Archive for მარტი, 2009

ქაღალდოშემოქმედება

გუშინ ლგმ [ლექციების გაცდენის მიზნით :mrgreen: ] მესამე კორპუსისკენ გავემართე . პიკოს შევხვდი და ქსეროქსებზე ჩავედით [შიგნითვე რომაა, კორპუსში], ხოდა როგორც კი შევედი მაშინვე მეცა ბიუროკრატიის სუნი…

adhocმმმ..ბევრი ფურცლები, ფურცლების სუნი, მიყრილ-მოყრილი ყველაფერი, იქვე პატარა სამზარეულო და ა.შ. უცებ აღმომხდა- პიკო, მე დღეს პოსტს ვწერ ბიუროკრატიებზე..[თუმცა გუშინვე ვეღარ მოვახერხე დაწერა ]და გამახსენდა სოციოლოგიის ლექციები, იქ ვისწავლეთ ორგანიზაციები და მისი ტიპები. ნუ , ბიუროკრატიის სტრუქტურაზე ლაპარაკს არ ვაპირებ, უბრალოდ, გამახსენდა, რომ ფრანგებმა ბიუროკრატიას ” ქაღალდოშემოქმედება” [ქართულად -ქაღალდომანია] შეარქვეს. თუმცა ბიუროკრატიის ეს მხარე დიიდ ნაკლოვანებადაა აღიარებული და ორგანიზაციების პათოლოგიებში შედის. აქ წერია, რომ ბიუროკრატიული აპარატის თანამშრომლები ჩვეულებრივ არ ითვალისწინებენ თავიანთი ორგანიზაციების დიდმასშტაბიან მიზნებს, გართულები არიან ბლანკების შევსებით, მათი დაუმთავრებელი შემოწმება-გადამოწმებით და ა.შ. და  სწორედ ეს არის “ქაღალდოშემოქმედება”..

ბავშვობაში დამცინოდნენ, ” საბუთება”-ს მეძახდნენ :ლოლ: სადაც სახლში დედაჩემის და მამაჩემის რვეულები, ფურცლები და ა.შ. ეყარა, ყველაფერი ჩანთაში მქონდა.  ნაბეჭდები განსაკუთრებით მიყვარდა : )) მერე, ცოტა რომ გავიზარდე და სკოლა და ა.შ. აუცილებელი მოთხოვნილება იყო, რომ ჩანთაში რაც შეიძლება მეტი წიგნი და რვეული მქონოდა. მხრები მძვრებოდა, მაგრამ მაინც ! ეგ ჩვევა მამენტ ეხლაც მაქვს..მაგრამ ეხლა სად მაქვს იმდენი სათრევი , სკოლაში იყო უბედურება- მთელი კვირის წიგნები დამქონდა და + ერთი ცალი ის წიგნი, რასაც იმ პერიოდში ვკითხულობდი ხოლმე. ფურცლები , ბევრი ფურცლები იყო ჩემი მოთხოვნილება :ბის: ეხლა რომ ვმეცადინეობ ხოლმე, თუ გარშემო ბეევრი ქსეროქსი- ფურცელი და ა.შ. არაა მიმოფანტული, ვერ ვსწავლობ, ვერ ვწერ და ა.შ. კომპიუტერის მაგიდასთან ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ბევრი ფურცლები ყრია გარშემო, ყავის ცარიელი ჭიქა დგას [ეს ბიუროკრატიასთან რა შუაშია, მარა..] და ისევ და ისევ ბევრი საკანცელარიო ნივთები :ბის:

უი, კინაღამ დამავიწყდა . პ.ს. ძაალიან გასაოცარი სტატია დადო დღეს რუსამ ბლოგზე. ბასილ კობახიძემ გადაუგზავნა. რომ წავიკითხე ყბა დამძვრა :დ ა, ციტატა :

როცა დედას რძე არ აქვს, ცხადია სულიერი დარღვევებია საძიებელი: ბავშვი მარხვაშია ჩასახული, ქალს ორსულობისას ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდა… ეს ზომოქმედებს ქალის როგორც სულიერ, ისე ხორციელ მდგომარეობაზე, შესაბამისად, აისახება ახალშობილზეც..

გავ-ჭე-დე!   აი არც ვიცი რა უნდა თქვა ამაზე..მოკლედ, დანარჩენი მარაზმები იხილეთ ბლოგზე>  აქ   <

კომპასი 28.03.09

როგორც იქნა აღარც გლობალი უზრდელობს და აღარც ძალიან მეძინება, ანუ პოსტის წერას ვიწყებ. გუშინ დილანდელ პოსტში  იქ გავჩერდი, დაძინებას რომ არ ვაპირებდი, მაგრამ დაახლოვებით 6-ის ნახევარზე მივხვდი, რომ აბსოლიტურად უაზრო მზერით ვიჯექი და წავედი დასაძინებლად. ასე 15 წუთი გულიკები ამომივიდა თვალებიდან , მაგრამ იმის თავიც აღარ მქონდა ისე მოვქცეულიყავი, როგორც მაგ დროს ვიქცევი ხოლმე [სმსკი, სპაკოინი ნოჩინკი :ლოლ: ] და ბედნიერი ღიმილით ჩამეძინა. მხოლოდ საათნახევარი ვიყავი ამ ნეტარებაში , დამაფეთეს უცებ და აი მაგარი არაადეკვატურად წამოვხტი. ჰოპ-ჰოპ და მაშინვე რაღაც ხუმრობები დავიწყე. ერთ ხუთ წუთში ეიფორიამ გადამიარა და გავირინდე . მერე მივხვდი, რომ უი, ტანსაცმლით დამიძინია :დ

picture-0263

ტანსაცმელს თავი დავანებოთ და ცოტა ხანს გამოვჩანჩალდი, მიხა ოფროუდერების ფორუმზე პოსტავდა მარტო ეგ კადრი მახსოვს, უაზროდ ვიბოდიალე და ჩავწექი ისევ. ოღონდ ამჯერად კეტებით. ჩვეულ სმენაში მდგომი ჯარისკაცივით გაჭიმულს მეძინა, მუცელზე..მერე დამცინოდნენ,კეტები გამოყოფილი გქონდა საბნიდან და მკვდარივით გეძინაო…ხოდა დიდხანს არ დამცალდა,  რა თქმა უნდა. წავედით ეკლესიისკენ..სანამ რუსა გაემზადა ეზოში ვმაიმუნობდით, ნანო ჭეშმარიტ ჰარი პოტერზე მესაუბრებოდა [იხ. სურათი]. ბოლოს გამოანათა რუსამ და გავუდექით გზას .. Read the rest of this entry »

კომპასი,შიდა სამზარეულო

დიღმის ჰაერის თანხლებით ვიწყებ პოსტის წერას, ღამის 4 საათია აგერ უკვე..როგორ მოვხვდი ამ გაუგებრობაში და ხვალ კომპასია [თუ რა არის კომპასი, ამას ჩვენ შევიტყობთ რეკლამის..ტფუი, ხვალ ! ]. რა თქმა უნდა, ასეთი ფართომასშტაბიანი თამაში , თამაშის წინა ღამეს უნდა დაიგეგმოს. ვზივართ და საღამოს 10 საათზე დაწყებული საქმის ბოლომდე გაყვანას ვცდილობთ.  სამუშაო ფრიად რთულია. წეღან ისეთი 4 ეტაპიანი მინიშნება ვიხლაფორთე მერე საკუთარი თავით ვიამაყე :დ  მესამედ ვაკეთებთ კომპასს და სამივეჯერ წინა ღამეს ვიხოცავთ თავებს. ეს იმ დროს, როცა თამაშამდე ერთ თვეზე მეტი ხნით ადრეა დათქმული დღე. მაგრამ მე არ მახსოვს არც ერთი ჩავარდნა :ბის: ყველაფერი იდეალურად კეთდება..რაც მთავარია , ყველაზე კარგი დაგეგმვის პროცესია- თავის ოხუნჯობანით :დ დღეს ანდაზების მოზღვავება ვიგრძენით და ქალებზე რაღაც საოცარი ანდაზები ითქვა, მაგრამ არც ერთი არ მახსოვს, გვერდით მჯდომ ზურას ვეხვეწები გამახსენეთქო, მაგრამ ისეა გართული სკაიპში პერსპექტივაში სატრფოსთან ლაპარაკით, არ მაქცევს ყურადღებას, ამიტომ იძულებული ვარ თხრობა განვაგრძო.. მოკლედ, მირჩევნია დღეს შემოგახედოთ შიდა სამზარეულოში, ვიდრე ხვალ უგრძელეს პოსტში მოვყვე მთელი ისტორია.. ყურადღებით დაათვალიერეთ სურათები, სხვაგან სად ნახავთ ეპისკოპოს ქალს ფიცრების ხერხვის პროცესში :ლოლ:  Read the rest of this entry »

შოკოლადი და ნიზლობინი

ბოლო დროს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნიზლობინს ყვავა ამარაგებს ხუმრობებით, ანდა  ყველა ქალი ერთნაირია, ან კიდევ  ნიზლობინს ყავს ჩემი ორეული ქალი სახლში :დ  ეს მე კი ვხუმრობ, მაგრამ აშკარად მძიმე ცხოვრება აქვს :დ დღეს ვუყურებდით ერთად  Женщины используют нас.- ს  , ხოდა რამის გავწითლდი ეს შავი ქალი ერთი-ორ მომენტზე ისე ამოვიცანი ჩემი თავი :mrgreen: ნუ ერთ-ორ კი არა ზუსტად ორ მომენტზე პრინციპში, ერთი- თუ ერთად არ ცხოვრობთო ყოველ ღამე მესიჯებიო..ხოდა ჩემი გულიკებიანი მესიჯები შემომახსენდა .. და რააც აი ყველაზე მაგარი იყო [ცოტა ხნის წინ გავჭედე კაკრაზ ამაზე]  – საყვარელო , დღეს არა, ბევრი სამუშაო მაქვს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ გაღუნული ცხვირი გაქვს :დ .. ააა ძალიან მაგარია :mrgreen:  i love this boy რა : )) მწარე-მწარეებს კი ამბობს ხოლმე, მაგრამ :) ეხლა გადავიდეთ ფრიად მნიშვნელოვან საკითხზე.. ვინაიდან ” უ ნეგო სეგოდნია მგონო რაბოტი” , სახლში წამოვედი და შოკოლადიც ამ შუაშია ზუსტად.. [:უსერ:] ნუ შემიძლია სურათიც გაჩვენოთ..ეს ჭიქა მიყვარს, ოღონდ ტაშტივითაა, ნამეტანი ბევრი ეტევაpicture-1131 შიგნით და ბოლომდე ვერ ვსვამ..ისე ახლა რომ ვუყურებდი, მივხვდი, რომ ჩემს ახალ ჰედერს მოუხდებოდა მაგ ჭიქის ფრაგმენტიც : ))
ყავის ფონზე განვაგრძოთ დღის ისტორია. დღის ღირსშესანიშნაობა – ჩემი აღმოჩენა, რომ გავიზარდე..არა, არც სიგრძეში, არც სიგანეში [დღეს შენიშნეს ძალიან გახდიო oO] არც სხვადასხვა რაზმერებში [გულმკერდის არეს თუ არ ჩავთვლით], უბრალოდ დღეს ჩემი კლასელები ვნახე. 4 გოგოა, რომელიც უკვე კარგა ხანია დაქალობენ და 24 სთ. ერთად არიან. ხოდა სკოლაში როგორც იყვნენ თითქოს ეხლაც ესე..აი წიპა ბიჭების სია რომ გვქონდა მე და ესმას ჩამოწერილი .. :ლოლ: მარა სოუ ლავლი, სკოლაში დაბრუნებულად ვიგრძენ თავი :ბის:  რომ გავაცილეთ ესენი , მუცელმტკივიარე თამოსთან ავედით. ხოდა აი ისეთი რამე იპოვნა..და ვაბშე ისეთი რამე ჰქონდა შენახული , რომ კიდევ ერთხელ გავუსერდი : )) წერილი, რომელიც მეთერთმეტე კლასში დავუწერე, როცა მოსამზადებელი წელი გვქონდა და ყველა გადიოდა ჩვენი სკოლიდან. ხოდა საკუთარი იუმორით აღვფრთოვანდი.. ტოესწ ბოლო ფრაზაზე- მსუბუქი იყოს შენთვის 108-ე სკოლა.. [108-ში გადადიოდნენ,,უჟასი სკოლაა]. ა, წერილი: Read the rest of this entry »

ჰედერი

ბლოგის გახსნის დღიდან ჩემს ჰედერს, როგორც იტყვიან ვეუზრდელები :mrgreen: დავდივარ , დავეხეტები ინტერნეტში და სადაც რამე სურათს წავაწყდები ყველაფერს ვარგებ ბლოგს. ძლივს არის, რომ ერთ დიზაინზე შევჩერდი, ახლა ჰედერის ცვლის მოთხოვნილებაც უნდა შევაჩერო როგორმე. რისი ბრალია ჰედერის უქონლობა- იმის, რომ არც ერთი არ მომწონს..ამიტომ დღეს გადავწყვიტე მეთვითონ შემემუშავებინა ჩემი ჰედერი. ვინაიდან შევატყვე, რომ ფოტოშოპი ჩემს ფანტაზიას ვერ დააკმაყოფილებდა, მეთვითონ გადავიღე სურათები. საბოლოოდ კი შევჩერდი ერთ-ერთზე იმიტომ, რომ ჯერ ერთი ზედ აღბეჭდილი  საყვარელი რვეულის ყდაა, რომელზეც თავის მხრივ გამოსახულია  ჩემს მიერ ერთ-ერთ ლექციაზე შექმნილი ნახატი [აზრი დევს მაგ ნახატში, მაგრამ მეზარება ეხლა ახსნა] და გლობუსი-საათი უდგას გვერდით..საბოლოო ჯამში გამოიყურება ასე [მართალია ჰედერზე ხედავთ, მაგრამ პოსტში იმიტომ ვდებ, რომ რა ვიცი რა ხდება, იქნება კიდევ შევცვალო :დ ]:

header6bmp სანამ ამას ავარჩევდი კიდევ იყო ვარიანტები..ლიფიანი ვარიანტები.. :

headerbmp მაგრამ  ლიფიანი რა პონტში, ლიფი კაი ბიჭის დაიკოს აცვიათქო და … :დ

მგონი დამთავრდა ტანჯვის ერა.. ის ის არის :ბის:

მოსწი და მასწი

მერვე თვე იწყება, რაც მოსწავლე მყავს. სექტემბრის ბოლოსკენ დავიწყე მოღვაწეობა ამ დარგში..დღეს რომ ვიყავი, რაღაცნაირად მეგონა, რომ ეს იყო მოსწავლე-მასწავლებლის იდეალური ურთიერთობა. თავს უფლებას ვაძლევ გამოცდილება გაგიზიაროთ, იქნება გამოგადგეთ როდისმე :)

არსებობს აზრი, რომ მოსწავლესთან მეგობრული უერთიერთობა გამოიწვევს ზღვარის წაშლას მათ შორის, გამოიწვევს პატივისცემის დაკარგვას, რაც თავის მხრივ სწავლის ხარისხსაც დააქვეითებს. ანუ მოქმედებს დიადი პრინციპი- შიში შეიქმს სიყვარულს, რაც თავის მხრივ ფრიად არასწორი მიდგომა მგონია..ამ 8 თვის მანძილზე იმდენად დავუახლოვდით, რომ ძალიან გახსნილად მიყვება თავის ამბებს.  დღეს მითხრა, რომ ძალიან ნერვიული ვარო, მეტირება ხშირად ნერვიულობისგანო და ექიმთან წამიყვანენ ალბათო. წინა გაკვეთილზე რომ მივედი ნამტირალევი დამხვდა და აღმოჩნდა, რომ მათემატიკაში დაუმსახურებელი 9-იანის გამოყოლის გამო ტიროდა :) 10-იანს ელოდებოდა..გარდა ამისა გაკვეთილის მანძილზე ათას რამეს მიყვება, კლასის ამბებს და ა.შ. მართალია ეს გაკვეთილის დროს წელავს, მაგრამ მგონია, რომ მისთვის მნიშვნელოვანია  , რომ ვუსმენ და ამიტომაც მიყვება. მეც ბოლომდე გულდასმით ვუსმენ და მხოლოდ ამის შემდეგ ვაგრძელებ გაკვეთილს. უკვე საერთო რამეები გვაქვს, მაგალითად მისალმება-დამშვიდობება, ხელის ჩამორთმევის მრავალმხირივი ვარიაციებით :დ .. ეს ყველაფერი მეხმარება იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ცუდ ხასიათზეა და სულაც არ უნდა გაკვეთილი, მიყვება პრობლემას, მერე მშვიდდება და ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ მეცადინეობას.

რაც შეეხება მეცადინეობის მეთოდებს, ბოლო რამოდენიმე გაკვეთილია მოვიფიქრე მეთოდი, რომ ერთმანეთს ვეჯიბრებით კითხვაში. საერთოდ, ძალიან ეზარება ერთი ტექსტის რამოდენიმეჯერ წაკითხვა და დარწმუნებული ვარ, არა მარტო მას ეზარება [ჩემი თამადობით ყველასაც ეზარება] . ხალისით რომ წაეკითხა, შევთავაზე შეჯიბრი, რომ ორივეს ერთდროულად წაგვეკითხა და კითხვისას ვინც წაბორძიკდებოდა, ის აღინიშნებოდა და საბოლოო ანგარიშში წაგებულს კიდევ ერთხელ უნდა წაეკითხა ტექსტი. რაც მთავარია , ყოველი შეშლისას ახლიდან ვიწყებდით ტექსტის კითხვას და გამოვიდა, რომ ზუსტად 10 წუთში რამის ზეპირად მიყვებოდა : ) ამ მეთოდით ისე კმაყოფილი ვარ, საკუთარი თავით ვამაყობ..ასე რომ , იმეგობრეთ მოსწავლეებთან :დ

და პ.ს. დღეს ცხოვრებაში თითქმის პირველად გამომივიდა ისეთი ომლეტი, როგორიც მინდოდა და ისიც ძირს დაენარცხა. აზრზე არ ვარ როგორ, რატომ, ტაფა გადმოინთხა და აესე ლამაზად და სიმეტრიულად დაემხო იატაკსა ზედა. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ იმდენი ძალა მაინც შემრჩა სურათი გადამეღო..ეხლა ამ სურათს სამზარეულოში გავიკრავ, რომ სულ მახსოვდეს -ყურადღებით რომ უნდა ვიყო :დ

picture-104

რასა ვიქმ თუ რაღაც ამდაგვარი

[იდეაში რასა ვიქმ-ული პოსტია]

ადრე ვწერდი ხოლმე ერთ რვეულში რჩევებს საკუთარი თავისთვის მაშინ, როცა დედაჩემი და მამაჩემი მაბრაზებდნენ ხოლმე. ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ მე იგივე არ გამეკეთებინა ჩემი შვილისთვის , არ დამეშვა იგივე შეცდომები, რასაც ჩემები უშვებდნენ ჩემთან. ხოდა ის რვეული არ ვიცი ახლა სად არის. აქ დროდადრო დავწერ ხოლმე რა არ უნდა ვქნა და აი თუ ვქენი, მაშინ ვიქნები მე არამზადა :უსერ: მოკლედ :

  • გვიანობამდე გასვლა სახლიდან [ჩემი ტკივილი]  , ან თუნდაც ღამე, 18 წლის რომ გახდება, მაშინ მაინც უნდა გაუშვა შვილი ყველგან.  იმიტომ, არავითარი განსხვავება არაა დღესა  და ღამეს შორის.  დღისითაც არაჩვეულებრივად მოახერხებს ყველაფრის გაკეთებას !
  • წარა-მარა წამოყვედრება, რომ “გაჭმევთ, გასმევთ” არაა საჭირო. უამათოდაც ვიცი და მაგიტომაა რომ სახლში 9 საათზე ვერჭობი ! ხოდა აი მე ჩემს შვილს ვარჩენ კიდეც და არც 9 საათზე დავარჭობ სახლში.სრულწლოვანებამდე ისე უნდა აღზარდო, რომ დარწმუნებული იყო, დამოუკიდებლად აზროვნების უნარი ექნება და მაინც იმას გააკეთებს, რაც სწორად მიაჩნია. აი ეს იქნება ჩემთვის ყველაზე მაგარი, დამოუკიდებლად აზროვნების უნარი თუ ექნება შვილს ! ვოტ..

დღეისთვის ეყოფათ.. ტოესწ მეყოფა. ეხლა საუკეთესო კომპლიმენტი [ფორუმზე არის თემა, ვირტუალური ოჯახიო თუ რაღაც. ხოდა ერთი გოგო მეხვეწებოდა მედედამთილეო და იამ დამიპოსტა ეს რამე ]:

curlybmp1 ხოდა :უსერ: როჟა გავიჩითე :დ  რეიზათქვა ვკითხე და ააი რა ვიციო, ძალიან მაგარი იქნებოდაო.. კიდო გუშინ, მე და პიკო რომ დავბოდიალობდით პირველი კორპუსის ეზოში, ჩემი ერთ-ერთი სააყვარელი უსერი შემხვდა [Sister] და რომ დამინახა ჩვენი ფორუმის საუკეთესო მოდერატორიო ესე თქვა. თან თქვა ესე კარგად არ ვყოფილვარ არასოდეს საფიხვნოშიო და გულიკები დამემართა. არც ისე ადვილია კომპლიმენტი ამისგან და ააა.. კარგი იყო :ლოვე: ისე დღეს წესით უნდა დამეწერა რძლებზე და დედამთილებზე და მეზარება და მშია :დ მერე ვქნავ…

პ.ს. ჩემმა ერთ-ერთმა მკითხველმა და ადამიანმა,რომლის აზრი მართლა მნიშვნელოვანია ჩემთვის, მითხრა, რომ ბოლო დროს აღარ მომწონს შენი ნაწერებიო.. ხოდა ჩავწვდი ვითარებას და მივხვდი, რომ პროსტა რაძი კაიფა პოსტები მაქვს ბოლო დროს და ეტყობა ბლოგს : | მაგრამ ზოგადად ეგრე ვარ ეხლა მე, ზარმაცულად და გამოვასწორებ რომ გადამივლის : )

ორი პოსტი

ქვემოთ მდებარე პოსტში მინდა ვისაუბრო ორ თემაზე ერთად  იმიტომ, რომ არც ერთი მათგანი დიდად სალაპარაკო თემად არ მიმაჩნია, მაგრამ რამეთუ ხელები მექავება პოსტის დასაწერად, ვეცდები მათი გაერთიანებით თავი ავიცილო ორი მეორეხარისხოვანი  [:დ] პოსტის დაწერა და დავწერო მხოლოდ ერთი :mrgreen:

მაშ ასე, პოსტი ნომერი ერთი : Message archive

მესიჯი იმისთვის არის, რომ წაიკითხო და წაშალო (c)  ყვავა

ამ ფონზე ჩემს ტელეფონში ყველაზე ძველი მესიჯი არის :

inbox – 26.07.2008

message archive- 08.08.2008 [ბრრ]

ინბოქსი შეიცავს ყველა ივლისიდან მოყოლებულ ჩემს საყვარელ მესიჯებს. არქივი მოიცავს აგვისტოდან შემოსულ ჩემს საყვარელ მესიჯებს, ოღონდ მარტო ყვავას მესიჯებს :დ ინბოქსი სახალისოა იმიტომ,რომ იქ იპოვნით ისეთ მესიჯებს, როგორიცაა:

ენდორფინი არის ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა თავის ტვინის უჯრედების მიერ და განაპირობებენ კარგ ხასიათს. მსუქნებში უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა ენდორფინი და იმიტომ არიან ბუთხუზები უფრო კეთილები და თოვლის ბაბუც იმიტოა მსუქანი : )  [ლელა]

ნუ აქვე აღსანიშნავია ლელას კიდევ ერთი დიადი მესიჯი, დაბადების დღეს რომ მილოცავს-ის.. [ჩიტის რძე არ მოგკლებოდეს :დ :დ :დ ]

რაც შეეხება არქივს, იქ ცოტა მძიმე სიტუაციაა და მაინცდამაინც არ მიყვარს შეხედვა. აგვისტოს დღეებს მახსენებს ხოლმე. ცუდ ხასიათზე რომ ვარ მარტო მაშინ ვკითხულობ.. უი, ერთი-ორი  ვიპოვნე არააგვისტოსი , უკაცრავად, ვაქვეყნებ :

ბავშვები გააღვიძე, პიანინო გამოიტანე კუხნაში..

კაცმა რომ თქვას რა შესანახია ახლა მესიჯები. მაგრამ რავიცი ნუ..მიყვარს მაინც…

თემა ნომერი ორი : მთვრალი კაცი,კაი კაცი..

მთვრალი კაცი კაი კაცი? .. ჰმ ! ესე იგი, არსებობს ორნაირი მთვრალი ყვავა. ერთი, როცა ჩემთან ერთად არის და მეორე, როცა თავისთვის არის და ფორუმზე პოსტავს. როცა ჩემთან არის, ძალიან იდეალური მთვრალია ხოლმე. ისეთ რამეებს მეუბნება, რასაც სიფხიზლეში ცოცხალი თავით არ იტყვის :დ ძალიან ტკბება ხოლმე..ხოდა მეორე მთვრალია, როცა ინტერნეტთან ზის. აუ რეებს პოსტავს ხოლმე. აეხლა, გავიღვიძე ჩემთვის ამ დილას, მშვიდად, წყნარად და დამხვდა ამის პოსტი :

აუ აღლა დიდი ზიამოვნებიდ ავიღებდი ერდ გოგოზ და მივაბამდი ზაძოლიზ დავზე, მერე მე ჯავიძვამდი მღედრიზ ბორმაზ და ღელჟი დავიჯერდი ბადარა მადრაღზ, ღოდა რომ მოვაჯდებოდი აზე, მღედარივიდ და მაგ ბადარა მადრაღზ დავარდღამდი, ვედღოდი – აღაა! ეგრე არ გინდოდა ღომ, ჯემო ბედაურო, მოდი მე ვიგნები ჟენი მღედარი და ჟენ იღავი ჯემი ძღენი…

ღოდა ეგრე
აი ჯაზდ ვონა ვაგ იუ!

amelia
აუ ჟენ ზალიან მეზნობი…
ღომ არ გინდა ჟემი… ა? ღო, გაი, გაი… რადომ იგინები…
მე ღომ მღოლოდ ჟემოგდავაზე…

amelia
არ ვიძი, ბარგაბ მე მინდა, რომ ჟენ იღო ჯემი ჟვილიზ დედა…
…ერდ-ერდიზ… :givi:

ღრრ..ხომ აიშლები ნერვებზე ?  აიშლები ! რა უნდა ა? ვზივარ ჩემთვის, წყნარად, არაფერს ვაშავებ და გამოიჩენს ხოლმე მერე ისეთ რამეს, რაზეც შემიძლია თვეები ვეჯიჯღინო..

ჩვენი ბურთები თქვენს ბურთებზე დიდია

picture-0941

სათაურს და ამ ბანერს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მეც ვერ გავიგე :დ

აგერ ამ ბარში ვუყურე დღევანდელ თამაშს. რაგბი სულ ორჯერ მაქვს ნანახი, ერთი სტადიონზე და მეორე მანდ. ამ ორი თამაშის მანძილზე მივხვდი , რომ :

  • ჯობია უყურო ქართულ რაგბს, ვიდრე ქართულ ფეხბურთს
  • რაგბის ყურებისას შეგიძლია მთელი ბოღმები ამოანთხიო
  • როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს, შეგიძლია თავიდანვე გარანტირებულად ჩათვალო,რომ თამაშისგან სიამოვნებას მიიღებ
  • ძალიან სექსუალური თამაშია :დ
  • თუ სპორტული ბალღი გეყოლება რაგბზე უნდა ატარო :mrgreen:  [რა თქმა უნდა მას შემდეგ, რაც მუსიკაზე მიიყვან :დ ]

განსაკუთრებული სარგებლობა :

  • იგებ გინებას, რომელიც აქამდე არ გაგიგონია. მაგალითებრ – შენ [ცენზურა]  ტუფლის რაზმერი  და მისთ..
  • თუ მოიგეს გარანტირებული გაქვს მთელი საღამო კაცის კარგ ხასიათზე ყოლა
  • თამაშის მერე მიდიხარ სადმე, მაგალითად თაღლაურაში და იქედან წამოსვლისას ისმენ შენს სადღეგრძელოს … განსაკუთრებით გულაჩუყებული ისმენ ორზოს და უზულას სადღეგრძელოებს და იგებ, რომ ძალიან კარგი წყვილი ვართ : ))

პ.ს. მაგრამ მაინც ცუდ ხასიათზე მოდიხარ სახლში იმის გამო, რომ ამ ყველაფრის მერე, შენ არ შეგიძლია აეროპორტში დახვდე თამაშიდან პირდაპირ გამოფრენილებს და იძულებული ხარ მოემსერო სახლში 8 საათზე, ამეცადინო მოსწავლე, მერე ამოხვიდე სახლში და პოსტი დაწერო :უსერ:

Just Another Love Song

იხ.კლიპი, რომელიც ბავშვობაში მომწონდა მუსიკალური მხრიდან [მხოლოდ იმიტომ, რომ კლიპის არსს ვერ ვწვდებოდი] და ახლა უკვე მუსიკიან-კლიპიან-იდეიანად მომწონს. დღეს “რამის” ძებნაში გართულს გამახსენდა და ბოლო ნახევარი საათია ჩავიხვიე : )) [ეს სენია, ვიხვევ ყველაფერს ერთი-ორი დღით]. აი ძალიან მაგარია. ყველაზე საყვარელი მომენტები :

  • დასაწყისში რომ ბირჟაობენ ქვემოთ ისინი[კარგი სკრინშოტი ვერ გავაკეთე და შევეშვი..]
  • ზმანი არის ზეე

lovesong2bmp

  • და ეს ზე საყვარელი მომენტი :უსერ:

lovesongbmp ეხლა კი ტადააამ :ბის: კლიპი :

ჯერ პირდაპირი ლინკი : http://www.youtube.com/watch?v=KpZiOhbnNvg

ეხლა მივყევი და ვუსმენ ამათ N’evergreen-ის რამეებს  და რა კარგები არიან :უსერ:

და პ.ს. ღირსშესანიშნავი მოვლენა. აი ეს რომ აღმოვაჩინე გავბედნიერდი. მაშ ასე, იხილეთ :ევილ: , ოღონდ აი ჩემი კიკინებით .. ვაი რა მაგარია :

792284ad8e90ce400f801910ea596527

სერიალები კილლზ

წესით ამ პოსტს ეხლა სულ სხვა შინაარსით უნდა ვიწყებდე. იმით, რომ როგორ ყვება აბსოლიტურად მშვიდი სახით 4 წლის შვილის დედა, რომ მას ბიჭმა ტუჩებში აკოცა და შეყვარებული ყავს და რა ვქნა და ა.შ. ჯერ ვერ გავერკვიე ეს მშვიდი სახით უნდა მოყვეს თუ არ არამშვიდით თუ სულ არ უნდა მოყვეს.. [ნუ ამ ეტაპზე მგონია, რომ სულ  არ უნდა მოყვეს, იმიტომ, რომ მერე საგონებელში არ ჩავვარდე მე ] მეზობელთან ვიყავი ჩასული და ის ყვებოდა ამ ისტორიებს. თავიდან დაიწყო იპრანჭებაო, ესეო, ისეო და ა.შ.  მე ჩემი თავი გამახსენდა, 3 წლის რომ ვიყავი ჩემზე ძაალიან [მგონი 18 წლის]  ბიჭი მიყვარდა და ეხლაც მახსენებენ , რომ ხედავდი წითლდებოდიო. მაგრამ მე ამ კოცნის ამბავმა დამაბნია ძალიან. ეხლა ვცდილობ წარმოვიდგინო ჩემმა დამ რომ ქნას ეგრე.  ვფიქრობ და ვერაფერს ვერ წარმოვიდგენ რა რეაქცია უნდა მქონდეს. პროსტა ერთი მხრიდან ძალიან სასაცილოა..მეორე მხრივ კიდე სერიალები მახსენდება და ბოღმით ვსკდები. ანუ მე ამ ყველაფერს სერიალებს ვაბრალებ რა..ამ ყველაფერს კი არა, აი ეხლა გუშინ დამთავრდა ერთი სერიალი რუსთავზე, ბედთან მებრძოლი ერქვა, ხოდა მაგ ფილმში ერთ 15 წლის ლაწირაკს ყავდა ბავშვი, სხვა კაცისგან კიდევ ერთს აჩენდა და ფილმის ბოლოს ბედნიერი სახით უკითხავდა ლექციას სხვა ბავშვებს, რომ თავი დაიცავით და პრეზერვატივი და აბები იხმარეთ და ა.შ. არადა სანამ ბოლო სერია მოვიდოდა იმდენი თვის მანძილზე, ვიღაც უტვინო ბალღს ხომ ეგონა, რომ ყველაფერი ისეა,როგორც ტელევიზორში უყურებს. აი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოქმედებს ყველაფერი რა..ხოდა , მაინც ისე გამომივიდა, როგორც წესით არ უნდა დამეწყო. გადავიდეთ მთავარზე :  მე და დედა რომ ამოვედით იმ მეზობლისგან, მამამ და დედამ პატარები გამოყარეს ლოჯიდან და დამიძახეს. ძალიან სერიოზული ტონით მკითხეს- შენი აზრით, ქეთი ან ნინი როგორ უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგანო. ღმეერთო ჩემო, თვალები გამიბრწყინდა,რჩევა მკითხეს :ბის: ნუ მეც გავეცი განკარგულება , სერიალებს ცალი თვალითაც აღარ შეახედოთ, აუხსენით, რომ მანდ რაც ხდება, სინამდვილეში ყველაფერი ისე არ არის , ეს ყველაფერი ძალიან მეგობრულ-დაქალური ტონით უთხარით და რაც მთავარია შემთხვევით არც ერთის  ყურამდე არ მივიდეს ამ ჩვენი მეზობლის ამბავითქო : )) რამე თუ დავაკელი დარიგებას, არ მოგერიდოთ :დ მოკლედ, რა ვიცი, მე მაინც მგონია,  რომ იმ დედას მშვიდად და გაღიმებულად არ უნდა ეთქვა ეს ყველაფერი და მომკალით :უსერ: ამათ უხარიათ, რომ უი, შვილი ნახე რეებს შვრება, რა მაგარი მოსაყოლია, რა საყვარლები ინებოდნენ ამ მომენტში  და ა.შ. და სინამდვილეში ხელში შეგვრჩა უაზრო რამეებით ტვინგამოტენილი ბავშვი . არ მომწონს ეს ამბები.. ამას + ცოტა ხნის წინ ერთ სემინარს დავესწარი და იქ მომხსენებელი ყვებოდა, სადაც მე ვმუშაობო, სამუშაო დღის მერე უამრავი 14-15 წლის ბავშვი მოდის აბორტის ჩუმად გასაკეთებლადო და ყველაფერი ჩამწყდა რა..მერე იტყვიან სკოლაში არ უნდა ასწავლოთო სექსოლოგია..და ვაბშე, მოაშორეთ სერიალები, ან ბავშვები გადამალეთ :ბის: …

ამფეტამინ

1yearbmp გულიკები მაქვს თვალებში 127fs47309782

ოდღე ბლოგერეზ ჟეგრება

350z-carwash-23ვიდრე დავწერდე დღევანდელ ფრიად ამაღელვებელ დღეზე, მინდა გითხრათ, რომ ამ ზაფხულს სიამოვნებით ვიმუშავებ მანქანის სამრეცხაოში. დღეს ერთი მანქანა დავინახე, ძალიან ჭუჭყიანი იყო და რომ გავიფიქრე- ამას რა კარგად გავრეცხავდითქო, მომაგონდა ბავშვობის დიადი ოცნებები ამასთან დაკავშირებით, როგორ მინდოდა მეც მერეცხა მანქანები.. ეს ისე,მოწოლილ ემოციათაგან დასაცლელად..

ეხლა კიდევ რამოდენიმე დღის წინ ავტობუსში უცბაშად მოფიქრებულ იდეასთან დაკავშირებით..რომ მივხვდი, რომ აგერ უკვე რამდენი ხანია ხატია და ქრისტინე არ მინახავსთქო, გადავწყვიტე არ შევპუებოდი მათ მრავალრიცხვოვან  განსაცდელებს, დამეხსნა ქრისტინე აბიტურიენტობის მძიმე ტვირთიდან , ხატია სამსახურ-უნივერსიტეტ-შეყვარებულის ტყვეობიდან და მეტი სტიმულისთვის შევუთვალე -  სვითი მომყავსთქვა..და ჰოი, დღეს აღსრულდა :ბის: ჩვენ საათნახევრით ადრე მივედით და სანამ სვითი მოვიდა [ერთი საათის დაგვიანებით], რაც კი სადმე ბლოგი იყო გავჭორეთ , მერე ანეგდოტების მოყოლაზე გადავედით და ბოლოს რამის მეორე წრეზე რომ მივდიოდით ბლოგების განხილვისა, მოვიდა მთლიანად გავარდისფრებული სვითი..ნუ  რომ მოვიდა და ხატია და ის გვერდი-გვერდ დადგნენ მე და ქრისტინემ უკან დავიხიეთ, ბომჟებს ვგავდით ისე გვეცვა :დ მაგრამ  თავი დავიწყნარეთ- დღეს კაცები ჩვენ ვიყოთ მაშინო [ეს ის არ არის რასაც თქვენ ფიქრობთ]  და შევედით მაკში. ნუ იქ ცალკე ისტორიებია ტუალეტში რომ შევედით და სანამ ჩვენ ვპოზიორობდით , აირწინაღების საჭიროება რომ გაჩნდა და ა.შ. მძიმედ მახსენდება, არ მინდა..მერე იმდენი ვიბოდიალეთ შარდენზე ამოვყავით თავი ერთ-ერთ კაფეში. “19″ ერქვა და ნუ სიმბოლურად, დღესაც 19-იაო და შევედით. აი არ მიყვარს შარდენზე ჯდომა და მომკალით. 3 ლარი ღირდა ერთი წყალ-წყალა ჟასმინის ჩაი. ზატო ბევრი ვიცინეთ..ერთი იდეა დაიბადა იქვე და ტექსტის დალაგებისას აღმომხდა- თვეში 4000 ვიზიტორი მყავსთქო და სვითის ოღრაშულმა გონებამ აღიქვა შესაბამისად – საღოლ შენს გაძლებასო :დ .. აი რაღაცნაირი კარგი დღე იყო :უსერ: მიუხედავად იმისა, რომ თავბრუ მეხვეოდა და გულის რევის შეგრძნებანი არ მასვენებდა [ეს ის არ არის რასაც თქვენ ფიქრობთ 2 ],  მიუხედავად იმისა, რომ სვითის და ხატიას ქუსლებმა თავი კაცებად გვაგრძნობინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქუსლების გამო სული გასძვრათ ორივეს, მაინც კარგი იყო :ჯუმპ: ეხლა სურათები [ეს ცოტა სურათებია,ხვალ მივამატებ დანარჩენს აქვს აპდეიტით ] Read the rest of this entry »

რეიზა?

დღეს ვიყავი ინტერნიუსში..გვანახეს ყველა კლიპი. ისე ჩემი აღარ დამევასა :სპყ: ..გავიგე ერთი ზედებილობა რამე, რომ თურმე ჩვენი ექსპრესი იმედზე აღარ გადის , იმიტომ, რომ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე დაიწყეს ლაპარაკიო, +  ნუ ჰელოვინის ამბები, ეთერში რომ მაინც არ გააშვებინეს . მე კიდე მეგონა, რომ ესეთები აღარ ხდებათქო :mrgreen: იმედია რუსთავი 2 იზამს რამეს :სპყ: .. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კლიპის ნახვა დიდად არ მესიამოვნა , გამიხარდა იქაურობა. ტრეინინგის დღეებში ისე კარგად ვიყავით იქ :უსერ: თან ჩვენი საყვარელი ადგილი [სამზარეულო] დამღლელი ნაწილის მერე ისე კარგად გამოიყურებოდა :დ .. ეს კიდო მე და ბესო [ამის ურლ მევასება]რა ნაშები ვართ :ევილ: ისე თმას ყურადღებას თუ ვაქცევ რა კარგად ლაგდება ხოლმე..

picture-074

picture-075 დღეს ჩემი საყვარელი საუზმე ვჭამე ჩემს საყვარელ გრანდიოზულ თეფშზე :დ და ისე მიყვარს ეს საჭმელი [მოხარშული კვერცხი მაიონეზით], რომ სულ რომ ეგ ვჭამო ზუსტად ვიცი არ მომბეზრდება : | ეს ბულკი კიდე სანამ მაგიდამდე მოვიტანე ოთხჯერ დამივარდა თავის პარკიანად და პარკიდან რომ გადმოვიღე მაგიდაზეც დავაბრეხვე[ ეტყობა მაგერ მაგიდას] და დაებრიცა ყველაფერი ..

picture-071 და ბოლოს, პოსტერები, რომელიც ქალაქის იერსახეს მიმახინჯებს და საერთოდაც, რა ის უნდათ :სპყ:დღეს გავიგე ოპოზიციის მოფიქრებააო, მეტი ვისი იქნებოდა.. ხოდა, ვინმემ აიღეთ ფოტოშოპი და აგერ ამას გადააწერეთ ” რეიზა? ” … :დ

picture-073 პ.ს. ჩემს ციფრულს დრო და ჟამი აერია, აპატიეთ..

p.p.s.  დღის სერჩი : ძუძუებში ხელი ომგ.. რეიზა… :დ

“Pay It Forward”

წუხელ კოფეინის დოზის სიჭარბის და გულის უაზრო ფართხალის გამო ვერ ვიძინებდი და ჩვეულ პოზაში ვიწექი- პულტით ტელევიზორისკენ და ავტომატურ რეჟიმში ვრთავ და ვრთავ.. ეგ განა მარტო კაცების საქმეა :დ მოკლედ, ღამის პირველ-ორ საათზე უკვე არაფერი არ ხდება ქართულ ტელესივრცეში ფილმების გარდა. პირველ არხზე და რუსთავი ორზე ყოველ ორშაბათს და რატომღაც ერთდროულად გადის ფილმი ქართული ტიტრებით. ხოდა ვინაიდან ჩემს ინგლისურს გამოადგება, ვუყურებ ხოლმე თუ არ მეძინება. რუსთავზე როკი2 იყო და ჩემს დეპრესიას მეტი აღარ უნდოდა.  როგორც იტყვიან, რამე დორბლიანი ურიგო არ იქნებოდა საყურებლად. პირველ არხზე გადავრთე და თავიდან მარტო იმიტომ გავჩერდი, რომ ტიტრებს ვუყურებდი. მერე ფილმში შევძვერი და ბოლოს თავისთავად ღნავილით დავამთავრე, მაგრამ ეგ არ არის მთავარი..ნუ თავიდან ჩვეულებრივად დავიწყე იმის ყურება, თუ როგორ მოიფიქრა პატარა ბავშვმა სოც.პროექტი “გადაუხადე სხვას”. ეს იყო თეორია, რომელის მიხედვით ერთ ადამიანს უნდა გაეკეთებინა სხვა ადამიანისთვის სამი სიკეთე. მერე იმ სამს თავის მხრივ კიდე სამ-სამი. ა, სქემა:  pay-it-forward1

მოკლედ, ამ სქემის მიხედვით კარგი რამე გამოდიოდა და აღმოჩნდა,  რომ ძალიან გაამართლა. თუმცა თვითონ ამ ბიჭმა გვიან გაიგო, როცა ერთ-ერთმა კორესპონდენტმა, რომელიც ამ ამბავს იკვლევდა, ინტერვიუ სთხოვა. მოკლედ, მაგ დღეს, ერთ-ერთ სიკეთეს აკეთებდა ეს ბიჭი , კლასელს მიეშველა და დაჭრეს და მოკვდა მერე.. : | მაგრამ მერე ამ დედის სახლთან მოვიდა ბევრი ხალხი და ისინი, ვის ყურამდეც მისული იყო ამ “გადაუხადე სხვას” სახელი..დღეს გავიღვიძე და დავსერჩე ნეტში ფილმი, სკრინშოტი მინდოდა ჯასთ, ხოდა წავაწყდი, რომ თურმე ეს ნი ტო შტო ფილმია, მთელი ფილოსოფია ყოფილა ამ თეორიის და ნუ მერე გადაიღეს ფილმი. აგერ, რას გვეუბნება ერთ-ერთი საიტი, სადაც ყველაზე მოკლედ ეწერა და სადაც თვითონ იყენებდნენ ამას:

ლინკი : http://www.klamathcrusaders.com/pay_forward.htm

“Pay It Forward”

The “Pay it Forward” moral philosophy is best described as an obligation to do three good deeds for others in repayment of a good deeds that one receives, and that such good deeds should be things that the person cannot accomplish on their own.

The recipient of such an act of kindness is told, by the one providing the act of kindness that there is no expectation of payback and is instead instructed to ” pay it forward” by way of a significant act of kindness to three others. The three additional other receiving acts of kindness in turn are to instruct the recipients of their acts of kindness in the same manner. In this way the acts of goodwill, one to another, may spread exponentially through society creating a social movement with the hopes of making the world a better place.

The idea of “paying it forward” but without the pyramid scheme – like exponential growth, appeared in a letter from Benjamin Franklin to Benjamin Webb dated April 22, 1784. In 1951 science fiction author Robert Heinlein used the “pay it forward” phrase in his book ” Between Planets”. Heinlein both preached and practiced this philosophy.

Most recently the philosophy was re-introduced to the world through Catherine Ryan Hyde’s novel Pay it Forward, which in 2000 was adapted into a Warner Brothers film, Pay It Forward. This re-introduction has spawned what has become a worldwide ” Pay it forward” movement.

კაცმა რომ თქვას ძალიან მაგარი რამეა..მინდა მეც : )

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
მარტი 2009
« თებ   აპრ »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)