barcamp 2009, yerevan

მაპატიეთ ამსიგრძე პოსტისთვის, მაგრამ მოგეხსენებათ როცა ჩამოვედი, მაშინ ვერ მოვახერხე ამეების დაწერა და აგერ, ახლა ნახეთ : ))
წაკითხვა კი დაგეზარებათ, მაგრამ სურათებს მაინც ნახავთ :ბლუსჰ:

Barcamp 2009, Yerevan

პარასკევი, 17 აპრილი

დილით, რა თქმა უნდა , მაღვიძარაზე ადრე გამეღვიძა და ცოტა ხანს საწოლში კოტრიალის და იმაზე ფიქრის მერე, როგორ იქნებოდა ბარკემპზე, ავდექი და ბუტერბროდების კეთებას შევუდექი. პარალელურად გზა და გზა ვყრიდი ჩემოდანში პატარ-პატარა რამეებს და ვცდილობდი არაფერი დამვიწყნოდა. მოკლედ, როგორც იქნა მივადექი ორთაჭალის მიდამოებს და გმირთა მოედნიდან ორთაჭალაში დასკუპებული , აწ გამორთული შადრევნის პირდაპირ განვთავსდი. დედა მაცილებდა, მამამ ვერ მოახერხა- წითელი პარასკევი იყო. მაშინ პირველად ნახა ყველა დედამ [მე ია და მაკა ვნახე პირველად] და თურმე რომ წასულა მამასთვის უთქვამს- მშვიდად იყავი, მე უკვე დავმშვიდდი ისენი რომ ვნახეო :დ  .. მართალია ბევრი უნდა გვევლო, მაგრამ სომხეთის საზღვრამდე ისე ჩავედით , ეგ შეიძლება არც ჩაითვალოს გზად. მთელი გზა რაღაცეებს ვყვებოდით, ვლაპარაკობდით..ვქმნიდით- ქურუგ-ის კულტს ჩვენს ცნობიერებაში :ლოლ: [ქურუგ-რუსული კრუგი, ოღონდ მერნეულურ დიალექტზე].

მივადექით საზღვრებს , გადავლახეთ ერთი..მივადექით მეორეს და გავუდექით გზას სომხეთისაკენ. სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული იყო იმ ოხერი მიხვეულ-მოხვეული გზების გადალახვა. მართალია სწორი და რემონტიანი გზა იყო, მაგრამ პირდაპირ რომ ვთქვათ, გულის რევის გამომწვევი, მაგრამ გადავრჩით პრინციპში..

ჩავედით როგორც იქნა, მივაგენით ჩვენს სასტუმროს და დავბინავდით. ნახევარი დღე წინ გვქონდა. დასვენებასაც ვასწრებდით და ქალაქში გასვლასაც. ჯერ დავისვენეთ, კარლსონის ყურებაც კი მოვასწარით მე, მაკამ და პიკომ  ცოტა ხანში მუცლებმა შეგვაწუხა, საგზლისგან ნამცეცებიც კი არ იყო დარჩენილი და გავიჭერით ველად, ერევნის ცენტრისაკენ. ბევრი ვიარეთ, თუ ცოტა.. ბევრი ვეძებეთ ბანკომატები [მერე გადასახურდავებელი პუნქტები და მერე აღვფრთოვანდი იქაური კუპიურებით ], თუ ცოტა.. ბევრი ვარჩიეთ რესტორანი, თუ ცოტა , მივადექით მექსიკურ რესტორანს.. ვჭამეთ! ძალიან ბევრი ვჭამეთ ! წამოვედით უკან,

ერევნის რუკაში დაკარგული ზვიადი

ერევნის რუკაში დაკარგული ზვიადი

სასტუმროში. გზაში ვაკვირდებოდი იქაურ შენობა-ნაგებობეს და არიქტექტურას და ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ თბილისი ლამაზია  ცოტა ხანში ზვიადმა მოიყვანა ახალჩამოფრენილი მარი და კოტეც და ახლა უკვე სრული შემადგენდლობით დავბინავდით სასტუმროში..ასეთი იყო დღე პირველი :ბის:

:მილიონერ:

:მილიონერ:

picture-042

მარუსა და მე სექსი დიდ ქალაქში-ს მოლოდინში

მარუსა და მე სექსი დიდ ქალაქში-ს მოლოდინში


ემ ენდ ემსოვანი პოკერი

ემ ენდ ემსოვანი პოკერი

მეორე დღე

შაბათი, 18 აპრილი

დილით ადრე წამოვხტით და მაშინვე საუზმეზე ჩავქანდით. ამ დილას პირველად მივხვდით, რომ ძალიან ძნელია მარის გაღვიძება. ნუ დანარჩენ დღეებში, როცა უკვე მიხვედრილ მდგომარეობაში ვიყავით, უბრალოდ უფრო მეტად ვრწმუნდებოდით ხოლმე ამაში. პიკოლინას მედგარ მუშტს ვენაცვალე მე! რა ძალით კაკუნსაც იმ მუშტმა გაუძლო..საუზმეზე აღმოვაჩინეთ, რომ აჭარული ხაჭაპური არსებობდა მენიუში. ჩვენ ვერ გავბედეთ და ზვიადს დავატესტინეთ-კარგი იყო თუ ცუდი. აღმოჩნდა, რომ არც ისე კარგი, ამიტომ მეტი მცდელობა შეკვეთისა არ ყოფილა..

ამერიკული უნივერსიტეტის შენობა

ამერიკული უნივერსიტეტის შენობა

საუზმის შემდეგ მწყობრით წავედით ბარკემპის დისლოკაციის ადგილისკენ- ამერიკულ უნივერსიტეტში. ძალიან მაგარ შენობაში იყო, ყველაფერი რემონტიან-ტექნიკურ განვითარებიანი. დარბაზში შევიყარეთ ყველანი და ორგანიზატორების და სპონსორების მისალმებას ვუსმინეთ.
როგორც კი ამ ხალხთან აღმოვჩნდი, მაშინ მივხვდი, რომ ინტერნეტი ადამიანს ცვლის. გარეთ რომ ხალხი დადიოდა, იმათ ისეთი დიადი შთაბეჭდილება დატოვეს, ასე მეგონა 10 წლის წინანდელ საქართველოში ვიყავი- არანაირი სუბკულტურის კვალი და ერთ თარგზე მოჭრილი ტიპაჟები. აი სულ სხვა იყო “ნაინტერნეტალი” ხალხი :ლოლ: პირველი აღმაფრთოვანებელი იყო ის, რომ როგორც კი შევედით ბარკემპის აქსესუარების ასაღებად, მიკამ მარი დაინახა და აღმოხდა- ჰაჰ, სვით.ჯი ! აი დაახლოვებით ის შეგრძნება იყო ჯარისკაცის მამა-ში რომ იპოვნიან ერთმანეთს :ლოლ: მიკამ საერთოდ აღმაფრთოვანა :უსერ:.. რაღაცნაირი ქარიზმა აქვს ამ ბიჭს და მომკალით :ბოლი:.. მისალმების შემდეგ, დაიწყო პრეზენტაციები.. ზოგი რუსულად, ზოგი ინგლისურად, ზოგი გაგიკვირდებათ და სომხურად  თუმცა ეგ არაფერი, რასაც ვუსმინე საინტერესო იყო. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა- ბარაკ ობამაზე, სოციალურ ქსელებზე და ბლოგებზე განსათავსებელ ბომბაზე პრეზენტაციები. თუმცა სიმართლე გითხრათ სოციალურ ქსელებზე უფრო იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ვისი პრეზენტაციაც იყო, იმ გოგოს, ძალიან საოცარი ფუშფუშებიანი ზედა ეცვა და :ლოლ: აქ საიდანღაც [ზუსტად არ მახსოვს რა მომენტში],

მე და გიომაკი

მე და გიომაკი

გიომაკი შემოგვიერთდა. იქ ცხოვრობს, სამსახურეობრივ მოვალეობათა გამო  და კიდევ ერთი დედით ქართველი გოგო გავიცანით-ანა. ძალიან მაგრად ლაპარაკობს ქართულად, წერს და კითხულობს კიდეც..
გიომაკმაც და ზვიადმაც გააკეთეს პრეზენტაციები. გიომაკის პრეზენტაცია ჭეშმარიტი პროგრამისტული იყო და ვერ გავიგე ვერაფერი , ზვიადისი- ქართულადაც მქონდა მის ბლოგზე ნანახი. ისე აღფრთოვანდნენ ზვიადის პრეზენტაციით, რომ დაახლოვებით ერთი საათი შეკითხვებს უსვამდნენ, რეკომენდაციებს იღებდნენ და თავს

ზვიადის აუდიტორია

ზვიადის აუდიტორია

დასტრიალებდნენ. ამასობაში განრისხებული მუცელი ხასიათსაც მინრისხებდა – ძალიან მშიოდა. ვიძალისხმევეთ ფრიად და ზვიადი გამოვწიწკნეთ იქაურებს.. დიდი ხნის აჯანყებული მუცლების დასაკმაყოფილებლად “კავკაზ”-ში წავედით. შეგვეძლო, არ შეგვეძლო-იმდენი რაოდენობის რაღაცა შევუკვეთეთ არ ვიცი.. რაც მთავარია მაგარი ოფიციანტი შეგხვდა- სხვა რამეები მოქონდა..ზოგი ზედმეტი, ზოგი თავისი ინიციატივით, ზოგიც საერთოდ არ მოჰქონდა :დ საბოლოოდ კმაყოფილები დავრჩით, იმიტომ, რომ 7 კაცის გაძღომას სულ რაღაც 100 ლარი დასჭირდა [ეს მერე გადმოვთარგმნეთ ქართულ ვალუტაში].

კასრი და გიომაკი

კასრი და გიომაკი

დავბრუნდით სასტუმროში. დილით შეკვეთილ საუნაში გავცხელდით და მერე ცივი, კასრის ლუდით გავცივდით ! შუა ღამეს გავედით მე და გიომაკი მაგისთვის გარეთ. ნუ რომანტიკა იყო გასაოცარი- წვიმა იყო თავსხმა ! ამ წვიმამ ეტყობა რომანტიკის ხასიათზე დააყენა გიოც და სუპერმარკეტში ყვავილების განყოფილებასთან დადგა და დაიჩემა, უნდა გიყიდოთო. ჩემის მხრივ გადავაფიქრებინე და თან Aაღმოჩნდა, რომ იმ ყვავილებს ქოთნები მოყვებოდა :ლოლ: საღამოს , შუაღამემდე ჩავუსხედით 99 ფრანკს, რომელსაც ყველა თქვენგანმა აუცილებლად უნდა უყუროს :ბოლი:..

პ.ს. ამ დღეს მივხვდი, რომ ზვიადი და ია ძალიან ჩამივარდნენ გულში. Aაი ასეთი საყვარელი წყვილი მე ჯერ არ მინახავს !
picture-155
ასეთი იყო დღე მეორე..

მესამე დღე

კვირა, 19 აპრილი

ძლივს ავწიეთ საწოლებიდან თავები. ჩქარ-ჩქარა ვისაუზმეთ და ხელში პასკის ყუთით წავედით უნივერსიტეტისკენ. პრეზენტაციისთვის ია ემზადებოდა-მიგრაციის საკითხებზე. თუ არ ვცდები კვირას პირველად მივაღწიე კომპიუტერამდე და დავდე პოსტი. ეტყობოდა ჩემი მშიერი ხასიათი იმ პოსტს  ძალიან პესიმისტურად გამოიყურება ეხლა რომ ვკითხულობ. ამ დღეს გასპარის და მიკას პრეზენტაციები იყო ძალიან მაგარი. მიკასი უფრო- იმიტომ, როგორც აღვნიშნე სხვანაირი ქარიზმა აქვს რა :ბოლი: თან ძალიან საინტერესო რამე იყო და ზვიადს ისე მოსწონს ის “რაღაც” [პროგრამაა ენითაუწერელი], რომ ალბათ ბლოგზეც დაწერს მაგაზე. ამასობაში ძალიან კარგი ამინდი გამოვიდა- მზე! მაშინ მივხვდი, რომ სომხეთის არქიტექტურა კარგი ამინდისთვის იყო შექმნილი. ისეთი პირქუში აღარ მეჩვენებოდა ჭუჭყიანი ვარდისფერი შენობები. წავედით ინგლისურ რესტორანში- შერლოკ ჰოლმსი. მიმტანი იყო გენიალური ! ვიპოზიორეთ ბევრი მაგასთან 

მერე ქალაქის ცენტრში ბოდიალი დიდხანს და იისევ სახლი.. ამ დღეს პირველად მივედი სასტუმროში არსებულ დაილაპიან კომპთან. იშიშხინა, იშიშხინა და ერთი საათიც მოანდომა ბლოგზე შესვლას. მსნ-ში შევედი მერე და ჩემი ლავ სტორის საბოლოო წერტილიც მაშინ დაისვა და მოკლედ, ამოვედი ოთახში..

ქალები სექსი დიდ ქალაქში-ს უყურებდნენ, კაცები- კომპიუტერებზე ლაპარაკობდნენ. ერთგანაც შევიხედე, მეორეგანაც და კაცები ვამჯობინე, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გაუგებარ ტერმინებით ლაპარაკობდნენ. გიომაკმა შემატყო მოწყლიანებული თვალები და მაშინვე მიხვდა რა ხდებოდა. მკითხა თავისთავად საქმის ვითარებაზედ და თავისთავად ცრემლი წამომიგორდა პასუხის გაცემისას. აი აქ უკვე ზვიადი და კოტე დამეხსნენ თავს ! ავუხსენი საქმის ვითარება და ორივემ იისე დამარიგა, რომ 5 წუთში უკვე მშვიდად ვიყავი და ვუსმენდი ორივეს ისტორიებს- როგორ გაიცნეს მომავალი ცოლები  აუ გულიკები ამომდიოდა თვალებიდან ისე ყვებოდნენ. უფრო შემიყვარდნენ კოტე და ზვიადი ცალ-ცალკე და ცოლებთან ერთად  მე მაინც მეგონა, რომ ცოტა ხანს გამყვებოდა ამათი დარიგება და ვცდილობდი სულ მემეორებინა იმათი სიტყვები- აშკარად სწორს მეუბნებოდნენ! ოთახში რომ ავედი უკვე ძალიან გვიანი იყო. პიკოლინას სრულიად უცრემლოდ მოვუყევი რაც მოხდა და დაძინება დავაპირეთ. მერე იყო ვიდეოპოსტის ჩაწერის მცდელობაც. ერთი კრახით დამთავრდა- 16 წუთიანი იყო. მეორე უფრო კრახით- იმიტომ, რომ მივხვდი ეგეც 16 წუთიანი შეიძლება გამოსულიყო, დრო გაწელილი მეჩვენებოდა, იმიტომ, რომ ძაან მეზარებოდა და შუა ჩაწერის დროს ვუთხარი პიკოს- ესეც იმხელა გამოდის მეთქი. Aაუ როგორ გაბრაზდა  წაშალა ორივე პოსტი, გადაბრუნდა და დაიძინა! მეეთქი უპს ! [ნუ ღამე მაინც დავჭირდი, შეეშინდა რაღაცის და “თინი, თინი”-ო მანჯღრია :უსერ: ოღონდ მე არ მახსოვდა, დილით მითხრა თვითონ  ]

მეოთხე დღე

ორშაბათი, 20 აპრილი

დილით ძალიან ადრე გამეღვიძა. პირველი, რაც გამახსენდა, იყო ოფიციალური დასასრული. ანუ ჟამი იმისა, რომ მე უნდა მიმხვდარიყავი, რომ დამთავრდა ! ვინაიდან უკვე მიხვედრილი ვიყავი და ზვიადის და კოტეს დარიგებანიც, ჩემდა გასაკვირად, კარგად მახსოვდა, ავდექი და მივშალე მთელი მესიჯები ! ომის დროინდელებზე ხელი ძალიან ამიკანკალდა, მაგრამ უკვე იმდენად წარსული იყო, რომ წავშალე.. მერე ნომერი მივაყოლე- დაბოღმვამ პიკს მიაღწია [მერე ისევ ჩავწერე ოღონდ:ლოლ:] . ჩავიძინე და ახლიდან მაკას კარზე კაკუნმა გამაღვიძა. უკვე ჩაბარგებული შემოდნებით და მოცარიელებულ ოთახში ვმდებარეობდით. გავასწორეთ ანგარიშები და წავედით. დაბარგებული მანქანა სასტუმროში დავტოვეთ და ყველანი ფარაჯანოვის მუზეუმში წავედით [მაგას ცალკე პოსტი ერგება ვგონებ].

მუზეუმი :სპყ:

მუზეუმი :სპყ:


არარატი

არარატი

არარატი დავინახეთ, ჩვენი პრეზიდენტის სურათიც ვიხილეთ მუზეუმის საპატიო დაფაზე..მერე თავისთავად ბეევრი ვჭამეთ წვნიანი ქაბაბები და მარი და კოტე სასტუმროსკენ გავუშვით- უკვე უნდა წასულიყვნენ აეროპორტში. ჩვენც მივედით მანქანამდე და დავტოვეთ ერევნის მიდამოები.. ამჯერად უფრო ადვილი იყო იმ ოხერი მოხვეული გზების გადალახვა. გზაში ყველამ ერთსულოვნად ვაღიარეთ, რომ ძალიან მაგარი დღეები იყო.. პროსტა მარტო იმად ღირდა, რომ აი ამ ხალხთან ერთად ვიყავი  რომ ჩამოვედით და ორთაჭალის სუულ სულ ზემოთხსენებულ შადრევანთან მივედით, წამოვიძახეთ- აი, ქურუგ-ო და ააბა ქურუგო, ზვიადმა სამი ქურუგი დაარტყა იმ შადრევანს ! პირველი- სავალდებულო, მეორე – რაძი კაიფა და მესამეზე კიდე უბრალოდ დაავიწყდა, რომ უნდა გაეხვია :ლოლ: მოკლედ, სამი საპატიო ქურუგი ჩვენგან საქართველოს ! რომ მახსენდება ეხლაც მეცინება იმ სამიან ქურუგზე ჰიმნის თანხლებით.. :დ .. აი ვოზ სოუ ბედნიერ [თუ იმას არ ჩავთვლით, რომ გზაში მითხრეს ჩვენი კომპიუტერის მიცვალების ამბავი] . აი რამდენი ხანიც იქ ვიყავი და მერეც, რომ ჩამოვედი, სულ ვფიქრობდი, რომ რა მაგარია, ვიღაცამ ფული გადაიხადა იმისთვის, რომ მე ესე კარგად ვყოფილიყავი :უსერ:.. რომ ჩამოვედით და კიდევ რომ მივედით სოროსის ფონდში, უკვე აი თვალები მიბრწყინდავდა ისე მიყვარდა ყველა :დ ..

ეხლა კი უუბრალოდ ფოტოკოლაჟისებური :სპყ:

დიადი ფოტოგრაფი :დ

დიადი ფოტოგრაფი :დ

ფიქრნი სევანის პირას..

ფიქრნი სევანის პირას..


მიკა პრეზენტაციისას

მიკა პრეზენტაციისას


ერევნის ცენტრი

ერევნის ცენტრი


უკომენტაროდ :ლოლ:

უკომენტაროდ :ლოლ:

მომავალ შეხვედრამდე ერევან : ))

8 Responses to “barcamp 2009, yerevan”

  • ისევ ეს სასტუმროს და რესტორნების აღწერა :დ დავიზეპირეთ უკვე სად როგორი საჭმელი იყო :D

    არც ერთმა არ დაწერეთ უშუალოდ ბარკემპზე რა ხდებოდა, პრეზენტაციები, რაც ნახეთ და მოგეწონათ, ხალხი, ვინც გაიცანით და მათი ბლოგები…

    მოკლედ, სამივეს დიდი Fail :D და იმედია გამოასწორებთ.

  • ერევანი აღარ გამაგონოოოთ :D

    ია და ზვიადი მართლა უმაგრესი წყვილია.
    გიომაკი ცალკე საგანია: ადამიანი, რომელსაც ყველა და ყველაფერი უყვარს :)

    შენც ძალიან მაგარი ხარ :2კისს:

  • [...] ბარკემპისთვის რომ დამაფინანსა და 4 ძაალიან კარგი დღე გავატარე ერევანში! კიდევ იყო [...]

  • მე მინდა, რომ იმ პრეზენტაციებს, რომლებიც მომეწონა, ცალკე პოსტები მივუძღვნა და იმიტომ არ დავწერე ამ პოსტში არაფერი და დანარჩენი ორის არ ვიცი :დ

  • ეს პოსტი დიდი ხანია დრაფტში მიგდია და რომ არ დამეპაბლიშებინა საცოდაობა იქნებოდა :უსერ:
    მეტს აღარ ვიზამ პრომის :დ

    გიომაკი ხო, მართლა ძალიან საყვარელია :ლოვე: ბიტლზის ერთი სიმღერა გვიყვარს ორივეს განსაკუთრებით და მივდიოდით და ვმღეროდით ერთხელაც და ისეთი ტკბილი ხმით მღეროდა ცრემლები წამომცვივდა :უსერ:

    შენ უფრო მაგარი ხარ, გუშინ დამევასეთ ძალაინ :ლავ:

    :*

  • აი მაგ პოსტებს ველი :ბის: )))

  • ხვალ იქნება :ყეს:

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)