Archive for თებერვალი, 2009
ბლოგერების შეკრება 28.02.2009
დილიდან ფსიქოლოგიურად განმზადებული ბლოგერების შეკრებისათვის გავემართე ამ ქარსა და წვიმაში..ვაი როგორ ციოდა : ) მოკლედ, უნივერსიტეტში შემოვლა ვაწარმოვე [ :) ] და ასე 20 წუთით ადრე მივედი რუსთაველზე. სვითის მივწერე,სად ხართქო და მეტროშიო, 20 წუთში მოვალო ხინკალცენტრთან,მანამდე ჰონორარი უნდა აეღო [ქვემოთ ნახავთ სურათს] კორპორატიული ბლოგერის რანგში weekend.ge -სთვის დაწერილი პოსტებისთვის : ) ხოდა ჰოი საოცრებავ,რუსთაველის მეტროში ამოვიდნენ კოტე და სვითი და ჩემს მარტოობას ბოლო მოეღო :დ მე და კოტემ ხინკალცენტრთან გადავინაცვლეთ და მარი წავიდა დანიშნულების ადგილზე :დ მოკლედ,ნელ-ნელა მოვგროვდით და აგერ,სურათები იხილეთ Read the rest of this entry »
ლუზერ..ლუზერ..
1. შემდეგ სემესტრში და ვერც შემდეგ 4 სემესტრში სოციოლოგიას ვერ ავირჩევ. იმიტომ, რომ მეორადია და ჩემთვის თურმე არ შეიძლება პროტოსოციოლოგიური თეორიები ავიღო და შეიძლება მარტო ისეთი აი ჩისტა რაძი კაიფა საგნები, როგორიცაა მეცნიერების სოციოლოგია და რომელსაც თვითონ სოციოლოგები არ სწავლობენ სავალდებულოდ. ის აზრი, რომ ფაკულტეტს შევიცვლი , ახლავე უნდა ამოვიგდო თავიდან, იმიტომ, რომ მომიწევს ერთი წელი ზედმეტი სწავლა, რასაც ჩემები დაუშვებლად მიიჩნევენ და მეც არ მხიბლავს დიდად ეგ იდეა. ერთადერთი შანსია მაგისტრატურაში ვისწავლო სოციოლოგია, რაც ნიშნავს მანამდე 2 წელი ამ დედანატირები ხელოვნებათმცოდნეობის სწავლას.
2. ცხრილი ჯერ კიდევ გასაკეთებელი მაქვს. ჯერ ერთი ვინ მოიგონა ეს კრედიტების სისტემა + ცხრილზე ჩვენ რომ გვებურღება ტვინი და თვითონ რომ კიდიათ და ყველა საგანი ერთ დროს რომაა.. სოციოლოგიის ხათრით და იმის იმედით, რომ რამეს მოვახერხებდი, მოვიყვანე ამ წამამდე ცხრილის შედგენა, არადა ვიყავი გასული, რომ მენახა საათები-საგნები. დამხვდა : ქართული არქიტექტურა უძველესი დროიდან დღემდე, ქართული სახვითი ხელოვნება და მისთ. საზიზღრობები..
3. არც ერთ სიტყვას არ ვუშვებ თავში და არც კომენტარში არ მიიღება აზრები იმის თაობაზე, რომ სულაც არ ვარ ლუზერი და რომ ყველაფერი კარგადაა :დ
4. მეოთხე შეგიძლიათ თქვენ შემომთავაზოთ :ბის:
…ერთადერთი,რაც მახარებს ოქსფორდიდან ბიძის წერილია..ოღონდ არც ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა, ცუდად არის და წერილშიც ემჩნევა : ( ყველაზე მაგარი ის იყო, რომ რუსა რომ მოდიოდა და წერილებს ატანდა ბიძი, თინის კონვერტს რა დავაწეროვო უკითხავს და LadyCrow დააწერეს :უსერ: კიდევ სანიშნე იყო წერილთან ერთად, რომელზეც ის ცნობილი რამე წერია : Read the rest of this entry »
ძუძუები..
დღითიდღე მეუფლება დაუცველობის შეგრძნება ჩემს სახლში..ჯერ ხო ერთი ნაგლეჯი ფურცელი არ არსებობს, რომ არ შეამოწმონ და არ ნახონ.. გუშინ ჩემს მეგობარს დავუხატე ერთი ნახატი. იმის გამო, რომ ნუ მიპოსტავდა ხოლმე
< ამ ბეჭედს.. ხოდა თსუ-ს ფორუმზე არის ერთი თემა, აჩუქე ფორუმელს სურათი და იმ თემაში ვაჩუქე ჩემს მიერ შექმნილი შესანიშნავი სურათი, რომელსაც ქვემოთ განახებთ..მოკლედ, წეღან დედაჩემი წააწყდა ამ ნახატს და რადგანაც ზედ იყო ძუძუები გამოსახული და ეწერა “დამიბრიცე” ფანტაზია განავითარეს და ღრრ..მოკლედ, ისაო და ესაო..რეებს აკეთებ შენ აქაო და რას გავს ესაო..მე კიდე მომიწია ახსნა, რომ იცით? არსებობს ცნება, როგორც ასეთი ხუმრობა :დ ვაჰ რა..როდემდე შეიძლება ესე ჩხრეკვა ჩემს ნივთებში oO ისე ჭკუა ვისწავლე და იქეთ შევუტიე- თქვენი რა საქმეა მეთქი, მაგრამ იქვე ახსნა მივაყოლე მაინც : ) წეღან ავდექი საშვილიშვილოდ კომპიდან,მაგრამ ეს რომ არ დამეწერა არ შემეძლო..და მაშინ აქვე აღვნიშნავ, რომ შაბათს ბლოგერების შეკრებაა და ბლოგერებო,წამოით..აგერ,სვითისთან დაწვრილებით . დღეს მე და სვითიმ მაკი დავლაშქრეთ და იდეები დავფქვით..რა კარგი იქნება ყველა რომ განხორციელდეს :უსერ: .. [ამაზე ხვალ ალბათ ვრცელ პოსტს დავწერ]
ხოდა ბარემ აქ ვარ და.. თსუ-ს ფორუმზე მოდერატორად ვინიშნები, ფლეიმი მინდოდა,მაგრამ სავარაუდოდ დედალ-მამალს მაძლევენ..მაინც მიხარის , რას ერჩი.. Read the rest of this entry »
5 თვის შემდეგ..
10 ოქტომბერს პირველი პოსტი გავაკეთე ბლოგზე. მას შემდეგ, თუ აარ ვცდები გავიდა დაახლოვებით 5 თვე..
5 თვის მანძილზე სტატისტიკა ასე გამოიყურება [ეს შუადღის მონაცემებია. ეხლა 114 ჰიტი მაქვს ვორდპრესის მიხედვით..4 საათამდე დაითვლის ეს..]
[ესეც შუადღის სკრინშოტია,ეხლა ცოტა სხვანაირად გამოიყურება : )] პირველი მთვლელი ვორდპრესის არის, მეორე ტოპ.გე-სი [რომელზეც ამბობენ, რომ კარგად არ ითვლისო და აკლებს ცოტ-ცოტასო] , მესამე სვითის ტოპ ღილაკი, სადაც რაღაც პორნო საიტმა გამისწრო მუხანათურად, მერე არის ონლაინ უსერების მთვლელი, რომელიც ორი დღეა დავაყენე და ძალიან მიხარია, რომ საღამოობით 3-4 ონლაინს ვხედავ. და ბოლო არის პეიჯ რანკი.. რომელიც სვითიმ ახსნა ამ პოსტში . ციტატა :
იმისთვის, რომ შენმა ბლოგმა შემოსავალი მოგიტანოს, პირველ რიგში პოპულარული ბლოგი უნდა გქონდეს. რა იგულისხმება პოპულარობაში? პოპულარობა ძირითადად გუგლის Page Rank-ით, Alexa Rank-ით და Technorati rank-ით განისაზღვრება.
შემოსავალი ნაკლებად, მაგრამ პოპულარულობა მაინტერესებდა და ჩემი რამეებიც დავითვალე, დიდად ვერ მივხვდი მაინცდამაინც, მაგრამ პეიჯ რანკი იხილეთ უკვე , 4 იყო, alexa : 16,772,631 [ეს რიცხვი კარგია თუ ცუდი ვერ დავადგინე ჯერ :დ უპდატე: სვითიმ მითხრა ცუდიაო და იმიტომ არის ცუდიო, რომ ოპერას ხმარობო და ეგ მარტო Fierfox-ით შემოსულებს ითვლისო..] და მესამე ვერ გავაკეთე ვერანაირად ..
თვეში საშუალოდ 2000-დან 3000-მდე ვიზიტორი მყავს. ნუ დღეების სტატისტიკა ასე გამოიყურება :
რომ დავაკვირდი, ყველაზე ბლომად მაშინ შემოდის ხალხი, როცა რაძი კაიფა კი არა, არაზარმაცულ პოსტს ვწერ ხოლმე.. კიდე ბოღმიანი პოსტებია ტოპ სიაში..
ტოპ რამეები ასეა : Read the rest of this entry »
Die My Darling..
წამლების სუნით გაჟღენთილი დერეფანი ჩქარი ნაბიჯით გამოვიარე. ყურში ისევ ჩამესმოდა ექიმის ხმა და ზრიალით იშლებოდა ტვინში სიტყვები- თ ქ ვ ე ნ მ ო კ ვ დ ე ბ ი თ…მერე ჩემი დაბნეული ღიმილით ნათქვამი – “მადლობა,ნახვამდის” და დერეფანში მოდევნებული მედდების მწუხარე მზერა. საავადყმყოფოს კარებთან ავტობუსის გაჩერებამდე ფეხების კანკალით მივედი და როგორც იქნა ჩამოვჯექი ნახევრად გატეხილ სკამზე. ზაფხულის ცხელი ბუღი იდგა ქალაქში. მანქანების გამონაბოლქვი, შუქნიშანთან გაჩერებული ძველი მანქანის მძღოლისთვის მოღერებული მუშტები და სიგნალები..თ ქ ვ ე ნ მ ო კ ვ დ ე ბ ი თ..რა ლამაზია ყველაფერი, ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება ცოტა ხანში ვეღარ დავინახო როგორ აცლის ვიღაც ნაბიჭვარი მოხუც მათხოვარს რკინის ქილიდან ხურდებს,ვეღარ ვიგრძნო მეზობლების გამჭოლი მზერა და ჩურჩული- ამას საყვარელი ყავს, ვეღარ შემეშინდეს ღამით ქუჩაში მომავალს ყაჩაღის ხელის პირზე აფარების..ვიჯექი და ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა მისთვის, რომ მე მოვკვდები არც ისე ნელა და ძლიერი ტკივილებით, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში საჭმელს სხვისი ხელით შევჭამ, ან სულაც წვეთოვანით..რომ გავყვითლდები, ჩამოვხვმები და ერთ გაღიმებასაც დიდ ძალას დავატან, რომ ვეღარ ვაკოცებ, ვეღარ მოვეფერები და ვერც ჩახუტებული ვისლუკუნებ ჩხუბის შემდეგ..წამოვიზლაზნე სკამიდან და ჩვენს ადგილას წავედი. ჩამოვჯექი ხის ფესვზე, სადაც აქამდე მარტო შენთან ერთად ჩამომჯდარვარ და პატარა წკირით იმ მიწას დავუწყე ჩიჩქვნა, სადაც ჩემი ფრჩხილების ნაკვალევი რჩებოდა ხოლმე, როცა სიამოვნებისგან მთელი ხმით ვკვნესოდი და არ მეშინოდა, რომ ვინმე გაიგებდა, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ადგილი იყო..სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.მომინდა დამერეკა და მეთქვა, რომ მე მოვკვდები და სანამ მოვკვდები ჩემთან მინდა იყო..მაგრამ შემეცოდე..არ მინდოდა გენახა როგორ დავიღლებოდი ჩვეულებრივი საუბრისას, როგორ ჩამოვეყრდნობოდი ნიჟარას ჭურჭლის რეცხვისას ორი თეფშის ხელში აღებით ძალგამოცლილი, როგორ ვიწვებოდი საწოლში ოთხად მოკეცილი და როგორ დავკაწრავდი საწოლის თავს..ახლა უკვე სიმწრისგან..არ მინდოდა მთელი ცხოვრება გამუდმებით ჩაგსმოდა ყურში სიკვდილის წინ სიმწრისგან დაკვნეტილი სისხლიანი ტუჩებიდან ამოძახილი ” მიშველე”.. ჩანთიდან ამოვყარე ყველაფერი..როგორ მინდოდა შენც გაგეგო როგორ წავილუღლუღე ” მიყვარხარ” , როცა ხის ფესვზე პატარა ნაკადულად გაიკლაკნა ჩემი სისხლი..
Jealousy
ეჭვიანობა ისე არ მოდის, ეჭვიანობა ლომთა ხვედრია..
საკითხი, რომელიც ალბათ ერთხელ მაინც დამდგარა ყველა წყვილის დღის წესრიგში. “ერთხელ მაინც”-ს რა უჭირსო ნათქვამია..აეხლა ეს წიპა ისეთი პონტი გამოვა, ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბები რომ არის ხოლმე ფილმებში , რომ მოყვებიან რაღაც საოცარ ისტორიას და ბოლოს – მე თინი ვარ და ყველა ერთხმად- გამარჯობა თინი :დ ხოდა აი საოცარი ისტორია უნდა მოვყვე..) მოკლედ, როგორ გავხდი ეჭვიანი -პირობითად ეგრე ქვია..ოდესღაც იყო ერთი ბედნიერი დრო , როცა დავცინოდი სხვებს- როგორ, ეჭვიანობ? არ ენდობი? ღმერთო ჩემო, ეგ რა სიყვარულია.. და რაღაც ესეთი ტექსტები. ხოდა, როცა საკუთარი სიტყვები ძალიან მწარედ ამომშხამდა, მაგის მერე გავხდი ეჭვიანი. საერთოდ, ჩემს თავზე ყოველთვის ნერვები მეშლება,რომ ვამჩნევ რა დიდი გავლენა მოახდინა წარსულში ერთი-ორმა მოვლენამ და რამდენს მალაპარაკებს ეხლა ეგ მოვლენები. არადა წესით წარსული წარსულია, მაგრამ იმდენად ტვინს მიღრღნის და იმდენად გავლენა აქვს აწმყოზე, რომ არ შემიძლია არ აღვნიშნო ხოლმე..
ჩემი თეორია, რომ ურთიერთობაში ყოველი ჩხუბი თავის ბზარს ტოვებს, ძალაინ გამართლებულად მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბს ყოველთვის ის თავს ვარიდებდი , ბოლო დროს ისე გამიმწვავდა ეს ეჭვიანობები, რომ თავს ვერ ვიკავებ და მონოლოგის რეჟიმში ვაწყობ სცენებს. როგორც წესი უსაფუძვლოდ..ოღონდ სანამ მივხვდები, რომ უსაფუძვლოა, მანამ შემიძლია ყველაფერი დავლეწო და დავანგრიო. მერე კიდე ვსულუკუნებ, ვეხუტები და ბოდიშებს ვიხდი :დ
ეჭვიანობის საოცარი ნაირსახეობა მჭირს..აი განა არ ვენდობი, უბრალოდ მგონია, რომ ვიღაცა ჩემზე ძააალიან უკეთესია და ამიტომ მიღალატებს, ან უკვე მიღალატა და ა.შ. და რომ მიმატოვებს ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარ საშინელი და ა.შ. ეს თავის მხრივ ჩემი თვითშეფასების ბრალია და ეგ ცალკე თემაა საერთოდ : )
ცოტა ხნის წინ, ვსვამდით და მროველამ და ყვავამ გაიხსენეს რაღაც ძველი ამბები, ყვავას ექსები და ა.შ. ხოდა ცრემლების ყლაპვით მოვკვდი. არადა თეორიულად მშვენივრად ვიცი, რომ წარსულია ი ვსო,მაგრამ პრაქტიკაში მიჭირს იმის დაშვება, რომ შეიძლება წარსული ესე ტკბილად გაიხსენო..ამ დროს, ჩემთვის იგივე შეიძლება და ისიც შეიძლება ბლოგზე პოსტგამოშვებით ექსი ვახსენო. ამას რომ აკეთებდეს ყვავა, ალბათ აქამდე მტკვარში იმ პარკებთან ერთად ვიქნებოდი ამოტივტივებული :დ
კიდევ ერთი ცუდი რაღაც, რომ ყველა მდედრობით სქeსიანზე ვეჭვიანობ. აი ძაალიან იშვიათია ქალი, რომელიც მის გვერდით ტრიალებს და არ ვეჭვიანობ. არადა მეგობრები ხომ ყავს ქალები, ისევე, როგორც მე -კაცები. აი ცოტა ხნის წინ იყო, რომ ჩემი მეგობარი მამრი ფორუმიდან წავიდა და მეც მივდიოდი და ძალიან დეპრესიები და რაღაცეები მჭირდა იმის გამო და მარტო ჯორჯი მეკერა პირზე..აი იგივე რომ გაეკეთებინა ყვავას ვიღაც მეგობარი მდედრის გამო , სერიოზულ ჩხუბს ავტეხავდი..
მოკლედ, პარანოიის დონეზეა შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ იმაზეც შეიძლება ვიეჭვიანო, მსნ-ში დამშვიდობებისას :ლოვე: და :კის1: სმაილები თუ არ მომწერა.. გაძლება მისცა იმას ჩემი და მე საკუთარი თავის :mrgreen:
დღიურები..
წასულებზე გაჩერება არ შეიძლებაო ნათქვამია.. ჰოდა ჩემს დღიურებზე უნდა მოგიყვეთ : ) ეს დღეები მოგეხსენებათ სტაბილურად ვმდებარეობ სახლში ვირუსის გამო. დედაც დავავირუსე და მთელი დღე ბავშვების მოვლა მე მიწევდა, მამაჩემი ეჯდა თავთან სიცხიან დედაჩემს და მე კიდე, რახან სიცხე არ მქონდა და უბრალოდ სულ რაღაც 100-ჯერ ვახველებდი წუთში და თავი მისკდებოდა, მთელი საოჯახო საქმეები გადადიოდა ჩემს კისერზე. მაგრამ მიუხედავად ამ ტანჯვისა, თავისუფალი დრო რატომღაც მრჩებოდა. თავისუფალი, ანუ ისეთი, რომ არაფერი არაა საკეთებელი და თვითონ ეძებ რამეს..ასეთ დროს ყოველთვის ძველ დღიურებს ამოვქექავ ხოლმე.. არ ვიცი რამდენი დღიური მაქვს სულ დაწერილი. ჯერ 11 წლის ვიყავი მგონი პირველი დღიური რომ დავიწყე. მერე მივაგდე ცოტა ხნით, იმიტომ, რომ კლიტე გამიტეხეს ბლოკნოტზე და რომ წაიკითხეს გრრ..მერე, აი ძალიან მაგრად მახსოვს, რომ ერთ დღეს ვუყურებდი კურიერს და ერთი პარლამენტარი ლაპარაკობდა ერთ-ერთ კანონპროექტზე და რაღაცაზე თქვა- თინეიჯერის დღიურში ჩაკრულ ყვავილებს გავს ეს რაღაცაო.. უპს..დღიური..თინეიჯერი და ჰოი, ის ის არის :ბის: ავდექი და ისევ დავიწყე წერა. მაგ დროს სავარაუდოდ 14 წლის ვიყავი. ამოვქექე და გადავხედე ყველაფერს : ) როგორ ჩამოვწერეთ მე და ჩემმა დაქალმა 21 ბიჭი, რომელიც მოგვწონდა და ის წავიკითხე კიდე, სამი ბიჭი რომ მოგვწონდა 21-დან გამორჩეულად და არც ერთს რომ არ ვიცნობდით და სკოლაში დერეფნებს რომ კრუგებს ვურტყავდით იმათ სანახავად .. კიდე მესიჯები რომ მქონდა სათითაოდ ამოწერილი , იმიტომ, რომ პირველი ფლირტავიკი მესიჯები იყო და მევასებოდა
ცოტა ხანიც იყავი რა, არ დაიძინო ცოტა ხანი გთხოვ. ხვალე ხო შემხვდები საღამოს თუ მოახერხე? ისე რომ მარტო მე და შენ გავისეირნოთ
აი ეს ერთ-ერთი მესიჯი და ააა როგორ მიხაროდა რომ მახსოვს, აუუ მარტომ უნდა გავისეირნოთ და ვაიმე პაემანი და დაქალებს რომ ჩამოვურეკე სათითაოდ,აი რა მომწერა მეთქი და ესეთი რამეები.. ვაიმე :უსერ: Read the rest of this entry »
დავტირით საყვარელ თინის..
რა გეჩქარებოდა..
ვინმემ რომ მითხრას, არაფრის მაქნისი ხარო, ხო მომაწვება ტვინში სისხლი და თვალებს ამოვჩიჩქნი-ეგ როგორ მაკადრეთქო..არადა ზუსტად ეგ მჭირდება ეხლა, ვიღაცამ შემაღლებულ ადგილზე უნდა დამაყენოს და მიყვიროს ეგ. იმიტომ, რომ მერე ტვინში სისხლი მომაწვეს, თვალები წამომიწითლდეს და ვინაიდან თვალებს ვერ დავჩიჩქნი ვერავის, უბრალოდ იმაში დავრწმუნდე, რომ მართლა არაფრის მაქნისი ვარ..
ცხოვრებაში რაც რამე დაგეგმილი მქონია, აი არ მახსოვს გეგმის მიხედვით წასულიყო..ერთხელ მახსოვს, სკოლის პერიოდში, მქონდა ერთი პროექტი, რომელსაც იდეაში ფულები უნდა მოეტანა..ასეთი რამე იყო : ძველი თბილისის მიდამოებში რაც კი რამე ისტორიული ძეგლი იყო, რომელი რელიგიის ტაძარიც იყო, ყველაფერი დავიარე, ისტორიები დავწერე აი ყველაფერი მოკლედ. მერე დავდექი და რუკაც გავაკეთე მარშრუტისთვის. იდეა ის იყო, რომ მერე ეს მთელი ყველაფერი გამოცემულიყო წიგნად სამომავლოდ, ამ ეტაპზე კიდევ პატარა ბროშურად ყოფილიყო მარშრუტი და ამ მარშრუტის მიხედვით უნდა გვეტარებინა სხვადასხვა სკოლებიდან ბავშვები. რა თქმა უნდა , თან გიდობა უნდა გაგვეწია და იმ სკოლას ამ ყველაფერში ფული უნდა გადაეხადა. ნუ ხო დავთოთხავდი ყველგან, სურათებს ვიღებდი და ა.შ. მოკლედ, ძალიან მაგარი რამე გამოვიდა. ამ ყველაფერს იდეაში უნდა ყოლოდა 3 ავტორი, პროექტის ფორმატი იყო ასეთი. დანარჩენი ორი ჩემი კლასელი იყო, იმათ ისე ძალიან ეკიდათ ყველაფერი, რომ მარტო მე და ჩემი ისტორიის მასწავლებელი ვირჯებოდით და ნერვები მეშლებოდა ის ორი მაინც შუაში რომ ითვლებოდა… მოკლედ, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ის პროექტი რომ გავატანე მასწავლებელს სამინისტროში,იმის მერე თვალით არ მინახავს. ასლიც არ შემრჩა და დამეკარგა ესე უგზო-უკვლოდ..იმათ *ლეზე კიდიათ ეს ყველაფერი, მე კიდე არ მეკიდა, იმიტომ, რომ რამოდენიმე სკოლას დაევასა და მზად იყო ფულიც გადაეხადა ამაში..
მეორე ასეთი ჩავარდნილი იდეა იყო ტოლერანტობის სემინარები რომ უნდა ჩაგვეტარებინა სკოლებში. შარშან, აკადემიური წერისთვის რომ გავაკეთე ესსე, ისეთი გამოვიდა, რომ შეიძლებოდა მაგის პრეზენტირება სკოლებში . ბექა მინდიაშვილთან დავრბოდით, ინტერვიუებს ვაკეთებდით[მე და ლელა], ვუყვებოდით რა გვინდოდა და ისიც რავიცი, თითქოს მოსწონდა რასაც ვეუბნებოდით და დაგეხმარებითო..მერე კონფლიქტოლოგიის ცენტრშიც [ICCN] გვქონდა პრეზენტაცია კარგი ძალიან..მოკლედ, კარგი უნდა გამოსულიყო, მაგრამ უცებ აღმოჩნდა რომ მე და ლელამ ერთბაშად დავიკიდეთ ეგ ყველაფერი იმიტომ, რომ ორივეს პირად ცხოვრებაში ისეთი პრობლემები გვქონდა , არაფრისკენ აღარ ვიხედებოდით. ამ პროექტმა და სახალხო დამცველის ოფისში სირბილებმაც ესე ჩაიარა.. Read the rest of this entry »
მაჩვის სორო გინახავს?..
პარასკევს,სრულიად მოულოდნელად ამოვყავი თავი ყვარელში, ისიც იმიტომ, რომ გარანტია მომცეს, ორშაბათს სახლში იქნებიო..ვინაიდან ჩემთვის ფრიად სარფიანი წინადადება იყო და რაგბიზე წასვლის გარდა სხვა არაფერი მქონდა დაგეგმილი ამ დღეებში [:საქმიანი იერით ჰალსტუხს რომ ისწორებენ ხოლმე, ეგ:..] წავედი.. დაახლოვებით 8 საათი ხდებოდა რომ მივადექი ყვარლის მიდამოებს :ბის: [:აქ ის, როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე:..], ბიძაჩემი და ჩემი ორი დეიდაშვილი დაგვხვდნენ.ერთი ერთ მხარეს ჩამომეკიდა- შენთვის რაღაც მაქვს,უნდა გაჩუქოვო, მეორე მეორე მხარეს- იცი?მე პლანეტების განლაგება ვისწავლეო [აქ დააპირა ჩამოთვლა და რაღაც საოცარი ძალებით თავიდან ავიცილე..], ამაზე რომ ვერაფრის თქმა მოახერხა, გამაჩერა და სერიოზული სახით მკითხა: მაჩვის სორო გინახავს? გავშრი კინაღამ ეს რომ მითხრა და დავიწყე სიცილი. მაგრამ მერე მაქსიმალურად ვეცადე, რომ სერიოზულად შემეხედა , მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის და ბოლომდე ვაცალე მოეყოლა მაჩვის სოროს გარეგნული ნიშან-თვისებები..მეცნიერაა მართლა რა.. სულ პატარა დეიდაშვილიც მოვინახულე, ლაპარაკი დაუწყია მაგას კიდე და საწოლიდან ახალი ამდგარი და თმაგაბურძგნული გაჰკიოდა :ჩამაცვით ვინმემო :დ..მერე ბებოს და პაპას სახლში წავედი. 9 საათი იყო მგონი და გამოვაცხადე, მეძინება მეთქი. ჩემს ოთახში არ აისვლებოდა, არც ფეჩი დგას და თან მეზარებოდა იმხელა საწოლის გათბობა..დავწექი ქვემოთ და პაპა ავუშვით მეორე სართულზე, ოღონდ ჩემს ოთახში არა [მიპრივატიზებული მაქვს ეგ..]. თავისთავად 9 საათზე არ დამიძინია.9-ზე კი არა, მთელი ღამე ვერ დავიძინე, ხან მცხელოდა, ხან მციოდა და დილის 7 საათი იყო მგონი ძლივს რომ ჩამეძინა. 10 საათისკენ ბებოს ჩურჩულმა გამაღვიძა, დედაჩემს ეჭორავება : Read the rest of this entry »
რასა ვიქმ.. [13.02.09]
შემოქმედებითი კრიზისი, როცა “რასა ვიქმ”-ების, ანუ ადამიანურად რომ ვთქვათ Daily-დაწერაც კი არ შეგიძლია..ვზივარ,ტექსტები მიტივტივებს თავში,რომ უნდა დავწერო,მოვდივარ კომპიუტერთან და სულ რაღაც მიშლის ხელს.მთავარი მიზეზი არის ის, რომ დიდხანს არ მაჩერებენ აქ თვალების და ჩემი ჯანმრთელობის გამო. ამიტომ, როცა მოვდივარ კომპიუტერთან, მაშინვე ჩემს ფორუმზე (იიი) შევდივარ,ახალ პოსტებს ვნახულობ და თუ რამე საინტერესოა ჩქარ-ჩქარა ვპოსტავ, მერე მაილების,სხვა ფორუმების,ათასი რამეების შემოწმებას ვიწყებ..ბლოგზე დღეში რამოდენიმეჯერ შემოვდივარ, თუ ახალი კომენტარია ვკითხულობ და თუ პასუხის მისაწერად გამაჩერეს, ვწერ :დ მოკლედ,ბოლო გაჩერებაა ხოლმე ახალი პოსტის ფანჯარა..გუშინწინ , ჩემი მცდელობა,რომ დამეწერა საავადმყოფოში ჩემს ვიზიტზე,კრახით დამთავრდა, არადა ძალიან გულით მინდოდა მომეყოლა, რა საოცარი შეგრძნებაა,როცა შენი რიგის მოსვლისას, სამი ადამიანი გასწრებს ექოსკოპიაზე შესვლას, მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმის ახლობელი, ან სხვა ექიმის ახლობელია..ან კიდევ როგორ იღებენ ძალიან ტანჯულ სახეებს იმისთვის, რომ რიგში წინ გაუშვა..კიდევ ის, რომ ექოს კაბინეტის გვერდით ბავშვებს ცრდიდნენ და ერთი ისეთი საყვარელი ცოლ-ქმარი და ბავშვი იყო და მამა ისე ეფერებოდა ასაცრელად განწირულ ბავშვს, რამის ცრემლი მომადგა… :დ
კიდევ მინდოდა დამეწერა მიშას ამბავზე, რომ შეყვარებულთან უნდა ჩინეთში წასლვა და ათი დღით უჯდება 2500 ევრო..15 თებერვალს ერთი წელი ხდება,რაც არ უნახავს და ამბობს რაც არ უნდა იყოს, მაინც წავალო..მე ვუთხარი, შენ ” რა ძნელია სიყვარული “-ს ნაცვლად, ” რა ძვირი სიყვარული” უნდა თქვა მეთქი..ნუ პოსტი ამაზე იმიტომ უნდა დამეწერა, რომ ზურამ დაახლოვებით ისე უთხრა, რომ ნაადრევია გადაწყვეტილება ცოლად მოყვანის თაობაზეო, იმიტომ, რომ ცოტა ხანი იყავით ერთადო [4 თვე იყვნენ აი ერთად შვეიცარიაში და იმის მერე ეს აქ ჩამოვიდა,ის ჩინეთში და ჯასთ ნეტით აქვთ კონტაქტი..]მერეო, სიყვარული ქრებაო და სხვა რამეები იჩენს თავსო და რაღაც ეგეთები..ხოდა ვუმტკიცე , რომ სიყვარული ზოგჯერ , რაღაც ეტაპზე სუსტია, რაღაც ეტაპზე ძლიერია, მაგრამ გაქრობა რაღაც პატარა რამეების გამო შანსი არაა[ერთად ცხოვრების სირთულეებზე ამბობდა რა, ძალიან მატერიალურ რამეებზე]..ანუ იმას ვამბობ, რომ აი მაგალითად, იმის გამო, რომ ცოლს უნდა, რომ ქმარმა ჭუჭყიანი ნასკები კარადაში წაიღოს და არა იატაკზე ყაროს, სიყვარული ვერ გაქრება … :დ Read the rest of this entry »
ღრრრ…
ესოდენ ნანატრი აჩკები :გივი:..
ამ სურათში შეიძლება ვერ შენიშნოთ, მაგრამ კიკინებთან ერთად ძალიან სექსაპილნია ჩემი სათვალე.. :mrgreen:
ლეგო,პონები და ფონდიუ
გუშინ,სანამ იუბილარი მოვიდოდა თავისავე დანიშნულ დროზე ნახევარი საათით გვიან [:mrgreen:], დავბოდიალებდი და “სუპერ“-ში შევიარე. ბავშვის სათამაშოებისკენ გამექცა თვალები. ლეგოები იყო ვაიმე როგორი .. აი :ბის: როგორ მომინდა იმ წამს ყველაფერი სახლში წამომეღო.. მერე გოგო სათამაშოების სექციაში გადავედი და პონები..
ჩემს დას [ქეთის] , კოლექცია აქვს პონების. ძალიან უყვარს და აი როგორ უვლის იცით? ვარცხნის, ელაპარაკება, აბანავებს :უსერ: და უნდა , რომ დიდი როცა გაიზრდება ნამდვილი პონების ფერმა გააკეთოს : ) ფასები იყო oO .. ხოდა ორი ცალი იყო რაღაც, პონები იყო თავსახურად და ქვემოთ
პლასტელინივით რაღაც, ოღონდ ხელზე რომ არ გეკრობა ისეთი. 7 ლარი ღირდა და ჩემი ხელფასის ბოლო კაპიკებით ეგ ვუყიდე ნინისაც და ქეთისაც :უსერ: რომ მოვედი სახლში ჩამომეკიდნენ კისერზე და აღარ გამიშვეს,ისე გაუხარდათ. ჩემი ძმისთვისაც მინდოდა რამე ლეგო, მაგრამ ძვირი იყო ძალიან. აი პონები და ბარბები მე იმდენად არ მევასება, მაგრამ ლეგოები ვააიმე :ბის: და პუზელები კიდე :უსერ: მარა ეგენი მაქვს, ლეგოები არ მაქვს :| ისე წეღან ვფიქრობდი, როცა იქნება შვილი ხომ მეყოლება და იმ შვილს რა დაერხა, დედამისი რომ შეეცილება ლეგოებით თამაშში :გივი:
<ქეთის დიადი კოლექცია..
- ეხლა ის..დაბადების დღის ამბები ..le cafe-ში პირველი მე მივედი. სანამ მოვიდნენ დიზაინი შევისწავლე.. მერე ლილი,ლოლა,გვანცა..კოტე და სვითიც..ისიც , შშშ-თი რომ უნდა თქვა სახელი :D და მარის ძმა .. ჯასტინს რომ გავს :უსერ: .. მაგ მაიმუნი მაგი. მარის საჩუქრებზე იმდენი ვიფიქრე თავი გამისკდა . ხან პომადა ვიფიქრე, ხან საყურეები, ბოლოს ისე დავიბენი ორივე ვაჩუქე :ლოვე: პომადის ფერზე რაღაც ისე ვიყავი, ყავისფერი იყო და იქნებ არ მოეწონოსთქო. საყურეები კიდე მაი ლავლი დესინგი იყო და თან მარის სტილში სხდებოდა :უსერ:
- კიდევ, ეს დღეები მთავარი თემაა ის ახალი დანადგარები ყვითელ ავტობუსში. წუწუნებენ, ჯუჯღუნებენ, რომ ვაიმე, ეს რა გაგვიკეთეს, ხურდა არ მაქვს და რაღაცეები..მძღოლი თავისთვის კარგადაა, სულ კიდია და ეგრე კარგია. არც დიდხანს ჩერდება გაჩერებაზე და დახურდავებაზეც ტვინი არ ეჭმება. უბრალოდ ხანდახან ფუჭდება ეს აპარატები და ჯერჯერობით ორგანიზება აკლია ყველაფერს..
ეს იყო საავადმყოფოში..
ეს იყო პეტერბურგშის მოტივებზე..
ჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული , ნაცრისფერი დღე იყო..მე მარტო მივდიოდი ჭავჭავაძის გამზირზე და მიუხედავად იმისა, რომ ფოთლები არ ეყარა, იმისათვის, რომ მეშრიალებინა, განწყობა აშრიალებდა ფოთლებს ჩემს სულში :ბის: აე.. :mrgreen:დღეს თვალების ამბავზე გავედი საავადმყოფოში. სანამ თვალების ექიმი მოვიდოდა, ნანა ექიმმა აიტო, ბარემ შენი ფეხით მოხვედიო და თიესეიჩს აგიღებთო.. [ჩემი ფარისებრი ჯირკვლის ანალიზი]. ეს ანალიზი ჯერ კიდევ 2 თვის წინ უნდა ამეღო, მაგრამ მაშინ რაღაცნაირად გამოვძვერი და დღემდე მოვათრიე ეს ამბავი, მეშინოდა და იმიტომ..მაინც ჩამათრიეს იმ ნემსებიან კაბინეტში, აი სისხლები რომ გელანდება და წკმენტები რომ გეჩვენება აესე ვიყავი. არ შემიხედავს ისე ჩამარჭვეს ნემსი და სამი გრამი სისხლი გამომწოვეს. ნემსის შესვლის მომენტი იყო საშინელება. ნუ წამის მეასედის ამბავია ეგ, კარგი ვენები მაქვს საბედნიეროდ, მაგრამ სპირტიანი ბამბა რომ წაუსვეს წინასწარ, ის სპირტის სიმწარე შეყვა და ააა.. მერე ცოტა ხანს გამიბუჟდა ხელი. ეხლა ნიჩეგო, კარგადაა, პატარა ვარდისფერ ამობურცულ რაღაცას თუ არ ჩავთვლით ნანემსარზე..
ექიმის მოლოდინში კიდევ ერთი კეთილი საქმე..გუშინაც რომ ვიყავი, წნევა გამიზომა და ძალიან დაბალი გაქვსო. დღესაც მივედი, კიდე დაბალი გაქვსო. ნუ ისე, ჩემი წნევა რომ იყოს ეგ ხო კაი, მაგრამ თავბრუს ხვევები და სისუსტე და თავის ტკივილი რომ ახლავს, უკვე ოოო.. ხოდა მაგაზეც მისახედი ვარ !
და აი, მოვიდა თვალის ექიმი.. ჯერ შევედით და გამომკითხა რა მჭირდა. ნუ
მე რაც შეიძლება ცივილიზებული ენით ავუხსენი, რომ თვალი დარბოდა აქეთ-იქეთ. ნერვის ბრალიაო.. მერე რაღაცნაირად ამომიტრიალა თვალები o.O მატკინა :უსერ: ალერგია გაქვსო. გამსინჯა, ხომ არ გაკლიაო და კილომეტრებში რომ დავინახე რუსული ასოები იისაო..არ გაკლია შვილო, არაო :D მაგრამ კომპთან რომ ზიხარ, სათვალე კარგი იქნებოდაო :ბის: [სათვალე მე გამოვძალე ფაქტიურად. მეთქი, ექიმო, მართალია არ მაკლია, მაგრამ რომ არ დამაკლდეს, ხომ რეკომენდირებულია უბრალოდ თვალის დასასვენებელი სათვალეთქო.. მოკლედ, გამოვუწერე ჩემს თავს]. სათვალის აუცილებლობაში ჩემები ვერ დავარწმუნე, ამიტომ შემდეგი ხელფასისას შევიძენ მეთვითონ:ბის:
ეხლა სხვა რამეები.. :
- ორშაბათს ვიყავი დისკუსიაზე.. ხოდა თემა იყო კაზუსები ბიბლიაში. ანუ რაღაც შეუსაბამობები რომ არის ფაქტებს შორის. აი იყო ზეე რაღაცა. ეს ადამიანი [მომხსენებელი ანუ]ამბობდა, რომ ეს კაზუსები მარტო ვინც წერდა იმის + თარჯიმნების და + დროის ბრალიაო. აი როგორ რამეებზე იყო იცით? დაბადების პირველივე მუხლები არის ესეთი, რომ ” იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე”. ხოდა მაშინ, როცა წერია , რომ ღმერთისთვის დრო არ არსებობს, უსასრულობები და ა.შ. ეგ ფრაზა არამართებულია, კიდე იყო “მეშვიდე დღეს დაისვენა”-ზე.. დაისვენა რას ნიშნავს? ღმერთი ! – დაიღალა? :D 30 წელი დავუთმეო ამ კვლევასო და ძალიან ბევრი რამეები იყოვო. და ყველაფერს აქვს თავის ახსნა. ანუ, ხომ არის კაზუსი. იმისათვის, რომ დაადასტურო, რომ ეს კაზუსია, უნდა გქონდეს ამის ორი არგუმენტი მინიმუმ. ხოდა ამ კაცმა ორ არგუმენტს + ახსნა მისცა, რომ რის გამო მოხდა ეს უზუსტობა. საბოლოოდ, ბიბლია მაინც ითვლება სიმართლედ. ერთ თვეში კიდევ გვექნება შეხვედრა, ხოდა მანამდე გვეტყვის ადგილებს, რომლებიდანაც იქნება შემდეგი კაზუსები და ჩვენ უფრო არგუმენტირებულად შევძლებთ ვუპასუხოთ, კაზუსია, თუ არა ეს მართლა. აი მარტო იმას ვიტყვი, რომ პირველი ადამიანია, ვინც დამარწმუნა ბიბლია წამეკითხა, თუნდაც იმიტომ, რომ მერე რაღაცა ან დამეჯერებინა, ან არ, მეკრიტიკებინა, ან არ… :D
- და პ.ს. მამაჩემი ეს დღეები სულ bibel.tv-ს ათვალიერებს და უყურებს რაღაცეებს. ერთ ებრაელ ქალთანაა ხოლმე ბევრი ინტერვიუები [მამაჩემს ებრალები, იუდაიზმი და მოკლედ, იქაურობა უყვარს ძალიან ]დღეს უყურებდა ” იყო თუ არა იესო პაცეფისტი”.. ხოდა ნუ დასკვნა ის იყო, რომ თავდაცვის მომხრე იყო, მაგრამ თავდასხმის – სასტიკი წინააღმდეგი..
მოკლედ, მე ისევ თეოლოგიაში გავიჭერი და აღარ მინდა შარშანდელივით დავიკარგო :mrgreen:
Lithium
დიდი ხანი კომპიუტერთან აღარ მსვამენ, თვალები მტკივა..ტოესწ ცალი თვალი. დილით რომ გავიღვიძე ერთი თვალი ძალიან პატარა მქონდა და მეორე ძალიან დიდი oO . თან მამაჩემი მეუბნება იმ მეორე დიდი თვალიდან ალმაცერად იყურებიო :lol: ხოდა სანამ მიშველიან რამეს, ეგერ, დატკბით მაი ლავლი სიმღერით..ოღონ ტექსტი აქვს ისეთი.. აი ისაო : მსურს შეყვარებული ვიყო ჩემს ტრაურზეო, ნუ დამაძინებ მარტოსო, ვერ დალიე საკმარისად ისე, რომ მითხრა მიყვარხარo..აქ, ამ სიბნელეში ჩემს თავს ვეცნობი, მე გპატიობ ყველაფერს. არ შევწყვეტ, ვიდრე არ წავალ- გამიშვი, ბოლოს დავეცემი და ჩემს ადგილს ვიპოვნი ფერფლში და აააა… [ეს რეებიც პირველი გამახსენდა :D ].. ხოდა ტექსტს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ზატო მელოდია , ვოკალი და კლიპია კარგი :უსერ:












