Archive for აგვისტო, 2009
Agrr
Seveni momenatra aexla ise,rom user saxidan nel_nela cry-d gadaviqeci:lol:
ყვარელი და სკოფილდი
ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ, მოვიდა ჩემი რიგიც და მოვაღწიე ინტერნეტამდე. მაშასადამე ვიმყოფები ყვარლის ინტერნეტ კაფეში, სადაც ინტერნეტი დაახლოებით ისეთია, რომ ჩემნაირ დაპოსტვა მონდომებულ ადამიანსაც კი დაუკარგავს პოსტვის სურვლის.. მაგრამ არ ვნებდები და მაინც მოგიყვებით რასა ვიქმ ყვარელსა შიგან.. Read the rest of this entry »
“მახინჯი” სიმართლე
The Ugly Truth-ს ვუყურე. კაკო ყაჩაღი ფილმია. მომეწონა. მიყვარს ფილმები სადაც მიმზიდველი წყვილია მთავარ როლში და სიუჟეტი ზედმეტად ბანალურად, სამაგიეროდ სასაცილოდ ვითარდება. პლიუს საკმაოდ ბევრი მახვილგონივრული მომენტია, რომლითაც როგორც ქალების ასევე კაცების მოდგმას დასცინის რეჟისორი.
რა სურთ გოგოებს/ქალებს? თუ ამას თავად მათ ვკითხვათ მივიღებთ პასუხს – ჭკვიანი, განათლებული ბიჭი, კარგი მანერებითა და სათნო ბუნებით. ფიზიკურობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შიგნიდან ანათებდეს. სასურველია ჩაცმას ყურადღებას აქცევდეს, Read the rest of this entry »
რასა ვიქმ 31.07.09
27-ში დავბრუნდი ერთი დღით ჩემს ბედად გამზიანებული ბათუმიდან. წამოსვლის წინა დღეს ისეთი მზე იყო, რომ მეც კი ვერ გავუძელი და 4 საათიანი დახრუკვის შემდეგ წამოვხტი. 4 საათიც საკმარისი აღმოჩნდა და თბილისში სასურველთან მიახლოებული ფერით ჩამოვბრძანდი. ჩემი ფერით ჩამოსვლისთანავე კმაყოფილი დავრჩი, აქ ისე თეთრი ჩანდა ყველა :D
იქ ყოფნის ბოლო დღე მზიანობის გარდა სხვა ნათელ წერტილსაც მოიცავდა- ქრისტინე მეწვია კვარიათიდან ბათუმში. ოხ, რაოდენ ამაღელვებელი იყო ორი ბლოგერის შეხვედრა დიიდ ბულვარში :D ნუ ეს რომ რომელიმე ვიდეოფირზე გადაეღოთ, შავ-თეთრი კადრი გამოვიდოდა იმიტომ, რომ ქრისტინე იყო ძაალიან თეთრი. რომ ვუყურებდი გულითადად მიხაროდა- გავშავებულვარ მეთქი. ვისხედით ბულვარში და ერთი-ორჯერ ვცადეთ პოსტი დაგვეწერა ერთობლივად, მაგრამ ისევ ჭორაობა ვარჩიეთ.. აქვე მიიღო ქრისტინემ ისტორიული გადაწყვეტილება და სექტემბრიდან ბლოგი .ge-ზე გადაინაცვლებს: ) Read the rest of this entry »












