არდადეგები
როგორც კი ბოლო გამოცდიდან გამოვედი და მივხვდი, რომ მორჩა, არდადეგები დამეწყო, ისე უსაქმურად ვიგრძენი თავი, რომ ცუდ ხასიათზე დავდექი. არადა მთელი გამოცდების პერიოდი მოვიკალი თავი წუწუნით- ოხ, ეს გამოცდები, ვერაფერს ვერ ვასწრებ, რა უბედურებაა და ა.შ. ერთ თვიანი თავისუფლების დაწყებისთანავე კიდევ, ლამის ვნატრობდი გამოცდები ახლიდან დაიწყოს მეთქი :D
შემოდგომიდან მოყოლებული, სულ მეზარება სახლიდან გასვლა. ერთადერთი მიზეზი, რაც მაიძულებდა სახლიდან გავსულიყავი ლექციები იყო. ახლა ეგ მიზეზი აღარ მაქვს და ვზივარ სულ სახლში. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, ამიტომ სანამ დასვენება დამეწყებოდა, გეგმები დავსახე: იქ წავალ, ამას ვნახავ, იმას მოვიკითხავ, წავიკითხავ, ვივარჯიშებ, ხეს დავრგავ, შვილს გავაჩენ.. ა, ეგ სხვა ტექსტია :D
ვაპირებდი ვიოლინო დამეკრა ხშირად და ვიდეო პოსტიც ჩამეწერა ჩემს ვიოლინოსთან ერთად (რა გამბედაობაა, ღმერთმანი..)
ვაპირებდი დამელაგებინა ჩემი აბურდული ტანსაცმელი, კოსმეტიკა, საკანცელარიო ნივთები
ვაპირებდი მენახა ჩემს კომპიუტერში გადმოწერილი ფილმები
ზაფხულში დაახლოებით 10 წიგნი წამოვიღე ყვარლიდან და სასწავლო წლის მანძილზე უნდა წამეკითხა იდეაში. რადგან სწავლის პერიოდში საოცრად დაკავებული ვარ (:D) არდადეგებისკენ გადმოიწია მაგ გეგმამ
სინამდვილეში კიდევ:
- მძინავს ჩვეულებრივზე მეტი.
- დილით შენელებულ კადრში ვალაგებ სახლს ენერგიული მუსიკის ფონზე, რომელიც საერთოდ არ შეეფერება ჩემი გადაადგილების სიჩქარეს :D
- “საღამოს ძილის” (7 საათის ძილის) ჟამს, ჩაძინებამდე ვუყურებ ჩემს დებთან ერთად მულტფილმებს(ეს ოთხი ძალიან მევასება :D )
- წიგნის ხელში აღება ჩაძინებით მთავრდება
- ვზივარ კომპიუტერთან- აქ ვჭამ, აქ ვსვამ.
- უარს ვამბობ გარეთ გასვლის ყველა შესაძლებლობაზე (თუ საოცრება არ ხდება:D)
მოკლედ, ყველა გეგმა ჩავფუშე და მობილიზებასაც ვერ ვახერხებ, რომ რამე გავაკეთო. მგონი ასე ვისვენებ. ერთადერთი გეგმა, რაც მაქვს არის ის, რომ ავატარი უნდა ვნახო აუცილებლად.მე და ქრისტინემ გადავწყვიტეთ წასვლა ერთად და ველოდებით ბილეთები როდის იქნება.. ან როდის მობეზრდება ხალხს :D
რაც მთავარია, ასეთი გაზარმაცებისპ დროს ძნელია პოსტების წერა :D რომ იცი, ბევრი დრო გაქვს და შეგიძლია ყოველთვის დაწერო, მუზა მიდის დასასვენებლად, ჰმ! ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ჩემი თავის მობილიზება მინდა. მოკლედ, გარეთ უნდა გავიყვანო თავი როგორმე.. უბედურებაა:
რაც მეტი დრო გაქვს, მით უფრო ნაკლებ რამეს ასწრებ!
პ.ს. დღის აღმოჩენა:
შემიყვარდა ეს ბალღი :O














ეეეჰ..
შენ იუთუბს მაინც დაუმუღამე და მე ეგეც მეზარება
))))
ბლაჰ..
საშინელებაა.
მოდი დავაარსოთ ჯგუფი ფეისბუქზე:
“უთხარი არა არდადეგებს!”
:D
დავუმუღამე რა, დილით სახლს რომ ვალაგებდი ვეძებდი რაღაცეებს ფონად და მაგ ბავშვამდე გავედი :D თორემ არც არაფრის მუღამი არ მაქვს:(
დავაარსოთ :D
მეგონა მე ვწერდი :D მე ხვალ მაქვს ბოლო გამოცდა, ახლა ვაკონსპექტებ საკითხებს და ეჭვი მაქვს ყველა ასეთი დიადი გეგმა ერთად ჩამეფუშება :))
წინასწარ ნუ ამბობ, იქნება და არ გეზარმაცებინება :)))
წინა დღით შეიძინეთ ბილეთები და არც ეგეთი უსაშველოა ბილეთის შოვნა შეიძლება გაგიმართლოთ და იმ დღის სეანსზეც მოხვდეთ. ფილმისგან მართლაც საოცარ სიამოვნებას მიიღებთ ამისთვის სახლიდან გასვლა ნამდვილად ღირს .
დასაჯავშნად რომ დავრეკეთ შაბათამდე არც იოცნებოთო და.. :D
გუშინ 4 საათზე ვიყავი.
აღარაა იმხელა პრობლემა, პირველზე ვიყიდეთ ბილეთები
)))
გილოცავ! :*:*:* მეც მინდააა
მეც შემიყვარდა ეს ბალღი…… ძალიან საყვარელიაააა, მაგრა მღერის :*
ზუსტად მაგ დღეში ვარ მეც, მეც შენსავით ძალიან თამამად ვაღიარებ ამ ფაქტს, თუმცა ვერფპერს ვშველი, როგორც კი ორი დგე მიებმება სახლში ყოფნის, ზუსტად ასეთი შენელებული კადრი ვხდები, ან რაგა შენელებული, სტოპ კადრი ვარ კომპიუტერის წინ :D:D:D
კომპიუტერის წინ მეც სტოპ კადრი ვარ :(
Sixarulebo mag bavshvze vafanateb mas qvia Justin Bieber eg dzveli Videoa axla ukve 16 wlisaaa da USA-shi yvelaze popularuli tuneijeria :D