Author Archive
ბლოგერებისთვის..
ბოლო დროს, გახშირდა “ბლოგერობის მსწავლელი” ე.წ. “ტუტორიალები” და კრიტიკები სხვადასხვა ბლოგერების მისამართით :D სიმართლე გითხრათ, მაღიზიანებს ხოლმე ასეთი რაღაცეები, როგორც სოფიმ თქვა თავის პოსტში:
ბლოგი არ არის ანალიტიკური ჟურნალი, სადაც ადამიანი იმას დაწერს, რაც ყველას შეიძლება მოეწონოს.
სწორედ ამის გამო, არასდროს არ ვეხები ბლოგის კონტენტს- ვისაც რა უნდა, ის წეროს! მაგრამ არსებობს ისეთი ტექნიკური რაღაც-რაღაცეები, რისი გათვალისწინებაც არ აწყენდა არავის:)) ისედაც ხომ ყველა ამჩნევს, რომ მაგალითად, თუ ბლოგერობის საწყის ეტაპზე ბევრ სმაილებს იყენებდა, ახლა ცდილობს ნაკლები გამოიყენოს.. მესამე პირს რატომ ვიყენებ, მეც მასე ვიყავი. ძველ პოსტებს რომ ვაწყდები, სულ ნერვები მეშლება ბევრ სმაილებს თუ ვხედავ სადმე და თუ ძალიან არ დამეზარა ვასწორებ ხოლმე.
მოკლედ, არსებობს ისეთი რამეები, რაც ყველა ბლოგს სასიკეთოდ წაადგება. ამ “რამეების” შესახებ, არაერთი პოსტი დაწერილა “ვიდრე აქამომდე” ბლოგერების მიერ. ვინაიდან მე არაფერ ახლის თქმას არ ვაპირებ, გთავაზობთ ამ სასარგებლო პოსტების ნაკრებს, რომელიც თუ კარგი გამოვიდა, ცალკე page-დ გავიტან და “ეგდოს, ბლოგი ხრამია..” Read the rest of this entry »
გადაღებები და TBgroup
ვიწუწუნო რამდენი წვალება დამჭირდა ამ პოსტამდე რომ მომეღწია? გადაღებებიდან სახლში რომ დავბრუნდი და ფოტო აპარატიდან სურათები გადმოვიტანე, დამხვდა აბსოლიტურად განათებული ყველაფერი. აზრზე არ ვარ რა მოხდა, ძალიან ცოტა სურათი გამოვიდა. კიდევ კარგი ვიდეოები მქონდა გადაღებული.. მერე გუშინ ჯეკი გამიფუჭდა, მერე დილით ავდექი და შუქი არ იყო.. რომ მოვიდა კიდევ საახალწლო განათებასავით ხან ისევ ქრებოდა, ხან ირთვებოდა..
გუშინ პრომოს ჩაწერის დღე იყო. საშინელ ქარში და ყინვაში ვიდექით და ძაალიან ბევრ დუბლს ვიღებდით..ამის მიუხედავად, მართლა სახალისო პროცესი იყო:
მონაწილეებთან მივდიოდი გადაღების დაწყებამდე, სათითაოდ ვეკითხებოდი ვინ რას აკეთებდა, ვის რა ნომერი ქონდა. ზოგი ისე იყო ჩაცმული, სანამ არ მითხრეს ვერაფრით ვერ მივხვდი რა უნდა გაეკეთებინათ.
ოპერაცია კოდური სახელწოდებით: Landish vs. MysteryX
მოგესალმებით მეგობრებო! წილად მხვდა პატივი, თინის ბლოგზე პოსტი დამეწერა და მეც ვეცდები მაქსიმალურად სკანდალური ვიყო :D
ვიწყებ პირდაპირ ამბის მოყოლით…
დღეს მე, თინი და პიკო მაკდონალდში ვისხედით და ვჭორაობდით ათას რამეზე (ნეტა რაზე?). თინი რაღაცნაირად დაგრუზული მოგვეჩვენა და გადავწყვიტე გამემხიარულებინა. ბედად გამახსენდა ბატონი ლანდიშას კომენტარი თინის წინა პოსტზე, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
ვინაიდან თინი აქტიურად ატარებს რეაბილიტაციის მემარცხენე პოლიტიკას პირად ცხოვრებაში და მართალია, რამდენიმე გადამრთველი ვარიანტი უკვე არსებობს, მე მაინც კიდევ ლანდიშა შევთავაზე (თითქო ჩემია და ვჩუქნიდე რა!)…
ჯერ თინი უარზე იდგა, Read the rest of this entry »














