2011 წელი
წლის შემაჯამებელი პოსტის დაწერა, ყველა ბლოგერისთვის ისეთივე სავალდებულო და საპასუხისმგებლოა, როგორც მოსწავლისთვის გადამწყვეტი საკონტროლო წერა – არც გაცდენა შეიძლება, არც ცუდი ნიშნის მიღება და არც ზედაპირულად მოკიდება. შესაბამისად, მეც ავდექი და გადავშალე ბლოგის გვერდებზე 2011 წელს დაწერილი პოსტები.
აქვე უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი მთელი წელი რომ ბლოგის 2 გვერდში ჩამიტევია, მაგრამ სიზარმაცეს ვერ დავაბრალებ პოსტების ნაკლებობას.
მოკლედ, ვიწყებ 2011 წლის შეჯამებას იმით, რომ ვამბობ: ეს იყო ყველაზე კარგი წელი ჩემთვის, დანარჩენი 20 წლის ფონზე. იმდენი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, მეშინია, რომ სათანადოდ ან ვერ ვიტყვი, ან ვერ დავტევ პოსტში.
2010-ის ბოლოს არც ისე კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ:
იანვარი ნიჭიერით დაიწყო. რუსთავი2-ზე უკვე პრომოები გადიოდა და მართალია ძალიან მიჭირდა ამის აღიარება, მაგრამ ხელის ჩაქნევის პროცესი დაწყებული მქონდა და მეგონა, რომ წელს ვიქნებოდი მის გარეშე. ჩაწერების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგე, რომ დაწინაურებას ჰქონდა ადგილი :D პირველ სეზონზე ვიყავი კონკურსში გამარჯვებული ბლოგერი, ახლა ყველაფერი მბარდებოდა, მეტი შემოსავლით. მოკლედ, ამ კუთხით დავწყნარდი დროებით და კარგად შევეგუე ახალ პასუხისმგებლობებს.
თებერვალში, მეთვითონაც გაოცებულმა ამ საკითხით, ცხვირის ოპერაციის დაგეგმვა დავიწყე. საერთოდ, ამით მივხვდი, რომ ერთია “მინდა გავიკეთო ცხვირის ოპერაცია” და მეორეა მოქმედებაზე გადასვლა, რაც აუცილებლად გამოიხატება პირდაპირ კონსულტაციაზე მისვლაში. საბედნიეროდ, ჩემები დამთანხმდნენ და ყველაფერი ძალიან უცებ აეწყო. ასეც მინდოდა – არ უნდა მომესწრო დაფიქრება, რომ არ შემშინებოდა რამის. რამდენიმე კონსულტაცია და 2-3 კვირაში საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდი.
მარტი პირდაპირ ოპერაციით დაიწყო, 2 მარტს უკვე ახალი ცხვირი მქონდა და გაბრუებული ვიწექი მეცხრე საავადმყოფოს რომელიღაც პალატაში. ოპერაციის ამბებზე ცალკე კატეგორია შევქმენი დაინტერესებულებისთვის – http://tiny.ge/?cat=2151 . ცხვირით 100% კმაყოფილი ვარ. მართალია ძალიან ბევრი კატაკლიზმა განიცადა დროთა განმავლობაში და რამდენიმე ფორმა გამოიარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დასტაბილურდა, ყველა განვლილ ფორმაზე მეტად მომწონს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეცვალა ფსიქოლოგიური კუთხითაც. ძალიან ბევრი კომპლექსი ჩამომშორდა. შეიძლება ბევრიც დამრჩა, მაგრამ ისეთი არა, რომ 24 საათი მაწუხებდეს.

აპრილი და მაისი კარგად არ მახსოვს გარდა იმისა, რომ ნიჭიერს ვუთმობდი დიდ დროს და თან ვხვდებოდი, რომ ყურებამდე შეყვარებული ვიყავი :D ბლოგზე თითქმის არაფერი დამიწერია ამაზე, მაგრამ დავწერ როდისმე.
წინა წლის შეჯამებაში ვწერდი “მთელი წელია მშვიდად ვარ და არც ვაპირებ სიმშვიდის დარღვევას”, “ცხოვრებაში პირველად არ დავდივარ ურთიერთობებით დამძიმებული” და ა.შ. “ცხოვრებაში პირველად”-ში წელიწადზე მეტი დრო იგულისხმებოდა და ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ამ გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ სრულიად Fresh შევხვდი ახალ ურთიერთობას, რომელიც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც მინდოდა – დაგეგმვის გარეშე, თავისთავად და თავიდანვე ძალიან ძლიერი გრძნობით. ფრაზები “ურთიერთობებით დამძიმებული”, “არ ვაპირებ სიმშვიდის დარღვევას”, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რა ძალიან არაჯანსაღი წარმოდგენები მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით წინა გამოცდილებების ხარჯზე. ახლა არ ვიცი რას ნიშნავს დამძიმება, თუნდაც ჩხუბის დროს (ნუ ხო, ჩხუბის გარეშე ჯანსაღი ურთიერთობა არ არსებობსო ნათქვამია :D ). რომ დავიწყო ახლა, შეიძლება ჩამოვდნე და არ მოვრჩე არასდროს…ასე რომ, მოკლედ და კონკრეტულად: ძალიან შეყვარებული და ძალიან ბედნიერი ვარ.
ივნისში უნივერსიტეტი “დავამთავრე”. http://tiny.ge/after-4-years/ . ძალიან რთული გადასალახი იყო ივნისი – ივლისი იმიტომ, რომ გამოცდების პერიოდი ნიჭიერის პრეკასტინგების დაწყებას დაემთხვა. გზაში ვსწავლობდი ხოლმე და რა თქმა უნდა, ვერ მამახსოვრდებოდა წესიერად…შედეგად, ამ სემესტრში მაქვს კიდევ სასიარულო უნივერსიტეტში.
რაც შეეხება პრეკასტინგებს, დავფრინავდი რომ გავიგე მივდიოდი. ერთი თვით ჩემოდნებზე შეჯდომა არ იყო ადვილი, ძალიანაც დავიღალე, მაგრამ ახლა, თვეები რომ გავიდა უკვე მზად ვერ მეორე წრეზე წავიდე :D გიორგიმ მითხრა, პრეკასტინგების მერე გახდი ჩვენიანიო :))
ზაფხულის ქრონიკები – http://tiny.ge/precastings2011/
კასტინგების ბოლოსკენ, უკვე ვფიქრობდი რა მექნა ნიჭიერის მომდევნო სეზონამდე, რა სამსახური მეპოვა და ა.შ. ისე, ძნელია რამეზე ფიქრი, როცა ძალიან გიყვარს ეს და არ გინდა სხვა. დაბრუნებიდან მეორე დღეს, საბოლოოდ ვალაგებდით ანკეტებს და გიორგიმ მიხმო და ძალიან კარგი ახალი ამბავი დამახვედრა – ამჯერად ჯეოსტარი ჩამბარდა :))
მთელი აგვისტო, ნულიდან დასაწყებ საქმეს დავუთმე შესაბამისად. დაწვრილებით ერთ პოსტში მიწერია – http://tiny.ge/geostar/
სექტემბერში დაბადების დღე მქონდა, რომელიც პრინციპში პირველად ჩავატარე ძალიან მშვიდობიანად და როგორც მჩვევია, ისე ღრენა და ცუდ ხასიათზე ყოფნა არ დამიწყია. შეიძლება იმიტომ, რომ დილა მირიანით, ანტრეს ჩიზქექით და ძალიან cute საჩუქრით დაიწყო :D + ძალიან ბევრი მოლოცვა Fb-ზე
ოქტომბერი არაფერი ისეთი. დაღლას ვგრძნობდი უბრალოდ და ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. დიდი ხანია არ დამისვენია, არსად წავსულვარ სიმშვიდეში და როგორც ვატყობ, ახლაც ვერ მოვახერხებ მინიმუმ ზაფხულამდე. დროდადრო ეს გადაღლა ძალიან თავს იჩენს და მაწუხებს ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდები.
ნოემბერში კიდე ისეთი ახალი ამბავი დამახვდა სამსახურში <3 ამჯერად, საქმე ისევ დაწინაურებას ეხებოდა. ამჯერად მარკეტინგის განყოფილებაში გადავედი და მთეელი რუსთავი2-ის ინტერნეტ მარკეტინგი ჩამბარდა. საკმაოდ საწვალებელი იყო თავიდან დალაგება ყველაფრის. ჯერ ის შედეგი არ არის, რაც მინდა იმიტომ, რომ საახალწლოდ არასდროს არავის არ სცალია, წინასწარი მზადება იყო და სეზონის ბოლო, რამაც ბევრი რამე გაართულა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. რომ ჩაივლის ეს საგიჟეთი, მერე ყველაფერს უკეთესად მივხედავ. ძალიან საყვარელ ოთახში, ძალიან საყვარელ თანამშრომლებთან ერთად ვარ :))

ჩემი ძალიან სამსახურეობრივი დაფა :D
დეკემბერს რაც შეეხება, ქეთის დაბადების დღეზე ლეკვი ვუყიდე და ახლა მთელი ოჯახის გასართობი ის არის :D ძალიან საყვარელია. დანარჩენი რა - მგონი დღემდე საახალწლო განწყობა მერყევად მქონდა – ხან კი, ხან არა. დღეს საახალწლო საყიდლებზე წავედით მე და მირიანი და ახლა კარგად შემომიტია წინასაახალწლო შეგრძნებებმა :) ხვალ, 31-ში, საღამოს ჯეოსტარის ფინალი გვაქვს. მერე კი, ცხოვრებაში პირველად დამოუკიდებლად გავაკეთებ საცივს და ოჯახს გარეთ შევხვდები ახალ წელს.
მოკლედ, ასეთი იყო 2011, ბევრი დეტალების გამოტოვებით იმიტომ, რომ ერთ პოსტში ყველაფერი არ ეტევა. თუმცა, მთავარი რამეები ვთქვი და წინ 2012 წელია, რომელსაც, დიდი იმედი მაქვს, ბლოგზე ორ გვერდზე გაცილებით მეტი დაეთმობა.
გილოცავთ წინასწარ <3









ესე იგი.
მშვენიერი წელი გქონია და გილოცავ წარმატებებს.
მაგარია.
ხოდა მე მაინც ისეთი თინი მენატრება ხოლმე, პმს-ებზე რომ წერდა. ისეთიც იყავი ხოლმე რა. :მო:
ეს ყველაფერი კარგი <3 მაგრამ მე "ის" ამბები უფრო მაინტერესებს :დ :დ საყვარელი თინი თავისი საყვარელი და უბრალო , ამბებით .. არც გადატყლარჭული და არც გადმოტყლარჭული .. აი ამიტომ ხარ ჩემი "პრეფერიტო" ბლოგერი :))
თინ, მე 2011-ში შენ გნახე პირველად “ლაივში” (ვერ ვიტან ამ სიტყვას, არადა :დ) <3 მართალია ისეთი დაღლილი ვიყავი და ისეთ გადარბენაზე, ორი სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე,არადა როგორ მინდოდა ;\ უბრალოდ, დებილი ვარ ეგეთებში (და არა მარტო ;დ), ხოდა მაგიტომაც … მაგრამ ხომ გნახე სამაგიეროდ :)) ხოდა ის, გილოცავ ახალ წელს, აღარ მეტყობა,მაგრამ ძალიან მიყვარხართ მე შენ და შენი ბლოგი <3 ცოტა არარეალურია ფაქტობრივად უცნობი გოგოსგან ამ სიტყვების სიმართლის დაჯერება, მაგრამ შენ თუ არ მიცნობ, სამაგიეროდ მე გიცნობ შენი პოსტებით… ამ ნოთ პირფერინგ :დ
2012-შიც ვერ მომიშორებ თავიდან :დ
ძალაინ დატვირთული წელი გქონია! გილოცავ წარმატებებს!
ძალიან კარგი, და ამასთანავე დატვირთული წელი ყოფილა შენთვის.. :)
წარმატებები 2012ში , თინი! <3<3<3
გამარჯობათ http://www.siaxleebi.com
ზე გავცვალოთ ბანერი თუ გნებავთ