anonymous

ანონიმური ბლოგერი

ანონიმური ბლოგერი

ხანდახან დიდი სურვილი მიჩნდება, რომ არავინ არ მიცნობდეს პირადად, ანონიმური ბლოგერი ვიყო. ჯანდაბა, რამდენ რამეს  დავწერდი :(

მინდა, რომ არც ერთმა ჩემმა ნაცნობმა არ იცოდეს, რომ ბლოგი მაქვს და შემეძლოს თამამად წერა ყველაფრის. ნამდვილი gossip girl ვიქნებოდი :D არა, gossip რა შუაშია, უბრალოდ ხანდახან ისე მინდა რაღაც მოვყვე ისე, რომ არ წაიკითხოს იმან, ვისზეც ვყვები.  ამას თავი დავანებოთ და  უფრო თავისუფალი ვიქნებოდი ჩემი აზრით. რამდენი საინტერესო რაღაც ხდება ხოლმე [კაკ ვსეგდა] პირად ცხოვრებაში და მე კიდე ვერ ვწერ- ექსმა არ წაიკითხოს, მომავალმა არ წაიკითხოს [ლოოლ].

არა,ცუდი არ არის ასეთი ბლოგერობა, მაგრამ აი ყველა ხომ ეგრე ვართ, ბოლომდე თავისუფალი არც ერთი ბლოგერი არ არის :P

აჰაჰ,როგორ მეტყობა, რომ რაღაცის დაწერა მინდა და ვერ :D

ძაან სუსტად ვარ, მგონი დღეს გავცივდი :|

პ.ს. ერთი ბებია ჩამოვიდა დღეს, ჩემს დას დაბადების დღე აქვს ხვალ და მაგის გამო.. სახლში შემოვედი, ვნახე და გაზთან რომ მივედი საჭმლის ამოსაღებად, უცებ მესმის: ვაიმე, ეს ბავშვი მგონი პატარავდება და პატარავდებაო [სიმაღლე იგულისხმა] :| მეეთქი ბებო WTF?! მაგრამ ხმა არ ამომიღია, დედაჩემს თვალები დავუბრიალე- შენი ხათრით ვჩუმდები მეთქი, ღრმად ამოვისუნთქე და განვაგრძე საჭმლის ამოღება :D

25 Responses to “anonymous”

  • Marr:

    ჩემმა ნაცნობებმა არ იციან ბლოგი რომ მაქვს. ერთმა ადამიანმა იცის მარტო, ვისაც პირადად ვიცნობ. მაგრამ რომც იცოდნენ მაინც დავწერდი რაც მომინდებოდა. შეიძლება უფრო დამეწერა რომ ვიცოდე კითხულობენ.

    • Tiny:

      კარგია, თუ მაინც დაწერდი. მე მაინცდამაინც მასეთი გამბედავი ვერ ვარ :user:

      • Marr:

        გამბედავი არ ვარ და სწორედ მაგიტომ ვფიქრობ რომ ჯობია ბლოგზე წაიკითხონ რასაც ვფიქრობ მათზე, ვიდრე რეალში ვთქვა. მაგრამ ჯერჯერობით მასეთი პოეტებია წერა არ დამიწყია.

  • მართალი ხარ : ( ჩემმა ნაცნობებმა ჯერჯერობით არავინ არ იცის ბლოგი რომ მაქვს, მაგრამ დაჟე ვფიქრობ ეს რო ნახონ იქნება მიხვდნენ რო ჩემია თქო და ასეთ რაღაცეებს : D რომ იცოდნენ წარმომიდგენია ვაფშე რა იქნებოდა, ალბათ ვერფაფერს ვერ დავწერდი : (
    იმედია ვერ გაიგებენ (ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც) ერთი ბლოგი მაქვს მარტო ჩემი ! იმას ვწერ რაც გულიდან მომდის და რასაც მართლა ვფიქრობ, არ მინდა წამართვან : ( და მერე თავი შევიკავო რამის დაწერისგან …

    • Tiny:

      მე კიდე პირიქით ვარ, ყველა ნაცნობა იცის მგონი:user: ნუ ჩემი ბრალია,თავიდან არ მიფიქრია ამაზე..
      ყველაზე ცუდი იყო, როცა დედაჩემმა მოაგნო ბლოგს. ჩხუბი ავტეხე სახლში და მერე იასნა გაუტყდა, ამდენი ადამიანი კითხულობს და რატომ არ შეიძლება მე წავიკითხოვო.. მერე მამაჩემმსაც არ ესიამოვნა ეგ, მაგრამ რაღაც პონტში მხარი დამიჭირა, რომ ბავშვებს არ უყვართ მშობლები რომ მის პირად რამეში იჭრებიანო და მგონი აღარ კითხულობენ რავი :D
      “მარტო ჩემი” ბლოგის მუღამიც არ მაქვს..მკითხველი როცა გყავს, სულ სხვანაირად წერ საერთოდ :user:

  • რა მნიშვნელობა აქვს ვინ კითხულობს? ანუ გამოდის რომ ამ ადამიანსაც ვერ ეტყვი რას ფიქრობ მასზე ხო? ანუ გამოდის ზოგადად პირდაპირ თქმის გერიდება და არა ის რომ ვიღაც რაღაცს წაიკითხავს :)
    განთავისუფლდი და დაიკიდე :D

  • მდა, ბებიებმა იციან ხოლმე ასეთი გენიალური ხუმრობები! შენ უნდა ნახო ჩემი რას მეუბნება ხოლმე!

  • აუ აბა რაღაც მხრივ ტეხავს რომ იციან შენი ბლოგის არსებობა. ეხ ბებოები . კონსილიუმი ქონდათ ორი დღის წინ:) იმდენ ეგეთსა მოისმენდი :) ლამის დავტოვე აუდიტორია და სხვა ოთახში გავედი :)

    • Tiny:

      ბებერიც არ ეთქმის ბებიაჩემს ახლა.. :D
      აუ თან განა ცუდად თქვა ან რაღაც :D იმენა გულდაწყვეტით და ეგ უფრო ცუდი მოსასმენი იყო :D

  • ჩემებმა იციან ბლოგი რომ მაქვს მარა კიდიათ =)))) ლოლ არც დაინტერესებულად მართალი რომ გითხრა =)))) დაქალმებმა და დანარჩენმა არ იციან და ვინც იცის სულ მკიდია რას წაიკითხავენ =))) თუ რამე ეწიყებათ მოვიდნენ და პირისპირ გავუმეორებ =)))))

  • ვერა ხართ, რააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა :)))))))))))))
    დიახაც, პატარავდები.მეც ვპატარავდები (ჭკუით). ჰოდა რომელი ჯობია: სიმაღლეში დაპატარავებული თუ ჭკუაში, ჰა? :D :D
    და, საერთოდ, რას შემოვდიოდი? მომიშლეთ ნერვები… :))

  • არ გკიდია ვინ რას იფიქრებს………მთავარია შენ გრძნობდე თავს კარგად და იმისგან განთავისუფლდე რაც გაწუხებს
    ……..

    • Tiny:

      Kate

      ნუ ჩემები იძულებულები გახდნენ დაინტერესებულიყვნენ, ხან ბლოგერების შეკრებაზე მივდივარ, ხან სომხეთში ტრენინგებზე, ხან აქ სხვადასხვა შეხვედრებზე და ეხლა უხერხული იყო არ დაინტერესებულიყვნენ :D

      ზურიუს

      ყველანი მაინც დავპატარავდებით ოდესმე :D

      თიკუშა

      ნუ.. სათქმელად ცოტა ადვილია, მაგრამ მე არ შემიძლია, ვერ ვიკიდებ ვერაფერს რაა :D ძნელად ვუყურებ ცხოვრებას მოკლედ :D

  • შენც ადექი და ახალი ბლოგი შექმენი, ანონიმური…
    ან პრივატ (ან დაპაროლებული) პოსტები წერე : )

    • Tiny:

      ბიჭო, მაგის მუღამი კი არ მაქვს :D მაგისთვის დღიურიც მაქვს თუ რაღაცაა :D
      პროსტა რა.. მკითხველებიც მინდა და ბლოგი ისეთი, სადაც ყველაფერზე ვილაპარაკებ. როცა ყველამ იცის ვინ ხარ, ყველა თემაზე ღიად ვერ დაწერ :D

  • კი, პრობლემაა ხანდახან, როცა ირგვლივ ყველამ იცის შენი ბლოგის შესახებ. ერთი ნაცნობი შემხვდა რამდენიმე დღის წინ, რაღაც ძაან გაუხარდა ჩემი ნახვა. მეთქი რაშია საქმე, წესიერად არც ვიცნობ იმ ადამიანს და შEნს ბლოგს ვკითხულობო მითხრა. ერთდროულად გამიხარდა და ტან რაღაც უხერხულად ვიგრძენი თავი.

    • Tiny:

      უხერხულად არ უნდა იგრძნო ხოლმე თავი, უნდა გესიამოვნოს ეგ, რომ გკითხულობენ :P
      პროსტა კარგავ, ამას: “ჩემი ბლოგია და რასაც მინდა იმას დავწერ“

  • ხანდახან მეც მინდა, რომ ანონიმი ვიყო. იმიტომ არა, რომ სხვანაირად დავწერდი რამეს და უფრო გავიხსნებოდი ან რამე მსგავსი. ახლაც იმას ვწერ, რაც მინდა
    უბრალოდ ხანდახან მინდება, რომ სულ არავინ მიცნობდეს

    • Tiny:

      არადა უფრო ბევრ რაღაცას დაწერდი..აი თუნდაც პირად ცხოვრებაზე :P
      სულ არავინ რომ მიცნობდეს ეგ მეც მინდა ხოლმე :D

  • მეც ეგ ვიგულისხმე : ) და ჯერჯერობით ნაცნობებმა რომ არიციან გამომდის : ) თუ გაიგებენ და ალბათ როდესმე გაიგებენ ემრე ნაკლებად იქნება “მაქსიმალურად აგხსილი” ვიყო და “ყველაფერი ვთქვა”
    თორემ მკიტხველი რო გყავს მაგას რა ჯობია ! პირიქით.. აუცილებელიცაა მკთხველი.. რო შეგაფასოს, თუნდაც გაგაკრიტიკოს და რჩევები მოგცეს : )

  • მე ვცდილობ ჩემ ნაცნობებს არ გავაგებინო ჩემი ბლოგის არსებობაა, მართალია ბოლომდე არ ვიხსნები მაგრამ ხანდახან ისეთ რაღაცეებს ვწერ სულ არაა საჭირო იმათმა ნახონ, მაგრამ სამწუხაროდ ზოგმა თავისით მომაგნო :( და ამის გამო აწი ვუფიქრდები ღირს რამეს დაწერა თუ არაა :|

  • მართალი ხარ! კარგია როცა თავისუფლად წერ და იცი რომ არავინ კიტხულობს შენი ნაცნობი.. მერე მეორე დგეს დაიწყებენ კითხვებს : ეს რატომ გეწერა? ან ვიზე გიწერია? ან ზოგი პირდაპირ გაივლის და დაიწყებს ჩორაობას და მერე რამე უნდა ჩაარტყა თავში :D . გამოდის რომ შენი პირადი ცხოვრება ყველამ იცის. :( მარა მე ისეთი შტერი ვარ ან სადმე წამომცდება ან ვერ მოვითმენ და მაინც ვიტყვი ან კიდე შეემეშინდება რომ შემთხვევით არ გაიგონ.. :D ბოლომდე ალბათ ვერ გავრისკავ ასე თავისუფლად ჩემ ბლოგზე წერას.. მაგრამ ისე საინტერესო იქნება თუნდაც შენი ახლობლების მოსაზრება ))

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)