2010
მიიწურა 2010 წელი და ყველა ბლოგერი შემაჯამებელ პოსტებს წერს, ეს ერთგვარი დაუწერელი კანონია ბლოგერებისთვის ზოგადად. სანამ დავიწყებდე, წინა წლის შემაჯამებელი პოსტიდან ვაციტატებ:
“2008 წლის შემაჯამებელ პოსტს თავისი გეგმებიანად არ ვლინკავ, გეგმები მეტ-ნაკლებად შესრულებულია, მაგრამ ისეთი პოსტი იყო, რომ მაგრად არ დამევასა :D და წლევანდელი პოსტიც ალბათ მომავალ წელს არ დამევასება და ნერვები მომეშლება.”
so true! წავიკითხე და კინაღამ დავჭმუჭნე და შევჭამე…შესაბამისად არ ვლინკავ.
წელს იმდენი რამე შეიცვალა, რომ ცოტა მიჭირს დაწყება. დაახლოებით ისეა, ბევრი სასუსნავი რომ გაქვს წინ დალაგებული და ვერ გადაგიწყვეტია რომლით დაიწყო.
ვინაიდან ბლოგზე ვართ, აქაური ამბების შეჯამებით დავიწყოთ:
ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი მაინც არის. თუმცა ვიზიტორები ერთია და ხარისხი მეორე, ვთვლი, რომ თუ წლის დასაწყისს არ ჩავთვლით,ძალიან ვიზარმაცე. შეიძლება 2009-ის ბოლოს ბევრმა პოსტვამ (თვეში 30-31 პოსტი) გამომფიტა და სერიოზული არაფერი დამიწერია. საბედნიეროდ, მკითხველები მოთმინებით ელოდებიან როდის დავუბრუნდები ნორმალურ მდგომარეობას (თუ არსებობს რამე ასეთი). პასიურობის მიუხედავად სტილში შეიცვალა ბევრი რამე:
- მივხვდი, რომ ყოველთვის არ უხდება პოსტებს სლენგების ენა, მითუმეტეს, როცა ყოველდღიურ საუბარში მეთვითონ არ ვიყენებ და ნაწერში რა უნდოდა? :D აი მაგალითად, ზემოთხსენებული “მომავალ წელს აღარ დამევასება” რა თქმაა, როცა არსებობს სიტყვა “მომეწონება”.
- აღარ ვტენი წუწუნით და პმს-ებით.
- ცოტა არათავისუფლად ვარ (ეს მგონი ცუდია და თან კარგიც)
- დავწერე about me, რომელიც იმედი მაქვს კიდევ დიდხანს არ იქნება დემო რეჟიმში.
- მებოძა სპეციალურად ჩემთვის აწყობილი დიზაინი, რომლის შეცვლაც არ მომდომებია ამდენი ხანია უკვე.
- ჩავუყარე საფუძველი ჩემს ბლოგზე პაინტოლოგიას :D (ჰედერი შესაცვლელი მაქვს უკვე ოღონდ)
სერიოზული ბლოგერული გამოცდილებები უყურადღებოდ არ მინდა დავტოვო:
- ნიჭიერის ბლოგერობა. პირველი კორპორატიული ბლოგი ჩემთვის. მართალია თავისუფლები ვიყავით მეტნაკლებად (ანუ ნიჭიერის განხილვის მაგივრად “ქალთა სახეები იმედის დილაში” არ უნდა დაგვეწერა, ლოგიკურია :D), მაგრამ ძალიან დაძაბული ვიყავი ყველა პოსტის წერისას. სულ პირველი განხილვის პოსტი მე მომიწია, დღეები ისე განაწილდა. ასე რომ საერთოდ ჰაერში მჯდომარემ მოვიფიქრე საკუთარი პოსტების ფორმატი, რომელიც ნახევარფინალებიდან სხვა (ისევ საკუთარი)ფორმატით ჩავანაცვლე. ერთ რამეს ვამჩნევდი, რომ რაც დრო გადიოდა, უფრო ოფიციალურ ტონზე და პროფესიულ შეფასებებზე გადავდიოდი, ვიდრე ემოციებზე დაყრდნობით, რაც ვფიქრობ თავიდანვე ასე უნდა ყოფილიყო. უბრალოდ გამოუცდელობისგან ვერ მოვიფიქრე დასაწყისში.
- IWPR-ის პროექტი არჩევნების პერიოდში. სამი დღის მანძილზე საერთოდ უცხო ამპლუაში აღმოვჩნდი, საარჩევნო უბნებზე პოლიტიკოსებს ველოდებოდი, ინტერვიუებზე დავრბოდი და მორჩილად ვდგებოდი განზე როცა დიადი ტელევიზიების კამერები თავში მხვდებოდა. მაგრამ მაგარი გამოცდილება იყო. გიგი უგულავასთვის სოციალური მედიის სახელით ჩამორთმეული ინტერვიუ არ დამავიწყდება, სხვა თუ არაფერი! :D ყველაზე საინტერესო ის იყო, გუნდი როგორ მუშაობდა და კოორდინირება როგორ იყო. მოკლედ, სამი დღით ასეთი რეჟიმი კარგი იყო, მაგრამ ზოგადად სახლში ჯდომა და თბილად ტკბილად ბლოგზე პოსტვას არაფერი ჯობია.
პირადი ცხოვრება:
ცხოვრებაში პირველად არ დავდივარ ურთიერთობებით დამძიმებული . უბრალოდ ერთი ის მაფიქრებს ხოლმე, რაში მჭირდებოდა ის, რაც ასე მაწუხებდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ…ხო სულ ქათმურად დავდიოდი? გინდათ პრობლემატური გეგონოთ (ვარ :D), გინდათ წარსულს გადაყოლილი, მაგრამ მთელი წელია მშვიდად ვარ და არც ვაპირებ სიმშვიდის დარღვევას. შესაბამისად, თეორიამ “ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი” კრახი განიცადა და ამწუთს, ერთადერთს, რასაც ვინატრებდი ბევრი ფულია! :D
წლის განწყობა:
გაზაფხული - სულ დაკავებული ვიყავი. ძირითადად სამსახურებით. პრინციპში კარგად ვგრძნობდი თავს. უბრალოდ ბოლოს ხალხმრავლობით გადავიღალე, თუ მაღლივში ჩატარებული გამოცდებით, არ ვიცი. ერთბაშად ყელში ამომივიდა ყველაფერი.
ზაფხული- ერთადერთი, რაც აშკარად მჭირდებოდა- დასვენება. სტარტი ბათუმით ავიღე. პირველი ორი დღე მარტო წავედი და მარტო ვიყავი.მერე ოჯახი შემომიერთდა, მაგრამ მაინც დავისვენე. შემდეგი გაჩერება- ყვარელი, რომელიც წლებია ასეთ ნეტარებად არ მომჩვენებია. ისეთი საგიჟეთი მქონდა მთელი 2009-დან, რომ მიკვირს უფრო ადრე არ გადავიწვი. ერთი თვე ოთახში შეკეტილმა გავატარე. საღამოობით ხანდახან გამოვდიოდი ხოლმე მეგობრებთან, რომლებიც წარა-მარა წუხდნენ ჩემი მოდუნებით. ამ პერიოდში მივხვდი, რომ თავის დროზე, სტრესიდან გათავისუფლების არასწორი მეთოდი ავირჩიე თავის დროზე და იმის მაგივრად, რომ დავმჯდარიყავი, როცა მეტირებოდა მეტირა, როცა მეცინებოდა მეცინა, ავდექი და თავს ძალა დავატანე, იდეაში გავაგრძელე ყველაფერი ძველებურად, მაგრამ უარესი მომივიდა როცა გავაანალიზე რა ხდებოდა.
შემოდგომა- გაზაფხულისკენ დაწყებული ცვლილებები გრძელდებოდა- გაცხარებული სოციოფობოა, სიწყნარეში ჯდომის სურვილი, სულ “დამანებეთ ვისვენებ” მდგომარეობა გამიტკბა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დაიწყო, უნივერსიტეტშიც იშვიათად დავდიოდი. სახლიდან ჩემს გაყვანას კიდევ მთელი სპეცოპერაციები ჭირდებოდა. ამის გამო ბევრი ნაწყენი მეგობარი, ნათესავი, ნაცნობი შემოვიკრიბე გარშემო :D
ზამთარი- იგივე… ვამბობდი შემოდგომა უნდა იყოს ენერგიის მოსვლის სტარტი მეთქი, მაგრამ ვერ მომართვეს,უფრო ჩავჯექი. ჩემები კომპიუტერს აბრალებენ, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, ვისვენებ. არა, უფრო სწორად ახალ ფაზაში გადავდივარ, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც მე მომწონს: სიმყუდროვე, საყვარელი საქმიანობები, გატაცებები და ყველაფერი ის, ვინც და რაც მიყვარს.
მიუხედავად იმისა, რომ ასე გავითიშე, დავკომპლექსდი , უნივერსიტეტში ვიზარმაცე (და იმედია ცხვირში არ მომხვდება კურსის ბოლოს მაგის გამო) , სამაგიეროდ ბევრი სხვა რაღაც დადგა თავის ადგილას: მიზნები, სურვილები, გეგმები… ახლა ზუსტად ვიცი რა მინდა და იმედის გროვაც ვარ. თუნდაც ყველაფერი 100%-ით ვერ განვახორციელო, იმით მაინც ვისიამოვნებ, რომ საყვარელ საქმეს გავაკეთებ და მიზანი მექნება.
იმედი მაქვს 2011 უკეთესი იქნება. ჩემ თავს ვუსურვებ მეტ ნებისყოფას, მეტ ენერგიას. ჩემ ბლოგს ამ წლისგან განსხვავებით, საინტერესო პოსტებს. თქვენ კიდევ ბედნიერ ახალ წელს :))









იმედი მაქვს რომ 2011 წელს დასვენებული ცოტა გამოხვალ მდგომარეობიდან.
ნუ 50 000-იც გჭირდება.მოკლედ წარმატებები ნამდვილად იმსახურებ ბედნიერებას :*
ერთი ამ უნივერსიტეტს მოვრჩე და მერე კი თამამად ვუწოდებ თავს დასვენებულს :D ახალი წელი არ მერგება, გამოცდები უნდა მეჯახოს პირდაპირ:))))))
მადლობა <3 შენც <3
კარგა ხანია შენს ბლოგზე აღარ შემოვსულვარ (ეს მხოლოდ ჩემი მოუცლელობის გამო), ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე ეს პოსტი.. მინდა გითხრა, რომ საკმაოდ გაზრდილხარ (შემოქმედებითად) წინა წელთან შედარებით.. უფრო კრეატიული და მომთხოვნი მეჩვენები შენი თავის მიმართ, ეს კარგია და მომავალშიც ძალიან დაგეხმარება..
წარმატებებს გისურვებ 2011-ში..
კაია , მარა მეწყინა რო კარიერაზე არ წერია -_-
გილოცავ თინი: )) მე გისურვებ ყველაზე, ბედნიერ და წარმატებულ წელს:)
@tei
მადლობა,გამიხარდა:) მართლა მაინტერესებდა ესეთის აზრი,ვისაც თვალი არ აქვს შეჩვეული ყოველდღიურად, უფრო ადვილად აღიქვამენ ცვლილებებს და:))
შენც ასევე,წარმატებები:))
@Blablabla
ხო იცი რა თავმდაბალი ვარ -_-
@salomeaa
მეც გილოცავ, ყველაფერი საუკეთესო :*
ბოლომდე წავიკითხე და მომინდა მეც დამეწერა ჩემი 2010,მაგრამ გამოცდა მაქვს ხვალ დილით და აქ უნდა ვიყო ახლა მე?წავედი :* უკეთეს 2011_ს გისურვებ :D მე მაკმაყოფილებს ეგეც :))
ნიჭიერმა მე შენი სტატიებით ტკბობის შესაძლებლობა მომცა ამ წელს <3 მადლ"ი"ობა პატ…,კიარადა რუსთავი ორს და ნიჭიერს(ბლოგს) :D