მე არ ვარ “შენი ხალხი”!

ადრეც ვთქვი, რომ ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო პოლიტიკას, რელიგიას და სხვა მსგავს მწვავე საკითხებს, მაგრამ ხანდახან, უბრალოდ არ შეიძლება გაჩუმება. არ შეიძლება რა- ბურთის ყელში მობჯენას, გირჩევნია შენი საკუთარი, თუნდაც არაკომპეტენტური აზრი თქვა.არ ვარ პოლიტიკაში დიდად გარკვეული, უფრო სწორად დღევანდელ პოლიტიკაში.ცოტა ხნის წინ მოვეშვი მსგავს საკითხებს,ვარდების რევოლუცია მოხდა და ამოვისუნთქე.
იმის მერე არც  ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე და “რას გვიშვრება ეს მთავრობა”-ზე არ მინერვიულია :D
დროდადრო რაღაც გვარები მესმის, ხდება აქტუალური საკითხები, მაგრამ მე ჩემთვის მშვიდად ვარ 2013 წლამდე :D მხოლოდ დროდადრო თუ ამიშლის ნერვებს დაბდური ოპოზიციის გაფართხალებები..
მოკლედ, ამ მშვიდობის ჟამს, როცა სულ სხვა რამეზე ვაპირებდი დღევანდელი პოსტის დაწერას, ღამე, ტელევიზორის
გამორთვის წინ ჩატარებულმა ტრადიციულმა არხების ჩამოვლამ, ქრონიკაზე გამაჩერა. ბურჯანაძის და პუტინის შეხვედრის შესახებ იყო რეპორტაჟი. ჯერ ნოღაიდელის იარები არ მომშუშებია (:D)- ამ თემას თავი ავარიდე როგორღაც,
ალბათ სხვა რამეზე გადავიტანე ყურადღება, რომ ახლა ეს ეახლა პუტინს.. თან როგორია ვიღაც  ნინო  ბურჯანაძე  შენი სახელით ეტენება პუტინს!
ციტირება მათი საუბრიდან:

პუტინი-

ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. ძალიან ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახეთ. მე მგონი ეს იყო პეტერბურგში..იმ დროისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის ზედმეტად დრამატული მომენტები მოხდა. მიუხედავად ამისა, თქვენ იცით, ჩვენ მზად ვართ ყველა  პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის. მოხარული ვარ მოსკოვში მიგიღოთ, როგორც ერთ-ერთი პარტიის ლიდერი. მზად ვარ ურთიერთობა განვავითარო სამოქალაქო საზოგადოებასთან და რასაკვირველია, მთლაიანდ ქართველ ხალხთან. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ისინი, ვისთანაც ვერ ავაწყეთ ურთიერთობა, სწორედ მათი პოლიტიკის წყალობით  მივიღეთ ის ტრაგედია, რაც წელიწადნახევრის წინ მოხდა. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ხალხის დახმარებით, ვისაც რუსეთთან ურთიერთობა უნდა, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობა კრიზისამდელ ურთიერთობებამდე დავაბრუნოთ და  მომავლისკენ გავიხედოთ.
რა უფლება აქვს პუტინს, ხელისუფლებას დააბრალოს ის, რომ საქართველოს ამხელა ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.
რა უფლება აქვს პუტინს, რომ ხელისუფლებას დააბრალოს ის ტრაგედია, რაც 2008 წლის აგვისტოში დაატრიალა.

ხო, რა უფლება აქვს, რომ სხვას დააბრალოს ის დღეები, როცა ყველანი დაზაფრულები ვისხედით ტელევიზორებთან და

ვუყურებდით როგორ ფეთქდებოდა ჩვენს შორიახლოს ბომბები. ზოგიც პირადად ხედავდა ამ ყველაფერს.. ზოგი შეეწირა ამ ყველაფერს..
რა უფლება აქვს პუტინს, რომ სხვას დააბრალოს ჯარისკაცების სიკვდილი? რა უფლება აქვს, რომ ის დღეები, რომელიც გამოვიარეთ, როცა ერთად ვტიროდით გორის კადრების დანახვაზე, როცა 24 საათი ტელეფონს ვიყავი მიჩერებული,როგორმე გამეგო როგორ იყო ის, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა, ცხინვალის მისადგომებთან.. როგორ
შეუძლია ყველაფერი სხვას დააბრალოს, როცა იმ ბომბებს თვითონ ისვრიდა, იმ ტყვიებს თვითონ ისვრიდა, იმ
ადამიანებს თვითონ ხოცავდა!
ისტორიას არ მინდა შევეხო. არ მიყვარს ხოლმე “ძველი ცოდვების” გახსენება (ისედაც ყველასთვის (?)ცხადია, რომ ცოდვები ოხრად აქვთ ჩვენ ჩვენს წინაშე).    მე  მხოლოდ იმას ვამბობ , რასაც  მე თვითონ  შევესწარი,  რაც  მე  პირადად  შემეხო და   ვერასოდეს  ვერ შევძლებ იმ აგვისტოს დღეების  პატიებას!
ვის უნდა რუსეთთან ურთიერთობა? აბა ხალხი? კი- ნოღაიდელი, ბურჯანაძე, ჩვენი ყველანაირად საცოდავი ოპოზიცია- მყარი არგუმეტებია, ვერაფერს იტყვი! წაიყვანეთ ყველა უკლებლივ რუსეთში, მოგვაშორეთ და იურთიერთეთ, რამდენ
იც გინდათ და როგორც გინდათ, მაგრამ მე თავი დამანებეთ! ხედავთ? –  პირველი  პირი გამოვიყენე და ნუ იყენებს ვიღაც ნინო ბურჯანაძე ჩემს პირად “მე”-ს თავისთვის! ..

ნინო-

გეთანხმებით, რომ სამწუხაროდ ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხში შევიდა. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალს ვიპოვით. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ინტერესებში შედის ჩვენს შორის ურთიერთობის მოწესრიგება. ეს აუცილებელია რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. ასევე ჩვენი ხალხის ნორმალური განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება გზები და საშუალებები, რომლითაც შეიძლება ეს ურთიერთობები გაწონასწორდეს. ადვილი არ იქნება, ეს კარგად მესმის. მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. აბსოლიტურად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის, ასევე თქვენი ხალხის და თქვენი ქვეყნის ინტერესშია.
საქართველოს ინტერესებში რატომ შედის? იმიტომ, რომ დაგვბომბავენ ხომ? იმიტომ,  რომ  ერთი ხელის   მოსმით  შეუძლიათ აღვგავონ დედა-ბუდიანად ხომ? რატომ არსებობს ამ საუკუნეში ერი, ვისაც შეუძლია ყველანაირი კანონის გარეშე ეს გააკეთოს? (არ შემიძლია, აქ არ ჩავჩხირო იმ ადამიანების უვიცობა, ვისაც სიტყვა “ერთმორწმუნეობა” რამეს ეუბნება რუსეთთან ურთიერთობის კარგობაში).
რაში ხართ დარწმუნებული ქალბატონო ნინო, რაში?! ჩემს ინტერესებსაც გულისხმობდით? მე არ ვარ “შენი ხალხი”. არც საქართველოა “შენი ქვეყანა”! არაა შენი ხალხი ის, ვინც მოღალატეებს კუდში აედევნება..
არაა საქართველო შენი ქვეყანა, არა! საქართველო ის ქვეყანა არ არის, ვისაც რუსეთი სჭირდება! მე ახალგაზრდა ვარ,
ჩემი დამოუკიდებელი აზროვნებით, მომავლის გეგმებით ხოდა დაიმახსოვრეთ- ჩემს  გეგმებში  რუსეთი  არ  შედის! ჩემს გეგმებში ის თავისუფლებაა, რაც მე მეკუთვნის. ჩემს გეგმებში არც საქართველოდან   წასვლაა.  არასდროს ვიტყვი, რომ “ამ დამპალ ქვეყანაში რა მინდა”. ყოველთვის მეყვარება თუნდაც ჩვენი
ჭუჭყიანი ქუჩები. სადაც არ უნდა წავიდე (და ამას ყველანაირად თავს ვარიდებ, სწავლასაც კი საზღვარგარეთ), მე აქ მაქვს სახლი..
და თუ მე შენზე ნაკლებად პატრიოტი ვარ, თუ ის არის პატრიოტობა, რომ რუსეთს

შეეტენო ხელისუფლებაში მოსვლის და საკუთარი ქვეყნის გაყიდვის მიზნით,

მაშინ მე ვთმობ ამ ქვეყანას, მის სიყვარულს და ჩემს პატრიოტობას!
გივი თარგამაძემ თქვა- როგორც ჩანს, კონკურენციაა ქვეყნის მთავარი მოღალატის სტატუსის  მოსაპოვებლადო. მართლა ასეა რა.. არ ვიცი მეტი  რა შეიძლება ვთქვა, რომ ზუსტად გამოვხატო ჩემიემოციები, ალბათ არეული პოსტია ესეც. ძალიან გაბრაზებული და თან გულდაწყვეტილი ვარ. ცოტა შეშინებულიც. ასე მგონია, ხელისუფლება და მე (ხო,მე) ერთმანეთის იმედად ვართ დარჩენილები.

22 Responses to “მე არ ვარ “შენი ხალხი”!”

  • gabo:

    თინი ძალიან კარგი პოსტია და არ ვიცი გეთანხმები 100 % მე დიდი ხანია რაც გამოვრთე ტელევიზორი და არც ეს შეხვედრა მინახავს ეხლა ვნახავ და მერე მეც დავწერ ჩემს აზრს ბლოგზე. მე შემრცხვა შემრცხვა იმის რომ ოდესღაც ამ ადამიანის მეჯერა.

  • აბსოლუტურად ვიზიარებ შენს აღშფოთებას, მაგრამ ყველაზე საშინელი იცი რა არის (ჩემთვის)? – მაინც არის საქართველოში ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ დიადი რუსეთის მფარველობაზე ოცნებობს! ომი ახალშეჩერებული იყო, გორიც კი არ იყო დაცლილი, როდესაც მესმოდა ზოგიერთებისაგნ, მოვიდნენ მერე, რუსეთის ხელში უკეთესად ვიცხოვრებთო!

  • მგონი, სააკაშვილიც როცა წავა თანამდებობიდან (ოდესმე მაინც), ეგეც ქართველი ხალხის სახელით შეეტენება რუსებს :)

  • თეე:

    როგორც ზემოთ შენვე დაწერე, ზუსტად ის გამოჩნდა შენ პოსტშიც.
    პოლიტიკაში მართლა ოდნავადაც კი არ ხარ გარკვეული.

    • Tiny:

      ლოლ,განა ვაკუუმში ვზივარ :D ჩემთვის საკმარისი ვიცი, უბრალოდ შეიძლება ის არ ვიცოდე ვინ რომელი პარტიის თავმჯდომარეა :D
      და რა გინდა რომ თქვა, რუსეთს უნდა შევეტენოთ?

    • თამუნა:

      ნამდვილად გეთანხმები არაა გარკვეული პოლიტიკაში და არც მე ვარ კომპეტენტური მაგ საკითხებში! ის კი ვიცი, რომ ყველა პოლიტიკოსი თამაშობს და ქვეყნის და ,,ჩვენი ხალხის” ბედი არავის ანაღვლებს. ჯიბეები ქონდეთ ქონდეთ სქელი ეს უნდათ და მეტი არაფერი! ვინც ჩუმადაა და რუსეთს ლანძღავს სწორედ იმათ ჩააბარეს ქართული ტერიტორიები მათ…

      • Tiny:

        ვაიმე,თავს იბრმავებთ? ესე იგი არ უნდა დამეწერა ეგ ფრაზა, რომ პოლიტიკაში გარკვეული არ ვარ. გარკვეული არ ვარ-ში ის ვიგულისხმე, რომ სახელები და გვარები არ ვიცი ზოგი პოლიტიკოსის, არ ვიცი ვინ რა თანამდებობაზეა..
        ეტყობა ვინც ისქელებს ჯიბეებს და ვინც არ ლანძღავს რუსეთს- ისინი კრემლში სხედან!
        მაღიზიანებს ეს სიბრმავე, ფუ..

        • თამუნა:

          “გარკვეული არ ვარ” – ამ სიტყვებს ნუ გამოეკიდე ძალიან გთხოვ… მე ამათ არ ვიცავ, ყველა პოლიტიკოსი მძულს პოზიცია-ოპოზიცია! და კიდე ჟურნალისტები, ტელევიზიები! ამათ ნამუსი მთლად დაკარგეს და რეებს ბოდიალობენ აღარ იციან! იმდენად აშკარაა, რომ მთავრობაზე მუშაობენ, უკვე ვეღარ ხვდებიან, რომ ძალიან შეტოპეს!

  • Kate:

    ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს…
    ძალაუფლება და ფული.
    იმის იქით არავის არაფერი უნდა.

    ბურჯანაძე ასეთი პატიოსანი თუა, 1 ლარად როგორ იყიდა სახლი???

  • sin165:

    პოლიტიკაში გარკვეულობა სულაც არ ჭირდება იმის დანახვას, რომ მოღალატე მოღალატეა. ისედაც დღესავით ნათელია.
    თინის ვეთანხმები მთელ პოსტში.
    და ვინც ასეთი გარკვეულია, იქნებ ჩვენც გაგვარკვიოს, თორემ ორჯერ ორი ოთხი გვგონია :))

  • მარი:

    გეთანხმები… შენი საიტი ეხლა აღმოვაჩინე და უკვე მივხვდი, რომ ჭკვიანი გოგო ხარ…. სჰენი არ ვიცი, მაგრამ მე ბევრჯერ შემრცხვენია რომ ქართველი ვარ.

  • Tiny:

    @თამუნა

    მე არ გამოვეკიდე, თქვენ გამოეკიდეთ მაგ ფრაზას ლოლ:)) მთავრობაზე მუშაობენ რა, მაგ სიუჟეტში მასე არ უნდა ელაპარაკათ? არ უნდა ეთქვათ რა ნაგავია ბურჯანაძე თუ რა? :D

    @მარი
    მადლობა:)

    • თამუნა:

      მარტო მაგ სიუჟეტში არა საერთოდაც ყოველთვის მთავრობის ქება-დიდებაა და ეს ძალიან გამაღიზიანებელია! თითქოს ჩვენ არ შეგვეძლოს რეალობის დანახვა და აღქმა! არანაირად არ ვარ პოლიტიკაში კომპეტენტური მაგრამ ასე თუ ისე მიწევს თვალ-ყურის დევნება და ვხედავ რეალურად რაც ხდება! ჩვენი მათავრობა “პიარშიკებიის” დიდი ბანდაა მეტი არაფერი! ერთს ასად გავჩვენებენ!
      გეთანხმები TINY ბურჯაბაძე ნაგავია. მთავრობაში რომ იყო თბილად მშვენივრად არბევდა იქ რუსთაველზე მდგომ ქართველ ხალხს. ეხლა მთავრობაში არაა და დასაკარგიც არაფერი აქვს :) ასე რომ ყველა ნაგავია! სააკაშვილიდან დაწყებული…
      ახლა “არჩევანს” ვუყურებდი და ზაალმა გამაღიზიანა. ხალხო!!! ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ რაც მთავრობას სურს იმას აფრქვევენ, მთელი ჩვენი ძვირფასი ტელევიზიები?! :D

  • მარიკა:

    ძალიან ცალხმრივი და ილუზორული არმოდგენა გაქვს სამყაროზე, და რაც უფრო ცუდია, საკუთარ ქვეყანაზე. ისეთი შეგრძნება მაქვს, მხოლოდ მაშინ შფოთავ, როდესაც ოპოზიცია დაბდურობს.

    ძალიან ცუდია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკური კურსი არ გაინტერესებს, რადგან სწორედ ამ კურსმა მოიტანა შედეგად ის, რაც ახლა ასე გიშლის ნერვებს – ნოღაიდელი და ბურჯანაძე, მოსკოვური ვოიაჟებით..

    კიდევ ბევრს დავერდი, მაგრამ ამასაც გამიპროტესტებ :D

  • წავიდნენ თავი მოიკლან რა :X

  • ინქნებ კარგიცაა რომ გადაიხარა. ხომ იძახდნენ დედამიწისკენ რაღაც ასტეროიდი მოდისო და იქნებ აგვცდეს :D

  • George:

    დავწერდი რასაც ვფიქრობ მაგრამ ბევრს ეწყინება დაა რაზბორკების თავი არ მაქვს :D ქართველი ვარ ბოშყო ტიპების ნერვები არ მაქვს ომის დროს დედამისის *****-ში რო იყვნენ…
    მაგრამ ერთ პოსტს ჩაგახუტებთ

    http://bigcrow.ge/2008/09/08/fuck_it/ :ბის:

  • Andy:

    თანხმობა 100% – ით , სათაურიც რომ მართლა გასაბრაზებელია. საერთოდ ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი უნდა დამთავრდეს , მითუმეტეს რუსეთთან.

    მათ მხოლოდ რუსეთის ფული უნდათ , ნოღაიდელი თუ მერობაზე არ იყრის კენჭს , ან სხვა ამბიციები არ აქვს რატომ დაუდგნენ გვერდით ამდენი ჟოპოები ???

    იმიტომ რომ ფული აქვს :)

  • თითების_ადმირალი:

    პუტინს თავს ვანებებ, ზედმეტია იმის თქმა თუ რას ვფიქრობ მასზე.. ეს არის სურვილებით დაბრმავებული “დემონი” … ალბათ მთელი მსოფლიო მისი რომ გახდეს (დაგვიფაროს გამჩენმა )ღმერთს “წაეპოტინება” ღმერთობას ! მაგრამ ეს ეს “ზედმეტად პატრიოტი” დედაკაცი , რამ გამოატვინლენჩა??? რამ დააბრმავა ასე .. არ ვარ სააკაშვილის მომხრე გულსისხლ-ძარღვებ-შემატკივარი მაგრამ , ამას რუსსს როგორ ვეტყვი ? ჩემი ცუდი მირჩევნია სხვის კარგს ყოველთვის .. პოზიცია ო.პოზიცია ერთად უნდა მოხვეტო და გადააგდო სადმე ხრამში .. რადგან ნაგვიდან ისევ ამოვლენ , ისედაც ნაგავში ზიან და სუნი არ აწუხებთ .. ხრამში “ხორცი” ეტკინებათ , სული მაგათ მაინც არ სტკივათ…ძალიან ცუდ შედეგებამდე მივდივართ!
    თინ , აღარაფერს ვამბობ პოსტზე )) მიხვდებოდი ..

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)