რაღაცნაირი ასოციაციები

რამდენიმე დღის წინ, გადავლახე მორცხვიზმი და შევქმენი ჩემი ბლოგის fan page ფეისბუქზე.

[ყოველი შემთხვევისთვის განმარტება

]

ხოდა სანამ იმაზე გადავალ, როგორ დამთავრდა შექმნის მცდელობა..

რომ შევქმენი (ოღონდ ჯერ დამალულ რეჟიმში), ჯერი მიდგა profile სურათზე. აი მანდ გავიჭედე- მივხვდი, რომ არანაირი დამახასიათებელი არ მქონდა. აი რას ვამბობ, მაგალითად:

სანამ ამ აბზაცამდე ჩამოხვედით, ხომ უკვე მიხვდით სამივე სურათი ვის ეკუთვნის? ყველამ იცის, რომ ეს დოდკა, სვითი და სოფი არიან..

და რა მაქვს მე ასეთი? რასთან ვასოცირდებით მე და ჩემი ბლოგი? ერთადერთი, რაც ჩემთან ვიზუალურად ასოცირდება, არის ჩემი განუყრელი ავატარი-კირა. რასთანაც ბლოგი შუაში არ არის. რაღაცნარი როგორ გამოიხატება  ვინმეს შეუძლია მიპასუხოს? არ მგონია.. მერე უფრო შორს წავედი (საგაზაფხულო დეპრესიის ნიადაგზე ყველაფერი მუქ ფერებში მეჩვენება) და დავღონდი- მგონი საკუთარი ნიშა ჯერ არ მაქვს ნაპოვნი და რა დამახასიათებელზეა ლაპარაკი მეთქი. მაგრამ ოპტიმისტი რომ იქნებიადამიანი- ცოტა ხნით ვეცადე, რომ სხვისი თვალით შემეხედა ჩემი თავისთვის, ცოტა სხვების აზრებიც გამომეყენებინა და გამერკვია რასთან ვასოცირდები, ანუ რა არის ყველაზე აქტუალური ჩემს ბლოგზე და ჩემს ირგვლივ. ჩამოწერა ცოტა მეზარებოდა და რა თქმა უნდა, პაინტს მივმართე – გაცილებით სახალისოა დახატო შენთვის, წყნარად, იმაიმუნო, ვიდრე სერიოზული სახით დაჯდე და დაწერო :D

მივიღეთ ეს:

1. მე და ჩემი დიასახლისობა. თან ბოლო დროს რეცეპტების დადება რომ დავიწყე.. : ))
_
2. ბლოგზე,ფეისბუქზე,ფორუმზე, ყვეელგან საწუწუნო მაქვს ჩემი თმების ირგვლივ. რომ შევიღებე და ათასფრად ამიჭრელდა, ეგეც არაერთხელ ვთქვი (ჩემი ტკივილია). ხშირად ვახსენებ მოკლედ..
_
3. ჩემი ოჯახი- როგორ ხუმრობს მამაჩემი ჩემს მამრებზე, როგორ კითხულობს დედა ჩუმ-ჩუმად ჩემს ბლოგს (ვუშლი,ვკომპლექსდები და), ჩემს ძმას როგორ უყვარს რამმშტაინი, ჩემი დები როგორ თამაშობენ ერთად..
_
4. პმს-ს ბოლო დროს აღარ ვახსენებ ხოლმე, ვცდილობ არც შევიმჩნიო, თორემ ცუდი საკითხავია სასოწარკვეთილის წუწუნის მოსმენა იმაზე, თუ როგორ ტირის მთელი დღე  გაურკვეველი მიზეზების გამო!
_
5. რუსამ მითხრა, რამდენჯერაც ნიჭიერს შევხედავ, შენ მახსენდებიო :))
_
6. მე და ჩემი მოვლილი ფრჩხილები:D
_
7. უწი-პუწი ფილმები. რომანტიკები და ცრემლად დაღვრები!.. სკიამაკიამ მითხრა იმდღეს, ფილმებზე ვლაპარაკობდით და ეს რომანტიული ფილმები უწი-პუწად მოვიხსენიე და ეგრევე გამახსენდა საიდან მქონდა აკიდებული ტერმინიო:)
_
8. პირად ცხოვრებას მართალია ადრე უფრო ვეხებოდი ხოლმე (მგონი ზედმეტიც მომდიოდა), მაგრამ მაინც.. ჩემი რომანტიკოსობის გადამკიდე სულ შარში ვარ მაგ მხრივ : ))
_
ეს ჩემი პაინტური შედევრი ფეისბუქზე რომ დავაშეარე, ვთქვი, რომ თუ გაგახსენდათ რამე კიდევ, მითხარით მეთქი. ლილიანმა დამიწერა:
შენ ხარ ყველაზე ქათამი.  ყველაზე “არ ვიცი რა დავწერო” და ამ დროს უამრავის დამწერი. ყველაზე წუწუნა და ვაი თავს მოვიკლავ და მაინც ყველაზე
კითხვადი იმიტომ, რომ ყველას უნდა გაიგოს, რომ სხვა კიდევ უფრო ცუდადაა :D  შენ ხარ ხალხის იმედი, რომ იმედი არსებობს :D
ძაალიან ვიხალისე :D
დემბომ მითხრა ავატარი (ფილმი) ასოცირდება შენთანო. ლილიანმა კიდევ დაამატა გამოცდები. შიშები და პანიკები. შენი აქსესუარები- ჩანთები და მსგავსი რამეები და მძივები, რომლებიც ბრასლეტებად იქცაო (ეს ჩემს წარუმატებელ ხელსაქმეს უკბინა- მძივი გავაკეთე და იმდენჯერ დამეშალა, ბოლოს ბრასლეტად გადაიქცა და ისიც არ მეტევა.
ბუსხმა სევენი ჩაამატეო,იმდენი ვილაპარაკე “შვიდიანზე”, დამიასოცირდა:))
მოკლედ ასე, რაღაცნაირად გამოიკვეთა, რომ სახასიათო რამეები მაქვს. მაგრამ უფრო დავიბენი- ამდენი რაღაც ერთ რამეში როგორ უნდა გავაერთიანო. მგონი ერთი გამოსავალია- ავიღო პაინტი, დავაწერო რაღაცნაირი და დავიყენო ავატარად :D  ან ზემოთ ნაჩვენები ე.წ. ნახატი,  პაინტი დავხვეწო, ნამდვილ ნახატად ვაქციო, დავუმატო ის ასოციაციები, რაც კიდევ გამახსენდება/გაგახსენდებათ და ეგ იყოს პროფაილ სურათი..
_
რაც შეეხება ფან პეიჯს, გუშინ გავბედე და დავაპაბლიშე. სულ მინდოდა გამეკეთებინა ერთი მარტივი მიზეზის გამო- ფან პეიჯს აქვს  ბლოგისთვის ისეთი badge, რომელსაც სტატუსებიც მოაქვს, ლინკებიც, სურათებიც. მოკლედ, კარგი რამეა. :) მერე კიდევ დაემატა რამდენიმე მიზეზი, იდეები გამიჩნდა. (მაგალითად,ბლოგერის რანგში სადაც სადმე ვიყავი/ ვიქნები, სურათებს იქ დავდებ. პოსტებში გამოყენებულ სურათებსაც დავდებ. ბლოგის სიახლეებსაც..მოკლედ, კარგი რამეა ფან პეიჯი :D)
აგერ ლინკი და შეგიძლიათ შემოუერთდეთ ^_^

tiny.ge[რაღაცნაირი ბლოგი]

26 Responses to “რაღაცნაირი ასოციაციები”

  • ეს გამოგადგება შენ http://landish.ge/how-to-change-profile-and-fan-page-url-in-facebook/
    25+ ფანი ხომ გყავს :))

  • ხოდა რა გინდა აქიდან შეგიძლია გამოიტანო დასკვნა რო შენთან იმდენი რამე ასოცირდება, რომ უბრალოდ ერთ სურათზე არ დაეტევა, ამიტომ დედამიწის სურათი მოგიხდება სანამ გადაიხრებოდა ისეთი ოღონდ :D ორი ერთში ხარ, კიარადა ყველაფერი ერთში :)

    • Tiny:

      ლოოლ :D :D
      ნუ ასე პირადი ბლოგების ავტორები ასე სულ ყველაფერთან ასოცირდებიან. უბრალოდ, ერთი კონკრეტული უნდა გამოძერწო მაგ ყველაფრიდან და ეგაა ძნეელი :D

  • Kate:

    ლილიანის დადებული სურათი მომეწონა.

    ხოდა ისა…
    ნიჭიერი არა ოღონდ.
    გავა ეს 3 თვე თუ რამდენი ხანიც ეგ გადის და მორჩება.

    რამე ისეთი უნდა იყოს რა.

  • Kate:

    კომენტარების იმედი აღარ მაქვს.

    • Tiny:

      ნიჭიერი ასოციაციად დარჩება მაგალითად ნიჭიერის მონაწილეებისთვის, იმ ბლოგიდან ვინც გადმოვიდა იმათთვის.. ხომ ხვდები რა )) თუმცა ხო,იასნა გაივლის :P

      კომენტარებს რაც შეეხება, სვითი თბილისში არ არის და ვარ ასე ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი :D ლანდიშას მივაკითხავ დღეს თუ დროზე გაიღვიძა :D

  • სოფის ბლოგი ვააბშე არ მინახავს არასოდეს

  • Andy:

    შენი ავატარი უკვე შენი სავიზიტო ბარათია :)

  • თინი, წუხელ სიზმარში გნახე :P ჩემთან იყავი სტუმრად ვითომ, და მე სახლში უამრავი საყურეები და სხვა სამკაულები მქონდა [ვიღაცის] და ტანსაცმელი კიდევ; აქეთ-იქით ეყარა და მე და შენ ვათვალიერებდით & ვაფასებდით :D

    ხოდა, ფან-პეიჯს გილოცავ, მეც შენი ‘ფანი’ ვარ, ასე ვთქვათ : ))

    • Tiny:

      ჰაჰაჰ :)) რა მაგარია <3 აუ კიდევ გიგამ მნახა სიზმარში [ http://poochka.wordpress.com/2010/03/04/sick/ ] რაღაც ხდება :D

      სამკაულის და ტანსაცმლის თვალიერება როგორ მიყვარს სიზმარს გარეთაც შენ არ იცი : ))) ნეტა აგვიხდეს :D <3

  • ჩემთვის, როგორ უკვე გუშინ გითხარი, შენ ცხვირზეხელებაფარებული გოგონა ხარ. ფოკუსირებული და ოდნავ მომღიმარი გამოხედვით :*

  • Kate:

    ხო გასაგებია.
    მაგრამ რამე ისეთი სჯობს, რაც მაგ პროექტის დასრულების შემდეგაც იქნება.

    კარგი ხო.

  • LOL
    მძივზე და სამაჯურზე შუილები დამეწყო სიცილით

    ЖВ

  • TaTu:

    არც მე მქონდა ნანახი სოფის ბლოგი …

  • გილოცაავ! გაფანაოფას გისურვებ.

    მგონი როგორ ავატარსაც დაიყენებ ისეთაც დამამახსოვრდები კიარადა. რა მნიშვნელობა აქვს…

  • უკვე რამდენიმე ქართულ ბლოგზე ვკითხულობ, რომ Facebook Fan Page-ის გახსნა საკუთარ თავთან მორალური ბრძოლების შემდეგ მოხდა…

    რაა ამაში სათავდაბლო? ტოპ.ჯის ღილაკს რომ აყენებდი საიტზე, მაშინ გერიდებოდა ვინმესი? :)

    ეს არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი საიტზე მკითხველის მოსაზიდად. That’s all :)

    რაც შეეხება ბლოგთან ასოცირებულ გამოსახულებას… ან ახალი უნდა შექმნა და ხალხს დაამახსოვრო, ან შენი კირა-ავატარი ბლოგის ახლანდელ დიზაინში სადმე გაითვალისწინო და ეგ გახადო ამ ბლოგის იმიჯიც.

    ახლა რაც არის მოსაშორებელია :) ეტა ია წებე კაკ სკრიპაჩ-მარკეტოლოგ გავარიუ :D

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)