Archive for თებერვალი, 2010

ბრინჯის სალათი ჩემებურად

დედაჩემი თუ კიდევ ცოტა ხანს დარჩება სოფელში, მე საკუთარი რეცეპტების წიგნს გამოვცემ

დღეს ჩემი მორიგი ექსპერიმენტი ჩავატარე..რაც სახლში მე ვდიასახლისობ, ორი რაღაც აღმოვაჩინე-
1. დიასახლისს ხელზე ყოველთვის საჭმლის სუნი ასდის :D
2. დიასახლისი სულ ფიქრობს რა საჭმელი გააკეთოს
და თინი სულ ფიქრობს რა განსაკუთრებული და რაღაცნაირი საჭმელი გააკეთოს :D

ეტყობა ბავშვობიდან გამომყვა, რომ  რეცეპტებს ჩემით ვიმუშავებ ხოლმე. ტალახით და ფოთლებით რომ ვთამაშობდი ხოლმე დედაშვილობანას და შვილს საჭმელს ვუკეთებდი, ისეთს კი არ ვაკეთებდი, როგორსაც სხვები?! აარა, მე ტალახს და კარალიოკის ფოთლებს პატარა კენჭებსაც ვუმატებდი! (კარტოფილის ეფექტის შესაქმნელად)
მოკლედ, დღეს სანამ სამზარეულოს გლობარული დასუფთავების პროცესში ვიყავი, თან ვფიქრობდი და შევიმუშავე რეცეპტი, რომელიც ჩემი აზრით პირველმა მე გამოვიგონე და ძალიან მინდა იმედი არ გამიცრუვდეს და ვინმემ არ მითხრას სადღაც ნანახი მაქვსო :O არ მითხრათ,დამიმალეთ :D
მოკლედ, საქმეზე გადავალ:
ინგრედიენტები- ბრინჯი, მაიონეზი, კვერცხი, სოკო, სიმინდი, ქათმის ჩხირები, სუნელები, ხახვი.. (უფასო რეკლამა ქვემოთ ნაჩვენები რამეების:D)

Read the rest of this entry »

ურჩხული ბანკომატები და ერთადერთი სიყვარული

ბლოგის უჩვეულო რეჟიმის გამო, ცოტა არ იყოს დავიძაბე..დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს!
რამდენიმე  რაღაც, რასაც ვერ ვეჩვევი/არ მიყვარს/დისკომფორტს მიქმნის..
სიაში ღირსეულ, პირველ ადგილს იკავებს

ტელეფონზე ლაპარაკი!

ვერ ვიტან სახლში რომ ჩემს გარდა არავინ არ არის და ტელეფონი რეკავს, იძულებული ვარ, რომ ვუპასუხო. ყველანაირდ თავს ვარიდებ ხოლმე. რისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიტან.
იგივეა მობილურ ტელეფონზეც – უფრო მწვავედ თან.
კონცენტრაცია მეკარგება, თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ სულ დაბნეული ვლაპარაკობ ხოლმე. იცით რა ძნელია? რომ გინდა, რომ უპასუხო და თან იცი, ტვინს იმხელა ძალა უნდა დაადგეს და გეზარება :D არასდროს არ ვრეკავ საქმეზე ისე,თუ განსაკუთრებულად არ მოვემზადე სიმყუდროვეში არ დავჯექი და ტვინი არ გადავრთე “ტელეფონზე ლაპარაკის რეჟიმში”. როგორ მოვახერხო, რომ ტელეფონზე ლაპარაკი ასე არ მთრგუნავდეს, არ ვიცი, არადა საჭიროა აშკარად..

მეორე- ბანკომატები!


ნუ ბოლო დროს კიდევ რა უჭირს, მაგრამ ისეთი შიშები მქონდა ხოლმე.. აი რაღაცნაირად მაშინებს საერთოდ საბანკო ოპერაციები,ამდენი რიცხვები. ჯერ ერთი ალბათ იმიტომ, რომ მე და მათემატიკა ერთად ვერ ვთავსდებით :D სულ სულ თავიდან რომ ჩემი პირველი პლასტიკური ბალათი მეპყრა ხელთ და მარტოს უნდა გამომეტანა თანხა ანგარიშიდან, ერთი-ორი წუთი ღრმად ვსუნთქავდი და ისე მივედი ბანკომატთან- შენელებული კადრით და ნელი ნაბიჯით :D

ეჰ, ნანკა, ნანკა..

დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ინტერნეტ სამყაროში გადაიღეჭება ეს თემა, მაგრამ არ შემიძლია ღეჭვის პროცესში ჩემი წვლილი არ შევიტანო..

ლაპარაკია, რა თქმა უნდა, თეა თუთბერიძის “სიმართლის დროზე”. მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავალ:

პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა ტელეკომპანია “იმედი”-ს არაკომპეტენტურობას. თავიდანვე, სანამ ეთერში გავიდოდა გადაცემა, რასაც ქვია გამიზნული უარყოფითი ემოციები ჩაუნერგეს რეკლამით მაყურებლებს. შოუს ანონსი ერთი კვირის მანძილზე ტრიალებდა და ჟღერდა ასე:

“მისი გამოსვლები მკვეთრი და გამაღიზიანებელია.. მისი განცხადებები ბევრისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. მისთვის არ არსებობს მორალური ბარიერი. მისთვის არ არსებობს მორალური კრედო. ის რადიკალური ცვლილებების მოლოდინში და საკუთარი პრინციპების დასაცავად, მზად არის დაუპირისპირდეს ტრადიციულ ,ეროვნულ ღირებულებებს! მისთვის ახალი ძველის ნგრევას ნიშნავს. მისთვის თავისუფლება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული სუბიექტივიზმია. ის თავს აძლევს უფლებას, ილაპარაკოს მთელი ერის სახელით, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი ერთადერთი მისიაა ”

მშვენივრად გამოუვიდათ ერთ ციდა ტექსტში დიდი რაოდენობით აგრესია ჩაენერგათ:

  • გამაღიზიანებელი-განგაწყობს უარყოფითად
  • მისთვის არ არსებობს მორალური ბარიერი- ხომ იცით, ეს ფრაზა ქართველი ერისთვის რამდენს ნიშნავს? მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა კადრში ჩანს როგორ ეკითხებიან თეას, “სექსში თავისუფალი ხარ?”..
  • მზად არის დაუპირისპირდეს ტრადიციულ ,ეროვნულ ღირებულებებს!- ამ ეროვნულს, ისე ომახიანად ამბობდა პრომოს “ხმა”, რომ ნებისმიერ ჭეშმარიტ ქართველს გაუღიზიანებდა ეროვნულობის ბუშტს.
  • თავს აძლევს უფლებას, ილაპარაკოს მთელი ერის სახელით- ნუ რაღა ვთქვა..თუ ის მთელი ერის სახელით ლაპარაკობს და ერი ეთანხმება, ბედნიერი ვყოფილვარ :D

კარგი, მივატოვოთ ეგ საკითხი და იმაზე გადავიდეთ, რაზეც ერთი სული მაქვს ვთქვა:

ნანკა კალატოზიშვილი მე მომწონდა ძალიან.. ა,დასტური:

ეგ დიდი ხნის წინ გავაგზავნე,მართალია არ მიუღია, მაგრამ ახლა იმას ვფიქრობ უკან როგორ წავიღო ჩემი friend request :D ისე მომწონდა, რომ ისიც კი მივუტევე, ახალ წელს სცენაზე რომ ძლივს იდგა.. აი დღეს კი, უბრალოდ არ შემიძლია ისევ ისე მომწონდეს რა..

თავიდან ჩვეულებრივ შევუდექი შოუს ყურებას..პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ შტოტა ნი ტაკ, თავიდან გადაცემის წესებს და თანხებზე რომ უხსნიდა და რომ უთხრა “იქედან გამომდინარე,რომ შენ ახლა არ მისმენ, გასაგებია, რომ ეს თანხა შენთვის არაფერს არ წარმოადგენს,მაგრამ მაინც..” ოჰო, ნანკას ხმაში სწერვა შეერია :D

“თავს მართლმადიდებლად თვლით”?- ამ კითხვის წარმოთქმისას და დადებითი პასუხის მიღებისას რომ მოეკუმა ტუჩები სიბრაზისგან, გადაცემის ბოლომდე მასე დარჩა :|  არ მიყვარს რელიგიაზე ლაპარაკი მაინცდამაინც და ამიტომ ამ თემას თავს ავარიდებ ამ პოსტშიც მაქსიმალურად. უბრალოდ, ნანკა, ცნება კიარა ცნება უნდა გეთქვა ამ შემთხვევაში :D (მაპატიეთ, ამ კონკრეტულ ლექსიკურ შეცდომაზე განსაკუთრებული გაჭედვა მაქვს).

მას შემდეგ, რაც ფეისბუქის სტატუსები აჭრელდა ამ თემით, რამდენიმეს მოვკარი თვალი ისეთ კომენტარებს, სადაც ამბობდნენ, რომ ნანკა უბრალოდ წამყვანია და ნუ ერჩითო.. ნუთუ წამყვანის ვალია თქვას ფრაზა “იმედია ხშირად ბანაობ” ცინიკური მზერით? თუ ის ევალება, რომ გაოცებული სახით იკითხოს “როგორ მოანათლინეს შვილი თვით ეშმაკს?”

ან იქნებ ის არის, რომ ვიზები სამოთხისკენ ნანკა კალატოზიშვილის მიერ გაიცემა? ნათლულებზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი და თეამ თქვა რამდენი ნათლულიც ყავს, ნანკამ უთხრა ასეთი ფრაზა:

ადგილი გინდა სამოთხეში, მაგრამ არ გამოგივა!

მაპატიეთ, უნდა ვიუხეშო და ვინ ჩემი ფეხებია ნანკა კალატოზიშვილი, რომ ღმერთის კომპეტენციაში ერევა? :D

კრახი იყო, კრახი! “სიმართლის დროს” კრახი, ნანკა კალატოზიშვილის კრახი ხომ საერთოდ და ტელე იმედის კრახიც!

დადებითი ის არის, რომ თუ ცოტა საღი სადმე რამე შეგვრჩა, დაინახავდა ხალხი..იქ თეა სიმართლეს ამბობდა და თან იმ სიმართლეს, რომლის გაგონებისას და დეტექტორით დადასტურებისასაც ნანკას სიბრაზისგან თვალები ენთებოდა..

.ს. არც თეა თუთბერიძეა ჩემი ახლობელი/ნათესავი/ნაცნობი/თანამშრომელი და ა.შ.

პ.პ.ს. არც ნანკა კალატოზიშვილია ჩემი მტერი. პირიქით, გულწრფელად, ძალიან მომწონდა ამ გადაცემამდე..

.პ.პ.ს. აქ გამოყენებული ფრაზების გარდა,კიდევ ბევრი მაქვს ამოწერილი, მაგრამ ისე მეძინება თითები აღარ მემორჩილება. გადაცემას უყრეთ..

ბონუსი:  აჰა, ნანკას თვალებაპყრობილი ფოტო სრულიად უფასოდ :D  კაკრაზ, მანდ ამბობს “ალილუია”-ს და დაე გაიკრან სახლებში, კედლებზე და პოსტერებად, ვისთვისაც ამ გადაცემის შემდეგ ნანკა ზნეობის და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ეტალონია!

ვისაც გადაცემა არ უნახავს, აგერ ლინკი: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=23-02-2010%2022:03

რასა ვიქმ [23/02/10]

თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ  მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად”  :D
ვაშა, მოვაღწიე ჩემს ბლოგამდე! ასეთი გადატვირთული დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მალე გადავიწვები. ჩემი აურზაური წუხელ დაიწყო- კაშეში წავედი სულ გულის კანკალით. შეშინებულ დედას და მამას ვამშვიდებდი, არაფერი არ მომივა, ისეთი ადგილები მაქვს გასავლელი, უსაფრთხოა-მეთქი.. ხოდა გაჩერებაზე გავედი თუ არა, ხის ტოტები დამხვდა ძირს გაფენილი.. არ შევიმჩნიე, წავედი მაინც. კაშეს მივუახლოვდი და ყველაფერი ჩაბნელებული იყო და ზუსტად კაშეს გვერდით სახანძრო და სამაშველო სამსახური იყო მოსული, შესეულები იყვნენ ერთ სახლს, სახურავი გადახდია.  ესეც არ შევიმჩნიე და  ფეხის კანკალით შევვარდი ჩაბნელებულ კაშეში. ჯერ თითქმის არავინ არ იყო მოსული და თან უშუქობაში ქარის ხმა ისე ისმოდა, ვხტებოდი ხოლმე. ნელ-ნელა მოგროვდა ხალხი, ტრივიას გამარჯვებულებიც მოვიდნენ, დოდკაც მოვიდა და ცოტა დავმშვიდდი, ქარზე აღარ ვფიქრობდი.

ტრივიას გამარჯვებულების მოსაწვევები და სამაჯური ჯეოსელისგან წარწერით "თქვენი ქსელი"

Read the rest of this entry »

განსაკუთრებული..

ციკლიდან “ნახევარდიასახლისა”

დღეს ავიჩემე, რამე საჭმელი უნდა გავაკეთო მეთქი. ოღონდ ჩვეულებრივი- კვერცხი, კარტოფილი, პიურე, სუპები, სოუზები და  ა.შ. არ მიიღებოდა, რამე განსაკუთრებული მინდოდა :D

ამ “განსაკუთრებული”-ს ძებნაში მივადექი ფორუმზე კულინარიის განყოფილებას და იქ აღმოვაჩინე მუზა:

ოღონდაც მარტო ეს ეწერა:  სოკოს წვნიანი ნაღებით+პერლოვკით+ოდნავ ნივრიანი ,დაწითლებული პურის ნაჭრებით.

სოკო მიყვარს ძალიან, ნივრის გემოც პრინციპში.. აეს პერლოვკა ვერ მივხვდი რა იყო :D მოკლედ, მთავარი ის იყო, რომ სოკო და ნივრიანი პური იყო ნახსენები და ვიფიქრე, დანარჩენს მეთვითონ მოვიფიქრებ მეთქი. თან რაღაც სტრანნად ვიყავი, აი თუ დაგმართნიათ- ხელები რომ გექავება რამე საჭმლის გასაკეთებლად, არადა დღეს ქანცი გამძვრა იმდენი საქმე მქონდა სახლში. დედა სოფელშია წასული და დამაწვა კისერზე მამა, ძმა და  და :D

კარადაში სოკოს კონსერვი მეგულებოდა Read the rest of this entry »

ქაოს.

ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება.. ეს რა ჯანდაბაა:( კარადა კვირაში ერთხელ ძირფესვიანად თუ არ დავალაგე, მერე უკვე წიხლით მიწევს შეტენვა ისე ვურევ ხოლმე ყველაფერს რამეს თუ ვეძებ.. და ახლა მგონი ერთი თვის დასალაგებელი მქონდა და გადმოვყარე ყველაფერი.. მეზარება:(( ეს გორა სიმაღლეში იმხელაა, გული მისკდება:|

“წ” და მშობელთა კრება

ეს დღეები დედა ცოტა ცუდად გრძნობს თავს და ქეთის სკოლაში წაყვანა ხშირად მიწევს ხოლმე. დღეს მშობელთა კრებაზეც მომიწია დასწრება. საათი შეცდომით ვიცოდი თურმე და ერთი გაკვეთილით ადრე მივედი, სახლში წამოსვლა კიდევ დამეზარა- მეეთქი რა მოხდა, ერთი გაკვეთილი ვეღარ გამიძლია სკოლაში?!

დავჯექი მერხთან ამ მესამე კლასელების გარემოცვაში და იმ წუთიდან მოყოლებული, ახლაც მეცინება ბავშვებზე :D

რომ დავჯექი, თავიდან ყველა ჩუმ-ჩუმად აპარებდა თვალს ჩემსკენ. მერე გადაუჩურჩულებდნენ ერთმანეთს, გასწორდებოდნენ ისევ. შემისწავლეს მოკლედ თავიდან ბოლომდე..

ნუ საკლასო ოთახები ნაცნობი გარემო იყო- რუკა, ანბანი, ა ე ი ო უ, საკლები-მაკლები-სხვაობა.. კედლებზე ჩამოკიდებული აბრები: “ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა” (oO)და ა.შ.

ჩემი დის მასწავლებელი ძალიან მიყვარს, კარგი ვინმეა:) ჩემს ორივე დას მაგაზე ამოსდით მზე და მთვარე :D გაკვეთილზე რამდენჯერმე თქვა, რომ არ მინდა უცხოსთან ერთად გეჩხუბოთო და ჭკვიანადო და მგონი უფრო დაინტერესდნენ  ჩემით.. მაგრამ მე არ ვიმჩნევდი, ჩემთვის  ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი..  Read the rest of this entry »

ჯაყოს ხიზნები

ბოლო დროს როგორ გახშირდა ქართული ფილმების გადაღება, ყველამ ვიცით. თბილისის კინოთეატრებში ზოგჯერ რამდენიმე ახალი ქართული ფილმი ერთად გადის ხოლმე.. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ქართულ კინემატოგრაფიაში (რა საოცრად ჟღერს),   “ჯაყოს ხიზნები” უნდა ყოფილიყო. მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”-ს ეკრანიზაციის ირგვლივ, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი.. “იმედმა” და სტუდია “ტაია”-მ ნახევარი მილიონი ევროთი დააფინანსეს ფილმი. კინოთეატრში არ წავსულვარ, ალბათ ნაკლები ინტერესის გამო, მაგრამ ორშაბათს სატელევიზიო პრემიერა იყო  იმედზე და იმდენჯერ გადიოდა რეკლამა, რომ დამაინტერესა და  დღეს ვუყურე მაივიდეოზე (დარწმუნებული ვარ, კარგა ხნით ადრე იდებოდა უკვე ინტერნეტში სადმე, მაგრამ სანამ ცხვირ წინ არ დამიდებენ ხოლმე, მეთვითონ მეზარება მოპოვება:D).

ყოველთვის, როცა წიგნის ეკრანიზაციას აკეთებენ, გინდა თუ არ გინდა, ადარებ ერთმანეთს.. თანაც, სანამ ფილმს ნახავ, თუ წიგნი გაქვს წაკითხული, შენს წარმოდგენილ პერსონაჟებს ადარებ ფილმის გმირებს. თუ ჯერ ფილმი ნახე-პირიქით. ხშირად, შეუსაბამობაშია ფილმის რეჟისორის და შენი წარმოსახვები და ამიტომ, ცოტა არასწორად მიმაჩნია ხოლმე იმ კუთხით მსჯელობა, ის ჯობია, თუ ის ჯობია, მაგრამ გინდა, თუ არ გინდა, მაინც ამ ემოციებზე დაყრდნობით აფასებ მერე ნანახს/წაკითხულს.  Read the rest of this entry »

wtf

ბოლო რამდენიმე  დღეა მიჭირს ენერგიების მოკრება და პოსტვა.. და თან ცოტა არ იყოს გაბრაზებული ვარ ინტერნეტ სამყაროზე.. იმიტომ, რომ  საფუძვლიანად გავმწარდი  ორი შემთხვევის გამო:

1. ალბათ,  ყველამ გაიგო ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ამბავი. ყოველთვის ძალიან მოქმედებს ხოლმე ასეთი ამბები- მართალია იქამდე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო (ეგ კიარა, ისიც არ ვიცოდი, თუ ოლიმპიადა იწყებოდა:|), მაგრამ როგორც ყველამ, მეც ძალიან განვიცადე და ჩვენების შავი ლენტების გამოსვლისას ცრემლები ვეღარ შევიკავე

რა თქმა უნდა, ამ ამბის გაგებისთანავე facebook-ზე შეიქმნა ჯგუფები და პეიჯები,  სახელწოდებით- RIP Nodar Kumaritashvili.  ერთ-ერთ მსგავს პეიჯზე, ვიღაცამ, როგორც მერე გაირკვა, ამერიკელმა ღლაპმა, დადო საშინელი სურათები. ნუ ყველაზე მსუბუქი მაგალითისთვის: Read the rest of this entry »

ბოლო 6 აღმოჩენა

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ სჯობს პირადი ბლოგი თემატურს- შეგიძლია პოსტი დაწერო

მაშინაც, როცა არაფერი გაქვს საწერი

ბოლო აღმოჩენები:

თათუკამ ახალი ავადმყოფობა გამომიჩინა- looklet.com

შეგიძლია ჩააცვა მოდელებს შენი გემოვნებით.. და როგორც კი დალინკა FB-ზე, მაშინვე მივხვდი, რომ “მაუსის შედგმისთანავე” იქ დავრჩებოდი სამარადისოდ :D ამ დროისთვის 4 მოდელი გავამზადე უკვე:

Read the rest of this entry »

ბლოგერებისთვის..

ბოლო დროს, გახშირდა “ბლოგერობის მსწავლელი” ე.წ. “ტუტორიალები” და კრიტიკები სხვადასხვა ბლოგერების მისამართით :D სიმართლე გითხრათ, მაღიზიანებს ხოლმე ასეთი  რაღაცეები, როგორც სოფიმ თქვა თავის პოსტში:

ბლოგი არ არის ანალიტიკური ჟურნალი, სადაც ადამიანი იმას დაწერს, რაც ყველას შეიძლება მოეწონოს.

სწორედ ამის გამო, არასდროს არ ვეხები ბლოგის კონტენტს- ვისაც რა უნდა, ის წეროს! მაგრამ არსებობს ისეთი ტექნიკური რაღაც-რაღაცეები, რისი გათვალისწინებაც არ აწყენდა არავის:)) ისედაც ხომ ყველა ამჩნევს, რომ მაგალითად, თუ ბლოგერობის საწყის ეტაპზე ბევრ სმაილებს იყენებდა, ახლა ცდილობს ნაკლები გამოიყენოს.. მესამე პირს რატომ ვიყენებ, მეც მასე ვიყავი. ძველ პოსტებს რომ ვაწყდები, სულ ნერვები მეშლება ბევრ სმაილებს თუ ვხედავ სადმე და თუ ძალიან არ დამეზარა ვასწორებ ხოლმე.

მოკლედ, არსებობს ისეთი რამეები, რაც ყველა ბლოგს სასიკეთოდ წაადგება. ამ “რამეების” შესახებ, არაერთი პოსტი დაწერილა “ვიდრე აქამომდე” ბლოგერების მიერ. ვინაიდან მე არაფერ ახლის თქმას არ ვაპირებ, გთავაზობთ ამ სასარგებლო პოსტების ნაკრებს, რომელიც თუ კარგი გამოვიდა, ცალკე page-დ გავიტან და “ეგდოს, ბლოგი ხრამია..” Read the rest of this entry »

ამინდია

ამინდია: Read the rest of this entry »

USA2GEORGIA

online შოპინგის  “მსხვერპლი”, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანია. გოგოებს განსაკუთრებით გვიყვარს სხვადასხვა ონლაინ  მაღაზიებში ათასი წვრილმან-მსხვილმანის თვალიერება. თუმცა მე ყოველთვის რაღაცნაირად ვერიდებოდი ხოლმე ინტერნეტით რამის ყიდვას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტრანსპორტირება არის რთული. არადა შენ გარანტიები გჭირდება, რომ შენი გამოწერილი პროდუქტი თავის დროზე, თავის ადგილას და მისაღები ფასით ჩამოგივა.

იმის გათვალისწინებით, რომ მე სტუნდენტი ვარ  და საკუთარი შემოსავალიც ძალიან მცირეა, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ოჯახი დამატებითი ხარჯებით დავამძიმო.

რამდენიმე დღის წინ, დავიწყე ძებნა გამართული სატრანსპორტო კომპანიისა. ასეთ დროს, რეკლამებზე და თვითონ იმ კომპანიების საიტებზე დაწერილ ინფორმაციებზე მეტად, მეგობრების კონსულტაცია გაინტერესებს. სანდო და პირველწყაროა, სხვა თუ არაფერი:) შესაბამისად, მეც ვკითხე რამდენიმეს.

ყველაზე გამოცდილი ამ საქმეში ვინ არის? sweety, რა თქმა უნდა. სვითი ლოჯიქსის მომსახურებით სარგებლობდა, მაგრამ ალბათ ყველას ახსოვს მისი და ლოჯიქსის კონფლიქტი http://sweet.ge/lojiqsi-mekaifeba/ ამ პოსტის წაკითხვისთანავე, ყველანაირი სურვილი გამიქრა მათთან თანამშრომლობის :D Read the rest of this entry »

I SEE YOU

avatar

\

რაც სახლში მოვედი (აგერ უკვე 4-5 საათია ), მას შემდეგ გახსნილი მაქვს new post-ის ფანჯარა, მაგრამ ვერ ვიწყებ წერას. იმდენი ემოცია მაქვს მოზღვავებული ერთად, აღარ ვიცი საიდან დავიწყო..

თავიდან დავიწყებ (რა ლოგიკურია)

ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი- სულ თითზე ჩამოსათვლელი ფილმებია, რაც ამ ჟანრში ნანახი მაქვს და დიდად არ მომწონს, ჩემი რომანტიკები მირჩევნია, მაგრამ რეკლამა რას არ იზამსო ნათქვამია. “3D, მსოფლიოს ისტორიაში შემოსავლით #1 ფილმი”… მოკლედ, ყველამ იცის ალბათ ავატარის დამსახურებები. ისე მე ცოტა გარე სამყაროს მოწყვეტილი ვარ ხოლმე და ფეისბუქზე რომ “ავატარული ავატარების” დაყენება დაიწყეს, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა:D ნუ, თავისთავად გავიგე მალევე, გამოვძვერი ჩემი სტაბილური ჭურიდან. Read the rest of this entry »

ჩემი თერაპიები

ალბათ ყველას ქონია შემთხვევა, როცა არ იცი ემოციები ” სად წაიღო”, ან სიმშვიდე გჭირდება, ან განტვირთვა.. ასეთ შემთხვევაში მე ჩემი თერაპიები მაქვს ხოლმე. თუ ერთი არ მშველის- მეორე, თუ მეორეც არა- მესამე და ა.შ. ჩემი თერაპიები:

1. ფილმები

როცა თავს ცუდად ვგრძნობ და რაღაც support მჭირდება იმისთვის, რომ “მოვძლიერდე” ვრთავ ისეთ ფილმებს, რომელიც ჩემი “თავის ცუდად გრძნობის” მიზეზებთან როგორღაც კავშირშია. როცა ხედავ, რომ იგივე ემოციებია იქ და მერე ყველაფერი კარგად მთავრდება, რაღაცნაირად შენც მშვიდდები.

2. მუსიკა

დაკვრაც, მოსმენაც- მნიშვნელობა არ აქვს. ყოფილა შემთხვევა, როცა ფილმზე მეტად რაღაც სიმღერაზე მიტირია :D თვითონ როცა უკრავ/მღერი, მაშინაც ბევრ ემოციას გასცემ.

3. ფლორა და ფაუნა

ნუ ფლორა შედარებით ნაკლებად. ამ შემთხვევაში მირჩევნია სადმე დახურული სივრციდან ვუყურო მცენარეებს, ვიდრე შიგნით ვიჯდე- მწერების მეშინია და იმიტომ :D ფაუნას რაც შეეხება კიდევ, ჩემი უპირველესი წამალი: ძაღლები და თევზები!

სამწუხაროდ არც ერთი მყავს და არც მეორე :| ორივეს ყოლა “მყავდა”-ში გადაიზარდა, მაგრამ იმედი მაქვს უახლოეს მომავლში მინიმუმ თევზებს მაინც დავაბრუნებ აკვარიუმში.  ძაღლი რომ მყავდა, იმის მოფერებას არაფერი არ ჯობდა რა, ყველანაირად ვწყნარდებოდი. სხვა ცხოველები ვერ მამშვიდებენ ოღონდაც- აი ზოგს რომ კატები შველით.. კატა რაც არ უნდა საყვარელი იყოს, არ მევასება და რა ვქნა :D თევზებს რაც შეეხებათ, ადრეც მეწერა, ჩემი თევზის აკვარიუმთან ჯდომა და პროსტა ყურება ისე მამშვიდებდა, რომ თავზე რომ დამმხობოდა ყველაფერი, რეაქცია არ მექნებოდა : ))

4. ხატვა

ადრე ძალიან ბევრს ვხატავდი ხოლმე. სოფელში, ჩემი ოთახი ახლაც აჭრელებულია ნახატებით. მეზარება ჩამოხსნა :D ძირითადად პორტრეტების ხატვა მიყვარდა. თვითნასწავლის დონეზე არაუშავდა იდეაში. თან ვინმე ” მომუზო” (მუზის მაგვარი. ავტ.შენიშვნა :D) თუ არ მყავს ვერ ვხატავ. ხოდა ასეთ ჟამს..  Read the rest of this entry »

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2010
« იან   მარ »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)