Archive for დეკემბერი, 2008
2008 წელი..
რომ არა სვითი, არ იარსებებდა ეს პოსტი და აქ ეწერებოდა: “დავწერე წლის შემაჯამებელი პოსტი.უნიკოდი რომ არ მაქვს მაგიტომ სვითის ბლოგში ვწერდი სკუჩნად, მაგრამ დაკოპირების მაგივრად დავაკომენტე,მერე სპამში გადააგდო რა თქმა უნდა და გაქრა ანუ მთელი ტექსტი. როცა არ დამეზარება მერე დავწერ..” ხოდა სვით,ლავ იუ რომ ეხლა ეგ არ წერია აქ : )
ოიჰ..მიჭირს შემაჯამებელი პოსტის დაწერა..ბევრი რამე მოხდა ძალიან ამ ერთ წელში :
მწვავე დეპრესიის ნიადაგზე აპრილის დასაწყისში ჩემი წელამდე გრძელი თმა შევიჭერი [ჩემი ხელით თან]
რომ მცოდნოდა აპრილის შუაში რა მოხდებოდა, არ შევიჭრიდი
მოკლედ, გავიცანი ჩემი ახალი კაცი [ახალი,პრინციპში პირველი, ამ დროისათვის ბოლო და ა.შ. 10 თვეა უკვე ერთად ვართ- ეტა ჟე რეკორდ ]
აპრილშივე ახალი რეგისტრაცია forum.tsu.ge-ზე [ახალი იმიტომ, რომ ადრე გაკეთებული ნიკი არ გამომიყენებია-უნივერსიტეტს ვერ ვიტანდი და შესაბამისად ყველაფერ იმას,რაც დაკავშირებული იყო მასთან]. მაგრამ დეპრესიამ რომ გადამიარა ახლიდან დავრეგისტრირდი და იმის მერე დღე და ღამე იქ ვარ.მიყვარხართ ბავშვებო [ჯორჯ,კასპერ,სინ,გრინ,თეკ,იიაკო,ტუკიჯ, ააკუნ,ჰეელ ,სოსო ჩამოვიდა მოსკოვიდან? :D]
მაისში გერმანიაში წასვლა, მერე ჩამოსვლა და ჩამოსვლის წამიდან გძეტა 2 კვირიანი ჯოჯოხეთი[მობ.დავტოვე აქ და დედაჩემმა ჩააბულბულა ჩემი მესიჯები]
ივნისი..ივნისში შეიქმნა ეს გენიალური ნიკი : LadyCrow[ ხო, თან ამის პარალელურად ფორუმ.გე-ს ვეცნობოდი. სანამ ნიკი შეიქმნებოდა მანამდე გავიცანი პრინციპში ყველა. ბლოგერების შეხვედრაზეც კი ვიყავი ერთხელ არაბლოგერის სტატუსით ]
ივლისი..მერე აგვისტო და ომი. აი ომის დღეები იყო ჩემთვის წლის ყველაზე ბევრნაირი დღეები. ანუ ცუდი ხო იყო თავისთავად, მაგრამ ბევრი რამე მოხდა იმ დღეებში. პირველი- მივხვდი, რომ შემიყვარდა..მეორე-ერთი გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც სექტემბერში განვახორციელე [დეტალებს არ ვახმაურებ]
მერე სექტემბერი..სრულწლოვანი გავხდი [კიდევ ზემოთხსენებული გადაწყვეტილება]
ოქტომბერი- სწავლა დაიწყო და უკვე ჩვეულებრივ, სიხარულით კი მივედი უნივერსიტეტში[ამას პლიუს სოციოლოგიის აღმოჩენა]
ბლოგის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი
ნოემბერში ვიოლინოს გაგრძელება
დალშე იცით ყველაფერი ვგონებ..
ხოდა ისა..გავიზარდე წელს.[გამზარდა ტოესწ]
ბანალურია, ის არის, ეს არის არ ვიცი მე.. [და კიდე მასწავლა როგორ შევხედო ცხოვრებას უფრო მარტივად :გივი: და კიდევ მასწავლა..მასწავლა..ამასაც ჩემთვის შევინახავ]
მომავალ წელს შესასრულებელი გეგმები:
აღარ ვიქნები ეჭვიანი მაჯლაჯუნა
ვიოლინოს დაკვრას აზრს მივცემ- რაძი კაიფაც მშვენივრად ვუკრავ, მარა ..
კიდე ვიზარმაცებ !
სამსახურს ვიშოვნი-ან მოსწავლეებს დავიმატებ
რომანს დავწერ.. აუცილებლად!
ხოდა .. მართალია საერთოდ წამერთვა წინასაახალწლო განწყობა რომ არ გამიშვეს ჩემებმა,მაგრამ რა მოხდა მერე..
გილოცავთ და საინტერესო წელს გისურვებთ
update:
კურიერის კურიოზები იყო ეხლა და ზე გენიალური რამე, პატრულიდან:
“რავიცი, ამბობენ გააუპატიურესო. არადა 78 წლის ქალი როგორ უნდა გააუპატიურო,როცა ამდენი გასაუპატიურებელი ქალი დადის”
სწავლის ძირი მწარე არის..
…მიუხედავად იმისა, რომ ქუდი მეფარა და შუბლი მეფხანებოდა, მაინც ნორმალური განწყობით შევედი სოციოლოგიის კოლოქვიუმზე. შესვლისთანავე ვიკითხე- რა საკითხები იქნებაო და აღმოჩნდა რომ ოჯახი და რელიგია არა ! დავიბენი, ეგენი მქონდა ყველაზე კარგად ნასწავლი. ნუ ნასწავლი რა, ერთხელ წაკითხული..გუშინ წავედი ქსეროქსების საყიდლად,მივედი და რაც იყო ყველა დავხვეტე. მოვედი სახლში და დიდი რაოდენობის ყავასთან ერთად დავიწყე კითხვა, რა თქმა უნდა კომპიუტერთან და რა თქმა უნდა F5-თთან ერთად. მერე გადავინაცვლე საწოლში, მაგრამ “ყოვლისშემძლე ბრუსი” იყო და ფაქტიურად ვერ წავიკითხე. დილით დავიწყე ისევ და ესე უნივერსიტეტამდე ვკითხულობდი ავტობუსშიც..მოკლედ, შევედი..ერთი გოგო მოვიდა შენთან დავჯდები თუ შეიძლებაო- ეტყობა მაშინ რომ გავაკეთე პრეზენტაცია, იმ შთაბეჭდილებით ეგონა არიქა, ყველაფერი იცისო
ნუ დაჯდა ჩემთან, მაგრამ ლექტორმა სხვანაირად გადაგვანაწილა მაინც. ჩანთა დავტოვეთ ფანჯრის რაფებზე და შესაბამისად ქსეროქსებიც. რა თქმა უნდა ზოგმა ქსეორიქსი კურტკით , ჯიბით და ა.შ. რაღაცეებით გაიყოლა, მაგრამ მე არ მინდოდა ეგრე! ისედაც რაც ჩავირიცხე იმის მერე მგონია, რომ დამიქვეითდა გონება და ვეღარაფერს მე ვეღარ ვსწავლობ. ამდენი გადაწერით დავჩლუნგდი მეთქი-დეპრესია მაქვს. ჩაგვაწერინა საკითხები და ჰოი საოცრებავ- ყველაფერი ვიცოდი. დავჯექი და აი როგორც მიყვარს ისე დავწერე. არანაირი გადაწერა, გადაწერის დროს გაფანტული აზრები და უმარილო ნაწერი ! ჩავუჯექი მოკლედ და ხუთივე საკითხი სრულად დავწერე, ჩემი აზრებიც მივაფქრვიე თავისთავად
ბიუროკრატია, დემოკრატიული ქვეყანა, კლასი და სოც. მობილობა,სოციალიზაციის აგენტები- ესენი უნდა დამეწერა. აღმოჩნდა, რომ ზოგი ლექციიდან, ზოგიც ნასწავლიდან მშვენივრად მახსოვდა. ასე სულმოუთქმელად არაფერი დამიწერია-ერთი ამოსუნთქვით. ხოდა მართალია საშინელი კალიგრაფია იყო , დამამშვიდა ბნ. ამირანმა-ეგ არაფერიაო.მთელი ლექცია დადიოდა მერხებს შორის და როგორც ჩანს შეამჩნია ჩემი თავდადება :D ორი თაბახი გავავსე (თაბახის ორივე გვერდზე იყო ნაწერი), ყველაზე ადრე მოვრჩი და გამოვვარდი თურმე რა კარგი შეგრძნებაა, როცა იცი და ისე წერ და კიდე რწმუნდები, რომ ჩლუნგი კი არა ძალიანაც ჭკვიანი ხარ ერთი წაკითხვით და ამ რეფრეშების ხელში რომ მოახერხე სწავლა :D
***
ცოტა ხანში საახალწლო პოსტს დავწერ წლის მოვლენებით
***
რომანის წერა დავიწყე :lol: “Abaut Us” ქვია..პაპსად თუ ჟღერს მერე შევცვლი სახელს. რაც შეეხება ჟანრს- როგორც ვატყობ რაღაც ჟიზნენნი + ეროტიული გამოდის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისე როგორ გამოვა, მე რომ დრამა არ გავურიო და ვინმე არ მოვკლა
ნუ მოკვლა თუ არა რამე მაინც მოხდება მასეთი ვგონებ. ბრაზილიურ სერიალებს არ ემგვანება პრომის- ჩემს თავს ეს ! ხოდა იქნება ფრიად რეალითური :ყეს: (ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული :D ). მოკლედ, რავიმე, ვნახოთ რა გამოვა.. შორეული ამბავია ეგა, კაი ხნის საქმეა, მაგრამ მთავარია იდეაო ნათქვამია :D
***
წუხელ “ყოვლისშემძლე ბრუსს” ვუყურე, მევასება ეგ ფილმი :უსერ:
თან ის მომენტი..
_ ღმერთო ჩემო..
_ შეგიძლია ბრუსი დამიძახო..
რაც ყველაზე ძალიან გიყვარს part II
გუშინ იყო დღე, როცა ყველა ბლოგერი უნდა დარწმუნებულიყო თავისი ბლოგის სარგებლიანობაში და დამტკბარიყო თავისი სტატუსით “ბლოგერი” , თან კომფორტულად მიმჯდარიყო კინოთეატრ რუსთაველის დიდი დარბაზის მეთორმეტე რიგში (ვგონებ ყველაზე სტრატეგიულ რიგში) და ეყურებინა ამ ფილმისთვის : ) ყველაფერი კი ასე დაიწყო : რაც ყველაზე ძალიან გიყვარს..
მაშინ იყო პირველი შემთხვევა, როცა დავადგინე რაში მჭირდება ბლოგი :D აი ნუ ხომ მიყვარს ჩემი ბლოგი, მარა რაღაც სხვანაირი გრძნობაა ეხლა უფრო :უსერ:..მოკლედ, შევიკრიბეთ ბლოგერები და ნახევარი ამირანში, ნახევარი- რუსთაველში გავნაწილდით. აი სვიით ფილმია რა მართლა : ) ძალიან კარგი ხარისხით და კარგი იუმორით. ვინც მიცნობს მგონი ყველამ იცის , რომ წელს რაღაცა არ მაქვს წინასაახალწლო განწყობა (მალე გავიდა შემოდგომა მეთქი ვწუწუნებ), ბთ გუშინ რაღაც თითქოს მივხვდი რამდენიმე დღეში რომაა ახალი წელი : )
ფილმის შინაარს რაც შეეხება, მართლა გასართობი რამეა. ტექნიკურად მმ.. მე ესეთი ხარისხის ქართული ფილმი არ მინახავს :ყეს: უარყოფით მხარეებს ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება- ჯუსტ იმიტომ, რომ რა შუაშია ეხლა ფილმის რაღაც წვრილმანებზე მსჯელობა, როცა ფილმი ჩისტა სარელაქსაციო რამეა : ) მოკლედ, ბევრიც ვიცინეთ. ძალიან მაგარი მომენტებია , აი განსაკუთრებით ვასილიჩი რომ მოხვდება გეების ფართიზე. და კიდევ მყუდრო აქამდეც ხომ მიყვარდა და ეხლა სააერთოდ :ლოვე: მევასება :უსერ: მრავალფეროვანი სიუჟეტია და ბევრგან ვითარდება მოქმედება. აღნიშნეს ერთი, რომ ზოგი მომენტი გაწელილიაო,მაგრამ რომ გამოვედით ისე კმაყოფილები ვიყავით, მგონი არავის არ აინტერესებდა ეგ:)
დამთავრებისთანავე ბლოგერთა საზოგადოება გაემართა მაკდონალდსისკენ. ხოდა რუსთაველში ყველაფერი გადაჭედილი იყო, საბურთალოზე წავედით,იქ აივანზე(არადა მთავარი მიზანი იყო გარეთ არ ვმჯდარიყავით ამ სიცივეში)მოვიკალათეთ და ერთხმად კმაყოფილები ყველა იმაზე ვფიქრობდით რა კარგი იქნებოდა მეორედ წასვლა ამ ფილმზე :D მოკლედ, მე მართლა გამიჩნდა ეგ სურვილი, ხოდა წადით და დამპატიჟეთ :ცჰუპს: წამოვალ სრულიად უფასოდ :ყეს: :უსერ:
ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი..
სოციოლოგია ზოგადად ფრიად სტრანნ რამეებს გვაწერინებს ხოლმე, აი ლაიქ ით.. მაგალითად, გვქონდა დავალებები- ქართულ ღირებულებებზე, ქართული და ამერიკული ღირებულებების შედარება (ამას ცალკე პოსტს მიუძღვნიდა არაზარმაცი ავტორი), რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნებით, ქართული ანეკდოტები ომის შემდგომი პერიოდის, ის ყველაფერი, რაც საქართველოს ახასიათებს მარტო (ამაზე გამახსენდა ცნობილი თემა, ყველა ფორუმგამოვლილი “მხოლოდ საქართველოში”) და ბოლო თემა- ოცნებებზე, ჩვენს ოცნებებზე. მოკლედ, ანეკდოტები ვერ ვიპოვნე, საქართველოს მახასიათებლებზე ზემოთხსენებული თემა მოვიშველიე და ბოლოზე გავჭედე. რაზე ვოცნებობდი, რაზე მიოცნებია..მოკლედ, ეგ ცალკე თემაა,ფაქტად ის დარჩა, რომ ტვინი ვიჭყლიტე სანამ მოვიფიქრებდი რა უნდა დამეწერა. ნუ ბოლოს, სიტუაციიდან გამოსასვლელად რაღაც ტყუილები დამჭირდა, მაგრამ ტყუილის მოფიქრებისას ისეთი საყვარელი რამე გამახსენდა, რომ .. მოკლედ, იმისათვის, რომ ნაწერი გამოსულიყო საინტერესო და არაშაბლონური (რა თქმა უნდა იქ მყოფი სტუდენტების 90% დაწერდა იმაზე, თუ როგორ ოცნებობდა სამი წლის ასაკში საქართველოს გაბრწყინებაზე), დავწერე ჩემს საყვარელ პერსონაჟზე..აი ნაწერი და პერსონაჟზე მოგვიანებით (ნუ მოკლედ თავიდან უწი-პუწი რაღაცეები, თუ როგორ გამიჭირდა საკუთარ ოცნებებზე ლაპარაკი ) :
ავიღე კალამი და დავიწყე იმაზე ფიქრი, დამეწერა თუ არა იმაზე, თუ როგორ ვოცნებობდი ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთი პერსონაჟის, ემილივით საინტერესოდ მეცხოვრა: “ასე ეძახდა ყველა პატარა ბიჭს, რომელიც სოფელ ლიონებერგაში ცხოვრობდა . ძალიან ანცი და ჯიუტი იყო,შენ კი არ გგავდა. თუმც,ერთი შეხედვით უწყინარი და დამჯერი გეგონებოდა,განსაკუთრებით მაშინ, როცა ეძინა. გინდა აგიწერო? ცისფერთვალა, პირმრგვალი, ლოყებდაბრაწული, ოქროსქოჩრიანი-ერთი სიტყვით, ნამდვილი ანგელოზი იყო, ნამდვილი! მაგრამ,მგონი უკვე მიხვდი, ასე ფიქრი შეცდომაა!” - ვკითხულობდი და მინდოდა ოდესმე მეც მქონოდა ემილისნაირი თავგადასავლები. თუმცა ამას მარტო წიგნის პერსონაჟებთან ერთად ვახერხებდი, მათთან ერთად მიხაროდა, მწყინდა,მიყვარდა, მძულდა, ვლკავდი და მკლავდნენ…მივჯდებოდი სახლის ყველაზე მყუდრო , შეძლებისდაგვარად ბნელ კუთხეში და ვკითხულობდი..
ნუ მეტი აღარაა საინტერესო, იმაზეა, თუ რაოდენ კარგია, როცა ახლა უკვე შენ შეგიძლია ლინდგრენივით მოიქცე და ათავგადასავლო შენი პერსონაჟი :D
ეხლა რატომ დავწერე ამაზე..წიგნი გამოვაძრე კარადიდან და ისევ დავიწყე კითხვა. ბოლოს მგონი მეათე კლასში ვკითხულობდი, მაგრამ მერე – რა არის, პატარა ხომ აღარ ვარ მეთქი და შევმალე წიგნებში. ხოდა ვფიქრობდი რა დებილი ვარ მეთქი :უსერ: ახლიდან წავიკითხე ამ დღეებში და უფრო ძალიან მომეწონა, ვიდრე პატარაობაში მომწონდა. ჯერ ერთი ლინდგრენს ისეთი ენით აქვს დაწერილი მმმ..ეხლა ცოტა სხვანაირად წავიკითხე- ვაკვირდებოდი რა ლიტ.ხერხები ჰქონდა გამოყენებული და ა.შ. ძალიან მაგარია..და რაც მთავარია ისე გავერთე..
დავსერჩე ინტერნეტში და აღმოჩნდა, რომ ფილმიც არის. კიდე ვორდპრესის ერთ-ერთ ბლოგზე აღმოვაჩინე ამ ფილმზე , ბლოგსპოტზეც ვიკიპედიაშიც იყო ..ფილმს ვეძებ გამწარებული :უსერ:
აი ეს ბავშვია იმ ფილმში, ძალიან გავს იმ ემილს ,მე რომ მყავდა წარმოდგენილი და უფრო მომინდა ფილმი :ლოვე: ვინმე კეთილო დეიდა ან ბიძია, დამეხმარეთ თქვენი ლამაზი თვალები გაიხარებს..
240 კრედიტი
240 კრედიტი..იცი მკითხველო ეს 240 კრედიტი რა 240 კრედიტია. ეს ის 240 კრედიტია, რომლის გამოც კიდევ ორ წელ-ნახევარი უნდა ვიყო გამოკერებული 71 და 39 ნომერ ავტობუსებზე. ანუ ბაკალავრიატის დიპლომისთვის მჭირდება 240 კრედიტი. კრედიტის რაობას, როგორც ასეთი, პირველ კურსზე ყოველ დღე გვიხსნიდნენ, თუმცა საბოლოოდ ჩემი დასკვნით კრედიტი, ეს არის “რაღაც”. ანუ , 1 საგანი = 5 კრედიტს. ანუ თუ გინდა, რომ დააგროვო საკმარისად კრედიტები, უნდა გაიარო 240:5, ანუ 48 საგანი. თითო სემესტრში გვაქვს 6 საგნის არჩევის უფლება. აქედან საფაკულტეტოს+პროფესიის+მეორადი პროფესიის. მეორადი პროფესიის სურვილის შემთხვევაში, იმ სპეციალობის 80 კრედიტი უნდა გქონდეს, ანუ 16 საგანი. გარდა ამისა, პირველად სპეციალობას აქვს სავალდებულო და დამატებითი საგნები. მოკლედ, ვერც მე ვერ გავიგე ვერაფერი…ეხლა როგორ არის ჩემი საქმე : საფაკულტეტო საგნები ჭკვინურად გავანაწილე და მგონი ყველა მოვიშორე (ნუ ფილოსოფია,აკადემიური წერა,საქ.ისტორია,ენათმეცნიერება და ა.შ.),სავალდებულოებშიც კარგადაა საქმე. წელს მეორადად ავიღე სოციოლოგია და მარტო 5 კრედიტი მაქვს სოც-ის, ანუ მჭირდება კიდევ 75 :D სოციოლოგია არის ერთადერთი საგანი, რომელსაც ვსწავლობ. არა იმიტომ, რომ არიქა და ლექტორი- ნწ, მომწონს . ხოდა რაც შეეხება პირველად პროფესიას- ხელოვნებათმცოდნეობას, პოხ ! რაც გამოიხატება შემდგომში- არც დავდივარ, მარტო დროდადრო საქმიანი იერით შევირბენ, რაღაცას მოვუყვები,იქვე წაკითხულს და ეგაა შენი პროფესია.გუშინ კოლოქვიუმი ვწერე ორ საგანში და ორივეჯერ ქსეროქსები გველაგა მერხებზე..გგგ..სულ კიდიათ ლექტორებს. ხოდა ამის გამო, ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე სოციოლოგიაზე გადავალ მეთქი საერთოდ. მაგრამ რომ დავფიქრდი არ მაწყობს, მერე სრული დატვირთვით მომიწევს სწავლა და სხვა რამეს, მაგალითად ვიოლინოს ვეღარ მოვასწრებ (აქვე აღვნიშნოთ,რომ ვიოლინო საერთოდ რა შუაშია,სადაც ჩემი სიზარმაცეა..) ასე რომ მირჩევნია მეორადად მქონდეს და სემესტრში ორი საგანი ვისწავლო და მართლა ვისწავლო და არა ხელოვნებათმცოდმეობასავით . აი წელს, არც ერთ საგანში ძველი ბერძნულის და სოციოლოგიის გარდა , არ მეკუთვნის კრედიტი, მაგრამ რა- დაწერ ერთ კოლოქვიუმს, მოეჩხირები თვალში და ეგაა..
მარტივი აზრები
მარტივი აზრები-ანუ ახალი საცდელი გვერდი ბლოგზე..სვითისთან მომწონს ტვიტერი რომ ჩანს, მართალია ჯერჯერობით ვორდპრესის ფუნქციები მაქამდე არ მისტყორცნილა, მაგრამ ეგერ, ალტერნატივა და მისი ჯანი. კომპიუტერთან უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე მაგალითად რვეულთან. ხოდა მე რომ სადმე დამეწერა ” დღეს მოსწავლე მყავს” მეთქი ხომ აღარ დამავიწყდებოდა? ან ჩემი მარტივი და გენიალური აზრი ” არ იყიდო პატარა ტანსაცმელი იმ იმედით, რომ გაიწევს” – სადმე ხომ უნდა იწერებოდეს. ჩემს რვეულში ყველაფერი მეკარგება, მაგალითად რაღაც დავწერე ცოტა ხნის წინ, კატეგორიიდან “პიწ ნადა მენშე” და ორი დღე ვეძებდი. ზატო რომ ვიპოვნე უკვე დავიწყებული მქონდა რა მეწერა იქ და ახლიდან წაკითხვისას უფრო “მოაქ” :ევილ: თუ არ დამეზარა დაბეჭდვა დავდებ : )
***
..გუშინ ძველი ბერძნულის კოლოქვიუმი უნდა მქონოდა, ხოდა შემოვიდა ვიღაც დეიდა, აარაო შვილოვო, დღეს თქვენმა ლექტორმა გადაგაგდოთო : ) ხოდა ავედი ყვავასთან , სადაც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი გენიალური იდეა დაიბადა :ბის: აგონიას კონცერტი ხოო უნდა ყოფილიყო, ოდა ვუსმენდით ერთ ვეშს, duality-ს ქოვერს(მე, როგორც სიმღერების ცნობილი ჟმოტი, არ დავდებ ამ სიმღერის ჩამოსატვირთს და არ მოგანიჭებთ მისი მოსმენით მიღებულ სიამოვნებას ! ), ხოდა მარტივი აზრი- ვიოლინო დავადოთ ამას ზოგგანო- სთქვა ყვავამ და თქმა და ქმნა ერთი იყო (c) ქართული ხალხური ზღაპრები.. ნუ ავაწყვე და საღამოს rock club-ში გამოვცხადდით ახალი იდეითურთ . მართალია ისე ცუდად ისმოდა ვიოლინოს ხმა, რომ იდეაში დეკორაცია უფრო ვიყავი, მაგრამმ… :გივი: კარგი იყო გგგ…. მოოკლედ, მორჩა კონცერტი და გამოვეშურე სახლში. 11 სთ იყო დაწყებული ზღურლბს რომ გადმოვაბიჯე და ჰოი საოცრებავ..რაღა საოცრებავ, დედა დამხვდა და :უსერ:- სახით მითხრა სად ხარ აქამდეო. ხოდა ვუთხარი : რა მექნა, ხოო უნდა დამეკრა მეთქი :lol: ფრიად გაგებით მოეკიდნენ საკითხს და მარტო იმაზე მისაყვედურეს რა სიგარეტის სუნი აგდისო..მამაჩემს მოვასმენინე რაამოდენიმე სიმღერა აგონიის და ” ნიჭიერი ბიჭები ჩანან” - ო …
ნიჭიერი ბიჭები ჩანან ! რადიო 105 !
ამბავი ესე უსათაუროდ..
ჰმ : ) რა რთული დღეები მაქვს ე.ი. მგონი მაგნიტური დღეებია და ეს მაგნიტური დღეები, ან ამინდი რომ იცვლება… პირდაპირ მოქმედებს ჩემს ჯანმრთელობასა და ხასიათზე.. გლიცინი ისედაც არ მშველოდა და ახლა საერთოდ : ) მოკლედ, ცუდ ხასიათზე ვარ და ცუდი რამეების კეთების ხასიათზე :ბოროტ: :გულღრძო: :ბოღმა: და ა.შ. ვბრაზდები ყველაფერზე, ვყვირი-ვწიკვინებ. გგგ….უჟას..არ მომწონს :უსერ: მერე ვიბოღმები ჩემს თავზე, ვინმეს ნერვებს თუ მოვიშლი, ან რამეზე თუ გავბრაზდები და ბოღმისგან მეტირება :გივი: დღეს გამომიკეთდა ხასიათები :ტან: რა ცოტა რამ ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის :უსერ: სულ რაღაც 3 sol ![]()
Read the rest of this entry »
ბოდიში, რომ ვარსებობ
ეს სტატია დღეს გამომიგზავნეს მაილზე, იციან რომ მევასება ხოლმე მერე თვითგვემა :გივი: ნახეთ ა..რავიცი მე, კომენტარს ვერ ვუკეთებ : )სასულიერო პირი გვირჩევს:
ეკლესია თინეიჯერობას კრძალავს-ინტერვიუ მამა მამუკასთნ.გელაშვილი ლანა, XII კლასი.კართუბნის საჯარო სკოლის ჟურნაli “შარავანდი”
საქართველო,2008 წელი
1. მოგწონთ თუ არა თანამედროვე თაობა? (რატომ)_არ მომწონს, რადგან ისინი თინეიჯერები არიან. ბევრს არ ესმის რა არის თინეიჯერობა, ეს არის დისკოტეკაზე სიარული, სიგარეტის და ნარკოტიკების მიღება, მოდის აყოლა და სხვა ისეთი მისწრაფებები, რაც სულისთვის დამღუპველია.
Read the rest of this entry »
სამი ერთში
ვინაიდან ოთხშაბათი დიდი დღეა იქედან გამომდინარე, რომ ლექციები არ მაქვს..ტოესწ მიზეზი არ მაქვს ,რომ გარეთ გავიდე, თანაც არაფრისკეთების ამინდია, ვზივარ და მეტისმეტი უსაქმურობისგან ბლოგზე დღეში სამჯერ, ჭამის წინ და ჭამის მერე ვწერ :გივი: შემიძლია ეს პოსტი სამად გავყო და სამი პოსტი დავწერო, შემიძლია ერთში მოვაქციო..ხოდა მოდი, ერთში მოვაქცევ :უსერ:
***
პოსტი # 1-
ფლოსტები თუ ჩუსტები, რომელიც ჩემს დას ვუყიდე დაბადების დღეზე და რომელსაც არ იცმევს. შესაბამისად მე მაცვია და ძალიანაც მომწონს. “საყვარლობა”, “ფუმფულა”, “სიცოცხლე” ეპითეტები შორს ! ლომებია, გაბურძგნული ლომები და მომწონს !
***
პოსტი # 2-
ხიდი შევიძინე :ბის: ვიოლინოს ხიდი. ეს ბედნიერება სულ რაღაც 35 ლარად :ცრყ: ხიდი რა არის ეხლა- ეს არის იმისთვის, რომ ვიოლინოს რომ დაიდებ არ გეტკინოს ძვალი : ) ამის მაგივრობას ბალიში მიწევდა, სპეშალ შეკერილი, მარა ეს უფრო ნავაროჩენია .. Read the rest of this entry »
დილა : )
რა საყვარელი ვარ დილაობით:user:სანამ თვალებს გავახელ მანამდეც ვბუზღუნებ. განსაკუთრებით მაშინ, ვინმემ თუ გამაღვიძა უნებლიედ თუ სპეციალურად : ) კარგ ხასიათზე თუ გავიღვიძე ე.ი. ღამე კარგი სიზმარი ვნახე ან დაძინებამდე რამე კარგს ვაკეთებდი : ) გავახელ თვალებს და ვრთავ პულტით ტელევიზორს და ცოტა ხანს ისევ ვიძინებ- ტელევიზორის ხმა მიყვარს. მერე ვიღვიძებ და ლოგინზე წამომჯდარი თვალებს ვისრესავ გამოსაფხიზლებლად. გაბურძგნული თმები, გაბუშტული ტუჩები და დიიდი თვალები o.O ხოდა დილაობით ესე დასიებული სახით მოვტანტალებ კომპიუტერთან, ბლოგზე და ფორუმებზე შემოვდივარ, invisible ვარ msn-ში და skype-ში და გავდივარ სამზარეულოში. მაშინვე წყალს ვრთავ ჩაისთვის, ყავისთვის (თუ ვერ მეძინა). გამოვდივარ ისევ კომპიუტერთან და ცოტა ხანში დედას ყვირილი- ადუღდა ქალო წყალი, მოხედე. მერე საჭმელს ვიღებ და მოვდივარ ისევ კომპიუტერთან, მიუხედავად იმისა, რომ ფონად გამდევს ლექცია მისი მავნებლობის შესახებ.
რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძო? – უნდა არსებობდეს რამე დანადგარი (ვიმეორებ, დანადგარი), დილით რომ მოვა, შუბლზე გაკოცებს და საწოლში მოგართმევს ჩაის და კომპიუტერს ![]()
ფუცკ…თოვლი :დრუგ:
Knockin’ on Heaven’s Door
ოომგ სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით !!! კიდევ გადავქექე ნაწერები და ე, რა ვიპოვნე. ამჯერად სერიიდან “Knockin’ on Heaven’s Door” – ანუ რომ ვახსენე ღმერთისთვის მიწერილი წერილებითქო. ხოდა დღეს დავჯექი და წავიკითხე,ხოდა ეს ციტატა ნახეთ :
ისე, რა საინტერესო იქნებოდა მაილი რომ გქონდეს, აი იმ ფილმში რომაა , “ყოვლისშემძლე ბრუსი”. მაგათ მოაფიქრდათ პირველად ეგ , თორემ ეგენი თუ არა, მე მაინც მოვიგონებდი რამე მასეთს : ) ადრე მაწუხებდა იდეა, უნდა გამეხსნა მაილი, რომელიც იქნებოდა იმისთვის, რომ მე შენთვის აესე მეწერა ხოლმე რაღაცეები. ლოცვა არ გამომდის. ვიწყებ თუ არა მაშინვე მეძინება უკეთეს შემთხვევაში. უარესში კიდე ყველაფერ საშინელებაზე ფიქრი მაშინ მეწყება, სინდისი მაწუხებს, ზრდილობიან ბოდიშს გიხდი და ვწყვეტ ლოცვას. საერთოდაც, ხანდახან მგონია, რომ მე შეგქმენი ჩემთვის ესეთად. ანუ ჩემებური ღმერთი შევიმუშავე- ყველაფერი რომ ესმის და ჩემი გადმოსახედიდანაც რომ ხედავს ყველაფერს…და მერე გაგებით ეკიდება ყველა სისულელეს, რასაც ვაკეთებ. და კიდევ ძალიან ყოფით რამეებზე ლაპარაკი. ანუ ლაპარაკი და არა მაგალითად თხოვნა რომ იციან ხოლმე.. “ხელი გაანძრიე და გეშველებასებური” ლოცვები არ მიყვარს. მე მარტო ვყვები, შენ ისმენ (ან არ) ხოდა ესე..ვმკრეხელობ?..
რა გზააბნეული სული ვარ :გივი:
Wish I had an Angel
ამ სიმღერაზე იმას ვშვრები.. რაქვია..
ეს Tarja & Marco კიდე :ლოვე:
უი, youtobe-ს ლინკი სწორად დავდე პირველივე ცდაზე :ბის:
რაც ყველაზე ძალიან გიყვარს..
არ ვაპირებდი დღეს დაწერობანას, მაგრამ ისეთი საოცრებები ხდება ჩემს თავს :გივი: წეღან ოჯახური საბჭო მოვიწვიე და ვაყურებინე ბასანოჩკები .. ოდა მთელი შესავლით, რომ ჩვენ, ადამიანები, ხანდახან ვმაიმუნობთ ხოლმე რაცხებს და გვეპატიება : ) მოკლედ, დაიწყო კლიპი და ეკრანს მიშტერებული მარტო იმას ვფიქრობ, ეხლა უკნიდან რამე არ მომხვდეს თავშითქო, მაგრამ ჰოი საოცრებავ. აუტყდა დედაჩემს სიცილი და ვეღარ გაჩერდა , რესპექტ :)
რახან წერა დავიწყე ბარემ ..დღეს დილას ჩავრთე ფორუმი და სვიტის პმ მომივიდა შინაარსით :
ქართული სტუდია ”ფორმულა კრეატივი” [”ჩვენი ოფისი”-ს და ”ბიჭები და გოგონები”-ს შემქმნელები] იღებს მხატვრულ ფილმს ”რაც ყველაზე ძალიან მიყვარს”, რომელიც გამოვა კინოთეატრებში დეკემბრის ბოლოსთვის. ამასთან დაკავშირებით პატარა ივენტიც იგეგმება ბლოგერებისთვის. ანუ ეს ”ის ივენტი” არ არის, რაზეც მე სიტყვას გიკრავდით… ისიც იქნება…
იქამდე კი…
ხვალ, 15 დეკემბერს, კინოთეატრ ”რუსთაველში”, 15:30-ზე გაიმართება ამ ფილმის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია.
საუნდტრეკს ასრულებს კორკოტა. სიმღერის ავტორი – ნიაზ დიასამიძე. კლიპის რეჟისორი – გიორგი ლიფონავა.
დაპატიჟებულია ყველა ბლოგერი!!!
ოდა წავეი : ) ვიოლინოსთვის ხიდი უნდა მეყიდა და წავათრიე ამ თოვლ-ჭყაპში, მაგრამ ვეღარ მოვასწარი ყიდვა, 5 საათზე დაიწყო 4-ის ნახევრის მაგივრად პრეზენტაცია : ) ნუ უსაქმურობა რას არ გაგაკეთებინებსო ნათქვამია, ეს მოწოდებით ბლოგერები ვისხედ-ვიდექით და მეტისმეტი უსაქმურობით ყვავას იდეა დაებადა- ჩემი ვიოლინოთი კინოთეატრის ფოიეში ემათხოვრა. ნუ ასე 30 თეთრი კი მოაგროვა, მაგრამ სადაც მე ვარ, იქ ვის გავახარებ :ეხლა შენ ნახე ვინაა ოჯახში შემომტანი მეთქი და ტანგოს დაკვრა დავიწყე. (საერთოდ “პუბლიჩნი” რამეები არ მაქვს რეპერტუარში, ეს ტანგო შავი დღისთვის გადანახული პონტია), ხოდა წამოვიდა და რა წამოვიდა :ბის: ხურდები :ბის: ბევრი ხურდები :ბის: და როკოს 2 ლარი :ლოვე: ნუ მერე პრეზენტაცია : ამისთვის ღირდა ლოდინი : ) მომეწონა ორივე კლიპი.ფილმის ტრეილერი არ გვაჩვენეს ისე.. მოკლედ, ფილმზე წავალ ნავერნა :უფასო რეკლამა: 25-ში იქნება ფილმის პრემიერა :)
უიჰ, დამვიწყდა მეთქვა.. “ჩვენ ექსპრესში” გასულა ჩემი დიადი სიუჟეტი და ვერ ვუყურე მე :) არ ვიცოდი თუ ეხლა იქნებოდა. ოდა..დაიწყო უკვე ნათესავ-ახლობელ-ნაცნობების მოწოდებები- შვილს მიხედეთო … ამის გამო:
დღემდე რელიგიური იდენტობა არ მაქვს. ძიებაში ბევრი დრო დავხარჯე და ყველა ქრისტიანული კონფესიის მრწამსი ვისწავლე, მაგრამ გადაწყვეტილება დღემდე არ მიმიღია. ისე კი რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, როცა მე ისიც კი არ ვიცი მჭირდება, თუ არა საერთოდ რელიგია…
:ეეჰ: ოომგ, პირველი შემთხვევაა სახელი რომ ვერ მოვუფიქრე პოსტს :D
The Memory Remains
ომგ..რა ვიპოვნე : ) ომის დროს სოფელში გამომწყვდეული არსების ჩანაწერები :უსერ:
27 უბედურება რომ მჭირდა, წერილებს რომ ვწერდი ღმერთს და ა.შ. აი 27-დან რამოდენიმე :
9. ძალიან მალე ოქროს დაბადების დღე მაქვს, ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეებს :ვის:
10. მთელი დღე ეჭვიანობის მეტს არაფერს ვაკეთებ, საქმე არ მაქვს და აბა რამე ხო უნდა ვაკეთო.თან ისა..რამდენი ხანია უჩემოდაა :ცრყ:
12. მაინტერესებს გარესამყაროში რა ხდება, ანუ ინტერნეტი მჭირდება
13. ამ ყველფერს ისე ვბეჭდავ, რომ მგონია ფორუმზე ვწერ ქართული შრიფტით და აგერ უკვე მერამდენედ მომიწია `- ამის წაშლა..ქართული შრიფტი მინდა ვაჰ :ვის:
17. ოთახში მტვრებია ასაღები.მე არ მიშლის, მაგრამ გინდა თუ არა აიღეო.
21. ოომგ..რა მალ-მალე მახსნდება .. :ლოვე:
და ბოლო, 27-ე იყო ზე უბედურება, იმდენი ვიცინე ეხლა რომ წავიკითხე :ლოლ: ოღონდაც ვერ დავწერ, მრცხვენია :გივი:
და კიდევ ერთი ჩანაწერი:
მშვენიერი გარემოა საწერად , ვერაფერს იტყვი. ერთი პატარა პეპელა დამფრინავს თავზე და მეშინია ფუჰ..არაფრის არ მეშინია მწერების გარდა :შ და კიდევ ერთი მშვენიერი გარემოება- ქვემოთ ოთახში პაპას სძინავს ხოდა ეს დედანატირები იატაკი ისეა დაგებული,რომ გინდა აქ ძინებია და გინდა იქ, ისე ისმის ხვრინვა.ოთახი რას გავს, დედაჩემმა რომ შემოიხედოს ეხლა..იატაკზე ყრია მთელი ტანსაცმელი. ამ ნასკების აქა-იქ დატოვებაც ვერ მოვიშალე რა ვქნა. საწოლზე კიდე ნამდვილი ოფისია, აღჭურვილობით- რვეული, ფანქრები, პასტები (გადასაფარებელს კი ჯღაპნიან ესენი,ბთ..). უი, შექსპირის ტრაგედიების წიგნი, დღეს გადმოვიღე. აუ სარკის წინაც რა ხდება, ათასი წვრილმანი. დღეს თიხის მძივი რომ შევქმენი გასაშრობადაა ჩამოკიდებული : ) კამოდის თავზე ვიოლინოს გახსნილი ფუტლიარი დევს და სადღაც მანდვე ვიოლინო. კანიფოლი ყრია მთელ ოთახში, ვერ გავხსენი ყუთი , ნერვებმა მიმტყუნა და მოვისროლე. გაიფანტა მთელ ოთახში და წვრი-წვრილი ნაფხვენებითაა სავსე აქაურობა. ფიჭვის სუნი კი დგას ისე კარგი : ) კედლებზე ჩემს შარშანდელ შემოქმედებას გადავხედე, რამდენს ვხატავდი შარშან, პორტრეტებს ძირითადად. წელს ხელში არ ამიღია ფანქარი და პლასტირი საერთოდ..საწოლის თავიდან ჩემი ერთ-ერთი შემოქმედება გადმომცქერის- ზასაობამდე არ მისული გოგოს და ბიჭის თავები :D და კიდევ ლამპები, რომლებიც იმიტომ აყენია, რომ უხდებაო. ისე არ ინთება : ) ჩემი საწოლი რამხელაა.მგონი სამსაწოლიანია :lol: რისთვის, ვისთვის.. წავედი მე, დავიძინო..
Saturday, August 16, 2008
02:17:15 AM
LadyCrow
რამდენი ხანი მომიწია ყვარელში ყურყუტი ოომგ…ისე მთელი ის დღეები, ომის დროსაც და მერეც აამას ვუსმენდი ხოლმე .. “მოაქ” :D
:ეეჰ:
გზააბნეული პოსტი დაიდოს ? :ევილ: მეზარება ფიქრი და გამოვა გზააბნეული :ყეს: კიდევ მაწუხებდა დალეწვადი აზრები, მაგრამ კითხვამ- რატომ გინდა ავარიაში მოხვედრა, 6 თვე რომ გაუნძრევლად იწვე საწოლში? – აშკარად გამჭედა და ვეღარ მივხვდი ავარიის ნდომის არსს. სახლში მოვედი და ხატიამაც მაგნაირი კომენტი დამახვედრა:
რაღაცაზე ძაან ჩაციკლულად რო ფიქრობ ადამიანი, განსაკუთრებით უარყოფითზე, ხშირად მართლდება ხოლმე და რა ძალა გადგას ეხლა ახალ წელს რო გიფსებით არ შეხვდე, სხვა რამეზე გადაიტანე ფიქრი მიდი :* …
ოდა მინდა ახლა მე 6 თვე წოლა ?..
ეგ ერთი..
კიდევ დღეს მინდოდა “კომპასზე” დამეწერა, მაგრამ მეზარება და მერე ..
მამა მაგისტრატურაში ჩაირცხა
მობილურის სატენი გამიწყდა და ჩემი ძველი სონი-ერიქსონი დავიბრუნე :უსერ:
მოიკალი თავი მანამ,სანამ მოგკლავენ, მაგრამ თუ ვერ იკლავ დააცადე , მოგკლავენ! -დღის მარტივი აზრი..გაიგეთ რამე? :lol: არც მე..იმისი არ იყოს : შენი რა გაგიკვირდეს, სხვისი რა ნახო, ვინა ხარო :D
:ეეჰ:












