4 წლის შემდეგ

პარასკევს უნივერსიტეტის ბოლო დღე იყო ოფიციალურად. არაოფიციალურად წინ 6 გამოცდაა და კიდევ არაერთხელ მისვლა – ვინც საბაკალავროს წერს, იმათთვის არაერთხელზე მეტი.

სემესტრის დასაწყისში, ვინაიდან ფიზიკურად ვერ შევძელი დეკანატში გარკვევა,  საბაკალავრო თემის 10 კრედიტი ავირჩიე. ეს ნიშნავს,რომ უნდა აიღო რაც შეიძლება კვლევადი და არ გადმოწერადი ხელოვნებასთან დაკავშირებული საკითხი და წერო თავაუღებლად. რა არის ამისთვის საჭირო? – საჯარო ბიბლიოთეკა, ლექტორებთან კონსულტაცია, წერა, წერა, წერა…წინა სემესტრში ერთ-ერთ ლექციაზე ამოვიჩემე რაღაც საკითხი და ვფიქრობდი იმაზე დავწერ მეთქი, მაგრამ რომ გავიგე სავალდებულო არ იყო, მაშინვე ამოვშალე. ამ გადაწყვეტილებით ახლაც კმაყოფილი ვარ იმის გამო, რომ დრო არ მქონდა და დავისტრესებოდი ძალიან. არ ვაღიარებდი, მაგრამ გული მწყდება რაღაცნაირად, რომ ვერ გავაკეთე. მთელი 4 წელი იმ განწყობით გავატარე, რომ მაგისტრატურაში პროფესიას შევიცვლიდი და ბოლოს, ამასობაში მართლა ბევრი რამე ვისწავლე და მინდოდა გამომეყენებინა სადმე.

ამ “ბოლო დღეს” განსაკუთრებული განწყობა იყო. ლექტორებთან ერთად ვიყავით, ხელოვნებათმცოდნეური ტორტიც გვქონდა:)) ფიროსმანის გოგონას მართალია შეურაცხყოფა მიაყენეს აშკარად, მაგრამ გემრიელი კი იყო :D

4 წლის წინ, ერთიანი ეროვნული გამოცდების გადალახვის შემდეგ  სასურველ უნივერსიტეტში,  სასურველ ფაკულტეტზე რომ მოვხვდი ძალიან გახარებული ვიყავი. გახარებიდან ცოტა ხანში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულებები რომ მომცეს დეკანატში ასარჩევად, აღარ ვჩანდი ისეთივე კმაყოფილი. ვარჩიე ვარჩიე და ხელოვნებათმცოდნეობა ამოვარჩიე. აქვე, მივხვდი, რომ “იიჰ, სტუდენტობა ყველაზე კარგი პერიოდია” ფრაზა არც ისე სწორია იმ ყველა პროცესთან მიმართებაში, რასაც აქ ყოფნისას გადიხარ: ყოველი სემესტრის დასაწყისში უაზრო აურზაური, ცხრილებში არეულობა, ყოველი სემესტრის  ბოლოს უამრავი ქსეროქსი, რომლის რიგში დგომის და დაზუთხვის მერე, უბრალოდ გინდა, რომ ყველა სათითაოდ აიღო და ფურცელ-ფურცელ თავზე გადაიხიო.

როგორი იყო ჩემი 4 ხელოვნებათმცოდნეური წელი:

პირველ კურსზე დაზაფრული ვიყავი ხალხმრავლობის გამო. ყველა ლექციაზე მარტო ვიჯექი, “ჩემთვის”. სემესტრის ბოლოსკენ კი გავიცანი რამდენიმე, მაგრამ ამდენ უცხო რამეებს ერთად, ადვილად ვერ ვეგუებოდი. თავიდან პირველკურსელობა ქცევებზეც მეტყობოდა – წარმოდგენა არ გაქვს რომელი ლექტორია კარგი, რომელი ცუდი, რომელი მკაცრი, რომელი ისეთი მხიარული, რომ ვერაფერს ისწავლი და ა.შ. ასეთი დიფერენცირება ჩვეულებრივი მოვლენაა.

პირველი კურსის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მე მინდოდა. სად იყო ჯეოსელი, თსუ-მ რომ პორტირება მოიფიქრა და სულ ვამბობდი, შევიცვლი ფაკულტეტს მეთქი. თუმცა პროცედურები მერთულა (პროცედურებში რაღაც საკითხების გარკვევაც შედიოდა. დეკანატში მისვლა და კითხვების დასმაც კი მეძნელებოდა) და მეორე კურსის ბოლოსკენ მივხვდი, რომ არსად არ გადავდიოდი. საფაკულტეტო საგნები- ისტორია, ფილოსოფია, აკადემიური წერა და ა.შ. მდგომარეობას მიმსუბუქებდნენ, მომწონდა.

ასევე მეორეზე  მივხვდი პრინციპებს, ცხრილის შედგენაში დავსპეცდი, ლექტორებსაც ასე თუ ისე ვცნობდი. ისინიც მცდნობდნენ : ))მაინც თავს ვდებდი, მე ხელოვნებათმცოდნე არ გამოვდივარ მეთქი და ძალაუნებურად ვაგრძელებდი. კარგი ის იყო, რომ იმ პერიოდში გამოცდები ისე მკაცრად არ იყო, როგორც ახლა და ადვილად მიდიოდა ყველაფერი.

მესამე კურსზე, მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიის ერთი საგანი ავიღე და ისე მოვიხიბლე, ვფიქრობდი მაგისტრატურაში ამას ვისწავლი მეთქი, გადავწყვიტე ხელოვნებათმცოდნეობა წესიერად მესწავლა ვინაიდან არსად მივდიოდი აქედან. თან რამდენიმე ლექტორი განსაკუთრებით მომწონდა და ხათრი მქონდა.  კურსელებიც (ჯგუფელის ინსტიტუტი, როგორც ასეთი, არ არსებობს ჩვენთან. თავად უნდა შეიქმნა ჯგუფი და დაამთხვიო საგნები ცხრილში) უფრო ახლოს გავიცანი, დავმეგობრდი რამდენიმესთან. ასე გაცილებით ადვილია “ცხოვრება”- შენ არ იქნები ლექციაზე, ისინი იქნებიან და გაცნობებენ მდგომარეობას: )) საჯარო ბიბლიოთეკაში მოსაწყენ პროცედურებსაც იტან და მოკლედ, სწავლობ.

ბოლო კურსზე გასული 3 წლის ხელს განსაკუთრებით გრძნობ ალბათ. შევამჩნიე, რომ კარგად შემიძლია ნახატს წინ რომ დამიდებენ ვიმსჯელო კომპოზიციის აგებაზე, შუქჩრდილების განაწილებაზე, ფორმების აგებაზე…ჰოდა წინა კურსების ფონზე, რომ გეგონა ისე რა უსმენდი, ზედაპირულად უდგებოდი ყველაფერს, თავში მაინც ბევრი რამე დარჩა.

ხოდა ბოლო დღეს, ლექტორებ შემოკრებილები ვიდექით (ცოტა წავუსევდიანე ჩემდა გასაკვირად).

ტორტის საზეიმო გახსნა :D

წარმატებებს გვისურვებდნენ და კარგ ხასიათზე იყვნენ. (აქვე, ადრე იდეალური ლექტორის შესახებ პოსტიც დავწერე, 2009-ში). ამათგან 3 განსაკუთრებით მიყვარს:

ნათელა ჯაბუა- რომელიც იმ იშვიათთაგანია, ვინც ძალიან კარგად იცის თავისი პროფესია და საქმე. არც ისე ლმობიერია ქულებთან დაკავშირებით, მაგრამ არასდროს უკარგავს დამსახურებას არავის. მახსოვს, ძალიან გაჭედილი რომ ვიყავი და ვმწარდებოდი ეს რას ვსწავლობ მეთქი, მაშინ მეუბნებოდა ზარმაცი რომ არ იყო, ბევრი რამე გამოგივიდოდაო, ნაწერს მიქებდა ხშირად და ინტერესი მიჩნდებოდა, რომ უკეთესად მოვქცეულიყავი :))

გოგი ხოშტარია- ლექციაზე შეიძლება კონკრეტულს ბევრს ვერაფერს მოკრა ყური, მაგრამ რომ ამთავრებს ლაპარაკს, მერე ხვდები, რომ რაც ილაპარაკა გახსოვს. ხანდახან უხეშია, ხანდახან ღიზიანდება არაფრისმთქმელი თვალები თუ აღმოაჩინა აუდიტორიაში და გაღიზიანებული ტონით ამბობს, რომ ჩვენ მაინც ვერაფერს ვერ გავიგებთ. არადა ზუსტად ვიცი, მხოლოდ პროფესიის სიყვარულით გვასწავლის.

ზაზა სხირტლაძე- ბევრჯერ ვახსენე უკვე ბლოგზე მგონი. ამ პარასკევს განსაკუთრებით  კარგ  ხასიათზე იყო. თუ ჩემი გაბრაზება მოუნდა ვინმეს, შეუძლია მითხრას,რომ ცუდი ლექტორია, ქულებს ასე ძნელად წერს, ხალხი მესამეჯერ გადის საგანს ეს რა უბედურებაა და ა.შ. კათედრის გარეთ ვილოდებოდი ამასწინად, ერთი მეორე კურსელი დამცინავი ტონით ამბობდა , ხალხი ისე მიდის მაგის ლექციაზე დილის 9 საათზე, რომ მოუსმინონ, არადა გავლილი და ჩაბარებული აქვთ უკვეო. აი ასეთი კი მართლა არ არის ღირსი ზაზას ლექცია მოისმინოს.  რაც გაიგო, რომ ბლოგერი ვარ, იმის მერე სულ ბლოგს მახსენებს. ამასწინად მითხრა, შემოვედი კიდეცო და ვფრინავდი :))

შეიძლება არ ვიყავი კარგი სტუდენტი (შეიძლება რა, ვიცი, რომ არ ვიყავი), მაგრამ მიხარია, რომ “მშრალი” არ გამოვდივარ უნივერსიტეტიდან მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიასთან დაბრუნებას არ ვაპირებ.

რაც შეეხება მაგისტრატურას, სრული სერიოზულობით ვამბობ, დაფიქრების დრო არ მქონდა. 5 წლის ასაკიდან ჯერ სკოლაში ვიარე, მერე პირდაპირ უნივერსიტეტში და 15 წლიანი სწავლის შემდეგ, უფლება მაქვს დავისვენო:D  მომავალ წელს იმ ორ დარჩენილ საგანს გავივლი მშვიდად, თან გადავხედავ ჩემს ტვინს და იქნებ მითხრას რა გადაწყვიტა. ამ ეტაპზე, წარმოდგენა არ მაქვს რა მიმართულებით წავალ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება კიდევ დასვენებულ ტვინზე მირჩევნია.

გილოცავთ ყველას, ვინც სტუდენტობას ემშვიდობება და იმათაც, ვინც ახლა დაიწყებს. ვერ მოგატყუებთ, რომ სტუდენტობას არაფერი ჯობია (შეიძლება ეს მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე, თორემ სხვების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ), მაგრამ ის ეტაპია, რომელიც უნდა გაიაროთ და ბევრი რამ ისწავლოთ. წარმატებები <3

Comments

comments

Powered by Facebook Comments

4 Responses to “4 წლის შემდეგ”

  • Kate:

    აუ რა კარგად გაგიტარებია ბოლო დღე.
    აბა ჩემმა ბაკალავრის ბოლო დღემ ისე ბანძად ჩაიარა. :((

    ახლა რას აპირებ???

  • თინი, სტუდენტობის წლებს მერე დააფასებ, როცა უკვე სტუდენტი აღარ იქნები : )) აი, ეს რამე ბანალური სიტყვები არ გეგონოს, მართლა ეგრეა. მეც ძალიან ჩვეულებრივი სტუდენტობა მქონდა – ქსეროქსები, ჩათვლები, გამოცდები – არაფერი განსაკუთრებული. მხოლოდ ეხლა ვხვდები, მიუხედავად სტრესებისა და ამბებისა, მაინც რა კარგი იყო ის ყველაფერი : ))

  • George:

    პადობნი ყლეობა არ არსებობს და არც იარსებებს : )
    სტუდენტობა მე ვიცი საერთო საცხოვრებელში :yes:

  • თამჩი:

    პირველ კურსში ჩემი თავი ამოვიცანი :)) ალბათ,სემდეგ სამ კურსშიც ამოვიცნობ,სამ წელიწადში ოღონდ :)) <3

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)