Archive for აგვისტო, 2010
ყვარლის ტბა-კურორტი
ტბა ჯერჯერობით საბანაოდ არ გამოდგება. ნაპირები გაწმინდეს და თიხიანია. პლაჟი მომავალ წელს უკვე იქნება: Read the rest of this entry »
დავბრუნდი
ყვარელი და შიგნიდან შავი მატლი
საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ძალით პოსტი არ დავწერო, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, როცა გულს უნდა და ტვინს ეზარება, ასე რომ მთლად ძალადობრივი არ არის :D არაფერია იმაზე ცუდი, დასვენება ჩვევაში რომ გადაგივა და ისე მოეშვები, რომ გაგონებაც არ გინდა რამე ისეთის გაკეთება,რაც აზროვნებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ იმ გამოცდების შემდეგ, რაც მე გამოვიარე, მგონი ბუნებრივია.თან მთელი წელი არ დამისვენია და ინტერნეტს რომ მოვცილდი კარგდაც კი ვიგრძენი თავი, არც მომნატრებია.
ერთადერთი ფეისბუქი და გუგლი… (ეს ორადორი გამოვიდა უკვე) სიტყვას მოყვა და არ შემიძლია არ აღვნიშნო- ჯეოსელის ინტერნეტის საზაფხულო აქციასავით კარგი რაღაც, ჯერ არავის მოუფიქრებია! :D 400 MB ვიყიდე 10 ლარად და ორი კვირის მანძილზე 150 MB ძლივს დავხარჯე. ისიც იმიტომ დაიხარჯა ამდენი, რომ ვიწერდი რაღაცეებს.
ხო, რაც შეეხება დღის განრიგს… არასდროს არ მომბეზრებია ერთი და იგივე:
დილით ან ბებოს და პაპას ლაპარაკი მაღვიძებდა, ან იხვების ყიყინი, ან ძროხების ხმა და ა.შ. რაც მთავარია, 9 საათზე ან 10-სკენ უკვე წარმატებულად გახელილი თვალებით, ცალი ხელით იმ დილის მოწველილ რძეს ვაყრიდი შაქარს და მეორე ხელით მაცივარში ვიქექებოდი.
მერე დღის ყველაზე დიდ ნაწილს, ანუ დაახლოებით 12 საათიდან საღამოს 8 საათამდე (უი, სათქმელად ახლა მეც გრანდიოზული მომეჩვენა ) ძირითადად ჩემს ოთახში განვისვენებდი და ან ლაივებს, ფილმებს და ვიდეოებს ვუყურებდი, ან მუსიკას ვუსმენდი, ან ვასკრინშოტებდი (დაახლოებით 1000 ახალი სკრინშოტი ჩამოვიტანე), ან ვკითხულობდი, ან უბრალოდ ვიწექი ჭერში თვალებ აპყრობილი და ვტკბებოდი, რომ არსად არ მეჩქარებოდა და არაფერი მქონდა გასაკეთებელი :D
ერთხანს ოცნების სახლის დაპროექტებასაც კი მივჰყავი ხელი პაინტში o_O
ან კიდევ ბავშვებით დახუნძლულ გარემოცვაში ვიყავი, ან გოგოებთან ერთად ვჭორაობდი ყველაზე და ყველაფერზე:))))
ბავშვებით დახუნძლულზე შევჩერდები ცოტას:
დღის განმავლობაში მიწევს მინიმუმ 8 ბავშვთან კონტაქტი, ჩემი ორი დის გამოკლებით. თან ყველა თავისებურად განსაკუთრებულია. მაგალითად, დეიდაშვილი, დათუნა (10 წლის), რომელიც ბავშვობიდან უამრავ კითხვას სვამს და მეცნიერას ეძახიან სულ თავისი ხასიათის გამო, მთელი დღეები მიყვებოდა რა და რა ცდებს ატარებს ხოლმე :D მაგალითად, ერთ-ერთი წარმატებული ექსპერიმენტის შედეგად, თურმე მატლი შიგნიდან გააშავა o_O შპრიცში ჩაუსხამს თავისივე დამზადებული ნივთიერება და მატლს შეუშხაპუნა!
პატარა დეიდაშვილი, ეკა (3 წლის) არაჩვეულებრივი შეხამებაა ფიზიკური სიძლიერის და სულიერი სისათუთისა :D იმას ვგულისხმობ, რომ ისეთი ძლიერია, ჯერ კიდევ შარშანდელი მახსოვს- ცალი ხელით მსხალს ჭამდა და მეორე ხელით ხეზე აყუდებულ კიბეზე ადიოდა. ხოდა თავის ქცევების აბსოლუტურად საპირისპირო ბუნება აქვს, პატარა რამეზეც გული უჩუყდება. ერთხელ ბებომ იხვი დაკლა და ერთი საათი გულმოკლული ეჩხუბებოდა- “ლათ მოკალი, ალ სევწამ“-ო (მართლა არ შეჭამა) :))
მეგობრის შვილი, ნია (3 წლის) კიდევ მთელი დღე დამდევს და “მიმღერე, მიმღერე“-ს მეხვეწება. მეც მეტი რა საქმე მაქვს, დავუდგები და ვუმღერი ხოლმე :D თან წყნარად კი არ უნდა უმღერო, ბოლომდე უნდა დაიხარჯო და თან ცეკვა შეუთავსო… მოკლედ, გასართობი არ ილევა!
საღამოობით სასეირნოდ გავდიოდით. თავშეყრის ადგილი ყოველ წელს იცვლება და ზევით-ზევით მიიწევს, შესაბამისად შორდება ჩემს სახლს, მაგრამ ისე მიყვარს ფეხით სიარული, არ მეზარება ხოლმე…
გარდა ამისა, ამ ჩასვლაზე ახალი უნარი შევიძინე :D უფრო სწორად, როგორც იქნა, გავბედე და გამოცხობას მივჰყავი ხელი. პირველივე ცდაზე კარგი გამომივიდა. მერე კრემიც გავაკეთე, ისიც კარგი გამოვიდა, მაგრამ მგონი არ უნდა გამომსვლოდა, წამებში გაქრა ისე მოეწონათ და ნამდვილად წარა-მარა მომიწევს ცხობა ამის შემდეგ :D
დარწმუნებული ვარ, უამრავი რამე გამომრჩა ახლა, მაგრამ არაუშავს, გზადაგზა მოვყვები… ისე, კიდევ ერთი კვირით ვაპირებ წასვლას, მაგრამ მერე დავბრუნდები და დავბრუნდები :)))
















