Archive for ივლისი, 2009

ოხ, ეს კაცები..

untitled

 

 

 

 

 

აგერ უკვე ალბათ 3 თვეა[ან ნაკლები ან მეტი], რაც ჩემს ესოდენ საინტერეო პირად ცხოვრებაზე არაფერი მითქვამს. არაფერი იმიტომ, რომ Read the rest of this entry »

TV25 და ა.შ.

ისეთ დროს, როცა წვიმს, ანუ იძულებული ხარ სახლში იჯდე და ნერვიულად ელოდებოდე მზეს, რა უნდა აკეთო, თუ არა ტელევიზორის ყურება. ერთ ასეთ საღამოს, სახლში მარტო მჯდომი პულტით ხელში, დაუსრულებლად ვრთავდი არხიდან არხზე. არადა მინიმუმ 7 არხია აქ. ხოდა წავაწყდი ერთ-ერთ არხს, სახელად “25″. ნიუსების  მთელი სიმდიდრე ბათუმის ახალი ამბებია. დიდხანს ვერ ვუყურე, მაგრამ ერთ-ერთი სიუჟეტის დროს, სადაც ერთ გოგოსთან ინტერვიუს დროს კადრში ფონზე ჩანდა ქალი ბავშვით ხელში და ძუძუს აწოვებდა :D FAIL! Read the rest of this entry »

ბათუმური პოსტი

ინტერნეტ დამშეული, ვზივარ ახლა ბათუმის რომელიღაც ინტერნეტ კაფეში და უცხო კომპიუტერი მშობლიურად მეჩვენება :D აქ ფსიქოლოგიურად არ ვიყავი წამოსასვლელად, იმიტომ, რომ დაგეგმლილი წამოსვლის ცერემონიალი ასე გამოიყურებოდა- ბლოგზე ერთი გრანდიოზული პოსტი წინასაზაფხულო გეგმებით, ფორუმზეც გულისამაჩუყებელი გამომშვიდობება და ა.შ. მოკლედ, ერთგვარი ფსიქოლოგიური გამომშვიდობება ჩემი ყოველდღიურობიდან.. ხოდა ასეთ ჟამს ჩემმა პატარა დამ დამიზიანა ჰაბი და თვალსა და ხელს შუა გამომაცალა ინტერნეტი :D ნუ ბევრი ვივაგლახე, მაგრამ რას ვიზამდი.. მეორე დღეს მობილურით დავიკმაყოფილე გამომშვიდობების წყურვილი და სმს-ებით გავეცი განკარგულებები- საფიხვნოს მიმიხედეთ მეთქი. მოკლედ, კასპერა და სინი მედგრად მიდგანან გვერდში და ცდილობენ გამამხნევონ ამ ძნელბედობის ჟამს :D  Read the rest of this entry »

რა[ჯანდაბას]სა ვიქმ

ეს დღეები:

ვჭამ: რაც შეიძლება ბევრს. მერე მაწუხებს მუცელი ზომით, მაგრამ არ ვიმჩნევ. მივირთმევ დიდი რაოდენობით გარგარს და ვაშლატამას. ისევ ვიწვი საზამთროს სურვილით[ეს უკანასკნელი აგერ უკვე ერთი თვეა მინდა], მაგრამ არ მაჭმევენ- ჯერ არ შეიძლებაო.

ვსვამ: ბევრ წყალს.

მინდა: ძილი, რაც თავის მხრივ შეუძლებელია ამ სიცხეში

არ მინდა: კომპიუტერიდან ადგომა Read the rest of this entry »

lol404 [12.07.09]

სურათები literatura.ge-ზე

სურათები gametv-ზე

d982a96a0272

<3

რასა ვიქმ 12.07.09

warning: შეიძლება ბოლო პოსტებში ძალიან ბევრჯერ ვახსენო სევენი. გამაგრდით!

ბოლო ორი დღეა ინტერნეტისგან/კომპიუტერისგან ვისვენებ. სტიმული- სევენი. აგარაკზე წასვლის წინ დარიგებები მომცა და მირჩია ცოტა მოვშორებოდი კომპიუტერს და დამესვენა. ხოდა გუშინ დილით გავიღვიძე და დავდე პირობა, რომ დღეს უკომპიუტეროდ გავატარებდი. ისე დღის მანძილზე ისე მშვიდად ვიყავი.. გამიკვირდა. რამდენჯერაც გამახსენდებოდა კომპიუტერი, იმდენჯერ სევენს ვიხსენებდი და ავტომატურ “გადანდომებას” ვახდენდი. უკვე ბეევრი სარგებელი ვნახე უკომპიუტერობით:

  • შევნიშნე, რომ საღამოობით ეზოში სასიამოვნოდ გრილა
  • თავის მოვლისთვის გამოჩნდა უუამრავი დრო
  • ვკითხულობ
  • ამდენი ხნის პაუზის შემდეგ ვიოლინოზე დავუკარი Read the rest of this entry »

Improve Everywhere [lol404]

კიდევ ერთხელ იხილეთ lol404-ს პირველი ივენთი

მორიგი Fლეშ მობ ივენთი. ივენთის ორგანიზატორი ხვიარა და კიდე ხალხი, მოკლედ lol 404 ანუ.

დაწვრილებითი ინფო ნახეთ აქ:
http://gametv.ge/forum/index.php?showtopic…t=0&start=0

შეკრების დრო: 12 ივლისი, 14:00 !!!

შეკრების ადგილი: ისევ იქ, სადაც პირველი აქცია იყო! ბროსეს ბაღში!!

ოპერაციის არსი: ყველანი ვნაწილდებით წყვილებად, გოგო-ბიჭი-ს პრინციპით.. მოცემულ მომენტში, წინასწარ დათქმული პირველი წყვილი, ყოველგვარი რეაქციის გარეშე მიდის ერთმანეთთან და ეხუტება, ჩახუტებისთანავე შეშდებიან იმავე პოზაში. ყოველგვარი რეაქციის გარეშე- ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუმჩნეველი უნდა იყოს მატი მოძრაობა, პირიქით, რაც შეიძლება დასანახი. მათი ჩახუტებისთანავე იწყება არაერთდროულად, ალაგ-ალაგ დანარჩენი წყვილების ჩახუტება. ყველა შეშდება ჩახუტებისთანავე, ასე გაშეშებულები ვჩერდებით, მანამ, სანამ პირველი წყვილი არ დაიშლება. ამის შემდეგ, როგორც წესი, უემოციოდ იშლებიან დანარჩენებიც. რაც მთავარია არავითარი ლექსიკა. ყველაფერი ხდება უსიტყვოდ.. ჩახუტებული წყვილები უნდა იყვნენ შედარებით ერთ სექტორში, რომ ეს ყველაფერი იყოს შესამჩნევი. რადგან ეს აქცია უნდა იყოს ადვილად შესამჩნევი, ამიტომ თუ 100 კაცზე ნაკლები შევიკრიბებით, სავარაუდოდ აქცია ჩაიშლება, რადგან 50-ზე ნაკლები წყვილი, არ გამოჩნდება დიდად.

თუ თბილისში ვიქნები 12-ში აი ააუცილებლად მივდივარ :bis:

ისევ PSG

ობამა-მედვედევის შეხვედრით მეტნაკლებად კმაყოფილი და ასე თუ ისე დარწმუნებული, რომ ომი არ მემუქრება, თამამად ვფიქრობ, რომ კარგი ზაფხული მექნება. უინტერნეტობას აღარ ვუჩივი იმიტომ, რომ

  1. ყვარელში მეზობლად მცხოვრებ ნათესავებს,მთელი ზაფხული მაგათ სახლში რომ ვარ ხოლმე, ინტერნეტი აქვთ თურმე 24 საათიანი და მინუმუმ კვირაში ერთხელ დაბლოგვა არაა პრობლემა.
  2. სევენმა მოახერხა ჩემი დარწმუნება იმაში, რომ გონება უნდა დავასვენო ცოტა ხნით :D

მგონი ყვარელში წასვლასაც გადავრჩი ჯერჯერობით და ზღვაზე ვაპირებ პირდაპირ. რომ ვწუწუნებდი რა ვაკეთო მეთქი, მაშინვე საქმე გამომიჩინა ყველამ- როგორ თუ რა აკეთო, ზაფხული სიყვარულის სეზონიაო. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა საზაფხულო რომანების თემა. Read the rest of this entry »

ვირთხების რბოლა

საერთოდ, საქართველოს ფარგლებში კრეატიული რამეების მოწყობის პიონერად  [წინადადების ასეთ კონსტრუქციას ვერ ვიტან, მაგრამ არაუშავს]   რა? სად? როდის?-ის ფორუმი მიკურთხებია :bis: ალბათ ყველას გახსოვთ, Improv Everwhere რომ ჩატარდა თბილისში.. ხოდა ამ დილას ახალი ინფორმაცია გავიგე.. უფრო სწორად მითხრეს და ვერ მოვითმინე თქვენთვისაც არ გამეზიარებინა:  Read the rest of this entry »

PSG

Pრე  Sაზაფხულო  Gანწყობა!

ორ დღეში, როცა ჩემი ბოლო ორი გამოცდაც წარსულს ჩაბარდება, ოფიციალურად დაიწყება ზაფხული. ზაფხულის ოფიციალური დაწყება ჩემთვის მხოლოდ საყვარელი სახლიდან გასვლასთან ასოცირდება. საყვარელი სახლი რა, თბილისიდან გასვლა არ მიყვარს.  წელს რაღაც განსაკუთრებით არ მინდა არსად წასვლა.. ნუ ვაღიარებ, ზღვა მიხარია, მაგრამ მაინც..

დღეს დავიწყე ფსიქოლოგიური მზადება იმისთვის, რომ შეიძლება ინტერნეტ სამყაროს ძალიან მოვწყდე. ფსიქოლოგიური მზადება იმაში მდგომარეობდა, რომ მთელი დღე ინტერნეტში დავბოდიალებ-  ვეთხოვები :D არადა მეგონა, რომ ჯეო კონექტის ინტერნეტი მექნებოდა თან, მაგრამ დღეს ვნახე, რომ ერთი შეხედვით საწყალი ინტერნეტის წყარო [უსბ მოდემი] 219 ლარი ღირს. ამიტომ სასწრაფოდ დავარწმუნე თავი იმაში, რომ ზაფხულია და ჩემს ტვინს დასვენება სჭირდება!  თუმცა იმ აზრამდე ჯერ არ დავსულვარ, რომ ბლოგისგანაც მჭირდება დასვენება. Read the rest of this entry »

რასა ვიქმ და ჩემი მანიაკი

100_7217 როგორც იტყვიან “ა,ნეტარება”.. ამ ნეტარებაში ვატარებ დღეებს და ნელ-ნელა თითოეული ფილა შოკოლადი, ტორტის კრემის კალორია და ხილის ვიტამინები აისახება ჩემს ღიპზე :D მაგრამ მაინც წარმატებით ვანადგურებ საავადმყოფოდან გამოგზავნილ ტკბილეულობას. მოკლედ, ჩემები სადაც არ უნდა იყვნენ, ყველა წერტილიდან ახერხებენ ჩემზე ზრუნვას :D.. ჩემს მომატებულ მადიანობას რენესანსის და პროტორენესანის  ეპოქებს ვაბრალებ! 8-ში გამოცდა მაქვს და იქამდე უნდა მოვასწრო მთელი რენესანსის გადამეორება- და ვინჩი, ჯორჯონე, ბოტიჩელი, რემბრანდტი და რაფაელი ტვინში მიხშობენ სხვა ინსტიქტებს და მარტო ჭამის ინსტიქტია ფორმაში :D

Read the rest of this entry »

ვენიდან ვენაში

გუშინწინდელ ღამეს, ჩემს სახლში რომ შემოგეხედათ, ჩემი შეშინებული თვალების მეტს ვერაფერს დაინახავდით.. მამა გახდა ცუდად. უცებ დაეწყო არითმია გულზე, არ უწყნარდებოდა არაფრით. დედაჩემის შეშინებული თვალები, მამაჩემის ხმა- „სასწრაფო გამოიძახეთ“, ორი ექიმი და ფილმებში რომ არის ელექტრო მუხტი თუ რაღაც, მე რომ „გასაცოცხლებელს“ ვეძახი ის, დატრიალდა გარშემო. სინამდვილეში თურმე ელექტრო მუხტის მიღმა კარდიოლოგიის გადასაღები დანადგარიც არსებობდა.. მოკლედ, რამდენიმე ადგილას დააწებეს რაღაცეები, თან წნევას უზომავდნენ, თან კითხვებს აყრიდნენ, თან საავადმყოფოს ადგენდნენ-სად გადავიყვანოთო..  Read the rest of this entry »

ჩემი ფობია

საერთოდ მშიშარა არ ვარ.. ბავშვობიდან ისეთი მედგარი [:D] ვიყავი, რომ არც სიბნელის შემშინებია და არც სიმაღლის და არც სხვა ესოდენ საშიში რამეების.. არ მაქვს სერიოზული ფობია ფაქტიურად. ერთადერთი ფობია, რომელიც არ მახსოვს რომელი ასაკიდან მაწუხებს, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან მაწუხებს, არის ენტომოფობია-მწერების შიში.

ყველაფერი, რასაც ბევრი ფეხი, აი წვრილი რაღაცეები [ულვაშებს რომ ეძახიან] და მწერისთვის დამახასიათებელი რამეებით მოძრაობს- მეზიზღება! ზიზღს თავი გავანებოთ და მეშინია.  როგორც კი რამე მწერისმაგვარს ახლო-მახლო დავინახავ, მაშინვე წივილ-კივილს ვიწყებ. ერთი-ორჯერ შემომიტიეს გარშემომყოფებმა, არ სჯეროდათ, რომ მართლა ასე მეშინოდა o_O

მწერების შიშზე მეტად მაქვს ობობების შიში.  ყველაზე საშინელი კოშმარები ობობებთან ასოცირდება. სულ პაწია რომ იყოს- შიშის ზარს მცემს! Read the rest of this entry »

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
ივლისი 2009
« ივნ   აგვ »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)