ან მე, ან ის!
წუხელ დაძინების მრავალი უშედეგო მცდელობის შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და რუსთავი2-ზედ შევესწარი ფილმს “Fever Pitch“. სწორედ ეს ფილმი გახდა მუზა პოსტისა ქალების და მამაკაცების განსხვავებულ ინტერესებზე..
დაახლოებით რომ მიხვდეთ- ფილმი red sox-ის ფან მამრზე და ერთ მდედრზეა, რომელსაც უწევს მისი გატაცების ატანა. ამ მამრს იმდენად ფანატიზმში აქვს გადაზრდილი, რომ იქამდე ყველა ქალი შორდებოდა მიზეზით- red sox-ი ჩემზე მეტად გიყვარს!
ცხოვრების 19 წლის მანძილზე მამრებზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ უმეტესობას ახასიათებს ასეთი სერიოზული გატაცებები. (ბავშვებივით იქცევიან ხანდახან :D )ზოგს მანქანები- და შეუძლია გაუთავებლად გელაპარაკოს როგორ გაუსწრო გზატკეცილზე ვიღაც მაგარ მანქანიანს საკუთარი მანქანით, ან როგორ გაეყინა სიჩქარეების კოლოფი, რა ჭირდება სრულყოფილებისთვის მის მანქანას, რომელი მანქანებია კარგი და ა.შ. ზოგს- შეუძლია სპორტის ყურებას გადაყვეს 24 საათი, ინერვიულოს და თამაშის ყურებისას თუ რამე სიტყვას შეჰბედავ შემოგიყვიროს :D ზოგს- კომპიუტერული თამაშებისკენ აქვს მიდრეკილება და შეიძლება მოგეჩვენოს, რომ თავისი ჩარი შენზე მეტად უყვარს..
მოკლედ, ვაღიაროთ და ხშირად ავიწყდებათ ქალების არსებობა, როცა საქმე მათ გატაცებას ეხება..
თავის მხრივ არიან ქალები, რომლებსაც არანაირ რომანტიკად არ მიაჩნიათ ვარსკვლავებიანი ცის ყურებისას მანქანის დისკებზე ლაპარაკი ან რომელიმე ფეხბურთელის ტექნიკაზე საუბარი. ძალიან მტკივნეულია (მეც გამომიცდია:D), როცა რამდენიმე დღის უნახავ მამრთან მიდიხარ, გინდა, რომ ჩაეხუტო და ისე ისხდეთ და ის ამ დროს თან გეხუტება და თან თავს არ ანებებს კომპიუტერს.. ან წაგებული თამაშის შემდეგ ცუდ ხასიათზე დგება და თავს იმდენად ზედმეტად გრძნობ, რომ გინდა მარტო დატოვო თავის მწუხარებასთან ერთად :D
ინტერესების განსხვავებულობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდადაა. ზოგ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ მათი შეხვედრების რეჟიმი დამოკიდებულია ჩემპიონთა ლიგის განრიგზე :D ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით გამოსავალია- შევუთავსოთ ინტერესები!
უყვარს ფეხბურთი?- შეიყვარეთ თქვენც!
უყვარს მანქანები?- შეიყვარეთ თქვენც!
თამაშობს კომპიუტერულ თამაშს?- ითამაშეთ თქვენც!
ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ემორჩილებით, ნებდებით და სხვა მსგავსი მონური ტერმინები :D ეს ნიშნავს, რომ იგებთ- ესენი არიან კაცები! სხვანაირად არიან მოწყობილები და თქვენ ამას იზიარებთ :D თქვენ იზიარებთ, რომ თქვენთან შეხვედრას თუ ფეხბურთის ყურებას ამჯობინებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარხართ.
თქვენ სწავლობთ იმის სიყვარულს, რაც მას უყვარს.
არ ვიცი ჩემი ცუდი თვისებაა, თუ კარგი, მაგრამ ხშირად მეცვლება ინტერესები სწორედ ამის გამო. ყოფილა პერიოდი, როცა ამ მიზეზით მანქანებით დავინტერესებულვარ და გეოგრაფიის რაღაც ოლიმპიადისთვის დაჟე ვიმუშავე პროექტზე- გერმანიის მანქანათმშენებლობა- გერმანულ მანქანებზე იყო ძაალიან დაწვრილებითი ინფორმაციები. ყოფილა შემთხვევა, როცა მისი საყვარელი ფეხბურთის გუნდის შესახებ ბევრი რამის გაგების მიზნით შევმძვრალვარ ინტერნეტში და მიუხედავად იმისა, რომ მომენტებში ძალიან მდომებია უბრალო ლაპარაკი, მშვიდად ამიტანია რომელიღაც კომპიუტერული თამაშის სათამაშოდ მისი გასვლა :D (“მისი”- სხვადასხვაა წინადადებებში. ავტ.შენიშვნა :D)
რჩევა კაცებს- მიუდექით საკითხს კრეატიულად და ჩართეთ თქვენი მდედრები თქვენს ინტერესებში. ოღონდ ნუ აურევთ და ნუ დაივიწყებთ, რომ დროდადრო რომანტიკული ფილმის ხელჩაკიდებული ყურებაც უნდა შეძლოთ! :P
რჩევა ქალებს- არასდროს არ დააყენოთ საკითხი ასე: “ან მე, ან ის!”.. ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობას აზრი აღარ აქვს, თუნდაც არჩევანი თქვენს სასარგებლოდ იყოს გამოტანილი..













Duh! აქეთ უნდა შეგითავსოს ყველაფერი რა პოლიტკაა ეს…
ფეხბურთი არა ისა!
ვერ ვიტყვი რომ სპეციალურად, მაგრამ მეც მემართება ასეთი რაღაცეები. როცა ბიჭი მომწონს მისი ინტერესები ჩემიც ხდება. მანქანებზე ანალოგიურის თქმა შემიძლია ზუსტად და დღემდე გამომყვა ეს თვისება.
მაგალითად, ერთერთი ბოლო ურთიერთობიდან რაც გამომყვა ისაა, რომ ქუჩაში ჩავლილ სუბარუს გულგრილად ვერ ვუყურებ = ))) (
ასევე, იმავე მიზეზით ხან რომელი საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი ვიყავი და ხან რომლის : )))
უი მეც ვუყურებდი წუხელ მაგ ფილმს, მაგრამ ჩამეძინე მერე.
ფეხბურთი და მანქანები რომ არ უყვარდეს ისეთი კაცი არ მინახავს მე. თუ არ გაუგეს ადამიანებმა ერთმანეთს,დაბადებიდანვე საერთო ინტერესები არავის აქვს. ნაწილობრივ ორივე მხარემ უნდა დათმოს.
და რატომ უნდა შევიყვარო მაინცდამაინც რაც მას უყვარს? :D მაშინ თვითონაც უნდა შეიყვაროს ჩემი ავიაცია (და ეს მხოლოდ ერთ-ერთია)… :D და მე არანაირად არ ვსაჭიროებ, რომ მან იცოდეს რა არის სიმულატორი და ქროსუინდის დროს როგორ უნდა განახორციელოს დაშვება. ანალოგიურად, არ ვაპირებ, ზეპირად ვიცოდე ამა თუ იმ მანქანის მოტორი :-) მე ჩემი ინტერესები მაქვს და მას თავისი – 100% პატივს ვცემ მათ, ინტერესის გამო შევათვალიერებ კიდეც, იქნებ მეც მომწონს და არ ვიცოდი? – მაგრამ: არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ, ჩემი გატაცებაც გახდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისია. განსხვავებული ინტერესები რულზ!!!!
ეგ არის მარტივი დიპლომატია
შეიძLება არც თამაში დაიწყო მის გამო და არც ფეხბურთის ყურება მაგრამ ის რომ შეგიძლია მის აღფრთოვანებას მხარი აუბა და კითხვებიც დაუსვა რათა დაიიცალოს აი ეგ ხელოვნებაა ნამდვილად. ისიც კმაყოფილი იქნება რომ მისი გემის და შენც რომ დაიცალა ემოციებისგან და ახლა უკვე კარგად ჩახიტებაც შეიძლება :D
ჰო მეც მაქვს ეგ “ბაშობა” და მინდა გითხრათ რომ ლილიანის აზრი მართალია..მერე დამუმუღამებია რო ქალს სინამდვილეში არ აინტერესებს მაგრამ ცდილობს მხარი ამიბას და ამას really ვაფასებ რა :)))
სისულელეა და არც ვითხოვ რომ იმანაც შეიყვაროს, საერთოდ არ მესმის რაიმეს ან ვისამეს ძალდატანებით შეყვარება.. პროსტო “გაგებით” უნდა მოეკიდოს რა :))) თუნდაც ისე, როგორც მე ვცდილობ გავიგო რატომ იკარგება მაღაზიაში საპნის საყიდლად შესული ქალი ნახევარისაათით :))
გგგ სხვანაირად გაიგეთ :D
ლილიანის და სკიამაკია-ს კომენტარებს შეხედეთ, აი ეგ ვიგულისხმე :P
და იასამნისფერმა როგორც თქვა, როცა მიყვარს, ავტომატურ რეჟიმში მიყვარდება მისი ყველაფერი :D
ანუ ძალით არ ვშვრები, თავისით.. ნუ ეს ჩემი ქათმობა უფროა, ვიდრე ნორმალური მდგომარეობა, მაგრამ ეგრე ვარ :D
ყველაფერში შემიძლია მხარი ავუბა. სანადიროთაც კი ვყოფილვარ მასთან ერთად და ფეხბურთიც ერთად გვიყურებია, მაგრამ ონლაინ თამაშებზე გაფანატებული კაცების არ მესმის და არც მინდა გავიგო. საშინლად მაღიზიანებს WOW ის მოთამაშეები , რომლებიც ამ სისულელისთვის გაკლებენ დროს და ყურადღებას.
დამავიწყდა დამეწერა, რომ მეც ვუყურე გუშინ მაგ ფილმს და რაღაცეებზე მეც დამაფიქრა. არსებობს პირადი სამყარო, სადაც სხვისი ადგილი არ არის, მაგრამ ამასაც ზღვარი უნდა ქონდეს. ადამიანურ ურთიერთობებზე ძვირფასი არაფერია. რეალური ცხოვრების ყოველდღიურობა უფრო საინტერესოა , ვიდრე რაიმე ვირტუალური თამაშI.
ხო, ეგ კიდევ ცალკე თემაა.. ანუ აი ძალიან გეიმერები რომ არიან, ეგ უკვე ავადმყოფობაა:D ჰანის ქონდა თემა გახსნილი,მახსოვს..
როცა 24 საათს თამაშში ატარებს, ეგ უკვე უჟასია, თორემ დროის რაღაც მონაკვეთს რომ ფეხბურთს, ნადირობას და რაღაც ეგეთებს უთმობს- ეგ ნორმალურია და მასეთი სხვადასხვა ინტერესები ქალებსაც გვაქვს.
და პირადი სამყარო, ორი ადამიანის ერთად ცხოვრებისას საერთო ხდება, ამიტომაც უნდა იყოს გათვალისწინებული ორივეს მიერ ერთმანეთის ინტერესები..
მე ვიცი რამდენიმე ჩემი ნაცნობი, ვინც გაწამებულია თამაშებისგან:|
ჰაჰ, ფეხბურთი მამრის გარეშეც მაგრად მიყვარს. ანუ, ერთით ნაკლები პრობლემა მაქვს. :D
მანქანებით დაინტერესება ვერაა ჩემი საქმე და შეიძლება დიდი ენთუზიაზმით არ გამოვირჩეოდე, მაგრამ, ისევე დავინტერესდები, როგორც ის უნდა “დაინტერესდეს” ჩემი გატაცებებით :D
ესე იგი, დაგვრჩა ერთი პრობლემა: თავად მამრი :D
ფეხბურთი მეც მიყვარს :P პროსტა კლუბებში და ნაკრებებშია ხოლმე განსხვავება :D
თავად მამრის პრობლემაში +1 ჩემგან :lol:
აუ, ხო. ეგ კი :D
ბავარიის გამო შეიძლება ვინმე დავღეჭო :D
(ლოლ, ამაზე ერთი გერმანული ფილმი გამახსენდა: Männerherzen. ტილ შვაიგერი თამაშობს და მიუნხენის ბაიერნის იარლიყი აქვს მანქანაზე გაკრული. ჰოდა, ბერლინში მუშაობს და სულ უკაწრავენ მანქანას. ძმაკაცი ეუბნება, იქნებ მოაშორო ეს იარლიყიო და რას ამბობ, Für diesen Verein lass ich mir lieber den Schwanz abhacken-ო :lol:)
სახლში გვქონდა ხოლმე ომი ლიგის დროს: მე-ბავარიისკენ, ჩემი უფროსი ძმა-მანჩესტერისკენ და უმცროსი ძმა-მილანისკენ. იმჰო, დიდი ომი იყო ხოლმე. :D
კიდევ კარგი არავინ შემხვედრია ისეთი აქამდე, საფრგანეთის ნაკრები რომ ეყვარებოდა, თორემ სისხლი დაიღვრებოდა :D
Für diesen Verein lass ich mir lieber den Schwanz abhacken – ლოოლ :D
მე ვარ საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივარი და შეგხვედრივარ..
მანქანები და კომპიუტერული თამაშები ჩემზე მეტად რომ უყვარდეს, არც ისე ბევრია ეგეთი კაცი :D ფეხბურთი დარჩა მარტო.
თინი, ქათმობა არაა ეგ, ბუნებრივია და კარგია.
ოღონდ ისიც (დაახლოებით მაინც) მასე უნდა იყოს.
შენ რომ ისეთი ქმარი გყავდეს, შენნაირად რომ ეყვარება თამაშები, ალბათ არც ერთი არ ადგებით კომპიუტერიდან :D
ხო, ძაან ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ისიც ეგრე იქნება :user:
არა, მასეც არაა ჩემი საქმე :D რეალურ ურთიერთობებს არანაირი თამაში არ ჯობია. :u:
მეც მქონია ეგ მომენტი :D მაგრამ პრობლემა დიდად არ მექმნება, იმიტომ, რომ მეც მაინტერესებს მანქანები :)
თან იმდენ საინტერესო რამეს ვიგებ :D
არჩევანის გაკეთებას არც მოვთხოვ :D
არ ჯობია მანქანი იყო უმანქანოს? :DDDD
mec vuyure gushin magas :D :D
ჰოდა დურინგ ყურებისა რაგაც კი დავფიქრდი იმაზე რომ ეგებადა მარტალია ეს ცვენი დრიუ რა ქვია ფილმსი აგარ მახსოMს.. კი უნდა დავტმოტ რააგაც მაგრამ ისიც საკმაოდ ზნელია ცემი აზრიტ პარიზსი რო პატიჯებ და ეს კიდე ტამასის გამო ვერ მოდის… ისე რაგა ქალებმა დავტმოტ ბევრი, კაცებმაც უნდა დაგვიტმონ და სეიყვარონ / გაუგონ ცვენს საქმეს და ცოტა ეს “კაცური” ინტერესები გვერდიტ გადადონ ტორე ურტიერტგაგება ტუ არ არის, ისე არაფერი გამოვა რევიც….
არა, მე რა მიხარია, მარა მაინც :D
რატოა კაცო ქათმობა, ის რო ისე გიყვარს როგორც შენ იცი? არანაირად! მეც ეგრე მემართება .. ყველაფერი მაინტერესებს ჰოლმე… იმან იკითხოს ვისთვისაც, ეგ არვიცი ტეხავს თუ რაღაც …
აი ეხლა 5 საათი ვთამაშობდი :)))) მარა მარტო ვარ ეხლა და არც არავინ წუხდება! საქმეც არ მაქვს :))
ხო, როცა არავინ არ წუხდება და არაფერს აშავებ, ეგრე ჰო.. თორემ აგერ მე პეტს ვუთმობ მთელ დღეს ხანდახან :D
იდეალური ქალი რამეს უნდა თამაშობდეს ისეთს, რასაც ერთად ითამაშებთ :)
შეთავსებითია ყველაფერი ამაოებაში, თავად შეთავსებაც ამაოა, ისევე როგორც ამოაო ყოველივე.
@ემზარ გარციცაძე (:D)
ხო, მაგრამ ერთხელ რომ ახსენე იმის მერე არ გიხსენებია და.. ისე ჯობდა მაგაზე გვეჩხუბა ვიდრე იმეებზე, რაზეც ვჩხუბობდით :lol:
@თვით!
ეგ ვთქვი ზუსტად o_O
აბა ყოველ დღე უნდა მეძახა რომ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი ვარ?
როცა ეგ მითხარი, ისეთი სახე მივიღე ყოველ დღე ვერ იძახებდი :D თან ეგრევე სხვა რაღაცაზე გადავიტანეთ ლაპარაკი და აღარც მახსოვდა პრინციპში,ახლა რომ მითხარი გამახსენდა :D
რა გიხარია? : ))))))))
:|
გადი რა..
მეტალი და მანქანები-ორივე მკლავს :D
არადა გიჟდება
ფეხბურთს ვერავის ხათრით ვერ შევიყვარებ :)
აი მანქანებზე იქეთ გავბურღავ ნებისმიერს