Archive for აპრილი, 2009
ორი ამბავი
თუ გინდა, რომ გაიგო რა ხდება შენს ქვეყანაში, ამისთვის საერთოდაც არ არის საჭირო უყურო ტელევიზორს და თავი დაითრგუნო კურიერის სიუჟეტებით. საკმარისია საზოგადოების თავშეყრის ადგილზე მოხვდე, თუნდაც არავინ იყოს იქ შენთან გამომლაპარაკებელ-ნაცნობი, ყველა ინფორმაცია თავისთავად მოდის შენამდე. მთავარია მახვილი სმენა ! საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ამ ეტაპზე ვგულისხმობ ავტობუსებს, სამარშრუტო ტაქსებს , ქუჩას და ა.შ. ნუ ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ დღეს დილიდან იმდენი რამე გავიგე ..
ამბავი #1
[მოქმედება ვითარდება სამარშრუტო ტაქს, ნომერ 170-ში :mrgreen: ]
ჩემს გვერდით მჯდომ ქალბატონს ურეკავს, როგორც შემდეგში გაირკვა ნათესავი რაიონიდან და ლაპარაკიდან გამომდინარე ვხვდები, რომ მიმდინარე აქციებზე ეკითხება. ქალი ოპოზიციის მხურვალე მხარდამჭერია და ახლაც მიტინგზე მიეჩქარება. პარალელურად უხსნის რა ხდება: ცოტა კი ვართ ისე… საკნები კი, არის კაცო თავისუფალი. ჩამოდი აქ, აგერ მე 132 -ე [თუ რაღაც ეგეთი რიცხვი უთხრა] საკანში ვარ, გიორგიც ერთი-ორი საკნის მოშორებითაა და აქ ვართ კიდე სანამ რამე არ მოხდება.
დასკვნა: აი ამ ცოტა ხალხის გამოა გადაკეტილი გზა ! აი ამ ცოტა ხალხს ქვია “ერის ხმა” ! აი ეს ცოტა ხალხი, რომელმაც თვითონაც მშვენივრად იცის, რომ ცოტაა, თამაშობს ყველას ნერვებზე და ელოდება სადამდე ეყოფა ნერვები მთავრობას. როდემდე :სპყ:..
ამბავი #2
[მოქმედება ვითარდება უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის გასაყარის გზაზე. სამი, საკუთარი დედის მაგინებელი ახალგაზრდა მემგზავრება ]
_ ძაან მთვრალი ვიყავი ჩმდდმ და ავტობუსში ავედი რა..ხოდა კონტროლიორი ამოვიდა მერე და მე კიდე ბილეთი არ მქონდა ჩმდდმ. ხოდა მეთქი ხურდა არ მაქვს ძმაო. იმან კიდე ვსო, უკვე მკაცრდება კონტროლიო და უნდა დაგაჯარიმოვო. მეთქი ჩმდდმ, მიდი, 15 ლარის დედა მ , თუ კაცობა გეყოფა მიდი და გამომიწერე
ჯარიმა მეთქი ! და ტიპმა იმენა თავი დაღუნა და გაიარა ჩმდდმ ! ჰა ჰა ჰა [თბილისელი ძვ. ბიჭების საფირმო "ღიმილი"]
დასკვნა #1 : WTF?
დასკვნა #2 : საქართველოში არავითარი ცივილიზებული აპარატი არ იმუშავებს კიდევ კარგა ხანს. სადაც შეგიძლია, რომ ადამიანს კანონით მინიჭებული უფლება ფაქტიურად ჩამოართვა უბრალო მოქალაქემ, იმის გამო, რომ ვიღაც გამოიმასქნებულმა არსებამ კაცობა დააფიცა .. ! დიახ, ამ ყველაფრის მერე მე,ადამიანი, რომელსაც ძალიან მოსწონდა ეს აპარატები დროის დაზოგვის მიზნით [ავტობუსიდან ხალხი მალე ჩადის, მძღოლს ხურდების ჩხრიალი არ უწევს] , ახლა ვამბობ, რომ ეს არის არაეფექტური საქართველოს პირობებში. პირველი იმიტომ, რომ ხალხი არ იღებს ბილეთს. მიზეზი-
მაინც არავინ ამოწმებს და.. ვთქვათ და ავტობუსების ადმინისტრაცია მიხვდა [უკვე კი მიხვდნენ ისე ] რომ სერიოზული გარღვევა აქვთ ბიუჯეტში და გაამკაცრეს კონტროლი .მერე რა? .. სულ რომ ჯარიმის ფასი 100 ლარი გახადონ, სულ რომ ყველა ავტობუსში ავიდეს კონტროლიორი, საფრთხე არ გემუქრება უბილეთობის შემთხვევაში ! შენ ხომ შეგიძლია თვალებში ჩახედო მას, დედა , კაცობა, სამშობლო და ა.შ. დააფიცო და მორჩა, თავისუფალი ხარ :ბის:
Back To Net, Back To Blog
ერთი საიდუმლო ჩემს შესახებ- თუ ვინმეს უნდა, რომ ცხოვრების ხალისი წამართვას, პირველ რიგში ინტერნეტი უნდა მომისპოს, მეორე რიგში- კომპიუტერი. მოგეხსენებათ, ცხოვრება განსაცდელებით არის აღსავსე [ვის რა გველოდება არავინ არ ვიცით-ის თეორია] და ხშირ-ხშირად გვიწევს ათასგვარ ჭირთა თმენა ! თუმცა ამდენი ჭირთა თმენა ერთად მეტისმეტია და ჩემისთანა ზეგამძლე [!] არსებისთვისაც კი დამთრგუნველია..
გუშინ ზუსტად ერთი კვირა გახდა, რაც საქართველოს საზღვარზე მომდგარს მამცნეს- კომპიუტერი ფაფუ-ო. მე ვიფიქრე სერიოზული არაფერია, უცებ გააკეთებენთქო, მაგრამ ჰოი-ო ნათქვამია ! დათომ დაშალა კიდეც მთლიანად, მაგრამ ჩართვის ნიშან-წყალი არ ემჩნეოდა. მამას ავსტრიელი სტუმრები ჰყავდა მისახედი, მე კიდე ვიდე სახლში უმწეო სახით და ველოდებოდი როდის მოიცლიდნენ ჩემი საარსებო წყაროს დასაბრუნებლად..
ალბათ ამიერიდან მაინც გავითვალისწინებ და შევიმუშავებ სათადარიგო გეგმას უინტერნეტობა-უკომპიუტერობის ჟამს გადასარჩენად. ამჟამად კი აშკარად მოუმზადებელი ვიყავი. ერთადერთი რის გაკეთებასაც ვახერხებდი, იყო ფიქრი იმაზე, თუ რას აკეთებდნენ ხოლმე ადამიანები, როცა არ იყო ინტერნეტი. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ინტერნეტი არც მე მაქვს დაბადებიდან და გავიხსენე მე რას ვაკეთებდი. აღმოვაჩინე, რომ ვკითხულობდი ! ბევრს ვკითხულობდი.. ერთსა და იმავე წიგნს 10-ჯერ, მაგრამ მაინც ვკითხულობდი და ვსწავლობდი. ვინაიდან ამ ეტაპზე ეგ იდეა არ მომეწონა იმიტომ, რომ სახლში არსებული წიგნების მეთერთმეტედ წაკითხვის სურვილი არ მაქვს, გეგმა B-ზე გადავედი. გეგმა B კიდევ თავის მხრივი მხოლოდ სახლში ჯდომას, საწოლში წოლას და იქედან ტელევიზორის ყურებას გულისხმობდა. ტელევიზორში “არაფრის” დროს კი ჩემი დების მრავალრიცხვოვანი მულტფილმების ყურებით ვირთობდი თავს : ბარბის სამი თავგადასავალი, მოჯადოებული, გარფილდი , მადაგასკარი 1 და 2, დიდი გამყინვარება 1 და 2.. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია მათგან, რისი ყურებაც მოვასწარი !
გარდა ამისა : Read the rest of this entry »
ოპერაცია კოდური სახელწოდებით: Landish vs. MysteryX
მოგესალმებით მეგობრებო! წილად მხვდა პატივი, თინის ბლოგზე პოსტი დამეწერა და მეც ვეცდები მაქსიმალურად სკანდალური ვიყო :D
ვიწყებ პირდაპირ ამბის მოყოლით…
დღეს მე, თინი და პიკო მაკდონალდში ვისხედით და ვჭორაობდით ათას რამეზე (ნეტა რაზე?). თინი რაღაცნაირად დაგრუზული მოგვეჩვენა და გადავწყვიტე გამემხიარულებინა. ბედად გამახსენდა ბატონი ლანდიშას კომენტარი თინის წინა პოსტზე, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
ვინაიდან თინი აქტიურად ატარებს რეაბილიტაციის მემარცხენე პოლიტიკას პირად ცხოვრებაში და მართალია, რამდენიმე გადამრთველი ვარიანტი უკვე არსებობს, მე მაინც კიდევ ლანდიშა შევთავაზე (თითქო ჩემია და ვჩუქნიდე რა!)…
ჯერ თინი უარზე იდგა, Read the rest of this entry »
რეაბილიტაცია
დაშორების შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, არ უნდა დავუშვათ შეცდომები და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვსპოთ ყველანაირი დეპრესიული ნიშნები. ამ ყველაფრისთვის ცოტაოდენი ბოღმა არ გაწყენდათ. ბოღმის დასაგროვებლად, კიდევ ერთხელ ელაპარაკეთ, მოისმინეთ, რომ დაშორდით, ნერვები მოიშალეთ და აი, თქვენ უკვე დაბოღმილი ხართ :ბის: ახლა შეგიძლიათ სრულიად მობილიზებულნი შეუდგეთ სარეაბილიტაციო კურსს , რომელიც მოცემულ მომენტში აპრობირდება ჩემს მიერ .
- პირველი, რაც თავში მოგდით, ალტერნატივით ჩანაცვლებაა. ერთ-ერთ წინა პოსტში ვახსენე, რომ არ არის ეგ კარგი მეთქი , მაგრამ თუ გშველით, რატომაც არა? :ბოლი:
თუნდაც დროებით,თუნდაც უბრალოდ ბოღმის სანთხევად.
ვინაიდან უცებ [ერთ დღეში] “ახლის” მოძიება ცოტა ძნელია [გავითვალისწინოთ სულიერი ტრავმები] გვახსენდება გამოსწორების გზაზე მდგომი ექსი [არაგამოსწორებული ექსებიც გვახსენდება იმისთვის, რომ უფრო დავიბოღმოთ] , გვიბრწყინდება პატარა ეშმაკები თვალებში და ქმედებაზე გადავდივართ. თუმცა სანამ რამეს იზამთ, აღმოჩნდება, რომ ზედმეტი გარჯა არ მოგიწევთ და ის თავად გაჩნდება თქვენთან საჭირო დროს, საჭირო ადგილას [განსაკუთრებით მაშინ, თუ მეზობელია :დ ]ელაპარაკებით..ელაპარაკებით და ნელ-ნელა თანხმდებით შეხვედრაზე [თითქოს მანამდე ეგ არც გაგივლიათ თავში] ხვდებით იმავე საღამოს, მაგრამ მაშინვე ცუდი შეგრძნება გეუფლებათ- ექსი ექსია ! აღარც გიყვართ და აღარც რამე პირი უჩანს მაგდაგვარი. მეტიც- აღარ გსიამოვნებთ უბრალოდ ხელის გადახვევაც კი :დ .. კიდე მეტიც- სულ რაღაც ერთი წელი და ცოტა მეტი გავიდა და ასე მალე ამოიშალა თქვენი ცხოვრებიდან. გვახსენდება რამ გამოიწვია ეს და როგორ მოვახერხეთ ამდენი, კიდევ ერთხელ გვიბრწყინდება თვალები – სრულიად ახალი გვჭირდება ! [და არა ისეთი, ვინც დაშორებიდან 6 თვის მერე მიხვდა რა დაკარგა] . - ვსხდებით, ვფიქრობთ ვინმე “ახალზე” და ჰოი საოცრებავ ! თურმე რამდენი რამე დაგიკარგავთ. გახსენდება არა ერთი ვინმე, არამედ ბეევრი ვინმე :ბის: ფიქრობ, ფიქრობ, ფიქრობ და ყველაზე საუკეთესო ვარიანტზე აჩერებ არჩევანს. ზოგჯერ გვიან ამჩნევ იმას, ვინც თურმე ასე ახლოა შენთან :დ [აქ რეჩი ქალის და კაცის მეგობრობის ამაოებაზე :დ ] ძალიან ადვილია შემდგომ ქმედებებზე გადასვლა. მერე აწონ-დაწონი, რა მოყვება ამას, რას დააშავებ და რაც უფრო აშავებ, მით უფრო მოგწონს შენი საქციელი :დ ნუ ამას +, ვითვალისწინებთ შემთხვევას, რომ შეიძლება ამ ვარიანტმა არ გაამართლოს და გახსენდება, რომ მერე რა – კიდევ არის ალტერნატივა..
მოკლედ ასე..ეძებ, ეძებ.. მანამ, სანამ ვინმე ისეთს არ იპოვნი, ვინც დაშორების გარეშე მიხვდება, რომ არ უნდა დაგკარგოს :დ - გარდა ამისა შველის იმიჯის შეცვლა :სპყ: თავს მოუარეთ, ჩაიცვით ნორმალურად და ავტობუსში ყველა ადგილი თქვენია :ლოლ:
ამას +, ქუჩაში სიარულისას უკვე ნელ-ნელა ამჩნევთ თურმე რა სიმპატიური ხალხი [კაცნი] დადიან ქუჩაში :D
როგორც ყველა სარეაბილიტაციო კურსს , ამასაც აქვს გვერდითი მოვლენები. მაშ ასე, გვერდითი მოვლენები:
მთელი დღის მანძილზე, როცა ყურადღება გადაგაქვთ, კონტაქტი გაქვთ ხალხთან და ა.შ. კარგად გრძნობთ თავს და თავი ძლიერად გიჭირავთ. მაგრამ დგება ღამე, ძილის წინა პერიოდი, როცა ჩაძინებამდე ათას რამეზე ფიქრობ. ათას რამეზე- იმაზე, რაც შენს თავს ხდება. აანალიზებ, რომ წინ ძალიან რთული ეტაპი გაქვს გასავლელი. გენატრება.. ცრემლები იწყებს წამოსვლას, მაგრამ ყლაპავ ! თუ არ ყლაპავ არაუშავს, ნელ-ნელა ისწავლი :D მოკლედ ფიქრების მართვა უნდა შეძლოთ, დაიბოღმეთ. გაიხსენეთ თქვენი ურთიერთობის ბოლო ეტაპის ყველაზე საშინელი მომენტები და ნელ-ნელა ბედნიერი და დარწმუნებულები დაიძინებთ იმაში დარწმუნებულები, რომ კვირის ბოლოს შესანიშნავი თავგადასავალი გელოდებათ :ბის:
ყველა გვერდითი მოვლენა განკურნებადია! დრო დაიკიდეთ :D .. დაასწარით დროს :ყეს:
უკომპიუტეროდ
ერევნიდან რომ ჩამოვედი, კომპიუტერი დამხვდა განადგურებული.. აღარ ირთვება უბრალოდ :ბის: ახლა უნივერსიტეტის რესურს ცენტრში ვმდებარეობ და სულაც არ მეხალისება ფორუმის ფანჯარაში პოსტის წერა და იქედან დაკოპირება.. რამოდენიმე რამის თქმა მინდა უბრალოდ, სანამ მეშველება:
- ძველი ფლირტავიკი თინი იზ ბექ !
- გე-ზე გადავწყვიტე ბლოგის გადატანა.. თინი.გე-ზე სავარაუდოდ.. არ ვიცი ცუდს ვშვრები, თუ კარგს ვშვრები, მაგრამ ვგონებ კარგს ვშვრები და ამიტომაც ვშვრები :დ ..
თუ მანამდე კომპი ვერ გავაკეთე, პირდაპირ გე-თი დაგიბრუნდებით :ბის:
p.s.დაბოღმილ ქალზე უარესი არაფერი არ შეუქმნია ღმერთს :ყეს:
yerevan
თუმცა რაღა მისადგომებიდან, თვით ერევნის ცენტრში ვართ, ამერიკული უნივერსიტეტის შენობასა შიგან. როგორც იქნა მოვაღწიე ინტერნეტამდე : ) სხვათაშორის, ჩემდა გასაკვირად, რაც აქ ვარ, არც ერთხელ არ გამხსენებია ინტერნეტი, არც ფორუმი, ბლოგი, მსნ, სკაიპი ხო საერთოდ :დ .. მოკლედ, აღმოვაჩინე, რომ ზოგჯერ უინტერნეტოდ უფრო კარგად ვგრძნობ თავს. რაც ჩამოვედი, იმის მერე საოცრად მშვიდი ვარ, არაფერზე არ ვფიქრობ, არაფერი მე არ მაწუხებს და არც მიხარია. სადღაც ნეიტრალურ არეში ვარ და ძალიან მომწონს აქ ყოფნა, დიდი იმედი მაქვს ასე გაგრძელდება და ამის შესანარჩუნელბად, მაინცდამაინც აქ დარჩენა არ იქნება საჭირო.. როგორ დაიწყო ეს დიადი მოგზაურობა..გუშინ დილით, როცა ბოლოს გახსენებულ ნივთებს უგზო–უკვლოდ ვყრიდი ჩემოდანში, იმ წუთიდან მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ერთ–ერთი საუკეთესო დღეები :დ .. ორთაჭალის მიმდებარე ტეროტირიაზე, დანარჩენების მოლოდინში დედაჩემმა მოასწრო ჩემი დარიგება, რომ მოვიდნენ– იმათი დარიგებაც და დაუბარა– მართალია ამის გარდა კიდევ სამი მყავს, მაგრამ მაინც პირველია და გაუფრთხილდითო :) ავიღეთ სტარტი და გამოვეშურეთ საქართველო–სასომხეთის საზღვრებისკენ. მოვდიოდით სომხური სოფლების გავლით საქართველოში რაც იყო და რეაქცია– არავითარი განსხვავება ! ერთადერთი განსხვავება იყო უამრავი სატელიტური ანტენა ყველა სახლის აივანზე. მოვადექით საზღვარს, ჯერ ქართულს, მერე–სომხურს. ზუსტად საზღვარზე აღმოაჩინა ზვიადმა, რომ მანქანის ზეთის “კრიშკა” არ დაუფარებია და მთელი ზეთი დაღვრილი იყო. ახლაც გაოცებულია– გადავრჩითო.. მეორედ იმას, რომ გადავრჩით, მაშინ მივხვდით, როცა ერთ–ერთ საშინელ მიხვეულ–მოხვეულ გზაზე დიიდი ორგანყოფილებიანი იამა დაგვხვდა და მანქანა ორჯერ აგვიფრიალა ჰაერში. პირველად აღმოვაჩინე, რომ ასეთ სიტუაციებში არ მაქვს პანიკა, უბრალოდ ვუცდი– რა მოხდება. რომ დავეშვით მიწაზე და რამის ხევთან მისული მანქანა გამოაბრუნა ზვიადმა უკან, მაშინ შემეშინდა :) მოკლედ, მიხვეულ–მოხვეული , თავის ამატკიებელი და გულის ამრეველი გზების გამოვლის შემდეგ, შემოვედით სწორ გზაზე .. ჩემი პირველი შოკი იყო ყველგან ჭუჭყიანი ვარდისფერი სახლები. თურმე არის მასალა, ტუფი, რომელიც ყელამდე აქვთ სასომხეთში და ამიტომ ყველა სახლი ამითაა ნაშენები. საშინელი დეპრესიული ფერია და მოვიღუშე :დ შემოვედით ერევანში და პირველი, რაც გავიფიქრე– თბილისი მიყვარს !პოსტ საბჭოთა ქვეყნების კვალი ჩვენთან ასე თუ ისე წაშლილია თბილისში მაინც.. აქ კიდე არქიტექტურიან–ხალხიანად იგივეა მგონი :სპყ:ხალხი ერთნაირ ვიდზეა, დაახლოვებით ისეთზე, როგორზეც ჩვენ 2003 წელს ვიყავით :დ არანაირი სუბკულტურები ! ერთადერთხელ სამი მოროკერო არსება შევნიშნეთ მთელ ერევანში ! ოღონდაც აეხლა, ბარკემპზე რაც მოვედით, საერთოდ სხვანაირი ხალხია. ვამბობდი– ინტერნეტი ადამიანს ცვლის მეთქი. კარგი ტიპები არიან და გარეთ მიღებული შოკები გამინეიტრალეს .. ნუ ცალკე საგანია აქაური ესტრადა და ევროვიზიაზე გასაგზავნი კლიპი [ამას ქვემოთ შემოგთავაზებთ] არიქტექტურას რაც შეეხება მთლიანად ჭუჭყიან ვარდიფერ–წითელ სახლებიანი ქალაქია. თუმცა ქალაქის ცენტრს კიდე რა უჭირს : ) ნუ , საბოლოო ჯამში, ნორმალურია და ყვითელი ავტობუსებიც დადიან ! : დავდიოდით და ზვიადი ცდილობდა მიახლოვებით მაინც აეხსნა ჩვენთვის თბილისის მაგალითზე– რა იყო ქალაქის რომელი ნაწილი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სასტუმრო ვაკეში მდებარეობს :დ სასტუმრო ძალიან კარგია :ყეს: აი ემ აღფრთოვანებულ ! ჯასთ ინტერნეტზე რომ ჭედავენ
Stirb Nicht Vor Mir/Don’t Die Before I Do
მეიბი ჩავედი, ან.. ან არ ჩავედი, იქ ვარ, უკვე შემოვლილი მაქვს ერევანი :) მოკლედ, არ ვიცი, მაგრამ ამ პოსტს ახლა ისეთი ვწერ.. დღეს მთლი დღეა ჩართული მაქვს და ვუსმენ და ვუსმენ : ) აი ვიდეო და მერე ტექსტი.. ამ პოსტს იმ შემთხვევისთვის ვაპუბლიშებ[ეს დაწერიდან მეორე დღეს დაპუბლიშდება თუ ნეტთან ვერ მოვხვდი ], თუ იქედან პოსტვა ვერ მოვახერხე.. ბლოგი არ უნდა გაცივდესო ანდაზა ხო იცით :დ .. ჯასთ მოუსმინეთ და წაიკითხეთ და მერე იფიქრეთ კი არა.. ინჯოი მოკლედ :დ
ჩავბარგდი !
რაღა თქმა უნდა, ბოლო დღეს დავიწყე ჩალაგება. ბოლო დღეს გამახსენდა, რომ თურმე პატარ-პატარა რამეები საყიდელი მქონდა. შესაბამისად ბოლო დღეს მომიწია ბაზარში გაბანცალებამ და ეხლა როგორც იქნა თავი მოვუყარე ყველაფერს. ერთადერთი საკუთარი თავი დამრჩა მისახედი : )) აი ამ წუთამდე სახლში დაახლოვებით ასეთი ამბავი იყო :


მერე ნელ-ნელა გაიფილტრა წასაღებ ნივთთა სია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პატარა ჩემოდანში არ ეტეოდა და დიდი ჩემოდნისთვის კიდე ზვიადის მანქანა შემებრალა :) საბოლოოდ მგონი სამი დღის კვალობაზე ნორმალურ რაოდენობაზე მეტი მიმაქვს, ეგ გერმანიის გამოცდილებით ასეც უნდა იყოს, ერთი კვირა სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი იმის გამო, რომ ძალიან ცოტა რამე მქონდა წაღებული და ისიც დებილური არაპრაქტიულები :სპყ: საბოლოო ჩალაგებისას ჩემოდანი დაწყნარდა და მიიღო ასეთი სახე :
თმის უთო არ შეიმჩნიოთ..ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ასე გაწეწილმა აღარ უნდა ვიარო და ზიგ-ზაგებს მაინც გავიკეთებ თუ მთლიანის დაწყნარება დამეზარა :უსერ: მოკლედ, იდეაში ყველაფერი თან მაქვს. პასპორტიან-საცურაო კოსტუმიანად ყველაფერი კი ჩავდე :ბოლი:
საგზალზე ვიზრუნე კიდე გულმოდგინედ. ნიკორაში შევიჭერი, ხან რა ვიფიქრე, ხან რა და ბოლოს ბუტერბროდების გაკეთება გადავწყვიტე. სახლში მოვზიდე სალათის ფურცლები, ბუტერბროდის პურები, ძეხვი- პიკანტური [აი ქე რო შიგნით რაღაცეები აქვს მცენარეები] , კეჩუპი და დავდე სახლში. ამაღამ დავალაგებ როგორც წესია და ხვალ საგზალი გვექნება ყველას :დ ნუ ამდენი არ მიმაქვს, რასაც სურათზე ხედავთ :უსერ:
პ.ს. რომ ჩავალ თუ ინტერნეტი გვექნა და თუ მივაღწიეთ რამე კომპიუტერამდე, ვიდეო პოსტს მაინც დავდებ ხოლმე ყოველ დღე :უსერ: წერის დრო არ მგონია მქონდეს , კოტეს და მარის მოაქვთ კომპ. მარტო როგორც ვიცი და..
ვარსკვლავები
რამოდენიმე დღის წინ, რუსთაველზე მოსეირნეს, თვალში მომხვდა ყველგან გაკრული პოსტერები .. 15 აპრილი, სიყვარულის დღე და ა.შ. და ჟურნალ ვარსკვლავების ურლ [stars.ge] . მაშინ , რა თქმა უნდა, ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ დღეს, შუა კოლოქვიუმზე ერთი გოგო წამოხტა და გულითადად მოგვილოცა ნამდვილი, ქართული სიყვარულის დღე ! აი მაშინ გამიარა მთელმა ცხოვრებამ .. ტფუ, იმ პოსტერმა თვალწინ და გამახსენდა ზემოთხსენებული ურლ-ც. პირველ რიგში, მე ვამაყობ იმით, რომ წელს ქუჩაში ჭრაჭუნა პარკებში შეფუთული დათუნიანიებიანი წყვილები არ შემხვდნენ :დ .. ნუ, აშკარად არ იგრძნობოდა არაფერი მაგდაგვარი, არ ვიცი აქციების გამო თუ რა იყო, მაგრამ.. მოკლედ, მოვედი სახლში და შევედი მათ ვებ გვერდზე , თუ შეიძლება, რომ საერთოდ ეწოდოს ასე ! ერთი წუთით შედით, დიზაინს შეხედეთ, დატკბით მორბენალი სტრიქონებით და ჭრელი ბანერებით, ოღონდ დიდხანს არ უყუროთ, საზიანოა.. ნუ სანამ ჟურნალის შიგთავსს შევეხები, ჯერ ამ ჭეშმარიტი ქართული სიყვარულის დღით დავიწყოთ . ჯერ პოსტერი თავისი სიმბოლიკით ” 15″ : Read the rest of this entry »
დილაუთენია..
8 საათია, რა მინდა?.. რა მაგარი მოსწავლე მყავს :დ face.ge-ზე საჩუქრებს მიგზავნის სულ..

პ.ს. აზრზე მოვდივარ ნელ-ნელა.. მესიჯებს მივადექი და მივშალე :ბის: თქვენ გგონიათ “მერე რა, ეგ რა არის?” .. აარა მეგობრებო, არის :ბის: :)
და საერთოდაც, სულაც არ მომწონს ჩემი ბლოგი იმას რომ დაემსგავსა რაქვია.. ბრიჯიტ ჯონსის ჩანაწერებს მართლა :დ . . თუ მომწონს :სპყ: არ მომწონს ! არც თქვენ არ მოგწონთ ! ხოდა გამოსწორდება :ყეს:
უი, პ.ს.

:უსერ: ? კი, უსერ :უსერ:
update: ზემოთ რომ წერია, მესიჯები წავშალეთქო- ეჰ ! მეთქი ახლა ამ პოსტს რომ დავწერ, იძულებული გავხდები წავშალოთქო, მარა ჩემი ფეხები :დ.. ვერ :უსერ: ..
მშობლიური ჩახუტება : )
აი ასეთი კარგად ალბათ ბოლო მთელი თვეებია არ ვყოფილვარ..დიღომში ავედი დღეს. აი რაღაცა გულისფანცქალებით მივდიოდი ისე მეჩქარებოდა ბიძის ოთახის კარის შეღება : )) რომ მივედი სტუმრები ყავდა, შევირბინე, ძალიან ძალიან მაგრად ჩავეხუტე და სანამ ყველა წავიდოდა ბუხრის ოთახში ჩავედი ეკასთან და აჩისთან ერთად ჩაის დასალევად. ბუხარი ძალიან გულს მიჩუყებს ხოლმე ზოგადად, მივჯექი და ის ის იყო უნდა დამეწყო ცრემლების ყლაპვა, დამირეკა- ამოდიო : ).. მართალია სიცხე აღარ ქონდა, მაგრამ მაინც იწვა ჯერ. ერთი 5 წუთი წამხობილი ვიყავი ჩახუტებული და ცრემლები მომდიოდა :უსერ: როგორ მომნატრებია რა : ) რომ მომიკითხა და როგორ ხართ-მითხრა, აბა მაშინ იყო ღაპა-ღუპით .. მოკლედ, მოვუყევი ყველაფერი რა ხდებოდა და ასე მითხრა, რომ ბუნებრივია იმის მხრიდან ესო. ანუ რომ არ დაყვებოდი არსად და ა.შ. მოქმედებსო. მაგრამ თუ უყვარხარო ცოტა ხანში მოგვარდებაო, ოღონდ შენც უნდა შეცვალო ყველაფერიო. მშობლებთან დამოკიდებულებიანადო- ნუ გეშინია, ვერაფერს გიზამენ და თუ გიზამენ ჩემს სახლში წამოდი და აქ იყავიო :უსერ: მე კი ვუთხარი, აღარ მგონია მოგვარდეს იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა ალბათ იმის გრძნობებიც შეცვალა მეთქი :უსერ:
კიდე ჩემებზე ვილაპარაკეთ.. შენ უკვე პიროვნება ხარო..და კარგი პიროვნება ხარო,ამიტომ ყველაფერი აკეთე არა ვინმეს მოსაწონად, არამედ შენი თავის მოსაწონადო. . მოკლედ, ყველაფერზე ვილაპარაკეთ პოლიტიკიანად და ვიცინოდით ამ აქციების მარგალიტებზე : ) ორი საათი ვიჯექით და ვლაპარაკობდით..ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, ის არის, რომ ჩემი თვითშეფასება კარგ ეტაპზე ავიდა.. ასე მითხრა, შვილო, არ მინდა ცხოვრებამ გადაგიაროს თავზეო და გაფრთხილდი და მყარად იდექიო და აი ის სიტყვები მითხრა, რისი გაგონებაც მინდოდა : მარტო არ ხარო : ) Read the rest of this entry »
რასა ვიქმ [13.04.09]
i’m not alone
წეღან ლაი-ლაის საყიდლად ავწიე ერთი ადგილი , როგორც იქნა , გამოვედი შემოსასვლელში და აი უმწეოდ დავდექი ! რაღაცა პიჟამოსმაგვარი შარვალი,ჩამოდღავებული..თმა დაუვარცხნელი და თვალებგადმოკარკლული. წვრილ-წვრილი კაპილარები თვალებში წითლად მქონდა ამობურცული და წამწამები სადაცაა ამოვარდებოდნენ ბუდიდან :ლოლ: აი გავბრაზდი, ჩემს თავზე ! გუშინს აქეთ, რაც დასიებული თვალებით შემოვედი სახლში, ჩემები აი იმენა მომაკვდავს რომ ექცევიან-ისე მექცევიან.. ინაფ ! Read the rest of this entry »
რა სარგებლობა მოაქვს ტვიტერს?
შარშან, 30 აპრილიდან 4 მაისამდე, წასულები ვიყავით ქრისტივალზე საქართველოდან. ქრისტიანული ახალგაზრდული ფესტივალია და 30 000 ადამიანი ესწრება ხოლმე : )) ხოდა შარშან მქონდა ბედნიერება მეც წავსულიყავი :უსერ: ბრემენში .. ეხლა იქ რეები მოხდა და ხდებოდა იმეების მოყოლა მეზარება, საერთოდაც, ეს ყველაფერი იქედან გამახსენდა, რომ ეს დღეებია გამახსენდა ერთი ახალგაზრდა :დ თავის ჯგუფთან ერთად იჯდა
ხოლმე ბრემენის მესსეს ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე და უკრავდნენ საგალობლებს : )) გარშემო შემოვუსხდებოდით, განვთავსდებოდით ქვაფენილზე და ვუსმენდით და ვუსმენდით..ნუ მე ყოველ შემთხვევაში :უსერ: ძალიან მიჯაჭვული ვიყავი..არადა ყველგან ყველაფერი ხდებოდა, ტამ სპორტული თამაშები, ცეკვის გაკვეთილებიც კი იყო, ნუ სემინარები და თეოლოგიური რამეებიც თავისთავად, იდეა მთელი ეგ იყო : ) ხოდა ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი დიდი სიამოვნებით, ამათი მოსმენა იყო :დ უკვე იცნობდა ხოლმე თავის ერთგულ მსმენელებს :დ ხოდა აქ რომ ჩამოვედი, ვაპირებდი მიმეწერა რამე , მაგრამ მე ხო ბატი ვარ : )) დავანებე თავი : )) ხოდა დღეს მაგათ ჰომ პეიჯზე [http://www.samuelharfst.de/] რომ შევედი, ტვიტერის ვიდჯეტივით იყო იქ და აღმოვაჩინე და დავიფოლოვერე მაშინვე :უსერ: ეხლა იმასვიზამ როგორმე.. თავს ვერ გავახსენებ იქ იმდენი ხალხი იყო, მაგრამ : )) :დ აი ჩემი საყვარელი ვიდეო : )) Read the rest of this entry »













