Archive for მაისი, 2009

ბედნიერი ერი

ანრი ჯოხაძის კლიპი.რამოდენიმე წუთის წინ გაიმართა პრემიერა “პოლიტიკური კვირის” ეთერში. რავიცი, უკომენტაროდ!

ძალიან მაგარია!

რასა ვიქმ 30.05.09

გამარჯობის მაგიერ:  გუშინ მთელი დღე პოსტს ვწერდი – დაპირებულ  tindatin.wordpress.com-დან tiny.ge-მდე. ის ის იყო გავედი ბოლოში, რომ ოპერაში სხვა ფანჯარაზე გადართვა მინდოდა და რეფრეშზე დამეჭირა და ნახევარი პოსტი წამეშალა. ტრაგედია! დღეს საღამოს ახლიდან უნდა დავწერო : |

სამაგიეროდ, შემიძლია მოგიყვეთ “რასა ვიქმ”-ული რამეები. მაგალითად, ეს დღეები ხტუნვა-ხტუნვით დავდივარ და ვამაყობ და გახარებული ვარ ერთი რამით! რამოდენიმე დღის წინ თსუ-ს ფორუმზე, ბლოგების თემაში ციცქნამ მითხრა, რომ “იდეალური ლექტორი“- რომ გეწერა პოსტი, მიშა ბახტაძე რომ გყავდა ნახსენები, გამახსენდა, რომ დედას თანამშრომელია  მიშა და დედას ვანახე პოსტიო. იმან კიდე მიშას გადაურეკაო და უთხრაო :ლავ: cicqna1 Read the rest of this entry »

კენწეროში გატკბილდების?

გუშინ დილიდან აქტიურად შევუდექი სწავლას. უფრო სწორად, სწავლის მცდელობას. დაახლოებით ერთ საათში მივხვდი, რომ არც ისე ადვილია ბრმად წარმოიდგინო ნიკორწმინდის რელიეფები, სხვადასხვა ოთხთავების ილუსტრაციები და ა.შ. მითუმეტეს  ძნელია კოლოქვიუმზე დაწვრილებით მოყოლა რომელ ოთხთავში როგორ არის მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე მოცემული, რა აცვიათ და ა.შ. რომ მივხვდი, რომ დროდადრო სწავლის დროს გამირბოდა აქეთ-იქეთ ფიქრები, დავიწყე ინტერნეტში მოტივაციების ძებნა  (გერმანულად თავისთავად). შემხვდა ერთ-ერთი საჭირბოროტო კითხვა სხვების მიერ დასმული “როგორ მოვემზადოთ კარგად გამოცდებისთვის”, პასუხებში ჩემს მიერ არაერთგზის ნაცადი ხერხები იყო, მაგრამ ერთმა მიიქცია ყურადღება:

lernstansklausuren???????

aber ansonsten,handy aus,pc aus,radio austv aus und allein sein! man sagt ja auch das man nach einer stunde lernen eine halbe stunde pause machen soll um es zu verarbeiten. Read the rest of this entry »

მოქათმო

დღეს დილით ჩემს to do ლისტს რომ გადავხედე თვალები ჯერ მასშტაბურად გამიფართოვდა და მერე დამიუსერდა. ჩუმად ვბუტბუტებდი სიას :

  • იკონოგრაფიის ლექცია გასაგზავნი
  • არ დამრჩეს ქსეროქსები
  • მახსოვდეს ხუთშაბათი და სხირტლაძის კოლოქვიუმი. 20 საკითხი!
  • და ვინჩის და ტინტორეტოს საიდუმლო სერობების შედარება დასაწერი
  • ტანსაცმლის დალაგება
  • პოსტი პრაგოსზე Read the rest of this entry »

ბლოგკემპიN1

დაახლოებით ორი კვირით ადრე ვიცოდი, რომ გუშინ უნდა ყოფილიყო ბლოგკემპი და უნდა გამეკეთებინა პრეზენტაცია.როგორც წესი, ბოლო წუთს ვაკეთებ ყველაფერს, ამჯერადაც ასე მქონდა გადაწყვეტილი- მე ხომ მაინც გამომდის ყველაფერი ბოლო წუთს..ამჯერად აღმოჩნდა, რომ  ნამეტანი ბოლო აღმოჩნდა და გზაში რომ მივდიოდი მაშინ ვალაგებდი სათქმელს. ყველაფერი ჩემი თავშიწამომრტყმელი კოლოქვიუმების ბრალია! მოკლედ, მივედი და უსერ სახით მოსიარულე ვიხვეწებოდი არ გამაკეთებინოთ პრეზენტაცია-მეთქი, მაგრამ ჰოი-ო ნათქვამია! იქ როკომ მიწოდა კომპლექსიანი, იქ დოდკამ შემომხედა უსერ თვალებით და მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდი, იქ მყოფი პუბლიკისთვის ზეუინტერესო იქნებოდა რის თქმასაც ვაპირებდი, მაინც დავიწყე ლაპარაკი. თავისთავად ვერაფერი ნორმალური ვერ ვთქვი, იმიტომ, რომ არ ვიყავი მზად [შეგიძლიათ მირტყათ და მიწოდოთ უპასუხისმგებლო, იმიტომ, რომ მასეც მოვიქეცი] და თავის დასჯის მიზნით ამ დღეებში პოსტის სახით შემოგთავაზებთ იმას, რისი თქმაც მინდოდა.

რაც შეეხება ზოგად სახეს ამ შეკრების, შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი იყო, მართლა კარგი იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ  Read the rest of this entry »

Family Portrait

აქეთ ჩემს ბატებს ხომ არ ჩამოუვლიათ?:სპყ:

აქეთ ჩემს ბატებს ხომ არ ჩამოუვლიათ?:სპყ:

მიუხედავად იმისა, რომ სასტიკ წინააღმდეგობას ვუწევ, ჩემებს ყოველთვის აქვთ მოთხოვნილება ჩემი “გამზითვის” :mrgreen: აგერ, დღესაც, მოვედი სახლში დაღლილ-დაქანცული და მითხრეს, ახლა ვერცხლების საყიდლად წავიდეთ და აარჩიე რამეებიო. სიმართლე გითხრათ ერთადერთი, რის გამოც ვაგზალზე გასვლა მინდოდა, ე.წ. “შოტლანტკა” ბოლოკაბებია. რამდენი ხანია ვეძებ და ჩემი მოსაწონი ვერ ვნახე. მოკლედ, ეშმაკურად გამიბრწყინდა თვალები და ვერცხლეულის არ მოწონების იდეით შეპყრობილი გავეშურე ვაგზლისკენ. ყოველთვის ასე ვიცი, დავიწყებ თავიდან ნაზობას და ამ განაზება-განაზებაში  4 ბეჭედი, საყურეები და კულონი შემომეყიდა. ეს არ ვიკმარე და შოტლკანტკას საძებნელად წასულმა 3 ქვედაბოლოც ვიყიდე [ჩემი ოცნების ქვედაბოლოც ვნახე,მაგრამ პატარა მომივიდა :|]

ზოგადად, ძალიან სახალისოა მამასთან და დედასთან ერთად საყიდლებზე სიარული. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორივეს ისე უყვარს ეს პროცესი, რომ ამ დროს შეგიძლია ყველაფერი გამოსძალო, რაც მოგეწონება. ამას თავი დავანებოთ და მაგარი სასაცილოები არიან ხოლმე:  Read the rest of this entry »

იდეალური ლექტორი

იმის გამო, რომ ჩემი სპეციალობის ლექციების შინაარსი მაინცდამაინც არ მაინტერესებს და რომც მაინტერესებდეს, შეუძლებელია სამი საათი ერთსა და იმავე რამეს ვაკეთებდე (რამეს გააჩნია თავისთავად ), დავიწყე ლექტორებზე აქტიური დაკვირვება. იდეალური გასართობია! მაგალითად, როცა გიხსნიან რაღაც ტაძრის საყრდენების რაოდენობას, შენ შეგიძლია დადგე და იფიქრო ლექტორის ჩაცმის სტილზე, ლაპარაკის მანერაზე, გადმოცემის უნარზე და ა.შ.

ადამიანებზე დაკვირვებისას მაქსიმალურად ვცდილობ დავიმახსოვრო ის, რაც არ მომწონს და იგივე აღარ გავიმეორო. მაგ.: ადრეც ვახსენე მგონი, ვინიშნავ “როგორ არ უნდა იქცეოდეს მშობელი” (ჩემი მშობლების მაგალითის გამოყენებით). მართალია ჩემს თავს ლექტორის ამპლუაში ვერ წარმოვდიგენდი მანამ, სანამ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლექტორი არ მიწინასწარმეტყველებდა იენის უნივერსიტეტის კათედრაზე პოსტს, მაგრამ იქამდეც აქტიურად ვფიქრობდი როგორი ლექტორია იდეალური. Read the rest of this entry »

Tbilisi Open Air

ორი დღეა აქტიურად ვსტუმრობ იპოდრომს და Open Air-ს. ვინაიდან ლუდისგან, ზედმეტი სიარულისგან და სხვა სასიამოვნო ამბებისგან მოთენთილს ძალიან მეზარება წერა, ამიტომ მხოლოდ სურათებით შემოვიფარგლები. ფესტივალზე ორი სიტყვით მაინც ვიტყვი, რომ ძალაინ მომეწონა :ყეს:  ღირდა იმ შუა მზის გულზე ჯდომად  ყველაფერი..  დღეს განსაკუთრებით კარგი იყო : )  ..

პ.ს. ხვალიდან პრომის ბლოგს მოვუბრუნდები და ამნაირ უნაირო პოსტებს აღარ დავწერ ..  Read the rest of this entry »

1:0

რამოდენიმე დღეა ამ პოსტისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადები. უფრო სწორად, რამდენჯერაც დავიწყე წერა, იმდენჯერ გადავდე.  იმიტომ, რომ გოშას ამბისთვის მინდოდა გვერდი ამექცია, არაფერი დამეწერა იმაზე,როგორ ვარ, არადა პოსტის წერას რომ ვიწყებდი ავტომატურად მაქეთ მივდიოდი..  მოკლედ, ძალიან რთული იყო რა. ორი დღე საერთოდ ხმას არ ვიღებდი (ბლოგსაც დავატყვე მგონი). ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ვერ წავედი პანაშვიდებზე და ვერც დასაფლავებაზე წავალ ალბათ. პიკო უნდა გამომყოლოდა, მაგრამ ცუდადაა და მარტო კიდე ვერ წავალ..ვინმემ ხელი მაგრად თუ არ ჩამკიდა, შეიძლება ძალიან ცუდად გავხდე..

ეხლა გადავიდეთ თემაზე.. ერთ-ერთ წინა პოსტში, რვეულის სკრინშოტი [:D] მქონდა დადებული, რა თემებზე უნდა დავწერო მეთქი.. მოკლედ, საერთო გადაწყვეტილებით ვწერ 1:0-ზე. ეხლა რა ხდება :

ცოტა ხნის წინ ყვავას დავემუქრე- ახლა 1:0-ია შენს სასარგებლოდ და მანამ არ მოვისვენებ, სანამ 0:10 არ გახდება ჩემს სასარგებლოდ, იმ ერთიანსაც გაგიბათილებ მეთქი :mrgreen:

ამ ნათქვამის არსი გაცილებით ღრმაა, ვიდრე თქვენ გგონიათ.. ექსებთან ყოველთვის უცნაური დამოკიდებულება მქონდა- რაღაც საშინელებებს ვუჩალიჩებდი ხოლმე. ნუ პირველი ეტაპი თავის მხრივ ის იყო, რომ ყველა უნდა შემძულებოდა. მოკლედ, დავისვი ყვავა მსნ-ში და ვგრუზე: ამას გიზამ, იმას გიზამ-ებით. ესენი რომ ვუთხარი, მერე მივხვდი,რომ სისულელეს ვამბობდი. დღეს ვილაპარაკეთ რაღაცეები და მოკლედ, ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებით  არც მაგის 0:10 მჭირდება და არც არაფერი. იმიტომ, რომ თუ ამბობ, რომ რაღაცა გკიდია, ესე იგი გკიდია.  მაგალითად, ახლა შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ როგორც ექსი, მის არაექსს არ გადავემტერები (მე გადამემტერა თავის დროზე ყვავას ერთ-ერთი ექსი და ძალიან მიშლიდა ნერვებს). მზად ვარ :  Read the rest of this entry »

დოდკა კარგი გოგოა!

ააა! [სხვა რანაირად უნდა დამეწყო პოსტი]

მოკლედ.. ალბათ ნახეთ დოდკას პოსტი და 5000-ე კომენტარის ავტორისთვის საჩუქარი რომ უნდა გადაეცა..

ძველი კლასელების გარემოცვითურთ სახლში ამავალი ვხედავ დოდკას. აქ დაახლოებით წამის მეასედში გამიელვა ათასობით აზრმა:

  • კარგი,მელანდება,მელანდება,მაგრამ დოდკა რა პონტში?..
  • ვა,დოდკას ზუსტად ესეთი მაიკა აქვს
  • ვა..მაიკას ზოლები ისე აქვს, თითქოს ფეხმძიმეს აცვია
  • ვა,ყვითელი თმა
  • ვა… დოდკა oO

აქ, რომ მივხვდი, რომ არც მელანდებოდა და არც მსგავსი მაიკა ეცვა ვინმეს, მერე იმის ვერსიები გამეფიქრა, რატომ უნდა ყოფილიყო დოდკა აქ. ერთადერთი ვერსია, რაც მომდიოდა, იყო, რომ ვინმე ახლობელთან იყო გამოსული. ხოდა რომ მომიახლოვდა და რომ თქვა “ააუ რატომ ხარ სახლშიო”, მაშინ გამიარა მთელმა ცხოვრებამ თვალწინ :mrgreen:

მოკლედ, ამოიღო ჩანთიდან რააღაც საჩუქრული ჩანთა, იქედან კიდე ამოიღო ჭიქა და ააა ! ერთ მხარეს ის, მეორე მხარეს მე :ყეეე: მოკლედ, ამოვედით სახლში, მივაყარე კითხვები, რაღაცეები.. ნუ აღარ მახსოვს, დაახლოვებით- რას შეჭამ, რას დალევ და ა.შ. მერე როგორც იქნა იმისთვისაც მოვიცალე მეკითხა რაატომ მაჩუქა. ხოდა მერე გავიგე, რომ ბედნიერი კომენტარის ავტორი მე ვყოფილვარ :ბის:

მერე გამოვკითხე როოგორ მომაგენი და ა.შ. და მოკლედ ააა! ეხლაც ის ვარ.. აჟიტირებული.. მალე წავიდა, თორე ალბათ რაც სახლში მქონდა ყველაფერს თავზე დავადებდი შეჭამე,დალიე მეთქი :mrgreen: ეს ჩემი თავისებური ინსტიქტია ..

მოკლედ, აარ ვიცი იმაზე მაგარი შეგრძნება რა არის, როცა დოდკა მოდის შენთან  სახლში და მოაქვს შენთვის ყვეელაზე მაგარი საჩუქარი მათ შორის, რისი მოფიქრებაც შეიძლებოდა : ))  Read the rest of this entry »

ქალი იჯდეს,ბედს ელოდესო!

გუშინ გადავწყვიტე ჩემი ბლოგი სოფისთვის მიმებარებინა. ავდექი და მივწერე ფეისბუქზე, ჩემს ბლოგზე მოწვეული ბლოგერი იყავი მეთქი. გამიხარდა, რომ დამთანხმდა და თან გუშინვე დაწერა პოსტი. თავიდან მითხრა, რომ სანამ დავაპაბლიშებ შენ გადახედეო, მაგრამ კატეგორიულად არ მინდოდა. ეგ კი არა, რაღაც აინტერესებდა ფორმატირებასთან დაკავშირებით და ცოცხალი თავით არ შევიხედე პოსტში. მოკლედ, გულის ფანცქალით ველოდებოდი. რომ პაბლიშდებოდა მომწერა გული ამიჩქარდაო და მეც ამაჩქარებინა ჩემი პულსები : ) მოკლედ, გვანერვიულა სოფის კომპიუტერმა და ნელ-ნელა გულის გამაწვრილებლად დაიპოსტა. პოსტი ორჯერ წავიკითხე. ერთხელ უბრალოდ იმ შეგრძნებით, რომ ეს სოფია! მეორედ შინაარსი..მართალია ამბობს პაციფისტი არ ვარო, მაგრამ ჭეშმარიტი პაციფისტური პოსტი იყო : )

გუშინ Good Food-ში მომიწია დაახლოვებით 2 საათის გატარება, სანამ ჩემი ძმაკაცად წოდებული დაქალი სამედიცინოს კავეენის რეპეტიციიდან ჩემამდე მოაღწევდა. რაზე უნდა იფიქრო Good Food-ში, თუ არა ბლოგინგზე. ჩემს თავზე ვმუშაობდი, რაც აქ გადმოვედი მუზა რომ გამიქრა. ეს გავლადია, იმიტომ, რომ როგორც კი შევეჩვევი აქაურ გარემოს, ყველაფერი დალაგდება! დაახლოვებით 8 პოსტის იდეა დამებადა. Read the rest of this entry »

ბლოგვილი

როცა ნებისმიერი რაღაცის წერას ვიწყებ, ჩემს თავს ვეუბნები, დაწერე ის, რაც გეწერინება ამ წუთას-მეთქი. როგორც კი ბევრ ფიქრს იწყებ, შენი პოსტი მაშინვე ფერს იცვლის (ფერები თვითონ აირჩიეთ). თინიმ რომ თავის ბლოგზე შემომთავაზა დაპოსტვა, უფრო დიდხანს ვიფიქრე, საერთოდ ჩემს ბლოგზე ბევრად სწრაფად ვწერ და ამდენს არ ვფიქრობ. გარდა ამისა, ყოველთვის მეუბნება ჩემი ცნობიერი, დაწერე ის, რაც იცი, როგორც იცი და საერთოდაც, ვინ ჯანდაბაც ხარ, გამოაჩინეო.

There I go:

მგონი, სიბრმავე იქნება, გასული დღეების განმავლობაში ბლოგვილში ჩამოწოლილი ნისლი ვინმეს არ შეემჩნია, განსაკუთრებით, თუ ფეისბუქზეც აქვს ექაუნთი. ამ შემთხვევაში, კარგი ფსიქოლოგი მშვენიერ ბლოგოანალიზს ჩამოაყალიბებდა. დღეისთვის ამას მე ვიკისრებ (სანამ მშვენიერი ბლოგოფსიქოლოგი გამოჩენილა) და ყოველგვარი სახელების ხსენების გარეშე ჩამოვაყალიბებ ანალიზს ;)

ადამიანი მაშინ ხდება ყველაზე სასაცილო, როდესაც საკუთარი თავი ყველაზე კარგი ჰგონია. აი, იქ უკვე დამთავრებულია მისი პიროვნული ზრდა და ჭეშმარიტების პოვნის სურვილი. ოღონდ ჭეშმარიტებაში იმას არ ვგულისხმობ, დევიდ დუხოვნი და ჯილიან ანდერსონი “სადღაც იქ” რომ ეძებდნენ. ეს ჭეშმარიტება პირველ რიგში – თვითონ არის, ისევე როგორც ღმერთი და ყველაფერი დანარჩენი, რისიც ადამიანს სწამს (ან არ სწამს).

თემას ძალიან რომ არ ავცდე, გეტყვით, რომ თავიდან ძალიან ცუდად იმოქმედა ბლოგვილში დამძიმებულმა ატმოსფერომ ჩემზე. მქონდა ასეთი ბალღური იმედი, რომ აქ სხვა სამყაროა, ადამიანები ბლოგდალეულები არიან, ბევრს ფიქრობენ, ამიტომ სხვებზე უკეთესები უნდა იყვნენ და თავის პიროვნებას უკეთესად იცნობდნენ. მერე სასაცილოდ მომეჩვენა ყველაფერი, ჩემი თავის ჩათვლით და სოლომონის სიტყვები გამახსენდა – все сплошная суета, черт побери! რა ჩემი საქმეა, სხვები როგორ იქცევიან, რას შვრებიან თავიანთ [ბლოგ]ვილებში, მთავარია მე სად ვარ და საით მივდივარ. ვიღაც მეტყვის, არანორმალურია, ბლოგვილში ცხოვრობდე და აქეთ-იქით არ იყურებოდეო, მართალიც იქნება თავისი კუთხიდან. Just თავისი კუთხიდან.

არა ვარ პაციფისტი, ბევრჯერ მითქვამს აქამდე და ომის წინააღმდეგი სულაც არ ვარ, სისხლის გამოშვება ზოგჯერ აუცილებლობადაც მიმაჩნია, მაგრამ ვერასოდეს გაიმარჯვებს ის, ვინც საკუთარ თავს არ იცნობს და არც სხვების გაცნობას ცდილობს. ან თუ ხედავს, ისევ თავისი კუთხიდან, საიდანაც ყველაფერი ისე ჩანს, როგორც თვითონ უნდა.

ბლოგვილი ყველასია, you know, ამიტომ სანამ სხვისი [ბლოგ]ვილის ჩიჩქნას დავიწყებთ, ჩვენსას მივხედოთ ;)

გამოყენებული ლიტერატურა: ბიბლია (გინდა ძველი აღთქმა იყოს, გინდა – ახალი, ოღონდ “მამაოს” გარეშე) ;)

კოლგოტების ერა და ევროსტანდარტული გემოვნება

new life-new style ! ..

მგონი ადრე ერთ-ერთ პოსტში ვახსენე, რომ იმიჯის შეცვლა მინდა მეთქი. ვიჯექი და ვფიქრობდი რა მინდოდა..რანაირი იმიჯი არ მაქვს გამოვლილი- იყო პერიოდი, როცა ჯაჭვებასხმული დავდიოდი, მერე ქუსლებზე ავხტი, მერე ისევ ჩამოვხტი და ბოლოს საერთოდ ფეხებზე მეკიდა რა მეცვა..ბოლო პერიოდში კიდე გამძაფრებული მოთხოვნილება მქონდა რამის შეცვლის.

ცოტა ხნის წინ ლექციებზე დაგვიანების სურვილით შეპყრობილი მივფრატუნობდი მეტროსკენ. ვარკეთილის მეტროში მოგეხსენებათ ათასი ფინტიკლუშკა იყიდება. ამათ თვალიერებაში უცებ ბეევრი ფერადი კოლგოტები შევნიშნე. მივედი, ვათვალიერე და მუქი მწვანე და მუქი ლურჯი ვიყიდე.. ისე ამიტაცა ამ ფერადი კოლგოტების ჩაცმის იდეამ, რომ მთელი დღე ჩემს ახალ სტილზე ვფიქრობდი.

მოკლე კაბა მიხდება..განსაკუთრებით მაღალ ქუსლზე..მაღალ ქუსლებს ვერ ვიტან! იმიტომ,რომ იმდენს დავდივარ, რომ ნამდვილი თვითგვემა იქნებოდა ჩემი მხრიდან ამის გაფიქრებაც კი. მაგრამ გამოსვალი ყოველთვის არსებობს! ავდექი და ვიყიდე  პლატფორმიანი ფეხსაცმელი

  • რამდენიც არ უნდა იარო, ფეხი არ დაგეღლება, იმიტომ, რომ ერთ სიბრტყეზეა და გინდა დაბალზე გივლია, გინდა მაგაზე..
  • ფეხს უფრო ლამაზს აჩენს იმჰო.. Read the rest of this entry »

humanize

საერთოდ არ ვარ “მცენარეებსაც ხომ სული აქვთ”, “რა სიმხეცეა ბუზის მოკვლა” და ა.შ. როჟა. პირიქით, ხანდახან ძალიან ბოროტი ვარ ხოლმე. ჩემი ჰუმანიზმის საკითხიც ხშირად ეჭქვეშაა, მაგრამ არის ერთი საკითხი, რაშიც ჩემს თავს ვერ ვცნობ ხოლმე..მოკლედ, მათხოვრებზე მიჩუყდება ძალიან გული. ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველაზე არა..

ერთხელ რაღაც რესტორანში შევედით. მოხუცი მათხოვარი შემოვიდა და გააგდეს. ძალიან მრცხვენოდა ჩემების, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და ძალიან ბევრი ვიტირე. პირი არ დამიკარებია არაფრისთვის. მამაჩემი გავიდა მერე და ფულიც მისცა და საჭმელიც.

მეორე ასეთი გაჭედვა მაქვს ერთ მოხუც ბაბუაზე. რუსთაველის მეტროს ქვემოთ მიწისქვეშაში ზის. სულ რომ ბოლო კაპიკები მქონდეს მაგას ვაძლევ ხოლმე. რაღაცნაირი თვალები აქვს, ცრემლი მადგება oO

ხოდა დღეს კიდე.. მეტროში შემოვიდა ერთი პატარა ბავშვი. ძალიან ნაზი, გამხდარი, ქარქარა..აი ზუსტად ისეთი, როგორებიც ძალიან ძალიან მიყვარს.. სალათისფერი ბოლოკაბა ეცვა, ჭუჭყისგან გამუქებული.  ელამი იყო და სათვალისთვის მინდა ფულიო რაღაც ესეთს იძახდა.. მე კიდე ვუყურებდი და აი ისე მინდოდა ჩახუტება, რომ.. მერე მივეცი ფული და გაიარა ასე. ისე ვიყავი, რომ ვეღარც შევიკავე და ცრემლი ჩამომიგორდა.  აი მაგარი დანაკლისი მქონდა, რომ არ ჩავეხუტე  Read the rest of this entry »

დაეხმარეთ კიბერ-სექსით მათ, ვისაც სექსი გუშინ საერთოდ არ ჰქონია

ყველაფერი ახლის შეჩვევა ჩემთვის ძალიან ძნელია. ამიტომაც მთელი ორი დღეა ვზივარ და ვფიქრობ რა უნდა დავწერო ბლოგზე. შემოვდივარ,ვიწყებ პოსტის წერას, ვერ ვწერ და გავდივარ..ჩემი გაჭირვება რომ გავუზიარე მარის, დამილინკა

24 Things to do When Stuck for a Topic to Blog About

დავიწყე კითხვა.. ყველაფერს ამრეზით შევხედე და იმედგადაწურულ მდგომარეობაში 24-ეს შევხედე.

24. Summarize what Others are Writing !

ჰმ.. რამდენმა აზრმა გაირბინა უცებ.. აქამდე ათასჯერ მაინც მიფიქრია, რომ ჩემი აზრი უნდა დამეწერა სხვებზე. მაგრამ ყოველთვის  რაღაცნაირი კომპლექსივით მაქვს, რომ ჯერ ჩემთვის ადრეა ამეებზე ლაპარაკი. წლებია ბლოგები აქვთ, მე ახლა დავიწყე და ა.შ. მაგრამ რაღა დროს ეგ არის !!! ..  მაგრამ მაინც დავიწყნარე და დავიოკე აზრები და უბრალოდ გავაგრძელე ფიქრი, სხვების ბლოგების კრიტიკის გარდა რა შეიძლება დაიწეროს ქართულ ბლოგებზე. ამასობაში top.ge-ს Personal Page-ბის განყოფილებას მივადექი.  Read the rest of this entry »

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
მაისი 2009
« აპრ   ივნ »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)