Archive for იანვარი, 2009

რასა ვიქმ

picture-0122ჩემმა პატარა დამ გული ამიჩუყა ეს დღეები. საყვარელი თამაში აქვს, მემორისებური. ტოესწ მემორი. რომ უნდა დაიმახსოვრო სად რომელი “კარტია” და ორი ერთნაირი იპოვნო. ხოდა აცრემლებული თვალებით მომადგა და ” არავინ არ მეთამაშება, შენ მთელი დღე არა გცალია ჩემთვის, გეხვეწები,ცოტა ხანს მეთამაშეო”.. ვაი რა დამემართა..ავდექი და ვეთამაშები ხოლმე ეხლა დღეში ერთხელ მაინც. ძალიან ევასება ეს თამაში.                                                                                                                                                                                       გუშინწინ მე და პიკო ერთად წავედით საჯაროში. აი კრახი იყო რა..ჯერ პატარა დარბაზში შევედით, მაგრამ კხმ..ვერ გავძელით ,მერე გადავინაცვლეთ დიდ დარბაზში, იმსიმაღლე მაგიდები იყო, შუბლთან მქონდა მაგიდის თავი. გადავშალეთ მონდომებული სახით კონსპექტები და დავიწყეთ ჭკვიანური გამომეტყველებით კითხვა. ხან მე მივუტრიალდი და რაღაც ვკითხე, ხან პიკო და ცოტა ხანში კონსპექტები უკვე რაძი კაიFა ეყარა იქ. მთელი ბიბლიოთეკა ჩვენს ახლოს გადმოჯდა ჩვენი ლაპარაკის მოსასმენად :ცჰუპს: მერე რომ მივხვდით იქ ჯდომას აზრი არ ქონდა, გამოვედით გარეთ და პოლსკისთან წავედით. კარტოფილი გავფრცქვენ-დავჭერი და გული დამწყდა ცერა თითი რომ არ დამესერასავით, აი დიასახლისებს რომ აქვთ ხოლმე ისე.. პოლსკის ოთახი მევასება აი ძალიან.. პ.ს. მე და პიკომ დავადგინეთ რას ნიშნავს რეიკა, გავიგეთ სიტყვა “ჩაიდანები” .

  • ვიღნავლე გუშინწინ 8 სთ-დან , გუშინ 3 სთ-მდე. დროის ამ მონაკვეთში ბევრი რამე მოხდა და მივიღე დასკვნა : ” ორი ადამიანი კომპანიაა,სამი ბრბო “
  • მიხარია დოდკას პოსტი
  • მწყინს ქრონიკაში დაწერილი დეგენერატული სტატია ჩემს სკოლაზე.აი ციტატები :

ასეთ რაღაცებში შემჩნეული კიდევ ერთი მასწავლებელი მამაკაციც გვყავდა. თურმე, გოგონებს ეუბნებოდა, – რა ლამაზი “ის” გაქვს, ხელი მომაკიდებინეო..

ეს მასწავლებელი,სკოლის ეზოში კენტად მოსიარულე ბავშვი თუ შეამჩნია, კედელს ან ხეს ამოეფარება და შორიდან რაღაც-რაღაცეებს ანახვებს

VI-VII კლასელი გოგონები სკოლაში გაწეწილები,პომადებით და საყურეებით დადიან და თან კაცებივით იგინებიან

მარგალიტებია რა.. რომელიღაც გაბოღმავებული მასწავლებლის ნამოქმედარია [ინტერვიუ არის სკოლის მასწავლებელთან,რომელმაც ანონიმურობა არჩია] . ამასთან ერთად მთავრობაზე დაბღმილ ჟურნალისტს მეტი რა უნდოდა, აფრქვია წინასიტყვაობაში აზრები, რომ აი ჩვენი დირექტორების რეფორმა და ა.შ. ეს რეფორმა რომ დაიწყო, მე ჯერ სკოლაში ვიყავი, მეთერთმეტე კლასში. მაშინ დირექტორი რამაზ სუპატაშვილი იყო და აი მევასებოდა ძაან. პირველი, ვისაც ეს რეფორმა არ მოეწონა , მგონი მე ვიყავი იმ პონტში, რომ სკოლას აი ძაან იმასექნა.იმ წელსვე იყო სამეურვეო საბჭოების არჩევნები იყო [6 მასწავლებელი,6 მშობელი და 1 მოსწავლე], ხოდა ამირჩიეს ამ ერთ მოსწავლედ, იდეაში მოსწავლეების ინტერესების დამცველი უნდა ვყოფილიყავი ,მაგრამ ვერაფერი ვერ მოვასწარი თსუ-ს თვითმმართველობასთან ტანტალის და უაზრობების ლაპარაკის გარდა. დირექტორი რომ უნდა დაგვემტკიცებინა მე სკოლა დავამთავრე და ვსო, შეწყდა ჩემი უფლებები. ნუ მერე ვიღაც ქალი აირჩიეს, რომელიც საერთოდ არ ვიცი რა..გინდა ყოფილიყო ეგ, გინდა-არა. მაგარი უძლური როჟა იყო :mrgreen: ხოდა მოკლედ, აესეთი სტატიის წაკითხვა იყო მაგარი ისეთი ჩემთვის რა.. სკოლაში, სადაც პირველ კლასში თოჯინებით ვეჯექი მასწავლებელს [არ ვჩერდებოდი ისე, რთულად აღსაზრდელი ვიყავი ] , სადაც პირველი ორიანის მიღებისას ცხარე ცრემლებით ვიტირე  , სადაც კლასელ გოგოებს დროდადრო ახალი ამბავი მიგვქონდა ხოლმე “უზრდელობებზე” და მერე ერთ დღეს როგორ გვიხაროდა რომ გავიგეთ საიდან ჩნდება ბავშვი და ბოლო-ბოლო სკოლის რადიოს დამსახურებული dj ვიყავი :mrgreen: … ბახ და იგებ ესეთ რამეებს .. გგგ..

  • 30 საკითხიდან 10 დამრჩა სასწავლი და 12 საათია გამოცდამდე დარჩენილი. + არ ვიცი მაღლივი სად არის, არც ბიოლოგების კორპუსი და მისი ბიბლიოთეკა და აესე მივდივარ გამოცდაზე.

Nightroamers’ Club

პოსტის ორიგინალი არტ-იდეაზე

ოთხკუთხედი მაგიდის გარშემო 4 ქალი იჯდა..კვამლში გახვეულ ოთახს მაგიდის შუაში,შუშის შანდალში ჩადგმული სურნელოვანი სანთელი ანათებდა

_რომელი საათია?-იკითხა მოქერაო,ხვეულ თმიანმა ქალმა, დიდი თვალებით. მხიარული მზერა მარცხნივ მჯდომისკენ მიაპყრო.
_მგონი 3 -მოკლედ და უკმეხად უპასუხა შავთმიანმა ისე, რომ თავისი გრძელი წამწამების თვალიერება არც შეუწყვეტია სარკეში.
_ ჩვენი დრო როდის გადის? – მორიდებულად იკითხა დიდტუჩებიანმა, მორცხვად გადაიდო ფეხი ფეხზე და ისეთი სახე მიიღო, ვითომ ეს ისე,სხვათა შორის იკითხა
_რა მოხდა, ვეღარ ითმენთ?- წამოიყვირა სათვალეებიანმა, გრძელი თმა ერთ ხელში მოიქცია და მკერდზე გადაიფინა..

…ერთმანეთი დღეს პირველად ნახეს. ამიტომ ჯერ უნდობლად შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ქერას შავთმიანის გრძელი წამწამები შურდა, შავთმიანს სათვალიანის გრძელი თმა, გრძელ თმიანს დიდი ტუჩები, დიდტდუჩებინს კიდე ქერას თვალები..მოკლედ უკვე მერამდენედ ათვალიერებდნენ ერთმანეთს რაღაცის მოლოდინში. მეტი სათვალიერებელი არც არაფერი იყო – ოთახში მარტო ეს შუშის მაგიდა, შუშის სკამებით იდგა. კედლებიც შემინული იყო და შიგადაშიგ უცნაური სიმბოლო ჰქონდა დატანებული
_ ალბათ ეს აქაურობის ლოგოა არა? – დაარღვია უხერხული სიჩუმე მორცხვმა.
ოთხივემ დაიწყო იმის ამოცნობა,თუ რა იყო ამ ლოგოზე გამოსახული. ერთადერთი,რაც გარკვევით ჩანდა, ნახევარმთვარის სილუეტი იყო და ასო N..ლოდინი ძალიან დამღლელი იყო და ამიტომ ქერამ სცადა უკეთ გასაცნობად და ამ უხერხულობის მოსახსნელად მოეყოლა, თუ როგორ მოხვდა აქ..
_ გოგოებო..იცით?..გუშინ ისეთი რამე შემემთხვა..ხოდა ტირილი რომ დავიწყე და ცხვირსახოცის ასაღებად წავედი, ცხვირსახოცს ზედ ეწერა ..
_ღმერთო ჩემო,შეუძლებელია -გააწყვეტინა სათვალიანმა და მისი დაწყებული სიტყვები გააგრძელა- ზედ ეწერა, რომ თუ მოგწყინდა..
_ ..თუ მოგწყინდა ყოველ დღე..- ჩაერთო დიდტუჩებიანი
_ყოველ დღე ერთი და იგივე.. – განაგრძო შავთმიანმა და როგორც იქნა მოწყდა სარკეს..
ახლა უკვე ოთხივე ერთხმად ამბობდა:

თუ მოგწყინდა ყოველ დღე ერთი და იგივე..თუ გინდა, რომ რამე შეიცვალოს შენს ცხოვრებაში, თუ გინდა, რომ მიიღო ის, რაც გინდა, მაშინ ეწვიე Nightroamers’ Club-ს

_ ვაიმე,რა სულელური ტექსტია, ბანალური..ტელეშოპის რეკლამებს გავს- იცინოდა აქამდე მოღუშული სათვალიანი..
სიცილში აიყოლია დანარჩენებიც და ათას რამეს ამბობდნენ, თუ როგორი სისულელე იყო მთელი ტექსტი..სიცილ-სიცილით თქვა დიდტუჩებიანმა- ღმერთო ჩემო, რამ მოგვიყვანა აქ.. ყველას შეეცვალა სახე. უკვე თითოეული მათგანი საკუთარ თავს ლანძღავდა ამ სისულელისთვის. მართლაც, რა უაზრო ტექსტს აყვნენ .. რა ეგონათ საერთოდ აქაურობა. გასაგებია, რომ ღამისმთეველთა კლუბი, მაგრამ დანიშნულება? რატომ ერქვა ასე..ხომ არ შეიძლება უბრალოდ ადგე და ღამე ათენო..რაღაცა ხომ ხდება აქ..ათასი კითხვა მოსდიოდა ოთხივეს თავში, ნელ-ნელა ფანტაზიამაც თავისი ქნა და :

…ქერას ეგონა, რომ ეს იყო ავადმყოფი ადამიანების კლუბი, რომლებიც ღამით ვერ იძინებდნენ და უბრალოდ აქ იმისთვის მოდიოდნენ, რომ დანარჩენ თავისნაირებთან ერთად ყოფილიყვნენ ..

…შავგვრემანს ეგონა, რომ დაახლოვებით სასოწარკვეთილი ხალხის თავშესაყარი იყო, რომელთაც ღამით ურჩევნიათ შეკრებადა დარდის გაზიარება და დღისით ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებიან შედარებით შვებამოგვრილები…

…მორცხვს საკუთარი ფანტაზიის შეეშინდა და გაწითლდა..ფიქრობდა, ჩვენ მსხვერპლები გავხდებით აუცილებლადო..ოღონდ რისი მსხვერპლები , აი ამაზე ბევრს ფიქრობდა. ღამე მისთვის საშიშ რამეებთან ასოცირდებოდა..

…სათვალიანი კი ცივი გონებით ცდილობდა გამოეცნო, თუმცა მასაც მშვენიერი ფანტაზია ჰქონდა : – ღამე ათენებენ..ღამე რა უნდა აკეთო? – აქ არც დისკოთეკაა,რომ იცეკვო და არც ბარი,რომ დალიო. ესე იგი, რაღაც საიდუმლო რამეა.თან ეს უცნაური ხელწერა ცხვირსახოცებზე..უნებურად თვალი რომ გადაავლო გარშემომყოფებს, ყველა ქალი იყო და ერთ-ერთი ფილმი გაიხსენა : ქალები რომ თამაშობდნენ ხოლმე რუსულ რულეტკას და ვისაც შეხვდებოდა, იმ ქალებს ქმრები რომ უნდა მოეკლათ.. დაიზაფრა და უსიამოვნო შეგრძნებამ შეიპყრო.. Read the rest of this entry »

Reality

წეღან ვუყურე რაღაც ნაწყვეტს, მგონი ტატო პიდარასტი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში ქალაჩუნაა მაგარი, დიტო გაურკვეველი ტიპია, რაღაც დაუმთავრებელი, ის გამხდარი როა მგონი ტატოს გზას ადგას. აი ბესო კი ნაღდი კაცია, ჯიგარი ულაყია, მაგან არ იყო პირდაპირ ეთერში რო მიატ….ნა ვიღაც რუსი?
გოგოებს არა უშავთ, ცოტა შემეცოდნენ ასეთი კაცების ხელში.

ეს ციტატა დღეს ფორუმზე დასერჩვის შედეგად აღმოვაჩინე. ნუ დავსერჩე ჯეობარი. ეხლა რა მრჯიდა და რატომ დავსერჩე.. დღეს ვლაპარაკობდით რეალითებზე.  გამოიკვეთა აზრი, რომ იმისათვის, რომ გაიმარჯვო რეალითიში, თავიდანვე უნდა შექმნა რაღაც იმიჯი, რაც მასას მოეწონება. რა მოსწონს მასას? ვოტ, მაგის საძებნელად დავიარე და ძირითადად ეს სურათი იყო შექმნილი [იიი]. ეგ იყო პირველი ჯეობარი [მამენტ ყველაზე კარგი ჯეობარი], ანუ ახალი ფეხადგმული რეალითი, სადაც ძალიან ძნელი იქნებოდა სტერეოტიპების წინააღმდეგ წასულიყავი, იმიტომ, რომ ორიენტირება გაქვს ხალხზე, მასაზე, რომლის ძირითად ნაწილს შემუშავებული აქვს იდეალური ადამიანის საკუთარი, თავისებური პორტრეტი. ის, რომ  “ტატო პიდარასტია”, “დიტო დაუმთავრებელია” და “ბესო ულაყია” , არაა მხოლოდ იმ ვიღაც ფორუმელის აზრი. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ზოგადად ესეთი  წარმოდგენები შეიქმნა. გამარჯვებულების შემთხვევაში, მარხულიას და ბესოს მაგალითები მახსოვს ყველაზე ისე.. [ა,უყურეთ,მარხულია ვთქვი და არა ირაკლი..გამგები გაიგებს :D ] . ბესოს გამაჯვებას არ ვიცი რა დაედო საფუძვლად, სავარაუდოდ ჩოხით სიარული და ის ლაივში სექსი არ ვიცი იყო თუ არა შუაში . მასე დათოსაც ქონდა სექსი მულატკასთან, მაგრამ ვერაფერი ვერ ქნა ვერც ერთმა, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს? ბესო პატრიოტი იყო :ბის: და მას სექსი კი არ ქონდა,  არამედ “პირდაპირ ეთერში რო მიატ….ნა ვიღაც რუსი” :ბის: მარხულია კიდე, როგორც ყველა შოუში ნაცადი ხერხი, მანიპულირებდა თავისი წარმოშობით და პატრიოტიზმით და მოკლედ ესე.. დეას შემთხვევა კიდე იყო როგორი იცით? აი პროფესორი არ დაევასა ხალხს იმიტომ, რომ ცოლი ყავდა და სხვას ეფლირტავებოდა  Read the rest of this entry »

it’s not freedom…

picture1

< < <ახალ დღიურში გადავცხოვრდი..ეს დღიური თან არ ჩამაყოლოთ..ეს აქ უნდა დავუტოვო :mrgreen:   მაგ ვაი სურათზე იდეაში წერია : it’s time to be a big girl now..

it’s not Freedom.. 18 წლის= სრულწლოვანი =  ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს თავის თავზე, თავის საქციელზე და ა.შ. გავხდი 18 წლის სექტემბერში და რა?..ისევ ისე, 9 საათზე მოვდივარ სახლში და თუ ცოტათი მაგვიანდება ვკანკალებ და ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, დაგვიანების შემთხვევაში გაბრაზების მაქსმიმუმი რაღაცა მწარე სიტყვები იქნება- “შე არაჯანსაღი სულის ადამიანო”ს მსგავსი [(c) მამაჩემი], მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ვიტან ამას და ვცდილობ არ დავიგვიანო, რითაც ვინც ჩემთან ერთადაა იმათაც დისკომფორტს ვუქმნი [ყოველთვის ადრე გამოვრბივარ და გამოსვლამდე ნახევარი საათით ადრე ტვინს ვჭამ "უნდა წავიდე"-ს ძახილით]  ამას +, ყოველ წუთს მირეკავენ და მეკითხებიან სად ხარ, რამდენ ხანში მოხვალ- რაც კიდევ უფრო მიშლის ნერვებს. თუ ტელეფონს არ ვიღებ, ან ვთიშავ , ადვილი შესაძლებელია ყვირილის დროს სიტყვები გასცდეს ზემოთხსენებულ ფრაზას და გადაიზარდოს ” უსინდისო, უნამუსოში”, ხოდა ვინაიდან მე ჩემს თავს არც უნამუსოდ და არც უსინდისოდ არ ვთვლი, ვბრაზდები და ყვირილს ვიწყებ, რაც თავის მხრივ დონ’ტ ლაიკ ! .. ანუ რეალურად ის, რომ მეუბნებოდნენ- სრულწლოვანი რომ გახდები ესეო და ისეო, არის დიდი ტყუილი. როგორც ყოველთვის, დღესაც ერთ დასკვნამდე მივედი Read the rest of this entry »

ქალ დეემსგავსე..

picture-004გუშინ შევნიშნე, რომ გამზრდია ფრჩხილები ლამაზად,ხოდა გაქლიბვა დავიწყე. ერთი ხელი დავიოთხკუთხედე-მეორე დავიმრგვალე. ჩემს დებს მოვპარე მთელი ჩემი ნაჩუქარი მანიკურები და საწოლში დავილაგე . ერთზე ვარდისფერი წავისვი, მეორეზე- ღია მწვანე. მერე გაცლა დამეზარა და ვიარე ესე დღესაც. რომელი ჯობია ისე, ოთხკუთხედი თუ მეორე :უსერ:

ეხლა ის..ქალს დამსგავსების პარტ ტუ … წუხელ , რა თქმა უნდა კიდევ ერთი გენიალური იდეა- თავის შეღებვა მომინდა ისე, რომ მზად ვიყავი მაშინვე ავმდგარიყავი საწოლიდან და მეყიდა საღებავი. ნუ მოვიცადე დილამდე და როგორც კი გათენდა ვიყიდე საღებავი და ნანასთან ავედი და შემღება და დამვარცხნა.. Read the rest of this entry »

სეკულარიზაციის აპოთეოზი!

logo_geo:bis: არც კი ვიცი რა ვთქვა..რაოდენ სეკულარიზებულნი ვართ :bis: ზოგადად ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო ისეთ რამეებს, რაც ჩემს ტვინს დაღლის, მაგრამ ხანდახან .. თავიდან ძალიან ჩვეულებრივ “შორიდან ყურება” დავიწყე “საქართველოს დიდი ათეულის” ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა, მაგრამ დღეს ერთ-ერთ გადაცემაში ვუყურე ისევ ამ ამბის ირგვლივ  პოლემიკას და აი გავოგნდი არგუმენტებით- თუ რატომ უნდა ამოიღონ წმინდანები ამ გადაცემიდან. დგას ეხლა საზოგადოებრივი მაუწყებელი და თავს იმართლებს, ათას რამეს იგონებს- აი ჩვენ მართალია დიდ პატივს ვცემთ საქართველოს საპატრიარქოს, მაგრამ..რატომ ! აი რატომ..რა აქვს თავის სამართლებელი, როცა საბერძნეთშიც ჩატარდა, რუსეთშიც ესეთი პროექტი [ეს ორი მაგალითი იმიტომ, რომ ის ორივე ქვეყანა მართლმადიდებლურია] და არც არავის უთქვამს ცოდვაში დგებითო და არიქაო. არა, მარტო აქ არის ყველაფერი ესე. აი რატომ უნდა ამოიღონ ილია ჭავჭავაძე მაგ სიიდან. ამას პლიუს იმის მტკიცებაც უწევთ, რომ ეს საგანმანათლებო პროექტია და მაგაშიც ედავებიან. რატომ არ არის საგანმანათლებლო..ხომ შეიძლება რომ აი მე ვარ ძალიან გაუნათლებელი, სკოლიდან მოყოლებული არაფრის გამკეთებელი და აზრზე არ ვარ ვინაა დავით აღმაშენებელი. რა თქმა უნდა ტელევიზორს ვუყურებ. ერთხელაც აღმოვაჩენ ამ გადაცემას და შეიძლება რაღაცა გავიგო არა?..თან საპატრიარქო ეხლა ამბობს, აარაო, ჩვენ არ ჩავრეულვართო. აბა რაარის ეს o.O აი ესეთი საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ვთქვი რა..საერთოდ მაგათ მგონი უმალავენ რა არის საზოგადოება და ის, რომ საზოგადოება შედგება უამრავი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისგან, რომლებისთვისაც არაა წმინდანი ილია ჭავჭავაძე, მაგრამ არის მათთვის საყვარელი, როგორც საზოგადო მოღვაწე. მიდი და ეხლა უმტკიცე მაგათ, რომ ცოდვაში ფეხის ჩადგმად არ ითვლება ხმის მიცემა და რეიტინგში ადგილის მინიჭება. ღვინჯილიამ თქვა მაგარი რამე- საპატრიარქოს ხომ აქვს ტელევიზია “ერთსულოვნება”-ო, ხოდა ადგნენ და მრევლს მოუწოდონ, რომ არ მიიღონ თვითონ მონაწილეობა, არ ჩადგან ცოდვაში ფეხი ი ვსო.. აი პროექტის შეცვლა, ანუ წმინდანების ამოღება იქნება საერთოდ პირველი არხის წაშლა რა..მაგარი ანტისეკულარისტები ვართ..

რასა ვიქმ

ერთი გამოცდა გადავაგორე,მუზეუმმცოდნეობაში. პრეზენტაციაც გავაკეთე და 15-დან 15 ქულა თავისთავად :ბის: თან :ევილ:-შესავალი გავუკეთე- მე დარწმუნებული ვიყავი,რომ თქვენ  არაჩვეულებრივად გააკეთებდით პრეზენტაციებს მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებზე,ამიტომ გადავწყვიტე … ბლა ბლა ბლა.. აგერ, იხილეთ ეს მუზეუმი , ამაზე მქონდა პრეზენტაცია : MUSEUM OF BAD ART და ეს მუსიკა ედო გგგ : Ennio Morricone მერე გამოცდა იყო და რა თქმა უნდა : შენი ჭირიმე, ერთი 25-ეს პასუხი გამომძახე რა- ესეთ პონტში..
17-ში წავედი თეატრში “12 განრისხებული მამაკაცი”-ს სანახავად.დავალებად ხომ მქონდა რამის ნახვა.მთელი დღე საჯაროში ნაჯდომი უხალისოდ შევედი ,მაგრამ აა..ძალიან მაგარი იყო. დეტექტივი.. 12 კაცი წყვეტდა ერთი 18 წლის ბიჭის ბედს,რომელიც მამის მკვლელობაში იყო ბრალდებული. ხოდა ამათ უნდა გამოეტანათ ან სასიკვდილო განაჩენი -ან გადაერჩინათ. ხოდა მოკლედ აი მართლა ძალიან მაგარია. და ვაბშე რომ ვუყურებდი ბოღმა მახრჩობდა- რატომ დაწერა ეს პიესა ჩემზე ადრე რეჯინალდ როუზმათქო :mrgreen:
ეს დღეები :
1. ვწერ რაღაცა რეცენზიის მაგვარს ზემოთხსენებულ სპექტაკლზე
2. სოციოლოგიის საკითხებს ნელ-ნელა ვსწავლობ
3. ძველი ბერძნულის წიგნს შევყურებ მოწიწებით და სულ მახსოვს  რომ 24-ში გამოცდა მაქვს
4. ვიბოღმები ყველაფერზე.
5. მე და მამა ვართ სახლში და საწყალს გავუხმე კუჭი. არაფერს არ ვაკეთებ საჭმელს..არ კი არა ვერ მამენტ. თან უპრეტენზიოა ძალიან და არც სახლი დაალაგეო მეუბნება, არც საჭმელზე წუწუნებს. პროსტა გუშინ ძალიან მორიდებულად მთხოვა თუ შეგიძლია აის ნახევარფაბრიკატი სუპი გააკეთეო. გემრიელია, ეხლაც ვჭამ.
6. არ ვუვლი თავს..აი დღეს მოვედი აზრზე ცოტათი და თმას მივხედე, ზიგზაგები ვუქენი :D
7. ვსვამ მარტო წყალს
8. გადმობარგებული ვარ ლოჯში და მარტო აქ ვცხოვრობ
9.ვსვამ წამლებს

10.რაც კი სახლში რამეა ყველაფერი მაგიდაზე მიდევს
picture-003
p.s. არ მევასება ჩემი თავი

თაგვმა თხარა თხარაო, კატასაც ესიამოვნა..

[ვანოს შოუში იყო დღეს ეგ "ანდაზა" და ვიცინე და პოსტის სათაურის მოფიქრება მაინც მეზარებოდა..]

დღეს გულმა მიღალატა :mrgreen: ეს დღეები ხო ზოგადად ვერ ვარ, ფიზიკურადაც და ისედაც. “ისედაც”-ი ასე თუ ისე გადავაგორე და ეხლა ფიზიკურმა იმასმიქნა..თავი უკვე რამოდენიმე დღეა სულ მტკივა და ამ ბედნიერებას გული ემატება. ესე იგი, მთელი დღე სულ ცვალებად რიტმში მიცემს. ხან ჩქარ-ჩქარა, ხან საერთოდ არ მესმის, ხან სუნთქვა მეკვრის :| ამ საღამოს პიკი იყო ფაქტიურად..მთელი დღე ესე ვიყავი,მოქმედებს ძაან ხასიათზეც ..ხოდა საღამოს დაგვირგვინდა და მომიწია წამლების ყლაპვა :mrgreen: მაგნიტური დღეებია ვგონებ :| + ნერვებზე რა ვიშველო ხო არ იცით..ოღონდ გლიცინი არა  :!
***
picture 2006 წლის მერე საჯაროში არნამყოფი, მივედი და ვიყავი :ბის: ჯერ რეგისტრაციაზე ვილოდე, რა საშინელი სურათი გამოვიდა :| მერე შევედით და აღმოჩნდა, რომ სხვა ტომი გვქონდა გამოწერილი [ხელოვნების ისტორია გვინდოდა,რენესანსი და აღორძინება გამოგვიტანია]. მაინც რაღაცეები ვქენით და მერე დავიწყეთ თეატრების მოვლა. აღმოჩნდა, რომ “თეატრალური მხატვრობის ისტორია”-ში უნდა დავწეროთ რომელიმე სპექტაკლის განხილვა   დეკორაცია-სიუჟეტ-მსახიობებიანად. აეს უკვე მომწონს..ვიარეთ და რუსთაველში მივედით ბოლოს ” 12 განრისხებული მამაკაცი” უნდა ვიხილოთ ხვალ :mrgreen: კიდევ ხვალ გამოცდა მაქვს მუზეუმმცოდნეობაში + პრეზენტაცია. Movie Maker-ში გავაკეთე, MUSEM OF BAD ART-ზეა [მაინც ხომ უნდა ჩამემწარებინა დიადი მუზეუმების მგრძნობიარე პრეზენტაციები]
***
პოლსკიმ გახსნა თემა- კვდებოდეთ, ანდერძად რას დაწერდითო. ხოდა დავიწყე ანდერძის წერა და ე, რა გამოვიდა :

ფაქტიურად არაფერი არ მაქვს ეხლა რომ დავუფიქრდი
დედაჩემი რომ მზითებს და ავეჯებს მიგროვებს, ეგენი არც აქამდე მინდოდა და რომ მოვკვდები ბარემ ჩემს დებს დავუტოვებ, გაიყონ
ჩემი დღიურები ჩამაყოლონ თან :bis:
დაკრძალვაზე აგერ მაქვს დატოვებული ანდერძი რაც უნდა დაუკრან : http://tindatin.wordpress.com/2008/12/03/low-mans-lyric/
ჩემი პაროლები ჩემი საყვარელი რვეულის რომელიღაც გვერდზე მაქვს ჩამოწერილი და მაგ რვეულს დავუტოვებ ყვავას, რომ მერე ჩემს ბლოგზე იმან დაწეროს ბოლო პოსტი- მოკვდაო

ა ჰო.. ვიოლინოც ყვავას მერე რო დაუკრას ხოლმე და ჩემი სიკვდილის მერე ვინმე რომ ეყოლება სულ თვალში მოეჩხიროს იმ ქალს და სულ ჩხუბობდეს ვიოლინოს გამო- იმიტომ გაქვს შენახული რომ ისევ ის გიყვარსო და მერე ეგრე შორდებოდეს ყველა ქალი ჩემი ვიოლინოს გამო  :lol: :lol: :lol:

და მერე რომ წავიკითხე რამდენი ეგოიზმი იდო ჩემს პოსტში :mrgreen: და + პააწა სიბოროტეები :D

ოხ…ეს თინეიჯერები

წუხელ მთელი ღამე არ დამეძინა და ნამეტანი ბევრი დრო მქონდა საფიქრალად და ბევრი რამის გასაანალიზებლად. დავჯექი და სქემატურადაც კი გამოვსახე ჩემი საქციელის ანალიზი :D არ ვიცი ცუდია, თუ კარგია, მაგრამ რაიმეს რომ ვიტყვი, ან გავაკეთებ, მერე ვზივარ და ვფიქრობ მიზეზებს, ფსიქოლოგიურ ასპექტებს, რომ აი , რითი იყო გამოწვეული ის, რომ მე დღეს ვიყვირე და რაღაც ესეთები .. შეიძლება ზედმეტი ტვინის ისქვნაა, მაგრამ მშველის . ბოლოს დავადგინე, რომ ბლოგის დაპრივატება იყო თმის შეჭრის ალტერნატივა..და მაქსიმუმი იმისა, რაც იმ მომენტში შემეძლო გამეკეთებინა ბოღმისგან არ გასასკდომად . აგერ,  იხილეთ მიზეზ-შედეგობრივ-გამოსავლური სქემა :D

picture-001

picture-002

იხილეთ გენიალური დასკვნა: ცუდად არის ის, ვისაც უნდა, რომ ცუდად იყოს :ბის:

p.s. თუ ნაწერი ვერ გაარჩიეთ, მკითხეთ

ოხ ეს თინეიჯერები.. (c) Landish

update : სათაურის თაობაზე დამავიწყდა . გუშინ სვითის დავაბარე ბლოგერებს უთხარი ამომიღონ ბლოგროლიდანთქო,ხოდა ლანდიშამ თქვა ეგრე: ოხ ეს თინეიჯერები, ნახეთ ეხლა, ცოტა ხანში გვეტყვის ჩამამატეთო. რა თქმა უნდა, აღარ მოვითხოვდი ჩამამატეთ მეთქი, მაგრამ ის პირველი ნაწილი :ოხ ეს თინეიჯერები, აშკარად ჭეშმარიტება იყო :D და კიდე სვითის დამსახურებაა ეხლა წაშლილი რომ არაა ბლოგი :უსერ:

თმა, სოციოლოგია და ძველით ახალი წელი

1209147_648604ჩემი თმა რამოდენიმე დღეა კრიტიკის ქარ-ცეცხლშია..  პრეტენზიები არ ილევა: რას გიგავს თავი, დაივარცხენე, გაისწორე, შეიკარი . იცი?მგონი ცოტა არ იყოს გაგიუხეშდა და მაიონეზს ხომ არ წაისვამდი? ფჩოლკა არასწორად გაქვს,  შეიჭერი ნორმალურად..აააა ჩუ ! ვსო !  ხო იყო პერიოდი, რომ დავდიოდი- ბლესკები, თმა, ზე მოვლილი :ბის: მაშინაც ეგრე, ტვინი რომ იმასქნეს მაგიტომ დავიწყე მასე სიარული. ეხლა რა ვქნა, კიდე ? :სპყ: არა .. ხოდა შემაშინეს- ეგრე არავის არ მოეწონებიო 1q4არაფერსაც არ ვუზამ. ეხლა ვიზრდი თმას რადაც არ უნდა დამიჯდეს. სულ რო სამამულო-სამრეწველო დეპრესია დამემართოს, მაინც არ შევიჭრი. უმალ თითებს დავიცელავ, ვიდრე თმას :lol: ჰოდა მერე მინდა ჩემი შავი თმა- ბუნებრივი რომ მაქვს და ყველას შეღებილი რომ გონია, ცოტა-ცოტა თეთრი ზოლებით შევღებო. აი ძალიან სადად..კი მითხრეს მაგ თმას რა გაათეთრებსო,მაგრამ რამეს ვიზამ..ან სიბერეს დაველოდები და მერე თეთრ თავს შევიღებავ შავი ზოლებით !

***

დილით ,7 საათზე, სინდისის ამბავში დაყენებულ მაღვიძარაზე ადრე გამეღვიძა შეშინებულს. ზე სტრანნი სიზმარი ვნახე და აი ისეთი, თითქოს რომ მართლა ხდება და გაღვიძების მერეც რომ გყვება ცოტა ხანს..უუ..სანამ აზრზე მოვედი რაც ცხოვრებაში უწმაწური სიტყვა არ მითქვამს-მაშინ ვთქვი. რამის ვიყვირე ეს რა ვქენი მეთქი. მერე ნელ-ნელა გამიარა, მოღალატის იერმაც გადამიარა და დავწყნარდი. გარეთ რომ გავიხედე და ჩემს ფანჯარასთან იმ ბეზარგანი ხის ტოტები დავინახე (მესამე სართულამდე ჩამოიხარა ხუთსართულიანის სახურავს აცილებული ხე ქარისგან)მორჩილად დავბრუნდი საწოლში. სიამოვნებით ვიქნებოდი კიდევ,მაგრამ სოციოლოგიაზე ხომ უნდა წავსულიყავი .. და აი, სოციოლოგიის კოლოქვიუმში მივიღე 19 ქულა  20-დან :ბის:  ფრიად მიხარის..კიდევ მაილე გადაგზავნილი ნაწერები დავაპრინტერე და ეგენიც მივუტანე მაინც..

***

picture-0051დღეს ძველით-ახალი წელიაო ანდაზაა ასეთი :D ერთი იმაზე მწყდება გული, რომ განათებებს დახსნიან თბილისში..ტოესწ აი იმ ანგელოზებს მე რომ მევასებიან .. აი ჩემი ირემი :D

p.s. მეტი სახელი ვერ დავარქვი პოსტს :სპყ:

end of peace

ჩამოვიდნენ დედა და მამა..და ძალიან მზაკვრულად..შუადღისკენ ველაპარაკე და ვითომ არაფერი.. საღამოს დამადგნენ :სპყ: ნუ კარებზე რომ კაკუნი იყო გულმა კი მიგრძნო რაღაც, ხოდა რომ ვიკითხე: ვინ არის?-მეთქი ბედნიერი ხმები მომესმა- ჩვენო. არა ეგრე შეიძლება? არ უნდა გამაფრთხილონ რომ მოდიან? :სპყ: ნუ სიმართლე გითხრათ გამიხარდა, იმიტომ, რომ მშიოდა უკვე :D ..გუშინ გავაკეთე კიდევ ერთი შედევრი. პიურეს ფხვნილი იყო,ნახევარფაბრიკატი და წყალი ავადუღე და ჩავყარე. როგორც ჩანს ბევრი წყალი ვუქენი და სუპი გამოვიდა 1q4 ისეთ ცუდ ხასიათზე ვიყავი მაგის გამო

პ.ს. ხვალ ძველი ბერძნული მაქვს : (
პ.პ.ს. ზეგ ძალიან მაინტერესებს სოციოლოგიის შედეგები

და ბოლოს :ბის: მართალია ბავშვები იქ დატოვეს სანამ არდადეგებია,მაგრამ აძინ დომა სულ სხვაა :ყეს:

პ.პ.პ.ს. მე მაპატიეთ ამდაგვარი რაძი კაიFა პოსტისთვის :D

აძინ დომა და სიზარმაცის აპოთეოზი II

ზარმაცი ვარ .. 3 იანვარი ქე რომ თენდებოდა მაშინ დავწერე ბოლო პოსტი. მერე მეზარებოდა ძალიან. არადა რამდენი თემა მომაფიქრდა და რამდენჯერაც გავხსენი დასაბეჭდად ფანჯარა, იმდენჯერ გადავიფიქრე-მერე დავწერ,სად მეჩქარება მეთქი და გავიდა ერთი კვირა რამის : )
რა მოხდა განსაკუთრებული:
1. 3-ში ფრიად დიდი სტრესი გადავიტანე :lol:  ტოესწ..12-ის ნახევარზე მოვედი სახლში და თვითგვემები მქონდა წინასწარ :სპყ: ამ მოვლენის შემდეგ გადავწყვიტე ფსიქოლოგს მივმართო ეს “სახლში დაგვიანების ფობია” რომ მომიხსნას
2. ლელა ჩამოვიდა ბაკურიანიდან :ლოვე:
3. ეს ცუდი რამეა..მამას მოუცურდა მანქანა [უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მეგობრის ნათხოვარი მარშუტკა] ყინულზე და ნუ..სერიოზული არაფერია, გადარჩნენ. ჩემს ძმას აქვს ტვინის შერყევა :( მანქანა დაილეწა და ეხლა აკეთებენ. მამა კარგადაა, ბიძაჩემი და პაპაც ისხდნენ იქ, მაგრამ ნუ მსუბუქი დაჟეჟილობები..

და აძინ დომა..მთელი სიტკბოება სახლში მარტო ყოფნის არის ის, რომ როცა გინდა გაიღვიძებ [მაქსიმუმი ჩემთვის არის 12 სთ.-ზე გაღვიძება და მაგასაც არ მაცლიან ხოლმე], როცა გინდა დაიძინებ [თავიდან 7 საათამდე მეღვიძა. მერე 1-ზე დავეგდე,მერე ისევ 6-მდე..], ერთხელ დალაგება კმარა და არავინ არ წეწავს [შეგიძლია სანამ მტვერი არ დაედება არც გაგახსენდეს , რომ ლოჯის, სამზარეულოს, შემოსასვლელის და ვანის გარდა კიდევ არსებობს ორი ოთახი]. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლი აუცილებლად დალაგებული უნდა იყოს. სადაც ვბუდობ, ის ოთახი ცუდ დღეშია პრინციპში. სადაც გინდა , რასაც გინდა და რამდენი ხნითაც გინდა დადებ..სადაც გაიხდი, იქ დატოვებ..cekva-01აუცილებელი მოთხოვნილება- ჩართული ტელევიზორი [ნუ კომპიუტერს უკვე აღარ ვგულისხმობ]. აი სამზარეულოს რაც შეეხება უუ..ჭურჭლის რეცხვას ვერ ვიტან : ( უფრო სწორად ჭურჭელს გააჩნია ..აი ქვაბების რეცხვას ვერ ვიტან და ზუსტად ეგენი დამიტოვეს გასარეცხი..საჭმლის კეთებაზე კიდე არ მეგონა ესეთი რამეები თუ დამემართებოდა. მაკარონი მოვხარშე უუგემურესი. არ ვიცი უმი იყო, მარილი ეკლდა თუ ვაბშე,მაკარონი იყო? :სპყ: პურზე ჩასვლა მეზარებოდა და მაგიტომ მოვხარშე. დღეს მაინც მომიწია, ვეღარ გავძელი უპუროდ და ვძლიე სიზარმაცეს . დანარჩენი ვსე ოკ..

კეთილი საქმეებიც ვქენი :
1. სოციოლოგიის ლექტორს დავუემაილე ჩემი ნაშრომები :ბის:
2. ტუტორიალი დავწერე ბლოგ.გე-სთვის  : >>>ახალი პოსტი <<< გგ..შვილივით მიყვარს  [ ტუტორიალია დამწყები ბლოგერებისთვის , ახალი პოსტის შექმნაზე] . სვითიმ დააფორმატა,სკრინები დაურთო და კარგი გამოვიდა :უპ:

Resent Drafts

Resent Drafts

(no title) December 31,2008

11:57 PM
კომპიუტერთან ვზივარ, ხოდა იმ საუნდტრეკს ვუსმენ, კორკოტა რომ მღერის და მეტირება, სიმღერაზე არა..
წავედი მე დავიძინო..

1 January ..  09:30 AM

- როდემდე უნდა იარო ესეთი სახით?
-სანამ არ მომწყინდება..

მოქმედება # 3.. საწოლში..ისევ 1 იანვარი
-მესიჯი მოგივიდა                                                          images4
-ფილმს ვუყურებ შემეშვით
-კიდე მოვიდა
-მერე რა..
-გირეკავენ,აიღე მალე
-უცხო ნომერი უუF..
-ბიძი, გილოცავ..
-ააუ,როგორ გამახარეთ მალე ჩამოდით რა..
ისევ საწოლი..
-არ გადიხარ სადმე დღეს?
-არა!
მოქმედება # 4..ისევ საწოლი..
ამ ფილმზე როგორ უნდა აგიჩუყდეს გული, მგონი ვბერდები :სპყ: .აუჰ..სეკსები

მოქმედება #5 ფორუმი..

ყავა..ფორუმი..ქერათმიანი ადვოკატი

2 January 11:30
-ადექი შვილო, ვალაგებთ ბარგს და მოგვეხმარე
-ეხლავე რა..ყვირილით ვიფარებ თავზე ბალიშს და შეციებულ მკლავებს საბანში ვმალავ
***
წავიდნენ როგორც იქნა..ფუ,რას გავს სახლი..მოიცა,ჯერ მსნ-ში შევალ და დავალაგებ მერე..
***
ვერ ავიღებ ეხლა ყურმილს..ვსლუკუნებ და იმიტომ..
***
ურწუმიას კონცერტი o.Oმოვრჩი დალაგებას..ბავშვებო,ვათენებ ამაღამ,დარჩით თქვენც რა, იმ თემაში ვპოსტოთ..

და ბოლოს, ის სეკსებიანი ფილმი :ბის:  “Pretty Woman” ..
ყველაზე ლიებლინგ მომენტი..გერმანულად :ევილ:

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
იანვარი 2009
« დეკ   თებ »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)