Back To Net, Back To Blog

ერთი საიდუმლო ჩემს შესახებ- თუ ვინმეს უნდა, რომ ცხოვრების ხალისი წამართვას, პირველ რიგში ინტერნეტი უნდა მომისპოს, მეორე რიგში- კომპიუტერი. მოგეხსენებათ, ცხოვრება განსაცდელებით არის აღსავსე [ვის რა გველოდება არავინ არ ვიცით-ის თეორია] და ხშირ-ხშირად გვიწევს ათასგვარ ჭირთა თმენა ! თუმცა ამდენი ჭირთა თმენა ერთად მეტისმეტია და ჩემისთანა ზეგამძლე [!] არსებისთვისაც კი დამთრგუნველია..

გუშინ ზუსტად ერთი კვირა გახდა, რაც საქართველოს საზღვარზე მომდგარს მამცნეს- კომპიუტერი ფაფუ-ო. მე ვიფიქრე სერიოზული არაფერია, უცებ გააკეთებენთქო, მაგრამ ჰოი-ო ნათქვამია ! დათომ დაშალა კიდეც მთლიანად, მაგრამ ჩართვის ნიშან-წყალი არ ემჩნეოდა. მამას ავსტრიელი სტუმრები ჰყავდა მისახედი, მე კიდე ვიდე სახლში უმწეო სახით და ველოდებოდი როდის მოიცლიდნენ ჩემი საარსებო წყაროს დასაბრუნებლად..

ალბათ ამიერიდან მაინც გავითვალისწინებ და შევიმუშავებ სათადარიგო გეგმას უინტერნეტობა-უკომპიუტერობის ჟამს გადასარჩენად. ამჟამად კი აშკარად მოუმზადებელი ვიყავი. ერთადერთი რის გაკეთებასაც ვახერხებდი, იყო ფიქრი იმაზე, თუ რას აკეთებდნენ ხოლმე ადამიანები, როცა არ იყო ინტერნეტი. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ინტერნეტი არც მე მაქვს დაბადებიდან და გავიხსენე მე რას ვაკეთებდი. აღმოვაჩინე, რომ ვკითხულობდი ! ბევრს ვკითხულობდი.. ერთსა და იმავე წიგნს 10-ჯერ, მაგრამ მაინც ვკითხულობდი და ვსწავლობდი. ვინაიდან ამ ეტაპზე ეგ იდეა არ მომეწონა იმიტომ, რომ სახლში არსებული წიგნების მეთერთმეტედ წაკითხვის სურვილი არ მაქვს, გეგმა B-ზე გადავედი. გეგმა B კიდევ თავის მხრივი მხოლოდ სახლში ჯდომას, საწოლში წოლას და იქედან ტელევიზორის ყურებას გულისხმობდა. ტელევიზორში “არაფრის” დროს კი ჩემი დების მრავალრიცხვოვანი მულტფილმების ყურებით ვირთობდი თავს : ბარბის სამი თავგადასავალი, მოჯადოებული, გარფილდი , მადაგასკარი 1 და 2, დიდი გამყინვარება 1 და 2.. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია მათგან, რისი ყურებაც მოვასწარი !

გარდა ამისა :

  • დავხარჯე ძალიან ბევრი სმს და მივხვდი, რომ ინტერნეტი დიიდი ეკონომიაა !
  • საკუთარ თავს დავუნგრიე მითი იმის შესახებ, რომ მე ტელეფონზე ლაპარაკს ვერ ვიტან და ყოველ დღე [!] ვლაპარაკობდი sweety-სთან . საუბრის გასაოცარი ხანგრძლივობით 40 წთ.
  • მეძინა ძალიან ბევრი. ვიძინებდი ადრე, ვიღვიძებდი- გვიან. ვუყურებდი ტელევიზორს, საწოლში ვჭამდი და როდის როდის მოვიფიქრებდი ადგომას და სახლის მილაგებას. [მამას გარდა ყველა სოფელში იყო წასული, მაგრამ მამა რისი მამაა თუ სახლიდან გასვლის წინ არ არია სახლი ! ]
  • ვტიროდი ხანდახან. ოღონდ არა ზეცნობილი მიზეზის გამო . ჯერ იმაზე ვტიროდი – ერთ დღეს რუსთაველზე მომიწია ჩამოვლამ და უმწეობისგან ვიტირე სახლში რომ მოვედი. ბოღმა მახრჩობდა , ისე მინდოდა, რომ ის საკნები დამერბია თავის ხალხიანად .  ყველაზე მეტი მაინც მაშინ ვიტირე, აკადემიის შენობა რომ ჩამოინგრა. ახალგაღვიძებული ვიყავი, ჩავრთე ტელევიზორი და რომ ვუსმენდი გავქვავდი რასაც ქვია :| ..
  • ვკითხულობდი სახალხო დამცველის პერიოდული გამოცემის, სოლიდარობის ძველ და ახალ ნომრებს.
  • ასეულობით თემა მომაგონდა დასაბლოგად და ყველა დამავიწყდა
  • გარეთ გავდიოდი საღამოობით ხანდახან

მოკლედ..გუშინ და დღეს დამთავრდა ტანჯვის ეპოქა. თან ძალიან საოცრად დამთავრდა. დილით დედა მოვიდა ჩემთან და რა გინდა ყველაზე ძალიან ეხლაო? სიმართლის [ :mrgreen: ] თქმა მომერიდა და კომპიუტერი მეთქი ვუთხარი. თურმე უკვე კარგა ხანია ზოგავენ ფულს იმისთვის, რომ ჩემთვის ეყიდათ ნოუთბუქი :უსერ: ხოდა გექნებაო. გავიფიქრე – ხო მეთქი, ზეგ ! მამა გამოვიდა ამ დროს და დაუწყო ჯიჯღინი- რა გინდოდა, სიურპრიზად უნდა მომეტანაო. რა

ნეტში მოძიებული ჩემი კომპიუტერის ანალოგ :ბის:

ნეტში მოძიებული ჩემი კომპიუტერის ანალოგ :ბის:

თქმა უნდა, სიურპრიზი არ იქნებოდა კარგი, იმიტომ, რომ სად ჩემი არჩეული და.. ვიარეთ, ვიარეთ და hp 550 შევარჩიე. მსუბუქია რაც მთავარია :ბის: .. ნუ დათოს დავურეკე, მონაცემები ვუთხარი და – ისეთია, რომ შენ თავზე გადაგივაო და დაჟე იაფია მონაცემებთან შედარებითო. დღეს ბოჭკოვანიც გამოვჭიმეთ, მეზობლების ინტერნეტს გავეყარეთ და ჩვენთვის ორად გავყავით ხაზი. ასე , რომ ახლა უკვე საკუთარი ინტერნეტით და კომპიუტერით ვარ აღჭურვილი და აღარავინ [!] აღარ ამაგდებს აქედან. ეხლა ერთი-ორი ტექნიკური პრობლემა მაქვს და ვინცხამ თუ იცით მითხარით :

  1. ტოპ.გე-ს მთვლელს ვერ ვხედავ. ლინკის სახით ჩანს.
  2. ყველა ფანჯარა ისე იხსნება, რომ სტარტი იფარება :ჩაიდან:
  3. ახალი პოსტის წერისას არ ჩანს ხელსაწყოები [აი ბოლდი, ფერები და ა.შ. ]არც HTML და არც Visual .. დანარჩენი ორი ჯანდაბას, ამაზე გავწამდი. იქეთა კომპზე გადავსხი ათჯერ დესანტი :დ ..

პ.ს. ახალი იმიჯის საწყისებთან ვბინადრობ. პირველი ნაბიჯი იყო ავატარის შეცვლა. აამ ეტაპზე, უბრალოდ მელე რომ მექნა ის ჩულქებიანი ქალი დავიყენე :დ.. ნუ ჩემს ძველ,  თსუ-ს ფორუმის იმიჯს ვუბრუნდები- სექსებიანი იმიჯი მქონდა მახსოვს.. ხოდა სანამ რამე ახალს მოვიფიქრებ, დაე იყოს იმიჯი ამდაგვარი. თუ რამე სხვას შემომთავაზებთ არ დაგზარდებით :ბოლი:..

15 Responses to “Back To Net, Back To Blog”

  • Welcome back!
    ხო და მშვიდობაში! ;)

  • :ჩაიდანზეოდნავუკეთესი:

    taskbar-ზე (ეგ ხო იცი რაც არი :D დაბლა როა, ზოლი :lol:) დააწკაპე მარჯვენა, დააჭრე properties-ს და მანდ მესამე პწიჩკა (ანუ keep the taskbar….) მონიშნე.

    top.ge-ს მთვლელი ჩვეულებრივად ჩანს აქ და რიავი.

    P.S. ჩემი ზეგამძლე :wub:

  • მეორე განსაკუთრებით :ლოლ:
    რატო ვარ უზრდელი? :user:

  • წოოოოოოოოოოოწ
    აუ ძაან გამიხარდა შენი “ლეკტოკის” ამბავი
    მსნში არ უნდა გეთქვა, სუკა?
    გილოცავ დარუნებას :ბის:

  • nino:

    გილოცააავ!!! ჩემი თავი გამახსენდა 4 თვის წინანდელი :) ჩემი სიურპრიზი ნაძვის ხის ქვეშ იდო, თოვლის პაპამ მომიტანა :)
    მშვიდობაშიიი :*

  • ახალი პოსტის წერისას არ ჩანს ხელსაწყოები [აი ბოლდი, ფერები და ა.შ. ]არც HTML და არც Visual .. დანარჩენი ორი ჯანდაბას, ამაზე გავწამდი. იქეთა კომპზე გადავსხი ათჯერ დესანტი :დ ..

    აბა სკრინი დადე… :spy:

  • ვაჰ.. გეს ჰუს ბექ რა : )))
    გილოცავ ლეპტოპის შეძენას და მალე ჩემტვისაც მოგელოცოს მაკის შეძენა )))

    რაც შეეხება შენს პრობლემებს…
    ნუ მესამედან დავიწყოთ.. ეგ არის ქეშირების ბრალი.. ვორდპრესის დოკუმენტაციაში წერია რომ ბრაუზერშია ქეშები არეულიო..
    ვიცი..ერთ ბრაუზერში რომ იყოს ეს ქეში არეული..მაგრამ ყველაში ერთად არევა არ გამიგია მე.. :)))
    მსგავსი პრობლემა მეც მქონდა ხოლმე.. ვკითხულობდი მაგის გამოსაწროებელ დოკუმენტაციას და ინსტქუციის გამოყენება მუდამ უშედეგოდ მიმთავრდებოდა… აბსოლუტურად ყველა ბრაუზერში… ატრაკებდა ეგ … ნუ მოკლედ უნდა დააჭირო Ctrl + F5… მარა საკუტარი გამოცდილებიდან გეტყვი..რომ არ მოქმედებს ეგ.. :)))
    თავის გადარჩენა..მხოლოდ ვინდოუსის გადაყენებით შეგიძლია :)))
    სტარტის შესახებ უკვე გითხრე მგონი და… ტპ.კჯის მთვლელს ემართება ხოლმე ეგრე.. კოდი.. ქრება… უფრო სწორად სურათი.. და რჩება მხოლოდ ლინკი…
    ეგ თავისით გამოწორდება… :)

    any problems? :D

  • [...] რასაც ქვია, იმდენი რაღაც მიყიდეს [ლეპტოპის თამადობით] და ნამუსიც მაქვს, ისე კი არაა [...]

  • მადლობა : ))

    აუ ეხლა ვფიქრობდი რამდენი პოსტი მაქვს ყველას ბლოგზე წასაკითხი :დ ..

    დავივლი ნელ-ნელა :უსერ:

  • ნამდვილად ჩაიდანზე ოდნავ უკეთესი ხარ :ყეს: მადლობა :უსერ: ეგ არც მომსვლია თავში :დ

    ხო, ტოპ.გე მეორე კომპშიც ჩვეულებრივ ჩანს, აქაა რაღაც გასასწორებელი და ვერ ვხვდები რა :მო:

    პ.ს. :ერთიშენხარზეგამძლედამეორემე: :დ

  • ჰმ, ამას უყურე ერთი. ჩაიდანზე ოდნავ უკეთესი თავმდაბლობის გამო დავწერე მე :ჰაკერი: :აქისსმაილიშენრომეუბნებიმოაშორეო:

    და პ.ს.-ზეც ეგ სმაილი. :user:

  • უზრდელი ხარ ვიღაცა ხარ :ბოლი:
    მოგაკლდა ჩემი ხელი :ჟორა: :ჟორას ხელიც: :დ

  • არა უფროსო, შეკითხვები აღარ მაქვს :უსერ: მაგრამ სულ ახალი დაყენებულია ვინდოუსი და მიმძიმს გადაყენება :მო:
    ესე იგი არაფერი მეშველება :მო: ..

    მადლობა :უსერ:

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)