დავბრუნდი
აი, დავბრუნდი და დავუბრუნდი საყვარელ ინტერნეტ სამყაროს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ზაფხული ერთ-ერთი კარგი ზაფხულთაგანი იყო :D კარგს თავის მხრივ ამ შემთხვევაში იმას ვუწოდებ, რომ თითქმის ყველაფერი ისეთის გაკეთება მოვახერხე, რასაც ჩვეულებრივ სასწავლო წლის მანძილზე ვერ ვახერხებ ხოლმე. მოგეხსენებათ, უკანასკნელი 13 წელია [აგერ უკვე მეთოთხმეტე წელი დაიწყო] სულ სასწავლო წელი მაქვს და მხოლოდ ზაფხული შეუსრულებელი გეგმებისთვის. ბალღობის წლები არ მახსოვს, მაგრამ ყველაზე კარგად მახსოვს მეათე კლასიდან მოყოლებული ზაფხულები. მეათე დავამთავრე და „აბიტურიენტი ვხდები და მომზადების წინ კარგი დასვენება მჭირდება“, მეთერთმეტე „ამდენი სწავლის, გამოცდების შემდეგ კარგად უნდა დავისვენო“, პირველი კურსი „აბიტურიენტობის მერე ისე დავიღალე, თან პირდაპირ უნივერსიტეტში შევყავი თავი და მეკუთვნის დასვენება“[პირველი კურსის დასასრულს ომმაც მიწია და..], მეორე კურსი „შე უბედურო! გააკეთე ყველაფერი ის, რასაც ჩვეულებრივ უდროობისგან [უფრო ზუსტად სიზარმაცისგან] ვერ/არ აკეთებ ხოლმე“.
მოკლედ, მიზნად დავისახე, რომ ეს თითქმის 2 თვე მეცხოვრა საკუთარი თავისთვის, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფიზიკური და სულიერი მდგომარეობების სიჯანსაღეზე უნდა მეზრუნა :D ბოლო დამღლელი 3 წლის მერე, როცა მართლა არაფრის თავი არ მქონდა, არც კითხვის და არც გართობის, პირველი წელი იყო, როცა ყველაფერი ერთად მოვახერხე. იმდენად კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, რომ ყველას, ვინც მეკითხება, როგორ ხარო, მაშინვე ვახარებ ხოლმე „ვკითხულობ, ვვარჯიშობ, ვერთობი“
„ვკითხულობ“- ბოლო დროს ეს უნარი დამეკარგა. აი არ ვაჭარბებ, მართლა ცუდად იმოქმედა პრე სააბიტურიენტო და პოსტ სააბიტურიენტო წლებმა. არაფრის კითხვის თავი აღარ მქონდა. თავი რა, უბრალოდ არ მინდოდა.. ავიღებდი წიგნს ხელში და დავიწყებდი სხვა რამეზე ფიქრს. ამგვარად, ფარ-ხმალი მქონდა დაყრილი დაახლოებით ორი წლის მანძილზე. წელს კიდევ საწოლის გვერდით მდგომ ტუმბოზე ავაკოკოლავე წიგნები და მიხაროდა ამ ზვინის ნელ-ნელა დაპატარავება :D
„ვვარჯიშობ“- მააგარ სიამაყეს მანიჭებს ხოლმე ეს სიტყვა. მოკლედ, დილა გათენდებოდა თუ არა, იასნა მაცივართან გამოვიჭიმებოდი. ვჭამდი ზომიერად [და არა ისე, როგორც მჩვეოდა ბოლო დროის მანძილზე :D] და ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ იწყებოდა:
1. ჰულა-ჰუპი, რომელიც ძალიან მევასება და შემიძლია საათობით ვატრიალო. იმისთვის, რომ უფრო სახალისო
გამეხადა პროცესი, დილაობით რააღაც სერიალის ყურება დავიწყე- იმ პონტში, რომ დროის გასვლა ვერ გამეგო ტრიალისას. ხოდა ასე ერთხელაც შემოვრჩი ორი საათი და საღამოს დიდი სილურჯე შევნიშნე მუცლის მიდამოში :D
2. სახტუნაო, რომელიც ბავშვობის მერე არ დამიჭერია ხელში. ეს ბავშვობაც ჩემთვის დაახლოებით ორ წელს მოიცავდა- მერვე კლასიდან მეათემდე. მერვე კლასამდე ფრიად დასტოინი ქალი გახლდით და მერე კიდე ფრიად დასტოინი აბიტურიენტი :lol: თავიდან რომ ვიხტუნავე 10 ხტუნის შემდეგ ამომხდა რამის სული, ბოლოს კიდე 150-ს შეუჩერებლად ვაკეთებდი. რულლზ, მთელ სხეულზე რომ გრძნობ კუნთების მოძრაობას და მერე ბუმბულივით მსუბუქად რომ გრძნობ თავს :დ
3. მუცლის პრესები- ჩემი ცხოვრების განუწყვეტელი ფიქრი და მწუხარება :D სულ ვფრიკავ, რომ 48 კილოს პირობებშიც კი ღიპი ადგილზეა! ღიპი თავის მხრივ მოდუნებული კუნთია, რომელიც სულ რომ შიმშილით მოიკლა თავი, მაინც იარსებებს. ამიტომ დავიწყე მუცლის პრესების კეთება როგორც იქნა. 5-დან 40-მდე ავედი და თუ სახლში ვიყავი დღეში რამდენჯერმეც ვაკეთებდი ხოლმე. მაგალითად, ერთხელ სამჯერ გავაკეთე და 40-ჯერ 3.. o.O ნუ, მაინცდამაინც დიდი შედეგი არ მაქვს პრინციპში, კუბიკები არ მატყვია, მაგრამ .. :D
„ვერთობი“- აქ ყოფნის ერთი თვე ისე გავიდა, რომ ვერც გავიგე. პირველი ორი კვირა განსაკუთრებით – სკოფილდთან ფლირტები მართობდა ფრიად. მერე სკოფილდი ლაგოდეხის ნაკრძალში გამექცა დასასვენებლად და დავრჩი ასე ერთგულად. სამაგიეროდ, ჩვენს მეზობლად ჩამოსულები იყვნენ ხატია და თეო, რომლებთან ერთადაც აი მთეელი დღე ვიყავი. საღამოობით ვსეირნობდით, დღის მანძილზე კიდე ხან ვჭორაობდით, ხან ვქეიფობდით, ხან პიცებს ვაცხობდით :D
სხვათაშორის, საღამოობით ლიქიორს ან არაყს ან ლუდს ვეტანებოდით დროდადრო :D ოღონდ ხან სულ ერთ ჭიქას.. კახეთში ყოველთვის ქეიფის სურნელი დგას მართლა.
ა, კიდევ დიადი მოვლენა- ხატიამ აი რასაც ქვია ძალით დამსვა და მასწავლა ჯოკრის თამაში. მთეელი ცხოვრებაა ვერავინ ვერ შეძლო ჩემი ჯოკერთან მითრევა, აი თითქოს ჯიუტად და პრინციპულად ტვინში არ ვუშვებდი, მაგრამ რომ დამიწყო რაღაცეების ახსნა, მივხვდი, რომ თითქმის ყველაფერი ვიცოდი, დავნებდი და დავიწყე თამაში. ფორუმის გამრჯე მეჯოკრეებს ვერ შევპირდები ონლაინ ჯოკერში შესვლას, არც მაგდენად მომეწონა, მაგრამ უსაქმურობის ჟამს კარგია- თან ისეთ საყვარელ რამეებზე ვთამაშობდით ხოლმე. მაგალითად, შუაზე გაჭრილი საზამთროს უხელოდ ჭამაზე :D
საინტერესო აღმოჩენა:
ინტერნეტი დიდი ეკონომიაა ჩემი ოჯახისთვის![უფრო სწორად ჩემი საცოდავი თითებისთვის, მაზოლები მაქვს ცერა თითებზე] იმ დღიდან, რაც ბათუმში წავედი [16 ივლისი] დღემდე დავხარჯე დაახლოებით 800 – 900 მესიჯი. ამდენ მესიჯს ალბათ მთელი წლის მანძილზე არ ვხარჯავ ხოლმე :D და მომესიჯე ობიექტების აბსოლიტური უმრავლესობა ის ხალხია, ვისაც ჩვეულებრივ შემთხვევაში ინტერნეტით ვეკონტაქტები.
წვრილ-წვრილი მიღწევები:
წარბები გავიზარდე :D არა, გული არ გაგისკდეთ, უბრალოდ ორი კვირის მანძილზე არ მივეკარე და ახალი ფორმა მივეცი. როგორც წესი ამას თბილისში ვერ ვახერხებ ხოლმე.
ფრჩხილებს მოვუარე- მანიკურს არ ვიკარებდი, დავასვენე, ვასუნთქე :D და რაღაც პროცედურებს ვუტარებდი გამამაგრებელს :D გადაწყვეტილება- წელს ფრენჩით უნდა ვიარო სულ!
მოკლედ, ვგონებ თითქმის სულ ეს იყო რაც მინდოდა ჩამოსვლისას მეთქვა. რამდენი რამე მდომებია oO














აუუუ თინ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და გამოგიტყდები დავიღალე :D
როგორ ხარ? მომენატრე :*
ნამეტანი ბევრი ვწერე ჰო? :D
რავიცი, კარგად მადლობა, შენა? :P
მეც მომენატრე <3
მშვენივარდ დაგისვენია! მეც დავიწყე ნელ-ნელა ვარჯიში, თუმცა შენნაირი სპორტული მიღწევები ჯერ არ მაქვს :)
აი, საააღოლ, რამდენი რამე მოგისწრია:)
ვააააააა რა ძერსკი ხარრრ ვარჯიში რო დაგიწყია…
მაგარი პოსტი იყო.
მოვესალმები ვარჯიში რომ დაიწყე! სახტუმაო ძააალიან მიყვარს. შესანიშნავია: მკლავებისათვს, მუცლის პრესისათვის, საჯდომისათვის და ფეხებისათვის!
vaa ra kargia eseTi wamowyebebi, mec minda muclis presis varjishebi da sul mezareba, xan maviwydeba da ase, zato wuwuni ar maviwydeba :D
საყვარელიიააა ეს დიზაინი :)
:უსერ: მე კიდე ვფიქრობ რა ვქნა, დავტოვო თუ არა..
ველქომ ბექ!
ჰოდა, მე მომწონს ბლოგის ახალი დიზაინი!!! ;) პასუხი ფეისბუქზე დასმულ კითხვაზე :)