Archive for ოქტომბერი, 2009
ლაწირაკები
ვებერი და ნაღვლის ბუშტი
ვერ ვიტან ასეთ “დილებს”, ყველაფერი რომ ცუდადაა, ან გეჩვენება, რომ ცუდადაა და გინდა ეგ დღე კომპიუტერთან, ფილმების ყურებაში გაატარო, ამ დროს კიდევ უნდა ადგე ადრე, სახლი მიალაგ-მოალაგო [დედა მთელი დღე ბავშვების ხელში ისეთ დღეშია, რომ არ დავალაგო სინდისი არ უნდა მქონდეს :D], გაემზადო და უნივერსიტეტში წახვიდე კარგი გამომეტყველებით..
დაკავებული დღეები ძალიან მღლის, გუშინდელი დღე კოშმარი იყო! ყველა ხუთშაბათი კოშმარია საერთოდ- დილის 9 საათიდან ლექციები 3 საათამდე. მერე 7-ის ნახევრამდე უადგილო თავისუფალი დრო. 7-ის ნახევარზე მამასთან ერთად ვესწრები ხოლმე ემზარ ჯგერენაიას ლექციებს რელიგიის სოციოლოგიაში. ეს ხუთშაბათის ერთადერთი ნათელი წერტილია მგონი. მამა ხომ მაგისტრატურაში სწავლობს და ერთ-ერთი საგანი ეს აქვთ, ხომ იცის სოციოლოგია რომ მაინტერესებს, თან ემზარ ჯგერენაია მიყვარს ძალიან და მითხრა იარე ხოლმეო Read the rest of this entry »
Never There
გოჩმიქსები
ასე ერთი თვის წინ, ჩემს ბლოგს რომ უბედურება შეემთხვა და ერთი კვირით გათიშული იყო, გადავბარგდი საიდუმლო ბლოგზე, რომლის არსებობაც ძალიან ცოტამ იცოდა.
ბლოგი ორი პერსონაჟის შესახებ არის და სწორედ ერთ-ერთი მათგანი “წერს” ამ ბლოგზეც. მოკლედ, ესენი არიან ქალბატონი და ბატონი გოჩები! ანუ ქალბატონი გოჩა და ბატონი გოჩა.. ანუ.. მეტი ანუ არ გვინდა :D
ბლოგი იმით არის განსაკუთრებული, რომ მხოლოდ პაინტებით შედგება და მოკომიქსო სახე აქვს. მოკომიქსო- შესაბამისად მოგოჩმიქსო [ტერმინის მოფიქრებისთვის მადლობა ბატონ გოჩას]
პაინტების ხატვის იდეა მომივიდა ერთი პოსტიდან, თსუ-ს ფორუმზე არის თემა: the show me და ამ თემაში ერთმა მოითხოვა” მაჩვენეთ აცრემლებული საქართველო”-ვო o_O O-o მე, რაღა თქმა უნდა, არ დავაყოვნე და მართალია თავიდან ნეტარი ჩეფჩიკას სურათის დადებას ვაპირებდი [მე მასში საქართველოს მთელ ტკივილს ვხედავ:lol:], მაინც თვითშემოქმედებას მივმართე და აი ეს ვაჩვენე. Read the rest of this entry »
6 “მინდა ქართულად”
1. მინდა, რომ ასფალტი იქნება, მიწა თუ სხვა ნებისმიერი ზედაპირი, ნაგვის დაგდებისთანავე ხმამაღალ, სახალხო გინებას იწყებდეს იმ ადამიანის მისამართით, ვინც დაანაგვიანა. თუმცა ალბათ იქამდე არ ჩაიყრება ბუნკერებში ნაგავი, სანამ ბუნკერი გულითად მადლობას არ გადაგვიხდის ნაგვისთვის და ფულადი ჯილდოთი არ გამოგვიშვებს.
2. მინდა უსაქმურად ბირჟაზე მდგომ ბიჭებს, რომლებიც მოკლეკაბიანი და დეკოლტიანი, ან საერთოდ, უცნაური ჩაცმულობის გოგოს დანახვაზე უკეთეს შემთხვევაში რაღაც წამოძახილებს ისვრიან, უარეს შემთხვევაში დაუკმაყოფილებელი ხარებივით რამის ცხვირით უსტვენენ და უფრო უარეს შემთხვევაში ედევნებიან, მაგ მომენტში მეტყველების უნარი უქრებოდეთ და სანამ გოგო სამშვიდობოს არ გავა, სიარულიც არ შეეძლოთ:D Read the rest of this entry »
033
17.10-25.10
როგორც იქნა ვცდილობ დავწერო კვირის ყველაზე მძიმედ დასაწერი პოსტი- 7 დღოვანი, 7 სურათიანი. ძნელი დასაწერია, კიდევ კარგი ტელეფონის დრაფტებში ყველა დღის ასოციაცია მქონდა ჩანიშნული. რასაც ვიწერ ის აღარ მავიწყდება საერთოდ..
მაშ ასე, ორშაბათი:
დღის ასოციაცია- ტანსაცმელი, რომელიც არ ვიცი რატომ იკავებს ადგილს ჩემს კარადაში! რამდენი რამეა ასეთი რა.. ნაცრისფერ ფერს საერთოდ ვერ ვიხდენ. რატომ მაქვს ნაცრისფერი ტანსაცმელები? თან ყველა დიდი მოწადინებით ვიყიდე. ის თეთრი ზედა კიდე.. პოსტიც კი დავწერე მახსოვს მაგაზე, ისე მომეწონა და ერთხელაც არ ჩამიცვამს! დარწმუნებული ვარ, ყველა თგვენგანს მოსვლია ასე. დაუდევრად ვიცი რაღაცის ყიდვა : ( ამიტომ ორშაბათს გადავწყვიტე “ასჯერ გავზომო, ერთხელ გავჭრა” :D ისე, ჯიბრით ერთხელ მაინც უნდა ჩავიცვა ეგ თეთრი ზედა და თუ მაგით შეგხვდით და არც ისე ბედნიერი სახე მქონდა, არ იფიქროთ, რომ თქვენი ნახვა არ გამიხარდა :D Read the rest of this entry »
test
კირა
კირა, ჩვენი კირა :user: თურმე თბილისში ყოფილა და მე არ ვიცოდი. აუ კი ვიცი რატომაც მევასება ეგრე ძაან, მაგრამ მაინც რა.. სტრანნად მევასება.ალბათ უფრო ჩემი ავატარის გამო. ყველგან ეგ მიყენია, ყველგან! სკაიპი, მსნ, ფორუმები.. ეს ავატარი არის, როგორც საბუნია იტყოდა, თევზური! რაღაცნაირია, რაღაცნაირი.ერთი პერიოდი ჩვენს ფორუმზე გვქონდა ნიკების ბუმი ატეხილი, დღეში სამ ნიკს ვაკეთებდი ხოლმე და მაგ დროს ერთ-ერთი ნიკი კირა იყო. ხოდა სევენმა ეს ავატარი როგორც კი მაჩუქა, მივხვდი, რომ ის ის იყო! ესეთი კარგი სურათი მგონი მეტი არ აქვს კირას! :D
ნუ მესენჯერების და ა.შ. ავატარების დასკრინშოტება დამეზარა. ხოდა მოკლედ, რომ გავიგე ჩამოვიდაო და თაან რის გამოვო, თურმე თავის BF-ზე უეჭვიანია და ჩამოაკითხა :user: აჰჰ გამისწორდა რაღაცნაირად : ) და რანაირი პოსტი დავწერე :givi: მაპატიეთ ამ ერთხელ :|
update: p.s.ის სიუჟეტის ლინკი
blogroll.ge
არც ერთ reader-ის ტიპის ქმნილებას არ ვწყალობ. ყველასგან ნაქები google reader-ის შეყვარება ვერაფრით ვერ მოვახერხე. ვერც RSS-ი მომწონდა მაინცდამაინც და ისევ ძველ, მამაპაპურ ხერხს, ბლოგებზე სათითაოდ შემოვლას მივმართავდი, რაც თავის მხრივ იწვევს ძაალიან ბევრი ბლოგის მივიწყებას, კომენტარების დაზარებას და ა.შ.
[აქ სევდიანი, ტრაგიკული მუსიკიდან რამე ამაღლებული განწყობის სიმფონიაზე გადასვლა]- ამ ძნელბედობის ჟამს, პოსტებსა და ბლოგებს შორის დაბნეულად მოსიარულეს შემომხვდა მრავალგზის ნანატრი blogroll.ge და მე მივხვდი- ის ის არის!
მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბოდიალო, როგორც იქნა გაიხსნა ნანატრი ქართულო ბლოგების აგრეგატორი! თავიდან ვიფიქრე ვერ დავუმუღამებ და ისევე მომბეზრდება, როგორც გუგლ რიდერი მეთქი, მაგრამ იისეთი კომფორტულია, ისეთი მოსახერხებელი და ისეთი აი უბრალოდ საყვარელი, რომ არ ვიცი :D მის მრავალფუნქციურობაზედ მოგახსენებთ Read the rest of this entry »
ვის ეპრანჭები?
თინეიჯერობის ჟამს, ოდეს მჯეროდა, რომ გაზეთებში დედამიწის ზურგზე ყველაზე ჭკვიანი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებმაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად ყველაფერი იცოდნენ, ერთ-ერთი ყვითელი პრესის იმდროინდელ ვარსკვლავ ჟურნალში ამოვიკითხე ფრაზა, რომ ქალები ყველაზე მეტად ისევ ქალებისთვის იპრანჭებიან. [ეს "გაპრანჭვა" ცუდად ჟღერს რაღაც, მაგრამ.. ]
მაშინ ძალიან ავიტაცე ეს ფრაზა, ეგოისტური სიყვარულის გამო ყველა მდედრი ნერვებს მიშლიდა და რადგან ამას ვამჩნევდი ჩემს თავს, ვიფიქრე ზოგადად ესეა- ქალები ქალებს ეპრანჭებიან ბოღმის გამო მეთქი. ასე მეგონა ყველა ისე ვერ იტანდა ერთმანეთს, როგორც მე ვერ ვიტანდი დანარჩენებს :D
ცოტა რომ გამიარა ანტი ქალურმა გრძნობებმა, აღარც სიყვარული მაწუხებდა და ჯაჭვების ეპოქიდან ქუსლებზე გადავინაცვლე, მაგ დროს ვფიქრობდი, რომ ქალები მაარტო კაცებს ეპრანჭებიან! რის შედეგადაც, თუ მოსალოდნელი არ იყო “ვინმე საინტერესოს” ნახვა, მაგ დღეს ბომჟივით გამოვიყურებოდი :D და ჰმ, რამდენჯერ მინანია ასე სახლიდან გასვლა მოუწესრიგებლად.. Read the rest of this entry »
რატომ სპაიდერმენ,რატომ..
აუუ, ეხლა პროფილის ხმები მომესმა იქეთა ოთახიდან, თურმე ერთი პატარა ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმომხტარა, ეგონა სპაიდერმენი დაიჭერდა :|
რა უნდა ვთქვა, მართლა სასწაულადაა გადარჩენილი.. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბავშვის აღზრდა ძაალიან რთული საქმეა და ამ საკითხს საერთოდ ძალიან სერიოზულად ვეკიდები. არ ვიცი როგორი დედა ვიქნები, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ყოველთვის ვივლი ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე, რამე რომ არ შემეშალოს. არ ვიცი როგორ უნდა აეცილებინათ ამ ბავშვის მშობლებს ეს შემთხვევა თავიდან, საერთოდ არ უნდა ეჩვენებინათ სპაიდერმენი, თუ რა უნდა ექნათ, ძალიან რთული საკითხია ეს, მარტო ვერ მივხვდები :D Read the rest of this entry »
ავარია
ამ ზაფხულს, ყვარელში რომ მივდიოდი ავარიაში მოვყევი. ჩვენმა მძღოლმა შეუხვია რაღაც ვიწრო გადასასვლელისკენ და იქედან მოდიოდა მანქანა, რომლის მძღოლიც რაღაც ფურცელს იყო ჩაშტერებული და არც შეუმჩნევია როგორ მივდიოდით. ამან მართალია მალე მოტვინა და ძაალიან დაატორმუზა და მიმართულება შეუცვალა, რომ იქნება როგორმე პიდაპირი შეჯახება აეცილებინა, მაგრამ ავარია ისედაც გარდაუვალი იყო. იმ მძღოლმა ბოლო წამებში ამოიხედა, სიგნალზე, მაგრამ უბრალოდ შანსი აღარ იყო აცილების.. მგონი მგზავრებიდან მარტო მე ვხედავდი ამ ყველაფერს :D სკამს მოვეჭიდესავით და დედას და ნინის გავხედე და ვერ მოვასწარი თქმა რა, მოკლედ წამის მეასედში ხდებოდა ეს დანახვაც, მოჭიდებაც და ჩემი ფიქრიც: “ნეტა რას ფიქრობენ ადამიანები ასეთ დროს”- მართლა მაგაზე ვფიქრობდი. ეს ავარია ხომ ან კარგად დამთავრდებოდა, ან ცუდად Read the rest of this entry »
ფრჩხილფეტიში
არანაირად არ მაქვს პრეტენზია, თუ ქალს არ აინტერესებს როგორ აქვს თმა, რა აცვია და ა.შ. ერთადერთი ჩემი გართულება მოუვლელი ხელებია. მოვლილ ხელებში აუცილებლად ნამეტანი ძვირადღირებული კრემების და მანიკურების წასმას არ ვგულისხმობ, მაგრამ ელემენტარულად, რომ ნაზი კანი უნდა ჰქონდეს და მოვლილი ფრჩხილები ამაზე მგონი არავინ შემეკამათება!
ნაზ კანს თავი დავანებოთ და მოვლილ ფრჩხილებზე შევჩერდეთ: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ხშირად მიწევს, ამიტომ ყოველ დღე ასობით ქალის ფრჩხილებს ვუყურებ. საერთოდაც, მაგარი გასართობია და თუ ჯერ არ გიცდიათ- სცადეთ :D მაგრამ თუ ჩემსავით ნამეტანი საკრალური დამოკიდებულება გაქვთ საკითხისადმი, ჯობია არ დააკვირდეთ და ჩემსავით არ აღელდეთ ხოლმე გასაკეთებელი ფრჩხილის დანახვისას :D Read the rest of this entry »
რდზე
რძე მაშასადამე! დღეს ვფიქრობდი, რა ცუდად ვიგრძნობდი თავს, რძე და რძის პროდუქტები რომ არ არსებობდეს. თვით რძე- გემრიელი, სასარგებლო და ა.შ. ყველაზე მეტად ზაფხულობით ვეტანები ხოლმე, ყოველ დილით ერთ ჭიქას მაინც ვსვამ. თან ვიცი, რომ სანდოა, თან ბებო თავისით მიდუღებს, მიმზადებს და ასე უფრო გემრიელია! ჩემს საყვარელ რძის ფლავს და “მანი ქაშს” რა გემო ექნებოდა რძის გარეშე:D Read the rest of this entry »












