არ ვარ მე უსაქმური!

პოსტი ეძღვნება ყველა იმ გარშემომყოფს, ვისაც ჰგონია, რომ ჩემი მოვლილი ფრჩხილები  ჩემს უსაქმურობაზე მეტყველებს

დღეს კავკაზუსში უნდა გავსულიყავი, ჩავიცვი ჩქარ-ჩქარა და ჩაცმულმა წითელი მანიკური გადავისვი. იშვიათად ვისვამ წითელს, მაგრამ დღეს უხდებოდა ტანსაცმელს :D

მოკლედ, გავვარდი სახლიდან და მეზობლის მაღაზიაში შევირბინე ლაი-ლაის საყიდლად. ფული მივაწოდე და უცებ მეუბნება:

“რამხელა ფრჩხილები გაქვს, როგორ გეტყობა, რომ საქმეს არ აკეთებ..”

გავშრი! ასეთ მომენტებში ვიბნევი ხოლმე. ვერ ვიგებ რა უნდა ვთქვა, ვერ ვისწავლე სხარტი სწერვობა. უხერხულად გაღიმებით შემოვიფარგლე და ხმაში სიბრაზე შერეულმა ვუთხარი – არ მიშლის მეთქი.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა გაუკვირდეს ზუსტად ჩემი წლოვანების გოგოს, რომ  დავდივარ მოვლილი  ფრჩხილებით.. კარგი, გაუკვირდა, მაგრამ რა უფლება აქვს უსაქმური მიწოდოს :|

როტირიკული კითხვები:

შეუძლია გრძელ ფრჩხილებს ხელი შემიშალოს იატაკის საწმენდის დაჭერაში?

შეუძლია გრძელ ფრჩხილებს ხელი შემიშალოს სახლის დაგვაში?

შეუძლია გრძელ ფრჩხილებს ხელი შემიშალოს საწოლის ალაგებაში?

შეუძლია გრძელ ფრჩხილებს ხელი შემიშალოს ჭურჭლის რეცხვაში?

შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ასე..

ერთადერთი საოჯახო საქმე, რომელსაც ამ მიზეზით არც თუ ისე სიამოვნებით ვაკეთებ ხოლმე ჭურჭლის რეცხვაა. არც მჭირდება პრინციპში, დედა ერთ თეფშს არ აჩერებს ხოლმე გასარეცხს :D იმიტომ ვერიდები, რომ თუ ახალი წასმული მაქვს  მანიკური, გაფუჭება არ მინდა ხოლმე. ან სადმე თუ ვარ წასასვლელი..

ტიპიური სტერეოტიპის მსხვერპლი გავხდი, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს :D

სტერეოტიპის არსი:  ქართველ ქალი, ჭეშმარიტი დიასახლისი უნდა იყოს მოუვლელი, მის გარეგნობაზე უნდა იყოს ასახული ის ყველა საქმიანობა, რასაც დღის განმავლობაში აკეთებს.. და საერთოდაც, არ ხართ დაკვირვებული, რომ  ახალგაზრდა გოგოებიც კი, რომ თხოვდებიან ეგრევე ეშვებიან ყველანაირ თავის მოვლას და მარტო “პა პრაზდნიკამ”  იპრანჭებიან? o_O მე მაგალითად ირგვლივ ბევრი ასეთი ნაცნობი მყავს..

ხოდა მე აარასოდეს არ დავემსგავსები ამათ!

ყოველთვის მოვლილი ვივლი, ფრჩხილებიც ისევ ასეთ ფორმაში მექნება და  ამიერიდან, ვინც ასეთ რამეს მეტყვის, უხერხული ღიმილით კი არა, მომზადებული მწარე პასუხით შევეგებები :bis: შემადარეთ ნებისმიერი ფრჩხილებ მოუვლელ დიასახლისს, ნეტა რამეში თუ მაჯობებენ : ))

პ.ს. სხვადასხვა საუკეთესო მომენტები ჩემი ფრჩხილების ცხოვრებიდან :lol: (აქვე-მომიტევეთ, თუ ტვინი წავიღე ჩემი ფრჩხილებით, მაგრამ რა ვქნა,  გაჭედვა მაქვს ამ ეტაპზე და :blush:)


30 Responses to “არ ვარ მე უსაქმური!”

  • ჰეჰე
    გამეცინა შენს მეზობელზე და
    კიდე ვივა ლა ფრჩხილს ! :D

  • ჩვენ მოგვწონს თინის ფრჩხილები !!! : ))

    თინი დაამსხვრევს ქართულს სტერეოტიპს და დაანახებს მის უნიჭო მეზობლებს რომ ასეთი ფრჩხილები მიუხედავად (ან ასეთი ფრჩხილებითაც) შეუძლია იყოს კარგი დიასახლისი : ))

    ვოტ ! : ))

  • პერწკლი:

    არადა მეც მგონია რომ ძალიან მოუხერხებელია საქმის კეთება მაგხელა ფრჩხილებით, უფრო სწორად, მეგონა, სანამ შენზეგრძელფრჩხილებიანმა მეგობარმა არ მითხრა, რას შემიკიკინე, წკეპლასავით ვხმარობო : )))
    ბავშვობიდან აკეთებს ყველაფერს+ გრძელი ფრჩხილი აქვს.

  • +10000000000

    თითქმის ყოველთვის გრძელი ფრჩხილები მაქვს.

    მარტო ვცხოვრობ => ვრეცხავ, ვალაგებ, ცხოველების გალიას ვასუფთავებ, ფანჯრებს ვწმენდ გრძელი ფრჩხილებით.

    ვოტ!

    :D

  • რა მაგარია… მე მტყდება ხოლმე… (ოღონდ საქმის კეთებსიგან არა )

    მე ვარ უსაქმური : ((

  • ძალიან მომწონს ფრენჩი შენს ხელებზე.

    გიხდება და

    თანაც ყველაზე მოდურია

  • მე კიდე გრძელი ფრჩხილები მართლა მიშლის ხელს ყველანაირი ოჯახური საქმიანობის კეთებაში :| ამიტომაც, საშუალო ზომა ჩემთვის იდეალურია, გრძელი ფრჩხილები ჩემს არცთუ ისე გრძელ თიტებს უფრო მოკლეს გამოაჩენს :-შ
    ვგიჟდები მოვლილ თითებზე:) ასე გააგრძელე :)

  • AnnA:

    ყოჩაღ, რომ ასე ოპერატიულად დაწერე!! :D იორ ფინგერზ როქ! :P

    მეც სულ გრძელი ფრჩხულები მაქვს და არანაირად არაფერში არ მიშლის ხელს. გაახურეს რა! :D :D

    • Tiny:

      სანამ გაბრაზებული ვიყავი დავწერე :D
      მაი ფინგერზ არ ვიცი და შენი თითები და ფრჩხილები როგორ მიყვარს კი იცი:love:

  • ნეტა შენც რას უსმენ . ლამაზი თითები გაქვს და უნდა მოუარო აბა რა უნდა ქნა . წითელი მანიკური მე მაინდამაინც არ მომწონს შავი მითუმეტეს სხვა დანარჩენი მისაღებია. წითელიც იშვიათად მაგრამ ტანსაცმელზე იხდენენ ზოგნი….
    ისე მამაკაცები ყოველთვის ვამჩნევთ ასეთ დეტალებს და აბა იმათ ქმრებს კითხე როგორ მოწონთ თავიანთი მოუვლელი ცოლები და მოვლილი საყვარლები. მერე ამბობენ რომ კაცები რატომ იჩენენ საყვარლებსო მიტომ ბატონო რა სანახავია 24 საათი წინსაფარაფარებული ქალი რომელიც მხოლოდ სახლის დალაგებაზე და საჭმლის მომზადებაზე ფიქრობს….

  • მე კომპიუტერზე კრეფაში მიშლის ხოლმე გრძელი ფრჩხილები ხელს და მაგ მიზეზით დიდ ხანს ვერ ვიტოვებ.

    სხვა რამეებში არ ვიცი, რატო უნდა შეგიძალოს ხელი. და სტერეოტიპს რაც შეეხება, და ჩემი აზრით მოვლილი ფრჩილები “არაფრის კეთებას” კი არა, პირიქით, იმას ნიშნავს, რომ მუდამ რიტმში ხარ და არ ჩერდები, ანუ საქმიანობ, ანუ ყველაფერს აკეთებ და თავიც ფორმაში გაქვს.

  • არა, შენ კი არ ხარ უსაქმური, ის გამყიდველია შურიანი და უზრდელი!>. :@

    • Tiny:

      :))))
      არა,კარგი გოგოა ძაან მართლა:user: პროსტა ვერ წარმოიდგინა როგორ შეიძლებოდა საქმის კეთება ასეთი ფრჩხილებით :D

  • AnnA:

    :* :* ჩემს თითებს და ფრჩხილებსაც უყვარხარ შენ!! :D

    საერთოდ, თითები და ხელები ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია ადამიანის, თუ მოვლილ ხელები აქვს, ჩემს გულს ერთიორად იგებს :)

  • დებილი, დებილი, დებილი სტერეოტიპები.. ქართველი ქალი, როგორც ჭეშმარიტი დიასახლისი უნდა იყოს, მოუვლელი. მაკიაჟსაც არ უნდა იკეთებდეს, იმიტომ რომ “ბუნებრივობა სჯობს”.. ყველა მოვლილი და ლამაზი ქალი უსაქმურია და ბ**ი.. ოღონდ რატომღაც, მერე ეგ ქმრები იმ ბ&&&-თან გარბიან, ამ სათნო, მშრომელი ქალებისგან..

  • ლოლ
    მე არ მიყვარს გრძელი ფრჩხილები, მაგრამ მომწონს სხვებზე, თუ საკაიფოდ აქვთ გაკეთებული.
    ჰოდა, ვაპირებდი დამეწერა, შენ მთლად გადაგრიეს ამ ფრჩხილებმა-მეთქი, მაგრამ ბოლოს ისე საყვარლად დაწერე, გაჭედილი მაქვს ამ ეტაპზეო, რომ ოქეი, აღარაფერს ვამბობ.

    რაც შეეხება თავის მოვლას – სისულელეა, რა თქმა უნდა, 7-8 შვილიან დედებს ვიცნობ, რომლებიც თმებსაც იღებავენ, ფრჩხილებსაც იკეთებენ და ამასთან საუკეთესო დიასახლისები არიან, ადამიანი, რომელსაც, ელემენტარულად, დაბანა და გასუფთავება ეზარება, იმან ან რა უნდა იდიასახლისოს და სადილი მოამზადოს :ბლაჰ:

  • WOW! :* მაგარია რაა! :*

  • მე არ ვატარებ გრძელ ფრჩხილებს. გრძელი ფრჩხილები მატარებენ მე!

  • აჰ ხო და კიდე ერთი,

    მე არ ვატარებ გრძელ ფრჩხილებს. ლესბიანკა ვარ და ხელს მიშლის ^_^

  • ოო გეთანხმები ყველაფერში თინი,რადგან ამქვეყნად ყველაზე მეტად მეც საკუთარი თავის მოვლა მიყვარს. რაც შეეხება პიროვნებებს რომლებიც სხვის მოვლილ სხეულს უყურებენ და ბოღმას ანთხევენ მე უფრო მწარე პასუხს გავცემდი. მაგალითად კომენტარზე : “რამხელა ფრჩხილები გაქვს, როგორ გეტყობა, რომ საქმეს არ აკეთებ..”
    მექნებოდა ასეთი პასუხი:
    არა, როგორ არა საქმეს ვაკეთებ მაგრამ,ზოგიერთივით მოუვლელი და აყროლებული მაინც არ დავდივარ თქო.
    გავუღიმებდი მერე უხერხულად კიარა თესლურად და გავივლიდი :D

  • …უი, აქ ძევიშნიკი ყოფილა. სორი გოგონებო, მერე შემოგივლით :D

  • გრძელი და ლამაზი თითები, ლამაზი ფრჩხილები და გემოვნებით შერჩეული საღებავი. სასიამოვნო საყურებელია, და ქალს უფრო მიმზიდველს ხდის. ქალის ხელის მოძრაობაც ძალაუნებურად იხვეწება ამ დროს. მე მომწონს სურათებზე თითების პატრონი. ლამაზი თითები აქვს და ყოველთვის გემოვნებით იცვამს და იკეთებს იმ სამკაულებს რაც უხდება ჩაცმულობას. აქვს ლამაზი ფეხები. მოვლილი ფრჩხილები უსაქმურებს არ აქვთ. ცოტა შრომა არ უნდა მოვლას და ასე ლამაზად შენარჩუნებას. მითუმეტეს თუ სახლში ჩვილი ბავშვია.

    • Tiny:

      ვაი,დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის :)

      ჩვილი ბავშვი არ მყავს ოღონდაც :)))) უბრალოდ პატარა დები მყავს სახლში,დედას ბევრი საქმე აქვს და მე სულ მიწევს მიხმარება:D

  • hexe:

    ძალიან მიყვარს მოვლილი ფრჩხილები
    მოვლილი ფრჩხილებით განისაზღვრება რამდენად აფასებ ადამიანი თავის თავს ( და ეს ორივე სქესს ეხება)
    თემა განსაკუთრებით ახლოა ჩემთან რადგან სკოლის ასაკში საკმაოდ გრზელი ფრჩხილები მქონდა და ყველა მაღაზიის გამყიდველიდან დაწყებული სკოლის დამლაგებლით დამთავრებული ჩემს უსაქმურობაზე ლაპარაკობდა.
    რაც შეეხება იმას თუ რამდენად შეიძLება იყოს ხელის სემშლელი გრძელი ფრჩხილები საქმის კეტებისას
    ყველაფერი დამოკიდებულია ფრჩხილის ხარისხზე თუ თხელი ადვილად მტვრევადი ფრჩხილებია ადვილად იმტვრევა მითუმეტეს რეცხვის დროს მაგრამ რადგან სარეცხი მანქანები არსებობს აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია :bis:
    რამდენი ვიბოდიალე და კარგია თუ რამე მაინც გაიგეთ :D

  • ჩვენ გვჯერა შენი ფრჩხილების! IN TINY WE TRUST!!! :)))

  • pawu:

    მეც ვიყიდე ეს ფერი (წითელი) და მეორე დღეს ყველას და ვუნახე … :( აღარ მინდა მანიკური ვსიო :(

  • ყოჩაღ! მე მაგ დროს იმ ქალს, ხელში მომხვედრ პირველივე საგანს ჩავარტყავდი თავსში. :D თან ის საგანი უკეთესია თუ ბასრი იქნება. :D ქალის სილამაზეშიი უფროსწორად სისუფთავეშიი მე პირადად პირველ ადგილზე ბრჩხილებს ვაყენებ )) რასაკვირველია ის უმთავრესია .. შეიძლება წაწვეტილი, გრძელი ბრჩხილი არ გქონდეს ( მე პირადად ვერ ვხმარობ გრძელ ბრჩხილს , უბრალოდ შეგუების მომენტი მაქ ) მაგრამ მუდამო მოვლილი, და სუფთა უნდა იყო ))

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)