Archive for დეკემბერი, 2009
პატაკი2009
ყველა ბლოგზე წლის შემაჯამებელი პოსტებია, მე კიდე უგანწყობოდ ვზივარ და ვოცნებობ ცოტა ხნით მაინც დამიბრუნდეს განწყობა, რომ პოსტი მაინც დავწერო :D პატაკს მკითხველებს ყველა აბარებს. ხოდა ავდგები და მეც პატაკის სახით დავწერ:
[აქ გადაცემა "პატრული"-ს სცენარისებური- "ვპატრულირებდი ჩემს კვადრატში.."]
მაშ ასე, 2009 წლის მანძილზე დაფიქსირდა:
- გულის ტკენა- 1 შემთხვევა
- იმედგაცრუება- 3 შემთხვევა
- წარუმატებელი ურთიერთობა- 3 შემთხვევა
- მეგობრებად დარჩენა – 1 შემთხვევა
- შეყვარება- 0 შემთხვევა
[:lol:] Read the rest of this entry »
ველასკესი და გოზინაყი
არც დრო არის ახლა პოსტის დაწერის, არც შნო და არც სხვა მსგავსი პოსტის საწერიად საჭირო მონაცემები, მაგრამ დღის ბოლოს უკანასკნელი გაფართხალების რანგში მაინც ვწერ- განტვირთვა მჭირდება.
ბოლო დღეს რომ მიყვარს ხოლმე საქმეების მიყვანა, ეგ უკვე გავითავისე და წინა დღეებში აღარც კი განვიცდი ამ ამბავს, ვიცი, რომ მაინც ბოლო დღეს გავაკეთებ. ხოდა ამის გამო მომიხდა ორი კოლოქვიუმის გამზადება და ხვალინდელი შემაჯამებელი სემინარისთვის თავის დახლა- რბილად რომ ვთქვათ..
ძალიან გაღიზიანებული ვარ და ტირილის ხასიათზე, ბოღმისგან მეტირება- 30 დეკემბერია, ერთი დღეღა დარჩა ახალ წლამდე, Read the rest of this entry »
Georgian Bloggers Wishing Merry Christmas
ყველა დადებს ალბათ თავის ბლოგზე ამ საოცრებას, მაგრამ მეც რომ არ დამედო, არ შემეძლო რა :user: უკვე რამის ერთი კვირაა ამ კლიპის მოლოდინით ვცოცხლობდი :D რამდენიმე ბლოგერის სურათი ნანახი მქონდა, რამდენიმეს ჩემს სურათში გავუცვალე :lol: დაახლოებით წარმოდგენა მქონდა, რანაირი იქნებოდა, მაგრამ აი ასეთს მართლა არ ველოდი!
მთელი დღეა ჩართული მაქვს და full screen-ზე ვუყურებ user გამომეტყველებით და გულაჩუყებული. ძალიან მაგარია :user: აი მართლა არ შემიძლია გამოვხატო რანაირად მაჟრიალებს რომ ვუყურებ :D როგორც jo key-მ თქვა:
Sweet did it!
რა კარგები ვართ :user:
ჩემი ორი ფოტო, რომლებიც იყო გამოყენებული: Read the rest of this entry »
კაი კინო!
კვირას ვიყავით “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს2″-ზე ბლოგერები. პირველი ნაწილი ხომ კარგი იყო, ხოდა აი იმაზე უკეთესია მეორე :P მსუბუქი სიუჟეტი იყო, მეგონა სულ ნახევარი საათი ვუყურებდი :D
საუნდტრეკებში გამიხარდა”თოვლი მოსულა”-ს გამოჩენა. ზოგადად კარგად არის შერჩეული, შარშანდელი ახალი წელიც ამ ფილმის საუნდტრეკებთან ასოცირდება. აი ყველა აქ იხილეთ:
http://kaikino.com/2/#soundtracks
ძალიან ცოტა დრო მაქვს ეს დღეები, ამიტომ ვრცელ პოსტს ვერ ვწერ და დანარჩენი ბლოგერების პოსტებს დავლინკავ ამის შესახებ: Read the rest of this entry »
ხვალ ხვალ
(ფაილ არ არის,ჰკლიკეთ-გაიხსნება)
მახსოვს, პირველად ბლოგერის სტატუსით ზუსტად ამ ფილმის საუნტრეკების პრემიერაზე ვიყავი. მაშინ პირველად ვნახე ცოცხალი ბლოგერები :lol: ნუ ბევრს ვიცნობდი, მაგრამ ბევრიც პირველად ვნახე, თან ასეთ კრებით ფორმაში..:D
მერე, თვითონ ფილმზე რომ ვიყავით (პოსტი ამის შესახებ იხილეთ), მაგ დღეს მაგარი დაბნეული ვიყავი- მეთქი ააა, ბევრი ბლოგერი იქნება. ჯერ დამწყები ვიყავი იმ დროისთვის და კომპლექსები მჭირდა :D
წელს ყველაფერი სხვანაირადაა ჩემთვის, რაღა თქმა უნდა.. ძალიან ბევრი ახალი ბლოგერია ალბათ ხვალ ისინი ინერვიულებენ – რა ჩავიცვა, როგორ გამოვიყურები, ნეტა მიცნობენ?- და ა.შ. : ))
რა ჩავიცვა და როგორ გამოვიყურები-ზე მეც ვფიქრობ, დღეს ვერ მოვასწარი გამზადება და არ ვიცი დილით რომელ საათზე უნდა გავიღვიძო :D თუ თმა ძალიან ამაღელვებლად მქონდეს, არ შეიმჩნიოთ.
პ.ს.ძალიან გამიხარდა, რომ ყველა ერთ კინოთეატრში მივდივართ და არ გაგვყვეს შარშანდელივით.
პ.პ.ს.(ჩემთვის)- ციფრულის დატენვა არ დამავიწყდეს დილით!
სწავლინგ..
ბრბ
ეს გუშინ გადავიღე. პატარას ვგავარ აშკარად, ვპატარავდები :D
ფრჩხილების ფორმა დავამრგვალე და ჯერ ვერ მივხვდი ოთხკუთხედი მირჩევნია თუ ასეთი :D ოთხკუთხედი ასე გამოიყურებოდა:
მრგვალი ასეთია:
ახლა ჩამომივიდა, ზაალიან მომწონს ^_^
ბრბ- არაფერ შუაშია. სათაურს ვერ ვარქმევდი და რაც პირველი მომივიდა თავში.. o_O
merry christmas
პ.ს. საშობაო რეკომენდაცია :ყველა დროის საუკეთესო 25 საშობაო ფილმი
handbags
ჩანთა ის ნივთია, რომელთან ერთადაც მთელ დღეს ვატარებ, როცა გარეთ ვარ :D შესაბამისად, მთელი დღის მანძილზე ერთად მყოფი რამე ჭკვიანურად უნდა შეარჩიო და უნდა გსიამოვნებდეს მისი ხილვა თუ ტარება. არც კი შემიმჩნევია და მიზანმიმართულად არ შემიგროვებია, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ჩანთა მაქვს. ფერით, ფორმით, ზომით, დანიშნულებით განსხვავებულები.
პრიორიტეტს დიდ ჩანთებს ვანიჭებ, ბევრი რამე ეტევა და უფრო კომფორტულია. მაგრამ ჩემს ამ მინი კოლექციაში რამდენიმე პატარა ჩანთაც არის, რომელსაც ძაალიან იშვიათად ვატარებ (ერთი-ორი ისეთიც არის, რომ არ დამიჭერია არასდროს).
მოკლედ, დანარჩენი იხილეთ: Read the rest of this entry »
უჟასები
სიტყვა- “უჟასები”, იწვევს ბავშვობის ასოციაციას, როცა ჩემზე უფროსები მაშინებდნენ ხოლმე და მიყვებოდნენ როგორ უყურეს “მააგარ უჟასს” გუშინ ღამე! :D
გუშინ დასაძინებლად რომ განვთავსდი, ძილის წინ, რა თქმა უნდა, ტელეარხების ჩამოვლის რიტუალი ჩავატარე. უაზროდ გადავათვალიერებ ხოლმე ყველა ტელევიზიას და მერე ვთიშავ. წუხელაც ასე ჩამოვლისას გავჩერდი იმედზე, სადაც რაღაც საშინელებათა ფილმი იწყებოდა, რომლის რეკლამასაც რამდენიმე დღის წინ მოვკარი თვალი.
სევენის ნათქვამი გამახსენდა, ბოლო დროს საშინელებათა ფილმებში ბავშვების გამოყენება დაამუღამეს და მაგრად ამართლებსო.
ვინაიდან მართლა არასდროს არ მინახავს საშინელებათა ფილმი თავიდან ბოლომდე, გადავწყვიტე მეყურებინა. განწყობის ბრალია ალბათ- როგორც კი ფრაზა Read the rest of this entry »
დღესაც კვირაა..
მთელი დღე ამას მივახარჯე მერე :( აი მართლა მთელი დღე.. ორი ეზო და 9 ოთახი მოვაწყე. იასნა არ მომწონს, პროსტა ნერვები აღარ მეყო, რომ ყველაფერი კარგად გამეაზრებინა :D
ორი დღეა მასტერ კლასებს ვატარებ ამათ გაკოტრებაში :D
წავედი დავიძინე.. ხვალ ორშაბათია :lol:
ბახ!
ახალ წლამდე ერთი თვით ადრე იწყება ასაფეთქებლების გამაყრუებელი ხმები. სახლში ზიხარ შენთვის, წყნარად და უცებ ბახ! დიდებიც და პატარებიც ამ გასართობის წყალობით ბედნიერად გრძნობენ თავს :D
არა, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ააფეთქონ, მაგრამ რას გამოხატავს? სიხარულს ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით? :D თუ უფრო ბომბვის ასოციაციის გამოწვევა უხარიათ? არ ვიცი, მაგრამ მე პირადად სულ დაძაბული ვზივარ ხოლმე სახლში. დილით უკვე რამდენჯერმე გამაღვიძა გამაყრუებელმა ბუთქუნმა. ჩემს ეზოში ბევრი პატარა ბავშვია და აფეთქებენ და აფეთქებენ.. Read the rest of this entry »
Sunday Morning
კვირა დილის ასოციაციები:
საწოლი, რომლიდანაც ადგომა ყველაზე მეტად მეზარება კვირაობით. ძალიან მძინავს ხოლმე :D
ტანსაცმელი, რომელსაც ჯერ კიდევ თვალდახუჭული ვიცმევ , რომ მაცივართან მივბობღდე
თევზი, რომლის აკვარიუმთან საჯდომადაც დილით ვპოულობ დროს და ნერვებს ვიწყნარებ:
ქსეროქსები, რომელიც უნდა გადავღეჭო და ჭიქა, რომლითაც მთელი დღე ჩაის ვსვამ:
პლეილისტი, რომლის ფონზეც სახლს ვალაგებ მოცემულ მომენტში :D
ან მე, ან ის!
წუხელ დაძინების მრავალი უშედეგო მცდელობის შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და რუსთავი2-ზედ შევესწარი ფილმს “Fever Pitch“. სწორედ ეს ფილმი გახდა მუზა პოსტისა ქალების და მამაკაცების განსხვავებულ ინტერესებზე..
დაახლოებით რომ მიხვდეთ- ფილმი red sox-ის ფან მამრზე და ერთ მდედრზეა, რომელსაც უწევს მისი გატაცების ატანა. ამ მამრს იმდენად ფანატიზმში აქვს გადაზრდილი, რომ იქამდე ყველა ქალი შორდებოდა მიზეზით- red sox-ი ჩემზე მეტად გიყვარს! Read the rest of this entry »
MAKE ART YOUR LIFE












