About me (demo)
ძალიან დიდხანს მქონდა “ჩემს შესახებ” გვერდი მიტოვებული. ბოლო პერიოდში კი გარკვეულწილად ჩემმა ჰედერმა შეცვალა, მაგრამ მაინც,ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე შევავსო. ამ მომენტში ეს არ არის საბოლოო ვერსია ამ გვერდის და სანამ ეს შესავალი ეწერება აქ, დემო ვერსია იქნება იმ მომენტამდე:))
ბლოგის შესახებ:
ბლოგი 2008 წლის ოქტომბერში გავაკეთე. უმიზნოდ და უბრალოდ იმიტომ, რომ წერა ყოველთვის მიყვარდა. დღიურების მთელი დასტა მაქვს, რომლებსაც დროდადრო გადაყრას ვუპირებ ხოლმე, მაგრამ ვერასდროს ვერ ვიმეტებ. ალბათ ჩვევაა ასეთი, რომ ძველი ნაწერები არ მიყვარს. ბლოგის არსებობის დასაწყისის დროინდელ პოსტებსაც ლამის თვალდახუჭული (ან საერთოდ არ) ვკითხულობ, მრცხვენია.
დღესდღეობით, ძნელად წარმომიდგენია აქაურობის გარეშე ჩემი თავი. ყოველთვის, როცა რაღაც ხდება, პირველი აზრი არის “ამას ბლოგზე დავწერ“ და მაშინვე ვიწყებ ფიქრს როგორ უნდა დავწერო. ხშირად ვზარმაცობ, მაგრამ თუ ვზარმაცობ ყოველთვის მაწუხებს ეს ამბავი. თუმცა ამ ხნის მანძილზე მივხვდი, რომ როცა არ გეწერინება რაც არ უნდა ინერვიულო ვერაფერს უშველი და ძალით წერას ჯობია არ დაწერო და შეისვენო.
ვთვლი, რომ ბლოგი საუკეთესო ადგილია თავის გამოხატვისთვის. თუნდაც არავინ გკითხულობდეს, ხშირად პოსტის წერისას ჩემს საკუთარ თავთან გამირკვევია რაღაც-რაღაცები.
მკითხველები:
მკითხველების რაოდენობას დიდ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი. არც სპეციალური ღონისძიებები ჩამიტარებია მათ მოსაზიდად (მრცხვენია#2), მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად მინდა პოპულარული ბლოგი მქონდეს. შესაბამისად ყოველთვის მიხარია, როცა ვინმე ახალს ვამჩნევ კომენტარებში. არის შემთხვევები, როცა მწერენ, რომ კითხულობენ ჩემს ბლოგს, ელოდებიან ახალ პოსტებს და კარგად არიან ჩემს მიმართ განწყობილები. ისე არაფერი არ მახარებს, როგორც მკითხველების კომპლიმენტები.
სულ მინდა, რომ თუნდაც შემოვლით რომ არის ვინმე (და არა მუდმივი მკითხველი), იმანაც მყუდროდ იგრძნოს თავი აქ.
მე
ოჯახი:
ოჯახში ექვსნი ვართ. დედა, მამა და 4 შვილი. მე ყველაზე უფროსი ვარ. სულ უმცროსი 5 წლის არის. ძალიან მიყვარს ჩემები და შეიძლება ითქვას, მიჯაჭვულიც ვარ. თინეიჯერობის ასაკში, ვცდილობდი სულ დამოუკიდებლობისკენ გავქცეულიყავი. ერთი პერიოდი სამსახურს ვეძებდი (15 წლის ასაკში), უნდა გადავიდე სახლიდან მეთქი, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით მყუდროდ ვარ სახლში მიუხედავად იმისა, რომ 24 საათი ხმაურია, მუსიკას ხმამაღლა ხშირად ვერ ვუწევ, სივიწროვეა და ა.შ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა მართლა კარგი სამსახური მექნება არ გადავალ სახლიდან და არც იმას ნიშნავს, რომ მათ კისერზე ცხოვრება მიხარია, მაგრამ უბრალოდ ვიცი, რომ გამიჭირდება ამათი ქაოსის გარეშე : ))
განათლება:
სკოლა თავიდან არ მიყვარდა. პირველ ორ კლასში დედა ბარბებით ხელში მეჯდა გაკვეთილებზე. არც ბაღი მიყვარდა და შეუჩვეველი ვიყავი ხალხს. მერე ნელ-ნელა მივეჩვიე. კარგი მოსწავლე ვიყავი. ისიც მახსოვს, მეოთხე კლასში ყველაზე
სწრაფად კითხვა შემეძლო და მასწავლებელს ქვიშის საათს რომ დავუნახავდი, მაშინვე ვთხოვდი ამ კითხვის კონკურსის გამეორებას.
ტვინი ჰუმანიტარულად მაქვს მოწყობილი. არ მიყვარს მათემატიკა და აბიტურიენტობის წელი მის გამო მძიმედ მახსენდება.
ამჟამად ჯავახიშვილში მეოთხე კურსზე ვარ, ხელოვნებათმცოდნეობის განხრით. ჩემს პროფესიას განსაკუთრებით ვერ ვიტანდი პირველ ორ კურსზე, თუმცა ახლა უკვე შევეჩვიე. საბოლოოდ მაგისტრატურას აუცილებლად სხვა სპეციალობაში გავაკეთებ - ჯერ არ ვიცი რომელში. ინტერესების მრავალფეროვნება ყოველთვის მღუპავს.
ემოციური მხარე:
ძალიან გულჩვილი ვარ. ადვილად მეტირება წყენისგან (ფიზიკური ტკივილისგან არც ისე ადვილად), რამე სევდისებურის ყურებისგან და თუ ხასიათზე ვარ, შეიძლება ტელევიზორში თვალმოკრულ საპნის ოპერის გულისამაჩუყებელ სცენაზეც ტირილი დავიწყო.
ხალხმრავლობაში თუ ვარ, ყოველთვის ვხუმრობ და ვიცინი. ამიტომ ცოტა უჭირთ ხოლმე წარმოდგენა ჩემი ცუდი ხასიათების (ხო,ფეთქებადიც ვარ. ცოტათი არა, ძალიან ).
საყვარელი რამეები:
ტანსაცმელი
ალბათ ოდესმე საკუთარი (და ბევრი) ფული რომ მექნება, სამკერვალოდან და ონლაინ მაღაზიებიდან არ გამოვალ. იმდენი იდეა მაქვს, იმდენი რამე მაქვს “შეთვალიერებული” და ნანატრი…ჩემთვის ზედმეტი ტანსაცმელი არ არსებობს.
ისე, თუ სახლში ვარ, შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ პიჟამოთი ვიბოდიალო. ხშირად გარეთაც ისე გავდივარ, რომ ხელში პირველი რაც მომხვდება იმას ვიცმევ.
ტანსაცმლის სიყვარული არაფერ კავშირშია მოდის სიყვარულთან. მოდის ცვლილებები დიდად არ მაინტერესებს- ვიცმევ იმას, რაც მომწონს.
ფრჩხილები
ბავშვობაში სულ მინდოდა გრძელი ფრჩხილები, მაგრამ ვიოლინოს გამო არასდროს არ შეიძლებოდა. როგორც კი დავამთავრე, მაშინვე შევუდექი მოვლას. ფრჩხილები თითქმის ყოველთვის განსაკუთრებულ წესრიგში მაქვს. ნელ-ნელა ხელი გამეწაფა და ვაუმჯობესებ შესაძლებლობებს:)))
ტალანტ შოუები ჩემი უუდიდესი სიყვარულია! განსაკუთრებით მაინც britain’s got talent-ი და x factor-ი (ეს უკანასკნელი ყველაზე სერიოზული გატაცებაა). simon cowell მსოფლიოს საუკეთესო პროდიუსერად მიმაჩნია და ძალიან მიყვარს. ისე როგორ უნდა მოვკვდე, რომ ერთხელ არ ვითანამშრომლო საიმონთან? :D

















იეე,პირველი ვარ :)) სასტიკად მომეწონა <3 ეს ნახატები არის მახინჯი(ანომალები არაიან თინები :D ),მაგრამ ასე ჯერ არაფერი მომწონებია :D :D :D ძალიან ბევრი ვიცინე,ვიხალისე…ყველა ძაან მაგარია <3
aww ^_^
მადლობა <3
რაღაცა მომეწონა ხო იცი
This is the real tiny :D
მაიკლი?? ო.O
@ბლაბლაბლა
თენქ იუ :D
@ლილიან
შენ ეგათქვი :user: ვუყურე ვუყურე და ამ ეტაპზე თავი შევიკავე, ხო იცი რა მორიდებული ვარ :D
აი update-ს რომ ვიზამ შევიყვან ვგონებ <3
ჰიჰ,რა კარგი გოგო ხარ
:)) კარგიააა, მომეწონააა!!!
აუ შენ ფრჩხილებზე მაბოდეებს! :დ კიდეე? კიდე მაიკლი მიყვარს, რომელიც რატომ არ ახსენე შენს დახასიათებაში ვერ მივხვდი, მაგრამ ხო ვიცი, რომ შენც გიყვარს?! :პ და შენი ბლოგი მიყვარს კიდევ! ძალიან.. : ))))
ისე ბლოგების კითხვა შენი ბლოგიდან დავიწყე ხო იცი… :დ
@მარი, დათო
მადლობა:)))
@ninucaelectro
რატომ არ ვახსენე და ისეთი პერიოდია, ყველა ახსენებს და ვერ გაარჩევ ვინ გულით და ვინ მოდის გამო:))თუ დავწერ, მომიწევს ერთი-ორი მწარე სიტყვის მიყოლება ამ თემაზე ისე :D
ვნახოთ მოკლედ, გადავწყვეტ ამ დღეებში დავამატო თუ არა, მაინც დემო ვერსიაა ჯერ ეს:) არ მეგონა თუ ამდენს გაუჩნდებოდა ეს კითხვა, თორემ ბარემ თავიდანვე დავწერდი :D მეთქი ვერ შეამჩნევენ, რომ there’s something missing here :D something very important :))))))
პ.ს. მადლობა:))
მე , მომეწონა რომ მაიკლი არ ახსენე :) ეს , ერთგვარი შეფარვითი მიმართვაცაა , იმ მასისათვის ვისაც არ ესმის და იბრალებს :)) ძალიან კარგი გოგო ხარ თინი და უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგი ადამიანი ხარ .. გაფასებ, უზომოდ .. წარმატებებს ოცნებების და სურვილების ასრულებას და მუდმივი სიახლეებით სავსე ცხოვრებას გისურვებ :*
საქმე ისაა, რომ არც შეფარვით ესმით და არც პირდაპირ სულ რომ შუაზე გავიხე:))მე რამდენი ხანია ჩემთვის ვზივარ და მიყვარს, არც არავის ვაწუხებ ამით და მითუმეტეს რაც ეს მძიმე პერიოდი დადგა და იცის არ იცის, ყველა ფანობს იჩემებს. ერთი ძლივს გადავდგი ის ნაბიჯი, რომ ერთ პოსტში ადრე ამოვთქვი ყველაფერი და მოვუწოდე ნუ უფუჭებენ სახელს, მაგრამ რა ხეირი :D ხოდა რავიცი რა, თუ გონიათ რომ სიყვარულის ყველაზე მაღალი გამოხატულება ყველა პოსტში ჩაკვეხება, სურათებით აჭრელება, ავატარებზე დაყენება და “ვაიმე ჩემი სიცოცხლეეეეე”-ს ძახილია, მივმართავ, რომ ცდებიან :/ ამ პოსტში ჩამატება, ვიცი არ იქნებოდა ჩაკვეხება და არც მაშინ იქნება თუ ჩავამატებ, სულ სხვა საკითხია, მაგრამ მაინც თავი შევიკავე და ასე თავშეკავებულად მოვიქცევი მანამ, სანამ არ გადაივლის ეს საზიზღარი პერიოდი:)) თორემ ყველამ კი იცის რამხელა ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში მაიკლს:)))
შენ კიდევ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით :) you know what i mean :*
მომეწონა საკუთარი თავის პრეტენტაცია, მოუთმენლად ველი ცვლილებებს, ამ გვერდზე, წარმომიდგენია როგორი იქნება შენი ებაუთმის 2.0 ალფა, ბეტა და სტეიბლ-ბილდ ვერსიები :)
სიტყვა “ბლოგერი” ჩემთვის მუდამ თინი.გე-სთან ასოცირდება ხოლმე ყოველთვის, როგორც ერთ-ერთი პერიოდული მკითხველი მადლობელი ვარ, რომ ასე საინტერესოდ და ორიგინალურად წერ (+ხატავ), იმედია ასევე გააგრძელებ მომავალში, აბა შენიცი, კარგი ბავშვი ხარ და კიდევ უფრო წარმატებულ ბლოგინგს გისურვებ, რა თქმა უნდა წარმტებულ ცხოვრებასთან ერთად!
ბლოგიც თინისთან ასოცირდება ჩემთვისაც :>
@SexSystem
ვაი, ძაალიან სასიამოვნო კომენტარი იყო, გამინათდა სახე:)) ორჯერ წავიკითხე :)))
დიდი დიდი მადლობა <3
თინისთან რა ბლოგის ასოცირება მოგინდათ. თინისთან მხოლოდ ილია ასოცირდება :D:D:D ჰაჰააა :D
ხო, ეგ შენნაირებისთვის (ანუ ილიას ფანებისთვის :D ) არის ეგრე:)))
ყველაზე კარგო ებაუთმია რაც წამიკითხავს <3
აუ, გამიხარდა <3
ეს DEMO ვერსია მომეწონა ძალიან… მართლა კომფორტულად ვრძნობ აქ თავს და ყოველთვის ჩემთვის საინტერესო დეტალებს ვხედავ.ძალიან ვაფასებ შენს აზრს და ხშირად იგივე აზრისა ვარ ამა თუ იმ საკითხზე…ეს ბლოგი მართლა მიყვარს… მართლაც რომ “რაღაცნაირია” ,იზიდავს მკითხველს <3 და მაიკლის ხსენებას რაც შეეხება, რომ არ ახსენე ამას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითი :) ერთი პერიოდი მეგონა კარგი იყო რომ ამდენ ადამიანს უყვარდა და დავბრმავდი სიხარულისაგან არიქა მაიკლს საქართველოშიც გამოუჩნდნენ ფანები და გული მართლა წყდებათ მეთქი მაგრამ მერე მივხვდი "რაის ფანებიც" იყვნენ… მაგრამ ყველაფერი ცუდათ ამოტრიალდა : ეხლა უკვე პირიქითაა, ვისაც მაიკლის ფოტო უყენია და მას ფბზე აShareბს, ბევრის თვალსაზრისით მოდას აყოლილად ითვლება რაც სწორი არ არის :) მოკლედ , რაც არ უნდა იყოს ამასწინათ ამ საკითხთან დაკავშირებით პოსტი გქონდა და უკვე ყველამ იცის სიმართლე . ასე რომ რომ ჩაამატო , არაფერი დაშავდება :) <3
და როგორც ზემოთ ერთ ერთმა ახსენა, სიტყვა ბლოგერი მართლაც რომ შენს ბლოგთან ასოცირდება ჩემთვისაც.
უდაოდ კარგი და საინტერესო ლექსიკა გავს , წერის მანერაც მომწონს,ორიგინალურია და ყოველთვის მიჩნდება სურვილი ვიკითხო.. ზოგჯერ შენს პოსტს 2 ჯერ ან 3 ჯერ ვკითხულობ ხოლმე :) მართლა :) თემაც ორიგინალურადაა შერჩეული..სმენა და ხმაც ფანტასტიური გაქვს (სიმღერა რომ ჩაწერე იქიდან გამომდინარე ).. შენ ჩაწერილ სიმღერებს კვლავ ველი :) ^_^
ზე-იდეალური დახასიათება.
ძალიან საყვარელი ხარ. ^^
aww thank you <3
თიინ უსაყვარლესი ხარ <3 დღე არ გავა აქ რომ არ შემოვიდე :)შენს ფრჩხილებზე ჭკუა მეკეტება მეც მინდა მაგრამ არ შეიძლება ვიოლინოს გამო ამიტომ ვტკბები შენი ფრჩხილების ყურებით :D ვერცერთ ბლოგზე ვერ ვგრძნობ თავს ისე,როგორც აქ <3 :*
ვიოლინოზე უკრავ? რა მაგარია <3
მეც მაგ დღეში ვიყავი სანამ დავდიოდი ვიოლინოზე:)))ახლა დაკვრა რომ მომინდება ვიმოკლებ ხოლმე :)))
“ვერცერთ ბლოგზე ვერ ვგრძნობ თავს ისე,როგორც აქ <3 :*”
დიდი მადლობა <3<3 ძაალიან ბევრს ნიშნავს ეს სიტყვებიჩემთვის:):*
სრულყოფილი დახასიათება ^^ ძალიან მომეწონა :)
გამარჯობა! რაღაცამ მომიფრინა თავში და გადავწყვიტე ბლოგი გამეკეთებინა… გუშინ მთელი დღე ვიწვალე და დიდი ვერაფერი გამომივიდა, მაგალითად ებაუთმიში სულ სამი სიტყვა მიწერია :) ყველა ერთმანეთისგან ვსწავლობთ და მეგობრის რჩევის შემდეგ გადავწყვიტე სხვების ბლოგებისთვის გადამეხედა… გადავხედე კიდეც ოღონდ შენსას ვერა, იმიტომ რომ შემითრია და კი არ გადავხედე კარგა ღრმად შევყევი…
ძალიან საინტერესოდ წერ და რაც მთავარია პირველივე სიტყვებიდან იწყება ინტერესი ეს კი ბევრისთვის (to me) მნიშვნელოვანია! ასე განაგრძე და ჩემი სახით ერთი ერთგული მკითხველი უკვე გყავს :)
@Jessie
მადლობა <3
@ShikO
გამიხარდა ძალიან:) დიდი მადლობა <3
შემთხვევით გიპოვე ნეტში და მგონი ბოლომდე ვერ ვხვდები აქ რა ხდება:) შენი ბლოგი გაქ სადაც მარტო შენ წერ ანუ online დღიური?? ისე იდეას მოგიწონეებ და გულახდილობაც მომწონს,იმედია რამეს საინტერესოს (ჩემთვის) ვიპოვი რო ხშირად ვიკითხო ეს ბლოგი :)))
ნუ პრინციპში ონლაინ დღიური შეიძლება დაერქვას:))
თუ მოგესაინტერესეოება- welcome :)
დახმარება თუ დაგჭირდა ფოტოების მონტაჯის ან ეგეთ პონტში… აქ ვარ… აგეე… ვერ მხედაავ? რა სისულელეა… ჰეჰ.. :)
ჰმ, რას ერჩი ჩემ paint-ურ იდეალურ მონტაჟს :O :D
მადლობა მაინც:)))))
მომეწონაა….. ონლაინ მაღაზიები და ეგეთები, ნაცნობი და მტკივნეული თემა :))დღეს აგღმოგაჩინე და გესტუმრები ხოლმე… წარმატებები შენ…
ყველაზე მაგარი ებაუთი გაქვს საქართველოში :ლოვე:
awww <3
თინი,მომწონს შენი ბლოგი! უმაგრესი ებაუთიააააააააააა <3
ჰო,თუ შეგიძლია მითხარი რომელი საიტიდან გააკეთე ეს ბლოგი? ანუ Ge-ზე გეკითხები.
აუ, ახლა ვნახე შენი ბლოგი და აუცილებლად წავიითხავ. საერთოდ მე ძალიან დიდი პატივს ვცემ ყველას, ვინც დღიურის ფასი იცის. მე უკვე 4 წელია დღიური მაქვს და მასზე ვგიძდები. მოგვიანებით კიდევ შეგხმიანები… შენთან მეგობრობა ძალიან მინდაააააააა
მომეწონა, კარგია ;)
ჰაჰ , ნახატებზე გავიგუდე სიცილით :D:D:D
ძალიან ვიხალისე…ფრჩხილეეეეეებიი <3 (ლოოოვე)
შემოიხედე ჩამთან, შეილება არ მოგეწონოს, იმიტო, როოო..იმიტო (შენ სულ სხვა სტილში ხარ, მე სულ სხვაში…უფრო ლიტერატურაა ჩემი)
მოკლედ, კეთილი იყოს ჩემი ფეხი… (მარჯვენა თვალით შემოვიჭყიტე… :D)