Archive for მაისი, 2010

თავად ირჩევ, თავად მართავ

თავად ირჩევ, თავად მართავ“- ცესკო

წელს პირველად ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. შარშან სექტემბერში გავხდი 18 წლის და ძლივს მომიწია, არადა ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული განსაკუთრებული სურვილი მტანჯავდა ყოველი არჩევნების დროს ხმის მიცემისა :D  ისე აღმოჩნდა, რომ პირველ არჩევნებში პირდაპირ თავით წავერჭვე, ანუ არა მხოლოდ როგორც ამომრჩეველი…

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა, გადაწყვიტა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ახალი მედიის წარმომადგენლები ჩაერთო არჩევნების გაშუქებაში. 4 ბლოგერი შეგვარჩიეს, დოდკა იქნება ჩვენი კოორდინატორი.

პირველი შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გაიმართა. უკვე გამოცდილმა და პროფესიონალმა ჟურნალისტებმა გაგვიზიარეს გამოცდილება. სოციალური მედიის და ტრადიციული მედიის შედარებებიც მოვახდინეთ.

დღეს უფრო დაწვრილებით დაგვატრენინგეს, დაგვაკვალიანეს. საარჩევნო კოდექსი  განვიხილეთ და ჩვენი უფლებებიც  დავიზეპირეთ.შევდივართ დამკვირვებლების სტატუსით. მისია- რაც შეიძლება ოპერატიული მასალის მოპოვება და სპეციალურად არჩევნებისთვის შექმნილ ბლოგზე განთავსება!

ბლოგის ურლ, რომელიც ხვალ დილიდან ყოველ წუთს განახლდება:

http://geoelection.ge/

ტექნიკით აღჭურვილები გავნაწილდებით და მოვედებით მთელ ქალაქს :))

სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობ და მაინტერესებს თავს როგორ გავამართმევ. ძალიან მინდა, რომ დავამტკიცოთ სოციალური მედიის გამოყენების აუცილებლობა. რაც მთავარია, საჭირო დროს და საჭირო ადგილას გავჩნდეთ. იმედია მოხდება საინტერესო რამეები :)

მიუხედავად ჩემი “გაქანებული” 5-იანელობისა, პირობას ვდებ ობიექტური ვიქნები :D

დილის 7 საათზე უნდა დავერჭო ჩემს საარჩევნო უბანზე (ჩემს ყოფილ სკოლაშია საბედნიეროდ <3 ). მერე სტრატეგიულ ადგილებში გავნაწილდეთ. ჯერ ძიძიგური სადაც აძლევს ხმას იქ გამამწესეს და იმედი მაქვს არაფერს საოცრებას არ განაცხადებს და არ გამომძალავს რამის სტყორცნას :D მერე დიდი იმედი მაქვს მიშას და გიგის განრიგს გავარკვევთ იქამდე და ვეახლები ჩემი თბილისის მერს <3 :აგიტატორი: :D

ხო, აქვე- თუ ვინმე და თქვენი ვინმე გარეულია არჩევნების ამბებში, თუ შეგიძლიათ, “რამე საინტერესოს” შემთხვევაში,დამიკავშირდით. უფრო სწორად, ან დამიმესიჯეთ, ან უბრალოდ ზარი გამომიშვით და გადმოგირეკავთ. ვინც პირადი ნომერი იცით, შეგიძლიათ იქ შემეხმიანოთ და ისე კიდევ,  სპეციალურად ხვალისთვის მექნება-

899 20 17 48 . (ძაან ნერვები მეშლება მაგთს ნომრით რომ მიწევს |( მმს-ის ტესტვისას პიკოს ჯეოსელის ლოგო გავუგზავნე პატრიოტულად :D )

ჰუჰ, ვნერვიულობ მართლა. ვიცი, რომ ისედაც გადაღლილი უარესად გადავიღლები მომდევნო დღეები, მაგრამ მზად ვარ ბოლო ენერგიებიც დავხარჯო და ბოლო სამი დღის გამუდმებული თავბრუს ხვევები არ შევიმჩნიო, ოღონდ კარგად გავართვა დავალებას თავი :))

რასა ვიქმ [24.05.10]

ერთ-ერთი ყველა მძიმე კვირა დაიწყო…კვირა კი არა, შეიძლება თვეც. კოლოქვიუმები მაქვს და ამ კოლოქვიუმებიდან ერთ-ერთი იმ საგანში, რომელზეც ყველაზე დიდ პასუხისმგელობას ვგრძნობ და ყველაზე მეტად მიკანკალებს ფეხები. ყველაზე მეტად რა, მარტო ამაზე მიკანკალებს :D 23 საკითხი უნდა მოვასწრო ხუთშაბათამდე და ეს იმ პირობებში, როცა მხოლოდ დღის მეორე ნახევარი მაქვს თავისუფალი (და ოთხშაბათი საერთოდ პარალიზებულია -_-)

მთელი კვირა უნდა დავესწრო “კურსებს”, რომლის ძაალიან საყვარელი ხელმძღვანელები დღის პირველ ნახევარში  ქრისტიანული ეთიკის ირგვლივ გვაწვდიან ინფორმაციას და შემდეგ ვმსჯელობთ ამაზე და დღის მეორე ნახევარში ჩვენი ინგლისურის გაუმჯობესებას ცდილობენ.

ისე საყვარლად მოგვიხსნეს ლაპარაკის კომპლექსი. ერთ ერთმა თქვა აი მე უელსიდან ვარ და არც ჩემი ინგლისურია არაჩვეულებრივიო (ჰმ) :D თურმე უელსელები ამბობენ “მაგიდა მწვანე” და  არა “მწვანე მაგიდა” :D

გაუმჯობესების რა გითხრათ, რაც არ ვიცი რა უნდა გავაუმჯობესო, მაგრამ მოხდა სასწაული და პირველად ამომაღებინეს ხმა ინგლისურად :D და სიმართლე გითხრათ მეთვითონ არ მოველოდი, თუ “სიტყვის გადაბმა” შემეძლო. აი რამდენს შვრება კომპიუტერი, ინგლისურად ნანახი ფილმები, სიმღერების ტექსტები… ნუ რაღაცას/ვიღაცას რომ ვუსმენ თუ ნამეტანი სპეციფიური სიტყვები არ გამოიყენა, ვიგებ რას ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკი ძნელია.

ეთიკის ლექცია როცა იყო, იქ შეგვეძლო ქართული შეგვერია, მაგრამ ინგლისურზე რომ გადავედით, სულ ინგლისურად ვიყავით ვალდებულები. კი მოვიტეხე ენა, მაგრამ არც ისე და გამიხარდა :D აი თუ ბოლომდე მომეწონა ჩემი ინგლისური მეტყველება მერე ხალისით მივალ მასწავლებელთან და დავუდებ გულს.

თან  ყველა ამბობს, გერმანულის გრამატიკის მერე ინგლისურის გრამატიკა ნამდვილი სამოთხეაო :))

აქ გვქონდა ლექცია, სანამ ქარი წაგვიღებდა :D

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი :D

ყველაზე მეტ დაძაბულობას მოახლოებული გამოცდები მიქმნის. 14 ივნისიდან წყდება ლექციები და იწყებაა… :( როდის უნდა მოვასწრო მეცადინეობა აზრზე არ ვარ. 30, 31,1 ივნისი არჩევნებში ვიქნები თავით შერჭობილი. ამაზე ცალკე პოსტი მინდა დავწერო და ამიტომ შემოვინახავ და გადავდებ  “ამ დღეებისთვის” :D

დღეს ევთანაზიაზე ლაპარაკის დროს წამით გავითიშე  და საიდან, რატომ, რისთვის, როგორ, არ ვიცი, უცებ გამახსენდა ბათუმის პლაჟი… ხო კარგი, ბათუმის ქვებიანი პლაჟი :D ცხელი მზე, ზღვის ხმაური, ყურებში საყვარელი მუსიკა და  ის,რაც ყველაზე ძალიან მიყვარს- გარუჯვა <3  იმდენად მომინდა, მართლა გეუბნებით, მზის სიცხე ვიგრძენი მთელ ტანზე :D

სხვა…საღამოობით ჭიქა კაპუჩინოსთან ერთად ნიჭიერის ანკეტებს ვუჯდები (ჰო,შევრჩი ნიჭიერს <3  )… ნუ ორი მარგალიტი უნდა გაჩვენოთ:

დათოს სახელით გამოაგზავნა ვიღაცამ :D

და დღეს დამხვდა ფრიად მოულოდნელი ანკეტა :D

აი, აღიაროს ეხლა, რომელმა ჩემი პმს-ით ცხოვრება გამწარებულმა ექსმა გამოაგზავნა ეს? :D

ეჰ, წავედი…დღეის გეგმა მაქვს: 10 საკითხი კოლოქვიუმის (მეტი არაა ჩემი მტერი :|), ერთი ესსე ხვალ კურსებზე მისატანი ინგლისურად, საღამოს ანკეტები <3 მეშველება რამე? |(

პ.ს. T.ale.N.ted მომაკლდა თვალთ:))მგონი ბანკეტის ჟამი უდგას და მაინტერესებს ის გამოწერილი საბანკეტო რამეები მოერგო თუ არა -_-

წიგნის ფესტივალზე გასეირნების შედეგები

წიგნის ფესტივალის გახსნის დღიდან მე და დედა ვგეგმავთ გასვლას. მე არაფრის ყიდვას არ ვაპირებდი, დედას უნდოდა ნინისთვის და ქეთისთვის ეყიდა წიგნები…ხოდა როგორც იქნა დღეს გავედით. თავიდანვე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან მივედით, იქ ეგულებოდა ბავშვებისთვის საჭირო რამეები.სანამ ის ზღაპრებს და რაღაც საბავშვო საგანმანათლებლო წიგნებს ათვალიერებდა, მე თვალში მომხვდა გემრიელი წიგნები:D უფრო სწორად, ჯერ ყდები და მერე სათაურები. სამი ცალი იყო- საუზმე მარტივად, სადილი მარტივად, ვახშამი მარტივად. ვინ აქცევდა დანარჩენს ყურადღებას, მთავარია, რომ მარტივად! :D მეთქი დედა, მე ეს მჭირდება:))დავითანხმე ადვილად და მიყიდა.

მერე ამასობაში თვალი მოვკარი წიგნს “დიდი წიგნი ცხობისათვის”. სლოგანით- აცხვეთ მთელი ოჯახისათვის :D ცხობასთან მე ხომ განსაკუთრებული კრძალვა მაქვს, ვერ ვბედავ და სულ მინდოდა რამე ნამეტანი დაღეჭილ-ახსნილი.

რაღაცა უცნაურობა იყო, რაც მააგრად არ მომეწონა- ტურტუნიები და კექსუნიები WTF, მაგრამ არ შევიმჩნევ ან მარკერით გადავხაზავ და ახლიდან დავაწერ ნორმალურად :D

და აი, გამოვზიდეთ ბავშვებისთვის საჩუქარ-წიგნები, ჩემთვის სამზარეულოური წიგნები და ვეცადეთ სხვა სტენდებიც დაგვეთვალიერებინა…ხან სად მრჩებოდა თვალები, ხან სად, მაგრამ ისე არა, რომ რამეზე გადავრეულიყავი.

მაგრამო ნათქვამია… ერთგან ვტრიალებდი, საინტერესოდ გამოყურებადი წიგნები იყო. მოკლედ, დიდხანს ვიტრიალე იმ ადგილას და უკვე გადანაცვლებას რომ ვაპირებდი თაროდან შემომხედა მან!!! და მე ჩამოვდნი :D არა, ერთიც ვნახე მაგის გარდა, მაგრამ რუსულად, პატარა მოცულობის, ყველანაირი გაფორმების გარეშე და ამ ყველაფერთან შედარებით ძვირი- 28 ლარი. ამიტომ არც მიფიქრია ყიდვა, გავეცალე.. ხოდა თაროდან მიყურებდა ის!!! Read the rest of this entry »

სოკო ტომატით

როდესაც ოჯახის დიასახლისად რჩები და ორ დღიანი “კარტოფილი-კვერცხი-მაკარონი ” უკვე შესამჩნევად მიუთითებს იმაზე, რომ ზარმაცობ, იძულებული ხდები ადგე და მოიგონო საჭმელი. საჭმელი, რომელიც  თან ადვილია და თან ისეთი, რომ მომზადების ბოლოს ბევრი ნაშრომის შთაბეჭდილებას ტოვებს :D
მოკლედ, დღეს დადგა ჟამი საჭმლის გაკეთებისა და სახლში არსებული მარაგის მიხედვით ვფიქრობდი რა გამეკეთებინა.
არ გეცნობათ? :| მე კი…
მოკლედ, ბევრი ვიფიქრე და ეს სოკო რომ ყველგან არ გავჩხირო ხომ არ შეიძლება…მაცივარის რამდენჯერმე გაღების შედეგად მუზაც გაჩნდა და გადავწყვიტე მორიგი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა.
არასდროს არსად არ გამისინჯავს სოკო ტომატის თანხლებით :D ვინაიდან მაცივარში ტომატ პასტა იყო და რომელიღაც კარადაში სოკოს კონსერვები, თვალები გამიბრწყინდა. დედას გადავურეკე, ტომატიანი სოკო გიჭამია მეთქი? არაო, არც იმან არ იცოდა რა შედეგი იქნებოდა…
მოკლედ, ბოლოს რაღაც გამოვიდა. ახლა მომზადების წესი:
ვიღებთ ხახვს და ვჭრით რაც შეიძლება მსხვილად. იმიტომ, რომ წვრილად დაჭრის მონდომების შემთხვევაში თვალების გადმოცვენა გარანტირებულია! გავსკდი ტირილით, ისეთი მწარე ხახვი იყო.. თანაც,ხახვია თუ ვაშლი ესა  o_O

მერე სოკო…ოჯახის წევრთა რაოდენობის და ჭამის მადის გათვალისწინებით 2 კოლოფი:

ორივეს ვათავსებთ ტაფაში, დაჭრილ მდგომარეობაში

სანამ ისინი მოიშუშებიან, მწვანილზე უნდა იზრუნოთ…

მწვანილი ჩემი ტკივილია- არასდროს არ მახსოვს ქინძი რომელია და ოხრახუში რომელი. არა,ვიზუალურად დავიმახსოვრე ბოლოსდაბოლოს, რომ ოხრახუში დიდ ფოთლებიანია. მაგრამ გემო…გავგზავნე ჩემი ძმა და ორივეს ამოტანა დავაბარე ამიტომაც :D აქვე ერთი რჩევა- არ გააგზავნოთ ძმა მწვანილის საყიდლად, თორემ მოგიტანთ ასეთს:

ისე, ორივე გავსინჯე გემოზე და ბოლოს ორივე ვუქენი არეულ მდგომარეობაში…

რომ შეატყობთ რომ საკმარისად მოიშუშა სოკო და ხახვი (შებრაწვის ნიშნებიც თუ აღენიშნებათ),დაასხით წყალი და შეურიეთ ტომატ პასტა. ცოცხალი პომიდორიც შეიძლება, რა თქმა უნდა…

მერე ადუღეთ სანამ არ მიხვდებით, რომ საკმარისია და ათქვეფილი კვერცხი ჩაასხით (რაოდენობა მოცულობასთან შეფარდებით :D). ბოლოს,ტრადიციულად მწვანილი…

შედეგი:

არაფოტოგენურ საჭმელებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ გემრიელი კი იყო :))

რატომ უნდა ი-online shopping-ოთ?

ძალიან ბევრჯერ, ბევრგან და ბევრისგან გამიგია, რომ ონლაინ შოპინგისგან თავს იკავებენ. სხვადასხვა მიზეზების გამო… ერთ-ერთ მიზეზად სიძვირეს ასახელებენ. უფრო სწორად იმის გამო,  რომ თვლიან,  აქ უფრო იაფად,  ან იმავე ფასად იყიდიან.

გადავწყვიტე რამდენიმე მარტივი მაგალითი მომეყვანა იმის დასტურად,

რომ ასე სულაც არ არის:

რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ჩემი მორიგი შეკვეთა და სანისთან ერთად წავედი usa2georgia-ში , ერთი რეისით ჩამოვიდა ჩვენი რაღაცეები. როგორც აღმოჩნდა, სანის თავისი საბანკეტო კაბა ჰქონდა გამოწერილი, რომელმაც შეფუთულ მდგომარეობაში სახლამდე,რა თქმა უნდა, ვერ მიაღწია. სადღაც სკვერში დავსხედით და იქ გავხსენით :D (დაწვრილებით: http://saniday.wordpress.com/2010/05/13/online-shopping-yay/ )ეს არის twilight-ის bella კაბას ზუსტი ანალოგი, რომელსაც როგორც უკვე აღვნიშნე, სანი ჩაიცმევს ბანკეტზე. და აბა რა ღირდა ეს კაბა? ჰმმ..სულ დაჯდა 50$-მდე!

აქვე, უკომენტაროდ შემოგთავაზებთ სხვადასხვა რამეების ფასებს და თავად შეადარეთ აქაურ ფასებს:

რამაც ყველაზე დამაინტერესა დღევანდელი თვალიერებისას ,საცურაო კოსტუმები!  სეზონი ახლოვდება და რომელიმეს გამოვიწერ ალბათ ))

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რეალურად არაფერს არ აგებ, პირიქით იგებ და ფასების გარდა რა ღირსებები აქვს ონლაინ შოპინგს ახლავე გეტყვით:

ხარისხში განსხვავება

მე პირადად, იმ ფასად, რასაც ონლაინ შოპინგით ნაყიდ ნივთებში ვიხდი, აქ ისეთივე კარგ ხარისხს ზუსტად ვიცი ვერ ვიყიდი…
იმ ფასზეც აღარაა ლაპარაკი, ერთ კარგ მაგალითს მოგიყვანთ:
ერთმა ნაცნობმა, ამაზონიდან ნამდვილი new balance-ს ბოტასი გამოიწერა 50$-ად. (sale-ს დროს) (ჩამოტანიანად 60$) მაშინ, როცა აბსოლიტურად ანალოგი (უფრო სწორად, დუბაიში დამზადებული ანალოგი) სპორტის სამყაროში ღირს 350 ლარი! ჩვეულებრივ, სეილის გარეშე იგივე ბოტასი , 80$ ღირს. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ორჯერ ნაკლები ჯდება ამაზონიდან გამოწერა

კიდევ ერთი მაგალითი, სვაროვსკი. აი, ზუსტად ეს სამაჯური, აბანოთუბანში რომ არის სვაროვსკის მაღაზია, იქ ღირს 250 ლარი :|

ფართო არჩევანი/პრაქტიკული

საშუალება გაქვს განუსაზღვრელი რაოდენობის ტანსაცმლიდან ამოირჩიო. თანაც ისეა დაყოფილი კატეგორიებად, რომ სულ არ გიწევს კითხვა-კითხვით სიარული და ფეხების დაწყვეტა სასურველი პროდუქტის მისაგნებად.  მაქსიმუმ თვალები დაგეღალოს და ნერვები აგტკივდეს იმის გამო, რომ ყველაფერს ვერ დახვეტავ, რასაც ონლაინ მაღაზიებში ნახავ  :D
თანაც, შოპინგზე რომ მიდიხარ, ასეა, რომ იმ დღისითვე ყიდულობ რაღაცას. არა,ზოგი  არის, რომ თვეობით შეუძლია იაროს ერთი რამის ასარჩევად, მაგრამ მე თუ გავედი, სახლში ცარიელი არ ვბრუნდები, თუნდაც არც ისე კმაყოფილი ვიყო შენაძენით (მეორედ გასვლის ნერვები სადღა მაქვს). ონლაინ მაღაზიებში კიდევ შეგიძლია არჩიო რამდენ ხანსაც გინდა (თუ მაინცდამაინც სეილში მყოფი რაღაც არ გინდა სეილის ბოლო დღეს).
გარდა ამისა, ადვილად შეგიძლია უამრავ ადამიანს ჰკითხო აზრი- ღირს, თუ არა კონკრეტული რამის გამოწერა. აი, თაას მაგალითს განახებთ, როცა მან ფორუმზე და ფეისბუქზე გამოკითხვასავით მოაწყო და უმრავლესობის “გადაწყვეტილებით” იყიდა ერთი ფეხსაცმელი: http://taa.ge/2010/05/ვიყიდე/

განსხვავებული!

ვაიმე, რამდენჯერ მინახავს თბილისში რაღაც კონკრეტული ჩექმა  “მოდებული”. ყოველ მეორეს რომ აცვია)) მეც შემხვედრია ჩემნაირ ფეხსაცმელიანი და მაშინვე სევდას მივეცემი ხოლმე. ონლაინ შოპინგი მეტნაკლებად ხსნის ამ პრობლემას…
პ.ს. ვინმემ სვითის ვიდეო ტუტორიალით თუ ვერ გაიგეთ (მე ზუსტად ეგ ვიდეო დამეხმარა და მარტომ გამოვიწერე), შემიძლია სკრინშოტებიანი პოსტი გავაკეთო და თუ ვინმეს სჭირდება, მითხარით.

როგორ გავიღვიძოთ…

დილაადრიანი პოსტი

საერთოდ, გვიანობამდე არასდროს არ მძინავს. ჩემი მაქსიმუმი 12 საათია და ისიც იმ შემთხვევაში, თუ რამე პატარა ხმაურიც კი არ მაწუხებს. ისე 9-10 საათი სტანდარტია (ბოლო დროის 11), მაგრამ როცა საკითხი ეხება 7 საათზე საწოლიდან წამოფრენას და 9 საათზე უნვიერსიტეტში დარჭობას, აი მანდ მიმძიმს…

მოკლედ, როგორ გავიღვიძოთ ეფექტურად (თუ ამას ეფექტი ჰქვია):

აქედანვე შევთანხმდეთ, რომ ადრე ვერ ვიძინებთ…გარშემომყოფთაგან ძალიან ცოტა მეგულება ისეთი, ვინც 11-12 საათზე იძინებს. გუშინ პატიოსნად ავდექი კომპიუტერიდან, მგონი 12 საათიც არ იყო ჯერ და დავწექი გრანდიოზული მისიით- უნდა დამეძინა! მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე მგონი 2-ის ნახევრამდე.

მაშ ასე:  ვიძინებთ მაშინ, როცა გვეძინება და ძილის წინ ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის (თუ გნებავთ მეტი დამაჯერებლობისთვის “საქართველოს მომავლისთვის”-იც დაუმატეთ)ხვალ დილით ადგომა .  ამაზე  ფიქრი დილითაც მოგიწევთ, მაგრამ თუ აქედანვე დაიწყებთ, უფრო შედეგიანი იქნება.

აუცილებლად ვაყენებთ მაღვიძარას, (მგონი საათის მაღვიძარას აღარავინ იყენებს და) მობილურზე.

ოქროს წესი:

არ დააყენოთ მაღვიძარას ზარზე სიმღერა (მუსიკა), რომელიც გიყვართ! თორემ რამდენჯერმე “გამიტკბა” მოსმენა და მიმეძინა… მაგის გამოყენებას ისევ თვითონ მობილურის მაღვიძარის ბაჭაჭყანა  ზარები სჯობია :D

მას შემდეგ, რაც მაღვიძარა დარეკავს, დგება გადამწყვეტი მომენტი: მართალია ყველაფერი გათიშულია, მაგრამ ტვინის რომელიღაც ნაწილი ცდილობს გაიძულოს გაიღვიძო. აი ამ დროს იწყება ნამდვილი ბრძოლა:

აი, რა მოხდება ახლა რომ არ გავიღვიძო, შემდეგზე ჩავაბარებ…”

ერთიარაარაუშავს, სემესტრის ბოლომდე დროა ჯერ

ოღონდ ახლა არ ავდგე და შემდეგ ლექციაზე მივალ

არადა სულ რომ სემესტრის ბოლო იყოს, თუ ძილს ვერ გაუმკლავდი, შეიძლება ზემოთჩამოთვილი არგუმენტები არ გეყოს და  ბოლოს თქვა- ეს ერთხელ შემეტენოს და მომავალ სემესტრში გავიღვიძებ ხოლმეო  :D

კიდევ ერთი საფრთხე- მაღვიძარას რომ გამორთავ და “ერთი წუთი თვალს დავხუჭავ რა”-ს გაიფიქრებ, მაშინ არის ყველაზე  საშიში მომენტი. რამდენჯერ მომსვლია, რომ მგონებია 1 წუთი და ამ დროს 1 საათიც კარგად გასულა. რამდენჯერმე თვალებს არ დავუჯერე და აღშფოთება ვერ დავმალე- ამ წამს დავხუჭე თვალი და ერთი საათი როგორ გავიდა მეთქი o_O

მოკლედ, მთავარია სულ ერთი წამი! ის ერთი წამი, როცა თვალს გაახელ და უცებ წამოხტები (შეიძლება მასე უცებვე გადაყირავდე ისევ საწოლში, მაგრამ მაინც…). აი თუ მაგ წამოხტომამდე მიხვედით, ჩათვალეთ, რომ გაიღვიძეთ!

დაახლოებით ამ პროცედურების გავლის შედეგად დღეს წარმატებით გავიღვიძე და მართალია ახლა თვალებს ვიფშვნეტ და დაახლოებით იმ სტადიაში ვარ, როცა სიამოვნებით გააგრძელებ ძილს,მაგრამ გუშინ 3 გვერდიანი სემინარი ვბეჭდე და მენანება არ წასაღებად. თანაც სემესტრის ბოლო ახლოვდება და ის ზემოთხსენებული არგუმენტები არ მშველის…

ტკბილი ძილი ვისაც ახლა გძინავთ (მე მშურს თქვენი) და ყოჩაღ, ვინც გაიღვიძეთ :D დილამშვიდობისა <3

spring

“გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი”- ფრაზა, რომელიც იმდენჯერ გაგვამეორებინეს სკოლაში თანმიმდევრობის დასამახსოვრებლად, რომ ბოლოს ლამის ცალკე ვეღარ  ვამბობდი ხოლმე რომელიმე დროს…

არასდროს არ მქონია პრობლემა წელიწადის დროებთან. ანუ, რა თქმა უნდა, ვარ სუბიექტურად განწყობილი (:D) წელიწადის გარკვეული დროებისადმი, მაგრამ არასდროს მქონია განსაკუთრებული სიძულვილი რომელიმესი. თან მართლა ყველა  ლამაზია და თავისებურად კარგი. მაგრამ…!
ბოლო ორი გაზაფხულია განსაკუთრებით ვგრძნობ, როგორ უარყოფითად მოქმედებს ჩემზე. თანაც, უსაფუძვლო ბრალდებები არ მაქვს, ყველაფერი დასაბუთებული…
პირველი და ყველაზე საფუძვლიანი მიზეზი გაზაფხულის საწინააღმდეგოდ:

მიკარგავს კონცენტრაციას!

ვგულისხმობ სწავლას, საქმეებს…შარშან,გაზაფხულის სემესტრში მჭირდა ზუსტად იგივე. სექტემბერში მივედი და ისე ვიყავი განწყობილი, საუკეთესო ქულებით დავხურე სემესტრი. აი, მოვიდა გაზაფხული და დამემართა იგივე, რაც წინა საგაზაფხულო სემესტრში.
ვერაფრით ვერ ჩავჯექი რეჟიმში, ვერასდროს ვერ ვძლებ ლექციებზე ბოლომდე. მქონდა კოლოქვიუმებიდან გამოქცევის
მცდელობაც :D  მთელი დღე სახლში ჯდომა მირჩევნია გარეთ ლექციების გამო გასვლას. კიდევ კარგი, იმ საგანში მაინც ვარ ნორმალურად, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა, თორემ თავს გადავიშენებდი. არადა, მართლა ძალებს აღემატება კონცენტრაცია… და ამჯერად ზუსტად ვიცი, რომ  გაზაფხულის ბრალია :D
ბლოგზე წერაც სულ მეზარება…არადა მთელი შემოდგომის მანძილზე, ყოველ დღე ვწერდი პოსტს!

მინადგურებს ჯანმრთელობას!

თითქმის ყოველ დღე მიწევს წამლების სმა- “არიქა კაპლი, არიქა ანაპრილინი…”… პულსი 100-ს რომ გადააჭარბებს კარგად და გულის არეში ტკივილი დამივლის, ესე იგი ცუდადაა ჩემი საქმე. მივეჩვიე უკვე :D კარდიოგრამაზეც მომიწევს წაბრძანება…
ამას +  გამუდმებით თავი მტკივა. უფრო სწორად, ამინდი ისე სწრაფ-სწრაფად იცვლება, რომ თავბრუ მეხვევა ხოლმე. წნევა მივარდება, მეძინება, გაბრუებული ვარ…

ვერ ვიგებ რა ჩავიცვა o_O

ეს არ ვიცი ზოგადად გაზაფხულის ბრალია, თუ  კონკრეტულად ამ გაზაფხულის (სხვა დროს არ მახსოვს ასეთი რამე), ჩაცმასთან დაკავშირებით მექმნება პრობლემა. გავალ დილით, მაცვია ამინდის შესაფერისად (ან თბილად, ან თხლად ) და კაცმა არ იცის სახლში ისეთივე შესაფერისად ჩაცმული დავბრუნდები, თუ არა :D  თან მერე ვცივდები  და სიცხე მიწევს არაადეკვატური ჩაცმულობის გამო…

მოვიდეს ზაფხული…ან შემოდგომა… კარგი,ზამთარი მაინც :D

LoveGivesMeHope

Stories That Make You Go “Aww!”


დღეს ერთ სიმღერას ვუსმენდი (ვუყურებდი) და “aww” რომ “აღმომხდა”, უცებ გავიქეცი ფეისბუქზე და დავსერჩე “aww”. ფეისბუქის ყველაზე კარგი თვისება კი ის არის, რომ ყოველთვის გხვდება ის, რასაც ეძებ, ან იმაზე უკეთესი…
ხოდა ამჯერად იმაზე უკეთესი შემომხვდა და აღმოვაჩინე page, სახელად:

LoveGivesMeHope – Stories That Make You Go “AWWW!”

მაშინვე არ დავაlike, რომ მივხვდი რაღაც საიტის page იყო. გადავედი ლინკზე და დამხვდა საიტი:

http://www.lovegivesmehope.com/

აღმოჩნდა, რომ აქ  წერენ ამბებს, რომლებიც make you go “aww” :D  ისტორიებია happy end-იანები სულ და ფრიად იმედის მომცემი რაღაცეები:)) თავის ამბის მოყოლა ყველას შეუძლია. ზოგი (უმეტესობა ) ისეთია, ცრემლებს რომ მოგგვრის მართლა… ხოდა ვისაც ჩემსავით უყვარს რომანტიული, გულისამაჩუყებელი და ” aww” ისტორიები, მიბრძანდით და აჩუყდით :))

საიტის და მისი შემქნელების შესახებ: http://www.lovegivesmehope.com/aboutus

ტოპ LGMH-ები: http://www.lovegivesmehope.com/top

მეც მინდოდა რამე მსგავსის მოყოლა პოსტში თემატურად, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიხსენე უცებ და მომინდა აქაც ყოფილიყო რამე ქართული საიტი, მსგავსი, სადაც მაშინვე დაწერდი ამ შენს LGMH-ებს, როცა კი გადაგხდებოდა (და არა როცა უკვე გასულია ემოციები და ვეღარც კი იხსენებ უცებ, კარგად დაფიქრების გარეშე. ან შეიძლება არც გადამხდენია

-_-   )

პროფესიები

ყოველთვის არამდგრადი ვიყავი პროფესიების საკითხში. ვაღიარებ, დღემდე წესიერად არ ვიცი რა მინდა. ბავშვობაში ( და არამარტო) ხშირად მიფიქრია, რომ რა იქნება ბევრჯერ ვჩნდებოდეთ, რომ რომელი პროფესიებიც გვაინტერესებს, ყველას ათვისება მოგვესწრო მეთქი :D

ხოდა ახლა ვეცდები გავიხსენო ყველა ის პროფესია, რომელზეც მიფიქრია სერიოზულად თუ არასერიოზულად:

მასწავლებელი

ბავშვობაში მხიბლავდა მასწავლებლის სტატუსი ძალიან. სავარაუდოდ ყველაფერი “მასწავლებლები ტუალეტში არ დადიან” ფენომენის ბრალი იყო, რომელმაც მაშინ გამიარა, როცა ერთ-ერთმა მათგანმა მთხოვა ჩანთა დამეჭირა და თვითონ “იქ” შეაბიჯა, სადაც წესით არ უნდა შეებიჯებინა :D მოკლედ, ცოტა ჭკუა რომ მომეცა და ჩამოვყალიბდი, მივხვდი, რომ მასწავლებლობა (სკოლაში თუ კერძოდ) ჩემი მოწოდება არ არის. მართალია მყავდა მოსწავლე და ერთი არაუშავს, მაგრამ როცა საქმე ეხება ყოველ დღე 30 ბავშვის გამკლავებას, არაა!!!

მუსიკოსი:

მაშინ, როცა მოხდა სასწაული და ჩემი ნეკა თითი მისწვდა სათანადოდ ვიოლინოს (რამდენიმე წელი ჩემი ზომა ვიოლინო ვერ ვიშოვეთ ვერსად და ვიჭაჭებოდი ხოლმე) და ისეთი ნაწარმოებების დაკვრა დავიწყე, რომლებიც კარგად ჟღერდა და სულ 4 ნოტისგან არ შედგებოდა, მომინდა გამეგრძელებინა. ოღონდაც ეს სურვილი მარტო მაშინ მიმძაფრდებოდა, როცა წარმატებულად დავუკრავდი ხოლმე რამეს და მეთვითონ  მომეწონებოდა.

განსაკუთრებული ამ მხრივ იყო ბოლო, მეშვიდე წელს დამამთავრებელ კონცერტზე დაკრული ნაწარმოები, რომლის გამოც ჩემს მასწავლებელს ცრემლი მოადგა  (უსაყვარლესი კაცია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიყვროდა და ისე მაჭერინებდა თითებს სიმებზე,რომ ცრემლები მცვიოდა, არასდროს შემჯავრებია :D ). მოკლედ ისე დავუკარი, რომ კინაღამ პირდაპირ კონსერვატორიაში შევაბიჯე, მაგრამ მერე ვიფიქრე “არა არა, ამით ვერ ვიცხოვრებ” მეთქი და დავანებე თავი…

მსახიობი:

პატარ- პატარა გამოცდილებების დაყრდნობით, ყველა გარშემომყოფი ამბობდა, რომ თეატრალურში უნდა ჩამებარებინა. მეც მომწონდა თითქოს ეს იდეა, მაგრამ  გადავიფიქრე…

მომღერალი:

ჩემი ხმა არ მომწონს თითქოს მიკროფონიზირებულ მდგომარეობაში, მაგრამ ამბობენ არაა ცუდიო და მაინც, თუ ვმღერი ჩემთვის, სახლში. ადრე დროდადრო მიწევდა აუდიტორიის წინაშე სიმღერა,  მაგრამ იმის მერე კიდევ შემეცვალა ხმის ტემბრი. ბოლო დროს ჩემი ნამღერი მარტო ილიას აქვს მოსმენილი :D

მოცეკვავე:

ცეკვა მინდება ხოლმე დროდადრო. საჩემოდ არა ოღონდ, პროფესიონალურ დონეზე (ოღონდაც ქართული არა). მე მაინც მგონია, რომ ცეკვის ნიჭი არც ისე განვითარებული მაქვს და მხოლოდ მოქნილობით გამოვირჩევი:D ხოდა სურვილი როცა მაწუხებს ჩემთვის ვცეკვავ ხოლმე, სახლის დალაგებისას ძირითადად :D პრინციპში   სწავლა არც არასდროს მიცდია და ვერ ვიტყვი  ათვისების უნარი მაქვს, თუ არა. აუცილებლად უნდა  ვცადო  ისე…

დიზაინერი:

იყო დრო, როცა ხელსაქმე არ მეზარებოდა და ხან ვქსოვდი, ხან ვკერავდი, ხან რაღაც სხვადასხვა აქსესუარებს ვაკეთებდი. ჩემი შეკერილი ჩანთებიც მქონდა, რომლებსაც ვიყენებდი ჩვეულებრივ. ერთი პერიოდი ვიდექი და მთეელი დღეები ვხატავდი მოდელებს. მართალია სერიოზული არაფერი შემიმოქმედებია (o_O), მაგრამ იდეები მაწუხებს ხოლმე და ძალიან მინდა ნებისყოფა მქონდეს საამისო…

ჟურნალისტი:

ჟურნალისტობას ძალიან სერიოზულად ვაპირებდი. გულიც დამწყდა, როცა გავიგე, რომ მეოთხე საგნად ისტორია და გეოგრაფია ბარდებოდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. უზომოდ დამეზარა ამ ორი ჩემთვის არასაინტერესო საგნის გადაღეჭვა, თორემ ალბათ პირველივეს ჟურნალისტიკას ჩავწერდი. მერე თავი იმით დავიმშვიდე, რომ იმისთვის, რომ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, დიპლომი არ არის საჭირო ჟურნალისტის. ბევრი ქართველი თუნდაც ტელეწამყვანი, პროფესიით არ არიან ჟურნალისტები.

იურისტი:

დიახ, რაც არ უნდა საოცარი იყოს ჩემი მხრიდან :D მეტსაც გეტყვით, მოწინავე ადგილას მეწერა გამოცდების დროს სიაში. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იქ არ მოვხვდი. აი სხვა დროს, მეტი დრო რომ მექნება და იურისტად რომ დავიბადები, მერე შეიძლება ფიქრი :D

სოციოლოგი:

ამ უკანასკნელზე უკვე დარწმუნებით (?) ვფიქრობ. ანუ, მაგისტრატურას ვაპირებ სოციოლოგიაში.

იყო კიდევ ათასი რაღაც, რაშიც ცხვირის ჩაყოფა მინდება ხოლმე. მაგალითად ლურსმანი როგორ მზადდება ეგეც მაინტერესებს და კიდევ ასანთის ღერებიც :D  მსგავს წვრილმანებზე ხშირად მეფიქრება, უმარტივეს რაღაცეებზე მოკლედ… ერთადერთი პროფესია, რომელზეც არასდროს მიფიქრია და ვიცი, რომ არც არასდროს მომეფიქრება სულ რომ 20-ჯერ დავიბადო, არის ექიმობა. არ შემიძლია :D

GRAND FINAL

დღეს 10 საათზე ნიჭიერის ფინალი გაიმართება! რა მალე გავიდა სამი თვე, გული მწყდება და თან არადა ერთი სული მაქვს ფინალს როდის ვნახავ! თან მაინტერესებს, თან ვნერვიულობ, თან რეპეტიციას  რომ ვუყურე, ისეთი მაგარი შოუ იქნება, ამისთვის ღირდა პროექტის დამთავრებათქო ვიძახი :))
იმ დღიდან, როცა ნიჭიერის ბლოგერი გავხდი, მართლა შეყვარებული ვარ ამ პროექტზე და ჩემს ჰედერზეც ტყუილად არ გამოვუყავი ადგილი :D  იქამდე უცხოურ ანალოგებს, განსაკუთრებით britain’s got talent-ს ვადევნებდი თვალ-ყურს და მაინტერესებდა საქართველოში რა მოხდებოდა, იქნებოდა, თუ არა ისეთივე მასშტაბური, მრავალფეროვანი, წარმატებული, რეიტინგული…ფაქტია, წლებია უკვე სხვადასხვა ქვეყნებში სეზონებს თითებზეც ვეღარ ითვლიან  (:D) იმდენად გაამართლა ყველგან ფორმატმა.
მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის და ისე ვნერვიულობდი თავიდან ყველა პოსტის წინ(არა მარტო თავიდან ისე), რომ ვერ აღგიწერთ. პირველი პოსტი განსაკუთრებით რთული იყო, რომ არ ვიცოდი როგორ უნდა ჩამომეყალიბებინა და რა ფორმით.
პირველი პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე გიორგისგან ბეევრი კომპლიმენტი მივიღე პოსტთან დაკავშირებით, მაგრამ  რა თქმა უნდა სულ ასე ნარნარად არ იყო საქმე :D შენიშვნებიც მიმიღია, მაგრამ საერთო ჯამში კარგად ჩაიარა მგონი.
კიდევ  მონაწილეებთან ურთიერთობა, თუნდაც ბიოების კეთებისას იყო ძალიან საინტერესო. ზოგ შემთხვევაში ბიოების საზღვრებს ფრიად გასცდა ურთიერთობები და ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ის დადებითია, რაც პროექტმა მომიტანა, მაგრამ ეგ სხვა დროს :D
სამუშაო ჯგუფზე მინდა ვთქვა- Read the rest of this entry »
photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
მაისი 2010
« აპრ   ივნ »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)