Archive for ივნისი, 2010

Georgian Blogging Days 2010

კვარიათში ჩატარებული “ქართული ბლოგინგის დღეების” შეჯამება მინდა გავაკეთო. ძალიან დატვირთული სამი დღე იყო საინტერესო თემებით და გამოცდილებებით.

I დღე, 25 ივნისი:

1. დილით გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით დაგვენიშნა დრო და ამ დროის განმავლობაში უნდა დაგვეწერა ტუტორიალები როგორც ბლოგებისთვის, ისე სხვადასხვა სოციალური ქსელებისთვის. გაგვინაწილეს თემები და დავიწყეთ წერა. რამდენიმე წუთში დაგროვდა საკმაოდ ბევრი ტუტორიალი. ძალიან კარგი გამოცდილება იყო საიმისოდ, რომ დაგვენახა რა შესაძლებლობები გვაქვს. ფაქტობრივად, გამოჩნდა, რომ არის რესურსი და შესაძლებელია მსგავსი ტიპის ღონისძიების დაგეგმვა- თუნდაც რამდენიმე საათით ყველას ერთად შეკრება და საქმის ასე განაწილება. არ ველოდი, ძალიან შედეგიანი გამოვიდა და მუშაობის პროცესი სასიამოვნო იყო, როცა იცოდი, რომ შენთან ერთად აქ მჯდომარე ადამიანებიც იმავენაირად მუშაობდნენ, როგორც შენ.

ამ დროს შექმნილი ტუტორიალები- http://gbd.ge/category/help/

ჩემი ტუტორიალი- http://gbd.ge/facebook_registracia/

ფეისბუქზე რეგისტრაცია შემხვდა მე. იქ არის ორიოდ ბოღმა კომენტარი, რა თქმა უნდა, ვის რაში სჭირდებაო, მაგრამ დამიჯერეთ, საქმე ისეა, რომ არის ამის საჭიროებაც…

2. მარკეტინგის და ბრენდინგის თემაზე გვქონდა საკმაოდ ვრცელი დისკუსია. უფრო სწორად, ერთად ვიმუშავებდით ყველა იქ მყოფი ერთ-ერთი შედარებით ნაკლებად ცნობილი კომპანიის ინტერნეტ მარკეტინგს. ცოტა ხანში, ერთად მუშაობის შედეგად მივიღეთ მთლიანად დაგეგმილი კამპანია, რომელიც იმ კომპანიის საიმიჯო პარამეტრების დაშლიდან დაწყებული და სოციალური ქსელების და ბლოგერების ამ ამბავში ჩართვის ტექნიკიდან დამთავრებული ყველაფერს მოიცავდა.

კარგი გამოცდილება იყო და ვფიქრობ, თუ ოდესმე რამე მსგავსის გაკეთება მომიწია, ერთ-ერთ სერიოზულ დახმარებას ეს მაგალითი გამიწევს.

3. ერთ-ერთი ნაკლებად პოპულარული ბლოგერის პიარი უნდა გაგვეკეთებინა თავდაპირველი გეგმით, თუმცა მერე ასე გავინაწილეთ- ჩვენ ლაივჯურნალის ერთ-ერთი იქ მყოფი ბლოგერი “გვერგო” და ლაივჯურნალელებს ერთ-ერთი ნაკლებად პოპულარული ქართველი ბლოგერი.

http://morieli.livejournal.com/ – ეს ბლოგი იყო რომელიც ამოვარჩიეთ. ყირგიზეთიდან იყო ჩამოსული ბლოგერი,საქართველოზე წერს. თუმცა ეს პროგრამა მაინცდამაინც ვერ შევასრულეთ, ბათუმში ხანგრძლივი ვიზიტი გამოგვივიდა.

4. ბათუმის პრომოუთინგი

შეიძლება გაგიკვირდეთ, რაღა პიარი ბათუმს უნდაო, მაგრამ ლაივჯურნალს სხვა კატეგორია კითხულობს და განსაკუთრებით მათთვის იყო ეს “გასეირნება” კარგი. მე პირადად, იმდენად ყბა ჩამოვარდნილი ვიყავი ლაზერული შადრევნებით და იმდენი ახალი რაღაცით, რაც შარშანდელის მერე გაკეთდა, რომ ერთ პოსტს აუცილებლად მივუძღვნიდი პროექტის ფარგლებშიც რომ არ ყოფილიყო…ამ დღეებში დავწერ ამ პოსტს.

მეორე დღე, 26 ივნისი

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მეორე დღეს დაიწყო. განრიგით პირველი თემა იყო- მთავრობისა და ინტერნეტ სამყაროს ურთიერთობებზე. როგორ შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური მედია.

მსჯელობის დროს საკმაოდ ბევრი მინუსი გამოვლინდა სახელმწიფო სტრუქტურების/სამინისტროების ვებ გვერდებისა:

  • არ არის ადვილად გასაგები მისამართები
  • არ ახლდება კონტენტი
  • არ არის სრულყოფილი თარგმანი რუსულად და ინგლისურად
  • დამაბნეველი ნავიგაცია

გარდა ამისა, ვმსჯელობდით რა საშუალებების გამოყენება იქნებოდა მართებული მთავრობის მხრიდან. პირველი, რაც თავში მომივიდა და მაშინვე ვთქვი, იყო პრეზიდენტის page ფეისუბქზე.

ძალიან კარგ მაგალითია ბარაკ ობამას გვერდი:

http://www.facebook.com/?ref=logo#!/barackobama?ref=ts - ყოველდღიურად განახლებადია. იდება ინფორმაცია, ვიდეოები, სურათები.

ვიფიქრეთ, რომ ტვიტერის ჩართვაც კარგი იქნებოდა და ფლიკრისაც. ყველაზე კარგი, რაც ამ მსჯელობისას ითქვა იყო, რომ შექმნილიყო სახელმწიფო ბლოგების ერთიანი სისტემა. ანუ ერთი ბლოგი. მე ძალიან მინდოდა პრეზიდენტის ბლოგი, რაც რეალურად განხორციელებადია. ნუ, მართლა პრეზიდენტი არ დაჯდება და პოსტვას არ დაიწყებს ყოველ დღე, მაგრამ პრეს სამსახურს შეუძლია გააკეთოს ეს საქმე, ოღონდ ისე არა,როგორც პრესრელიზებს წერენ ხოლმე :D

ისე, ჩემთვის ჩავილაპარაკე, მიშა თვითონაც დაწერს რამდენიმე ხანში ერთხელ მეთქი და ცოტა ხანში თქვეს სხვებმაც იგივე.

იქ ცალკე თემები წამოიჭრა, ბლოგის სისტემა ცოტა ცუდი ხომ არ იქნებაო, კომენტარების გამო, მაგრამ ჯერ მივიდეს საქმე შექმანმდე და სხვა დანარჩენი მოფიქრებადია…

შემდეგ სუხუმიმ გაგვიზიარა ომის დღეების გამოცდილება და თან გვირჩია, რომ ბლოგის ბექაფი ყოველთვის გვქონდს მომარაგებული… საინტერესო იყო ოლეგ პანფილოვის სემინარიც ინფორმაციულ ომთან დაკავშირებით…

შემდეგ იყო მედია ბანკის პრეზენტაცია:

http://mediabank.ge/

http://www.facebook.com/pages/sakartvelos-media-banki/105958506122879 – შეუერთდით fb-ს page-ს.

მედია ბანკის გაკეთების იდეა, როგორც მახსოვს პირველ შეხვედრაზე დაიბადა, ეკონომიკის სამინისტროში და ძალიან მალევე განხორციელდა. დაიდება ძალიან ბევრი ფოტოც, ვიდეოც, სხვადასხვა სახის ინფორმაცია, კატეგორიებად დაყოფილი.  დიდი იმედი გვაქვს, რომ მედია ბანკი 100%-ით ჩაანაცვლებს იმ ნეგატიურ მასალას, რაც საქართველოს შესახებ ვრცელდება ხოლმე.

ორი სტუმარი იყო, რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაციები, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად საინტერესო თემები იყო. ბოლოს, წამოსვლის წინა საღამოს, ბლოგერულ ეთიკაზე საუბარმა და შემაჯამებელმა შეხვედრამ გვიანობამდე გადაიწია და შესაბამისად გვიანაც დამთავრდა, უკვე თვალები გვეხუჭებოდა :)))

საერთო ჯამში, ძალიან დატვირთული და ცოტა გადამღლელი გრაფიკის მიუხედავად, ძალიან კარგი და დატვირთული დღეები გამოვიდა და მე პირადად კმაყოფილი ვარ იქ მუშაობის შედეგებით :)

you are not alone…

ამ საკითხზე არ მინდოდა საერთოდ დაწერა. არ მიყვარს ხოლმე ყურადღების გამახვილება, მაგრამ სამწუხაროდ მიწევს ბოლო დროის ტენდენციების გათვალისწინებით და იმისთვის, რომ როგორმე დავჩრდილო წამოსული არასწორი ტენდენცია,”ვგიჟდებიიი შენზეეე მაიკლლლ dzzzzzn “-ების დათრგუნვა, იმის ჩვენება, როგორ იქცევიან “ჭეშმარიტი ჯექსონოლოგები” :D  მაგრამ ახლა განსაკუთრებული დღეებია და შეიძლება…
25-ში ერთი წელი გავიდა ჯექსონის გარდაცვალებიდან. ერთ-ერთ წინა პოსტშიც დავწერე, რომ დიდი ხნის წინ მქონდა დაგეგმილი ამ დღეს რა უნდა გამეკეთებინა და უცებ, ორი-სამი დღით ადრე გავიგე რომ კვარიათში მიწევდა წამოსვლა და ამ 25-ს აქ გავატარებდი. ჩემთვის სერიოზულ სტრესთან იყო დაკავშირებული ეს მართლა. იმიტომ, რომ მარტოს გამიჭირდებოდა..თავიდან ამის გამო თბილისში დარჩენასაც ვაპირებდი, მაგრამ მერე დამარწმუნეს, რომ აქ ვჭირდებოდი სამშობლოს და თან აი:
(update:წეღან სკრინშოტი დამავიწყდა, დოდკას დაპირების)
ნამდვილად არ მჩვევია ‘პლაკატების” და სურათების ტარება აქეთ-იქით, მაგრამ ახლა წამოვიღე ერთი სურათი და სანთელი, რომელსაც 25-ის დადგომისთანავე,ანუ 12 საათზე ავანთებდი.

Read the rest of this entry »

Georgian Blogging Days 1

გუშინ დილით წამოვედი კვარიათში “ქართული ბლოგინგის დღეებზე”. ვინაიდან ნამეტანი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, თითქმის მარტო სურათებით შემოვიფარგლები…

ჩვენი ავტობუსი

გასვლამდე...

ირაკლი "ჩვენი მაისურით" :)))

ჩვენი სადილი ადგილში, რომლის სახელიც "ჯ"-ზე იწყებოდა და აღარ გვახსოვს :D

ხანგრძლივი...არა,ძალიან ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მივაღწიეთ სასტუმრომდე:)

Read the rest of this entry »

25 june

25 ივნისზე ფიქრი კარგა ხნით ადრე დავიწყე, მინდოდა რამე კარგი გაკეთებულიყო. ხოდა იმაზე კარგი რაღაც კეთდება,
ვიდრე მე წარმომედგინა :)
City Club-ში გაიმართება საღამო, კარგი შოუ პროგრამით. ჯექსონის ცეკვები, სიმღერები… ნუ მთავარი ნაწილის შემდეგ DJ იქნება…დრო- 22:00. ცოტა პატარა ასაკისებისთვის გვიანია, მაგრამ მგონი ერთი დღე კი უნდა გაუგონ მშობლებმა:))
ოფიციალური აფიშა ასეთია:
25 ივნისი არის მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების დღე. ამასთან დაკავშირებით, city club-ში (metekhi str.22) ეწყობა საინტერესო შოუ პროგრამა. მონაწილეობას მიიღებენ ტელეპროექტ “ნიჭიერის” მონაწილე ილია მამაგულაშვილი, ქორეოგრაფიული ჯგუფი “mad house” და ტელეპროექტ “ჯეოსტარის” მონაწილეები
event-ის გვერდი ფეისბუქზე დამატებითი ინფორმაციისთვის: michael jackson tribute (event) და შეგიძლიათ აქაც იკითხოთ  თუ რამეა…
რამდენიმე დღის წინ გავყევი ილიას city club-ში. ძალიან მომეწონა სიტუაცია. ინტერიერიც…

ეს ილია სცენის ფონზე :D

ეს სცენის სინჯები:))) რა ხმა მაქვს “სჭედავს?” :D


ერთი საფრთხეა, რომ შეიძლება თბილისიდან გასვლა მომიწიოს და არ ვიყო 25-ში და ხო ვიცი, გავსკდები ისე მენდომება  მაგ დროს აქ ყოფნა:(

ბევრგან გაჟღერდა უკვე ამ ივენთზე, მაგრამ მეც რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა ისე მიხარია, რომ ამ დღეს ასეთი კარგი საღამო იქნება და რაც მთავარია, ისეთი ადამიანების ორგანიზებით, ვისთვისაც მართლა ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი დღეა 25 ივნისი და ვიცი რამხელა პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველაფერს <3

La chèvre

“აქ უბედური კაცის, ქვისა და აღმართის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ანდაზა”


გუშინ მქონდა ის გამოცდა,რომლის გამოც:
  • დღეების მანძილზე საჯარო ბიბლიოთეკის ზღურბლს ვტკეპნიდი.
  • ჩემს თავს არ ვგავდი და დილიდან ლამის საჯაროს დახურვამდე (თუ 4-5 საათისკენ მომდგარი მზის გამო სულის შეხუთვას გადავურჩებოდი) ერთ ადგილას ვიჯექი…
  • იმდენი ვწერე ხელით, რამდენიც მართლა კარგა ხანია არ მიწერია.
  • კომპიუტერთან მოკარება არც კი მინდებოდა, ოღონდ დრო არ დამკარგვოდა…
არა, მართლა არ მიმეცადინია არასდროს ასე დაჟინებით. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვისაც კი. ოღონდ ბოლოს უკვე მეშინოდა ერთმანეთში არ ამრეოდა ამდენი რაღაც და თან ისეთი საგანია, რომ თუ ნანახი არ გაქვს, შეიძლება გაგიჟდე ისე აგერიოს ყველაფერი (და თითქმის არაფერი არ გვაქვს ნანახი). ვხატავდი ხოლმე. მაპატიოს მაცხვარიშის ეკლესიის მოხატულობის ავტორმა, რომ ასე დავუმახინჯე ფერწერა, მაგრამ სხვანაირად ვერ შევძელი და:

ამ 27 ბილეთიდან, იყო ერთი ბილეთი, ნომერი 11, რომელიც არ ვისწავლე… Read the rest of this entry »

servers for you

გუშინ ვინც შემოვიდა ბლოგზე, შენიშნავდა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობას. ბევრმა მკითხა, რა ხდებაო…რა ხდებოდა და ახალ ჰოსტინგზე გადავედი. ეს უკვე მესამეა. ჯერ godaddy-ზე ვიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ 5$-ს ვყრიდი ყოველ თვე სულის მღაფავ ჰოსტინგში. მერე alva.ge-ზე ვიყავი, ვინაიდან ჯერ ბეტა ვერსიაა,  კარგად არ არის ჩამოყალიბებული და ხშირად ითიშებოდა ხოლმე ბლოგი.
ხოდა რამდენიმე დღის წინ serv.ge-ზე გადმობარგება დავიწყე :) გუშინ caucasus-ში ns-ები შემიცვალეს და იმიტომ იყო აბურდული:D
მე, რა თქმა უნდა, გაფართოებული თვალებით შევცქეროდი, კინაღამ გამოვიგლოვე სანამ მივხვდი რა ხდებოდა. დღეს ლანდიშა ჩაუჯდა და რომ არ ველოდი, ისეთი გულდასმით შეაკვდა 4 საათის მანძილზე. მისი დამსახურებაა ახლა რომ ცოცხლები ვართ  მე და ჩემი ბლოგი :user: მადლობა, ლანდიშ <3
საღამოს მოვაღწიე კომპიუტერამდე, შემოვედი ბლოგზე და განვიზრახე სერვერის დატესტვა. ანუ  ხან ვარეფრეშე, ხან პოსტებში  შევედი, ხან კომენტარებში    და ძალიან სწრაფად მუშაობს. უცებ იტვირთება, თქვენც თუ შეამჩნიეთ <3
მოკლედ, დღეიდან სწრაფად, სულ გამართულ რეჟიმში და საიმედო ჰოსტინგით იარსებებს ბლოგი  :))

წინა საგამოცდო…

“ხრფჯაფჯსუპ”- ამ ხმით მოვხვრიპე პომიდვრის შიგთავსი  და იმით გაოცებულმა, რომ ამხელა ხმის გამოცემის შესახებ პროტესტი არავის გამოუთქვამს, მხრები ავიჩეჩე და გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა. არა, გული არ გაგისკდეთ, იმაზე არ დავწერ როგორ მიყვარს პომიდვრის ამ ხერხით ჭამა :D
მეც, ისევე როგორც საბლოგეთის და საბლოგეთის მკითხველის ძალიან დიდ ნაწილს, მძიმე ჟამი გვიდგას. ჟამი, როცა ფრაზაში  “სწავლის ძირი მწარე არის”, სიტყვა “მწარე” მისი ყველაზე აღმატებითი ხარისხითაა გამოყენებული და  “კენწერო” ისე შორსაა, ეჭვიც კი გეპარება მის არსებობაში.
ან როგორ არ შემეპაროს, 54 საკითხი მქონდა სასწავლი და ის ის იყო ფსიქოლოგიური შიში დავძლიე და ვთქვი, რომ გავუმკლავდები მეთქი, კიდევ 15 დაუმატებია ლექტორს (გულუხვი რომ იქნები ადამიანი…)
მოკლედ, ვცდილობ ვისწავლო, მაგრამ იმდენად დამთრგუნველია ის აზრი, რომ ეს ყველაფერი 16 ივნისამდე უნდა მოასწრო და თანაც ეს ყველაფერი არ არის, მერე ეგრევე დანარჩენ 3 გამოცდაზე უნდა იფიქრო, უკვე ოოო…
როგორც წესი, რა ხდება ხოლმე ამ პერიოდში:
  • შემიძლია 24 საათი ვიწუწუნო.
  • ვჭამ ოთხმაგად მეტს. ხანდახან მგონია იმიტომ ვჭამ ამდენს, რომ ის დრო, რომელსაც მეცადინეობაში არ ვატარებ,რაღაცით გავამართლო საკუთარ თავთან :D
  • 24 საათი იმ დროზე ვოცნებობ, როცა ბოლო გამოცდიდან გამოვადგამ ფეხს…ორივე ფეხს და მეცოდინება, რომ შემიძლია მინიმუმ ერთი თვე არ მახსოვდეს კვირის რა დღეა, რომელი საათია და სად ვარ.
  • და 24 საათი მგონია, რომ ვერც ერთ გამოცდას ვერ ჩავაბარებ. მერე ნებისყოფა არ მეყოფა გადასაბარებლად და წავალ ვიტირებ :D
  • მაინცდამაინც ამ პერიოდში მომდის ათასობით იდეა, რომელის განხორციელების ხასიათზე ვარ და ნერვები მეშლება, რომ დრო არ მაქვს.
მოკლედ, ფაქტობრივად პარალიზებურ მდგომარეობაში ვარსებობ. დავიღალე :( თან იმდენ რამეს “ვმაზავ” ამასობაში :D
ყველა და ყველაფერი მენატრება :(

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ

“ვთაგავ თინის, პირადი მოსაზრებით”- monkey

“ქუჩაში რომ შემოგხვდეთო”, ტეგ თამაშია აგერ უკვე რამდენი ხანია ბლოგოსფეროში, სალომემ დამტაგა და  ახლა ვეცდები დაახლოებით ჩამოვყალიბდე :D
საერთოდ, მგონი ბოლო დროს იშვიათად დავდივარ ქუჩაში და ამიტომ მოვაკლდი თვალში გარესამყაროს, მაგრამ მაინც.
მოდი, ჯერ დავიწყოთ იმით, სად შეიძლება შეგხვდეთ:
კოლმეურნეობის მოედანი
ეს არის ჩემი ამოსავალი წერტილი, ამოჩემებული მაქვს. თან ყველგან ყველაფერი მიდის ქალაქის ნებისმიერ წერტილში მაქედან.:D როცა ავტობუსით წასვლა მეზარება ხოლმე სადმე, 170 ნომერ მარშუტკას მივყვები კოლმეურნეობამდე. როცა უნივერსიტეტიდან წამოსასვლელი ვარ, 61-ს ჩავყვები ხოლმე იისევ კოლმეურნეობამდე და ისევ 170-თი მივდივარ. კილომეტრებში ვიცნობ ამ ხაზის ყველა მარშუტკას მძღოლებიანად :D
უი, მართლა, ქუჩის გარდა, ტრანსპორტში რომ შეგხვდეთ, ამოსვლიდან 5 წუთის მანძილზე ვიღაც გოგომ რომ ხელებს აფართხალებს ჩანთაში არქეოლოგიური გათხრების გამო, მერე 5 წუთი რომ პლეერის შნურის განხლართვას უნდება, ეგ მე ვარ :D
ვაკე
მართალია ეს მეორე სემესტრი მოვიკოჭლებ ვაკეში მდებარეობაზე, მაგრამ თუ სახლიდან გავდივარ, ესე იგი მანდაც მიწევს :D
უნივერსიტეტის მერვე კორპუსიდან ორ ლულამდე გადაჭიმულია ჩემი სამოძრაო ტერიტორია. მერე “თუ არ მეზარება” რუსთაველიდან კოლმეურნეობამდე ფეხით უცებ ჩავდივარ ხოლმე, მიყვარს ეგ ადგილები ჩასასეირნებლად<3
ახლა, როგორ მიცნოთ:

ვთქვათ ჩემი არც ერთი სურათი არ გაქვთ ნანახი, ეს მაინც გექნებათ ნანახი, ჩემი დიადი ავატარი :D

აქედანვე გაფრთხილებთ, ასე არ დავდივარ :D (თუმცა სიცილის დროს ვიცი ხელის აფარება პირზე). როგორც წესი თმაც არ მაქვს ხოლმე გადაწეული, “ფჩოლკის” მოყვარული ვარ… და თუ გადაწეული მაქვს, ესე იგი მძიმე დღე აქვს ჩემს თმას, ვერ მოვუხერხე დასტაბილურება ამ ფჩოლკას და მომიხდა გადაწევა.

ისე, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და თმა ყოველთვის ცუდად მაქვს :D

ჩაცმულობა:

მაქვს ორი უკიდურესობა- სახლიდან გამოვდივარ ან ძალიან მოვლილი და ყველანაირად გაწყობილი (:D) ან ძალიან აჯამივით. შუალედური შემთხვევებიც მაქვს ხოლმე შიგადაშიგ, მაგრამ ეს ორი მაინც გამოირჩევა :D

ამ ორი უკიდურესობის მიუხედავად, ერთი ტენდენცია ყოველთვის დაცულია ჩემს ჩაცმულობაში- ფერებს არ ვურევ არასდროს. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების ფერებში აუცილებლად დაცულია ბალანსი.

მეორე აუცილებელი მახასიათებელი- ხელზე მაქვს გადაკიდებული ჩანთა (ერთადერთი ჩანთა მაქვს ისეთი, რომელიც მხარზე უნდა გადაიკიდო და ისიც დისკომფორტებს მიქმნის) და ერთ-ერთ ხელში აუცილებლად მიჭირავს მობილური, ან საფულე. ან მობილური და საფულე ერთად. ან მობილური, საფულე და პლეიერი ერთად :D  მოკლედ, ზუსტად ასე: Read the rest of this entry »

Results we have oozarmazaree!

Results we have oozarmazaree! (c) david birman

იგივე” შედეგი გვააქვს უზარმაზაარი”- ზვიად ძიძიგურის უკვდავი ფრაზა, რომელსაც მთელი ამ დღეების მანძილზე ვერ ვიშორებდით...

ეს სამი დღე გადავდე თავი, ტანი და სხვა მსგავსი გადასადები რამეები და ყველა ზემოთ, უფრო სწორად გვერდით ხსენებულთაგან  არჩევნების ორომტრიალში ჩავუშვი:)) ეს იყო ყველაზე დატვირთული, ყველაზე საინტერესო, ყველაზე გამოცდილების მომტანი და ყველაზე დამღლელი სამი დღე. დეტალურად რომ მოვყვე ისე, როგორიც შთაბეჭდილებები მაქვს, მინიმუმ5 პოსტი დამჭირდება, ამიტომ ვეცდები შევმოკლდე და მნიშვენლოვან რამეებზე გავამახვილო ყურადღება…

ყველაზე მძიმე მომენტები:

მძიმე მომენტთა ტოპ სიაში დამსახურებული ადგილი უჭირავს ტელეფონზე რეკვებს. ადრეც მეწერა, როგორ ვერ ვიტან ტელეფონზე დარეკვებს…და ამ დღეებში  მიწევდა სათითაოდ ჩამორეკვა ხან პარტიების ოფისებში, რომ მეკითხა როდის ქონდათ  ბრიფინგები, ან რომელიმე ლიდერს თუ შეეძლო ინტერვიუს მოცემა. ყველაზე მძიმე მაინც  მეორე დღე იყო ამ მხრივ. ჩამოვურეკე ყველას, სალომე ზურაბიშვილსაც კი :D და გულის სიღრმეში როგორ მიხაროდა გათიშული ჰქონდათ ან არ პასუხობდნენ :D მაგრამ ისე გვჭირდებოდა ინტერვიუები, ამ მსხვერპლზეც მივდიოდი და დაჟინებით ვრეკავდი))
განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები:
1. პირველ დღეს მობილური დავკარგე. ტაქსში დამრჩენია, ძიძიგურს რომ უნდა დავხვედროდი ისეთი ჭღრ პღრ ადგილას ცხოვრობს (სახლის წინ იყო მაგის საარჩევნო უბანი) ,   რომ  ტაქსით წავედი და იქ დამრჩენია. ტელეფონი დიდი არაფერი, წლების წინანდელია, ახლა დედაჩემს აქვს. სანამ მე მაგთის ნომერი მქონდა ჩემი ნომერი გადავდე იქ და სიმ ბარათი და იქ არსებული ნომრები მენანებოდა. შუადღისკენ მრავალჯერ რეკვის შემდეგ მიპასუხა მძღოლმა (იქამდე სადღაც ჯანდაბაში ეგდო ვიბროზე ჩართული და ვერ იგებდა), შემხვდა და დამიბრუნა <3  მაგრამ  მანამდე ძაან დიდი სტრესი გადავიტანე, ნერვები მეშლებოდა:)))
2. ნიკა გილაურის სახელობის “ზაგარი”
40 წუთი (ალბათ მეტიც) ველოდე ნიკა გილაურს თავის საარჩევნო უბანზე, სადაც ხმა უნდა მიეცა. შედეგად საათის სამაჯური გამომესახა:

ყველაზე მეტად იმან განმარისხა, რომ სანამ უბანზე შევიდოდა შემპირდა ინტერვიუს მოგცემო და მერე გადამაგდო:D Read the rest of this entry »

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
ივნისი 2010
« მაი   ივლ »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)