რასა ვიქმ [23/02/10]

თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ  მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად”  :D

ვაშა, მოვაღწიე ჩემს ბლოგამდე! ასეთი გადატვირთული დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მალე გადავიწვები. ჩემი აურზაური წუხელ დაიწყო- კაშეში წავედი სულ გულის კანკალით. შეშინებულ დედას და მამას ვამშვიდებდი, არაფერი არ მომივა, ისეთი ადგილები მაქვს გასავლელი, უსაფრთხოა-მეთქი.. ხოდა გაჩერებაზე გავედი თუ არა, ხის ტოტები დამხვდა ძირს გაფენილი.. არ შევიმჩნიე, წავედი მაინც. კაშეს მივუახლოვდი და ყველაფერი ჩაბნელებული იყო და ზუსტად კაშეს გვერდით სახანძრო და სამაშველო სამსახური იყო მოსული, შესეულები იყვნენ ერთ სახლს, სახურავი გადახდია.  ესეც არ შევიმჩნიე და  ფეხის კანკალით შევვარდი ჩაბნელებულ კაშეში. ჯერ თითქმის არავინ არ იყო მოსული და თან უშუქობაში ქარის ხმა ისე ისმოდა, ვხტებოდი ხოლმე.

ნელ-ნელა მოგროვდა ხალხი, ტრივიას გამარჯვებულებიც მოვიდნენ, დოდკაც მოვიდა და ცოტა დავმშვიდდი, ქარზე აღარ ვფიქრობდი.

ტრივიას გამარჯვებულების მოსაწვევები და სამაჯური ჯეოსელისგან წარწერით "თქვენი ქსელი"

ფრიიად კარგ ვიდზე მყოფი დოდკა

მაგრამ კურიერი ჩართეს პირდაპირ ეთერში და იქ ისეთი ამბები თქვეს, ახლა უკვე დაჟინებით მოითხოვეს ჩემებმა, სახლში დაერჭვე მალეო! მეც უკვე მეტი ნერვიულობა აღარ შემეძლო და გადაცემის დაწყებამდე ნახევარი საათი წამოვედი და სახლში მოვუსწარი, თბილად ვუყურე  :D

შეემდეგი პრობლემა- ნიჭიერის ლაივი არ მოიპოვებოდა მაივიდეოზე და არც სხვაგან სადმე, ეგ არ კმაროდა და ისე ვიდეოებიც ვერ აიტვირთა.. წუხელ ადრე დავწექი და არ დავიწყე პოსტის წერა იმ იმედით, რომ დილით “რამე” დამხვდებოდა და აღვიდგენდი გადაცემის სრულ სურათს და სკრინშოტებიც მექნებოდა. მააგრამ ჰოი-ო ნათქვამია! :D  რაღაც პრობლემის გამო  საღამოს 8 საათამდე არაფერი ეშველა ვიდეოებს. საბამ სკაიპით გამომიგზავნა რამდენიმე, რაც ძალიან მინდოდა და ისე გავაკეთე ორიოდე სკრინშოტი. მერე ცალკე მე ვეცადე მაივიდეოზე ატვირთვას, ცალკე საბა (გვეგონა საბას ორივე კომპს რაღაც შეემთხვა:D), მაგრამ ვერაფერი.. ჩემს პოსტს შევუდექი დილიდან. თან ჩემს დას ვამეცადინებდი, თან საწოლში მქონდა განლაგებული ოფისი (დრო დამენანა ადგომისთვის) , თან “ნიჭიერი”-ს ფან პეიჯზე და ჩემს ჩატ სტორიებში ვიქექებოდი გადაცემის რაღაც საკვანძო ფრაზები რომ ამომექექა და ძლივს მოვრჩი მოკლედ :D

რა მინდა ახლა,რას ვწუწუნებ:|

მაგრამ გული გამისკდება რომ არ ვთქვა, პოსტის წერას რომ მოვრჩი და ირგვლივ მიმოვიხედე, რა დღეში იყო სახლი. ახლა დალაგება დავიწყე.. მერე საჭმელი იყო გასაკეთებელი, გავაკეთე.. მერე ისევ ქეთის მეცადინეობის დრო მოვიდა (დედაა, ჩამოდი მალე ყვარლიდან! :D) და თან ჩემი მოსწავლეც ამოვიდა.ბოლოს უკვე ვეღარ გავუძელი და სანამ ქეთი და ჩემი მოსწავლე მიცემულ დავალებებს წერდნენ, მე ჩემი ახალი ვიდეო თვალით და პაინტით ვერთობოდი. მამამ მიყიდა ეს ვიდეოთვალი და მგონი მწარედ მოატყუეს :D 5 მეგაპიქსელი აწერია, გამყიდველმა “ჯიგრულ პონტში” უთხრა, რომ ხუთიანი არ იქნება, სამია სინამდვილეშიო და რომ ვუყურებ, სამი კიარა მინუს სამი კი იქნება!

მოკლედ, დავიღალე ეს ორი დღე და ვინაიდან კაკ მინუმუმ ხვალ დილას სახლი აღარ მექნება დასალაგებელი, იმედია მეტი დრო მექნება ხვალ და მოვხედავ ჩემს ბედკრულ ბლოგს :user:

ტეგების ჩაწერაც კი მეზარება:/

2 Responses to “რასა ვიქმ [23/02/10]”

  • ოოო! რა რთულ დღეში ხარ მოკლედ:))) მეც ვგულშემატკივრობ უკვე შენი დედიკოს დაბრუნებას, თორემ მე მგონი მალე “ნახევარდიასახლისაც” ვეღარ იქნები))

  • პროდუქტიული დატვირთულობა სასიამოვნოა, მაგრამ ასე უაზროდ რო არ კეთდება არაფერი ნერვებს ვაწყდები :-შ მაინც კარგია, რო თავი მოაბი :)

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)