ბოლო 6 აღმოჩენა
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ სჯობს პირადი ბლოგი თემატურს- შეგიძლია პოსტი დაწერო
მაშინაც, როცა არაფერი გაქვს საწერი
ბოლო აღმოჩენები:
თათუკამ ახალი ავადმყოფობა გამომიჩინა- looklet.com
შეგიძლია ჩააცვა მოდელებს შენი გემოვნებით.. და როგორც კი დალინკა FB-ზე, მაშინვე მივხვდი, რომ “მაუსის შედგმისთანავე” იქ დავრჩებოდი სამარადისოდ :D ამ დროისთვის 4 მოდელი გავამზადე უკვე:
მინდა მინდა მინდა ყველაფერი :Dამაზე სვითის პოსტი გამახსენდა,კოლექცია ბლოგერებისთვის
ჩემი ასე გამოიყურებოდა:
<3
მეორე აღმოჩენა:
facebook-ის ჩატის list-ები. მე ხომ აზრად არ მომდის ხოლმე, რომ საკუთარი კომფორტისთვის რამე მოვიმოქმედო, მაგრამ ვითარებამ მაიძულა ბოლოს და აღარ დავიზარე ჩატ ლისტების გაკეთება. ბლოგერები, რუსთავი2, ამფეტამინი.. დასამატებელი მაქვს რამდენიმე ლისტი კიდევ. თუ ბლოგერებთან ლაპარაკი არ გინდა (:D), შეგიძლია გამორთო მათი განყოფილება, თუ სხვა მეგობრებთან არ გინდა- შეგიძლია ისინი გააქრო და ა.შ. :D ამფეტამინს რაც შეეხება, ის განსაკუთრებული ლისტია და მხოლოდ ერთი წევრისგან შედგება.. და იმედია ავატარი და სახელი-გვარი კარგად მივმალე პაინტის მიღმა :O ჯერჯერობით ჩემს თავსაც კი არ ვუმხელ, რომ ის ამფეტამინია! :D
მესამე აღმოჩენა:
საოცრად გამომდის ავატარების ხატვა :O
მეოთხე აღმოჩენა:
საშინელებაა ბავშვის სკოლაში წაყვანა თოვლის დროს..და ამ ყველაფერს დამატებული “დური კეთილშობილება”, რომელიც გაიძულებს მეორე დაც გაასეირნო- გადიხარ 4-ჯერ მეტ მანძილს, ვიდრე უნდა გაგევლო იმიტომ, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე ხელიდან გისხლტებიან, რომ თოვლში ხელ-ფეხი წაყონ და გუნდები გესროლონ :|
მაგრამ ამისთვის ღირდა:
მეხუთე აღმოჩენა:
გენიალური ვიდეო, ინტერნეტ ნიჭიერისთვის გადაღებული:
და მეექვსე:
მსიამოვნებს სიტყვა “ხლიწ”-ის წარმოთქმა. გუშინ ფრაიმ დაპოსტა ფორუმზე, “ხლიწა”-ო და იმის მერე ასჯერ გავიმეორე :ხლიწ,ხლიწ, ხლიწ,ხლიწ.. .. აი ისეთი სიტყვაა, რომ გინდება თქვა:D
დილემა- მინი პოსტებში გავუშვა, თუ მთავარ გვერდზე? :D მთავარზე გავუშვებ, დაე ყველამ გაიგოს, როგორ/რაებს ვწერ, როცა თავი მტკივა (ნეტა რამდენმა გაიფიქრა ახლა, შენ უაზრო იყო, თავის ტკივილს რას აბრალებო :O ) :D
ეჰ :|






















ხლიწ : ))))))))))))))))))))))))))))))
looklet ძაან მაგარია.. მე 95 მოდელი მყავს :blush:
ხლიწ ჰაჰაჰაჰააჰჰაჰაჰაჰა :D :D
ხლიწწ ^_^
ააჰაჰ რა მაგარია, თქვენც დაამუღამეთ ხლიწ :D:D
@Nataly
ომგ :user: ლინკი დადე პროფილის:blush:
პ.ს.ხლიწ ხლიწ ხლიწ
თინი, შენ სულ ხლიწ გინდა თქვა და მე კიდევ შენი დის ფოტოს მინდა სულ ვუყურო, ისე საყვარლად იღიმება <3
აუ გადამდები ავადმყოფობაა ეხლა სჰევედი და ვეღარ გამოვდივარ … მეც მინდა ჩემი მოდელებიიიიიიიიი :D
momwons sheni modelebii (H)