ურჩხული ბანკომატები და ერთადერთი სიყვარული
ბლოგის უჩვეულო რეჟიმის გამო, ცოტა არ იყოს დავიძაბე..დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს!
რამდენიმე რაღაც, რასაც ვერ ვეჩვევი/არ მიყვარს/დისკომფორტს მიქმნის..
სიაში ღირსეულ, პირველ ადგილს იკავებს
ტელეფონზე ლაპარაკი!
ვერ ვიტან სახლში რომ ჩემს გარდა არავინ არ არის და ტელეფონი რეკავს, იძულებული ვარ, რომ ვუპასუხო. ყველანაირდ თავს ვარიდებ ხოლმე. რისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიტან.იგივეა მობილურ ტელეფონზეც – უფრო მწვავედ თან.
კონცენტრაცია მეკარგება, თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ სულ დაბნეული ვლაპარაკობ ხოლმე. იცით რა ძნელია? რომ გინდა, რომ უპასუხო და თან იცი, ტვინს იმხელა ძალა უნდა დაადგეს და გეზარება :D არასდროს არ ვრეკავ საქმეზე ისე,თუ განსაკუთრებულად არ მოვემზადე სიმყუდროვეში არ დავჯექი და ტვინი არ გადავრთე “ტელეფონზე ლაპარაკის რეჟიმში”. როგორ მოვახერხო, რომ ტელეფონზე ლაპარაკი ასე არ მთრგუნავდეს, არ ვიცი, არადა საჭიროა აშკარად..
მეორე- ბანკომატები!
ნუ ბოლო დროს კიდევ რა უჭირს, მაგრამ ისეთი შიშები მქონდა ხოლმე.. აი რაღაცნაირად მაშინებს საერთოდ საბანკო ოპერაციები,ამდენი რიცხვები. ჯერ ერთი ალბათ იმიტომ, რომ მე და მათემატიკა ერთად ვერ ვთავსდებით :D სულ სულ თავიდან რომ ჩემი პირველი პლასტიკური ბალათი მეპყრა ხელთ და მარტოს უნდა გამომეტანა თანხა ანგარიშიდან, ერთი-ორი წუთი ღრმად ვსუნთქავდი და ისე მივედი ბანკომატთან- შენელებული კადრით და ნელი ნაბიჯით :D
ამ პუნქტის შესავალი- საერთოდ, ვიზუალური მეხსიერება მაქვს განვითარებული. ყველაფერს ჯერ ვიზუალურად ვიმახსოვრებ, მერე სხვა დანარჩენით.. აი, მაგალითად, აბიტურიენტობის დროს, ერთი და იგივე უნარების ტესტი ვწერეთ ორჯერ და მეორედ რომ გვაწერინა, პასუხების ფურცელზე X-ების განლაგება მახსოვდა თვალით :D
ხოდა, ამის გამო ხშირად მიჭირს ხოლმე სიახლეებთან შეგუება, ნუ ძირითადად კომპიუტერულ საკითხებში.
ტოპ შეუგუებლობა:
ვერ ვიტან ახალ სკაიპს! არ შემიძლია.. რომ ვხედავ მაჟრიალებს :D არ ვიცი არ მომწონს, თუ არ მინდა გავერკვე როგორია- იქნებ ჯობია ძველს, მაგრამ არა, არც მიფიქრია. დავათრევ ფლეშკით, კომპიუტერით, გულის ჯიბით (:D) ძველი სკაიპის საინსტალაციოს, რომ შემთხვევით საიდანმე ის არ გადმომეწერინოს.. ერთხელ იყო, თავისით დამიაპდეითა და კინაღამ შევყარე ქვეყანა..
და კიდევ ერთი- ოპერის გარდა სხვა ბრაუზერს ვერ ვიტან :| ერთადერთი სიყვარულია, მზე და მთვარე ამომდის მასზე :D არადა, იდეაში ყველანაირი კომფორტულობისგან დაცლილია ოპერა. ნუ მთლად მასე არაა სინამდვილეში (love), მაგრამ ისე შეიცხადებენ ხოლმე ოპერა მაქვს მეთქი რომ ვიტყვი, ვკომპლექსდები :D მართალია, ბევრი რაღაც ისეთი არ აქვს, როგორც ფაირფოქსს, მაგრამ ამას განსაკუთრებულად ვერ ვიტან. ახლა, windows-ი გადავაყენე (დიაღ, დიდი ხნის ნანატრი windows 7 მაქვს და თან ჩემით დავაყენე მარტომ )და ქრომი დავაინსტალირე. ყველანაირად ვატანდი თავს ძალას, რომ ოპერისკენ არ გამქცეოდა ხელი, მაგრამ პოსტის წერისას რაღაცამ გამიჭედა ქრომში და მეეთქი ეგრე არ გინდა! ეგრევე გადმოვწერე ოპერა :/ მაგრამ სპეციალურად არ ვაყენებ speed dial-ზე რაღაცეებს, რომ არ გადავიდე ისევ იქ. ქრომში გავმართე ბუქმარქები და ყველაფერი უკვე.. თან ისეთი კარგი რამეები მაქვს ცოტნეს წყალობით ფეისბუქისთვის, რომ მენანება ქრომის გადაგდება.1. სმაილები ჩატში
2. ნებისმიერ სურათთან მაუსს რომ მიიტან, გვერდით გიდიდებს და აღარაა საჭირო სათითაოდ შესვლა (მეორე სურათს რომ დააკლიკავთ გადიდდება)
შემდეგი შეუგუებლობა- ფილმების კომპიუტერში ყურება
ათასჯერ მირჩევნია ვიწვალო, ფლეშკაზე გადავიტანო და dvd-ში, ტელევიზორის ეკრანზე ვუყურო ფილმებს. ფილმებს კიდე არაუშავს, მაგრამ ცოცხალი თავით TV SHOW-ების ყურება არ შემიძლია კომპიუტერში. gossip girl დავიწყე და რამდენიმე სერიის მერე დავნებდი, აღარ შემეძლო :D
ის, რაც განსაკუთრებით არ მიყვარს
ტელეკომი
ვაიმე, მომკალი და ტელეკომს ნუ გამაგონებ. ეს აგრესია იმის მერე გამიჩნდა, რაც კავკაზუსის კაბელები გადაჭრეს. მართალია მე არ შემხებია ეგ პრობლემა, მაგრამ იმდენად გავმწარდი მათ საქციელზე, სამუდამოდ ამოვირეცხე გულიდან. ეგ კიარა, 100-100-ის ტელეფონს რომ ყიდულობდნენ ჩემები, ვარწმუნებდი არ იყიდოთ მეთქი და ბოლოს დავნებდი :D
კიდევ ერთი- ბლოგსპოტი.
ვორდპრესელების სენია, თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ როგორც კი ვინმე ბლოგსპოტელს ხელში ჩავიგდებ, ეგრევე ვარწმუნებ, რომ სასწრაფოდ ვორდპრესით შეცვალონ.
კიდევ იქნება ისეთი რამეები, რაც ახლა გამომრჩა, მაგრამ იმედია მნიშვნელოვანი არაფერი დამვიწყებია..
პ.ს.
მომწონს windows7, პაინტი აქვს უმაგრესი და მე ხო ბედნიერებისთვის სხვა არაფერი მჭირდება :D
















არასდროს არ ვრეკავ საქმეზე ისე,თუ განსაკუთრებულად არ მოვემზადე სიმყუდროვეში არ დავჯექი და ტვინი არ გადავრთე “ტელეფონზე ლაპარაკის რეჟიმში”. – ეს მეც მჭირს! ყოველთვის მირჩევნია საქმე ტელეფონის გარეშე მოვაგვარო. პირად საუბრებზე არ მაქვს პრობლემა ოღონდ.
მე ერთი დედაჩემის და მამაჩემის დარეკვაზე არ მიჭირს კონცეტრირება, დანარჩენი აბსოლიტურად ყველაზე :D
ახალ სკაიპს მეც ვერ ვიტან. და ოპერას ამბავშიც გეთანხმები. მაგის გარდა 3 ბრაუზერი მაქვს კიდევ, მაგრამ მაინც სულ ოპერათი შემოვდივარ.
ორი დღეა ქრომი მაქვს და ისე მომწონს..აი დღეს დილის ინციდენტის მერე ხელები არ გამქცევია ოპერისკენ :D
ახალ სკაიპს ვერც მე ვიტან, ოპერაც ძალიან მომწონს :D და კიდევ ტელეფონზე ლაპარაკისას ისე ვიბნევი ვინმეს ენაბლუ ვეგონები :D
ვოტ ზუსტად.. ხან ენა მებმის, ხან ათჯერ ვამეორებინებ ნათქვამს, ხან ტვინში დიდ ხანს ვალაგებ რა უნდა ვთქვა და გადის ასე დრო :D
ტელეფონზე ლაპარაკს გადავეჩვიე რაც კომფთან ვმეგობრობ, ანუ დიდი ხანია და ისე გადავეჩვიე რომ ვეღარ ვეგუები მეც,მეც მეფანტება აზრები და უაზრობებს ვლაპარაკობ :D
სკაიპზეც მასე ვარ და არ ვაყენებ ამ საშინელ ბეტას და ოპერაზე ხო საერთოდ რავქნა არცერთი ბრაუზერი არ მირჩევნია ოპერას speed dial-ს, არადა მეც მასე ვარ რო ვიძახი ოპერა მაქვსთქო ეჭვის თვალით მიყურებენ :D
რა გინდა???
რას გვერჩი???
ჰა?
ტელეფონზე მეც მასე ვარ :user:
ოპერას speed dial-ის გარეშე ვისაც ცხოვრება არ შეგიძლიათ, ეს http://i003.radikal.ru/1002/fc/55f601dcb2dc.jpg აშკარად იგივეა, არა? :D ხოდა გადმოდით ჭეშმარიტ ბრაუზერზე :D
თუ გადადით, ახლა ქრომით ვარ :D
ქრომიც კაია.
ოპერას ყველა ჯობია, ექსპლორერიც კი :lol:
ოპერა რულავს :))) :)))
Speed Dial-ები დააყენე გირჩევია შენ :D
მარა სკაიპის ძველი ვერსია გადააგდე ;) :D
მეგონა, მარტო მე მეზარებოდა ტელეფონზე ლაპარაკი და სმს-ების წერა. და კიდევ, ძალიან მომწონს ქრომი!
მე თანაბრად ვხმარობ ოპერას და მოზილას! საქმისთვის მოზილას, ოპერას გასართობად! და კიდე ახალი სკაიპი მაქვს, საერთოდ ყოველთვის მივდევ პროგრამულ განახლებებს ხოლმე, არ მაშინებს სიახლეები ! :D
ჩემი ვინოუს სევენი ძველს სკაიპს არ აყენებს ამიტომ 2 კვირაა ახალი სკაიპი მიყენია :( კიდევ კარგი ძველი იაჰუ მაინც დაყენდა :(:(:( ტელეპონზე ლაპარაკისას მე მანდრაჟი მაქვს სიჩუმე არ ჩამოვარდეს :D ამიტომ ვერ ვიტან :D ბანკომატებზე კიდე სულ მეშინია ბარათი არ ჩაყლაპოს :D მოზილა ჩემი ცხოვრების სიყვარულია :D ხოდა კიდე ამას წინათ რაღაც პეინტის მსგავსი პროგი გადმოვწერე “TwistedBrush Pro Studio” ქვია :D აუ რა მაგარი რაღაცები აქვს იცი თინი? პეინტისკენ აღარ გაიხედავ :D
როგორ არ აყენებს ძველ სკაიპს. ძველი მიყენია კაცო oO
პეინტი მაინც ჩემს სიყვარულად დარჩება :წუბ:
ტელეფონი ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით მაქვს , ვერ ვიტან ათასგვარი სიმღერებით რომ “არეკინებენ” :D ჩემი ტელეფონი მუდამ “უხმოზეა” ხან თუ გაუმართლა დამრეკს “ვიბრაციაზეც” ამ შემთხვევაში ვპასუხობ , თუ არადა დღის ბოლოს ვნახულობ ერთად ყველაფერს )) და უამრავ სალანძღავ და გამთათხავ მესიჯებსაც შემდეგ ვპასუხობ .. ესემესი მუდამ ასე იწყება :მაპატიე … ! :D რაც შეეხება ბანკომატებს , არ ვიყენებ ! მირჩევნია კილომეტრზე ვიარო და ბანკში შევიდე ვიდრე , ბანკომატს ვესაუბრო “თითების ენაზე ” სხვა რამეებშიც მეტ ნაკლებად მგონია რომ მე ვარ თინ , თინი მაინც არ მერქვას :)))