Archive for იანვარი, 2010

მიგვენაგვე-მოგვენაგვე..

“მიგვენაგვე-მოგვენაგვე”..- როგორც ერთ დროს ნაგვის ურნაზე წაწერილი, კოტე ყუბანეიშვილის ფრაზა იტყოდა..

რუსთაველი

ეს სურათი რამდენიმე დღის წინ, რუსთაველზეა გადაღებული.. ნაგვის ურნას ცეცხლი ქონდა მოკიდებული და გიზგიზებდა.  მართალია იმ მომენტში ისე ვიყინებოდი, კინაღამ გამიხარდა ცეცხლის დანახვა(:D), მაგრამ ძალიან გავმწარდი! ადრე ყოველთვის იყო ნაგვის ურნების პრობლემა. შეიძლება კილომეტრები გაგევლო ისე, რომ ერთი ურნა არ შეგხვედროდა.  არც მაშინ მესმოდა იმ ადამიანების, ყველანაირ ნაგავს რომ გზაზე ყრიდნენ, ახლა საერთოდ  თვალები შუბლზე ამდის ხოლმე. თითქმის ყველა ნაბიჯზე დგას ნაგვის ურნა! (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ბედი არ ეწია, როგორიც ამ სურათზე) მაგრამ რაზეა ლაპარაკი, როცა ზედ ნაგვის ურნებთან  მისულები, შიგნით კი არ ყრიან ნაგავს, გარეთ- ნაგვის ურნის ძირში, ან ახლო-მახლო.. Read the rest of this entry »

მორჩა!

მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად..
ნი კწემუ.. მამას მეგობარმა ჩემს პატარა დას მოუტანა როლიკები ცოტა ხნის წინ. დადიოდა ნინი სახლში ამ როლიკებით, ყველაფერს ეჯახებოდა, ძირს ებრეხვებოდა და ასე ბრახა-ბრუხით, თვალსა და ხელს შუა ისწავლა უმაგრესად! დილიდან საღამომდე აცვია და დადის ასე სახლში, მაგარი სასაცილოა :D გუშინ მამამ გაასეირნა და 5 წამიანი ვიდეოც გადაუღო როგორ დადის :user: http://www.youtube.com/watch?v=pAs69irHRWM
მოცემულ მომენტში თმას ვიღებავ, ჩემს შავ ფერს ვიბრუნებ.. ის ძალით გაღიავებული თმა კი კარგია, მაგრამ ჩემი შავი თმა მეზრდება და ძალიან კონტრასტშია :D აღარ მინდა ახლიდან გაღიავება.. შედეგს განახებთ..

GUESS WHO

ალბათ ადამიანების ჩვევაა, რომ შეუძლიათ პიროვნების გაცნობის გარეშე გამოიტანონ დასკვნები “რამის” საფუძველზე. ეს “რამე” შეიძლება იყოს ჩაცმულობა, ვარცხნილობა, იმიჯი, ლაპარაკის მანერა, გამოხედვა.. მაგალითად, მე მქონია შემთხვევა, როცა ვინმეზე (თუნდაც უბრალოდ გამვლელზე) მითქვამს- “ნახე, რა გამოხედვა აქვს, უეჭველი ძალიან  სწერვაა”, ან “ნახე რანაირად იყურება, სუფთა უინტელექტო..” რამდენიმე დღის წინაც მქონდა შემთხვევა, ვიღაც გოგოს შევხედე და “ეს დურაჩკაა!” -დავადგინე.. ეს ყველაფერი ნამდვილად ჩვევის დონეზე ხდება და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.  თუმცა არის ლოგიკურებიც.. მოკლედ, გადავალ “საქმეზე” და გეტყვით რისი თქმა მინდა:

სანამ ადამიანს არ ვიცნობთ, რაც არ უნდა  უარყოფითი დამოკიდებულება გვქონდეს მის მიმართ გაცნობამდე (გაცნობა პირობითად), გაცნობის შემდეგ ბევრი რამ იცვლება..

შარშან, სა-15-აპრილოდ დავწერე  ძალიან მწარე პოსტი “ქართული სიყვარულის დღესთან” დაკავშირებით. ამ დღის დამაარსებელი კიდევ, ბესო ჩუბინიძე, გავასწორე მიწასთან :D პოსტის დაწერიდან თვეების შემდეგ (ანუ შარშან აპრილიდან ერთი-ორი თვის წინამდე) თურმე ცდილობდა ბესო, რომ მოვეძებნე და აეხსნა, რომ ეს დღე  მისი ახირებით არ იყო  დაარსებული. მას უბრალოდ იდეა გაუჩნდა და ორგანიზება გაუკეთა და დანარჩენი რა თავის ბრალია, რომ ხალხი აყვა? :D დეკემბერში თსუ-ს ფორუმზე მომივიდა პმ:

ბესო ჩუბინიძის pm

Read the rest of this entry »

გადაღებები და TBgroup

ვიწუწუნო რამდენი წვალება დამჭირდა ამ პოსტამდე რომ მომეღწია? გადაღებებიდან სახლში რომ დავბრუნდი და ფოტო აპარატიდან სურათები გადმოვიტანე, დამხვდა აბსოლიტურად განათებული ყველაფერი. აზრზე არ ვარ რა მოხდა, ძალიან ცოტა სურათი გამოვიდა. კიდევ კარგი ვიდეოები მქონდა გადაღებული.. მერე გუშინ ჯეკი გამიფუჭდა, მერე დილით ავდექი და შუქი არ იყო.. რომ მოვიდა კიდევ საახალწლო განათებასავით ხან ისევ ქრებოდა, ხან ირთვებოდა..

გუშინ პრომოს ჩაწერის დღე იყო. საშინელ ქარში და ყინვაში ვიდექით და ძაალიან ბევრ დუბლს ვიღებდით..ამის მიუხედავად, მართლა სახალისო პროცესი იყო:

მონაწილეებთან მივდიოდი გადაღების დაწყებამდე, სათითაოდ ვეკითხებოდი ვინ რას აკეთებდა, ვის რა ნომერი ქონდა. ზოგი ისე იყო ჩაცმული, სანამ არ მითხრეს ვერაფრით ვერ მივხვდი რა უნდა გაეკეთებინათ.

Read the rest of this entry »

პირველი დღე “შიდა სამზარეულოში”

კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან დღემდე ძლივს ვითმენდი და ერთი სული მქონდა, სანამ  “ნიჭიერი”-ს ოფისში დაგვიბარებდნენ და გვეტყოდნენ რა ხდება ჩვენს თავს..გუშინ თათუკა დაგვიკავშირდა და დღეს “ჰოი,აღსრულდა”:)) რომ შევედი ოთახში და სიტუაციას გადავხედე, მაშინ გავიაზრე თავიდან-ბოლომდე, როგორ მიხარია, რომ ნიჭიერის ბლოგერი ვარ!

ოთახში შესვლამდე დავდექი კარგ ხასიათზე. მგონი შეუძლებელია სხვანაირად, როცა შესვლის წინ, კარზე ხედავ:

"ნიჭიერის" კარი:)

შევაღეთ ეს კარი და მოვხვდით იქ, სადაც ყველაფერი ის მზადდება, რასაც პირველი თებერვლიდან ვნახავთ Read the rest of this entry »

R2 VS იმედი

მესმის რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კავკასიას და მაესტროს ქართულ ტელესივრცეში, მაგრამ დღეს მინდა მაინც რუსთავი2-ის და იმედის შესახებ დავწერო.

რუსთავი2  1994 წლიდან გამოჩნდა ქართულ ტელესივრცეში. იმედი 2003 წელს. ამ უკანასკნელის გამოჩენისთანავე დაიწყო იმის გარჩევა იმედი ჯობდა თუ რუსთავი2. მე, რა თქმა  უნდა, მაქვს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ორივეზე, რუსთავი2-ზეა ჩემს სახლში ძირითადად ტელევიზორი გადართული და ჩვევა მაქვს ძაან მაგარი- ვთქვათ სხვა არხზე ვუყურებ რაღაცას. რომ მორჩება და ტელევიზორი რომ უნდა გამოვრთო, რ2-ზე ვრთავ ჯერ და მერე ისე ვთიშავ ტელევიზორს:D შევადაროთ სხვადასხვა პუნქტებით:

ლოგო:

ტელეკომპანია იმედის ახლანდელი ლოგო

ტელე იმედის ლოგო თავიდან თურმე იყო ფრთებიანი ასო ბგერა “ი” . FB-ზე ვიკითხე, ხომ არ იცით წარმომავლობა, რასთან დაკავშირებით აქვს დღევანდელ ლოგოს ასეთ ფორმათქო და ეს მითხრეს (ნუ აქ, რა თქმა უნდა, გაჩნდა ვერსიები, რომ ჩაფხუტს გავს, ან გადაჭრილ დედამიწას..იყო კიდევ სხვა ვერსიებიც, რომლის აქ დაწერაც არც თუ ისე სასარგებლოა და თუ რამეა ჩემს პროფილში იხილეთ :D) პრინციპში, ძველ ლოგოს ახლანდელი ჯობია. მართალია ი-სგან ბურთად გადაიქცა და ფრთებიღა შერჩა, მაგრამ მაინც. მშვიდია რაღაც.. Read the rest of this entry »

2:37

Read the rest of this entry »

კალათი და ბურთი

დღეს გამოცდაზე დაღრეჯით მიმავალს მამამ დამირეკა და მკითხა- “კალათბურთზე წამოხვალ?” დაუფიქრებლად ვუთხარი კითქო, არადა კალათბურთზე არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ტელევიზორში რომ აჩვენებენ კალათბურთელ ბიჭებს ძალიან მომწონს ხოლმე ზოგიერთი :D

ა, კიდევ ფილმები მაქვს ნანახი.. კალათბურთზე რა, ან cheer გოგოებზე, ან სპორტსმენ ბიჭებზე რომანტიკები  და ა.შ. მოკლედ, არც წესები ვიცოდი და არც რამე მსგავსი..

დღეს ძალიან დამაინტერესა რა იყო საერთოდ- ცხოვრებაში ყველაფერი უნდა ნახოო ნათქვამია :D ჩემს ძმას უყვარს კალათბურთი, დადიოდა კიდეც და ახლაც აპირებს ისევ შესვლას და ის რომ გაეხარებინა, – ჩემთვის, თავისთვის და ლევანისთვის იყიდა მამამ ბილეთები.

ბილეთი

Read the rest of this entry »

MONEY ISN’T EVERYTHING

forum.ge-ზე გუშინ ვნახე უსათაუროში აპინული თემა სათაურით “გაიღე სისხლი უანგაროდ”.. იქ ეწერა:

ოთხშაბათს, 27 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსში გაიმართება დონორთა კლუბის აქცია. 12 საათიდან ყველა მსურველს შეეძლება მოვიდეს და ჩააბაროს სისხლი.

წამის მეასედის მანძილზე გავბრწყინდი ისე გამიხარდა- რა მაგარია, წავალ და ჩავაბარებ მეთქი, მაგრამ მაშინვე დავეშვი.  საქმე ის არის, რომ მჭირს ძალიან სერიოზული ფობიები ავადმყოფობებთან დაკავშირებით. სულ მგონია, რომ რამე მჭირს- არადა არც სიმპტომები მაქვს არაფრის და არც ხშირად ვხდები ავად.

ერთი პერიოდი მჭირდა ასე:

გავიგებდი რამე  დაავადების სიმპტომებს და მაშინვე მემართებოდა. მაგის გამო ლამის ექიმ ჰაუსის ყურება შევწყვიტე.  უკვე მართლა ვწუხდებოდი საკუთარი შიშებით. თან  კი ვიცოდი, რომ ჩემი აკვიატება იყო, მაგრამ სადღაც 1 % ეჭვი რომ არსებობს, უკვე  რაღაცას ნიშნავდა.. :D

მერე ცოტა დავწყნარდი და ვსო, სისულელეა მეთქი ვთქვი, დიდხანს ნახვეწნ სისხლის ანალიზზეც დავთანხმდი ჩემებს. ცოტაც და გული წამივიდოდა სანამ ანალიზების  პასუხი მოვიდოდა. Read the rest of this entry »

ნიჭიერი

wooho

გამოცხადდა ნიჭიერის კონკურსის შედეგები და ის სამი ბლოგერი, ვინც დაბლოგავს ნიჭიერის ბლოგზე ვართ:

ბექა - მისი საკონკურსო პოსტი: http://doin.ge/?p=1099

პიკო- მისი საკონკურსო პოსტი: http://piccolina.ge/jeostari/

მე- ჩემი საკონკურსო პოსტი : http://tiny.ge/britains-got-talent/

თავიდან არა, მაგრამ გუშინ რომ დოდკამ facebook-ზე თქვა, რომ ახლა ვკითხულობთ საკონკურსო პოსტებსო, მაშინ კი შევატყვე ჩემს თავს რომ ვღელავდი :D

ეს სურათიც ფბ-ზე დადო დოდკამ, სამუშაო გარემო ასეთიაო..

ვაი როგორ ავნერვიულდი რომ წარმოვიდგინე ჩემი პოსტი. არც მახსოვდა ნორმალურად რა მეწერა, შევედი გადავხედე და მეთქი ეჰ,” რა იყო თინათინ, ცოტა უკეთესად ვერ დაწერე?!” იმ მომენტში უფრო ვერ აღიქვამ, მაგრამ დრო რომ გადის და მერე კითხულობ რამდენიმე დღის წინ დაწერილ პოსტს (უფრო დიდ დროზე აღარ მაქვს ლაპარაკი), სულ სხვანაირი გეჩვენება. მე სულ ცუდი მეჩვენება ხოლმე. მოკლედ, ჩავიქნიე ხელი და ჯერ იმაზე გავბრაზდი, რაღა ამ გამოცდების პერიოდში მოყვათქო და მერე ჩემს თავზე- შენ შნო არ გქონდეს გამოცდები რა შუაშიათქო ლოლ :D

მოკლედ, გამიხარდა  ფრიად.. პიკოსაც და ბექასაც ვულოცავ და ჩემს თავსაც, რაღა თქმა უნდა..

აქ ის რეჩი, ოსკარების გადაცემის ცერემონიალზე რომ ამბობენ ხოლმე: “ვეცდები გავამართლო თქვენი იმედები. დიდი მადლობა ნდობისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის მანძილზე მხარში მედგა და სჯეროდა ჩემი..”  :lol:

პ.ს. შემოუერთდით ნიჭიერის fan page-ს facebook-ზე

prince

არარომანტიულმა მკითხველება ცოტა ხნით მაპატიეთ :user:

ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილებასავით, რომ აუცილებლად ვინმე უნდა მყვარებოდა. ისე ვერ ვძლებდი, თუ ვინმეზე არ ვფიქრობდი, ვინმეზე არ ვზრუნავდი  და თუ გულის აჩქარებები არ მჭირდა. ჩემი  “სიყვარულები” ორ ნაწილად იყოფოდა/იყოფა ხოლმე: რეალური და არარეალური

ახლა რას ვგულისხმობ- ნუ რეალურები იმედია გასაგებია და ეს ე.წ. არარეალურები იყვნენ ისეთები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი.  ახლა რომ დავითვალე, ასეთი მქონდა 3 ძალიან სერიოზული შემთხვევა. შემთხვევის არსი მდგომარეობს შემდეგში:

თითქმის უცნობ ადამიანს ამოვიჩემებ და ვაქცევ პრინცად :D ანუ ვიქმნი იდეალს და მგონია, რომ მორჩა იმაზე უკეთესი არავინ არ არის.  თავში ათასნაირი  ზე რმანტიული სცენარი  მომდის როგორ გავიცნობთ ერთმანეთს, როგორი იქნება და ა.შ. მაგრამ ერთხელაც არ ვდგამ ნაბიჯს და ესე რჩება ხოლმე იდეალად. სიმართლე გითხრათ, მეჩვენება, რომ ძალით ვაკეთებ. ბოლოსი რა გითხრათ და წინა ორი შემთხვევა ექვემდებარებოდა რეალურობაში გადაზრდას, მაგრამ ცოცხალი თავით არ მინდოდა. Read the rest of this entry »

ორმაგად გემრიელი..

ჯერ გუგლი გადავატრიალე , რომ რამე ისეთი მეპოვნა ორი გოგოს კაფეში მჯდომიარე ლაპარაკს რომ გამოსახავდა oO მერე ნერვები მომეშალა და მეთვითონ დავიწყე პაინტში ხატვა ორი ლულის რეკლამიანად- ეკუთვნით ლობიანის გემოს ხათრით.. პაინტის ხატვით ისე დავიტანჯე და თან ისე გავერთე, კინაღამ დამავიწყდა რაზე ვწერდი პოსტს

იდეაში-მე და ლელა ორ ლულაში მჯდომარენი და მოჭორავენი

მგონი ადრე (რატომ არ ვიცი და) არასდროს მომიყოლია ჩემი ერთი მეგობრის შესახებ. მაშ ასე: ის ცელქი და თავნებაა, მას  სამედიცინო უნივერსიტეტში იცნობენ, როგორც კავეენშიკი გოგო პიკუ! ის სხვადასხვა დროს იყო ყველაფრით გატაცებული, ერთ-ერთი მისი ჰობი იყო გერმანული სიტყვა “der Zug”-ის წარმოთქმა. ის ნამდვილი მეგობარია- დიდთან დიდი, პატარასთან პატარა.. გოგოსთან გოგო, ბიჭთან ბიჭი (ამიტომ არ გვიმართლებდა არასდროს პირად ცხოვრებაში ).. Read the rest of this entry »

yahoo@chucknorris.com

კომპიუტერის დალაგებისას დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრჯერ აღმოგიჩენიათ სურათები, რომლებიც არ გახსოვდათ, რომ არსებობდა საერთოდ. ან  საიდან მოხვდა თქვენთან ის არ გახსოვთ და ა.შ. დროდადრო საგულდაგულოდ ვალაგებ ხოლმე ყველაფერს. დღეს კომპში არსებული ფოლდერებიან-ფლეშკიანად ყველაფერი გადავატრიალე და ბევრი ისეთი რაღაც შემხვდა, დავიწყებული:

ამ სურათს რომ შევხედე ლოგიკური კითხვა გამიჩნდა- წარბი სად მაქვს? oO საშინელი წარბების ფორმა მაქვს, მაგ დროს ეტყობა განსაკუთრებით მძიმე ჟამი ედგათ, ახლა გამოვასწორე..გული გამისკდა რომ დავინახე :D

პრაგოსში გადაღებული მადააღძრულობა:D

Read the rest of this entry »

BRITAIN’S GOT TALENT

შესავლის სახით:

ცოტა ხნის წინ გამოცხადდა კონკურსი ბლოგერებისთვის, ნიჭიერისთვის რომ სჭირდებათ ბლოგერები. პირობითად ჯეოსტარის მიმოხილვა უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა შეგვეძლო რამე სხვა შოუთი შეგვეცვალა. ჯეოსტარისთვის არ მიყურებია, განსაკუთრებით ბოლოსთვის, ამიტომ გადავწყვიტე ფინალისთვის მაინც მეყურებინა წარმოდგენის შესაქმნელად. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა!- კინაღამ საერთოდ გადავიფიქრე საკონკურსო პოსტის დაწერა ისე გამაღიზიანა.

გავიხსენე სხვა შოუებიც- თქვეს, რომ აუცილებელი არ იყო ჯეოსტარი. ჯეო-რამეებს გადავხედე, მაგრამ არა..მერე ვიფიქრე ჩემს გამოგონილ შოუზე დავწერ მეთქი, მაგრამ გამოცდების გამო ძალიან ცოტა დრო მაქვს და გამოგონილ კი არა, არსებულზეც ძლივს მოვახერხე დაწერა და ისიც უმარილოდ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, განსახილველ შოუდ გადავწყვიტე “ნიჭიერი”-ს  უცხოური ანალოგი ამეღო. ძალიან ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ არჩევანი ჩემს ფავორიტზე, ინგლისურ ანალოგზე შევაჩერე..

ბრიტანული ვერსიის პოსტერი

Read the rest of this entry »

MSN

დიდი ხანია ამ მესენჯერის სიყვარულით ვიწვი, მაგრამ დღეს საერთოდ  პიკი დამემართა!

არც ისე ბევრი მომხმარებელი ყავს საქართველოში რატომღაც. მე მაგალითად, სულ 14 კონტაქტი მყავს, მაგრამ ისინიც იშვიათად შემოდიან ხოლმე, ძირითადად სინთან საჭორაოდ ვიყენებ.

არადა იმდენი ძალიან კარგი ფუნქცია აქვს ვინც არ იცის..

  • სმაილების დამატება შეგიძლია შენთვითონ, რასაც მოისურვებ

ჩემი სმაილები მსნ-ში

Read the rest of this entry »

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
იანვარი 2010
« დეკ   თებ »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)