Archive for აპრილი, 2010

ბლოგერის აღჭურვილობა

ყველა პროფესიას ხომ აქვს თავისი აღჭურვილობა აქვს და ბლოგერები რითი ვართ გამონაკლისები? საბედნიეროდ (მადლობა დედა, მადლობა მამა :D ) თითქმის ყველა ატრიბუტი მაქვს, რაც საჭიროა:

ლეპტოპი

რომელიც 23 საათს ატარებს ჩემთან ერთად…ჩემი საბადო, რომელსაც ხანდახან პატრონი ძალიან ჩაგრავს აი ასე:

და კიდევ ასე:

არადა ჯერ ერთი წელი ახლა ხდება მაისში, რაც ვიყიდე და უკვე რას დავამსგავსე… ნუ კლავიატურას არაუჭირს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ერთი ცალი ბისერის ბურთულაა ჩავარდნილი და ხან რომელ კლავიშში ეჩხირება, ხან რომელში. მერე კომპიუტერს ვაყირავებ და გორდება ხოლმე :D  ამჯერად J-შია ჩასახლებული… ხელების განსათავსებელ ადგილს რაც შეეხება, დროზე არ მომაფიქრდა რამე გადასაკრავის ყიდვა  და გახდა ასეთი :| მამა მეუბნებოდა ფრთხილად იყავი, შნურებამდე არ ჩახვიდეო :D კიდევ რა არ დავმართე- ბათუმში wi-fiს ჩართვის მცდელობისას მთლიანად დავბლოკე, windows-ის საკუთარი ძალებით გადაყენება მოვინდომე და ორი ცალი ერთად ჩავწერე და ვინ მოსთვლის კიდევ… მაგრამ ერთგულად მემსახურება. პირველად ლეპტოპის ჰაერივით საჭიროება ბარკემპზე ვიგრძენი. ვკვდებოდი ისე მინდოდა ნორმალურად დამეწერა ყველაფერი რაც იქ ხდებოდა… მოკლედ, მართლა აუცილებელი ატრიბუტია… Read the rest of this entry »

David Garrett

დღეს რამდენჯერმე შემხვდა facebook-ზე alexa-ს ლინკი სასიამოვნო ცნობებითურთ:

აქვე აღვნიშნავ, რომ ფეისბუქის დანიშნულება ცოტა აღრეული აქვთ მათ, ვისაც უთხრეს რომ ადნაკლასნიკი ტეხავს უკვე  და ფეისბუქი მაგარია, მაგრამ სადაც იმას მივაღწიეთ, რომ პირველ ადგილზე ის ავადსახსენებელი არაა გამოჭიმული, იქნება დროთა განმავლობაში ესეც მოგვარდეს :D
ხოდა რას მოვაყოლე…ეს სამი საიტია ზუსტად,  რომლებსაც ყველაზე აქტიურად ვიყენებ. ფეისბუქში ვცხოვრობ, გუგლში ვსწავლობ და youtube-ში ვატარებ თავისუფალ დროს :D
ხანდახან კი ყელში ამომდის ხოლმე ამდენი რეფრეში ფეისბუქზე, ან ამდენი ვიდეოს ყურებისგან თვალების გათანგვა, მაგრამ რეალურად რომ დაფიქრდე, ალბათ შეუძლებელიც არის ჩემთვის ამ სამი რამის გარეშე არსებობა. ეს არ არის მაინცდამაინც დამოკიდებულება  ალბათ, მაგრამ აი მარტივ მაგალითს გეტყვით…
დღეს შევბანცალდი youtube-ში, გაურკვეველი მიზნებით და Recommended for You-ში შემომხვდა  (ამას შეგიძლიათ არ უყუროთ, გრძელია)
ადრე არასდროს და არსად არ შემხვედრია ამ ადამიანის შესახებ არაფერი. ვიდეოს არ ვუყურე იმიტომ, რომ რაღაცა გაიწელა მე კიდევ სასწრაფოდ მჭირდებოდა რამე ნიშანდობლივი :D david garrett მოვძებნე იქვე და პირველივე ამომიგდო  (ამას უნდა უყუროთ!):
მოკლედ ამ წუთებიდან  ავიჩემე და აღარ გავჩერდი… დიდი ხანია ასე არაფრით არ აღვფრთოვანებულვარ…მსოფლიოში ყვეელაზე სწრაფად შეუძლია დაკვრა ვიოლინოზე და თან რა ისეთია… o_O რაღაცნაირად საყვარელი!
ხოდა   ასე რომ აღფრთოვანდები რამით რა უნდა ქნა? რა თქმა უნდა, მაშინვე ფეისბუქზე  დააშეარო და გაუზიარო მეგობრებს. თორემ ხომ გული გამისკდებოდა რომ არ მეთქვა რა მაგარია! თან მაშინვე მოძებნი ფან პეიჯს, აქ რა არ დაგხვდება? . ეს ჩვევაა ერთგვარი, ცოტა ხნის წინ საიდან მომაფიქრდა არ ვიცი და asta la vista baby მოვძებნე და იმის ფანკლუბიც კი იყო…ill be back-ზე რომ აღარაფერი ვთქვათ :D
მერე საქმეში  ერთვება google…ეძებ სურათებს, ეძებ პირადი ცხოვრების დეტალებს (ეს უკანასკნელი რა მოსატანია იყო, მაგრამ დიდისამბით დავინტერესდი ცოლიანი იყო თუ არა და ხომ უნდა გავცნობოდი სიტუაციას :D),ყველაფრის გადაქექვის შემდეგ უბრუნდები ვიდეოებს  და ასე ცხოვრობ ბედნიერად…

ის დღე ყველაფერის მიუხედავად ბედნიერია ხოლმე, როცა მსგავს აღმოჩენებს ვაკეთებ <3

შორეული…

შორეული 2013, ოპტიმისტურ…არა, ნამეტანი (!) ოპტიმისტურ მოტივებზე…
OMG, რამდენი ხანია არაფერი დამიწერია…   ფაქტიურად იმის შემდეგ, რაც ის ბლოგერების რეალითი დამთავრდა რუსთავი2-ზე. ნუ, თუ დარჩა ვინმე ისეთი, ვისაც იმ პერიოდისთვის თვალი არ უდევნებია (150 000 ვიზიტორი მგონი ცოტაა ბლოგისთვის იმ ფონზე, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა  ოჯახშია ipad-ი)… მოკლედ დავწერ მათთვის, ვინც მხოლოდ გუშინდელი “პროფილი”-ს მერე შემოუერთდა ჩემს ბლოგს (ხო, პროფილში მოვყევი როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება ბლოგის გახსნამ)-  ბლოგერების რეალითი ერთი თვის წინ დასრულდა. პირველ სეზონში ვეტერანები ვიყავით მიწვეულები. 13 ბლოგერი ვცხოვრობდით ერთად, ერთ wi-fi-იან სახლში. ნუ სიტუაცია იყო ვერ აღგიწერთ- ზოგი ყოფილი ცოლ-ქმარი, ზოგი ერთმანეთთან ნაჩხუბარი, ზოგი პირიქით- დადაქალებულ-დაძმაკაცებულები და ერთმანეთის პოსტებს ა-like-ბდნენ ფეისბუქზე! . უი, კინაღამ გამომრჩა- სვითი და კოტეც იყვნენ. ეს მათი პირველი გამოჩენა იყო ასეთ ფართო საზოგადოებაში მას მერე, რაც მეორედ იქორწინეს  ერთმანეთზე. რეალითის  არსი ჩვეულებრივ რეალითურ პრინციპებზე იყო დაფუძნებული, ვცხოვრობდით უბრალოდ… დავალება ის იყო, რომ ყოველი დღის ბოლოს უნდა პოსტი დაგვეწერა შიდა სიტუაციაზე.  მერე მაყურებლები აფასებდნენ, უკეთესად გვიცნობდნენ და ამის მიხედვით წყდებოდა მონაწილეების ბედი. საბოლოოდ ყვავამ მოიგო- ვინ თქვა არ უმართლებს ყვავას რეალითებშიო?
……
არ ვარ უკმაყოფილო, რომ ვერ გავიმარჯვე.ბევრი კარგი რამე გააკეთა ამ რეალითიმ. მაგალითად ის, რომ სიმართლის დროს წამყვანად მიმიწვია ტელეკომპანია იმედმა (დედაა, რა ბედნიერებაა!) მე კიდევ ავდექი და მოვითხოვე- ნანკა კალატოზიშვილი დამისვით სკამზე, თორემ არაფერსაც არ წავიყვან მეთქი. მართლა მომიყვანეს და იმაზე უარესი დავმართე, რასაც ის მართებდა ხოლმე თავის სტუმრებს. მოკლედ, ჩემი მისია შევასრულე და მაშინვე წამოვედი იმედიდან. აბა რაში მჭირდებიან, როცა მათი დაფარვის ზონა ახლა მხოლოდ სართიჭალის ოლქია და მე კიდევ ევროპის საუკეთესო ტელეკომპანიაში, რუსთავი2-ში ვმუშაობ :)
…..
ტრადიციულ ბლოგების მიმოხილვას ვერ მოვაბი რა თავი. ცალკე პოსტს კი მივუძღვნი, მაგრამ ახლა უბრალოდ არ შემიძლია ორი ფაქტი არ აღვნიშნო:
  • სვითიმ თავის მწვანე დიზაინი, რომელიც xiaxue-ს  საქართველოში მეათე, საიუბილეო ვიზიტის შემდეგ დაიყენა, შეცვალა და ისევ ვარდისფერს დაუბრუნდა. უი მართლა, ის top.ge ს მთვლელი  დავაბრუნებინეთ ბლოგზე ,  ბევრი  ხვეწნის შემდეგ…
  • დოდკამ ბოლო ორ წლიანი ყოველდღიური (არ ვაჭარბებ, გადახედეთ მისი ბლოგის კალენდარს, ერთი დღე არ გამოუტოვია. ანუ ორ წელიწადში 600-ზე მეტი პოსტი დაწერა!) პოსტვის შემდეგ ორი დღე ჩააგდო. მიზეზი  ჯერჯერობით უცნობია.  ვღელავ ძალიან :(
პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურად… იმ კალათბურთელს დავშორდი 2010-ში რომ ვნახე ერთ მატჩზე და ორი წლის მერე რომ გავიცანი სადღაც. დღემდე არ მესმის რა მინდოდა მაგასთან:|
ხო, როგორც კი დავშორდი იმ ბიჭს, ერთ ჟურნალში, მგონი prime time ჰქვია, ისევ 60 თეთრი ღირს, მაშინვე განახლდა ჭორები, რომ მე და ილია მამაგულაშვილი ერთად ვართ. მერე პირველ არხს ეგ გამორჩებოდა? რაც თეა გვასალიამ “ამბობენ” განაახლა, ჩურჩულითაც ვეღარ ვბედავ რამის თქმას… ღმერთო ჩემო, ამდენი წელია ერთი და იგივე გრძელდება ჩვენს გარშემო! ეს ინტერვიუ რომ ვნახე, მაშინვე დავრეკე  people-ს ქართულ ვერსიაში და ექსკლუზიური ინტერვიუ შევთავაზე. თვეში ერთხელ აუცილებლად მიწევს გამეორება, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ :|

"ამბობენ"-ში ჩვენი რამდენიმე წლის წინანდელი სურათი აჩვენეს. ან სად მიაგნეს...

უი, ილიაზე გამახსენდა… ორ კვირაშია ის კონცერტი, უკვე ორი წელი რომ მზადდება.

ნუ მთელმა მსოფლიომ კი იცის, მაგრამ მე მგონი დაწვრილებით არ დამიწერია:

აი თუ გახსოვთ, ნიჭიერის სულ სულ პირველ სეზონში რომ იცეკვა dangerous, ის უნახავთ mj ს პროდიუსერს და ქორეოგრაფს myvideo-ზე ორი წლის მერე და დაებადათ იდეა, რომ this is it გაეკეთებინათ, ზუსტი ანალოგია!  და ილიას უნდა ეცეკვა ყველაფერი (რამდენიმე ცეკვა საკუთარი დადგმულიც დაამატა) ხმა MJ-სი დარჩება, რა თქმა უნდა… ერთ კვირაში ჩავალ ლონდონში. თან რამდენი ხანია neverland-ში არ ვყოფილვარ ილიასთან, მომენატრა იქაურობა…

უი ხო, იმ სახლში გადავედი…აი 2010-ში რომ ვინატრე, ბლოგინგიდან შემოსავლით მინდა ავიშენო მეთქი…

წავედი ახლა, მიშას ინაუგურაციაა ხვალ და მიწვეულები ვართ ბლოგერები, ტანსაცმელი მაქვს ასარჩევი და გავივლი ერთი სადმე…

ჩემი ქსელი

რამდენიმე დღის წინ ჯეოსელის ქსელის პარალიზება მოხდა. მე სადღაც მქონდა მიგდებული ტელეფონი და სულ ვერ გავიგებდი ამ ამბავს, რომ არა ფეისბუქზე ატეხილი საყოველთაო განგაში- ძირითადად უცენზურობების შემცველი სტატუსები ან უბრალოდ გაბრაზებული სტატუსები  და ა.შ.
ჯერ კიდევ დიდი ანტენიანი ტელეფონების ეპოქაში გავხდი 893-ის აბონენტი და დღემდე ერთხელაც არ შემიცვლია ქსელი. იყო მომენტები, როცა ძალიან კარგი სხვადასხვა აქციები ჰქონდათ დანარჩენ მობილურ ოპერატორებს, მაგრამ მე ჯიუტად მყარად ვიდექი ჯეოსელის მხარეს :D ეს პარალიზებაც რომ მოხდა, ერთადერთი, რაც თავში მომივდა იყო, რომ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. არანაირი პრეტენზია არ გამჩენია.
რაც ყველაზე ძალიან მესიამოვნა, იყო მათ ფან პეიჯზე გამოქვეყნებული განცხადება ამ სიტუაციის დროს:

მოკლედ, ამ ვითარებაში შეიძლება პირველად დავფიქრდი რატომ ვარ ჯეოსელის აბონენტი და რატომ ვაიგნორებ ასე გულმოდგინედ სხვა დანარჩენი კომპანიების იმიტომ, რომ ატყდა სხვა ქსელის აბონენტების მიერ ბრძოლა- აი, იყავით მაგთის აბონენტი და ასე არ გაგეთიშებათ არასდროს, ბილაინი ფორევერ (:D)  და მსგავსი რამეები..

PR ტექნოლოგიებში პროფესიონალურ დონეზე ვერ ვერკვევი და შეიძლება მაინცდამაინც კარგად ვერ ავხსნა რისი თქმა მინდა, მაგრამ როგორც მომხმარებელს ხომ ჩამოყალიბებული მაქვს აზრი  ამ ყველაფერთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში და  მგონი ჯეოსელის სწორად წარმართული მუშაობის შედეგია, რომ რაც არ უნდა კარგი შემოთავაზებები ჰქონდეთ დროდადრო სხვა კომპანიებს, ინტერესიც კი არ გამჩენია კარგად გარკვევისა…

ჯეოსელს ყოველთვის აქვს რაღაც გამორჩეული და კარგი და საერთოდაც, კარგ რაღაცეებთან ასოცირდება.   Read the rest of this entry »

ბლოგერები მინისტრთან

შეხვედრის მიზანი იყო გამოცდილი და წარმატებული ბლოგერებისგან ამ კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ შესაძლო მოქმედებების განხორციელებაზე მსჯელობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ბლოგინგის განვითარებას.”

გუშინ ეკონომიკის მინისტრს შევხვდით რამდენიმე ბლოგერი. ბოლო დროს  ბლოგინგით ვინმეს დაინტერესება აღარ გვიკვირს, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგინე რაში შეიძლება დაგვხმარებოდა ეკონომიკის სამინისტრო. უფრო სწორად,

გასაგებია, რომ რესურსები აქვთ ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ ნათლად ვერ გამოვკვეთე  მიზნები და ცოტა სკეპტიკური განწყობით წავედი.

შეხვედრა გამოცდილებების გაზიარებით დაიწყო. მინისტრი დაინტერესდა რა შესაძლებლობები აქვს სოციალურ მედიას,რომელი რესურსები გამოიყენება ყველაზე ეფექტურად, რა არის საჭირო ბლოგინგის განვითარებისათვის და თავიანთი იდეაც გაგვაცნეს- უნდათ ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით სოციალური მედიის აქტიური გამოყენება. გარდა ამისა, შეგვპირდნენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესსა და ბლოგერებს შორის შუამავლობას ითავებს.

რეალურად, ხშირ შემთხვევაში არ იციან როგორ გამოიყენონ სოციალური მედია ბიზნესისთვის და მიხარია, რომ საშუალება გვექნება დავაინტერესოთ.

თუმცა ამ მხრივ ერთი შენიშვნა მქონდა…ზურაბ პოლოლიკაშვილმა იკითხა,  რა პრობლემებიაო და როკომ ხაზი გაუსვა ფინანსურ დაინტერესებას. ანუ, ბლოგებს ქმნიან, მაგრამ ვინაიდან შემოსავალი არ უჩნდებათ, მოტივაცია უქრებათ და თავს ანებებენო.

ხოდა:

გასაგებია, რომ კორპორატიული ბლოგები იქნება ფინანსური დაინტერესების ნიადაგზე და საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი მაგ კუთხით. უბრალოდ, ცოტა უცნაურად ვიგრძენი თავი- ბლოგი რომ შევქმენი (და ეს არ იყო ძალიან დიდი ხნის წინ, სულ წელიწადნახევარია), საერთოდ არ მიფიქრია თუ როდისმე რამე ფინანსურ სარგებელს მომიტანდა. მე იმიტომ მაქვს ბლოგი, რომ მსიამოვნებს წერა, მიყვარს მკითხველი და ზოგადად, ჰობია ჩემი. სულ რომ 1 კაპიკი არ მქონდეს ამ საქმიანობიდან შემოსავალი ( და ასეც იყო დიდ ხანს და უფრო დიდხანს ძველი ბლოგერებისთვის ), მაინც დავწერ და მოტივაცია არასდროს გამიქრება. სისულელეა ფინანსური დაინტერესების გამო ბლოგის შექმნა იმიტომ, რომ

ბლოგი იმდენ ენერგიას მოითხოვს, შეუძლებელია მხოლოდ მაგის გამო წერო- ეს საქმე უნდა გიყვარდეს.

თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ- მოხარული ვიქნები, თუ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები მიხვდებიან რა სარგებლობა მოაქვს ბლოგებზე რეკლამას.

დაისვა საკითხი ბლოგერების ასოციაციის შექმნისაც, მაგრამ მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამისი (დოდკაც ასევე). ახლა გეტყვით მიზეზებს:

რაც არ უნდა არაოფიციალური სახე მისცე ამ ყველაფერს, ყველა შემთხვევაში მოხდება ე.წ. “კასტების” ჩამოყალიბება: უპირატესობა მინიჭებული ბლოგერები და დანარჩენი ბლოგერები. მიზანი ასოციაციის დაახლოებით უნდა იყოს:

ტრენინგების ჩატარება დამწყებებისთვის, სხვადასხვა ივენთების დაგეგმვა და სხვა მსგავსი საკითხები, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი ასოციაციის გარეშეც ხორციელდება და დიდ საჭიროებას ვერ ვხედავ.

თანაც, თუ ეს ასოციაცია შექიმნება  ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით,  ერთ რამეზე მეფიქრება:

მე კი დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ არ ექნება გავლენა რომელიმე ბლოგერის პოლიტიკურ კურსზე ამ ყველაფერს, მაგრამ გინდა, თუ არ გინდა, დაასოცირდები მათთან და მერე რამე დადებითის დაწერა რომ მოგინდება ხელისუფლებაზე, ვიღაცა ინტრიგანი ოპოზიციონერი ან უბრალოდ ინტრიგანი რატომ უნდა მომედავოს, რომ შეკვეთილ პოსტს ვწერ?

არჩევნები ახლოვდება, პირველად მიწევს მონაწილეობის მიღება (როგორ მიხარის), ხმა უნდა მივცე გიგი უგულავას. მერე უნდა მოვიდე სახლში და დავწერო როგორი იყო პირველი არჩევნები, როგორ გამიხარდა, რომ  ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე და როგორ გამიხარდა გიგის რომ მივეცი ხმა :D  ხოდა მინდა ახლა მე ინტრიგანები?

დანარჩენ გეგმებს რაც შეეხება, ძალიან მომწონს ბლოგინგის და ზოგადად სოციალური მედიის ჩართვა ქვეყნის პოპულარიზაციაში. რეალურად, ხშირია შემთხვევები, როცა სხვადასხვა არც ისე კეთილისმყოფელი ქვეყნების მიერ ცუდი PR კამპანია მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ და რატომ არ უნდა არსებობდეს მათი საწინააღმდეგო არგუმენტები და სინამდვილის ამსახველი ფაქტები ინტერნეტში?

მოკლედ, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ შეხვედრით და ამ ეტაპზე დაგეგმილი მიზნებით, ველოდები  მომდევნო შეხვედრას, სადაც უფრო კონკრეტულად იქნება საუბარი ყველაფერზე.

სხვა დაწრვილებითი ინფორმაციებისთვის:

http://www.economy.ge/?category=4&lang=geo&item=321

http://www.media.ge/ka/node/36932&h=70c56a4694758884de380e47f985eac6

http://fazanda.wordpress.com/2010/04/15/ekon/

KIDS…KIDS…

ბავშვებთან ურთიერთობა ყველაზე საინტერესო, ყველაზე სახალისო და თან ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობაა! მე მაგალითად ვხალისობ ხოლმე ჩემი დების და მათი მეგობრების შემხედვარე. ძალიან მაგარია ხანდახან რომ ვაანალიზებ ხოლმე  როგორ იზრდებოდა და როგორ ვითარდებოდა ნინი მაგალითად (ყველაზე კარგად ნინი მახსოვს), ორი წლის წინ რას აკეთებდა და ახლა რას აკეთებს. როგორ შეეცვალა ქცევები, როგორ ფიქრობს სერიოზულ რაღაცეებზე (ხო, ბავშვები ხანდახან დიდებზე მეტს ფიქრობენ :P )

ხოდა ბავშვიანებს და მათთან ურთიერთობა გამოვლილებს მე რა უნდა ვასწავლო. უბრალოდ, რამდენიმე რჩევა მინდა გავცე თუნდაც მათთვის, ვისაც შემთხვევით ერთი დღით მაინც მოუწევს მეგობრის/მეზობლის ბავშვის, დის ან ძმის დატოვება :D

ცოტა ხნის წინ, გადაცემა  “რაო რაო” გადიოდა რუსთავი2-ის ეთერში. ფორმატის მიხედვით, ბავშვები უსვამდნენ კითხვებს დიდებს და ძალიან ბევრჯერ მომხვდა თვალში ერთი ფაქტი: ბოლოს,როცა  ეკითხებოდნენ ხოლმე პატარებს  სტუმარზე აზრს, მომისმენია მათგან-  “არ გვცემდა პასუხებს კარგადო”, ისეთ სტუმრებზე, ვინც არასერიოზულად პასუხობდა და ფანტასტიკის ჟანრში იჭრებოდა.

მაგალითად, კითხვაზე “რატომ გადაშენდნენ დინოზავრები? “, პასუხი- “ერთხელაც გადაწყვიტეს რომ ცაში უკეთესი საჭმელი იშოვებოდა- არასწორია! Read the rest of this entry »

Black Saturday 10.04.2010

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი მოდელირებული ქრონიკის ეთერის გამო ატეხილ პანიკაში რომ მოვყევი (პოსტი იმ დღის შესახებ) და რამდენიმე წამის, თუ წუთის მანძილზე რომ მეგონა პრეზიდენტი მოგვიკლეს, აი იმ წამების  განცდების მიხედვით შემიძლია მივხვდე რა ხდება ახლა პოლონელების თავს…
ვიზიარებ მათ მწუხარებას…
R.I.P.

movies, part V

სათაურის დარქმევისას კითხვა გამიჩნდა- ნაწილებად რომ ვაკეთებ, სადამდე ვაპირებ ასვლას o_O მომავალი პოსტიდან შევუცვლი სათაურებს..
ბოლო დროს შედარებით იშვიათად ვუყურებ  ფილმებს, შემომაკლდა გადმოწერილების მარაგი და ძებნა მეზარება ხოლმე. მაგრამ თავისთავად მაინც ვუყურებ დროდადრო და ტრადიციულად, ბოლოს ნანახი რამდეინმე ფილმის მიმოხილვა:
ფილმი რომანტიულია. ცოტა არეული სიუჟეტი აქვს, დღეები დახტის და ცოტა დამეზარა ტვინის მიდევნება :D მაგრამ საერთო ჯამში კარგია. ტრადიციული happy end-ით არ მთავრდება, მაგრამ ეგეც კარგია. იმიტომ, რომ ოპტიმიზმისთვის ადგილი რჩება ისეთ შემთხვევაშიც, როცა ერთი ურთიერთობა ცუდად მთავრდება
მე მიჭირს ხოლმე დაძაბული ფილმების ყურება და თითებზე ჩამოითვლება საშინელებათა ფილმები რამდენი მაქვს ნანახი. ეს მთლად საშინელება არ იყო, მაგრამ შემეშინდა. ღამე ვუყურე, იდუმალ გარემოში და ფაქტიურად შევიშინე თავი :D რომანტიკაც იყო გარეული და ერთ-ერთ ბოლო მომენტზე გავსკდი ტირილით. საერთო ჯამში, კარგი ფილმია
ამ ფილმის ყურებისთვის მე ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად, როგორც აღმოჩნდა. არადა ბოლოსდაბოლოს როდისმე ხომ უნდა მენახა :D ვუყურე და მთელი ფილმის მანძილზე ერთი კოლოფი ერთჯერადი სალფეტკი დამჭირდა :| ნუ, ვისაც მაინცდამაინც გულზე არ მოხვედრია mj-ს სიკვდილი, იმათთვის ალბათ უბრალოდ კონცერტის რეპეტიციის ჩანაწერები იქნება, მაგრამ მე რომ წარმოვიდგინე, რომ ეს კონცერტი, რომელისთვისაც ასე ემზადებოდა და ვერ.. ბრრ, უჟას! ამ განცდების გარეშეც საინტერესო საყურებელია, მართლა :)

Bogus

ფილმი, რომელსაც არ ვიცი რატომ ვუყურე, მაგრამ ასე ვიცი ხოლმე- ტელევიზორში რამე ფილმს თუ შევყევი ვუყურებ. არადა კომპიუტერში რაღაც ფილმი თუ არ მომეწონა, მაშინვე გულს ვიცრუებ. ანუ, ტელევიზორში უფრო ადვილია ყურება თითქოს. ხოდა ესეც რაღაც გასართობი ფილმი იყო. წარმოსახვით მეგობარზე, რომელიც ყველას გვყავს, როცა გვიჭირს:))რაღაც მომენტში გულიც კი დამწყდა, რომ ბავშვობაში მასეთი მეგობარი არ მყოლია :D კარგი მსახიობები არიან თან.

HOME ALONE

კვირა დილიდან დაიწყო ჩემი სააღდგომო არდადეგები, რომელიც ოჯახმა მო(მ)იწყო! მომიწყო, ანუ ყველა წავიდა სოფელში და დამტოვეს მარტო სახლში.
(დავწერე ზედა აბზაცი, ბეჭდები მოვიხსენი, მკლავები ავიკაპიწე (ეს რა ჩვევა მაქვს) და გავემზადე საწერად)
მარტო სახლში დარჩენა მიყვარს ხოლმე რამდენიმე მიზეზის გამო:
  • შემიძლია ხმამაღლა ჩავრთო მუსიკა
თუმცა ისე არა, რომ მეზობლები დავაფრთხო.  ისინი კი არ ფიქრობენ ჩემზე, როცა “შატ შატ შატ სირუმე”-ს უსმენენ, მაგრამ მე არ მავიწყდებიან :D
  • შემიძლია ჩავიხვიო ერთი და იგივე სიმღერა, ან ერთი და იგივე სიმღერის რამე კონკრეტული მონაკვეთი და არავინ აღელდება ამის გამო
დედაჩემი განსაკუთრებით ვერ იტანს ხოლმე რამეს რომ “ვიხვევ”. თორემ მამაჩემმა და პატარა დამაც ჩემნაირად იციან ჩახვევა :D
  • შემიძლია ვიოლინოზე დავუკრა თითების ტკენამდე :D
რატომღაც ვერ ვუკრავ, როცა სახლშია ვინმე. არ მიყვარს რა ვქნა… პირველ დღეს, სახლიდან როგორც კი გავიდნენ,
დასალაგებელი რომ მქონდა ყველაფერი არც მიმიქცევია ყურადღება, მაშინვე ვიოლინოს დავტაცე ხელი.
  • შემიძლია მთელი სახლი დავიპყრო ცეკვა-სიმღერით
ისე, ხანდახან სასაცილო კი ვარ ხოლმე ბზრიალ-ბზრიალით რომ დავდივარ, თან რაღაცას ვაკეთებ, თან მთელი ხმით ვმღერი და თან ვცეკვავ, მაგრამ who cares? :D
  • ან შემიძლია არაფერი არ გავაკეთო და ვიდო მთელი დღე კომპიუტერთან
კომპიუტერთან ვჭამო(თ), ვსვა, მეძინოს o_O Read the rest of this entry »

ბრბ

მიდი თინი, შენ ამას შეძლებ…

(სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს )

მე ამას შევძლებ, მე შევძლებ დავწერო ჩვეულებრივი პოსტი :D კომპიუტერიდან რომ ვდგები, მაშინვე წამოტივტივდება რა უნდა დავწერო. მოვირბენ და ვსო, გარბის ყველაფერი.
კონცენტრაციაში მიჭირს ეს დღეები და ხვალინდელ დღეს კონცენტრაციის დღედ ვაცხადებ-  არავითარი მიუხედავი ბლოგი, არავითარი წაუკითხავი mail-ები, არავითარი პასუხგაუცემელი ინბოქსი, არავითარი მაღაზიაში ჩასვლის დაზარება და საერთოდაც, სააქაოს უნდა დავუბრუნდე :D

ნატანჯი სიუჟეტი

ცოტა ხნის წინ “ჩვენი ექსპრესი”-დან დაგვიკავშირდნენ რამდენიმე ბლოგერს და გვითხრეს, რომ უნდოდათ სიუჟეტის გაკეთება ბლოგერებზე, ქართულ ბლოგოსფეროზე და მკითხეს თანახმა ხარ, თუ არაო.  ამ კითხვას რომ მისვამენ, სულ მიკვირს- რატომ არ უნდა ვიყო თანახმა. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი, რაც ბლოგების პოპულარიზაციისთვის კეთდება, კარგია.
პირველი საუბრის მერე ცოტა დიდი პაუზა იყო,  თურმე იმის ბრალი იყო, რომ ჯერ სიუჟეტის გადაღებაზე უარი უთქვამთ  და ხმლით და ფარით მოუპოვებია უფლება გიოს :D მერე ამინდებმა აგვრია და მოკლედ, ბოლოსდაბოლოს ძლივს შევხვდით ლიტერატურულ კაფეში.

პირველი Online Shopping-ის შედეგები

ცოტა ხნის წინ დავპოსტე, ფეხსაცმელები გამოვიწერე მეთქი. გადმომზიდ კომპანიად usa2georgia ავირჩიე. იმ პოსტს, რომელიც ჩემს არჩევანზე დავწერე, მოყვა კომენტარები, რომ აინტერესებდათ ტუტორიალი ონლაინ შოპინგის.
სვითიმ ჩაწერა ვიდეო პოსტი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:
მე კიდევ მოგიყვებით ჩემი პირველი ონლაინ შოპინგის ამბებს…
მარტის პირველ რიცხვებში გამოვიწერე ფეხსაცმელები, სვითიმაც ჩემს მისამართზე გამოიწერა. ერთად დავიწყეთ ამანათების ლოდინი. ზემოთხსენებულ პოსტში ვთქვი, usa2georgia-ს რეკომენდაცია იმაზეც გაუწიეს, რომ ძალიან მეგობრული კომპანიააო, ხშირად გამოდიან კონტაქტზეო და სულ მაინტერესებდა რა სიხშირით მივიღებდი მათგან
e-mail-ებს და რამდენად ვიქნებოდი საქმის კურსში ჩემი ამანათის მდებარეობასთან დაკავშირებით. ხოდა ზოგჯერ რეკომენდაციებს უნდა დაუჯეროთ!
1. პირველი წერილი, ამანათის მიღებისთანავე :

2. გამოგზავნისას:

3. მერე რეისმა დაიგვიანა, როგორც აღმოჩნდა ინგლისში გაფიცვის გამო და მაშინვე მაცნობეს:

4. შემდეგ რამდენიმე დღეში რეისების შესახებ საბოლოო ინფორმაცია:

5. და ბოოოლოსს!!!

სანამ იმაზე გადავიდოდე, როგორ გავფრინდი usa2georgia ს ოფისში, როგორც კი ჩამოვიდა ამანათი, იქამდე მათთვის, ვისაც  შეკითხვები გაუჩნდა ვადებთან დაკავშირებით. ეს ახლა იყო  ლოდინის პერიოდი ხალნგრძლივი და ისიც კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და არ შეგეშინდეთ. მე მაგალითად, ძალიან დავმშვიდდი, როცა ბლოგზე [http://blog.gls.ge/2010/03/blog-post_22.html] ვნახე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეისი ემატება usa2georgia-ს!

ანუ, იფრენს კვირაში ორი რეისი! ხუთშაბათი, პარასკევი, ორშაბათის ამანათები გამოიგზავნება ცალკე რეისად და სამშაბათი ოთხშაბათის ცალკე. ჩამოსვლის დღეებიც შესაბამისად უნდა გადანაწილდეს ალბათ ორშაბათი-სამშაბათი, ხუთშაბათი-პარასკევი.

და ის სარგებლობა, რაც რეისის დამატებას მოყვება (ვაციტირებ კომპანიის ბლოგიდან)

1. მომხმარებელს აღარ მოუწევს კვირიდან კვირამდე ლოდინი როდის გამოიგზავნება მისი ამანათი, როგორც ეს მაგალითად პარასკევს ან ორშაბათს მისულ ამანათს ეხებოდა, რადგან კვირაში 1-ის ნაცვლად 2 რეისი გამოფრინდება, ამანათებიც უფრო ხშირ-ხშირად წამოვა.

2. 300 ლარიანი შეზღუდვა, რომელიც ბევრს აბრკოლებდა რომ ერთიანად ბევრი ამანათი არ მიეღოთ – შემსუბუქდება.

3. ტვირთი შემცირდება ზომაში. ანუ შანსები იმის რომ ავია კომპანიები გადატვირთვებისას გამონახავენ თვითფრინავში ადგილს, ერთი-ორად მოიმატებს. დღესდღეობით დაგვიანებები სწორედ ავია კომპანიების მიზეზით ხდება.

მოკლედ, რომ მივიღე წერილი ავფრინდი სკამიდან და მე და მარი წავედით. ოფისში წასვლა ჩემი დანიჟება იყო, სიტუაცია მაინტერესებდა. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის მნიშვნელოვანია რა სიტუაციაშია ჩემი ამანათი :D ოფისი არის მიცკევიჩზე და ძაალიან დიდია (სურათზე ნახევარი ჩანს, მეტს ვერ მივწვდი და )

ლამაზად ჩაცმული პერსონალი ზის შესასვლელში და პატარა ფანჯრებიდან გამოდის ნანატრი ამანათები. ხელს აწერ ექტრონულად Read the rest of this entry »

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
აპრილი 2010
« მარ   მაი »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)