7 [31.08-6.09]
აი ესე არს კატეგორიაი ახალი, შვიდ დღედ წოდებული :D კატეგორიის იდეა ნატოშასთან ნანახმა ერთმა კატეგორიამ მომაწოდა, ეს არის 365, სადაც დებდა ხოლმე დღის ასოციაციის სურათებს. მე კიდევ გადავწყვიტე, რომ კვირაობით, 7 დღის ასოციაცია-სურათი დავდო თავისთავად კომენტარებითურთ : ) მაშ ასე:
ორშაბათი
ექიმები- ჩემი სუსტი წერტილი. არრ შემიძლია, ეგრევე ყველანაირი ტკივილი გადამივლის ხოლმე ექიმს რომ მიხსენებენ :D ხოდა ორშაბათს უცებ რამის ოთხად მოვიკეცე ისე ამტკივდა კუჭი და სიცხე ამივარდა 39-მდე. ჩვენს ექიმს ვკითხეთ და ქირურგთან მიდითო.. აქ გამისკდა გული, მეეთქი ჩემს ერთადერთ და განუმეურებელ კუჭს საფრთხე ხომ არ დაემუქრა. დედაჩემმა ბრმა ნაწლავი ჩართო საქმეში და სულ გადავირიე- ჩემს დედისერთა აპენდიქსს რამე არ დაუშავონთქო და ფეხები ავაბაკუნე არ წამოგყვებით მეთქი. ხოდა მამამ ეგრე არ გინდაო და მოუხმო სასწრაფოს.. მართლა ეგრევე მთელმა ტკივილმა გამიარა.. ნუ მაინც მატკინეს ისე მაჭერდნენ ხელებს მუცელზე გასინჯვისას oO მაგრამ მშვიდობიანად ჩაიარა და მითხრეს, რომ ნაღველი მქონდა გაღიზიანებული.. შემსვეს გაზგასული ბორჯომის და უცხიმო და შეუწველი საჭმელების დიეტაზე, რომელიც უკვე აღარ არს ძალაში :D
სამშაბათი
სარეცხი! ბეევრი სარეცხი! ყვარლიდან რომ ჩამოვედი ყველაფერი გავრეცხე აბსოლიტურად, რამის მობილურიანად :D წიკი მაქვს- დასვენების შემდეგ რომ ვბრუნდები, თუ ყველაფერი არ დავრეცხე, სრულფასოვნად ცხოვრებას ვერ ვაგრძელებ :D ხოდა სურათზე უკვე დარეცხილ სარეცხს ხედავთ, ოღონდ ვგონებ მხოლოდ მეოთხედს.. იმიტომ, რომ მთელი გარდერობი წაღებული მქონდა :D
აქამდეც კი ვიცოდი, მაგრამ მაგ დღეს საერთოდ აღვფრთოვანდი სარეცხი მანქანის რაობით :D და რომ არაფერი მქონდა საწუწუნო, იმაზე ვწუწუნებდი ამდენს რა გაფენს, ჩამოხსნის და დააბინავებს მეთქი :user: :ზარმაცინგ: .. :ვეერი ზარმაცინგ:
ოთხშაბათი
ჩემი ზაფხულის სუნი- naomi campbell-ის სუნამო <3 და დიიდი ნეტარება- ყვითელი ავტობუსის ბილეთი :bis: თბილისში გავედი, დავხამდი ყველაფერს! ავტობუსიდან რამის გავძვერი ისე ვათვალიერებდი ქუჩებს. მერე მთელი დღე დავდიოდით ფეხით მე და ჩემი მეორე ნახევარი [ეს ის არ არის რასაც თქვენ ფიქრობთ, ლელაზე მაქვს ლაპარაკი :D ], ვისუნთქე კაარგად გამონაბოლქვიანი, მაგრამ ყველაზე გემრიელი ჰაერი და ბედნიერად ვგრძნობდი თავს. აღარც ავტობუსში მდგომიარე რაღაც საშინელი “ტრაინოი ადიკალონების” სუნთან შეხმატკბილებული ოფლის სუნი მაწუხებდა და აღარც სიცხე <3 ჩემს სურნელთან ერთად კარგად ვგრძნობდი თავს და ვტკბებოდი თბილისით :D
ხუთშაბათი
ოჰ- დიიდი დღე : ) ვილის ძიძა ვიყავი რამდენიმე საათით :love: რომ ვნახე ჯერ გამიცინა, მერე უუცებ დამეგრუზა. ავიყვანე, ვატარე, ვუმღერე და მიელულა თვალები.. დოდკამ დამაკვალიანა როდის უნდა საჭმელი მეჭმია, როდის რა მიზეზით იტირებდა და წავიდა. დავრჩით სახლში მარტო და სანამ ეძინა ფორუმზე პოსტვებიც მოვასწარი, ბლოგების თვალიერებაც.. გაიღვიძა და საჭმლისთვის წყალი უკვე გაცხელებული მქონდა და თურმე ნამეტანი გამიცხელებია :D სანამ ის გავაციე მთელი კონცერტის ჩატარება მომიწია- ვილის ვუცეკვე და ვუმღერე “მომღერალი თახვების” საუნდტრეკის ფონზე , რომ დაეცდია ჩემთვის გაციება-გათქვეფის პროცედურები :D ესეც ხითხითებდა, დაიღალა მგონი :user: აი სურათზე, ჭამის დროს უკვე მიბნედილი აქვს თვალები.. მერე დავაძინე და დოდკამ მითხრა სამი საათი ეძინა, რა უქენი ბავშვსო :D რა ვუქენი და ტკბილად ვუმღერე და ისე დავაძინე- ბიოდენებიანი ხმა მაქვს :lol:
პარასკევი
დიდი ხნის მონატრებული მარუსა ვნახე <3 მაღაზიაში ვიყავით, რაღაც ბრიჯი მომეწონა ოთხშაბათს და ვიყიდე. მერე მაკში წავედით მე, დოდკა, როკო და მარი და იქედან მარის დიდი გამრჯეობის წყალობით კინოში აღმოვჩნდი “მექალთანე”-ზედ :D კარგი ფილმი იყო არასტანდარტული დასასრულით.. და ცოტათი სექსებით :D ოღონდ ისე ლამაზად იყო გადაღებული.. <3 <3
შაბათი:
დღის გამოსახულება :D 16 სახეობის პეჩენია, რომელიც “რაძი ინტერესა” ყველა სახეობის გავსინჯე ერთ ჭამაზე :| კარამელის ჩაისთან ერთად <3 და მერე მთეელი დღე სტაბილურად [:D] კომპთან გავატარე, როგორც დღეს..
დღევანდელის ასოციაცია კიდევ:
:აქ ერთი ძაალიან საყვარელი პმ-ის სკრინი უნდა იდოს,რომლის გამოც ახლა ფრიად უცნაურად და თან კარგად ვგრძნობ თავს: [სამწუხაროდ პმ ბოქსი გამევსო და არც დავაკვირდი ისე მომინიშნავს სხვებთან ერთად :user: ] და თუ ყველაფერი აასე უცნაურად განვითარდა, ალბათ ხვალინდელი დღის ასოციაციადაც ამ პმ-ის მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის შედეგად გადაღებული სურათი აღმოჩნდება მომავალ კვირას : )














ვახ რა მაგარი იდეაა ეს პოსტი!
ფოტოაპარატის ყიდვა მომანდომა :დ
მართლა, შენი რა ღირდა? რარაც სიმპატიურია და მგონი ძვირიც არ უნდა ღირდეს, და ხარისხიც ჩემს მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს.
გოგო, ჩემი ბანძი მობილურით არის გადაღებული :D
ერთი მეგაპიქსელიც კი არ აქვს ამ უბედურს :D
შენი ტელეფონი ეყოფა თაავისუფლად ასეთ პოსტს :p
გუთ გუთ!!!
კაია კაი ჯერ 7 მერე 365!!!
7-ია 365-ის საწინდარიო ნათქვამია :D
უFF ექიმებს ნუღარ გამახსენებ :\
მეც ნაღვლის ბუშტზე მქონდა პრობლემები და დიეტით 18 კილო დამაკლებინეს :D :lol:
ნეტა მეც დამინიშნონ მასეთი დიეტა… ოღონდ წინასწარ შევუთანხმდები რომ 7 კილოზე მეტის დაკლება არ მსურს… :D
ვა რა კარგი გამოსულა ეს პოსტი!
[...] კვირას უნდა ყოფილიყო პოსტი, სახელად 7, კატეგორიიდან 7, მაგრამ სულ მავიწყდება დღის [...]