Archive for ივნისი, 2009
პაუზის შემდეგ..
კატეგორიიდან ნახევარდიასახლისა
საკუთარ თავზე გაბრაზებული და შესაბამისად ცივ წყალ მომარჯვებული, განვისვენებ საყვარელ ტახტზე და “რა სად როდის”-ს ბატონი წამყვანის ხმების ფონზე ვცდილობ ხუთდღიან პაუზას ბლოგზე ბოლო მოვუღო. პაუზის გამომწვევი მიზეზი მარტივია: რამდენიმე დღეა მარტო ვარ სახლში და ვტკბები სიწყნარით. თუმცა მთლად დატკბობა ვერ ეთქმის- დედას წასვლის დღისით, დამშვიდებული რომ წასულიყო, სასტუმრო ოთახის გენერალური დალაგება დავიწყე..შუა გზაში ვიყავი დედა რომ წავიდა და მაშინვე დავკარგე სტიმული. დავბოდიალებდი სახლში და “სად გამექცევა”-ს ძახილით სახლის დალაგების მეტს ყველაფერს ვაკეთებდი. რომ მივხვდი, რომ სინდისი მაწუხებდა, წუხელ რამის დილამდე სამზარეულოს ხეხვა ავტეხე, მერე ცოტა დავიძინე და გაღვიძებისთანავე დიდი შემართებით წამოვედი კომპიუტერთან- გადავხედავ რაღაცებს და შევუდგები ისევ დალაგებას-მეთქი, მაგრამ ჰოი-ო ნათქვამია!.. რომ მივხვდი, რომ ფორუმს, ფეისბუკს და ათას უბედურებას [:D] მოვედე, არადა უკვე 4 საათი სრულდებოდა, მოვუხმე მთელ ჩემს ფანტაზიას მოტივაციის საძებნელად. Read the rest of this entry »
ორი დრაფტი და ვირტუალური იდეალიზმი
წინასაგამოცდო დაძაბულობა თითქმის ყველგან იგრძნობა. მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო კომპიუტერისგან, მაგრამ ჰოი-ო ნათქვამია :D რა თქმა უნდა, არ გამომდის. სამაგიეროდ ბლოგზე ადვილად ვამბობ ხოლმე- არა, რა დროს ეს არის და “ახლავე ავდგები აქედან”-ის ძახილში მთელ დღეს ფორუმზე ვატარებ.
დილა პირველ რიგში ჭამით, მერე სხვადასხვა კონსპექტების ფორუმალურად ხელში დაჭერით და კომპიუტერის ჩართვით იწყება. ნუ ამას თავის მხრივ მოყვება ინტერნეტის გადატრიალება და + ერთი სიახლე- მთელი დღე თაას და დოდკას თემების კითხვა მშობლების კლუბში. მეღიმება თაას მოყოლილ რამეებზე, იქაურ დონა ბარბარაზე რომ ყვება, გული მიჩუყდება დოდკას პოსტებზე და ცრემლებად ვიღვრები კიბორგას და ვილის სურათებზე :D ამ დილას კიდე საერთოდ გავფრიკე, დოდკას კომენტარი დამხვდა ჩემს სამშობიაროზე პოსტში და მეთქი ააა! სამშობიაროშია და მაინც წაიკითხა და თან დააკომენტა და რაღაცეები დამეწყო :ლოლ: ქათმობა მჭირს მოკლედ რომ ვთქვათ..
ამას მივუმატოთ ჩემს ვირტუალურ იდეალთან [:D] ერთად პოსტვა მთელი დღე და მისი გამოგზავნილი jamoroquai-ს პლეილისტის მოსმენა და სრული ბედნიერება სახეზეა :bis: Read the rest of this entry »
Hot N Cold
ყველა ურთიერთობას, ცხოვრების ყველა ეტაპს, ყველა მოვლენას ვადებ საუნდტრეკს.. ხან ტექსტია შუაში, ხან კლიპი, ხან კლიპის ქვეტექსტი, ხან ისეთი რამე, რომ ჩემს გარდა ვერავინ ვერ მიხვდება :D ფრიად სტრანნი კრიტერიუმები მაქვს საუნდტრეკის არჩევისას. შეიძლება საერთოდაც ის სიმღერა იყოს, რომელიც იმ წამს გავიგონე ან ჩემით წავიღიღინე/წაიღიღინა/გვესმოდა/ისმოდა/და ა.შ :D Read the rest of this entry »
babies
დღეს დილით, გაღვიძებისთანავე და შესაბამისად კომპიუტერის ჩართვისთანავე, ოპერას feed-ებში დოდკას პოსტი ამომიხტა სახელით – baby. ვაჰ- მეთქი ალბათ ბევრს ფიქრობს მშობიარობაზე და გადაწყვიტა პოსტი დაეწერა ბავშვზე რას გრძნობს და ა.შ. ხოდა რომ შევედი ბლოგზე და წინადადება 3420gr-ით იწყებოდა, მერე კი მივიღე უსერ სახე და გული ამიჩუყდა. კომენტარებში რომ შევედი კიდე თაა-ს ამბავიც დამხვდა. თავისთავად გავვარდი მერე მშობლების კლუბში და დეტალურად გადავიკითხე ორივეს ამბები. ის ის იყო დავჯექი დამშვიდებული და ვინაიდან მაგ განყოფილებაში პირველად შევაბიჯე ფეხი, ფორუმელების ბავშვების სურათების თვალიერება დავიწყე. ბედნიერი ღიმილით ვუყურებდი ბავშვებს და ნელ-ნელა ჩემი დედობრივი ინსტიქტი, რომელსაც პარალელურ რეჟიმში ჩემი ორი და და სტუმრად მყოფი დეიდაშვილი ახშობდნენ, ნელ-ნელა იღვიძებდა. Read the rest of this entry »
პოსტი
პოსტი: ხელიდან გაშვებულ მომენტებზე
პოსტი: ტყუილების გარეშე ცხოვრებაზე
***
გუშინ ციცქნამ ფორუმზე დადო კოშკას ლექსი ხოდა დაახლოებით 5-ჯერ წავიკითხე წუხელ. აზრზე არ ვარ რა შუაშია [შეიძლება იმ შუაში, რომ ტირილი მინდა და ვერ ვტირი], მაგრამ სულ გული მიჩუყდება კითხვისას.. ხოდა ეგ იქეთ იყოს და კოშკა გამახსენდა. კოშკა კი არა ხელიდან გაშვებული მომენტი, რომელიც ახლა მგონია, რომ არ უნდა გამეშვა..მოკლედ, ერთ მშვენიერ დღესაც, უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსის კიბეებზე ლუდვის წრუპვის და რელიგია-ფილოსოფიაზე ლაპარაკის დროს გავიცანი კოშკა [ალბათ ერთი წლის წინ და ალბათ არ ახსოვს/არ ვახსოვარ] ხოდა რაღაცნაირად [მაშასადამე რაღაცნაირად კარგად] მიყურებდა თვალებში და საყვარელ რამეებს მეუბნებოდა. ხელს ხელზე მატოლებდა, თვალებში მიყურებდა და მოკლედ ძალიან დიდი დრო გავიდა საიმისოდ, რომ ზუსტად მახსოვდეს რაები მითხრა. მარტო ემოცია მაქვს შერჩენილი :D ხოდა ის კი კარგად მახსოვს Read the rest of this entry »
ეპილატორი და იკონოგრაფიის საფუძვლები
ბოლო 24 საათი ნამდვილი საგიჟეთი მაქვს. ერთროულად იმდენ რამეს ვაკეთებ/ვაშავებ, რომ გაგიჟება შეიძლება :D აგერ მაგალითად, გუშინ მთელი დღე შოპინგს გადავყევი და მომიწია წუხანდელი ღამის გათენება.. სანამ ამ უკანასკნელ, ფრიად ტრაგიკულ მომენტზე გადავიდოდე, მანამდე გუშინელ შოპინგზე:
დიდი ხანია, რაც ახალი ეპილატორის საჭიროება გახდა ოჯახში.. ცოტა ხნის წინ მორიდებულად ამოვთქვი, რომ მიყიდეთ-მეთქი. მამამ, როგორც ყოველთვის, გიყიდიო[თუმცა ეს დაახლოებით ოპოზიცია რომ დაპირებებს იძლევა ისეთ დაპირებას გულისხმობდა]. ამ შემთხვევაში მამა ჭკვიანურად იქცევა ხოლმე, იმიტომ, რომ ვკმაყოფილდები პასუხით და მშვიდად ველოდები როდის მიყიდიან. ანუ თავიდან იცილებს ჩემს წუწუნს. აი დედა კიდევ მაშინვე უარს მეუბნება და სამაგიეროდ ოცდაოთხსაათიან ტვინის ბურღვას იღებს, რომ აი ეპილატორი თუ არ გაქვს ოჯახში, ესე იგი ოჯახი არ გქვია! ის თავის მხრივ ამტკიცებს, რომ არ მჭირდება. მოკლედ, ამ გაწამაწიაში, როგორც იქნა ავიღე ხელფასი და მეორე დღესვე გავვარდი კიდობანში. თუმცა გავარდნამდე ერთი ხელი ჩხუბი კიდევ მოვასწარი ეპილატორის ფრიადი საჭიროების რაობაზე :D
შოპინგზე წასვლა ქალებისთვის სიამოვნებააო რომ ამბობდნენ, არასოდეს არ მჯეროდა და გლამურნი გოგოების “პრივიჩკა”-საც ვუწოდებდი ხოლმე. ხოდა გუშინ ჩემს თავში აღმოვაჩინე იგივე და მივხვდი – ყველა ქალი ერთნაირია! ყველას სიამოვნებს ათასი ფინტიკლუშკის თვალიერება, თან თუ ლამაზ ვიტრინებშია დაწყობილი- მითუმეტეს. ხოდა მეც იმის მაგივრად, რომ კიდობანში ელექტრონიკის განყოფილებაში ჩავსულიყავი პირდაპირ, მეოთხე სართულიდან დავყევი და უმისამართოდ ვათვალიერებდი რაღაცებს. ძალიან მაგარია მარტო სიარული იმიტომ, რომ: Read the rest of this entry »
GSCM
ერთი კვირის წინ მე და მიშა ვლაპარაკობდით ჩემს არეულ ინტერესებზე. ბანალური ფრაზაა, მაგრამ მართლა რამდენი წელია დავეძებ და ვერ მიპოვნია ჩემი თავი.. თავიდან გადავწყვიტე ტოლერანტობისთვის მიმეძღვნა თავი [:D], მერე დავიღალე ცოტა არ იყოს უაზრო ბრძოლებით და გადავწყვიტე ბედს შევგუებოდი და ხელოვნებათმცოდნეობაში მეპოვნა რამე საჩემო, მერე მივხვდი, რომ ამით ვერ დავკმაყოფილდებოდი და სოციოლოგიაში ვცადე ბედი [მაგისტრატურისთვის გადაიდო ეს], მერე უნივერსიტეტში არაორგანიზებულობის გამო ბაკალავრიატში სოციოლოგიის რამოდენიმე საგნის აღების იმედიც დავკარგე..მთელი ამ პერიოდის მანძილზე კიდევ ვიოლინოს ხან ვუბრუნდებოდი, ხან ვშორდებოდი.. მოკლედ, ლაპარაკისას დავადგინეთ, რომ ინტერესების არევა ბევრ რამეში უკან მწევს. არადა ზუსტად ახლა იმდენ ადგილას ვარ საჭირო! მე კიდევ იმის მაგივრად, რომ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები, უკანა პლანზე ვამჯობინებ ყოფნას და შორიდან ვაკვირდები მოვლენებს. გამიელვებს თავში იდეა და მერე მიქრება ისევ. მუხტი არ მყვება დიდხანს. დაახლოებით ერთი თვის წინ მიშამ თავის დაარსებული ორგანიზაციის ერთ-ერთ შეხვედრაზე დამპატიჟა. მახსოვს, შეხვედრიდან მაგარი ანთებული გამოვედი- აი მე ამ საქმეს მივხედავ, ამას ვიზამ, იმას ვიზამ.. :D გავიდა ერთი თვე და რა ვქენი? ვერც ვერაფერი.. არადა რა მაგარი რამეა! აი ახლა, ავდგები და ვიზამ იმას, რაც დიდი ხნის წინ უნდა მექნა! გაგაცნობთ ამ მართლა მნიშვნელოვან ამბავს: Read the rest of this entry »
სიყვარულით “თქვენი ტვინი”
არ ვიცი ყველა მოწოდებით ბლოგერი ასეა, თუ არა, მაგრამ მე ხანდახან ტვინი დაჟინებით მთხოვს- რამე დაწერეო! აი ახლაც, ჩემთვის უჩვეულო დროს, ღამის 3 საათზე ტვინის იძულებით ვიწყებ პოსტის წერას.. ვწერ რამოდენიმე თემაზე, რომელიც ახლა მიტრიალებს თავში და რომელზეც საპოსტედ კი არა, ისე, ჩემთვის ვფიქრობ..
- თსუ-ს ფორუმი
- გამოკითხვის შედეგები
- ახლანდელი ჩემი თავი- ძალიან შეცვლილი ვარ!
- ახლა რომ დედა გამოვიდეს და დაინახოს, რომ ღამის 3 საათზე პოსტს ვწერ! გგგ..
მაშ ასე, თემა ნომერი 1:
ვტირი, ვიცინი, ვმღერი, ვცეკვავ თუ მძინავს [oO] , აი თუ სადმე რამოდენიმე კილომეტრის რადიუსზე კომპიუტერი არსებობს, აუცილებლად ვარ თსუ-ს ფორუმზე. აი რამდენჯერ გავსულვარ მესენჯერებიდან ტექსტით “ვსო, ვიძინებ”, “წავედი,მაგვიანდება” და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში, თუ დასაძინებლად მივდივარ, მინიმუმ ერთი საათი ფორუმს “ვემშვიდობები” , თუ სადმე მეჩქარება, სახლიდან გასვლის ბოლო წუთამდე ვარეფრეშებ! Read the rest of this entry »
გამობლოგება
აპდეიტიანი პოსტი:
ნათქვამია- პრიორიტეტები რომ აგერევა ადამიანს, მერე შუა გამოცდების პერიოდში CSS-ის სწავლასაც დაიწყებ იკონოგრაფიის ნაცვალდო..
გამარჯობა o_O მე თინი ვარ, ყველაზე გზააბნეული ბლოგერი! აი ის, დიზაინები რომ მალე ბეზრდება და ჯერ კიდევ არ უპოვნია თემა, სახელად “ის ის არის”. ამ გზააბნევის გამო, გუშინ ჩემი ძველი ბლოგის დიზაინის დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ ყველამ [განსაკუთრებით კასპერამ] კონსტრუქციულად [კასპერამ არაკონსტრუქციულად] მითხრა, რომ არ უნდა მექნა ეგ! ამიტომ ისევ და ისევ კასპერამ [ამჯერად კონსტრუქციულად] დამილინკა ვორდპრესის საბადოები- ბევრი საბადოები! დავჯექი მეც და ჩავეფალი დიზაინებში-უკვე მერამდენედ.. ამ დიზაინმა მიიპყრო ყურადღება, მაგრამ preview-ით სხვა თემას ხსნიდა. რომ დავაყენე მერე ასეთი აღმოჩნდა, როგორსაც ახლა ხედავთ და ფაქტიურად მომეწონა. ოღონდ ჯერ არ ვიცი ზუსტად.. CSS-ის სწავლა დავიწყე იმ მიზნით, რომ მეთვითონ შევძლო ამ თემაში პოსტის არის გადიდება. მართალია ძალიანაც არ გადიდდება, მაგრამ მაინც.. Read the rest of this entry »
კავკასიური სახლი 09.06.09
რამოდენიმე დღის წინ, როცა ბასილ კობახიძის წერილი მივიღე ფეისბუკში, ტექსტით:
გამარჯობა, არსებული რელიგიური სიბნელის პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობისათვის, სამშაბთს, 9 ივნისს, 18 საათზე, კავკასიურ სახლში იქნება შეხვედრა ბექა მინდიაშვილთან. გთხოვთ, რომ მოხვიდეთ.
ვიფიქრე, როგორც ყოველთვის, ვიტრიალებთ ერთ ადგილზე და ისევ იმას დავღეჭავთ, რაც აქამდე არაერთხელ გადაგვიღეჭია მეთქი. მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობს და ბექას და სხვა ძველი ნაცნობების სანახავად მაინც წავედი. თან ლილიანიც მომყვებოდა, თაზოც იქ იქნებოდა.. მაგრამ ისე განვითარდა სიტუაცია, რომ პირველად კავკასიურ სახლში ჩემი ვიზიტების მანძილზე [რაც შარშანწინ ყოველკვირეულ ხასიათს ატარებდა] პირველად ამოვიღე ხმა! Read the rest of this entry »
ჩემი ქორწილი
არ ვიცი წინა პოსტით შთაგონებულს თუ ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდეს [:D] წუხელ ქორწილი დამესიზმრა. რაღა თქმა უნდა,ჩემი ქორწილი.გაღვიძებისთანავე პირველი, რაც გავიფიქრე იყო: კაბის დიზაინი არ დამავიწყდეს!
აღვიდგინე სათითაო დეტალი და როგორ მომწონს ახლაც.. კრემისფერი იყო და დაბოლოებებში ვერცხლისფერი რაღაცნაირი თვლებით იყო გაწყობილი. ასე შთაგონებულმა მარშუტკაში დავიწყე ხატვა და კი გამომივიდა აჯაყჯაყებული ხაზები და არაპროპორციულობის აპოთეოზი, მაგრამ რაც მთავარია მემახსოვრება. სხვათაშორის, რომ დავხატე, მერე კიდევ ვიხსენებდი კადრებს სიზმრიდან და უცებ თვალწინ დამიდგა განსების November Rain-ის ვიდეო და ჩამიკვდა იმედები იმის შესახებ, რომ ჩემი კაბა ჩემი დიზაინით შექმნილი იყო :mrgreen: ძალიან გავდა : Read the rest of this entry »
ბანკეტი
ბოლო რამოდენიმე დღეა სულ სხვადასხვა, ნაირ-ნაირი ბანკეტების სურათების თვალიერება მიწევს. ხოდა თავისთავად ჩემი ბანკეტი გამახსენდა… ბანკეტი ბავშვობაში, ალბათ მეხუთე კლასამდე, ქორწილზე დიდი თუ არა, ქორწილის ტოლი მოვლენა მაინც მეგონა :mrgreen: ვინაიდან იმთავიდან ღრმად მქონდა გადაწყვეტილი, რომ “ლაწირაკობის ჟამს” არ უნდა გავთხოვილიყავი, ამიტომ ბანკეტის ეშხით ვსულდგმულობდი.. ყოველ წელს, კლასიდან კლასში გადასვლისას შევცქეროდი ხოლმე ბედნიერ მეთერთმეტე კლასელებს, ბანკეტისთვის რომ ემზადებოდნენ და განსაკუთრებით მიზიდავდა ფრაზა- კაბის ასარჩევად მივდივარ! წარმომედგინა რაღაც საოცრებად ეს კაბის არჩევის პროცესი და მინდოდა რაც შეიძლება მალე დამდგარიყო ეს ნანატრი წუთები :D Read the rest of this entry »
დრამატიზმის გარეშე..
რამოდენიმე დღეა დაბნეული დავდივარ და ვფიქრობ ჩემს ბლოგზე. უკვე რამდენმა მითხრა, რომ შენი პოსტები ბოლო დროს სხვანაირიაო oO ვკითხულობ არქივებს, ვადარებ რა შეიცვალა, ვეკითხები მეგობრებს- იქნება ვინმემ შეძლოს საიდუმლოს ამოხსნა და გამცეს პასუხი რა შეიცვალა..
საკუთარი ვერსიებიც ბლომად მქონდა, თავისთავად ყველა მათგანი საოცრად დესტრუქციული. მაგალითად, დილით გადაწვეტილი მქონდა, რომ ერთი ლაკონური პოსტი დამეწერა- მე წერას ვწყვეტ. თავისთავად ეს პოსტი არ გამოვიდოდა ლაკონური, იმიტომ, რომ იქ ახნსას მოვაყოლებდი, შევყვებოდი წერას და დაპაბლიშებისთანავე მივხვდებოდი, რომ დიდ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ ვინაიდან გვიანი იქნებოდა, მერე იმაზე ვინერვიულებდი და მექნებოდა ბევრი სატირალი! Read the rest of this entry »
Love My Personal Blog
ეძღვნება პერსონალური ბლოგის ავტორებს
მუზა: ყვავას პოსტი ბლოგერების თემაში
ციტატა პოსტიდან: იქნებ თქვენს უმნიშვნელოვანეს პოსტებს შორის, სადაც აღწერილია როგორ მოფხანეთ წუხელი კატას მუცელი, ჩააკვეხოთ ეს ერთი უმნიშვნელო ცნობაც…
პოსტი, თავისთავად, არ ეძღვნება კონკრეტულად ამ ნათქვამს, ეს პოსტი უბრალოდ საერთო დამოკიდებულების ამსახველი ერთ-ერთი ფაქტია. ჩემი რვათვიანი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ შემინიშნავს მსგავსი გამონათქვამები.
სიმართლე გითხრათ, არ მესმის რატომ აღიქვამენ არასერიოზულად პერსონალურ ბლოგებს/მათ ავტორებს. ვინმეს გონია, რომ არ შემიძლია დავჯდე და პოლიტიკა-რელიგია-სოციოლოგიაზე ვილაპარაკო?.. რა თქმა უნდა შემიძლია, ჩემი ისტორიის ან ქართულის მასწავლებელი რომ ჩემს ბლოგს კითხულობდეს, გაუკვირდებათ კიდეც, რატომ არ ვწერ ვრცელ ყოველდღიურ პოლიტიკურ მიმოხილვას- ამას ხომ ყოველ დღე ვაკეთებდი სკოლაში. ან რატომ არ ვზივარ და არ ვწერ ყველაფერ იმის დეტალურ განხილვას, რასაც ვკითხულობ. ამ ყველაფრის მაგივრად ვზივარ და ვწერ დღეს რა ვჭამე, როგორ ვიყიდე კოლგოტები, როგორ მიყიდეს ბეჭდები და ა.შ. Read the rest of this entry »
პირველი ივნისი და მოკლე კაბამ რა ჰქმნა
მაშ ასე, ზაფხულის პირველი დღე, რომლის დაწყებისთანავე, ანუ დილით “მაწონი მაწონის” გაგონებისთანავე გავიფიქრე ზაფხულს როგორც დავიწყებ, ისე იქნება მთელი ზაფხულითქო. შესანიშნავ ხასიათზე მყოფმა არ დავიზარე და სახლიც დავალაგე თავის ჭურჭლის დარეცხვითურთ, მერე დაახლოვებით ორი საათი სარკის წინ ვტრიალებდი. თმის სათითაო ღერი დავილაგე, მანიკური-პედიკურიც მოვასწარი და კარგი ხასიათისთვის- ნაყინის ჭამაც. მოკლედ, ფრიად გაბრწყინებული გამომეტყველებით გავედი გარეთ!
სრული ბედნიერებისათვის დეკოლტეთი და მოკლე კაბით შევიმოსე და გავუდექი გზას უნივერსიტეტისაკენ! სახლიდან გასვლის შემდეგ პირველი ათი წუთი მეგონა სამყარო ჩემს გარშემო ბრუნავს მეთქი. მომდევნო 10 წუთი უკვე მედგარი სახით მივიწევდი მეტროსკენ და ვცდილობდი ცოტათი ქვემოთ ჩამომეწია ბოლოკაბა. მომდევნო მთელი დღე კიდევ თავ-ბედს ვიწყევლიდი
იმიტომ, რომ : Read the rest of this entry »












