Archive for სექტემბერი, 2010
wtf, haters?!
ცოტა შორიდან დავიწყებ: ძალიან ცუდად ვერკვევი შოუ ბიზნესში. უფრო სწორად, მუსიკალური არხები, მოგეხსენებათ საქართველოში არ გვაბადია წესიერი. აბა, პირველ სტერეოზე გადართავ და ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული ქართული კლიპები დაგხვდება, music box-ზე კიდევ ყველანაირი მუსიკაა (ოღონდ პირველ სტერეოს არ ვადარებ, გაცილებით უკეთესია) და ამიტომ მხოლოდ მაშინ ვრთავ, როცა მაგალითად სამეცადინო მაქვს და ჩემი ჩვევის გამო, რომ რაღაც აუცილებლად უნდა ხმაურობდეს- ხმაურობს კიდეც და ისეთი მუსიკაცაა, რომ არ ვუსმენ და მეცადინეობაში ხელი არ მეშლება.
როცა არ ვუსმენ ყურადღებასაც არ ვაქცევ ვინ არიან და რა უნდათ. თან დიდად არ გამოვირჩევი შოუ ბიზნესური სიახლეების ინტერესით. ბოლო დროს დავინტერესდი, რომ მივხვდი რომ ვაკუუმში ვიყავი მოქცეული იმდენი სიახლეა.
რამდენიმე თვის წინ youtube-ზე justin timberlake-ს რომელიღაც სიმღერის ძებნისას შემომეყარა ერთი ბავშვის ვიდეო, რომელიც რაღაც ძალიან ჩვეულებრივი სახლის ჩვეულებრივ დივანზე იჯდა გიტარით ხელში და მღეროდა ტიმბერლეიკის სიმღერის ქავერს. ისე მომეწონა ბლოგზეც დავდე ვიდეო და ფეისბუქზეც დავლინკე.
აი ახლა, დაივიწყეთ რომ ეს “ის” ჯასთინ ბიბერია და უყურეთ ჩვეულებრივ youtube-ზე ნაპოვნი ვიღაც ბავშვის ვიდეოსავით:
ხო იტყვით, რომ საყვარელი ნიჭიერი ბავშვია? ისეთი მელოდიაა, რომ ძალიან ძნელია საინტერესოდ იმღერო თან მარტო გიტარით. ტიმბერლეიკიც ვერ იმღერებდა ასე:D
რომ დავლინკე მერე მითხრეს, რომ ეს ბავშვი ამ ვიდეოს მერე კარგადაც გაიზარდა და ვარსკვლავიც გამხდარა.
მერე, თუ არ ვცდები, დოდკამ მომიყვა, რომ თურმე ეს ბავშვი დებდა თავის ვიდეოებს youtube-ზე, იპოვა usher-მა, მოეწონა, ჩაწერა დუეტი და ასე ნელ-ნელა გააSTAR. უფრო სწორად, გასტარდა, თორემ რაც არ უნდა დიდმა ვარსკვლავმა გარეკლამოს, თუ ნიჭი არ გაქვს ვინ აიტაცებს?
ამ სიტუაციის გარკვევის შემდეგ უკვე მხვდებოდა თვალში FB-ზე (უეჭველი იქამდეც იყო და მე, რა თქმა უნდა, ყურადღების მიქცევა არც მიფიქრია). საქართველოშიც ძალიან ბევრი ფანი ყოლია და იმდენივე HATER-ი.
ჰეთერების ნაკლებობას არც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჩივის.
მართლა ძალიან დამაინტერესა რატომ სძულდათ ასე ძალიან და ილიას ვკითხე, ხომ არ იცი მეთქი? ილიამ თქვა მგონი იმიტომ, რომ ყველგან ატენიანო :D კარგი, დავკმაყოფილდი პასუხით, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავწვდი მაინც. მერე შევიხედე სხვადასხვა ჰეით პეიჯებზე და რას ვხედავ:
[P.S. some people from foreign (and also from georgia o_O) thinked, that i'm also hater :D no, that's not right...and if you can't reading georgian languague, that's P.S. is for you :D i just said, i also don't like bieber and miley, but that Haters sucks, really :P ]
ამ ბოლოზე გული მომიკვდა მართლა :(
ხოდა სერიოზულად დავფიქრდი რატომ სძულთ ასე. რა თქმა უნდა, იმავდროულად საფიქრალია რატომ ყავს ფანები :D მაგრამ მართლა არ არის ისეთი, რომ გძულდეს. JB დაირქვა და gayB-ს ეძახიან, აკეთებენ აი ასეთ საშინელ სურათებს (მეტი საქმე რატომ არ აქვთ), აგინებენ ლექსიკონის ამოწურვამდე, მიდიან კონცერტზე იმისთვის, რომ თავში შუშის ბოთლი ესროლონ o_O
მიზეზი: ყველაფერი ვერ აქვთ დალაგებული თავში :D რას უშავებთ, დგას და მღერის. აბა თუ შნო აქვთ, თვითონ დადონ youtube-ზე სიმღერები და ისე კარგად იმღერონ, რომ ვინმე ვარსკვლავმა იპოვოს და “ხელი მოჰკიდოს”.
მეორე, რაღა ამომავალი და უკვე ამოსული ვარსკვლავი სულ ახლახანს გავიგე- miley cyrus და ის ის იყო მეგონა ბაზარში ყველა რვეულზე და სასკოლო ჩანთებზე გამოსახული hanna montana-ც კიდევ ერთი ახალი იყო, FB-ზე ამიხსნეს, რომ ეს ორი ერთი და იგივეა :D
შემოქმედებაზე ვერაფერს ვიტყვი, ერთი სიმღერა მაქვს მარტო მოსმენილი. ჩვეულებრივი პაპსაა ნუ… მაგრამ ამასაც ბევრი ფანი და ბევრიც მოძულე ყავს.
hate-რების ტენდენცია შევამჩნიე- ბიბერი ბიჭებს სძულთ, ეს გოგო გოგოებს.
ნამდვილად არ მომწონს ეს ახლად გამომცხვარი ვარსკვლავები (კიდევ რამდენიმეს სახელი გავიგე ბოლო დროს და რამდენიმე დღის წინ მუზიკ ბოქსს დაკვირვებით ვუყურე, რომ ცოტა გამეგო რა ხდება) და უეჭველი კიდევ იქნებიან ვიღაცეები, ვინც არ ვიცი, მაგრამ მაინც პატივს ვცემ რომ ამდენს აღწევენ.
რატომ უნდა მძულდნენ აბა. რამდენჯერ მიოცნებია (yes,ახლაც ვაგრძელებ) საკუთარ სტუდიაზე, კლიპზე, სოლო კონცერტზე და პოპულარობაზე და აბა სად არის? :D ისე, რომ იყოს, ერთი რამე ვიცი- ფსიქოლოგთან სიარული მომიწევდა ისე დავითრგუნებოდი ამდენი მოძულე რომ მყოლოდა. შეიძლება ეს მე ვარ სუსტი და იმიტომ იმოქმედა ერთი ცინგლიანი შეყვარებული გოგოს გახსნილმა გრუფმა i hate tinatin osefashvili თავის დროზე, სადაც მერე კი მაგრად გავერთეთ მთელი ჩემი სამეგობრო, მაგრამ ხო ფაქტია ვიღაცას იმ მომენტში ისე ვძულდი მუქარის წერილებიდან დაწყებული გვერდის გახსნიანად ყველაფერი ქნა ოღონდ ბოღმა ამოენთხია :D
ხოდა ავიწყდებათ, რომ ისინიც ჩვეულებრივი ბავშვები არიან, ინტერნეტთან დაახლოებულებიც (ჯასტინი განსაკუთრებით) და ხედავენ ამ ყველაფერს. რომ არაფერი ვთქვათ საკუთარ კონცერტებზე დაშენილ მძიმე საგნებზე. არ უარვყოფ, მეც მაღიზიანებენ ვიღაცეები ზოგჯერ ისე, რომ მზად ვარ ყურებიდან ბოლი გამოვუშვა, მაგრამ ცოტა არ იყოს მანიაკიზმია თუნდაც ასეთი სურათების გაკეთება. ასკროლეთ, კარგად დააკვირდით სურათებს და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც ესენი გააკეთა როგორი არსება უნდა იყოს…
ისე კიდევ, თინეიჯერებო, ალბათ ოდესღაც გადაგივლით (თუ არ გადაგივლით არც ეგაა ტრაგედია) ამათი ფანობა და რომ გადაგივლით, მერე გირჩევთ X factor-ის ყურება დაიწყოთ, იქ იპოვით ნამდვილ ნიჭიერებს და ნამდვილ მომღერლებს, რომლებიც უფრო იმსახურებენ პოპულარობას. აბა უყურეთ მაგალითად ამას, ხომ არის დაბადებული ვარსკვლავად :)) (ამის გარდა კიდევ ძაალიან ძალიან ბევრია, უბრალოდ ეს ბოლო დროის ფავორიტია ჩემი, გაჭედილი მაქვს დღეში 9-ჯერ ვუყურებ :D )
likethislist
the ugly duckling
ყველაზე ძნელი დასვენების შემდეგ მობილიზებაა, თუ დროზე არ მიხვდი და არ შეამზადე შენი თავი, რომ არდადეგები დამთავრდა, წასულია საქმე! ისეთი დატვირთული წელი იყო ყველანაირად, რომ ვერც შარშანდელი ზაფხული ვიგრძენი, რომ დამესვენა და მერე მთელი წელიც ათასი რაღაც მოხდა- პირად ცხოვრებაში ბევრჯერ ავირიე და საბოლოოდ ერთხელ დავლაგდი. მქონდა ბლოგერულ ცხოვრებაში პრინციპში წარმატებები, გამიჩნდენ ახალი ნაცნობები და მეგობრები და ბოლოს 5 მაღლივური გამოცდაც გადავლახე, რამაც ცოტა დამარწმუნა საკუთარ თავში- ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ხელოვნებათმცოდნეობის საგნების ასე სწრაფად სწავლა შეიძლებოდა და ბოლოს მართლა კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და არა 5 შეტენილი საგნით.
ზაფხულში ბათუმი და ყვარელი. ბათუმში ნამდვილად არ დამისვენია- ბევრ ხალხს რომ ვუყურებ (რომ ვუყურებ უბრალოდ, თორემ 24 საათი გარეთ ვიყავითქო ვერ ვიტყვი), ძალიან ვიღლები. ყვარელში გაცილებით უკეთესი იყო. მთელი დღე შემეძლო დაღამებამდე ოთახში ვმჯდარიყავი, ან ოთახში ვმჯდარიყავი და მემღერა, ან ოთახში ვმჯდარიყავი და მეცეკვა, ან ოთახში ვმჯდარიყავი და ჩემი საყვარელი რამეებით გადატენილი კომპიუტერი ამეთვისებინა, ან… ან ოთახში ვმჯდარიყავი :D არა, კარგად ვერთობოდი კიდეც, დავწერე მერე პოსტს ამაზე.
დაახლოებით ერთი თვე გასტანა ამ იდილიამ და მერე წამოვედი აქ, მომენატრა აქაურობაც. წამოვედი აქ, მაგრამ განვაგრძე ისეთივე რიტმით ცხოვრება – გარეთ არ გასვლა და სახლში დამწნილება.
უკვე ბეევრი თვეა რაც სახლში ჩავჯექი, უბრალოდ სწავლის პერიოდში იძულებული ვიყავი გავსულიყავი და ასე გავდიოდი. ხოდა ახლა ძალიან მიძნელდება. ერთი კვირაა უნივერსიტეტი დაიწყო. მომავალი კვირიდან სულ რომ მოვკვდე მაინც უნდა ვიარო, არადა ხალხმრავლობა ძალიან მთრგუნავს. სიამოვნებით ვივლიდი ასე:
მაგრამ ვინაიდან ასე ვერ ვივლი, მომიწევს შევეგუო.
დღეს ვფიქრობდი, რა შეიძლება მოვიფიქრო იმისთვის, რომ თავი ვაიძულო და ისევ დავუბრუნდე ადამიანებს მეთქი და გეგმა ასეთია:
როცა რაღაცის ორგანიზებულად გაკეთება მინდა, ეს აუცილებლად საკუთარი ხელით უნდა დავწერო ფურცელზე. არასდროს არ ვიყენებ გუგლის კალენდარს ან მსგავს ვირტუალურ ორგანიზატორებს. ხოდა ავიღე ბლოკნოტი (ახალი! ეს აუცილებელია “ახლიდან” დასაწყებად:D) ჩამოვწერე უნივერსიტეტის ცხრილი, კიდევ საჭირო რაღაცეები, დავამატე საყვარელი სურათები-მოკლედ,მოვეწყვე რა. თუ კომფორტი არ მაქვს ბლოკნოტში, ან რვეულში, ვერაფერს ვერ ვაკეთებ.
მეორე ეტაპი:
- მობილურის დალაგება
ეს ნიშნავს მესიჯებისგან გაწმენდას, თუმცა ეს პროცედურა ისეთი ადვილია ბოლო დროს- პირდაპირ delete all. სურათების დალაგებას,პლეილისტის განახლებას, რომელსაც მართალია არ ვიყენებ იმიტომ, რომ პლეიერი მაქვს, მაგრამ აქ ისეთი სიმღერები მაქვს, რომელზეც როცა მეტყვიან “რას უსმენ, გადამაწერინე”-ს თამამად გადავუწერო და არ დამენანოს :D
- კომპიუტერის დალაგება
დალაგება გულისხმობს, რომ დესკტოპიდან გადავხიკო ყველაფერი ფოლდერში “trash”. დანარჩენებს ადგილმდებარეობა არ ეცვლებათ, იზრდებიან და იზრდებიან. ამასწინად წავშალე რაც გამემეტა, დისკებზე გადავიტანე და ცოტა ადგილი გავათავისუფლე.
- კარადის დალაგება
ეს ხვალისთვის დავგეგმე. ჩემს საყვარელ ტანსაცმელებს რომ შევხედავ, აუცილებლად მომინდება გარეთ გასვლა ვიცი:D
- ბლოგზე დაწერა, რომ “იწყებ”
უბრალოდ თქმას არ აქვს აზრი. ბლოგზე რომ დაწერ მერე უფრო პასუხისმგებლობის გრძნობა გიჩნდება. თორემ შემოვრჩი სახლში “დღეს-ხვალ”-ობით.
ბლოგთან დაკავშირებით:
ადრე ძალიან კარგ რეჟიმში ვიყავი, ყოველ დღე ვწერდი მინი პოსტს მაინც. ხოდა ბრძანებულება გავეცი ჩემი თავის მიმართ, რომ იგივეს გავაკეთებ თუნდაც ცოტა ხნით- ფორმაში ჩასადგომად. ძალით წერას არ ვგულისხმობ, მენატრება უბრალოდ ბლოგი, არადა რომ ვერ ვწერ ნერვები მეშლება და დღეს პირობა დავდე- თუ არ დავწერ პოსტს 3-4 დღით საერთოდ დავხურავ მეთქი და უცებ ისე მშვენივრად დავწერე, რომ საკუთარი თავის შეშინების მეთოდებზე გამეცინა :D
20
(არა,სინამდვილეში უფრო პატარა ვიყავი როცა დავიბადე (:D), მაგრამ არ მომწონს მთლად თოთოობის სურათები )
ხოდა გრძელდება ასე (ცინცხალი, გუშინდელი სურათი):
თეთრი ნასკების გარდა ალბათ არაფერი აღარ არის საერთო, მაგრამ…
__
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, ყოველ დაბადების დღეზე ვხვდები, რომ ვიზრდები და ვიზრდები. ახალ-ახალი გამოცდილებები ყოველ წელს…ძალიან სწრაფად ვიცვლები და ჯერჯერობით მომწონს ეს ცვლილებების პროცესი. 9 წლის რომ ვიყავი, მერე 14-ის, მერე 16-ის თავი ყველაზე დაწყობილად მოაზროვნე და სწორი გადაწყვეტილებების მიმღები მეგონა. ბოლო წლებში ასე აღარ მგონია და ვიცი, რომ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა- ხასიათი, ფასეულობები, გემოვნება, გრძნობები…
საერთოდ, არ მიყვარს ხოლმე ჩემი დაბადების დღე. იყო წლები, როცა ყოველ 18 სექტემბერს, წინა წლის 18-ში ჩაფიქრებული სურვილის ახდენას ველოდებოდი, რომ ამ დღეს უნდა გავმქრალიყავი, სადღაც ამოუცნობ ადგილას უნდა ამომეყო თავი, იქ მეფიქრა მეფიქრა და მერე 19-ში დავბრუნებულიყავი:))ბოლო 2-3 წელია შევეგუე იმ აზრს, რომ არსებობს ერთი განსაკუთრებული დღე, როცა მილოცვები უნდა მიიღო და კარგ ხასიათზე იყო.
დაბადების დღის გადახდაც არ მიყვარს.
ხოდა წელს, მიუხედავად იმისა, რომ არც “რესტორანე დავხურეეე”, არც “მაგარი დრო ვატარეეე”, არც “ჩემი დაბ.დღეეე რა ვიგიჟეეთ” და თითქმის მთელი დღე (თუ შოპინგზე გასვლას არ ჩავთვლით) სახლში ვიჯექი, ყველაზე კარგი დაბადების დღე იყო.
12:00-ზე დაიწყო ტრადიციულად…
პირველი საჩუქარი, როგორც მერე გავიგე (იმიტომ, რომ ფბ-მ გაჭედა და არ ჩანდა. არადა notificaton მომდიოდა) იყო
ეს სმაილები მსნ-ს მოყვება და 24 საათი ვიცინოდით ხოლმე მე და სინი.ხოდა ჩემი მეხსიერებაში გაჭირვების ამბავში კიდევ 2 ტერაბაიტი :D სინ, მალე ნამდვილიც გეჩუქებინოს!
ანის, რა თქმა უნდა, სიმბოლური საჩუქარი- აი ის სართულებიანი ტორტი მაიკლს შეუტანეს სიურპრიზად ერთ-ერთ ლაივზე, დაბადების დღეზე.
რეზიმ you are not alone-ო იცოდეო, ლილიანმა მაიკლის საფლავზე მოხვედრას გისურვებო (არადა სულ მეჩხუბება ნუ გაქვს გაჭედილიო და ისე გამისწორდა ეგ სურვილი:user:) და ასე მილოცავდნენ და მილოცავდნენ.
“დაბადებიდან” 12 წუთში ისეთი რაღაც გამოჩნდა ჩემს wall-ზე, მეორედ დავიბადე :D ეს არის საჩუქარი, რომელსაც მთელი დღე შევყურებდი. აი, უბრალოდ ვუყურებდი და დროდადრო დორბლს ვიწმენდდი o_O რომ დავინახე ჯერ გული ამიჩქარდა, მერე ხელ-ფეხი ამიკანკალდა და რომ დავწყნარდი დიიდი “awwwww” დამემართა! მთელი ცხოვრება როკოს მადლიერი ვიქნები :D სერიოზულად, უნდა ამოვბეჭდო დიიდად ამ დღეებში.
აი, ჯერ რა მაგრად არის გაკეთებული, ერთ ნაკლს ვერ უპოვნი. თან ის გამიხარდა რომ მიხვდა ყველაზე მეტად რა გამიხარდებოდა. მერე უდისკო ვერსიაც მოვაცემინე და გავაქანე მაშინვე სადაც სადმე wallpaper-ის დაყენება შეიძლებოდა. ისე, მე და MJ რა ერთ ფერში ვართ :D 2-3 დღის ჩამოსული ვიყავი ზღვიდან რომ გადავიღე და -_-
მერე ვიდეო გამოჩნდა ჩემს wall-ზე. პიკოს მილოცვა <3 http://www.facebook.com/#!/video/video.php?v=1379873708196&ref=mf .
ამაზეც ხომ გავawwwდი და სულ ცოტა ხანში დოდკას და ვილის გამოსახულება რომ გამოჩნდა, მართლა დავდნი:))უბრალოდ ნახეთ, მე რა კომენტარი უნდა გავუკეთო ასეთ სიტყვებს :user: ცრემლები მომერია რომ ვუყურე <3
დილით ამის ისეთი რიმეიქი დამხვდა, რომ მაშინაც ვტიროდი, ოღონდ სიცილისგან :D წლის მილოცვა- გიომაკი და ყვავა:
უი მართლა, ნიკას ამ ყველაფერის შემყურეს იდეა დაებადა, ბიონსეს რომ ულოცავდნენ და ბევრი ვიდეო შეაერთეს, ისე ვქნათო :D მერე ვიდეო არა, მაგრამ სურათი კი მომიძღვნა:)))
განსაკუთრებული იყო დოინჯური მილოცვაც:
მანქიმ ერთი ფბ კონტაქტი შემომწირა:
ნუ, ამ ვირტუალური (რაც ნამდვილ საჩუქრებზე ნაკლები არ იყო. ნაკლები კიარა, მეტი იყო აშკარად:D) საჩუქრების გარდა ჩემმა დებმა ერთ ყუთში ჩამილაგეს საჩუქრები, ძმამ მილოცვის ნიშნად სახლი თვითონ დაალაგა :D დედას და მამას მილოცვა დილით ნახევრადმძინარემ მივიღე (მამამ შუბლზე კოცნით გამაღვიძა და მერე დედამ დაასრულა გაღვიძების ცერემონიალი თმების ბურძგვნით:D :user: ) ჩემებმა ჩანთა მიყიდეს, კიდევ ერთი ფრიად საყვარელი ზედა და რაც მინდოდა მასეთი წვრილმანები და ასე… დედა მეხვეწა ტორტი გინდაო, მაგრამ არ ვიყავი დაბადების დღის გადახდის ხასიათზე (ტრადიციულად).
მოკლედ ასე, როგორც FB იტყოდა:
ამას + ინბოქსი, სკაიპი, ფორუმი, ტელეფონი და e-mail-ი და i’m so happy:)) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. თითოეული მილოცვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის <3
განათლების რეფორმა
ყოველ სექტემბერს აქტუალური ხდება განათლების სისტემა- პირველ კლასელები, აბიტურიენტები, პირველკურსელები… ამ წელს, თუ არ ვცდები, განსაკუთრებით განხილვადი იყო ეს საკითხი იმიტომ, რომ სკოლებში გატარებული რეფორმა შედის ძალაში, რაც თავის მხრივ, გადაჯაჭვულია უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების რეფორმაზე.
ყველაფერი დაიწყო ასე:
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე რამდენიმე წლით ადრე, ჩვენს სკოლაში, კლასები დაყვეს ტექნიკურ და ჰუმანიტარულებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ტექნიკურს, თუ ჰუმანიტარულში იყავი და პირიქით.
მე ბავშვობიდან მოწოდებით ჰუმანიტარი ვარ და ეს ამბავი რომ გავიგე, სიხარულით აღარ ვიცოდი რა მექნა. ვერ ვიტან ამ მათემატიკას და მომჰკალით აქვე! გადავედი მათემატიკის “ნიშნის გულიზა“ სწავლის რეჟიმში.
ამ დროს დაგვატყდა თავს უნარები (!), Read the rest of this entry »
90-იანების საქართველო
“ჟუაჩკები”:
- მეატნი კევი
- სტიმოროლი
- ტურბო, რომლის ნაკლეიკებს მეც კი ვაგროვებდი
- შოკი, რომელიც საშინელი დასაღეჭი იყო, მაგრამ მაინც ვღეჭავდით და რომ ვიჯღანებოდით სიხარულით ვჭყლოპინებდით ყველა :D
და “ლოვე” კევები, რომლის ყიდვის წინაც, ჩავიფიქრებდი ხოლმე ბიჭს, რომელიც მომწონდა და რა სურათიც და წარწერაც ამოვიდოდა, ესე იგი იმ ბიჭს უკავშირდებოდა :D Read the rest of this entry »
თელავში ვიზიტი
ციკლიდან “ზაფხული 2010″
more than his fans…
რამდენიმე საათის წინ, ლილიანმა ფეისბუქზე ლინკი დააშეარა და დამტაგა, რის გამოც ჩემი იმპულსურობიდან გამომდინარე კარგი ისტერიკა მოვაწყე ფეისბუქზეც და ისედაც ბევრი ვიჯიჯღინე. სინამდვილეში არც ის დაშეარებული ლინკი, რომელიც ბექას პოსტს წარმოადგენდა და არც ლილიანი, შუაში არ არიან. მაგრამ არის ზღვარი, როცა უბრალოდ ჩხუბსა და წივილ-კივილს იქით გზა აღარ გაქვს. ვინაიდან სახლში მარტო ვარ და კარგი საშუალება მქონდა მარტოს მეჯუჯღუნა და ხმამაღლა გამომელანძღა ჩემი აღშფოთების გამომწვევი არსებები, დავოკდი და სრულებით საღ გონებაზე მინდა მივუძღვნა ერთ საკითხს პოსტი.. ცოტა დიდი პოსტია, მე მომიტევეთ :user:
შესავლის სახით:
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ლელა წურწუმია. ეს ყველა ჩემმა გარშემომყოფმა კარგად იცოდა.
- მისი ყველა კასეტა მქონდა
- ვაგროვებდი ჟურნალებს, რომლებშიც თუნდაც ერთი პატარა მონაკვეთი წერებულიყო და პატარა სურათი ყოფილიყო დართული, მაინც ვყიდულობდი.
- ვიცოდი ყველა სიმღერა ზეპირად, სიმღერაშიც ვბაძავდი და ხმა ისე მქონდა იმის ხმაზე დაყენებული, რომ მერე ერთი-ორჯერ რომ სცენაზე დამჭირდა გასვლა, ვოკალისტს კარგი ტანჯვა-წამება დასჭირდა, რომ ჩემს ხმაზე დავებრუნებინე იმდენად მქონდა გამჯდარი ლელას სტილი.
ღამეც ძალიან ხშირად მესიზმრებოდა და ისიც კი დამსიზმრებია როგორ აკეთებდა ჩემთან ერთად რემონტს ჩემს სახლში :D ვიცოდი დაბადების წელი, რიცხვი, სად სწავლობდა, სად ცხოვრობდა, რა უყავრდა, რა სძულდა…ვოცნებობდი როდის ვნახავდი, ვუწერდი წერილებსაც. ვხატავდი კიდეც ჩემი ნიჭის ფარგლებში:
ალბათ დღემდე ახსოვთ დედაჩემს და მამაჩემს ჩემი 164 გვერდიანი წერილი მისთვის მიწერილი ბლოკნოტში. ოღონდ აზრზე არ ვარ რა მეწერა ამდენი, არ მახსოვს… ვეძებდი ამასწინად იმ ბლოკნოტსაც და კიდევ რვეული მქონდა ძაალიან კეთილმოწყობილი კოლექციებით :D, მაგრამ ვერ ვიპოვე, შეიძლება დავხიე.
გარშემო ყოველთვის ისეთი ხალხი იყო, რომლებიც სულ აკრიტიკებდნენ ამ ჩემს ფანობას. მე კიდევ ვიდექი და ვამტკიცებდი, რომ რადგან ლელა ლიფით გამოვიდა სცენაზე, არ არის ბოზი! :D ხანდახან ამტირებია კიდეც ამის გამო. Read the rest of this entry »




































