, რა რაღაცნაირი კარგი სლოგანი აქვთ J) ხელოვნებათმცოდნური : “XX საუკუნეში ფანჯრებს ხატავდა სალვადორ დალი… XXI საუკუნეში ფანჯრებს ვხატავთ ჩვენ” :)))
ხო, მართლა, ჩემმა კომპიუტერმა ისევ უარი განაცხადა wi-fi-ზე ემუშავა ბათუმის ბულვარში. ახლაც ამას ვერ დავაბრალებ იმიტომ, რომ მშვენივრად მუშაობდა სხვადასხვა ადგილებში და ნამდვილად ბათუმზე აქვს ალერგია :D მარტო მობილურით შემოვდივარ ინტერნეტში და ისიც ფეისბუქზე. ვასტატუსებ და ვასტატუსებ ისე ვარ მონატრებული ინტერნეტს, მაგრამ ერთის მხრივ კარგია, რომ არ დაიჭირა, თორემ ყოველ დღე ბულვარში კომპიუტერით რა ივლიდა :D
გავსტყორცნე და იმედია სანამ წამოვალ (16-ში მოვდივარ წესით) კიდევ ერთ პოსტს მოვახერხებ და არ დამეზარება :)




















ყოჩაღ თინი, ვამაყობ შენით :D
შენ ვერ წარმოიდგენ აქ რა ‘ცივი’ დღეები გამაზე :D
აი ისე მომინდა ეხლა მანდ ზღვაზე….10 აგვისტოს შვებულება მაქვს და მოვცურავ მაქეთ :) ხო…თუ დასვენებას გადაწყვეტ ადამიანი,მარტო უნდა წახვიდე შენ თავთან ერთად…თუ ეს ორნი გამოვდივართ? ოკ, შუტკა ვეკა…კაი იყო )))
აუფ როგორ მინდა დასვენება :(
ბათუნშI რამდენიმე დღით კი ვიყავი უკვე, მაგრამ სამსახურიდან და მასეთ ყონფას რა აზრი აქვს.
ვოცნებობ ისე დავისვენო, რომ გონება გამეთიშOს ყველა ვალდებლებისაგან…
დვდ-ს რომ რთავდი დ აიყავი აი ეგრე :)
ისვენებ ჩვენგან ხო?
მიდი, ღრმად ჩაყვინთე და ერთხელ მაინც გაჰკარი ზვიგენს კიჭი :))
დღეებს ვითვლი შვებულებამდე, ისე მინდა ზღვაზე! ჰაჰ, ის სლოგანი ძალიან შთამბეჭდავი იყო! :)
momcons batumuri postebi :)
xvalidan mec shevuertdebi batumidan mpostavta sazogadoebas :))
ფანჯრის კომპანიის სლოგანი მომეწონა :D :D აწი მაგას ჩემებურ ინერპრეტაციას მივცემ და საჭიროებისამებრ გამოვიყენებ :D :D
P.S ავტობუსს GF ყავს თუ უბრალოდ ეგეთი ნომრები აქვს :)))))
თინიიი,როგორ მომენატრეეე…<3 <3 <3 ვიცი ეხა ამის წაკითხვის არც დრო გაქვს,არც სურვილი და როგორც ჩანს,არც შესაძლებლობა(მაგ დღეში ვიყავი მეც,ოღონდ ვაი რომ ბათუმში არ ვყოფილვარ :D ),მაგრამ მაინც ვწერ,იმიტომ,რომ როგორც იქნა ამის შანში მომეცა :D ხო,ისა,გამიხარდა რომ იქ 20 ქულა აიღე,მეც ვნერვიულობდი(თან ფონად ის გასდევს მაგას,რომ მეც ველოდები ეროვნულების შედეგებს და მაკანკალებს შიგადაშიგ :D) :) ნუ ეხა შენ რომ ბათუმში "ნეტარებ" მაგაზე კრინტს არ დავძრავ,თორემ შურის გადმოფრქვევა გამომივა :) თუმცა,არაუშავს,თუ გადავრჩი გამოცდის შედეგების ნახვის შემდეგ,აუცილებლად შემოგიერთდები :)ხო,ისა ეხა ან გზაში ხარ,ან ახლახანს ჩამოხვედი,ხო? თუ ჩახვედი :)მე უკვე წამოვედი…არადა მინდოდა ქასთინგი…ქასთინგი რა ეხა,იცი რაც :* <3
თინი, სახლი გაქვს ბათუმში?
რაღაც ისეთი პოსტი იყო რომ ბათუმურად განმაწყო
სულ მინდა ხოლმე ჩასვლა, მაგრამ ამინდების გამო ყოველთვის უარს ვამბობ და მაინც თურქეთს ვარჩევ :(
gamarjoba,mogmartavs depresirebuli axalgazrda…saswrafod mesachiroeba axali posti_saxaliso da saintereso.gtxovt nu gamawbilebt.
ertguli mkitxveli :D :D :D
“პესიმისტისთვის ჭიქა ნახევრად ცარიელია, ოპოზიციონერისთვის – ბათუმი გადათხრილი”
ეს სიბრძნე მომწონს:)
კრებული გამოვუშვათ არ გინდა?:)და დავარქვათ ,,თინის სიბრძნეები”