Archive for სექტემბერი, 2009
2009-2010 სასწ.წ.
ჩემთვის წლის ათვლა ყოველთვის სექტემბრიდან იწყება ხოლმე. თან ორი განზომილებით- პირადი ახალი წელი და სასწავლო ახალი წელი. პირადი ახალი წელი იმიტომ, რომ სექტემბერში ვარ დაბადებული, სასწავლო ახალი წელი კიდევ გასაგები მიზეზების გამო.. საერთოდაც, ბავშვობაში თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ნამდვილი ახალი წელი სექტემბერში იყო ხოლმე :D
მაშ ასე, ახალი სასწავლო წელი, რომელიც უნივერსიტეტის გარდა თავისი არსით ჩემს სოციალურ ცხოვრებასაც მოიცავს :D
მისია #1 კოდური სახელწოდებით „ავსტრია და დედაჩემი“ [:D]პირველ რიგში, მგონი ადრეც ვთქვი, რომ დედაჩემთან დიიდი სანაძლეო დავდე. სანაძლეოს არსი ის არის, რომ სტიპენდია უნდა ავიღო წელს აუცილებლად. თუ მოვახერხებ, სტიპენდიის ორმაგ ექვივალენტს მომცემენ ჩემები. თუ მე წავაგებ კიდევ- Read the rest of this entry »
How to Lose..
დილა ჩვეულებრივ, კარამელის ჩაით და კომპიუტერით დაიწყო. ჯერ კიდევ წუხანდელ ფილმზე ვფიქრობ და ვაპირებ საკუთარი ვერსია დავწერო თეორიებისა: “How to Lose a Guy in 10 Days”. new post-ის ფანჯარაც წარმატებით გავხსენი და თავიდან მოკლედ დავაპირე ჩამოწერა რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად- ეჭვიანობა, ცრემლები.. ცოტა ხანს დავფიქრდი, ჩაი მოვსვი და რაღაც თავისთავად დავიწყე წერა:
“ხო, ყველას აღიზიანებს ეჭვიანობა, ცრემლები..ვაღიარებ, ეჭვიანობა ცუდი რამეა, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს. “ვენდობი, კარგი თვითშეფასება მაქვს, მაგრამ ვეჭვიანობ”- დაახლოებით ასეთი იქნებოდა ჩემი პასუხი შეტევაზე გადმოსულებისთვის, რომ აი ამის და ამის ბრალია ეჭვიანობა საერთოდო. კი, ვენდობი, მაგრამ ვინ არის დაზღვეული?კი, კარგი ვარ, მაგრამ ბრედ პიტს 100 წლიანი გარანტია მოყვა ანჯელინამ როცა “შეიძინა”, რომ არ უღალატებდა? :D აარა :D ვერავინ ვერ გაექცევა, რომ ერთ დღეს შეიძლება ან ერთმა, ან მეორემ, აღმოაჩინოთ, რომ ჰოი, სხვა მოგოწონთ. ეჭვიანობით ამას ვერც უშველი, ვერც ვერაფერს კარგს იზამ, გარდა საკუთარი თავის ატკიებისა, მაგრამ მაინც.. Read the rest of this entry »
The Dirdy Birdy
:D :D <3
life is..
ახალი კატეგორია- “დამაკვირდი”. ახლა მეზარება და მერე ავხსნი რას შეიცავს, მოკლედ რომ ვთქვათ, ცნობილი ადამიანების გამონათქვამების განხილვაა.
„ყოველ ხანას ადამიანისას თან სდევს თავისი სიამოვნება, თავისი ზნე-ხასიათი და გემოვნება“
ბუალო
მახსოვს, ერთხელ სკოლაში ქართულის მასწავლებელმა დაგვავალა გაკვეთილის მანძილზე დაგვეწერა პატარა თემა, რომელის სათაურიც მთლად ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თემატიკა სიცოცხლე, ცხოვრება იყო.
და ის, თუ რა კარგია, რომ ცოცხლები ვართ და ა.შ. სიმართლე გითხრათ, პირველად სიბერეზე მაშინ დავფიქრდი, როცა ამ თემის წერისას ვამკობდი ცხოვრების ყველა ეტაპის მშვენიერებას სხვადასხვა გრანდიოზული ეპითეტებით:D დაახლოებით „მადა ჭამაში მოდის“ დამემართა და იქვე, წერისას ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და ისე ვწერდი. მახსოვს, რამდენიმე ეტაპად დავყავი და ყველას თავისი დადებითი მივუწერე: „ბავშვობა, როცა შენზე ზრუნავენ, როცა ყალიბდები იმად, რაც მერე უნდა იყო, როცა სტარტს იღებ დანარჩენი ცხოვრებისთვის. ახალგაზრდობა, როცა პიროვნების ჩამოყალიბება თითქმის სრულდება, როცა ყველაზე ძლიერი განცდები იკიდებს შენში ფეხს, როცა ემზადები მთავარი, გადამწყვეტი ეტაპისთვის.. ეს ის ეტაპია, როცა ალბათ უკვე თვითონ ზრუნავ სხვებზე, როცა დაიმკვიდრე შენი თავი და ცხოვრობ, როგორც შენ გინდა.. და სიბერე, როცა შეგიძლია დაჯდე და იფიქრო შენს განვლილ ცხოვრებაზე.“ Read the rest of this entry »
კარტოფილის რაღაცა
პირობითი სახელი „კარტოფილის რაღაცა“ იმიტომ, რომ საერთოდ აზრზე არ ვარ რა ქვია. ჩემი ძმის წყალობით ვისწავლე ამ „რაღაცის“ გაკეთება. უადვილესია, უბრალოდ ცოტა ნერვები უნდა კარტოფილის ხეხვის პროცესს..
მოკლედ, ვიღებთ სურვილისამებრი რაოდენობის კარტოფილს, ვფრცქვნით, ვრეცხავთ და ვასუფთავებთ [თუმცა ესეც გემოვნების საკითხია, იქნება ვინმეს მიწიანი უყვარს oO] და ვხეხავთ სახეხზე. მერე ვხეხავთ ჭყინტ ყველს. ვურევთ ამ გახეხილ ყველს და კარტოფილს ერთმანეთში და ვაზელთ კვერცხს- იმისათვის, რომ კარგად შეიკრას შეწვისას. მერე გემოვნებისამებრ: ან პირდაპირ ვყრით ტაფაში, ან კატლეტისებურ ფორმას ვაძლევთ, ან რამე ახალს ვიგონებთ და ამ იდეის შესახებ აგერ მიკომენტებთ, რომ მეც ვცადო :D
თუ გინდათ, რომ მეტჯერ კიდევ გაგიჩნდეთ ჭამის სურვილი, იმდენი ცხიმი არ უქნათ, რამდენიც მე ვუქენი :D მაგრამ მაინც გემრიელია და ამიტომ მეორედაც გავაკეთე და როცა არ მეზარება ხოლმე ყოველთვის ვაკეთებ. ვოტ..
აგერ, დატკბით ჩემი ნაწარმით:
საჩუქრები
ხატუსას [თითქმის] დაჟინებული მოთხოვნით, ვდებ გუშინდელი საჩუქრების სიას..პრინციპში, მათგან უმრავლესობა დაბადების დღემდე მივიღე, გერმანიიდან ცოტა ადრე ჩამომივიდა[ამანათით გამოგზავნას, მამას მეგობარი მოდიოდა და იმისთვის გამოტანება არჩიეს ქერსტინმა და frau რენატემ], მაგრამ მაინც ხომ სადაბადებისდღეოდ იყო ამიტომ დავდებ:
ეს ჩანთა, რომელშიც ყველა ის ქვემოთ ქე რომ ჩამოვთვლი ნივთები იყო მოთავსებული.. Read the rest of this entry »
მადლობა
მადლობა ყველას, ვინც მომილოცა :user: და ვაიმე, გაოგნებული ვარ: forum.tsu.ge, forum.ge, facebook, ბლოგი, skype, ნუ ტელეფონი.. არ გაჩერებულა მთელი დღე :D
ნუ, წესით ჩემს დაბადების დღეზე ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე, მაგრამ საბაბი ვერ მომეცა დღეს :D დილიდან მშვიდად ვისხედი ონლაინ რეჟიმზე, ხინკლის მოხარშვის ონლაინ კურსებს ვუტარებდი ჩემს ინტრიგას [რომელზეც მოგვიანებით..] და საღამოს დღის ყველაზე კაარგი ნაწილი-მარუსა და მე მაკში წავედით. ძაალიან კარგ ხასიათზე დავდექი- საჩუქარზე რომ არაფერი ვთქვათ [გულიკებიანი საყვარელი ბეჭედი<3], იიმდენი ვილაპარაკეთ და ვისეირნეთ.. მოკლედ, მადლობა მარუს :user:
ხო, სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ამ ესოდენ მოკლე პოსტში. ისე, მილოცვების დათვლა დავაპირე [ტელეფონიან-ინტერნეტ სივრციანად] და მერე დამეზარა და თუ არ დამეზარა ამ დღეებში უნდა დავადგინო :D
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას <3
happy..
აჰა,დიადი დღე, ოდეს ჩემი ბრწყინვალება მოევლინა ქვეყანაზედ :D არ მიყვარს ეს 18 სექტემბერი და რა ვქნა, მაგრამ წესი წესია, ყოველ დაბადების დღეზე ვილოცავ, რომ ვარსებობ :D
ახლა რა შემიძლია ვუთხრა ჩემს თავს:
თინათინ [ასე მივმართავ, როცა დამრიგებლურ ტონს ვიყენებ ხოლმე], წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად „დიდი გოგო“ გახდი. ბევრი რამე გამოიარე, დიდი გამოცდილებები მიიღე..რამდენადაც წარუმატებელი წელი იყო[მაგრამ წარუმატებელსაც ვერ ვუწოდებ..], ორჯერ მეტად წარმატებული წელი იქნება ახლა იმიტომ, რომ ამ პატარ-პატარა თუ დიდმა სიძნელეებმა გაგაძლიერა. ახლა უკვე იცი ვინ არის აქ მთავარი, ახლა უკვე იცი რა შეგიძლია. იცი, რომ ძლიერი ხარ და ყველაზე რთული ეტაპი წარმატებით გადალახე:D ამ წარმატების მიღწევის პროცესში დაზიანდა შენი ჯერ არ არსებული კარიერა, მაგრამ ეს დაზიანება სტიმული გახდება შენთვის და როგორც ქოლგეითის თუ ბლენდამედის კბილის პასტა აღადგენს კბილის დაზიანებულ მინანქარს, ისე აღადგენ ყველაფერს :lol: გისურვებ ნებისყოფას- იმისთვის, რომ კარგი მომავალი გქონდეს.
კიდევ გისურვებ სიყვარულს იმიტომ, რომ მარტო მაშინ გრძნობ თავს კარგად, როცა გიყვარს. გისურვებ მეტ გამოცდილებას, ოღონდ თუ შეიძლება სიძნელეების ხარჯზე აღარ- წელს დავისვენოთ:D
და გისურვებ, რომ მომავალი წლის 18 სექტემბერს დიიდი ი და აღფრთოვანებული პოსტი მიუძღვნა შენს მეცხრამეტე წელს :P
პ.ს. ნატალიასაც ვულოცავ და ძაალიან გამახარა, რომ თავის პოსტში მომილოცა :) და კიდევ, წელს მგონი ყველაზე მეტ მილოცვას ვიღებ :D [:აქ რეჩი ინტერნეტის სარგებლობაზედ:]
after კრიზის
გაბრწყინებული თვალებით შევყურებ 6 დღიანი გათიშვის შემდეგ გაცოცხლებულ ბლოგს და მიხარია, რომ კრიზისი დაგვიმთავრდა.
ახლა რატომ გაითიშა- საპატიო მიზეზთა გამო, საერთოდ დამავიწყდა, რომ არსებობდა godaddy, რომელიც პატიოსნად იღებდა თავის თავზე ჩემი ბლოგის დაძვრას და ამისთვის თვეში მხოლოდ 5$-ს სჯერდებოდა..5$, რომელიც ჩემს ბარათზე არ არსებობდა ჩემი დაუდევრობის გამო.. ხოდა გაითიშა ბლოგი. მე, რა თქმა უნდა, იმ დღესვე შემეძლო ბანკში წასვლა, მაგრამ ჩემი და მყავდა დატოვებული და დამეზარა:| შაბათსაც დამეზარა.. კვირას ბანკი არ მუშაობდა.. ორშაბათს წავედი და გადავიხადე, მოვედი სახლში და ჰოი- godaddy განმიდგა, უფრო სწორად მე ვერ ვაკეთებდი რაღაცას სწორად და ვერ გადავიხადე. თან ბევრიც არ მიწვალია, გადაწყვეტილი მქონდა ისედაც, რომ ჩემი მეგობრის ჰოსტინგზე უნდა გადამეტანა ბლოგი და მეთქი ბარემ გავაკეთებ.. Read the rest of this entry »
პპ
პპ=პრე პოსტ
პირველ რიგში, კასპერ, მაპატიე ამ დიზაინისთვის და ცოტა ხანს, სანამ ახალს მოვძებნით, დაე გვქონდეს დრო იმისათვის, მოვიფიქროთ კარგია, თუ არა :D
ახლა სრულიად უადგილოდ და უმისამართოდ ვწერ ამ პოსტს, მაგრამ იმისთვის მჭირდება, რომ თავს ვაიძულო წერა. მაქვს ძალიან ბევრი დრაფტი- უკვე გამზადებული პოსტები, რომლის უბრალოდ დაპაბლიშებაც მეზარება. ასევე მაქვს ჩამოწერილი იდეები პოსტებისთვის, ანუ იდეების ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ რაღაცნაირად გათიშული ვარ :D ეგ კიდევ ცალკე თემაა და ალბათ უახლოეს მომავალში [იმჰო დღეს] მოვყვები რა ხდება ჩემს თავს და სად დავფრინავ..
ერთი-ორს წავი “რასა ვიქმ”-ებ, ტვინს და ნაწერს გავავარჯიშებ და მოვემზადები შემდეგი პოსტისთვის. თინი შეძლებს ძველ ფორმაში ჩადგომას, თინი არ არის ზარმაცი! :D Read the rest of this entry »
უარები
სვითიმ დამთაგა: რაზე შეგიძლიათ თქვათ უარი ერთი თვის განმავლობაში?
ერთი თვის განმავლობაში შემიძლია უარი ვთქვა:
1. საწოლში დაძინებაზე [დავიძინებ სკამში მაგალითად]
2. საცხოვრებელი ალაგის დალაგებაზედ [ვგიჟდები მტვრის გორგლებზე :D :D]
3. ცივილიზაციაზე- გარდა მობილური ტელეფონისა, რომელსაც აუცილებლად უნდა ქონდეს მესიჯის ფუნქცია, თორემ ისე რა ჯანდაბად მინდა :D
4. ადამიანებთან პირადად ურთიერთობაზე იმ პირობით, რომ ინტერნეტით ან ტელეფონით მექნება მათთან შეხება.
5. წყლის გარდა, ნებისმიერი სასმელის დალევაზე
ვტაგავ:
the kvic
First name: beatris
Last name: osephashvili [„კვიცი გვარზე ხტის“]
ტადაამ :bis: ოჯახი კიდევ ერთი წევრით გამიმდიდრდა. არა, ეს ის არ არის რასაც თქვენ ფიქრობთ, თანაც სტატისტიკურად მხოლოდ 2010 წელს უწევთ ჩემებს მეხუთე შვილი [5 წელიწადში ერთხელ ვჩნდებოდით ჩვენ ოთხნი: 1990-მე, 1995-ჩემი ძმა, 2000-ჩემი და, 2005-ჩემი პატარა და], ეს ახალი წევრი არც მეტი არც ნაკლები ცხენის ნაშიერი, მაშასადამე კვიცია!
ჩემი და [2000 წლის გამოშვება :lol:] , ქეთი, ბავშვობიდან შეყვარებულია პონებზე და ცხენებზე. აქვს სათამაშო პონების კოლექცია და ოცნებობს ნამდვილი პონების და ცხენების ფერმაზე : ) Read the rest of this entry »
7 [31.08-6.09]
აი ესე არს კატეგორიაი ახალი, შვიდ დღედ წოდებული :D კატეგორიის იდეა ნატოშასთან ნანახმა ერთმა კატეგორიამ მომაწოდა, ეს არის 365, სადაც დებდა ხოლმე დღის ასოციაციის სურათებს. მე კიდევ გადავწყვიტე, რომ კვირაობით, 7 დღის ასოციაცია-სურათი დავდო თავისთავად კომენტარებითურთ : ) მაშ ასე:
ორშაბათი
ექიმები- ჩემი სუსტი წერტილი. არრ შემიძლია, ეგრევე ყველანაირი ტკივილი გადამივლის ხოლმე ექიმს რომ მიხსენებენ :D ხოდა ორშაბათს უცებ რამის ოთხად მოვიკეცე ისე ამტკივდა კუჭი და სიცხე ამივარდა 39-მდე. ჩვენს ექიმს ვკითხეთ და ქირურგთან მიდითო.. აქ გამისკდა გული, მეეთქი ჩემს ერთადერთ და განუმეურებელ კუჭს საფრთხე ხომ არ დაემუქრა. დედაჩემმა ბრმა ნაწლავი ჩართო საქმეში და სულ გადავირიე- ჩემს დედისერთა აპენდიქსს რამე არ დაუშავონთქო და ფეხები ავაბაკუნე არ წამოგყვებით მეთქი. ხოდა მამამ ეგრე არ გინდაო და მოუხმო სასწრაფოს.. მართლა ეგრევე მთელმა ტკივილმა გამიარა.. ნუ მაინც მატკინეს ისე მაჭერდნენ ხელებს მუცელზე გასინჯვისას oO მაგრამ მშვიდობიანად ჩაიარა და მითხრეს, რომ ნაღველი მქონდა გაღიზიანებული.. შემსვეს გაზგასული ბორჯომის და უცხიმო და შეუწველი საჭმელების დიეტაზე, რომელიც უკვე აღარ არს ძალაში :D Read the rest of this entry »
Forza Italia
1. ძალიან მინდოდა გუშინდელ თამაშზე წასვლა. სიმართლე გითხრათ, მარტო იმიტომ, რომ იტალიის ნაკრების ძაალიან გულშემატკივარი ვარ. მიუხედავად მაგისა, იასნა ძალიან მინდოდა ჩვენ მოგვეგო და ყოველ თამაშზე ჩემთვის საოცარი ოპტიმიზმით ბოლომდე მგონია ხოლმე, რომ მოვიგებთ.
იმის გამო, რომ ვერ წავედი, რაც თავის მხრივ იმან გამოიწვია, რომ გვიან იწყებოდა და მარტო ვერ წავიდოდი, ტელევიზორთან მისვლის ნერვებიც არ მქონდა. უბრალოდ, საშინელი შეგრძნება იყო ჩემი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში რომ პირლო თამაშობდა :user: მაგრამ Read the rest of this entry »














