Archive for მარტი, 2010
sue son
ბოლო დროს მივხვდი უდროობის ყველაზე მძაფრ სინონიმად თავის მოფხანვისათვის განკუთვნილი დროის არ ქონას რატომ იყენებენ ხოლმე :D (როგორ ჩავხლართე)
როგორც კი ბლოგს ყურადღებას ვაკლებ, მაშინვე ბორგვას ვიწყებ. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სულ მახსოვს, რომ პოსტის დაწერა მინდა. მაგრამ როცა სხვა რაღაცას დიდ ენერგიას ახმარ, მერე აღარ გყოფნის ძალა, რომ ახალი პოსტის ფანჯარა გახსნა. ენერგიებს სიტყვის მასალად არ ვამბობ, ხანდახან ისე მძიმედ ვმოქმედებ ხოლმე, რომ “dashboard”-ზეც ვერ შევდივარ შიშისგან.
ხან განსაკუთრებით სასოწარკვეთას რომ ვარ მიცემული, ვფიქრობ ხოლმე- მორჩა, თავი ამოვწურე ბლოგინგში და მსგავსი რაღაცეები, მაგრამ ადრე უფრო მჭირდა ასე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ არაფერი მომსვლია. უბრალოდ, ყველა ბლოგერს აქვს “ოქროს ხანა” და “ქვის ხანა” :D ხან გონება აღარ მოგდევს, ხან სხვა რამე გაქვს საფიქრალი, ხან მუზა არ გაქვს და ასე დგება ქვის ხანა. ამ შემთხვევაში, მე ალბათ გონების სხვა რამეზე გადართვა უფრო მჭირს, ვიდრე დანარჩენები. მაგრამ არ ვწუწუნებ- ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა მოვიშალო ეს წუწუნი :D
თანაც, აბა სხვა რისთვის შეიქმნა კატეგორია “რასა ვიქმ”, თუ არა ქვის ხანის ეპოქისთვის..
ახალი წლის wishlist-დან ერთ-ერთი ასრულდა ფაქტიურად. წესიერი ipod-ი მინდოდა და მამამ ჩამომიტანა, მართალია ipod-ი არა, მაგრამ samsung-ის digital media player yp-ro. ძალიან მომწონს. ბეევრი ფუნქციები და კარგი ხმა-გამოსახულება აქვს.
იმედია ამის ყურსასმენები მაინც შემრჩება ცოტა დიდხანს დაუზიანებელი. აი აბსოლიტურად ყველა ყურსსმენზე მარტო ცალი ყური მიმუშავებს ხოლმე ყიდვიდან სულ რამდენიმე დღეში o_O
___________________________________________
ხანდახან საკუთარი თავი მაოცებს, როცა უკიდურესად დროში გაჭედილი მაინც ვახერხებ ამას:
უშუქობა

მოგესალმებით ყველას მე Andy ვარ იაპონური ბლოგიდან. თინიმ დამპატიჟა თავის ბლოგში სტუმრად.
პოსტის დაწერა მომინდა , რახან ჩემი ბლოგი ჟანრობრივად არ მაძლევს საშუალებას პოსტის გამომზიურების , თინიმ თავის ბლოგში მომიპატიჟა.
დღეს დილით ჩემს Facebook – ის გვერდზე დამხვდა zurriuss - ის წერილი. წერილში ზურიუსი მე და დანარჩენ მის მეგობრებს წერდა :
27 მარტს, 8–ის ნახევრიდან 9–ის ნახევრამდე, გამოვრთოთ ყველაფერი, რისი ჩართვაც არ წარმოადგენს აუცილებლობას. 60 წუთით თავი შევიკავოთ კომპიუტერისა და ზედმეტი განათებისაგან.
ვაჩუოქთ ერთი საათი დედამიწას!
ვფიქრობ კარგი იდეაა, რომ საქართველოშიც თუნდაც რამდენიმე ოჯახში ერთ საათი ჩაქრეს შუქი და ეს პერიოდი ვაჩუქოთ დედამიწას. მითუმეტეს თუ მთელი მსოფლიო ამ წამოწყებაში დიდი ხანია იღებს მონაწილეობას.
პირადად ჩემთვის სინათლის ჩაქრობა სახლში პრობლემას არ წარმოადგენს. დენის ე.წ წასვლა შეიძლება ითქვას უცხო გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. არ ვიცი ეს მთავრობის ბრალია თუ „უკვე 21 საუკუნეა და რაღა დროს უშუქობაა“ თუმცა მაინც გამჯდარი გვაქვს ის მოქმედეები რაც დენის წასვლას ახლავს თან. Read the rest of this entry »
Every year, I realize how stupid I was the year before
კადრები
1- უკვდავი ავატარი მაქვს!
2- ეს ის არ არის,რასაც თქვენ ფიქრობთ
გადარბენაზე..
დანარჩენი აქ, ფეისბუქზე,ჩემს სპეციალურად ნიჭიერისთვის შექმნილ ალბომში : ))
რასა ვიქმ 19.03.2010
2010 2010 2010 2010!!!
- სადღაც შეჩურთული ჰულა-ჰუპი გამოვათრიე და დავატრიალე, გვერდები ამტკივდა, ვერ მოვზომე დრო და ჟამი
- დილით საჭმელი გავაკეთე (დრო მენანება ხოლმე ინტერნეტი რომ მეგულება)
- კომპიუტერი დავალაგე საფუძვლიანად!
- ბოლო დროის განსაკუთრებული ანიჟება, რომ სამაჯური უნდა გამეკეთებინა, საღამოს დავაგვირგვინე :D
პირველი ონლაინ შოპინგი
ერთი თვის წინ ვთქვი, რომ კარგ ონლაინ მაღაზიას ვეძებდი და usa2georgia ავირჩიე.
ერთი კვირის (თუ ცოტა მეტი) წინ გამოვიწერე ორი ფეხსაცმელი:
1. ამას ველოდები სუულმოუთქმელად! 23$ ღირს, მგონი ძვირი არაა ნამდვილად : )) გამოიყურება ასე:
2. ე.წ. “ბალეტკები”. მიყვარს ხოლმე ზაფხულში მასეთები.. ეს ძაან იაფი, 12$ ღირს.
მოკლედ, ცოტა ვღელავ, ფეხსაცმელი მაინც საფრთხილოა. დიდი შანსია არ მოგერგოს რაღაც ისე და : (
კიდევ მინდოდა ამ სამაჯურის და ბეჭდის გამოწერა,მაგრამ რომ მივბრუნდი გამოსაწერად, გათავებული დამხვდა :(
სვითი დამეხმარა გამოწერაში, უფრო სწორად სულ თვითონ გამომიწერა. მე ისევ აზრზე არ ვარ :D ველოდები მის ვიდეო-ტუტორიალს ონლაინ შოპინგთან დაკავშირებით. მგონი მორჩა მონტაჟს და მალე იქნება :) იმედია მალე ჩამოვა ჩემი ფეხსაცმელები, მერე უკვე ფაქტებით დავწერ კარგია, თუ არა usa2georgia ^_^ უჰ, რა ძნელი ყოფილა მოლოდინი :D
შობის მეთორმეტე ღამე და ჩვენი თავგადასავალი
მოკლედ, ზურიუსის ძალისხმევით და დამსახურებით წავედით ‘“შობის მეთორმეტე ღამე”-ზე მე, სვითი, ლანდიშა, ენდი, თაზო, გოჩა, ანი და ირინა .
თავიდან “near opera”-ში მოვსხედით ცოტა ხნით. როგორც ამბობენ, “ჩაი ვსვით და ხელოვნებაზე ვილაპარაკეთ” : )) (სვითის გადაღებული სურათებია ესენი.მე ცოტა დაბნეულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და ვერ მოვიფიქრე გადაღება o_O )
8-ის ნახევრისკენ დავიძარით თეატრისკენ.. თითქმის ერთი წელია თეატრში არ ვყოფილვარ, სულ გამოვკინოვდი. პირველი რამდენიმე წუთი ვეგუებოდი დეკორაციებს, მსახიობების თამაშს.. ბოლი რომ გაუშვეს თავიდან, ენდის ვუთხარი, ახლა ჩვენ 4D-ს ვუყურებთ მეთქი :D მარი სურათებს რომ იღებდა თქვა- სკრინები ხომ მინდაო :D სულ ცოტა ხანში “შევეჩვიე” ყველაფერს და გამახსენდა მთელი ის სიამოვნება, რაც თეატრს მოაქვს:) ხოდა.. ამ დროს პარტერის შუაში ხალხი წამოიშალა, ტალღასავით მიყვა ყველა. ჩვენც მივტრიალდით უკან..მსახიობები გაჩერდნენ..
ჯერ ვიფიქრე ცუდად გახდა ვინმეთქო, მეტის გაფიქრება ვეღარ მოვასწარი, ვიღაცამ თქვა “პრეზიდენტი მოკლეს და ომი იწყება”-ო.. (გგგ,ახლაც გული მიჩქარდება). აი იმ პირველი ფრაზის მერე აღარ გამიგია აღარაფერი. “პრეზიდენტი მოკლეს” ავტომატურად გულისხმობდა მეორე ფრაზას და იმიტომ.. ვერ აღგიწერთ, რა უმწეოდ ვიგრძენი იმ წუთას თავი. ნამდვილად არ მეგონა ამ დონეზე თუ ვენდობოდი/დამოკიდებული ვიყავი/იმედი მქონდა/მიყვარდა მიშა :| მთელი კადრები დამიტრიალდა რა შეიძლება მომხდარიყო: live-ები ტელევიზიებში, გარესამყაროს შეშფოთება-აღშფოთება, უპატრონოდ დარჩენილები, ყველაფერი არეული და მოკლედ, მშვიდობით მშვენიერო ცხოვრებავ ! მე კი არ ვიცი, მაგრამ მგონი ფერი დამეკარგა. ნუ ის კი ვიცი, გული როგორ მიცემდა, მესმოდა იმ ხმაურში:D .. დაბნეულები ვიდექით ერთად და ვცდილობდით აზრზე მოსვლას.
პანიკა არ დამწყებია პრინციპში. მაგას იქედან ვასკვნი, რომ რაციონალური აზროვნება შემრჩა და ის მოვიფიქრე, ჩემი ჩინური ტელეფონის ანტენა ამომეშალა და ჩავრთე ტელევიზორი. ვაჰ- ვრთავ და პირველ არხზე ჩვეულებრივი მოაბმე, ვრთავ და სადღაც მუსიკები, ვრთავ და რუსთავი2-ზე სერიალი! აი მანდ დავმშვიდდი.. მერე იმედამდე (ბლეჰ,ხსენებაც კი აღარ მინდა) მივედი და ვხედავ წარწერას, რომ ეს იყო იმიტაცია.. ეგრევე ვუთხარი ყველას და დავბრუნდით სიმშვიდეში.. თუმცა, დარბაზში ძალიან შეცოტავდა ხალხი.. მსახიობები დაბრუნდნენ სცენაზე და იყო ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი.. ჩვენი თხოვნით გააგრძელეს სპექტაკლი. აი ცოტ-ცოტა კადრები, ზურიუსმა შემოუნახა ისტორიას :)) (ეს ჭედავს ხოლმე,თუ არ აჩვენებს ვიდეოს ფანჯარას, refresh.. )
სულ ცოტა ხანში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის სულ გასდევდა ის ემოცია- იმ წუთის ემოციები და იმ ფონზე სპექტაკლის ყურება უფრო მაგარი იყო. რომ იცი რა გამოიარეთ ერთად შენ, დარბაზში მყოფებმა და მსახიობებმა :).. ამდენ ხანს გადაბმულად არ დამიკრავს ტაში, ხელები გვტკიოდა :D
ბოლოს:
- პაპუაშვილის ფანად დავრჩები ცხოვრების ბოლომდე <3
- მივხვდი რატომ იყო აგერ უკვე მეათეჯერ ზურიუსი ამ სპექტაკლზე
- მივხვდი რითი ჯობია კინოს თეატრი- ბოლოს აპლოდისმენტებს უკრავ და შენგან წასულ ემოციას იბრუნებ მსახიობებისგან..
- თუ ყველაფერი კარგად იქნება, ეს დღე იმ პოსტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, “ყველაფერი კარგად იქნება”-ს შემთხვევაში რომ დავწერ :D (ეს ისე, ჩემთვის)
მოკლედ, ზურიუსის თქმის არ იყოს, დაუვიწყარი დღე იყო და დაუვიწყარი თავგადასავალიც : )
ზურიუსის პოსტი - http://zurriuss.ge/unforgotable-day/
გაბოს პოსტი - http://gabo.ge/archives/213
ზურიუსის პოსტის პ.ს. ჩემი პოსტის პ.ს.-დაც იგულეთ, ეგ ემოციების კულმინაცია იყო : ))
P.S. როდესაც ბისზე გამოსვლა დამთავრდა და ხელები ტაშის კვრისგან გვქონდა დაბუჟებული, ზაზა სცენიდან ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა: “თეატრი უკვდავია!” ..
Alice in Wonderland
- არ უსმინოთ ვინ რას ამბობს და ვინ როგორ აკრიტიკებს. პრინციპში, მე მოსმენა კარგად წამადგა- ისეთ საშინელებას ველოდებოდი სხვების მონაყოლის მიხედვით, იმასთან შედარებით ჯაყოს ხიზნებიც შედევრად მომეჩვენებოდა ალბათ :D
- მაქსიმალურად ეცადეთ თავი აარიდოთ ამ ფილმის შედარებას წიგნთან, სხვა ვერსიებთან, ავატართან. იმიტომ, რომ :
- ტიმ ბარტონს არ დაუდია ფიცი ერისა და ღვთის წინაშე, რომ აუცილებლად წიგნის მიხედვით გადაიღებდა ფილმს.
- ეს სულ სხვა საფეხურია.. 3D ბევრს ნიშნავს
- ავატარს რატომ ადარებენ ვერ გავიგე. ნუ ერთი მიზეზი ის არის, რომ ორივე 3D-ა. მაგრამ რამდენი განსხვავებაა დაფიქრდით- ავატარი საერთოდ სხვა რამეა! მაგას ალისა კიარა არაფერი არ უნდა შეადაროთ (გაიგეთ, ოსკარების გადამცემლებო? :mad: ). მოკლედ, თუ ავატარს შეადარებთ, გაგიცრუვდებათ იმედები, აბა რა იქნება : ))
Alice- Mia Wasikowska
Red Queen- Helena Bonham Carter
white Queen- Anne Hathaway
Mad Hatter- Johnny Depp
კოსტუმები და გრიმი:
და მთაავარი, 3D ეფექტები:
ნიჭიერი კონტაქტები..
“ნიჭიერი “-(ს) კონტაქტები ..
გალერეაში შეიხედეთ, ძაალიან ლამაზი სურათები აქვს <3
გავგიჟდი ისე მომინდა მეც ცეკვა, უნდა დავიწყო სიარული ელენთან <3
- დავით რობაქიძის ორი ვიდეო- http://www.facebook.com/profile.php?id=100000225340161#!/profile.php?id=100000225340161&v=app_2392950137
- next level-ის რამდენიმე ვიდეო: http://www.youtube.com/user/7helevel
- “ფიცვერცხლი”-ს fan page ფეისბუქზე http://www.facebook.com/Fitsvertskhli?ref=ts
[აქ რამე ისეთი, რაც ჩემამდე არ მოსულა და უნდა მოვიდეს]
ახალი ავატარი
მომეწონა,მგავს:P ხოდა დღეს მომწერა, თუ რამე იდეა გაქვს, შენს სურათს გაგიკეთებ მაგ სტილშიო. ხოდა ამ სტილის რა გითხრათ და ჩემი ძველი იდეა კი გამახსენდა კირასებურ ავატართან დაკავშირებით. ენდიმ წინა პოსტზე დამიკომენტა, ეგ ავატარი უკვე შენი სავიზიტო ბარათიაო (როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მე ვეგონე ჩემს ავატარზე :D არადა სხვა სურათები ნამდვილად ნანახი აქვს. მერე რომ ვანახე ააშკარა განსხვავება, მითხრა შენი ჯობია, კირა არ მიყვარსო :D )ზურიუსმაც დამიკომენტა: “ჩემთვის, როგორ უკვე გუშინ გითხარი, შენ ცხვირზეხელებაფარებული გოგონა ხარ. ფოკუსირებული და ოდნავ მომღიმარი გამოხედვით”-ო და მეეთქი ეს ნიშნებია! :D
რამდენიმე დუბლის შემდეგ გამოვიდა (თითქოს). მთლად იგივე აშკარად არ არის (გარეგნობაზე არ ვამბობ ნამდვილად, სურათის ზოგად განლაგებას ვგულისხმობ) – ხელებიც ცოტა სხვანაირად დამიჭერია და ჩემი ფართხუნა შავი ჯემპრიც ვერ მოვძებნე. თმაზე არ გინდათ- მეც ვიცი რომ გაჩეჩილია. წარბებიც (ტოესწ ჩემი მარცხენა წარბი, რომელიც თქვენთვის ახლა მარჯვნივ არის) საოცრად მაქვს, მაგრამ იდეა ხომ ჩანს :D ხოდა ასე.. გადავიღე, ლილიანმა ფონი გამიკეთა და შევცვალე ჩემი ავატარი (ნუ ფორუმებზე ისევ ის მექნება. ფეისბუქზე, სკაიპში შევცვალე და ბლოგებზე. )
გამოიყურება ასე:
ეს ისე მაინც: Read the rest of this entry »
რაღაცნაირი ასოციაციები
რამდენიმე დღის წინ, გადავლახე მორცხვიზმი და შევქმენი ჩემი ბლოგის fan page ფეისბუქზე.
[ყოველი შემთხვევისთვის განმარტება
ხოდა სანამ იმაზე გადავალ, როგორ დამთავრდა შექმნის მცდელობა..
რომ შევქმენი (ოღონდ ჯერ დამალულ რეჟიმში), ჯერი მიდგა profile სურათზე. აი მანდ გავიჭედე- მივხვდი, რომ არანაირი დამახასიათებელი არ მქონდა. აი რას ვამბობ, მაგალითად:
სანამ ამ აბზაცამდე ჩამოხვედით, ხომ უკვე მიხვდით სამივე სურათი ვის ეკუთვნის? ყველამ იცის, რომ ეს დოდკა, სვითი და სოფი არიან..
და რა მაქვს მე ასეთი? რასთან ვასოცირდებით მე და ჩემი ბლოგი? ერთადერთი, რაც ჩემთან ვიზუალურად ასოცირდება, არის ჩემი განუყრელი ავატარი-კირა. რასთანაც ბლოგი შუაში არ არის. რაღაცნარი როგორ გამოიხატება ვინმეს შეუძლია მიპასუხოს? არ მგონია.. მერე უფრო შორს წავედი (საგაზაფხულო დეპრესიის ნიადაგზე ყველაფერი მუქ ფერებში მეჩვენება) და დავღონდი- მგონი საკუთარი ნიშა ჯერ არ მაქვს ნაპოვნი და რა დამახასიათებელზეა ლაპარაკი მეთქი. მაგრამ ოპტიმისტი რომ იქნებიადამიანი- ცოტა ხნით ვეცადე, რომ სხვისი თვალით შემეხედა ჩემი თავისთვის, ცოტა სხვების აზრებიც გამომეყენებინა და გამერკვია რასთან ვასოცირდები, ანუ რა არის ყველაზე აქტუალური ჩემს ბლოგზე და ჩემს ირგვლივ. ჩამოწერა ცოტა მეზარებოდა და რა თქმა უნდა, პაინტს მივმართე – გაცილებით სახალისოა დახატო შენთვის, წყნარად, იმაიმუნო, ვიდრე სერიოზული სახით დაჯდე და დაწერო :D
მივიღეთ ეს:
მე არ ვარ “შენი ხალხი”!
პუტინი-
ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. ძალიან ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახეთ. მე მგონი ეს იყო პეტერბურგში..იმ დროისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის ზედმეტად დრამატული მომენტები მოხდა. მიუხედავად ამისა, თქვენ იცით, ჩვენ მზად ვართ ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის. მოხარული ვარ მოსკოვში მიგიღოთ, როგორც ერთ-ერთი პარტიის ლიდერი. მზად ვარ ურთიერთობა განვავითარო სამოქალაქო საზოგადოებასთან და რასაკვირველია, მთლაიანდ ქართველ ხალხთან. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ისინი, ვისთანაც ვერ ავაწყეთ ურთიერთობა, სწორედ მათი პოლიტიკის წყალობით მივიღეთ ის ტრაგედია, რაც წელიწადნახევრის წინ მოხდა. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ხალხის დახმარებით, ვისაც რუსეთთან ურთიერთობა უნდა, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობა კრიზისამდელ ურთიერთობებამდე დავაბრუნოთ და მომავლისკენ გავიხედოთ.
ხო, რა უფლება აქვს, რომ სხვას დააბრალოს ის დღეები, როცა ყველანი დაზაფრულები ვისხედით ტელევიზორებთან და
ნინო-
გეთანხმებით, რომ სამწუხაროდ ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხში შევიდა. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალს ვიპოვით. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ინტერესებში შედის ჩვენს შორის ურთიერთობის მოწესრიგება. ეს აუცილებელია რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. ასევე ჩვენი ხალხის ნორმალური განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება გზები და საშუალებები, რომლითაც შეიძლება ეს ურთიერთობები გაწონასწორდეს. ადვილი არ იქნება, ეს კარგად მესმის. მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. აბსოლიტურად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის, ასევე თქვენი ხალხის და თქვენი ქვეყნის ინტერესშია.
ჩილე და დედამიწის ღერძი
საერთოდ, ბოლო დროს მომხდარ ამდენ კატასტროფაზე ყურადღება სპეციალურად არ გამიმახვილებია..
- ჩილეს მიწისძვირს შემდეგ დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს, შეიკუმშა
- 24 საათიან რეჟიმში ვეღარ ვიცხოვრებთ იმიტომ, რომ 1,27 მიკრო წამით შემცირდა..
- ღერძი 8 სანტიმეტრით გადაიხარა
- ახლა არც ორბიტაა სრულყოფილი და არც ბრუნვა..
- კაცმა არ იცის რა მოხდება (აქვე 2012-იც ახსენეს), სეისმურად აქტიურ ზონაში კი საქართველოც შედის (კავკასიონი).










































