Archive for ივლისი, 2010

U sataurod

Yvarelshi var gaxiznuli:))ise var gartuli im azrit,rom zafxulia da visveneb,blogi ar gamaxsenda bolo postis daweridan am wutamde:D savaraudod aqedan gasuqebuli chamoval imdens machmeven,magram imdens vmgeri da vcekvav,rom mteli wlis danakliss da momavali wlis marags vivseb.. kidev mteli dge screenshotebit vertobi:))) mokled,axla martla visveneb.. mobilurshi geocellis internetis sazafxulo aqcia maqvs chartuli- 400mb at larad da vnavardob,magram marto fb-ze shevdivar dgeshi ramdenjerme.internet sivrce jerjerobit ar menatreba.. sorry mobilurian-latinur asoebiani postistvis,ubralod uceb am shuagamisas momenatra aqauroba da..:))<3

ჩემი პირველი ომი

რამდენიმე დღის წინ, iwpr-დან დამირეკეს (სადაც არჩევნების დროს ვმუშაობდით ბლოგერები ) და მითხრეს, რომ კვირას ტრენინგს აწყობდნენ ჩვენთვის.  თურმე ჟურნალისტებისთვის ხშირად არის ასეთი ტრენინგები და ახლა ბლოგერებისთვისაც გააკეთეს- უნდა წავსულიყავით ომში, გამოგვეტანა ინფორმაცია და თან გადავრჩენილიყავით, რაც მთავარია :D
რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი მონაწილეობას, ძალიან დამაინტერესა. თან წარმოდგენა არ მქონდა რა ხდება სტრაიკის თამაშისას. ერთი ის ვიცოდი, რომ ძალიან ჰგავს ნამდვილ ომს : ))
მოკლედ, კვირას მივედით ოფისში და ნინომ პატარა ტრენინგივით ჩაგვიტარა- წაგვიკითხა წესები, რომელსაც ექვემდებარებიან ჟურნალისტები ომის დროს.
თურმე ჟურნალისტს არ აქვს უფლება ჩაიცვას კამუფლაჟი. არა, კი ბატონო, ჩაიცვას, მაგრამ ასე პირდაპირ სამიზნე გახდება :D უნდა ეცვას ჩვეულებრივ და სპეციალური ჟილეტი ზევიდან, წარწერით PRESS, რომ დაინახონ მებრძოლებმა. თუმცა, როგორც აგვიხსნეს მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ ჯარისკაცებს პრესა და
ამიტომ სასურველია ფეხებში არ მოედო…
მე ხომ ძალიან ლოგიკური ვარ საერთოდ და ჯერ იყოდა კრემისფერი ზედა წავიღე შემოსაცმელად და თანაც კეტები მეცვა კამუფლაჟიანი:D (ესეც კი არ შეიძლება! ) თამაშის დროს ჯერ გადავწყვიტე არ ჩამეცვა არაფერი ზევიდან, ყავისფერი მაისურით გავსულიყავი, მაგრამ პირველივე წუთებისას ომი რომ  დაიწყო, ისე გავიკაწრე სირბილისას, რომ ჯობდა ჩამეცვა ის ღია ფერის..
წესებს რომ გვიკითხავდა, თანდათან დავიძაბე. Read the rest of this entry »

ფანჯრების მხატვარი კომპანია და 7 ნომერი ავტობუსი

“პესიმისტისთვის ჭიქა ნახევრად ცარიელია, ოპოზიციონერისთვის – ბათუმი გადათხრილი” - ჩემი სიბრძნე :D

(სათაური არ შეიმჩნიოთ, რაც პირველი გავიფიქრე ის ჰქვია:D)

ეს ფრაზა დედას პრეტენზიას გამოვახმაურე, რომელიც ჩვენს ქუჩაზე გადათხრილობის გამო გამოთქვა. არა, მთლად ასე არ მითქვამს, მაგრამ შალვა ნათელაშვილი კი ვუწოდე :D რა ვქნა, ძალიან მელამაზება აქაურობა <3

მოკლედ, როგორც იქნა რამდენიმე დღის წინ, მთელი წლის მანძილზე ყოველი დამღლელი დღის შემდეგ ნათქვამი ფრაზა „ეე,ნეტა ბათუმში ვიყო ახლა“ , სისრულეში მოვიყვანე და ჩამოვედი. პირველი ორი დღე მარტოს მომიწია ყოფნა. ხო, მართლა, სანამ ამ ორი დღის დეტალებზე გადავალ, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი ბედნიერება-

წამოსვლის დღეს, გავედი უნივერსიტეტში, ვაღირსე პაროლს აღდგენა და  ხელის კანკალით შევედი sms.tsu.ge-ზე. 100%-ით დარწმუნებული, რომ ჩემი  იმ ცნობილი უიღბლო გამოცდის გამო ბათუმიდან ნაადრევად წამოსვლა მომიწევდა და თან არც დასვენება შემერგებოდა იმაზე ფიქრით და მეცადინეობით. ხოდა საგნის სახელის გასწვრივ რომ დიდი მწვანე პწიჩკა და საბოლოო შედეგშიც კრედიტიანი ქულა დავინახე, სიხარულით დავხტოდი, სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით! იმ ერთ საკითხში მაქსიმალური, 20 ქულა მიმიღია და მეყო ქულა. მთელი ცხოვრება ზაზა სხირტლაძის მადლიერი ვიქნები :D

ხო, ახლა ჩემი მარტოხელად გატარებული ორი დღის თაობაზე:

შესავლის სახით- თუ ოდესმე გადავწყვეტ, რომ ნამდვილად დასვენება მჭირდება, აუცილებლად მარტო წავალ დასასვენებლად.

დამღლელი გზის შემდეგ მოვაღწიე სახლამდე. მართალია ჯერ არ იყო მთლად დაღამებული, მაგრამ მაინც არ გამიჩნდა სურვილი ზღვაზე ან ქალაქში გასვლისა და რომ ამოვლაგდი და ბოლო ენერგიებიც მივახარჯე ამ პროცესს, დავჯექი და DVD-ს  ყურება დავიწყე. აი, აქ მივხვდი რომ არდადეგები დაიწყო! : ))

არსად არ მეჩქარებოდა, არაფერი არ მქონდა გასაკეთებელი და უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი ჩემს საყვარელ რამეებს.

მეორე დილას ჩემი პირველი „მარტო“ გასეირნება მქონდა დაგეგმილი ბათუმში. გასეირნება ნიშნავდა სახლიდან ზღვამდე მისვლას, რასაც ჩვეულებრივი ნაბიჯით ერთნახევარი სიმღერა სჭირდება (ადამიანურ/უყურსასმენო ენაზე- 5-8 წუთი.) Read the rest of this entry »

პრესაბათუმო პოსტი…

დადგა ნანატრი ჟამი, როგორც იქნა…ხვალ მივდივარ ბათუმში.
პირველ რიგში იმიტომ მიხარია, რომ მზეზე გავხმები. “შენ რაღა მზე გინდა”, “უცებ არ დაგეტყოს შენი ფერის გადამკიდე” და მსგავსი ვერსიები არ მიიღება, ვისაც უმზეური (!)გინახივართ, შედეგს თვითონაც ნახავთ, რომ იქნება უზარმაზაარი :D
აი ეს ზემოთ წარმოდგენილი სურათი, არის კვარიათში ყოფნისას, საღამოს გადაღებული და შესაბამისი განათების გამო, შესაშური ფერის ვჩანვარ. სინამდვილეში კიდევ შარშანდელ ზაგარ შემორჩენილი გახუნებული ფერი მადევს :D ასეთი:
მეორე რიგში იმიტომ მიხარია, რომ ბათუმი მიყვარს ძალიან. “დიდი გოგო რომ გავიზრდები”, ერთ სახლს ავიშენებ ბათუმში და დავცხოვრდები ზაფხულობით :D ან თუ ვერ ავიშენებ, აი აქ მაინც ვიყიდი. ახლა რომ ვიყავით ჩასულები, მაშინ ვნახე და რაღაცა ნამეტანი მომეწონა და სანამ მე დიდი გოგო გავიზრდები, ხო დაიაფდება ჰა? არა? კაი :user:

მიმაქვს:

  • ჩემი განუყრელი პლეიერი, რომელიც მზეზე გახმობის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის.
  • რა თქმა უნდა, ბევრი ტანსაცმელი, რომელთა  უმეტესობას არ ჩავიცმევ
  • ერთი წიგნი, რომელსაც საღამოობით ჩავუჯდები  ხოლმე
  • 3 DVD დისკი საყვარელი live-ებით და კლიპებით
  • კომპიუტერი, რომელიც შარშან ბათუმში ამოვწყვიტე wi-fiს გამო. დრაივერი მქონია დასაყენებელი, მე კიდე იმაში დარწმუნებულმა, რომ თავისით უნდა ემუშავა, ვუჩხიკინე და მთლიანად დავბლოკე კომპიუტერი. შედეგად გაჰყვა მთელი ჩემი ავლა-დიდება, D დისკიც კი :D ახლა დატესტილია wi-fi-ზე და იმედი მაქვს აღარაფერი შეემთხვევა. მუზებისამებრ ვეცდები დავწერო ხოლმე დროდადრო პოსტი იქაურობიდან.

ვაპირებ:

  • მარტო ჯდომას და არანაირ “ძიგძიგს” :D
  • აჭარული ხაჭაპურის ჭამას- უმმ მომენატრა <3 თბილისში არასდროს არ ვჭამ იმიტომ, რომ ბათუმში სხვა გემო აქვს :))))
  • ზღვაში დღეში 5-5 წუთით კამერით შეფართხალებას და ცურვის არ სწავლას
  • ფეხით ბევრ სეირნობას
  • ცოტა წონაში დაკლებას. ზღვაზე ადვილად ვიკლებ ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ მადა მიხუთმაგდება :D
მოკლედ, დიდი იმედი მაქვს, ხვალ ამ დროს ბათუმში მეძინება წყნარად და ტკბილად. ზღვის ხმაურსაც გავიგონებ და დილით აივნიდან თავს რომ გავყოფ, ბათუმის სახანძროს (:D) და შერატონს  დავინახავ. მერე ნახევრადმძინარე ავიკიდებ ბარგი-ბარხანას (= პირსახოც-პლეიერს)  და პლაჟზე დავიწყებ ტრადიციულ მოღვაწეობას :D
photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
ივლისი 2010
« ივნ   აგვ »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)