ორი დრაფტი და ვირტუალური იდეალიზმი

წინასაგამოცდო დაძაბულობა თითქმის ყველგან იგრძნობა. მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო კომპიუტერისგან, მაგრამ ჰოი-ო ნათქვამია :D რა თქმა უნდა, არ გამომდის. სამაგიეროდ ბლოგზე ადვილად ვამბობ ხოლმე- არა, რა დროს ეს არის და “ახლავე ავდგები აქედან”-ის ძახილში მთელ დღეს ფორუმზე ვატარებ.

დილა პირველ რიგში ჭამით, მერე სხვადასხვა კონსპექტების ფორუმალურად ხელში დაჭერით და კომპიუტერის ჩართვით იწყება. ნუ ამას თავის მხრივ მოყვება ინტერნეტის გადატრიალება და + ერთი სიახლე- მთელი დღე თაას და დოდკას თემების კითხვა მშობლების კლუბში. მეღიმება თაას მოყოლილ რამეებზე, იქაურ დონა ბარბარაზე რომ ყვება, გული მიჩუყდება დოდკას პოსტებზე და ცრემლებად ვიღვრები კიბორგას და ვილის სურათებზე :D ამ დილას კიდე საერთოდ გავფრიკე, დოდკას კომენტარი დამხვდა ჩემს სამშობიაროზე პოსტში და მეთქი ააა! სამშობიაროშია და მაინც წაიკითხა და თან დააკომენტა და რაღაცეები დამეწყო :ლოლ: ქათმობა მჭირს მოკლედ რომ ვთქვათ..

ამას მივუმატოთ ჩემს ვირტუალურ იდეალთან [:D]  ერთად პოსტვა მთელი დღე და მისი გამოგზავნილი jamoroquai-ს პლეილისტის მოსმენა და სრული ბედნიერება სახეზეა :bis: ჯამიროს აქამდე მარტო აქა-იქ ვუსმენდი, მაგრამ ეს დღეები რაღაც ძალიან მინდება, რომ მოვუსმინო. არ ვიცი იმის ბრალია, სევენის ნაჩუქარი რომაა თუ იმის, რომ მართლა ძაან მომწონს,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს- მთავარია სრულ იდილიაში ვარ. თანაც ჩემი დები და ძმა სოფელში გავუშვით და ახლა მარტო მე, დედა და მამა ვართ სახლში- წყნარად და მშვიდად:ეგოიზმი:

ამ დღეებში და ზარმაცობის შემოტევებში ორი  დრაფტი, რომელიც რატომღაც ვორდში დავწერე, გამოუქვეყნებელი დამრჩა. ხოდა მგონი ახლა უნდა დავწერო ცოტ-ცოტა ორივეზე :D.. ერთი ჩემს ზემოთხსენებულ ვირტუალურ იდელაზე იყო და მეორე კიდევ ჩვენი ერთი ფორუმელის [hey you] ახლადაღმოჩენილ ნიჭზე ზუსტად გითხრას როგორი ხარ :D

მოდი, ვირტუალური იდეალით დავიწყებ.. ამ პოსტის დაწერას უკვე მერამდენე თვეა ვაპირებ : ))

მცირეოდენი შესავლის სახით: ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც მჩვევია იდეალების შექმნა. თუმცა იმის გამო, რომ ხშირად ამ იდეალებს არაფერზე დაყრდნობით  ვაგებ, მენგრევა ხოლმე, რაც აი მართლა ძალიან არ მიყვარს. ხოდა მიუხედავად ამ საფრთხეებისა, თვალსა და ხელს შუა შემომექმნა[მიყვარს ქართული ენა, აბა ცადეთ და სხვა ენაზე თქვით ასეთი რამე]  იდეალი- seven-ის სახით. არადა ამ უსერთან თავიდან იმდენად დაძაბული ურთიერთობა მქონდა, სადაც ეგ პოსტავდა ჩემი ფეხი იქ არ იყო :D ხოდა აღარ მახსოვს როგორ და რანაირად და ნელ-ნელა დავტკბით.

მაგარი უცნაური  დამოკიდებულება გამიჩნდა. მოდერატორად რომ დავინიშნე სათითაო ნაბიჯს ვეკითხებოდი. ხომ ვთქვი ადრეც, მიჭირდა ორიენტირება- ფლეიმი რთული საქმეა, ხოდა ვეკითხებოდი რჩევებს და ისიც მაკვალიანებდა. ამას პლიუს, ერთხელ, როცა აი მააგარი რთული პერიოდი მქონდა ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო,  sweet november-ს მაგის რჩევით ვუყურე [კინომანია გაქანებული ეგ] და თან რომ მითხრა “გაგაძლიერებს”-ო რაღაც დავმშვიდდი და მაგ განწყობით ვუყურე მთელ ფილმს. მერე სლუკუნ-სლუკუნით ვუპოსტავდი მადლობებს.. გარდა ამისა, როცა აფექტურ მდგომარეობაში ვარ, მარტო მაგის ლაპარაკი მშველის :D ერთს იტყვის და ვმშვიდდები. მაგრამ ისევე, როგორც ჩემი დამშვიდება შეუძლია, შეუძლია გადამრიოს კიდეც. ერთი გადაბრუნებული სიტყვა მაგისგან და ვსო- ვიბუტები და ცუდ ხასიათზე ვდგები, მერე დავერევი ხოლმე საფიხვნოს და ვხურავ თემებს :D

პარალელურად მზრუნველობის ინსტიქტები გამიჩნდა  მის მიმართ. ერთხელ რამოდენიმე დღით მიდიოდა ჩვენს თანაფორუმელთან და თავის მეგობართან ერთად სოფელში და რომ მკითხა რა წავიღო ტანსაცმელიო, სერიოზულად დავფიქრდი და ისე დავუწერე ყველაფერი. ოი რა ბედნიერი ვიყავი რომ ჩამოვიდა და მითხრა ყველაფერი ზუსტად გითქვამს- არც ზედემეტი მქონდა წაღებული და არც ნაკლებიო :ლავ:  გარდა ამისა თავისუფლად შემიძლია თვალები დავთხარო ყველას, ვინც რამე გადაბრუნებულს იტყვის სევენზე :D ვერ ვიტან იდეალებს რომ მინგრევენ ხოლმე ძალით, თან ისეთ იდეალებს, რომელიც დანგრევას ჯერ არ ექვემდებარება. ძალიანაც კარგად ვიცი, რომ შეიძლება სულ პატარა რამით დამენგრეს ყველაფერი, მაგრამ სანამ მაქვს- ფრიად კარგად ვგრძნობ თავს. ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა, იმიტომ, რომ ყველას ასეთი დამოკიდებულება ეჩვენება ჩემს სიყვარულად და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში, არ მყავს პირადად ნანახი საერთოდ. სურათიც კი არ მქონდა ნანახი თავიდან მაშინ, როცა გავფრიკე მაგაზე [მერე ვნახე სურათი, ნუ იდეალები კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ იმ მხრივ არა, როგორც სხვები ფიქრობენ]. ანუ ეს იდეალი ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ :D ეტა შტოტა დრუგოე..აგერ ახლა, ხვალ ძველი ბერძნულის მერე მაღლივურ შეკრებას ვაწყობთ და დილიდან მოლაპარაკებები მაქვს გამართული სევენთან, წამოდი-მეთქი. ისე ბევრი მეუბნება- არაა მაგი გაიდეალების ღირსიო, მაგრამ არ მეყურება არაფერი :D  ჩემი იდეალია და რასაც მინდა იმას ვუზამ! :ლოლ:

მემგონი მეორე დრაფტის დაწერა ხვალ ჯობია, ამდენი ვწერე.. წავედი ახლა და ინვისიბლობის რეჟიმში განვაგრძობ ძველი ბერძნულის სწავლას..

პ.ს. არა, ხო ვიცი ახლა რო უნდა წაიკითხოს ეს და გული ამიფრიალდა :D

პ.ს. 20-ში დედას და მამას ქორწინების 20 წლისთავი ქონდათ. მამამ ბეჭედი უყიდა და დიდი რომანტიკები მოაწყვეს მოკლედ. ხოდა საღამოს მეც მივდიოდი ჩემს პაემანზე და სახლიდან რომ გავედი გზაში შემხვდნენ დედა და მამა. სად მიდიხარო და უცებ ვერ მოვიფიქრე ვერაფერი, თან სიმართლე გითხრათ საჭიროდაც არ ჩავთვალე მოტყუება და – ლანდიშასთან მივდივართქო ვუთხარი. ხოდა თან ხვეწნა-მუდარის რეჩიც მოვამზადე, მაგრამ უცებ მამაჩემმა მითხრა-”ქალო, პაემანზე რომ მიდიხარ, თმები წესიერად არ უნდა გაიკეთოვო?” :D ხოდა ასე უსერ სახით წავედი ლანდიშასთან.. უსერ სთ :| ს- ე, ო :D

18 Responses to “ორი დრაფტი და ვირტუალური იდეალიზმი”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)