ანკეტა
Alice- მ დამტაგა ახალ ბლოგერულ ტეგ თამაშში და მაშ ასე, ანკეტა:
მიყვარს -
ვოცნებობ – იშვიათად..
ვფიქრობ – ყოველთვის
მძულს -
ვნანობ - ძალიან პირადულია :D
კმაყოფილი ვარ - არასოდეს ჩემი თავით
მენატრება- საყვარელი საუზმე მოხარშული კვერცხი მაიონეზით.. [მაპატიეთ,რომ საჭმელზე ამდენს ვფიქრობ,დიეტის ბრალია]
- 
მსურს - იხილეთ პირველი პუნქტი [დიეტის გამო არ მეჭმევა]
მაღიზიანებს - ბლოგოსფეროში არსებული დაძაბულობა
ვგრძნობ - ტკივილს იდაყვის არეში. დღეს მთეელი ძალით მივეხეთქე სამზარეულოში გასასვლელ კარს.
მეშინია - კუბოების. მიცვალებულებისაც..
ვიცი - გერმანული და კომპიუტერი
არ ვიცი - მეგრული და კალკულატორი
შემიძლია - ყველაფერი ქვემოთ რაც წერია იმის გარდა
არ შემიძლია - ჰაერში ახტომა და ოთხჯერ გაკვანძვა
ვმეგობრობ - მტრებთანაც
ვაპატიებ - არ ვიცი
ვტირი – PMS-ის დროს ყველაფერზე, უწი-პუწი ფილმებზე, ბოღმისგან, წიგნებზე..
ვიცინი - მთელი დღეა ამ პოსტზე
ვეძებ- 9 ნოემბერს მჭირდება შიშველი კირა ნაიტლი!!!
ღირსი ვარ-
კაქტუსებიან მინდორზე ფეხბურთი მათამაშონ ზღარბებით და პრესტიჟის გოლიც არ გამატანინონ
ვკარგავ- ჩემი ოჯახის წევრების ნივთებს სახლის დალაგებისას. იმისთვის, რომ ჩქარა დავალაგო რას სად ვტენი არ ვიცი :D
მშურს - კირა ნაიტლის
ვემალები - არავის
ვემტერები - ყველას, ვინც ჩემს მამრთან იფლირტავებს!
მაინტერესებს- რა იქნება მერე, მაგრამ არც იმდენად, რომ აწმყო ვერ შევირგო.
არ მაინტერესებს - რატომ მოვიდა გუშინ ჩემი მეზობელი სახლში გვიან o_O
მახსოვს - ყველაფერი
მრცხვენია - ჩემი ალისფერი თმის შემდეგ აღარაფრის
უარვყოფ - ტყუილად რასაც მაბრალებენ ყველაფერს
ვავადმყოფობ - ნერვიულობისას. სიცხე მიწევს ეგრევე.
ვმალავ - რომ ვმალავდე აქ მაინც არ დავსწერდი..
ვინახავ - კარგ მესიჯებს
მწამს - რომ არსებობს..
მიკვირს - ხანდახან ჩემი თავის საქციელები
მიხარია - დღეს რომ საათები ვიყიდე :D
ვჭორაობ - მხოლოდ უახლოეს დაქალებთან
ვდარდობ - მოსიარულე დარდი ვარ
ვამაყობ - არაფრით
ვაკეთებ - როცა არ მეზარება
ვეფერები - დავითას :D
მსიამოვნებს -

მესიზმრება - სიზმარი ყოველ ღამე
ვეხმარები - ახალბედა ბლოგერებს ვორდპრესში გზების გაკვლევაში
ვეწევი - არაფერს
მწყინს - უყურადღებობა
ვხარჯავ - მშობლების ფულებს :D
ვღალატობ - არ..ძაღლივით ერთგული ვარ
ვკამათობ - ვისთანაც კამათს აზრი აქვს..
ვუხეშობ - როცა ცუდ ხასიათზე ვარ
ვუსმენ – ხასიათიამებრ..
ვყოყმანობ - ყოველი სახლიდან გასვლისას. მიზეზი, რა თქმა უნდა, რა ჩავიცვა?
ვკითხულობ - ცვაიგს
ვამზადებ - გემრიელად
ვუყურებ - სევენის შერჩეულ ფილმებს
ვკლავ - არავის. დაჟე იმდღეს ფრთამოტეხილი ბუზი, ცოცხს რომ გამოყვა, არ მოვკალი და გავათავისუფლე
ვაფუჭებ - მე თუ მოვინდომე, ყველაფერს
ვცხოვრობ - მშობლებთან :D
ვცემ - ბოლთას :D
ვყვირი - ბრაზისგან
ვმღერი - ყოველთვის
ვასრულებ - დაპირებებს :მთავრობა:
დავდივარ - აღმა-დაღმა, როგორც დედაჩემი იტყოდა
ვმკურნალობ - ნაღვლის ბუშტს
ვერიდები- მერიდება
ვთამაშობ - პეტს
ვიტყუები - ბოლო დროს იშვიათად
ვეთაყვანები – ?
ვგიჟდები – ბიჭი რომ პიანინოზე უკრაავს :lol: :lol:
ვაგროვებ - ავტობუსის ბილეთებს
ვიხდი - სიტუაციისამებრ- ხან ნახევრად,ხან მთლიანად
ვეჭვიანობ - ყველაზე
“ვკაიფობ” - როცა ხასიათზე ვარ ყველაფრით
ვიზიდავ - არამდგრადი ხასიათის მამრებს
ვალამაზებ - ცხოვრებას

















მშურს – კირა ნაიტლის
: ))))))))))
ჰაჰ : ))
საინტერესო პასუხებიაა : >
მადლობა :P
ვაა, არ მჯერავს.. ძლივს ვიღაცამ დამტაგა… :D
წავედი შევავსო :D
ჩემი ორიგინალური ვინ არიიიი!!!
აუ, რა “ოდნოკლასნიკური” კომენტარია, ტფუფ.. :)))
დავძერ, როძა მოვიძლი ეგრევე ჯავუჯდები :))
გელოდებე აუძელებლად
აუ, უწი პუწი ფილმების ხასიათზე ვარ ახლა ზუსტად :D
მითხარი რა ერთი-ორი შენკირანაიტლიანად გაზრდა-გახარებას :D
ეზე იგი: http://tiny.ge/movies-movies/ აგერაა ყველა უწი-პუწი : )) და კიდევ the proposal მიუმატე :P
მეც შევავსე… იხილეთ ჩემთან.. :D
=)))))))))))))) ჰეჰ
:D:D კაი პასუხები იყო
მადლობა დატაგვისთVის :*
კაი იყო.იოლად წასაკითხი და თან ძაან საინტერესო.შენზე გვამცნობენ შენი პასუხები:):*ახალბედა ბლოგერებს,რომ ეხმარები ეს მართლა ასეა.წავალ და ახლა მეც დავწერ.:)არავის დავუტაგივარ,მაგრამ რა მოხდა მერე:)
ეს უნდა გავაკეთო ჩემთანაც აუცილებლად
მაგრამ დიდი დრო ექნება მაშინ :)
გმადლობ იდეისთვის :P