Archive for ნოემბერი, 2009

ზამთრის მოტივებზე..

მჭირდება ასეთი!

მჭირდება ასეთი!

ზამთრის დადგომას მაშინ ვგრძნობ, როცა მაუსზე და კლავიატურაზე ხელი მიმეყინება ხოლმე, განსაკუთრებით მარჯვენა ხელი მეყინება.. და კიდევ მაშინ, როცა ფანჯარას გამოვაღებ ჰაერის ჩასუნთქვის მიზნით და ცხვირთ დამწვარი საბურავების არომატი შემრჩება ხოლმე..

ორ დღეში ჩემი არატკბილი ნოემბერი დამთავრდება- საყვარელი თვეა ჩემი. ზამთარი იწყება,რომელსაც პატარაობაში ვერ ვიტანდი, ისევე, როგორც წვიმას, ქარს და ა.შ. პატარას ძალიან მძიმედ მეჩვენებოდა რომელიმე მათგანის გამკლავება.

წვიმისგან დასველება კატასტროფად მეჩვენებოდა, ქარიც უფრო ადვილად მაფრიალებდა და თოვლი კიდევ მარტო საყურებლად მომწონდა, ამ მხრივ არ შეცვლილა არაფერი- ისევ საყურებლად მომწონს. ალბათ იმიტომ, რომ ყველა გუნდაობისას ყველაზე მეტი მე მხვდებოდა :D Read the rest of this entry »

gifts

SGPhoto_2009_11_26 21_56_15გუშინ ცოტა ხნის წინ ნერვების არ ქონის გამო მიტოვებულ pet society-ს დავუბრუნდი და შევაკალი თავი, ჩამოვიარე ყველა. მიზნად დავისახე რამდენიმე აცუილებელი ნივთის ყიდვა, დავსკრინე და უნდა თვალსაჩინო ფოლდერში განვათავსე, რომ ხშირად შემეხედა და მათ საყიდლად  მეშრომა :D

თან რაღაც წიკივით მჭირს, რამდენიმე ხანში ერთხელ, მთლიანად ყველაფერს ვყიდი და ახლიდან ვაწყობ. მოკლედ ავდექი და დავსკრინე:  Read the rest of this entry »

happy birthday

დაახლოებით ერთი თვის წინ, 28 ოქტომბერს, დიდი ზარ-ზეიმით უნდა მიმელოცა ჩემი ბლოგისთვის დაბადების დღე. გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა, დავწერე პოსტი და ბოლოს სულ სულ პირველი პოსტის გალინკვისთვის მოვძებნე ის პოსტი და სახე შემეცვალა თარიღი რომ დავინახე..

SGPhoto_2009_11_27 12_12_38

საიდან მახსოვდა ეს 28, დღემდე აზრზე არ ვარ..თან ისე დარწმუნებული ვიყავი, არც მიფიქრია გადამოწმება. ჩავვარდი თითქმის ისტერიკაში, მთელი პოსტი წავშალე [ამ დროს ვნატრობდი, რომ პოსტი ქაღალდზე ყოფილიყო და უფრო კარგად შემეგრძნო მისი განადგურება :D] და განვაცხადე Read the rest of this entry »

pw7

pw7- პრე windows7 ვერ ვიტან windows-ის გადაყენებას!!! Read the rest of this entry »

დღიურები

მუზა: Sweet.ge: Scrapbooking

Scrapbooking-ი არის პირადი და ოჯახური ისტორიის შენახვის ერთ-ერთი მეთოდი. ფოტოსურათების, დაბეჭდილი მედიის და სამახსოვრო ნივთების გაფორმებულ ალბომებში ან სკრეპბუქებში ჩაკვრა.

BILD0072

მიყვარს ხოლმე ძველი რამეების თვალიერება. გუშინ, შუაღამისას, საძილედ გამზადებულს უცებ გამახსენდა sweety-ს ეს პოსტი და ჩემი მოსკრეპბუქო დღიურების გადმოლაგება მოვინდომე. მოსკრეპბუქო იმიტომ, რომ ეგენი ნაკლები ტექსტისგან შედგებიან, მე კიდევ უფრო მოდღიურო რამეები მქონდა..

სკრეპბუქებიც და დღიურებიც, რაც არ უნდა სასაცილოები იყვნენ აწმყოს გადასახედიდან, მაინც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. მართალია მრცხვენია ხოლმე ისეთი საოცრად ამაღლებული ენით მიწერია რაღაცეები, მაგრამ “პატარა ვიყავი და რა ვქნა”, “რაც მთავარია ახლა ასეთი არ ვარ” და ა.შ. ფრაზებით ვიმშვიდებ თავს. [ჩანართი: არასოდეს არ ვკითხულობ ბლოგის არქივს..ერთადერთი, ამ დღეებში დამჭირდა იმ ახალი გვერდის გასაკეთებლად და ყველა ძველი პოსტის დანახვაზე ვიჯღანები ისე არ მომწონს] Read the rest of this entry »

DAY OFF

computerრადგან  ოჯახში გონიათ, რომ  მე ჩამოყალიბებული კიბერ ნარკომანი ვარ, დროდადრო მიწევს ხოლმე იმის დამტკიცება, რა ადვილად შემიძლია გავძლო ინტერნეტის გარეშე და რომ ინტერნეტი, უბრალოდ ადამიანებთან კონტაქტისთვის  და ათასი სასარგებლო თუ უსარგებლო საქმისთვის მჭირდება.  რეალურად, კომპიუტერთან დაჯდომის გარეშეც იგივეს გავაკეთებდი- ტელეფონით მექნებოდა კონტაქტი [რაც დამეთანხმეთ გაცილებით ძვირია, ვიდრე ინტერნეტი] და უსარგებლო საქმეებით გავტენიდი ცხოვრებას :D

მთავარი არგუმენტი ჩემებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მე კიბერ ნარკომანი ვარ, არის: შენ მთელი დღე ხარ ონლაინ და იქ ადამიანები იცვლებიან, მთელი დღე კი არ არიან კომპიუტერთან?!- დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ვამტკიცებ, რომ დიახ, შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ მთელი დღის მანძილზე ჩემთან მოსაუბრე ერთი პირი იჯდეს ჩემთან ერთად კომპთან :D Read the rest of this entry »

weekend

blogroll.ge-ს სტატისტკა

blogroll.ge-ს სტატისტკა

weekend-ები ყოველთვის ეტყობა ბლოგებს! თან მგონი ეს ვიქენდი განსაკუთრებულია- ორშაბათსაც დასვენება მაქვს მე პირადად. ბოლო დროს ჩემი ყველა დასვენების დღე ერთმანეთს დაემსგავსა- სახლში ვზივარ. უკვე  რამდენი ხანია ასე მჭირს, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ დროს სახლში ყოფნისთვის ვიყენებ. შედეგად კიდევ ძალიან ბევრი განაწყენებული მეგობარი მყავს, მაგრამ რა ვქნა, ასეთი პერიოდი მაქვს, მინდა, რომ ვიჯდე სახლში და არაფერი არ ვაკეთო.

ან ვგეგმავ, რომ ” დღეს სახლში ვარ და მოდი, ბარემ ჩემს კარადას დავალაგებ”, “დღეს სახლში ვარ და მოდი, იმ ბოლოკაბას შევკერავ ბოლოსდაბოლოს”, “სახლში ვარ და wishlist-ის და აუცილებელი პოსტებს კრებულის პეიჯებს გავაკეთებ”, Read the rest of this entry »

50 თეთრი

გუშინ, ლექციებზე რომ მივდიოდი და როგორც ყოველთვის, ქარი რომ მიმარბენინებდა, Read the rest of this entry »

იტალიური ეზო

ავისხი საპოსტე აბჯარი- ფუმფულა ხალათი იგი, ჩაი კარამელისაი და კროასანები სიტკბოებით გამორჩეული, ვითარმედ  ვცდილობ შევუდგე პოსტს მას, რთულად შესაქმელს..

დღეს “იტალიური ეზო”-ს ჩაწერაზე ვიყავით რამდენიმე ბლოგერი [უფრო სწორად, მგონი ვინც იქ იყო, ყველას ბლოგი ქონდა], თემა იყო ინტერნეტ ტექნოლოგიები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარებოდა სახლიდან გასვლა[რაც იქ ყოფნის დროსაც აისახა ნათლად, მაგრამ მარუსამ გადამაფიქრებინა არ წასვლა ^_^],  მაინც ავდექი და გაჩერებამდე ფრიალ-ფრიალით მივედი- ქარმა გამაცილა :D

ლირიული გადახვევა : Read the rest of this entry »

drafts

SGPhoto_2009_11_19 01_04_05 Read the rest of this entry »

life or something like

“პოსტი არ მომწონს და მაინც ვაპაბლიშებ”-ს მოტივებზე..

ორი დღეა მეუბნებიან, ბედნიერად გამოიყურებიო. ჯერ ზურიუსმა მითხრა, მერე დღეს უნივერსიტეტში რომ მივედი თითქმის  ღამენათევი [2 დღეა საშინლად მძინავს], ღამე შერჩენილი მაკიაჟით და თითქმის წაშლილი სახით, უცებ მეუბნებიან- როგორ გიბრწყინავს თვალებიო o_O მეთქი- ჰა? ვინმეში ხომ არ გეშლებით?  მაგრამ ასე ერთბაშად ყველა  პირს ხომ არ შეკრავდა, ხანდახან მართლა არის ხოლმე, რომ შინაგანად მჭირს რაღაც და სანამ არ დავფიქრდები, შეიძლება მთელი დღეები ვიარო ასე გაურკვევლად..დღის კითხვა- რა მიხარია?

რამდენიმე დღის წინ ვუყურე Life Or Something Like-ს- ფილმის გმირს ერთი ადამიანი ეტყვის, რომ რამდენიმე დღეში უნდა მოკვდეს [ზუსტ საათსაც კი ეტყვის]  და იმის გამო, რომ იმ კაცის ნათქვამი ყველაფერი მართლდება, ესეც დაიჯერებს   და ფილმი იმაზეა, როგორ ატარებს თავის ბოლო დღეებს.. იმისთვის, რომ ბოლომდე მივხვდეთ პოსტის განწყობას, sweet november-იც გავიხსენოთ.. მაინც.. Read the rest of this entry »

singing horses

აუ არ მეგონა დღეს , ასეთი გრძელი დღის მერე რამე თუ მომიყვანდა ენერგიაზე Read the rest of this entry »

let’s go girls

girls და არა მარტო..

dancingqueen-klein დალაგება იმ ჭირთაგანია, რომელსაც ვერავინ ვერ იტანს [იმჰო]. ყოველდღიური, მოსაწყენი პროცესია, რომელიც ხანდახან ისე გვეზარება, რომ მზად ვართ, სანამ მტვრების გორგლებს არ წავაწყდებით ავეჯის ზედაპირზე და იატაკზე- არ დავალაგოთ :D დასასვენებლად რომ ვარ ხოლმე, მაგალითად მასე ვაკეთებ, იმიტომ რომ როცა დასასვნებელად ვარ, მე ვ ი ს ვ ე ნ ე ბ! :D

მაგრამ სახლში, რა თქმა უნდა, ვერ დავისვენებ.. ოჯახის ყველა წევრი, ვგონებ გენეტიკურად, მიდრეკილია სახლის აწეწვისკენ და თან ძალიან ბევრი ნივთი რომ არის სახლში, ხელის ერთი მოსმით იწეწება..ასე რომ, ყოველ დილას საფუძვლიანი დალაგებაა საჭირო.

რომელ დღეებშიც დილიდან არ მიწევს გასვლა, დილა დალაგებით იწყება.  ჩემთვის ნამდვილი სტრესია ყოველ დღე ერთი და იგივე არასასიამოვნო  პროცედურის  ჩატარება: საწოლები დაალაგე, სათამაშოები აფხიკე ყველა კუთხე-კუნჭულიდან, იატაკები დაწმინდე.. Read the rest of this entry »

დილა

BILD0017 Read the rest of this entry »

characters

awww ვერ მოვითმინე არ დამეწერა ^_^ მარუსამ გააკეთა ახალი გვერდი- პერსონაჟები. Read the rest of this entry »
photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
ნოემბერი 2009
« ოქტ   დეკ »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)